გადაწყვეტილება

სამოქალაქო 07.08.2018
საქმის ნომერი
120210018002354039
კატეგორია
დავის ტიპი
სამეზობლო
თარიღი
07.08.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2354039-2/222-18წ

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

07 აგვისტო, 2018 წელი ქ. ახ--––--ე

შესავალი ნაწილი

ა--------------------–ი სასამართლო

მოსამართლე გიორგი ლონდარიძე

სხდომის მდივანი თამარ ცინაძე

ძირითადი სარჩელის მიხედვით:

მოსარჩელე - გა----------------ნ

წარმომადგენელი - ე------------------

მოპასუხე - ბე-----------ძე, ო---------------

წარმომადგენელი - იო------------–---–ი

დავის საგანი: აუცილებელი გზის უფლების მოპოვება;

შეგებებული სარჩელის მიხედვით:

მოსარჩელე - ბე-----------ძე

წარმომადგენელი - იო------------–---–ი

გა----------------ნ

წარმომადგენელი - ე------------------

დავის საგანი - აუცილებელი გზით სარგებლობისათვის ერთჯერადი კომპენსაციის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

თავდაპირველი სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1.1 მოპასუხეებს ბე-----------ძეს და ის მამას ო---------------ს დაევალოთ ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე აუცილებელი გზის მიცემა ქ------------------------------–----------------------- საკუთრებაში რეგისტრირებულ 5--------- ფართთან დამაკავშირებელი ბე-----------ძის საკუთრებაში რეგისტრირებული უძრავი ქონების ს.კ. 6------------------ ცენტრალური შესასვლელის მხრიდან კ---–--------- მეშვეობით, რომლის ფართია 2---------

 

სარჩელი დამყარებულია შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

 

საქართველოს რესპუბლიკის 1----–-–------- სახელმწიფო საწარმოთა პრივატიზების შესახებ კანონის საფუძველზე, 19---–-–-----------------------––-------–---------------------- რაიონული განყოფილების მამაკაცთა ს--------------- №-------------------------------–- შესყიდულ იქნა მოსარჩელის მიერ და საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით ირიცხება ჩემზე 5--------

 

ქ-----------------------------–----------–----------–--- განთავსებული იყო ქ--–--------------–--------------------. აღნიშნული ს-----------------ს გააჩნდათ ერთადერთი შესასვლელი კალიდორი, საერთო სარგებლობის რომელიც დაახლოებით 3---- მეტრია რაც დასტურდება ტექნიკური პასპორტით.

 

2--- წლის მორიგების აქტი N------------ საფუძველზე მოსარჩელის საკუთრებასთან დამაკავშირებელი ერთადერთი კალიდორი, რომელიც დაახლოებით 3. კვ.მ საკუთრების უფლებით აღრიცულია ბე-----------ძის სახელზე და მის საკუთრებაში რეგისტრირებული უძრავი ქონებით სარგებლობის საშუალებას არ იძლევა და აიძულებს მოსარჩელეს, რომ მის საკუთრებაში რეგისტრირებული ქონება მივყიდო.

 

1.2. შეგებებული სასარჩელო მოთხოვნა

 

1.2.1. გა----------------ნს ბე-----------ძის სასარგებლოდ დაეკისროს აუცილებელი გზის თმენის ვალდებულებისათვის ერთჯერადი საკომპენსაციო თანხის 2------------------) ლარის გადახდა.

 

შეგებებული სარჩელი დამყარებულია შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

 

ქ--–------------–------------------------–- ბე-----------ძეს გააჩნია უძრავი ქონება ს/კ 6------------------ საერთო ფართი 7-.23----მ.

 

მისი კუთვნილი ფართიდან ცალკე ოთახად გამოყოფილია 2--- კვ.მ, ხოლო ოთახის უკან განთავსებულია მოპასუხე გა------------------ს საკუთრება 5--------------------------------.

 

მოპასუხეს თავის საკუთრებასთან მისასვლელი გზა არ გააჩნია და იგი უკავშირდება ბე-----------ძის კუთვნილი 2--- კვ.მ ოთახიდან.

