განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1--------
(№0-----------)
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
09 აგვისტო, 2018 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე ნათია გუდაძემ
ნინო ვარაზაშვილის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლების - ა---------–---–-ს, ი-----------–-–---–-ს,ბრალდებულ - აკ-----------ას,ადვოკატების - ლ------------------–------------------------–---------–---–-ს მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე, ბრალდებულ აკ------------------------ას (დაბადებული 1----–-–-------------------, საქართველოს მოქალაქე, პირადი №0----------, უმაღლესი განათლების მქონე, ნასამართლობის მქონე, განქორწინებული, რეგისტრირებული: თ---–--–---–--–------–------------------------------------------------------------------ში, დაკავებამდე ფაქტობრივად მცხოვრები: მ–------------------------–-–--–---ში) მიმართ დანაშაულისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა და იმავე კოდექსის 179-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ დაადგინა:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 18 აგვისტოს და იმავე სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 01 ნოემბრის განაჩენებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილითა და იმავე კოდექსის 264-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (02 ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის ნასამართლევი აკ-----------ა, 2017 წლის 09 ნოემბერს, დაახლოებით 15:50 საათზე, თ---–--–-----–--------------------------ში მდებარე სასურსათო მაღაზიიდან, აშკარად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლა მა--------–--ს კუთვნილ, „SONY“-ის ფირმის, „XPERIA Z2“-ის მოდელის მობილურ ტელეფონს, რითაც დაზარალებულს მიაყენა 140 (ას ორმოცი) ლარის ზიანი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 18 აგვისტოს და იმავე სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 01 ნოემბრის განაჩენებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილითა და იმავე კოდექსის 264-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (02 ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის ნასამართლევი აკ-----------ა, 2017 წლის 10 ნოემბერს, დაახლოებით 15:45 საათზე, თბილისში, ა---- მ-–-----ის ქუჩის N18-ში მდებარე სტომატოლოგიურ კლინიკა შპს „ნ----------ში“, ფულადი თანხისა და ძვირფასეულობის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დანის დემონსტრირებით, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, თავდაპირველად თავს დაესხა კლინიკის თანამშრომლებს: ბ----------------ეს და ლ--–-------–---–ს, ხოლო შემდეგ მე-----------–---–ს.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით:
დაზარალებულ მა--------–--ს ჩვენებით, 2017 წლის 09 ნოემბერს, იმყოფებოდა საკუთარ მაღაზიაში, თ---–--–-----–---------------------------ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე, რა დროსაც, მოულოდნელად შევიდა მუქი ფერის ჯინსის შარვალში და შავი ფერის ქურთუკში ჩაცმული ნიღბიანი პიროვნება, რომელმაც დაუჭირა ხელები და მოსთხოვა ფულადი თანხისა და ძვირფასეულობის გადაცემა. თავდამსხმელმა აიღო მაგიდაზე დადებული მისი კუთვნილი მობილური ტელეფონი და ჩაიდო ჯიბეში. ცდილობდა მისგან თავის დაღწევას. შეძლო კარებამდე მისვლა, კარის გაღება და გარეთ გასვლა, რა დროსაც ითხოვდა დახმარებას. სწორედ ამ დროს, თავდამსხმელმა მოასწრო გაქცევა და ტაქსში ჩაჯდომა. მაღაზიასთან ახლოს გ----------------- ყიდიდა ელექტრო სიგარეტებს, რომელიც მის ყვირილზე, დაედევნა თავდამსხმელს და ტაქსში ჩაჯდომისას შეძლო მისი დაჭერა. გ-----------------მ თავდამსხმელს გამოართვა მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული მობილური ტელეფონი და დაუბრუნა მას. მოგვიანებით ნახა, რომ ხელზე აღარ ეკეთა ბეჭედი, თუმცა არ იცის რა დროს დაკარგა. დაზარალებულის განმარტებით, თავდამსხმელს სახეზე ჰქონდა ჩამოფარებული ნაჭრის ქუდი, რაც გადაკეთებული იყო ნიღბად.
მოწმე გ-----------------ს ჩვენებით, 2017 წლის 09 ნოემბერს, იმყოფებოდა სამსახურში, თ---–--–-----–---------------------------ში. შემოესმა ქალის კივილის ხმა, რომელიც ითხოვდა შველას. დაინახა მა--------–--ს მაღაზიიდან გამოქცეული ნიღბიანი პიროვნება, რომელიც მირბოდა მისი მაღაზიის მიმართულებით. გაეკიდა გაქცეულ პიროვნებას, რომელმაც სადარბაზოდან გასვლისას მოიხსნა ნიღაბი, ჩაიდო მანტოში და ჩაჯდა ტაქსში. ტაქსის მძღოლს მოსთხოვა მანქანის გაჩერება, რა დროსაც თავდამსხმელმა წინააღმდეგობის გაწევის გარეშე გადასცა მა--------–--ს კუთვნილი „სონის“ ფირმის მობილური ტელეფონი. როგორც შემდგომ გახდა ცნობილი, მ---- ასევე დაკარგული ჰქონდა ბეჭედი. მოწმის განმარტებით, თავდამსხმელი იყო 50 წლამდე ასაკის, ჰქონდა ჭაღარა თმა, მუქი ფერის თვალები და ეცვა თავის აღნაგობასთან შედარებით საკმაოდ დიდი ზომის, მუქი ფერის მანტო. მისი მონაწილეობით ჩატარდა ამოცნობა, რა დროსაც ამოსაცნობად წარდგენილი პირებიდან ამოიცნო თავდამსხმელი აკ-----------ა.
მოწმე ჭ------------------ის ჩვენებით, მუშაობს ტაქსის მძღოლად. 2017 წლის 09 ნოემბერს, თ---–--–-----–-------------------ის და ა--------------ის კვეთაზე გააჩერა მამაკაცმა, რომელმაც სთხოვა თ---–--–-----–-------------------ზე მდებარე ერთ-ერთი კორპუსის ეზოში შესვლა. შევიდნენ მითითებულ ეზოში და გაჩერდნენ სადარბაზოსთან, რა დროსაც მამაკაცმა სთხოვა დალოდებოდა სამი წუთით. ზუსტად სამ წუთში, მამაკაცი სწრაფი ნაბიჯით დაბრუნდა, ჩაჯდა ტაქსში და როდესაც აპირებდა მანქანის დაძვრას, მასთან მივიდა შუახნის მამაკაცი, რომელმაც სთხოვა მანქანის გაჩერება. აღნიშნულმა მამაკაცმა მის მგზავრს მოსთხოვა თავისი ნივთის უკან დაბრუნება, რის შემდეგაც ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე, მგზავრმა ამოიღო მობილური ტელეფონი და გადასცა მას. ამის შემდეგ, მამაკაცი წავიდა, ხოლო თავად განაგრძო გზა. მგზავრი დატოვა ტ-–-------------ს კვეთაზე, რომელმაც გადაუხადა მგზავრობის ღირებულება და დაშორდნენ ერთმანეთს. მისივე ჩვენებით, მონაწილეობა მიიღო ამოცნობაში, რა დროსაც საშუალო სისქის მუქი ფერის წარბებით, აღნაგობით, მოგრძო სახით, საშუალო ზომის ცხვირით, ჭაღარა თმით და თვალის ფერით, ამოიცნო სასამართლო სხდომის დარბაზში წარმოდგენილი ბრალდებული აკ-----------ა, რომელმაც იმგზავრა მისი ტაქსით 2017 წლის 09 ნოემბერს.
მოწმე ლ-----------ის ჩვენებით, 2017 წლის 09 ნოემბერს, იმყოფებოდა სამსახურში, თ---–--–-----–---------------------------ში მდებარე სტომატოლოგიურ კლინიკა „ნ----------ში“ და ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას. სამუშაო ოთახის ფანჯარა, რომელიც არის მა--------–--ს მაღაზიის მხარეს, ჰქონდა ღია მდგომარეობაში, საიდანაც შემოესმა მ---- ყვირილის ხმა, რომელიც ითხოვდა დახმარებას. მ------–--ს ყვირილიდან გამომდინარე, იფიქრა რომ ადგილი ჰქონდა დანაშაულის ჩადენის ფაქტს, რის გამოც დარეკა 112-ში და ითხოვა დახმარება.
მოწმე რ-------–----–---–ის ჩვენებით, 2017 წლის 09 ნოემბერს მომხდარ მა--------–--ს ძარცვის ფაქტზე, მიიღო ოპერატიული ინფორმაცია მასზედ, რომ შემთხვევამდე და მას შემდეგ, აკ-----------ა გადაადგილდებოდა ჭ------------------ის საკუთრებაში არსებული „მერსედესის“ მარკის ავტომანქანით, სახელმწიფო ნომრით: T------, რის შესახებაც პატაკით აცნობა ხელმძღვანელობას.
