განაჩენი

სისხლის სამართლის 20.08.2018
საქმის ნომერი
020100118002551598
დავის ტიპი
187 1
თარიღი
20.08.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 020100118002551598 (1/375-18)

განაჩენი

საქართველოს სახელით

15.08.2--- წელი ქ. ზუგდიდი

შესავალი ნაწილი

ზუგდიდის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ირაკლი აბშილავა

სხდომის მდივანი ნინო დიხამინჯია

ბრალდების მხარე პროკურორი ილ-----------ა

დაცვის მხარე ბრალდებული ვა-–-----–----ა (პ/ნ 01---------, დაბ. 17.12.1---წ, ნასამართლობის არ მქონე, დაოჯახებული, უმაღლესი განათლების მქონე, მისამართი ქ. ზ----------------–-----–-ს ქ. 1--

კვალიფიკაცია:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილი

სხდომის სახე: ღია

სისხლის სამართლის საქმე # 04----------

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

1. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტები

 

26.04.2--- წ დაახლოებით 18:00 საათზე ქ. ზ--------–ი, ხ------–---ს ქ. #5–ში მდებარე ავტ-----------------------ე ტერიტორიაზე, ზა-----------მ და მასთან ერთად მყოფმა ორმა პირმა ფიზიკური შეურაწყოფა მიაყენეს გი-------–-----ს, რასაც შეესწრო გი-------–-----ს მამა – ვა-–-----–----ა. ნანახით გაბრაზებულმა ვა-–-----–----ამ, თავისი მართვის ქვეშ მყოფი A----ს მარკის ავტომანქანა სახ. # EE------- განზრახ დააჯახა ზა-----------ს კუთვნილ M------S–ის მარკის ავტომანქანას სახ. # M-------- და დააზიანა იგი, რისშედეგადაც ავტომანქანის მესაკუთრეს ზა-----------ს მიადგა 525 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა

 

2.1. სხვისი ნივთის დაზიანება

 

განსახილველი შემთხვევისთვის საქართველოს სსსკ–ის 73–ე მუხლის 1–ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მხარეთა მიერ პრეიუ---ციულად ცნობილი მტკიცებულებებით (ტ.1, ს/ფ 2--, 15.08.2--- წ სხდომის ოქმი 12:21:27 სთ) დადგენილია შემდეგი:

 

გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათითა (ტ.1, ს/ფ 1) და პროკურორის 13.06.2--- წ დადგენილებით (ტ.1, ს/ფ 2) 26.04.2--- წ ზუგდიდის რაიონულ სამმართველოში აღიძრა სს საქმე #04---------3 გი-------–-----ს ცემისა და ზა-----------ს ავტომანქანის დაზიანების ფაქტზე, საიდანაც 13.06.2--- წ ცალკე წარმოებად გამოიყო სს საქმე #04----------, ვა-–-----–----ას მიერ სხვისი ნივთის დაზიანების ფაქტზე.

 

26.04.2--- წ შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის (ტ.1, ს/ფ 6) მიხედვით შემთხვევის ადგილი მდებარეობს ქ. ზ--------–ი, ხ------–---ს ქუჩაზე მდებარე ავ-------------ს წინა ტერიტორიაზე საავტომობილო გზაზე სუპერმარკეტ სა---------ნ იდგა შა-----------------ს მარკის ავტომანქანა სახ. # EE-------, რომელსაც დაზიანებული ჰქონდა წინა მოპირკეთება და არ ჰქონდა წინა მხარეს სახელმწიფო სანომრე ნიშანი. საპირისპირო მხარეს ქვეითთა სასიარულო გზაზე იდგა მე-----------------ს ავტომანქანა სახ. # M--------. ავტომანქანას დაზიანებული აქვს უკანა მარცხენა მაშუქი ფარი და მოპირკეთება. ორივე ავტომანქანა ამოღებულია.

 

26.04.2--- წ საქმეზე მოწმის სახით გამოიკითხა გი-------–-----მ (ტ.1, ს/ფ 25) აღწერა ქ. ზ--------–ი, ხ------–---ს ქუჩაზე მდებარე ავტოსადგომთან იმავე დღეს მისი ოჯახის წევრებსა და ზა-----------სა და მისი თანმხლები პირების კონფლიქტი, რა დროსაც გაიგონა შეჯახების ხმა, ნახა რომ მამამისი უკანა მხარეს დაეჯახა ზა-----------ს მე-----------------სავტომანქანას, რა დროსაც გამოკითხულს მამამისმა შეხედა ავტომანქანიდან. ზა-----------ს ავტომანქანას დაუზიანდა მარცხენა უკანა ფარი და ბამპერი. ამის შემდეგ მოვიდა საპატრულო პოლიცია და სასწრაფო დახმარების ავტომანქანა.