 

გა----------------ნმა სარჩელი აღძრა ა--------------------– სასამართლოში, რომლითაც ითხოვს აუცილებელი გზის მოწყობას, რაზედაც ბე-----------ძის მიერ კანონით დადგენილი წესით წარდგენილ იქნა შესაგებელი

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხეებმა ბე-----------ძემ და ო---------------მ შესაგებლით სარჩელი ნაწილობრივ სცნეს და მიუთითეს, რომ აღნიშნული სადავო ოთახის საერთო ფართი შეადგენს 2--- კვ.მ რომლის სიგანე არის დაახლოებით 1,5 მეტრი. მოპასუხე მხარე თანახმაა აღნიშნული 1,5 მეტრიდან დაუთმოს მოსარჩელეს 50 სმ. სიგანის ფართი და რომლითაც საშუალება მიეცემა დაუკავშირდეს მის საკუთრებას, ხოლო თმენის ვალდებულების დაკისრება იმგვარად, რომ მთლიანი 2--- კვ.მ ფართის სარგებლობის უფლება მიეცეს მოსარჩელე მხარეს იქნება დაუსაბუთებელი და შეილახება მესაკუთრეს

ინტერესები.

 

2.2. მოპასუხე გა----------------ნმა შეგებებული სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ასევე საკომპენსაციო თანხის ოდენობა არის არასამართლიანი და სცილდება გონივრულ ფარგლებს.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. გა------------------ს საკუთრებაშია არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 5-----------–--------------------------------------------------------------------------------------------------.

 

სასამართლო ეყრდობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ 22-23);

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

 

3.1.2. ბე-----------ძე საკუთრებაშია არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 7-.23----მ მიწის ნაკვეთი, მდებარე: ქ--------------------------------------------------------------------------

 

სასამართლო ეყრდობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ 31-32);

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

 

3.1.4. გა------------------ს საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას გზის მხრიდან არ გააჩნია ჯეროვანი გამოყენებისათვის საავტომობილო კავშირი საჯარო გზასთან, მოპასუხე ბე-----------ძის კუთვნილი მიწის ნაკვეთის (ს/კ№6------------------) გამოყენების გარეშე.

 

სასამართლო ეყრდობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახნა-განმარტება.

3.1.5. ადგილი, რომელზედაც აუცილებელი გზის დადგენას ითხოვს მოსარჩელე რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით და წარმოადგენს ბე-----------ძის საკუთრებას.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ 31-32);

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად კი საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

მოცემულ შემთხვევაში მხარეთა შორის უდავო გარემოებას წარმოადგენს ის ფაქტი, რომ მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას ამჟამად არ გააჩნია მისასვლელი გზა. მიუხედავად აღნიშნულისა მოპასუხე მხარე ნაწილობრივ ცნობს სარჩელს და მიუთითებს, რომ მოსარჩელეს იგი სარგებლიბისთვის გამოუყოფს 50 სმ. სიგანის გზას, მოსარჩელე მხარე არ ეთანხმება მოპასუხის ამგვარ მოსაზრებას და გამორიცხავს ამგვარ შესაძლებლობას. სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ შემთხვევაში მოპასუხის მოსაზრება დაუსაბუთებელია და არარეალურია.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმის მასალების შესწავლის, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების გაანალიზების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ძირითადი სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო შეგებებული სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე, 174-ე, 180-ე მუხლი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე–3 მუხლი, 208-ე მუხლის მესამე ნაწილი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის მიხედვით მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად უფლების ბოროტად გამოყენებად ჩაითვლება საკუთრებით ისეთი სარგებლობა, რომლითაც მხოლოდ სხვებს ადგებათ ზიანი ისე, რომ არ არის გამოკვეთილი მესაკუთრის ინტერესების უპირატესობა და მისი მოქმედების აუცილებლობა.

 

აღნიშნული ნორმის შესაბამისად, საკუთრების უფლება აღიარებული და დაცულია კანონით და არავის არა აქვს უფლება ხელყოს მესაკუთრის უფლებები, კანონიერი საფუძვლის გარეშე ან მასთან შეუთანხმებლად ჩამოართვას მას მფლობელობა ან სხვაგვარად შეუშალოს მას ხელი მის საკუთრებაში არსებული ნივთით სარგებლობაში. თუმცა საკუთრების უფლება შეიძლება შეიზღუდოს კანონით ან მხარეთა შეთანხმებით.