მოწმე თ----------------–---–ის ჩვენებით, 2017 წლის 09 ნოემბერს, დაიწყო გამოძიება თ---–--–-----–-------------------------------------ში მდებარე სასურსათო მაღაზიაში, მა--------–--ზე განხორციელებული ძარცვის ფაქტზე. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე, დაკითხა დაზარალებული და მოწმეები. 2017 წლის 09 ნოემბერს, თანამშრომელმა რ-------–----–---–მა მიიღო ოპერატიული ინფორმაცია მასზედ, რომ შემთხვევამდე და მას შემდგომ, აკ-----------ა გადაადგილდებოდა ჭ------------------ის საკუთრებაში არსებული „მერსედესის“ მარკის ავტომანქანით, რის შემდეგაც დაკითხა ჭ------------------ე და მისი მონაწილეობით ჩაატარა ამოცნობა, რა დროსაც ჭ------------------ემ ამოიცნო აკ-----------ა, რომელიც თავადაც აღიარებდა დანაშაულის ჩადენის ფაქტს.
მოწმე გ-------------–---–ის ჩვენებით, მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე, დაკითხა მოწმეები და ჩაატარა ამოცნობა, რა დროსაც ამომცნობმა გ-----------------მ ამოსაცნობად წარდგენილი პირებიდან ამოიცნო აკ-----------ა, რომელზეც მიუთითა, რომ იგი იყო სწორედ ის პიროვნება, რომელიც 2017 წლის 09 ნოემბერს გამოიქცა მა--------–--ს სასურსათო მაღაზიიდან, გამოეკიდა მას და ტაქსში ჩაჯდომის დროს მოსთხოვა დაზარალებულის კუთვნილი მობილური ტელეფონის უკან დაბრუნება. მანვე, მონაწილეობა მიიღო თ---–--–-----------------------------ში მდებარე სასურსათო მაღაზიის დათვალიერებაში, საიდანაც ექსპერტ-კრიმინალისტებმა ამოიღეს სუნის და ხელის კვლის ნიმუშები.
მოწმის სახით დაკითხულ ექსპერტ ბ----------------ის ჩვენებით, 2017 წლის 20 ნოემბერს, მის მიერ გაცემულ იქნა ოდოროლოგიური ექსპერტიზის №--------- დასკვნა, რომლის მიხედვითაც, 2017 წლის 09 ნოემბერს, თ---–--–-----–---------------------------ში მდებარე სასურსათო მაღაზიაში, მა--------–--ზე განხორციელებულ ძარცვის ფაქტთან დაკავშირებით, ოდოროლოგიურ ექსპერტიზაზე წარდგენილი, შემთხვევის ადგილიდან და პიროვნებისგან აღებული სუნის კვლის ნიმუშები ვარგისია პიროვნების იდენტიფიკაციისთვის. შემთხვევის ადგილიდან აღებული სუნის კვლის ნიმუში, იდენტურია აკ-----------ასგან აღებული სუნის კვლის ნიმუშის. გამოკვლევა ჩატარდა სამი ძაღლის მონაწილეობით, რაც გამორიცხავს მიღებული შედეგის ალბათობას. შესაბამისად, გაცემული დასკვნა არის კატეგორიული.
მოწმის სახით დაკითხულ ექსპერტ ნ------------ას ჩვენებით, 2017 წლის 27 დეკემბერს, მის მიერ გაცემულ იქნა სასაქონლო ექსპერტიზის №1----- დასკვნა, რომლის მიხედვითაც, ექსპერტიზაზე წარდგენილი „SONY XPERIA Z2“-ს მოდელის მობილური ტელეფონის საბაზრო, საცალო, სარეალიზაციო ღირებულება, ფაქტობრივი ფიზიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, შეადგენს 140 ლარს.
მოწმის სახით დაკითხულ ექსპერტ ა-----–-–----–-–---–ის ჩვენებით, მიღებული შეტყობინების საფუძველზე, გამოცხადდა შემთხვევის ადგილზე - თ---–--–-----–----------------ში, სადაც სალარო მაგიდის გვერდით, მეტლახის იატაკის ზედაპირიდან აიღო სუნის კვლის ნიმუში, რაც დალუქული სახით გადასცა გამომძიებელს.
შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, შემთხვევის ადგილი მდებარეობს თ---–--–-----------------------------ში, კორპუსის ნულოვან სართულზე განთავსებულ სასურსათო მაღაზიაში. ექსპერტ-კრიმინალისტებმა შემთხვევის ადგილიდან ამოიღეს ხელის კვლები ხუთ დაქტილოფირზე და დაასურათეს დანაშაულის ჩადენის ადგილი.
პირის ამოცნობის ოქმის შესაბამისად, ამომცნობმა ჭ------------------ემ გამომძიებლის მიერ, ამოსაცნობად წარდგენილი სამი პიროვნებიდან, ამოიცნო მარჯვნიდან მარცხნივ მესამე და მარცხნიდან მარჯვნივ პირველ ადგილზე მდგომი პიროვნება - აკ-----------ა, რომელიც ჭ------------------ის განმარტებით, არის სწორედ ის პიროვნება, რომელმაც გააჩერა 2017 წლის 09 ნოემბერს, დაახლოებით 15:50 საათზე, თ---–--–-----–--------ისა და ა--------------ების კვეთაზე და სთხოვა ბ------------ ქუჩაზე გაყვანა, ხოლო მანამდე ელოდებოდა ა-–---------------------------ს ეზოში. აღნიშნული პიროვნება გადავიდა მანქანიდან, დაბრუნდა დაახლოებით სამ წუთში და ჩაუჯდა მანქანაში. მას უკან მოსდევდა მამაკაცი, რომელიც მივიდა მანქანასთან და მოსთხოვა ტელეფონის დაბრუნება, რაც მართლაც დაუბრუნა აკ-----------ამ. ამომცნობის განმარტებით, მან აკ-----------ა ამოიცნო სიმაღლით, აღნაგობით, ჭაღარა თმით, საშუალო ზომის წარბებით, საშუალო ზომის ცხვირით და მოგრძო გაპარსული პირისახით.
პირის ამოცნობის ოქმის მიხედვით, ამომცნობმა გ-----------------მ გამომძიებლის მიერ, ამოსაცნობად წარდგენილი სამი პიროვნებიდან ამოიცნო მარჯვნიდან მარცხნივ პირველი და მარცხნიდან მარჯვნივ მესამე ადგილზე მდგომი პიროვნება - აკ-----------ა. გ-----------------ს განმარტებით, აღნიშნული პიროვნება არის სწორედ ის პირი, რომელიც ნახა 2017 წლის 09 ნოემბერს, როდესაც იგი გამოიქცა მა--------–--ს სასურსათო მაღაზიიდან, შეირბინა სადარბაზოში, მოიხსნა მუქი ფერის ნიღაბი, გავიდა ეზოში და ჩაჯდა მუქი ფერის ტაქსში, რა დროსაც მივიდა მასთან და მოსთხოვა გატაცებული ნივთების უკან დაბრუნება. ამომცნობის განმარტებით, მან აკ-----------ა ამოიცნო სიმაღლით, აღნაგობით, ჭაღარა საშუალო ზომის თმით, მოგრძო გაპარსული პირისახით, საშუალო ზომის ცხვირით და თვალებით.
თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით:
დაზარალებულ ბ----------------ის ჩვენებით, მუშაობს თ---–--–-----–-------------------ში მდებარე სტომატოლოგიურ კლინიკაში. 2017 წლის 10 ნოემბერს, დაახლოებით 15:00 საათზე, იმყოფებოდა სამსახურში, რა დროსაც გაიღო ოთახის კარი და სწრაფი ნაბიჯით შევიდა ჯინსის შარვალში და მუხლებამდე მუქი ფერის მანტოში ჩაცმული, სახეზე ნიღაბჩამოფარებული პიროვნება, რომელმაც მკლავიდან გამოიღო საშუალო ზომის, მწვანე-წითელტარიანი დანა. თავდამსხმელი ითხოვდა ფულის და ოქროულობის გადაცემას, წინააღმდეგ შემთხვევაში, იმუქრებოდა იქ მყოფი ქალბატონების დაჭრით. მიუხედავად იმისა, რომ მამაკაცი იქცეოდა აგრესიულად, მაინც შეძლო მისთვის ხელების დაჭერა. ძიძგილაობაში, როდესაც თავდამსხმელი აღმოჩნდა ოთახს გარეთ, იგი შეეცადა მიმალვას. თავდამსხმელმა მოიხსნა ნიღაბი, რა დროსაც მან დაინახა, რომ მას ჰქონდა მოგრძო პირისახე და ჭაღარა თმა, ხოლო თვალების დანახვა შეძლო ნიღბის მოხსნამდე. მას შემდეგ, რაც თავდამსხმელი გავიდა გარეთ, თავად დაბრუნდა ოთახში და ღია ფანჯრიდან კიდევ შეძლო მისი სახის დანახვა. მეორე დღეს, პოლიციის განყოფილებაში, მონაწილეობა მიიღო ამოცნობებში, რა დროსაც ამოსაცნობად წარდგენილი პირებიდან ამოიცნო თავდამსხმელი - აკ-----------ა და დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა.
