გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
210210017002070428
საქმე № 2/725-17
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
20.08.2018 წ. ქ.სიღნაღი
შესავალი ნაწილი
სიღნაღის რაიონული სასამართლო
მოსამართლე მერაბ ღვინიაშვილი
სხდომის მდივანი ნანა გოშნიაშვილი
მოსარჩელე - სს ,,თი---------ი”;
წარმოამდგენელი - კა--------------–---–ი;
მოპასუხე - აბ-----–---------------ი
დავის საგანი - უკანონო მფლობელობიდან უძრავი ქონების გამოთხოვა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
მოპასუხე აბ-----–---------------ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნას უძრავი ნივთი მდებარე: რაიონი საგარეჯო, ს------–---------------–--, საკადასტრო კოდი 5-.2-.5-.1-- და აღნიშნული ფართი გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცეს მესაკუთრე სს ,,თი---------ს’’;
მოსარჩელეს მოთხოვნა ემყარება შემდეგ ფაქტებსა და გარემოებებს:
2016 წლის 27 ივნისიდან სს ,,თი---------ის’’ სახელზე ირიცხება უძრავი ქონება მდებარე: რაიონი საგარეჯო, ს------–---------------–--, საკადასტრო კოდი 5-.2-.5-.1-- აღნიშნულის მიუხედავად მოპასუხე აბ-----–---------------ი ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობს და სარგებლობს სს ,,თი---------ის’’ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით, რითაც ირღვევა მესაკუთრის უფლება ფლობდეს, სარგებლობდეს და განკარგავდეს საკუთრებას. მოპასუხე არის ყოფილი მესაკუთრე, რაც დგინდება საჯარო რეესრტის ამონაწერით. მოსარჩელემ არაერთხელ მიმართა მოპასუხე მხარეს ქონების გამოთავისუფლების და გადაცემის თაობაზე, თუმცა უშედეგოდ. ყოფილი მესაკუთრე აბ-----–---------------ი განაგრძობს სს ,,თი---------ის’’ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ფლობას.
მოპასუხის აბ-----–---------------ის მიერ ირღვევა მოსარჩელის სს ,,თ-----’’ ბანკის უფლება თავისუფლად ფლობდეს, სარგებლობდეს და განკარგავდეს მის საკუთრებაში არსებულ ქონებას.
2. მოპასუხეთა პოზიცია
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სურს მორიგება მოსარჩელე მხარესთან რის გამოც სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის მონაცემების თანახმად, საგარეჯოს რაიონის, სოფელ ი------------–--–- (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 5-.2-.5-.1--) მდებარე უძრავ ქონებაზე რეგისტრირებულია სს ,,თი---------ის’' ( ს/კ 2--------) საკუთრების უფლება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს/ფ 12.13 )
3.1.2. მოპასუხე აბ-----–---------------ი არის უძრავი ქონების მდებარე: რაიონი საგარეჯო, ს------–---------------–--, საკადასტრო კოდი 5-.2-.5-.1-- ყოფილი მესაკუთრე;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ 14,15 )
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. დადგენილია, რომ მოპასუხე ფლობს საგარეჯოს რაიონის, სოფელ ი------------–--–- (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 5-.2-.5-.1--) მდებარე უძრავ ქონებას სამართლებრივი საფუძვლის გარეშე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
4.1. საქმეში არსებულ მტკიცებულებათა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს, მოპასუხის აბ-----–---------------ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი უნდა იქნეს სს ,,თი---------ის’’ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე საგარეჯოს რაიონის, სოფელ ი------------–--–- (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 5-.2-.5-.1--) და ბინა გადაეცეს მოსარჩელეს გამონთავისუფლებულ მდგომარეობაში.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 158-ე, 170-ე, 172-ე მუხლებით.
6. სამართლებრივი შეფასება
სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები:
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლის თანახმად, ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი არის მისი მესაკუთრე. ეს წესი არ მოქმედებს იმ შემთხვევაში, როცა ნივთზე საკუთრებითი ურთიერთობის ხასიათი ვლინდება საჯარო რეესტრიდან. საკუთრების პრეზუმფცია არ გამოიყენება არც ძველი მფლობელის მიმართ, თუ მან ეს ნივთი დაკარგა, მოჰპარეს ან სხვაგვარად გავიდა იგი მისი მფლობელობიდან. საკუთრების პრეზუმფცია მოქმედებს ძველი მფლობელის სასარგებლოდ მხოლოდ მისი მფლობელობის პერიოდში.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.