 

ასევე, მითითებული მუხლის დანაწესი მესაკუთრეს უფლებას აძლევს, განკარგოს თავისი ნივთი შეხედულებისამებრ, არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, თუმცა ამავე მუხლით დადგენილია, რომ საკუთრების უფლება აბსოლუტურ უფლებას არ წარმოადგენს და მისი შეზღუდვა კანონით დადგენილ შემთხვევებში შესაძლებელია.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 174-ე მუხლის თანახმად, მეზობელი მიწის ნაკვეთის ან სხვა უძრავი ქონების მესაკუთრენი, გარდა კანონით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობებისა, ვალდებულნი არიან პატივი სცენ ერთმანეთს. მეზობლად მიიჩნევა ყველა ნაკვეთი ან სხვა უძრავი ქონება, საიდანაც შესაძლებელია გამომდინარეობდეს ორმხრივი ზემოქმედება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 180-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ მიწის ნაკვეთს არა აქვს ჯეროვანი გამოყენებისათვის აუცილებელი კავშირი საჯარო გზებთან, ელექტრო, ნავთობის, გაზისა და წყალმომარაგების ქსელთან, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია მეზობელს მოსთხოვოს, რომ მან ითმინოს მისი მიწის ნაკვეთის გამოყენება ამგვარი აუცილებელი კავშირის უზრუნველსაყოფად. იმ მეზობლებს, რომელთა ნაკვეთზედაც გადის აუცილებელი გზა ან გაყვანილობა, უნდა მიეცეთ შესაბამისი კომპენსაცია, რომელიც მხარეთა შეთანხმებით, შეიძლება ერჯერადი გადახდით გამოიხატოს.

 

მითითებული მუხლის მიზნებისათვის „ჯეროვანი გამოყენებისათვის აუცილებელ კავშირში“ არ იგულისხმება ბილიკი ან არასაავტომობილო გზა. აღნიშნული გულისხმობს, მიწის ნაკვეთთან ჯეროვან მისასვლელს, რომელიც, სულ მცირე, უზრუნველყოფს ნაკვეთის დანიშნულებისამებრ გამოყენებას, ასევე თუნდაც გადაუდებელი დახმარების სამსახურების დანიშნულების ადგილამდე მიღწევას.

 

სამოქალაქო კოდექსის 180-ე მუხლით დაწესებულია საკუთრების კანონისმიერი შებოჭვა, რაც გამოწვეულია სამეზობლო სამართლით აღიარებული მეზობელთა ურთიერთპატივისცემისა და სამეზობლო თმენის ვალდებულებით. აუცილებელი გზის კანონით გათვალისწინებული წინაპირობების არსებობის შემთხვევაში აუცილებელი გზის თმენის ვალდებულება დამოკიდებულია არა მესაკუთრის სუბიექტურ ნებაზე, არამედ კანონის ნორმატიულ ნებაზე. კანონის ეს დანაწესი გულისხმობს ნივთის ასეთი უფლებით დატვირთვას მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში, ანუ ობიექტური გარემოება (სხვა გზის არარსებობა, რაც ნივთის ჯეროვანი გამოყენების საშუალებას არ იძლევა და ამით ნივთის დანიშნულებისამებრ გამოყენების შესაძლებლობა მცირდება ან საერთოდ იკარგება) წარმოშობს სხვისი ნივთით სარგებლობის აუცილებლობას.

 

სამოქალაქო კოდექსის 180-ე მუხლით აუცილებელი გზის მხოლოდ აუცილებელ, უალტერნატივო შემთხვევებში დადგენა განპირობებულია საქართველოს კონსტიტუციით და ამავე კოდექსით აღიარებული საკუთრების უფლების თავისუფლებით, ამასთან, ამ უფლების შეზღუდვა დაშვებულია მხოლოდ კანონისმიერი ან სახელშეკრულებო ბოჭვის ფარგლებში. ამდენად, სამოქალაქო კოდექსის 180-ე მუხლით კანონი მესაკუთრის საკუთრების უფლების შეზღუდვას აწესებს მხოლოდ ნორმაში აღნიშნულ წინაპირობათა უტყუარად არსებობის შემთხვევაში. მატერიალური სამართლით გათვალისწინებულ წინაპირობათა არსებობა კონკრეტულ დავასთან დაკავშირებით სარწმუნოდ უნდა იქნეს დადგენილი.