დაზარალებულ ლ--–-------–---–ის ჩვენებით, 2017 წლის 10 ნოემბერს, იმყოფებოდა სამსახურში, თ---–--–-----–------------------ში მდებარე სტომატოლოგიურ კლინიკა „ნ----------ში“. სამუშაო ინსტრუმენტების ასაღებად შესული იყო ბ----------------ის ოთახში, რა დროსაც იმავე ოთახში შევიდა ჯინსის შარვალში და მუხლს ქვემოთ ქურთუკში ჩაცმული, ნიღბიანი პიროვნება, რომელიც მოწითალო-მომწვანო ფერის ტარიანი დანის მუქარით, ითხოვდა ფულის და ოქროულობის გადაცემას, წინააღმდეგ შემთხვევაში, იმუქრებოდა რომელიმე ქალბატონისთვის ყელის გამოჭრით. ბ----------------ემ მოახერხა თავდამსხმელისთვის ხელების დაკავება და მისი გარეთ გაყვანა. თავდაპირველად, თავდამსხმელი ცდილობდა ოთახში შესვლას, თუმცა საბოლოოდ ვერ შეძლო და დატოვა კლინიკის ტერიტორია.
დაზარალებულ მე-----------–---–ის ჩვენებით, 2017 წლის 10 ნოემბერს, იმყოფებოდა სამსახურში, თ---–--–-----–------------------ში მდებარე სტომატოლოგიურ კლინიკა „ნ----------ში“ და ემსახურებოდა პაციენტს. დაახლოებით 15:45 საათზე, ოთახში მოულოდნელად შევარდა დანით შეიარაღებული მამაკაცი, რომელსაც ეცვა ჯინსის შარვალი, მუქი ფერის მანტო და თავზე ჩამოფარებული ჰქონდა ნაქსოვი ქუდი, რასაც ამოჭრილი ჰქონდა თვალის ადგილები. მამაკაცი დანის გამოყენებით, ითხოვდა ფულის და ოქროულობის გადაცემას, წინააღმდეგ შემთხვევაში, იმუქრებოდა ქალბატონებისთვის ყელის გამოჭრით. ამის შემდგომ, თავდამსხმელი მივარდა მას, დაუწყო ჯაჯგური და მოქაჩვით გაიყვანა მეორე ოთახში. ძიძგილაობის დროს, შეძლო მისგან თავის დაღწევა, სწრაფად შებრუნდა ოთახში და შიგნიდან დაკეტა კარი. რაც შეეხება ოთახში მყოფ პაციენტს, შეშინებულმა შეძლო ფანჯრიდან გადახტომა და გაქცევა. მოგვიანებით, მისთვის ცნობილი გახდა, რომ თავდამსხმელი ანალოგიურად ფულის და ოქროულობის მოთხოვნით, დანის მუქარით, შესული იყო ბ----------------ის ოთახშიც.
მოწმე დ-------------ის ჩვენებით, 2017 წლის 11 ნოემბერს, მიიღო ოპერატიული ინფორმაცია მასზედ, რომ 10 ნოემბერს, თ---–--–-----–-------------------ში მდებარე სტომატოლოგიური კლინიკის თანამშრომლებზე განხორციელებული ყაჩაღური თავდასხმა, ჩადენილი უნდა ყოფილიყო 1--- წელს დაბადებული აკ-----------ას მიერ, რის შესახებაც პატაკით აცნობა ხელმძღვანელობას.
მოწმე ა------------------–ის ჩვენებით, 2017 წლის 10 ნოემბერს, მიღებულ იქნა შეტყობინება, თ---–--–-----–-------------------ში მდებარე სტომატოლოგიურ კლინიკაში განხორციელებული ყაჩაღური თავდასხმის ფაქტზე. თანამშრომლებთან ერთად, გამოცხადდა შემთხვევის ადგილზე, სადაც კინოლოგების და ექსპერტ-კრიმინალისტების მონაწილეობით, დაათვალიერა შემთხვევის ადგილი, რა დროსაც ექსპერტებმა ამოიღეს სუნის და ხელის კვლის ნიმუშები. ბრალდებულისგან აღებულ იქნა სუნის ნიმუში. დაზარალებულთა მონაწილეობით, ჩატარდა ამოცნობა, რის შემდეგაც აკ-----------ა დაკავებულ იქნა ბრალდებულის სახით. მან მოწმის სახით დაკითხა მაღაზია „ბადაგის“ თანამშრომელი, რომელმაც დაკითხვისას განმარტა, რომ მაღაზიის გარეპერიმეტრზე 24 საათის განმავლობაში ჩართული იყო ვიდეოკამერა, რაც გამოთხოვილ იქნა მოგვიანებით.
მოწმე გ-------–---–---–ის ჩვენებით, 2017 წლის 10 ნოემბერს, დაწყებულ იქნა გამოძიება თ---–--–-----–-------------------ში მდებარე სტომატოლოგიურ კლინიკაზე განხორციელებული ყაჩაღური თავდასხმის ფაქტზე. მიღებულ იქნა ოპერატიული ინფორმაცია მასზედ, რომ დანაშაულის ჩამდენი პირი იყო აკ-----------ა, რომელიც წარმოდგენილ იქნა პოლიციის განყოფილებაში 11 ნოემბერს. ჩატარდა ამოცნობა, რა დროსაც ბ----------------ემ ამოიცნო ბრალდებული აკ-----------ა და განმარტა, რომ სწორედ ეს არის ის პიროვნება, რომელიც დანით შეიარაღებული, შევიდა სტომატოლოგიურ კლინიკაში და იქ მყოფ თანამშრომლებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, აიძულებდა თანხის გადაცემას. ამოცნობის დასრულების შემდგომ, აკ-----------ა დაკავებულ იქნა ბრალდებულის სახით და ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა, რა დროსაც პირად ნივთებთან ერთად, ამოღებულ იქნა ნიღაბი. ბრალდებულმა აღიარა როგორც სტომატოლოგიურ კლინიკაზე ყაჩაღურად თავდასხმის, ისე სასურსათო მაღაზიაში ჩადენილი ძარცვის ფაქტი, რის შემდეგაც მისი მონაწილეობით ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტი.
მოწმე ზ-------–-------–---–ის ჩვენებით, 2017 წლის 11 ნოემბერს, ბრალდებულ აკ-----------ასგან ამოღებულ იქნა მუქი ფერის ქურთუკი და შარვალი, რაც ეცვა დანაშაულის ჩადენის დროს. ბრალდებულის ინფორმაციით, დანაშაულის ჩადენის იარაღს - დანას, ინახავდა საცხოვრებელ სახლში, რის შემდგომაც ჩატარდა ჩხრეკა მ–------------------------–-–--–---ში მდებარე აკ-----------ას საცხოვრებელ სახლში, რა დროსაც ამოღებულ იქნა მომწვანო-მოწითალო ფერის ტარიანი დანა.
მოწმე გ-------------–---–ის ჩვენებით, 2017 წლის 11 ნოემბერს, მონაწილეობა მიიღო აკ-----------ას დაკავებასა და პირად ჩხრეკაში, რა დროსაც ამოღებულ იქნა ლურჯი ფერის ნაქსოვი ქუდი, საფულე და სათვალე.
მოწმე ხ-----------------ას ჩვენებით, მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე, მოწმის სახით დაკითხა დაზარალებული მე-----------–---–ი და მ–------------------------–-–--–---ში პირადად ჩააბარა უწყება აკ-----------ას საგამოძიებო ორგანოში გამოცხადების თაობაზე.
მოწმე თ------------–--ს ჩვენებით, 2017 წლის 10 ნოემბერს, იმყოფებოდა თ---–--–-----–-------------------ში მდებარე სტომატოლოგიურ კლინიკა „ნ----------ში“. კლინიკაში ასევე იმყოფებოდნენ: მე-----------–---–ი, ბ----------------ე და ლ--–-------–---–ი. თავად იყო კლინიკის პირველ სართულზე არსებულ მოსასვენებელ ოთახში, რა დროსაც ზედა სართულიდან შემოესმა ხმაური და ფულის გადაცემის მოთხოვნა. მიხვდა რომ ადგილი ჰქონდა თავდასხმას და დარეკა 112-ში. მოგვიანებით ავიდა ზედა სართულზე, სადაც დახვდნენ: მე-----------–---–ი, ბ----------------ე და ლ--–-------–---–ი, ხოლო თავდამსხმელი იყო წასული. რამდენადაც მისთვის ცნობილი გახდა, თავდამსხმელი დანის გამოყენების მუქარით, ითხოვდა ფულის გადაცემას, წინააღმდეგ შემთხვევაში, იმუქრებოდა იქ მყოფი პირებისთვის ყელის გამოჭრით.
მოწმე მ-----–-–-------–-ს ჩვენებით, 2017 წლის 11 ნოემბერს, თანამშრომელ ზ-------–-------–---–ის და ბრალდებულის მონაწილეობით, ჩაატარა მ–------------------------–-–--–---ში მდებარე აკ-----------ას საცხოვრებელი სახლის ჩხრეკა, საიდანაც ამოიღეს მომწვანო-მოწითალო ფერის ტარიანი დანა.