სასამართლო განმარტავს, რომ საქმის არსებითი განხილვის დროს გამოკვლეული მტკიცებულებების შედეგად დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები სრულად აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ვინდიკაციური სარჩელის აღძვრის წინაპირობას, თუმცა მისი დაკმაყოფილება დამოკიდებულია მოპასუხის
უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა (ვინდიკაციური სარჩელი) მესაკუთრის უფლების დაცვის მიღებული საშუალებაა. ესაა სარჩელი, რომელსაც მესაკუთრე მაშინ იყენებს, როდესაც შელახულია ნივთზე მისი მფლობელობა, როდესაც მესაკუთრის ქონება უკანონო მფლობელის ხელთაა. ვინდიკაციური სარჩელის არსი საკუთრების აბსოლუტური ბუნებიდან გამომდინარეობს. მესაკუთრეს სსკ-ის 158-ე მუხლის მეორე ნაწილის და 170-ე მუხლის შესაბამისად უფლება აქვს არ ფლობდეს ან არ სარგებლობდეს კუთვნილი ნივთით. ამდენად, მესაკუთრეს აქვს საკუთარი ნივთის თავისუფალი ფლობისა და სარგებლობის უფლება. თუკი არ არსებობს სარგებლობის აუცილებელი სოციალური ინტერესი. ეს კი გულისხმობს მესაკუთრის თავისუფლებას, ნებისმიერ დროს დაეუფლოს კუთვნილ ნივთს ან ისარგებლოს ამ ნივთით, მათ შორის მოითხოვოს უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა. აღნიშნულ ურთიერთობას აწესრიგებს სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილი, აღნიშნული მუხლის მოთხოვნიდან გამომდინარე, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისათვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: 1. მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე; 2. მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი; 3. მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ნივთის ფლობის უფლება. მხოლოდ მას შემდეგ რაც დადგინდება სამივე წინაპირობის არსებობა, შესაძლებელი გახდება მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა. ვინდიკაციური სარჩელის დაკმაყოფილების პირველ პირობას წარმოადგენს ის, რომ მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე. ვინიადან მესაკუთრის მიერ დაბრუნების მოთხოვნა თანაბრად უკავშირდება როგორც მოძრავ, ისე უძრავ ნივთებს, ამიტომ მესაკუთრედ ყოფნის პრეზუმფცია სხვადასხვაგვარად დასტურდება ვინდიკაციური სარჩელის დაკმაყოფილების მეორე აუცილებელ პირობას წარმოადგენს ის, რომ მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი. აღნიშნული თავისთავად გამომდინარეობს მოთხოვნის არსიდან, ვინაიდან სასარჩელო მოთხოვნა ეხება ნივთის მფლობელობიდან გამოთხოვას, მაგრამ აქვე აღსანიშნავია, რომ მფლობელობა არ უნდა იყოს კანონიერი, ვინაიდან 172-ე მუხლის პირველი ნაწილის მხოლოდ იმ შემთხვევაში იძლევა მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის შესაძლებლობას, თუ მფლობელობა არაკანონიერია. უძრავ ნივთებთან მიმართებით საკუთრების უფლება დასტურდება საჯარო რეესტრის მონაცემებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
მოცემულ შემთხვევაში, საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებების შედეგად დადასტურებული იქნა, რომ საგარეჯოს რაიონის, სოფელ ი------------–--–- (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 5-.2-.5-.1--) მდებარე უძრავ ქონებაზე რეგისტრირებულია სს ,,თი---------ის’’ (ს/კ2--------) საკუთრების უფლება. მოპასუხე ფლობს აღნიშნულ უძრავ ქონებას მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე. ეს გარემოებები სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვეს წარმოადგენს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების საფუძველი არ არსებობს, უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის შესახებ საქმეზე მოსარჩელეს სახელმწიფო ბაჟის გადახდა საქმის განხილვის დასრულებამდე გადაუვადდება. ეს წესი ვრცელდება მოპასუხეზედაც, თუ იგი ასეთ საქმეზე შეგებებულ სარჩელს აღძრავს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,კ’’ ქვეპუნქტის თანახმად, დავის საგნის ფასი განისახზღვრება 4 000 ლარით, თუ ქონებრივ-სამართლებრივ დავაში (საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა, სამეზობლო დავა და სხვა) შეუძლებელია დავის საგნის ფასის განსაზღვრა.
ვინაიდან მოსარჩელეს გადავადებული ქონდა ბაჟის გადახდა საქმის განხილვის დასრულებამდე და სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ, მის მიერ გადახდილი ბაჟის სანაცვლოდ, თანხის 120(ასოცი) ლარის ოდენონი გადახდა.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
8.1. საქმეზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. სს ,,თი---------ის’’ სარჩელი დაკმაყოფილდეს.
1.1 მოპასუხის აბ-----–---------------ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი იქნეს სს ,,თი---------ის’’ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე საგარეჯოს რაიონის, ს------–---------------–--, საკადასტრო კოდი 5-.2-.5-.1-- და ბინა გადაეცეს მოსარჩელეს გამონთავისუფლებულ მდგომარეობაში.
2. მოპასუხეს აბ-----–---------------ს დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 120(ასოცი) ლარის ოდენობით თანხის გადახდა.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით სიღნაღის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს სიღნაღის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს.
მოსამართლე: მერაბ ღვინიაშვილი