 

საქმეში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, დადასტურებულია, რომ ქ------------------------------–----------- მოსარჩელის გა------------------ს საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას (ს/კ 6------------------) არა აქვს ჯეროვანი გამოყენებისათვის აუცილებელი კავშირი საჯარო გზასთან კუთვნილი მიწის ნაკვეთის (ს/კ 6------------------) გამოყენების გარეშე. მხოლოდ ამ გზით არის შესაძლებელი მოსარჩელის კუთვნილ მიწის ნაკვეთთან მისვლა. მოსარჩელის მიწის ნაკვეთთან სხვა მხრიდან მისასვლელი გზის მოწყობა შეუძლებელია. მიწის ნაკვეთი მთლიანად იზოლირებულია საჯარო გზისაგან და მასთან მისასვლელი ერთადერთი გზა მოპასუხეების კუთვნილ მიწის ნაკვეთებზე გადის. მოსარჩელე მოკლებული არის ერთადერთი გზით სარგებლობის შესაძლებლობას.

 

სამოქალაქო კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, აუცილებელი გზის ან გაყვანილობის თმენის ვალდებულება არ წარმოიშობა, თუკი უკვე არსებული დაკავშირება მიწის ნაკვეთისა გაუქმდა მესაკუთრის თვითნებური მოქმედებით. აუცილებელი გზის მოთხოვნა გამართლებული უნდა იყოს წარსულში მისი არსებობით. მოცემულ შემთხვევაში სხვა საჯარო კავშირის არსებობა დადგენილი არ არის.

 

როგორც ზემოთ აღინიშნა, მეზობელი მიწის ნაკვეთის გამოყენების უფლება საჯარო გზასთან აუცილებელი კავშირის უზრუნველსაყოფად დგება იმ შემთხვევაში, თუ მიწის ნაკვეთი იზოლირებულია საჯარო გზების, ელექტრო, ნავთობის, გაზის ან წყალმომარაგების ქსელისაგან. აღნიშნული ნორმით გათვალისწინებული პირობების შემთხვევაში მესაკუთრეს წარმოეშობა თმენის ვალდებულება. კონკრეტულ შემთხვევაში, იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელეების კუთვნილ მიწის ნაკვეთს არ აქვს კავშირი საჯარო გზასთან, ხოლო ასეთი კავშირი შესაძლებელია მხოლოდ მოპასუხეების საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების გავლით, სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა სამოქალაქო კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილით განსაზღვრული საკუთრების კანონისმიერი შებოჭვის საფუძვლები, შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნა აუცილებელი გზით სარგებლობის თაობაზე დასაბუთებულია. მოცემულ შემთხვევაში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ცხადყოფენ, რომ მოპასუხეებს ამ ნორმიდან გამომდინარე, აქვს თმენის ვალდებულება, მოპასუხებმა უნდა ითმინონ მათ საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთებით სარგებლობა მოსარჩელის მხრიდან.

 

მოცემულ შემთხვევაში ობიექტურმა საჭიროებამ წარმოშვა აუცილებელი პირობა სხვისი ნივთით სარგებლობისა, რასაც კანონმდებლობა მკაფიო შედეგს - აუცილებელ გზის უფლებას უკავშირებს. აღნიშნული ობიექტური საჭიროება უკავშირდება გა------------------ს უფლების განხორციელებას. შესაბამისად მოპასუხეების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე მოსარჩელისათვის აუცილებელი გზის უფლების მინიჭება გამართლებულია.

 

სასამართლო განმარტავს, რომ კანონისმიერი თმენის ვალდებულება არაა უსასყიდლო ვალდებულება. იმისათვის, რომ მოხდეს მხარეთა უფლებებისა და ინტერესების თანაზომიერი დაცვა და მიწის ნაკვეთების მესაკუთრეთა უფლებების შეზღუდვა არ იქცეს მათთვის დაუსაბუთებელ სამოქალაქო ტვირთად, აუცილებელია მათი კუთვნილი მიწის ნაკვეთების გამოყენების თმენის სანაცვლოდ მოპასუხეს დაეკისროს ერთჯერადი კომპენსაცია.

 

ამასთან, სასამართლო მიუთითებს, რომ ვინაიდან კანონმდებელი საკუთრების უფლების შეზღუდვისათვის დაწესებულლი კომპენსაციის ოდენობას არ აკონკრეტებს, იგი უნდა განსაზღვროს სასამართლომ გონივრულ ფარგლებში, რომელიც არსებული რეალობის გათვალისწინებით უნდა იყოს გონივრული და სამართლიანი.