მოწმე თ------------------ის ჩვენებით, მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე, ბრალდებულის სახით დაკითხა აკ-----------ა, ხოლო მოწმის სახით დაკითხა დაზარალებული ბ----------------ე, რომლის მონაწილეობითაც ჩაატარა დანის ამოცნობა, რა დროსაც ბ----------------ემ ამოსაცნობად წარდგენილი ნივთებიდან ამოიცნო სწორედ ის დანა, რითაც აკ-----------ამ განახორციელა ყაჩაღური თავდასხმა სტომატოლოგიურ კლინიკაში.
მოწმის სახით დაკითხულ ექსპერტ დ-----------------ს ჩვენებით, 2017 წლის 12 ნოემბერს, ბრალდებულთა დროებითი მოთავსების იზოლატორში ბრალდებულ აკ-----------ასგან აიღო სუნის ნიმუში, რაც შემდგომი საექსპერტო კვლევისთვის დალუქული სახით გადასცა გამომძიებელს.
მოწმის სახით დაკითხულ ექსპერტ ვ----–---–----ის ჩვენებით, 2017 წლის 10 ნოემბერს, მეწყვილე გ------------–-–---–თან ერთად, გამოცხადდა თ---–--–-----–-------------------ში, სადაც ადგილი ჰქონდა სტომატოლოგიური კლინიკის დაყაჩაღების ფაქტს. შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა კლინიკის მენეჯერი და გამომძიებელი, რომელთა მონაწილეობითაც დაათვალიერეს შემთხვევის ადგილი, საიდანაც ამოიღეს ხელის კვლები შვიდ დაქტილოფირზე, რაც შემდგომი საექსპერტო კვლევისთვის გადაეცა გამომძიებელს. მათ მიერ დასურათდა შემთხვევის ადგილი, რაც ასევე გადაეცა გამომძიებელს. შემთხვევის ადგილის დათვალიერება განხორციელდა კინოლოგიის სამსახურის მიერ მუშაობის დასრულების შემდგომ.
მოწმის სახით დაკითხულ ექსპერტ კ-----------ის ჩვენებით, 2017 წლის 10 ნოემბერს, მიღებული შეტყობინების საფუძველზე, მეწყვილე ა-–------------–---–თან ერთად, გამოცხადდა თ---–--–-----–-------------------ში მდებარე სტომატოლოგიურ კლინიკაში, სადაც ადგილი ჰქონდა ყაჩაღობის ფაქტს. სტომატოლოგიის კაბინეტის შესასვლელი კარის მეტლახის ზედაპირიდან ამოიღეს სუნის კვლის ნიმუში, რაც დალუქული სახით, შემდგომი საექსპერტო კვლევისთვის გადაეცა გამომძიებელს. შემთხვევის ადგილზე გაუშვეს ძაღლი, რომელიც გავიდა სტომატოლოგიის კაბინეტიდან, შემდგომ გავიდა შენობიდან, მარჯვნიდან შემოუარა კორპუსს და გაჩერდა კორპუსის უკან მდებარე სკვერში.
მოწმის სახით დაკითხულ ექსპერტ მ----------------ის ჩვენებით, 2017 წლის 30 ნოემბერს, მის მიერ გაცემულ იქნა ოდოროლოგიური ექსპერტიზის №4-------- დასკვნა, რომლის თანახმადაც, თ---–--–-----–-------------------ში მდებარე სტომატოლოგიურ კლინიკა „ნ----------ში“ განხორციელებული ყაჩაღური თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით, ოდოროლოგიურ ექსპერტიზაზე წარდგენილი სუნის კვლის ნიმუშები ვარგისია პიროვნების იდენტიფიკაციისთვის. შემთხვევის ადგილიდან ამოღებული სუნის კვლის ნიმუში იდენტურია აკ-----------ასგან აღებული სუნის კვლის ნიმუშის.
შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, შემთხვევის ადგილი მდებარეობს თ---–--–-----–------------------ში მდებარე სტომატოლოგიურ კლინიკა „ნ----------ში“. შემთხვევის ადგილზე სუნის კვალზე გაშვებულ იქნა სამძებრო ძაღლი, რომელიც გავიდა კლინიკიდან ხელმარჯვნივ, შევიდა ა---–-------------------ის ეზოში და გაჩერდა. შემთხვევის ადგილიდან ექსპერტ-კრიმინალისტების მიერ ამოღებულ იქნა შვიდი დაქტილოფირი ხელის კვლებით და სუნის ნიმუში.
პირის ამოცნობის ოქმის შესაბამისად, ამომცნობმა ბ----------------ემ ამოსაცნობად წარდგენილი პირებიდან, სიმაღლით, აღნაგობით, ოდნავ მოგრძო გაპარსული პირისახით, საშუალო ზომაზე შეჭრილი ჭაღარა ხშირი თმით, მუქი ფერის საშუალო ზომის წარბებით, საშუალო ზომის ცხვირით, მოყავისფრო თვალებით და ასაკით, ამოიცნო მარჯვნიდან მარცხნივ პირველი და მარცხნიდან მარჯვნივ მესამე ადგილზე მდგომი, 1----–-–------------------- დაბადებული აკ-----------ა. ამომცნობის განმარტებით, იგი არის სწორედ ის პიროვნება, რომელიც 2017 წლის 10 ნოემბერს, შესული იყო სტომატოლოგიურ კლინიკა „ნ----------ში“ და დანის გამოყენებით, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, ითხოვდა ფულის და ოქროულობის გადაცემას.
ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმის მიხედვით, აკ-----------ა ბრალდებულის სახით დაკავებულ იქნა 2017 წლის 11 ნოემბერს, 15:00 საათზე, რომლის პირადი ჩხრეკის შედეგად, პირად ნივთებთან ერთად, ამოღებულ იქნა მუქი ლურჯი ფერის ნაქსოვი ქუდი, რომელსაც თვალების ზომაზე გაკეთებული აქვს ორი ჭრილი.
ამოღების ოქმის თანახმად, აკ-----------ასგან ამოღებულ იქნა შავი ფერის ქურთუკი და ღია ფერის ჯინსის შარვალი, საფირმო წარწერით „PADDOCKS”.
აკ-----------ას სახლის ჩხრეკის ოქმის შესაბამისად, მ–------------------------–-–--–---ში, დამხმარე ოთახში არსებული კარადიდან, აკ-----------ამ გამომძიებელს წარუდგინა საშუალო ზომის დანა, რომელსაც აქვს მოწითალო-მომწვანო ფერის ტარი, ხოლო დანის პირზე აქვს საფირმო წარწერა „STAINLESS STEEL SHANQXING”.
საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის მიხედვით, ექსპერტ-კრიმინალისტების, გამომძიებლის, ბრალდებულის ინტერესების დამცველი ადვოკატის და ბრალდებულ აკ-----------ას მონაწილეობით, ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტი, რა დროსაც ბრალდებულმა აკ-----------ამ მიუთითა თ---–--–-----–-------------------ში მდებარე სტომატოლოგიურ კლინიკა „ნ----------ზე“, სადაც 2017 წლის 10 ნოემბერს, შევიდა სახეზე ნიღაბჩამოცმული და ოთახში მყოფ მამაკაცს და ქალბატონს მოსთხოვა ფული და ოქროულობის გადაცემა, წინააღმდეგ შემთხვევაში, იმუქრებოდა რომელიმე ქალბატონისთვის ყელის გამოჭრით. მამაკაცმა გაუწია წინააღმდეგობა, შიგნიდან დაუკეტა კარი და ვერ შეძლო ოთახში შესვლა, რის შემდეგაც შევიდა კლინიკის შესასვლელიდან ხელმარჯვნივ განთავსებულ ოთახში, სადაც ქალბატონს სწვდა მხარში და დანის მუქარით, მოსთხოვა ფულის და ოქროულობის გადაცემა, რა დროსაც პაციენტი გადახტა ფანჯრიდან, ხოლო ქალბატონმა გაითავისუფლა თავი და შიგნიდან ჩაუკეტა ოთახის კარი, რის შემდეგაც გავიდა კლინიკიდან და მოიხსნა ნიღაბი. ამის შემდგომ, აკ-----------ას მითითებით, გასვლა მოხდა ა-–---------------------------ში, რა დროსაც მან მიუთითა სასურსათო მაღაზიაზე, სადაც შესული იყო ნიღბით. ქალბატონს მიეპარა უკნიდან, ხელი ააფარა პირზე და მოსთხოვა ფულის და ძვირფასეულობის გადაცემა, რა დროსაც ქალბატონი გაექცა გარეთ და ითხოვა დახმარება. ამასობაში, აიღო მაგიდაზე დადებული „სონის“ ფირმის მობილური ტელეფონი, გავიდა მაღაზიიდან და ჩაჯდა „მერსედესის“ მარკის იმავე ტაქსში, რითაც მივიდა მაღაზიამდე. მანქანაში ჩაჯდომისას, მასთან მივიდა უცნობი პიროვნება, რომელმაც მოსთხოვა ტელეფონის დაბრუნება, რაც დაუბრუნა მას და ტაქსით წამოვიდა შემთხვევის ადგილიდან. ბრალდებულის განმარტებით, დანა, რითაც მან ჩაიდინა ყაჩაღობა, შენახული აქვს მ–------------------------–-–--–---ში მდებარე მის საცხოვრებელ სახლში.
ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმის თანახმად, დათვალიერების ობიექტს წარმოადგენს საშუალო ზომის დანა, რაც შედგება ტარისა და პირისაგან. დანის პირი გაწყობილია მწვანე და წითელ ფერებში. დანის პირი არის ვერცხლისფერი, ცალ მხარეს ალესილი პირის ორმხრივი ალესვით. დანის პირს ცალ მხარეს აქვს წარწერა „STAINLESS STEEL SHANQXING”.
ნივთის ამოცნობის ოქმის შესაბამისად, გამომძიებლის მიერ ამოსაცნობად წარდგენილი ოთხი დანიდან, ბ----------------ემ ამოიცნო №1 ობიექტად დანომრილი დანა. დაზარალებულის განმარტებით, აღნიშნული დანა არის საშუალო ზომის, რაც შედგება ტარისა და პირისაგან. დანის ტარი გაწყობილია მწვანე და წითელ ფერებში, დანის პირი არის ვერცხლისფერი, ცალ მხარეს ალესილი პირით. აღნიშნული დანა არის სწორედ ის, რომლის გამოყენებითაც, 2017 წლის 10 ნოემბერს, თავდამსხმელი ახორციელებდა მუქარას და ითხოვდა ფულის და ოქროულობის გადაცემას.
ნიმუშის აღების ოქმის მიხედვით, 2017 წლის 12 ნოემბერს, ბრალდებულ აკ-----------ასგან აღებულ იქნა სუნის ნიმუში.
ადგილმდებარეობის დათვალიერების ოქმის თანახმად, ციფრული ფოტოაპარატის საშუალებით, აღბეჭდილ იქნა თ---–--–-----–-------------------ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე განთავსებული სტომატოლოგიური კლინიკა „ნ----------ი“, ასევე აღბეჭდილ იქნა კლინიკის რამდენიმე მეტრის მოშორებით მდებარე მაღაზია „ბადაგი“, რომლის შესასვლელთან დამონტაჟებულია ვიდეოსამეთვალყურეო კამერა.
ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმის შესაბამისად, დათვალიერებულ იქნა თბილისში, ა---–-------------------ში მდებარე შპს „ბადაგის“ ფილიალის შიდასამეთვალყურეო კამერის ჩანაწერი, 2017 წლის 10 ნოემბრის, 15:35 საათიდან - 15:36 საათამდე დროის მონაკვეთში. ჩანაწერში ჩანს მაღაზია „ბადაგის“ შიდა მხარე, ასევე კამერის არეალში ექცევა მ-–-----ის ქუჩის ავტომობილებისთვის განკუთვნილი სავალი ნაწილი და ქუჩის მოპირდაპირე მხარე. მასალაში ჩანს, რომ 15:35:16 საათზე, ქუჩის კვეთას იწყებს ჭაღარათმიანი მამაკაცი, რომელსაც უკეთია მზის, მუქი ფერის სათვალე, აცვია შავი ფერის მოგრძო მანტო და ღია ფერის ჯინსის შარვალი. იგი გადმოსვლის შემდგომ, მიემართება მ-–-----ის ქუჩის დასასრულის მხარეს და 15:35:33 საათზე ეფარება თვალთახედვის არეს. ვიდეომასალა მთავრდება 15:36:00 საათზე.
ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო-ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 10 იანვრის სტაციონალური სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის N0-------- დასკვნის მიხედვით, აკ-----------ას აღენიშნება სხვადასხვა სახის ფსიქოაქტიური ნივთიერების ერთდროული მოხმარებით გამოწვეული პიროვნული და ქცევითი აშლილობა (კოდი - F19.71; დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციის მე-10 გადასინჯვის მიხედვით). მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის დროს, აკ-----------ას აღენიშნებოდა სხვადასხვა სახის ფსიქოაქტიური ნივთიერების ერთდროული მოხმარებით გამოწვეული პიროვნული და ქცევითი აშლილობა და მას შეეძლო გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი და მართლწინააღმდეგობა და ეხელმძღვანელა მისთვის (შერაცხადობა). თავისი ფსიქიკური მოქმედებით, აკ-----------ას შეუძლია ანგარიში გაუწიოს თავს და უხელმძღვანელოს მას, მისცეს ჩვენება და მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო და სასამართლო მოქმედებებში. მას აქვს გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარი. იგი იმგვარი ფსიქიკური ავადმყოფობით, რომელიც ხელს უშლის სასჯელის მოხდას, დაავადებული არ არის. აკ-----------ას აქვს ფსიქიკური ნაკლი, რაც ხელს უშლის მის მიერ საკუთარი დაცვის განხორციელებას. იგი თავისი ფსიქიკური მდგომარეობით, იძულებით მკურნალობას, ან არანებაყოფლობით სტაციონარულ ფსიქიატრიულ დახმარებას არ საჭიროებს.
დადგენილებით პირის ბრალდების მიხედვით, 2017 წლის 19 დეკემბერს, აკ-----------ას წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ” ქვეპუნქტითა და იმავე კოდექსის 179-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის.
ქმედების ჩადენა იმის მიერ, ვინც ორჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისთვის და გამოძალვისთვის:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 18 აგვისტოს განაჩენით, აკ-----------ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლისა და 06 (ექვსი) თვის ვადით, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, სასჯელის ნაწილი - 03 (სამი) წლითა და 06 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა, განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 02 (ორი) წელი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, ჩაეთვალა პირობითად;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 04 ივნისის განაჩენით, აკ-----------ას მიმართ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით (02 ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დანიშნული პირობითი მსჯავრი და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს - თავისუფლების აღკვეთას 05 (ხუთი) წლისა და 06 (ექვსი) თვის ვადით, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, სასჯელის ნაწილი - 03 (სამი) წლითა და 06 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა, აკ-----------ას განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 02 (ორი) წელი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, ჩაეთვალა პირობითად, დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 01 (ერთი) წლითა და 06 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, აკ-----------ას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 07 (შვიდი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, სასჯელის ნაწილი - 05 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 02 (ორი) წელი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 03 (სამი) წელი.
აკ-----------ას სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2011 წლის 02 ივნისიდან.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 27 მარტის განჩინებით, 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, აკ-----------ა გათავისუფლდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 04 ივნისის განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით (02 ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დანიშნული და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 18 აგვისტოს განაჩენით დანიშნულ სასჯელზე დამატებული სასჯელის შემდგომი მოხდისგან, ხოლო ¼-ით შეუმცირდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 18 აგვისტოს განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დანიშნული სასჯელი და მოსახდელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის, 01 (ერთი) თვისა და 15 (თხუთმეტი) დღის ვადით, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, სასჯელის ნაწილი - 02 (ორი) წლით, 07 (შვიდი) თვითა და 15 (თხუთმეტი) დღით თავისუფლების აღკვეთა, განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 01 (ერთი) წელი და 06 (ექვსი) თვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 02 (ორი) წელი და 03 (სამი) თვე.
აკ-----------ას სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2011 წლის 02 ივნისიდან.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 01 ნოემბრის განაჩენით, აკ-----------ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 264-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (2016 წლის 19 მარტის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 55-ე მუხლის თანახმად, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, ჩაეთვალა პირობითად. მასვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით;
აკ-----------ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 264-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (2016 წლის 20 მარტის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 55-ე მუხლის თანახმად, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, ჩაეთვალა პირობითად;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 264-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (2016 წლის 19 მარტის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დანიშნულმა უფრო მკაცრმა ძირითადმა სასჯელმა - თავისუფლების აღკვეთამ 03 (სამი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, აკ-----------ას ჩაეთვალა პირობითად, შთანთქა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 264-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (2016 წლის 20 მარტის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დანიშნული ნაკლებად მკაცრი სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, ასევე ჩაეთვალა პირობითად;
საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, აკ-----------ას ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, ჩაეთვალა პირობითად. მასვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 18 აგვისტოს განაჩენით, აკ-----------ას მიმართ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დანიშნული და საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 27 მარტის განჩინებით შემცირებული პირობითი მსჯავრი;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა - თავისუფლების აღკვეთამ 03 (სამი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, აკ-----------ას ჩაეთვალა პირობითად, შთანთქა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 18 აგვისტოს განაჩენით დანიშნული და საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 27 მარტის განჩინებით შემცირებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლისა და 06 (ექვსი) თვის ვადით და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 13 ოქტომბრის განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დანიშნული დამატებითი სასჯელის მოუხდელი ნაწილი - ჯარიმა 750 (შვიდას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით;
საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, აკ-----------ას ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 03 (სამი) წელი. მასვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.