 

26.04.---- წ და 01.05.2--- წ მოწმის სახით გამოკითხულმა მა--------------ამ (ტ.1, ს/ფ 37, ს/ფ 140) აღწერა ქ. ზ--------–ი, ხ------–---ს ქუჩაზე სა---------–-------–--–------ნ მდებარე ავტოსადგომზე 26.04.---- წ მისი ოჯახის წევრებს – გი-------–-----ს, ვა-–-----–----ას და ზა-----------სა და მის თანმხლებ პირებს შორის მომხდარი კონფლიქტი, რა დროსაც ზა----------- და მასთან ერთად მყოფი პირები ისე გამწარებით და დაუნდობლად ურტყამდნენ გი------ს ხელებს და ფეხებს, რომ ვა-–----მ მათი გამოყვანა ვერ მოახერხა. ვა-–-----–----ა მივიდა იმავე ქუჩაზე მდებარე სუპერმარკეტ სა---------ნ გაჩერებულ აუ---ს მარკის ავტომანქანასთან, ჩაჯდა, სწრაფად დაძრა და უკანა მხარეს დაეჯახა იქვე გაჩერებულ ზა----------ს თეთრი ფერის მე-----------------ს ავტომანქანას.

 

27.04.2--- წ გამოკითხულმა ზა-----------მ (ტ.1, ს/ფ 57) აღწერა 26.04.2--- წ ქ. ზ--------–ი, ხ------–---ს ქუჩაზე კონფლიქტის მიზეზები და მიუთითა რომ ვა-–-----–----ამ დაქოქა თავისი აუ---ს მარკის ავტომანქანა, რომელიც გაჩერებული ჰყავდა გზის მეორე მხარეს, წავიდა ზა---–-----ს ავტომანქანის მიმართულებით და განზრახ დააჯახა მის მე-----------------ს ავტომანქანას სახ. # M-------- უკასახ. # M--------ნა მარცხენა მხარეს რადროსაც დაიმტვრა უკანა მაშუქი ფარის შუშა და დაზიანდა უკანა მოპირკეთება.

 

08.05.2--- წ მოწმის სახით გამოკითხულმა თე---------–-–--მ (ტ.1, ს/ფ 84) აღწერა 26.04.2--- წ ქ. ზ--------–ი, ხ------–---ს ქუჩაზე კონფლიქტი და მიუთითა ვა-–-----–----ა განზრახ დაეჯახა ზა----------ს ავტომანქანას, რომელიც დაზიანდა.

 

საქართველოს შსს საექსპერტო–კრიმინალისტიკური დეპარტამენტის სამეგრელო ზემო სვანეთის საექსპერტო–კრიმინალისტიკური სამსახურის ექსპერტიზის 30.04.2---წ დასკვნით (ტ.1, ს/ფ 65) ექსპერტიზაზე წარდგენილი ,,მე------------–-ს“ მარკის ავტომანქანის სახ. # M-------- დაზიანებები ნაჭდევი ხასიათისაა, თან გასდევს საღებავის აფხეკა, რომლებიც თავისი ფორმითა და განვითარების ხასიათით დამახასიათებელნი არიან მათი რაიმე მკვრივ საგანთან შეჯახება ურთიერთქმედებისთვის, რომელსაც ადგილი ექნებოდა ავტოსაგზაო შემთხვევის დროს.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ მომსახურების სააგენტოს დასავლეთის რეგიონალური მომსახურების ცენტრების მართვისდეპარტამენტის ზუგდიდის მომსახურების ცენტრის 23.05.2--- წ მომართვით (ტ.1, ს/ფ 83) დადგენილია, რომ სააგენტოს ერთიანი ელექტრონული მონაცემთა ბაზის 23.05.2--- წ 2:25 სთ–ის მიხედვით ავტოსატრანსპორტო საშუალება M------S-B--- E 3-- სახ. #M-------I , საიდენტიფიკაციო ნომრით WD--------------6 საბაჟო მოწმობის საფუძველზე დარეგისტრირდა მოქალაქე ზა-----------ს (პ/ნ 62--------6) სახელზე, ხოლო სატრანსპორტო საშუალება A--- S4 , სახ.# EE------- , საიდენტიფიკაციო ნომრით WA--------------9 ერთობლივი განცხადების საფუძველზე დარეგისტრირდა მოქალაქე გი-------–-----ს (პ/ნ 19--------0) სახელზე.