 

განსახილველ შემთხვევაში სასამართლო აღნიშნავს, რომ ბე-----------ძე მის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე წარმოეშობა თმენის ვალდებულება, რაც გარკვეულწილად შეამცირებს უძრავი ნივთის საბაზრო ღირებულებას. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ კანონიერია მოსარჩელის (შეგებებული სარჩელის მიხედვით) ბე-----------ძის მოთხოვნა ფულადი კომპენსაციის გ------------------------- გადასახდელად დაკისრების შესახებ, მაგრამ არა იმ ოდენობით, რა ოდენობითაც ითხოვს, არამედ არსებული რეალობის გათვალისწინებით იგი უნდა იყოს გონივრული და სამართლიანი. სასამართლო უპირობოდ ვერ მიიჩნევს ბე-----------ძის გაანგარიშებას საკომპენსაციო თანხის ოდენობაზე. ასევე თავად მოსარჩელე მხარეს კომპენსაციის თანხის გაანგარიშების არავითარი მტკიცებულება არ წარმოუდგენია.

 

ამდენად, არსებული რეალობიდან გამომდინარე, როდესაც მესაკუთრეს დაკისრებული აქვს თმენის ვალდებულება და ის, რომ აღნიშნული ურთიერთობა მხარეებს შორის სცილდება ჩვეულებრივი სარგებლობას და ეკონომიურად დასაშვებ ფარგლებს, მოცემულ შემთხვევაში გონივრული და სამართლიანია მოპასუხე გა----------------ნს მოსარჩელე ბე-----------ძის სასარგებლოდ დაეკისროს ერთჯერადი საკომპენსაციო თანხა 1000 ლარის ოდენობით.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

ძირითადი სარჩელის აღძვრისას მოსარჩელე გა------------------ს მიერ გადახდილი იქნა სახელმწიფო ბაჟი 120 ლარის ოდენობით.

 

განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა მოპასუხე ბე-----------ძე უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟი 120 ლარი, გა------------------ს სასარგებლოდ.

 

შეგებებულ სარჩელთან დაკავშირებით მოსარჩელე ბე-----------ძის მიერ გადახდილი იქნა სახელმწიფო ბაჟი 50 ლარი.

 

შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, რის გამოც მოპასუხე გ------------------- მოსარჩელე ბე-----------ძის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს გაწეული საპროცესო ხარჯის (გადახდილი სახელმწიფო ბაჟი) 50 ლარის გადახდა.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

მოცემულ საქმეზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ არის.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 39-ე, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. გა------------------ს (პ/ნ4----------) სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

2. მოსარჩელე გა----------------ნს (პ/ნ4----------) მიეცეს უფლება ისარგებლოს ბე-----------ძის (პ/ნ4----------) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (მდებარე ქ---------------------------------------------------------) ცენტრალური შესასვლელის მხრიდან 2--------- კ---–---------- გა------------------ს საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებასთან (მდებარე ქ---------------------------------------------------------) აუცილებელი კავშირის (ფეხით სასიარულო გზით) უზრუნველსაყოფად.

 

3. მოპასუხე ბე-----------ძეს (პ/ნ4----------) გა------------------ს სასარგებლოდ დაეკისროს გაწეული საპროცესო ხარჯის -სახელმწიფო ბაჟი -120 ლარის გადახდა.

 

4. მოსარჩელე ბე-----------ძის (პ/ნ4----------) შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. მოპასუხე გა----------------ნს (პ/ნ4----------) მოსარჩელე ბე-----------ძის სასარგებლოდ დაეკისროს აუცილებელი გზის თმენის ვალდებულებისათვის ერთჯერადი საკომპენსაციო თანხის 1000 (ერთი ათასი) ლარის გადახდა.

 

6. მოპასუხე გა----------------ნს გა----------------ნს (პ/ნ4----------) მოსარჩელე ბე-----------ძის სასარგებლოდ დაეკისროს გაწეული საპროცესო ხარჯის (გადახდილი სახელმწიფო ბაჟი) 50 ლარის გადახდა.

 

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ა--------------------–ი სასამართლოს მეშვეობით.

 

8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ა--------------------– სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე გიორგი ლონდარიძე