დაცვის მხარის მტკიცებულებები:
მოწმე ა---–--------–---–ის ჩვენებით, 2017 წლის 10 ნოემბერს, დაახლოებით 14:00 საათისთვის, აკ-----------ა ჩავიდა მასთან წ--–---–- და ჩაუტანა წამლები და საჭმელი. 11 ნოემბერს, დაახლოებით 08:10 საათზე, კარზე იყო ბრახუნის ხმა. კარი გააღო ა----მ, რის შემდეგაც სახლი გაივსო ახალგაზრდა მამაკაცებით, რომლებიც მიმართავდნენ უხეშად. ა----- უთხრეს ჩაეცვა, რადგან უნდა წაეყვანათ. როდესაც იცმევდა ტყავის ქურთუკს, მათი კატეგორიული მოთხოვნით, გაახდევინეს და ჩააცვეს მათ მიერ მიტანილი ტანსაცმელი. ა----- წაყვანის შემდეგ, 09:00 საათი არ იქნებოდა, დაურეკა ქალიშვილს, აცნობა მომხდარის შესახებ და სთხოვა დახმარება.
მოწმე ნ-----------ას ჩვენებით, 2017 წლის 11 ნოემბერს, დაახლოებით 09:00 საათისთვის, დაურეკა დედამ - ა---–--------–---–მა და უთხრა, რომ მათთან მისული იყო უამრავი პოლიციის თანამშრომელი. ა----- ჩააცვეს მათ მიერ მიტანილი ტანსაცმელი და წაიყვანეს. ადვოკატ ლ--------------სთან ერთად, მთელი დღის განმავლობაში ეძებდა აკ-----------ას პოლიციის სხვადასხვა განყოფილებაში. დაახლოებით 14:00 საათისთვის, ლ--------------სგან შეიტყო, რომ ა---- დაკავებული იყო ყაჩაღობის ბრალდებით და იმყოფებოდა გაგარინის განყოფილებაში. მათი განყოფილებაში მისვლისას, ა---- იყო ძლიერი ნარკოტიკული თრობის ქვეშ, რის გამოც დაალევინა ძლიერი ყავა. დაახლოებით 19:00 საათისთვის, მისი ქალიშვილის მობილურ ტელეფონზე დაუკავშირდა გამომძიებელი, სახელად ვინმე გ-------, რომელმაც უთხრა, რომ ა----- არ ჰქონდა შარვალი. მეორადი ტანსაცმლის მაღაზიაში, თვალის ზომით შეიძინა შარვალი და მიიტანა განყოფილებაში, რა დროსაც ა---- კვლავ ძლიერი ნარკოტიკული თრობის ქვეშ იმყოფებოდა და მან თავად ჩააცვა შარვალი.
ბრალდებულ აკ-----------ას ჩვენებით, 2017 წლის 08 ნოემბერს, მთელი დღის განმავლობაში, იმყოფებოდა დასთან - ნ-----------ასთან. 09 ნოემბერს, მეტროსადგურ „ა-------–---------------“ მიიღო მეტადონი ტკივილგამაყუჩებლად, რის შემდეგაც დაბრუნდა დასთან და დაიტოვა ბავშვები, რომლებთან ერთადაც იყო მთელი დღის განმავლობაში. 10 ნოემბერს, დაახლოებით 10:30 საათისთვის, გავიდა სახლიდან, უყიდა დედას წამლები, საჭმელი და დაახლოებით 12:00 – 13:00 საათისთვის ჩავიდა წ--–---–-. 11 ნოემბერს, დაახლოებით 08:00 – 08:30 საათამდე დროის შუალედში, იყო კარზე ბრახუნის ხმა. გააღო კარი და სახლი გაივსო პოლიციის თანამშრომლებით, რომლებმაც არ მისცეს საშუალება ჩაეცვა თავისი ტანსაცმელი. ჩააცვეს, დაახლოებით ოთხი ზომით დიდი ქურთუკი და წაიყვანეს. მიიყვანეს მე-7 განყოფილებაში, სადაც ჩაიყვანეს სასადილოში, ნულ სართულზე და დაალევინეს ნარკოტიკული საშუალებები. როდესაც დაეწყო ძლიერი თრობა, რაღაცეებზე მოაწერინეს ხელი, ასევე გაიყვანეს თ---–--–-----–-------------ზე და ა-–--------ის გამზირზე. განყოფილებაში გახადეს შარვალი და ორი საათის განმავლობაში იყო საცვლებით. შემდეგ, ნ---- მიუტანა შარვალი და ჩააცვა თავისი ხელით, რადგან იყო ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ. ახსოვს, რომ მისმა დამ ორჯერ მიუტანა ყავა, თუმცა ვერ ფხიზლდებოდა. გამოფხიზლდა მხოლოდ დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაყვანის შემდეგ.
სამართლებრივი შეფასება:
სასამართლომ მხარეთა სრული თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპების დაცვით, ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებები სისხლის სამართლის საქმესთან რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობის და ბრალდებულის დამნაშავედ ცნობისთვის საკმარისობის თვალსაზრისით და მივიდა დასკვნამდე, რომ სახეზეა ერთმანეთთან შეთანხმებული, სანდო და ურთიერთშეჯერებული მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს აკ-----------ას ბრალად შერაცხული, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა და იმავე კოდექსის 179-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენას.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისთვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
ა----იანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ა----იანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, § 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ა----იანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, § 32).
სასამართლო განმარტავს, რომ ძარცვის სუბიექტური მხარე პირდაპირ განზრახვას მოიცავს. იმისთვის, რომ პირის ქმედება დაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლით, საჭიროა სახეზე გვქონდეს პირის სურვილი და ნება, რომ მას სურს ამ ქმედების ჩადენა. ამასთან, პირს გაცნობიერებული უნდა ჰქონდეს, რომ მისი სურვილის რეალიზება ხდება მართლწესრიგის დარღვევის გზით, იგი მართლსაწინააღმდეგოდ ეუფლება სხვის ნივთს, ვინაიდან ნივთის დაუფლება ხდება მესაკუთრის ნებისგან დამოუკიდებლად. მართლსაწინააღმდეგო ქმედებას კი, შედეგად მოჰყვება ნივთის მესაკუთრის ან მფლობელის ქონებრივი ზიანი, თუმცა ქმედების ჩამდენი აცნობიერებს აღნიშნულს და მაინც სურს ამ შედეგის დადგომა.
დანაშაულის ობიექტური მხარის სავალდებულო ნიშანია მისი აშკარა ხასიათი, როდესაც ქმედების ჩადენა ხდება დაზარალებულის ან სხვა პირთა თანდასწრებით, რაც თავად ქმედების ჩამდენს უნდა ჰქონდეს გაცნობიერებული.
სასამართლო განმარტავს, რომ აკ-----------ას ქმედება შეიცავს დანაშაულის, კერძოდ, ძარცვის შემადგენლობის ყველა ნიშანს, ბრალს - პირდაპირი განზრახვის ფორმით, მართლსაწინააღმდეგო ქმედებას, რაც გამოიხატა მის მიერ მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლებაში და სამართლებრივ სიკეთეს - დაზარალებულის საკუთრების უფლების ხელყოფას.
დაზარალებულ მა--------–--ს ჩვენებით სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია ის გარემოება, რომ 2017 წლის 09 ნოემბერს, თ---–--–-----–---------------------------ში, საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე მდებარე, საკუთარ მაღაზიაში მყოფ მა--------–--ს, მოულოდნელად მივარდა მუქი ფერის ჯინსის შარვალში და შავი ფერის ქურთუკში ჩაცმული ნიღბიანი პიროვნება, დაუჭირა ხელები და მოსთხოვა ძვირფასეულობისა და ფულადი თანხის გადაცემა. მან შეძლო აღნიშნული პიროვნებისგან თავის დაღწევა, გავიდა გარეთ და ითხოვა დახმარება. ამასობაში, თავდამსხმელმა აიღო მაგიდაზე დადებული მისი კუთვნილი მობილური ტელეფონი, ჩაიდო ჯიბეში და გაიქცა, მის მაღაზიასთან ახლოს, ელექტრო სიგარეტებით მოვაჭრე გ-----------------ს მიმართულებით, რომელიც დაედევნა ნიღბიან მამაკაცს, გამოართვა მისი კუთვნილი ტელეფონი და დაუბრუნა მას.
დაზარალებულ მა--------–--ს ჩვენება სრულად დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა გ-----------------მ, რომელმაც განმარტა, რომ 2017 წლის 09 ნოემბერს, თ---–--–-----------------------------ში მდებარე სამუშაო ადგილზე ყოფნის დროს, შემოესმა ქალის კივილის ხმა, რომელიც ითხოვდა შველას. დაინახა მა--------–--ს მაღაზიიდან გამოქცეული ნიღბიანი პიროვნება, რომელიც მირბოდა მისი მაღაზიის მიმართულებით. გაეკიდა გაქცეულ პიროვნებას, რომელმაც სადარბაზოდან გასვლისას მოიხსნა ნიღაბი, ჩაიდო მანტოში და ჩაჯდა ტაქსში. ტაქსის მძღოლს მოსთხოვა მანქანის გაჩერება, რა დროსაც თავდამსხმელმა წინააღმდეგობის გაწევის გარეშე, გადასცა მა--------–--ს კუთვნილი „სონის“ ფირმის მობილური ტელეფონი, რაც დაუბრუნა დაზარალებულს.