 

2.2. რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია

 

საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის 1–ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობისათვის აუცილებელია არა მარტო სხვისი ქონების დაზიანება, არამედ ამ დაზიანებით დაზარალებულისთვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენება.

 

განსახილველი შემთხვევისთვის საქართველოს სსსკ–ის 73–ე მუხლის 1–ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მხარეთა მიერ პრეიუ---ციულად ცნობილი მტკიცებულებებით (ტ.1, ს/ფ 2--, 15.08.2--- წ სხდომის ოქმი 12:21:27 სთ) დადგენილია შემდეგი:

 

საქართველოს შსს საექსპერტო–კრიმინალისტიკური დეპარტამენტის სამეგრელო ზემო სვანეთის საექსპერტო–კრიმინალისტიკური სამსახურის ექსპერტიზის 30.04.2---წ დასკვნით (ტ.1, ს/ფ 65) ექსპერტიზაზე წარდგენილი ,,მე------------–-ს“ მარკის ავტომანქანის სახ. # M-------- დაზიანებები ნაჭდევი ხასიათისაა, თან გასდევს საღებავის აფხეკა, რომლებიც თავისი ფორმითა და განვითარების ხასიათით დამახასიათებელნი არიან მათი რაიმე მკვრივ საგანთან შეჯახება ურთიერთქმედებისთვის, რომელსაც ადგილი ექნებოდა ავტოსაგზაო შემთხვევის დროს. დასკვნაში მითითებულია, რომ ავტომანქანას უკანა მარცხენა ნაწილზე აღენიშნება უკნიდან წინ და მარცხნიდან მარჯვნივ მოქმედი ძალით განვითარებული ავარიული ხასიათის მექანიკური დაზიანებები, რის შედეგად ავტომობილის ძარა დეფორმირებულია. კერძოდ დაზიანებულია უკანა ბამპერი, მოპირკეთება, უკანა მარცხენა მაშუქი ფარი, უკანა მარცხენა მოხვევის მაჩვენებელი მაშუქი ფარი.

 

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტის 11.05.2---წ დასკვნით (ტ.1, ს/ფ 74) ექსპერტიზაზე წარდგენილი M------S-B--- E3--–ის მარკის ავტომანქანის სახ. # M-------- უკანა მაშუქი ფარის საბაზრო ღირებულება და დაზიანებული უკანა ბამპერის აღდგენის საბაზრო ღირებულება საორიენტაციოდ შეადგენს 525 ლარს.

 

საქართველოს სსკ–ის 187–ე მუხლი საქართველოს სს კოდექსში გათვალისწინებულია საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების თავში და საქართველოს სსკ–ის 177–ე მუხლის შენიშვნის მე–3 პუნქტის მიხედვით კოდექსის ამ თავში მნიშვნელოვან ზიანად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 150 ლარის ზევით.

 

3. სამართლებრივი შეფასება

 

საქმის მასალებით მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ გამოვლენილა.

 

საქმეში არსებული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს ბრალდებულ ვა-–-----–----ას მიერ მართლსაწინააღმდეგოდ და ბრალეულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის 1–ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები

 

ვა-–-----–----ას პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებად მიჩნეულ უნდა იქნეს, ის გარემოება, რომ იგი ხასიათდება დადებითად, არ არის ნასამართლევი პირი (ტ.1, ს/ფ 123).

 

ვა-–-----–----ას პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება საქმის მასალებით არ გამოკვეთილა.

 

5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187–ე მუხლის 1–ლი ნაწილით სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, – ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ასიდან ას ოთხმოც საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მისი მისწრაფება, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

 

სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ითვალისწინებს, რომ ზიანი არ არის ანაზღაურებული.

 

საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის თანახმად, 1. ჯარიმა არის ფულადი გადასახდელი.2. ჯარიმის მინიმალური ოდენობაა 2000 ლარი. თუ ამ კოდექსის განსაკუთრებული ნაწილის შესაბამისი მუხლის სანქცია სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამ წლამდე ვადით, ჯარიმის მინიმალური ოდენობა არ უნდა იყოს 500 ლარზე ნაკლები. 3. ჯარიმის ოდენობას სასამართლო ადგენს ჩადენილი დანაშაულის სიმძიმისა და მსჯავრდებულის მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, რომელიც განისაზღვრება მისი ქონებით, შემოსავლით და სხვა გარემოებით. 4. სასამართლომ განაჩენში უნდა მიუთითოს გადასახდელი ჯარიმის ოდენობა ლარებში.