დაზარალებულ მა--------–--ს მიერ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით მიცემული ჩვენება ასევე შესაბამისობაში მოდის მოწმე ლ-----------ის ჩვენებასთან, რომლის თანახმადაც, 2017 წლის 09 ნოემბერს, როდესაც იმყოფებოდა სამსახურში, თ---–--–-----–---------------------------ში მდებარე სტომატოლოგიურ კლინიკა „ნ----------ში“ და ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, შემოესმა მ---- ყვირილის ხმა, რომელიც ითხოვდა დახმარებას, ვინაიდან სამუშაო ოთახის ფანჯარა, რაც მდებარეობს მ---- მაღაზიის მხარეს, ჰქონდა ღია მდგომარეობაში. გამომდინარე იქიდან, რომ იგი კარგად იცნობს მა--------–--ს, იცნო მისი ხმა. მისი ყვირილიდან გამომდინარე კი, იფიქრა რომ ადგილი ჰქონდა დანაშაულის ჩადენის ფაქტს და დახმარების სათხოვნელად დარეკა 112-ში.
მოწმე გ-----------------ს ჩვენების სისწორეს სრულად ადასტურებს მოწმე ჭ------------------ე, რომელიც არის იმ ტაქსის მძღოლი, რომელშიც გ-----------------ს განმარტებით, ჩაჯდა მა--------–--ს მაღაზიის მხრიდან გამოქცეული ნიღბიანი პიროვნება, რომელსაც ტაქსში ჩაჯდომის დროს აღარ ეკეთა ნიღაბი, ვინაიდან აღნიშნული მოიხსნა სადარბაზოდან გასვლის დროს. მოწმე ჭ------------------ემ მის მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემულ ჩვენებაში დაადასტურა, რომ იგი მუშაობს ტაქსის მძღოლად. 2017 წლის 09 ნოემბერს, თბილისში, ყ-------ს გამზირის და ა--------------ის კვეთაზე გააჩერა მამაკაცმა, რომელმაც სთხოვა ა-–--------ის გამზირზე მდებარე ერთ-ერთი კორპუსის ეზოში შესვლა. შევიდნენ მითითებულ ეზოში და გაჩერდნენ სადარბაზოსთან, რა დროსაც მამაკაცმა სთხოვა დალოდებოდა სამი წუთით. ზუსტად სამ წუთში, მამაკაცი სწრაფი ნაბიჯით დაბრუნდა, ჩაჯდა ტაქსში და როდესაც აპირებდა მანქანის დაძვრას, მასთან მივიდა შუახნის მამაკაცი, რომელმაც სთხოვა მანქანის გაჩერება. აღნიშნულმა მამაკაცმა მის მგზავრს მოსთხოვა თავისი ნივთის უკან დაბრუნება, რის შემდეგაც ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე, მგზავრმა ამოიღო მობილური ტელეფონი და გადასცა მას.
მოწმე გ-----------------ს ჩვენება იმასთან დაკავშირებით, რომ პიროვნებას, რომელიც გამორბოდა მა--------–--ს სასურსათო მაღაზიის მხრიდან მისი მიმართულებით, ეკეთა მუქი ფერის ნიღაბი, სრულ შესაბამისობაშია მა--------–--ს ჩვენებასთან, რომლის მიხედვითაც, თავდამსხმელს სახეზე ჰქონდა ჩამოფარებული ნაჭრის ქუდი, რაც გადაკეთებული იყო ნიღბად.
ის გარემოება, რომ მა--------–--ს, გ-----------------ს და ჭ------------------ის ჩვენებებში მითითებული პიროვნება, რომელიც აშკარად დაეუფლა მა--------–--ს კუთვნილ მობილურ ტელეფონს, არის სწორედ აკ-----------ა, დასტურდება როგორც გ-----------------ს, ისე ჭ------------------ის ჩვენებებით და მათი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებით - ამოცნობით.
მოწმე გ-----------------ს ჩვენებით, თავდამსხმელი იყო 50 წლამდე ასაკის, ჰქონდა ჭაღარა თმა, მუქი ფერის თვალები და ეცვა თავის აღნაგობასთან შედარებით საკმაოდ დიდი ზომის მუქი ფერის მანტო. მისი მონაწილეობით ჩატარდა ამოცნობა, რა დროსაც ამოსაცნობად წარდგენილი პირებიდან ამოიცნო თავდამსხმელი აკ-----------ა, ხოლო მოწმე ჭ------------------ის ჩვენებით, მან მონაწილეობა მიიღო ამოცნობაში, რა დროსაც საშუალო სისქის მუქი ფერის წარბებით, აღნაგობით, მოგრძო სახით, საშუალო ზომის ცხვირით, ჭაღარა თმით და თვალის ფერით, ამოიცნო სასამართლო სხდომის დარბაზში წარმოდგენილი ბრალდებული აკ-----------ა, რომელმაც 2017 წლის 09 ნოემბერს იმგზავრა მისი ავტომანქანით. მოწმე რ-------–----–---–ის ჩვენებით კი, 2017 წლის 09 ნოემბერს მომხდარ მა--------–--ს ძარცვის ფაქტზე, მიიღო ოპერატიული ინფორმაცია მასზედ, რომ შემთხვევამდე და მას შემდეგ, აკ-----------ა გადაადგილდებოდა ჭ------------------ის საკუთრებაში არსებული „მერსედესის“ მარკის ავტომანქანით, სახელმწიფო ნომრით: T------.
მოწმეების: გ-----------------ს და ჭ------------------ის ჩვენების სანდოობაზე მიუთითებს მათი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების - ამოცნობის ოქმები, რომელთა მიხედვითაც, ამომცნობმა გ-----------------მ გამომძიებლის მიერ, ამოსაცნობად წარდგენილი სამი პიროვნებიდან, ამოიცნო მარჯვნიდან მარცხნივ პირველი და მარცხნიდან მარჯვნივ მესამე ადგილზე მდგომი პიროვნება - აკ-----------ა. ამავე ოქმით, გ-----------------ს განმარტებით, აღნიშნული პიროვნება არის სწორედ ის პირი, რომელიც ნახა 2017 წლის 09 ნოემბერს, როდესაც იგი გამოიქცა მა--------–--ს სასურსათო მაღაზიიდან, შეირბინა სადარბაზოში, მოიხსნა მუქი ფერის ნიღაბი, გავიდა ეზოში და ჩაჯდა მუქი ფერის ტაქსში, რა დროსაც მივიდა მასთან და მოსთხოვა გატაცებული ნივთების უკან დაბრუნება. ამომცნობის განმარტებით, მან აკ-----------ა ამოიცნო სიმაღლით, აღნაგობით, ჭაღარა საშუალო ზომის თმით, მოგრძო გაპარსული პირისახით, საშუალო ზომის ცხვირით და თვალებით, ხოლო ამომცნობმა ჭ------------------ემ გამომძიებლის მიერ, ამოსაცნობად წარდგენილი სამი პიროვნებიდან, ამოიცნო მარჯვნიდან მარცხნივ მესამე და მარცხნიდან მარჯვნივ პირველ ადგილზე მდგომი აკ-----------ა, რომელიც ჭ------------------ის განმარტებით, არის სწორედ ის პიროვნება, რომელმაც გააჩერა 2017 წლის 09 ნოემბერს, დაახლოებით 15:50 საათზე, თ---–--–-----–--------ისა და ა--------------ების კვეთაზე და სთხოვა ბ------------ ქუჩაზე გაყვანა, ხოლო მანამდე ელოდებოდა თ---–--–-----–---------------------------ს ეზოში. აღნიშნული პიროვნება გადავიდა მანქანიდან, დაბრუნდა დაახლოებით სამ წუთში და ჩაუჯდა მანქანაში. მას უკან მოსდევდა მამაკაცი, რომელიც მივიდა მანქანასთან და მოსთხოვა ტელეფონის დაბრუნება, რაც მართლაც დაუბრუნა აკ-----------ამ. ამავე ოქმის თანახმად, ამომცნობის განმარტებით, მან აკ-----------ა ამოიცნო სიმაღლით, აღნაგობით, ჭაღარა თმით, საშუალო ზომის წარბებით, საშუალო ზომის ცხვირით და მოგრძო გაპარსული პირისახით.
სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს მოწმეების: თ----------------–---–ისა და გ-------------–---–ის ჩვენებებზე. თ----------------–---–ის განმარტებით, თანამშრომელ რ-------–----–---–ის მიერ მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, დაკითხა ჭ------------------ე და მისი მონაწილეობით ჩაატარა ამოცნობა, რა დროსაც ჭ------------------ემ ამოიცნო აკ-----------ა, რომელიც თავადაც აღიარებდა დანაშაულის ჩადენის ფაქტს, ხოლო მოწმე გ-------------–---–ის ჩვენებით, მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე, გ-----------------ს მონაწილეობით, ჩაატარა ამოცნობა, რა დროსაც ამომცნობმა ამოსაცნობად წარდგენილი პირებიდან ამოიცნო აკ-----------ა, რომელზეც მიუთითა, რომ იგი იყო სწორედ ის პიროვნება, რომელიც 2017 წლის 09 ნოემბერს, გამოიქცა მა--------–--ს სასურსათო მაღაზიიდან, გაეკიდა მას და ტაქსში ჩაჯდომის დროს მოსთხოვა დაზარალებულის კუთვნილი მობილური ტელეფონის უკან დაბრუნება.