 

ბრალდებულის მიერ ჩადენილი ქმედებისა და ბრალდებულის პიროვნების შესაბამისად, სამართლიანობის აღდგენის, ბრალდებულისა (კერძო პრევენცია), ასევე საზოგადოების სხვა წევრების მიერ (ზოგადი პრევენცია) მომავალში ანალოგიური დანაშაულის თავიდან აცილების და მსჯავრდებულის რესოციალიზაციის მიზნების მისაღწევად სასამართლოს მოცემულ შემთხვევაში მიზანშეწონილად მიაჩნია სასჯელის სახით მსჯავრდებულისათვის ჯარიმის გამოყენება 2000 ლარის ოდენობით.

 

6. 5. ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხის გადაწყვეტა

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განაჩენში ნივთიერი მტკიცებულების საკითხი შემდეგნაირად უნდა გადაწყდეს: ა) თუ დანაშაულის იარაღს ან საგანს ღირებულება არა აქვს, იგი ნადგურდება, ხოლო თუ მას აქვს რაიმე ღირებულება, ხდება მისი საპროცესო კონფისკაცია; ბ) თუ ბრუნვიდან ამოღებულ ნივთს აქვს რაიმე ღირებულება, იგი გადაეცემა შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოს, ხოლო თუ მას ღირებულება არა აქვს, - ნადგურდება; გ) სხვა ნივთი, რომელსაც ღირებულება არა აქვს, დაინტერესებული პირის ან ადმინისტრაციული ორგანოს შუამდგომლობით მას გადაეცემა, ხოლო თუ ასეთი პირი ან ორგანო არ აღმოჩნდა, - ნადგურდება; დ) დანაშაულებრივი გზით მოპოვებული შემოსავალი/ქონება ხმარდება დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურებას, ზიანის ანაზღაურების შემდეგ - საპროცესო ხარჯების ანაზღაურებას, ხოლო თუ ცნობილი არ არის პირი, რომელსაც ზიანი მიადგა,- გადაეცემა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტს; ე) დაზარალებულის, გამართლებულის ან სხვა პირის კუთვნილი ყველა ნივთი და დოკუმენტი, ბრალდებულისა და იმ პირის გარდა, რომელსაც მათზე ქონებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება, უბრუნდება მესაკუთრეს ან მფლობელს.

 

საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილია ვა-–-----–----ას A----ს მარკის ავტომანქანა სახ. # EE-------, ზა-----------ს კუთვნილ M------S–ის მარკის ავტომანქანას სახ. # M-------- და ვა-–-----–----ასგან ამოღებული ტანსაცმელი (ტ.1, ს/ფ 183), რაც უნდა დაუბრუნდეთ მის მფლობელებს.

 

ვა-–-----–----ას მიმართ ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 27.06.2--- წ განჩინებით (ტ.1, ს/ფ 169) გამოყენებულია აღკვეთის ღონისძიება გირაო 1000 ლარის ოდენობით, რაც მის მიერ შეტანილია შესაბამის ანგარიშზე. გადახდა დადასტურებულია შესაბამისი დოკუმენტებით (ტ.1, ს/ფ 175).

 

საქართველოს სსსკ–ის მე–200 მუხლის მე–8 ნაწილის საფუძველზე ბრალდებულს ან მის სასარგებლოდ გირაოს შემტანს განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში სრულად დაუბრუნდება გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა (გირაოს შეტანის დროს არსებული კურსის გათვალისწინებით) და უძრავი ქონება, თუ ბრალდებული ზუსტად და კეთილსინდისიერად ასრულებდა ნაკისრ ვალდებულებას და მის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება არ შეცვლილა უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 25-ე, 73-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ვა-–-----–----ა ცნობილია დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის 1–ლი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით.

 

2. აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და გირაოს სახით შეტანილი თანხა განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს შემომტანს.

 

3. ნივთმტკიცება: ვა-–-----–----ას A----ს მარკის ავტომანქანა სახ. # EE-------, ზა-----------ს კუთვნილ M------S–ის მარკის ავტომანქანას სახ. # M-------- და ვა-–-----–----ასგან ამოღებული ტანსაცმელი დაუბრუნდეთ მათ მფლობელებს, ხოლო ანაწმენდები განადგურდება საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ზალასი სესვლიდან ერთი თვის ვადაში.

 

4.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

5. განაჩენის გადასინჯვა შეიძლება ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო.

 

6. განაჩენი სააპელაციო წესით შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ირაკლი აბშილავა