შემთხვევის ადგილზე ბრალდებულ აკ-----------ას ყოფნის ფაქტზე მიუთითებს 2017 წლის 20 ნოემბრის ოდოროლოგიური ექსპერტიზის №--------- დასკვნა, რომლის სისწორეც სრულად დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ბ----------------ემ და აღნიშნა, 2017 წლის 09 ნოემბერს, თ---–--–-----–---------------------------ში მდებარე სასურსათო მაღაზიაში, მა--------–--ზე განხორციელებულ ძარცვის ფაქტთან დაკავშირებით, ოდოროლოგიურ ექსპერტიზაზე წარდგენილი შემთხვევის ადგილიდან აღებული სუნის კვლის ნიმუში იდენტურია აკ-----------ასგან აღებული სუნის კვლის ნიმუშის. გამოკვლევა ჩატარდა სამი ძაღლის მონაწილეობით, სამ-სამჯერ, რაც მისი განმარტებით, გამორიცხავს მიღებული შედეგის ცდომილებას. შესაბამისად, გაცემული დასკვნა არის კატეგორიული.
აღსანიშნავია საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმიც, რომლის მიხედვითაც, სწორედ აკ-----------ას მითითებით, მოხდა გასვლა თ---–--–-----–---------------------------ში, რა დროსაც მან მიუთითა სასურსათო მაღაზიაზე, სადაც შესული იყო ნიღბით. ქალბატონს მიეპარა უკნიდან, ხელი ააფარა პირზე და მოსთხოვა ფულის და ძვირფასეულობის გადაცემა. ქალბატონი გაექცა გარეთ და ითხოვა დახმარება. ამასობაში, აიღო მაგიდაზე დადებული „სონის“ ფირმის მობილური ტელეფონი, გავიდა მაღაზიიდან და ჩაჯდა „მერსედესის“ მარკის იმავე ტაქსში, რითაც მივიდა მაღაზიამდე. მანქანაში ჩაჯდომისას, მასთან მივიდა უცნობი პიროვნება, რომელმაც მოსთხოვა ტელეფონის დაბრუნება, რაც დაუბრუნა მას და ტაქსით წავიდა შემთხვევის ადგილიდან.
ამდენად, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია ის გარემოება, რომ აკ-----------ა ის პიროვნება, რომელიც 2017 წლის 09 ნოემბერს, დაახლოებით 15:50 საათზე, ნიღბით შევიდა თ---–--–-----–--------------------------ში მდებარე მა--------–--ს სასურსათო მაღაზიაში და აშკარად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლა ამ უკანასკნელის კუთვნილ, „SONY“-ის ფირმის, „XPERIA Z2“-ის მოდელის მობილურ ტელეფონს, რის შემდეგაც გაიქცა გ-----------------ს მაღაზიის მიმართულებით, გაიარა სადარბაზო და ჩაჯდა ჭ------------------ის კუთვნილ ავტომანქანაში, რომელიც წინასწარ ჰყავდა მიყვანილი ზემოაღნიშნული კორპუსის ეზოში და ელოდებოდა სადარბაზოსთან.
რაც შეეხება აკ-----------ას მიმართ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით გათვალისწინებულ ბრალდებას, სასამართლო განმარტავს, რომ ამ მუხლის დისპოზიცია დასჯად ქმედებად მიიჩნევს ყაჩაღობას, ესე იგი თავდასხმას სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისთვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით, ანდა ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით.
სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდებულის პოზიციას მისი უდანაშაულობის შესახებ, ვინაიდან სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დასტურდება საპირისპირო ფაქტობრივი გარემოებები. საქმეში არ მოიპოვება რაიმე მტკიცებულება, რაც სასამართლოსთვის სახელმწიფო ბრალმდებლის მხრიდან წარმოდგენილი და გამოკვლეული მტკიცებულებების უარყოფის, ან მათ უტყუარობაში ეჭვის შეტანის საფუძველი გახდებოდა, ან დაადასტურებდა იმ გარემოებას, რომ რომელიმე პირს რაიმე ინტერესი ამოძრავებდა მიეცა მამხილებელი ჩვენება აკ-----------ას წინააღმდეგ.
სასამართლო, სისხლის სამართლის საქმეზე გადაწყვეტილების მიღების დროს აფასებს საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით.
სასამართლო სხდომაზე მხარეთა უშუალო მონაწილეობით გამოკვლეული დაზარალებულ ბ----------------ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2017 წლის 10 ნოემბერს, დაახლოებით 15:00 საათზე, სამსახურში - თ---–--–-----–-------------------ში მდებარე სტომატოლოგიურ კლინიკა „ნ----------ში“ ყოფნის დროს, კლინიკაში სწრაფი ნაბიჯით შევიდა ჯინსის შარვალში და მუხლებამდე მუქი ფერის მანტოში ჩაცმული, სახეზე ნიღაბჩამოფარებული პიროვნება, რომელმაც მკლავიდან გამოიღო საშუალო ზომის, მწვანე-წითელტარიანი დანა და ითხოვდა ფულადი თანხისა და ძვირფასეულობის გადაცემას, წინააღმდეგ შემთხვევაში, იმუქრებოდა იქ მყოფი ქალბატონების დაჭრით, რაც ასევე დაადასტურა დაზარალებულმა ლ--–-------–---–მა მის მიერ მიცემულ ჩვენებაში და განმარტა, რომ 2017 წლის 10 ნოემბერს, სამსახურში, თ---–--–-----–------------------ში მდებარე სტომატოლოგიურ კლინიკა „ნ----------იში“ ყოფნის დროს, სამუშაო ინსტრუმენტების ასაღებად შესული იყო ბ----------------ის ოთახში, რა დროსაც იმავე ოთახში შევიდა ჯინსის შარვალში და მუხლს ქვემოთ ქურთუკში ჩაცმული, ნიღბიანი პიროვნება, რომელიც მოწითალო-მომწვანო ფერის ტარიანი დანის მუქარით, ითხოვდა ფულისა და ძვირფასეულობის გადაცემას, წინააღმდეგ შემთხვევაში, იმუქრებოდა რომელიმე ქალბატონისთვის ყელის გამოჭრით.
ანალოგიური ჩვენება მისცა სასამართლოს მოწმის სახით დაკითხულმა დაზარალებულმა მე-----------–---–მა, რომლის მიხედვითაც, 2017 წლის 10 ნოემბერს, სამსახურში, კერძოდ, თ---–--–-----–------------------ში მდებარე სტომატოლოგიურ კლინიკა „ნ----------ში“ ყოფნის დროს, როდესაც ემსახურებოდა პაციენტს, დაახლოებით 15:45 საათზე, ოთახში მოულოდნელად შევარდა დანით შეიარაღებული, ჯინსის შარვალში და მუქი ფერის მანტოში ჩაცმული მამაკაცი, რომელსაც თავზე და სახეზე ჩამოფარებული ჰქონდა თვალებთან ამოჭრილი ნაქსოვი ქუდი და დანის გამოყენებით, ითხოვდა ფულადი თანხისა და ოქროულობის გადაცემას, წინააღმდეგ შემთხვევაში, იმუქრებოდა ქალბატონებისთვის ყელის გამოჭრით. მოგვიანებით, მისთვის ცნობილი გახდა, რომ თავდამსხმელი ასევე დანის მუქარით, ფულის და ოქროულობის მოთხოვნით, შესული იყო ბ----------------ის ოთახშიც.
დაზარალებულების: ბ----------------ის, ლ--–-------–---–ისა და მე-----------–---–ის ჩვენებები სრულ თანხვედრაშია სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულ თ------------–--ს ჩვენებასთან, რომელმაც დაადასტურა ის გარემოება, რომ 2017 წლის 10 ნოემბერს, სამსახურში - თ---–--–-----–-------------------ში მდებარე სტომატოლოგიურ კლინიკა „ნ----------ის“ პირველ სართულზე არსებულ მოსასვენებელ ოთახში ყოფნის დროს, კლინიკის ზედა სართულიდან შემოესმა ხმაური და ფულის გადაცემის მოთხოვნა, რის გამოც დარეკა 112-ში. მოგვიანებით კი, როდესაც ავიდა კლინიკის ზედა სართულზე, მე-----------–---–ისგან, ბ----------------ისგან და ლ--–-------–---–ისგან შეიტყო, რომ კლინიკაში შესული იყო თავდამსხმელი, რომელიც დანის გამოყენების მუქარით, ითხოვდა ფულის გადაცემას, წინააღმდეგ შემთხვევაში, იმუქრებოდა იქ მყოფი პირებისთვის ყელის გამოჭრით.
დაზარალებულ ბ----------------ის ჩვენებით, თავდამსხმელის აგრესიული ქცევის მიუხედავად, მან შეძლო მისთვის ხელების დაჭერა. ძიძგილაობაში, როდესაც ნიღბიანი მამაკაცი აღმოჩნდა ოთახს გარეთ, იგი შეეცადა მიმალვას. შენობიდან გასვლის შემდეგ, თავდამსხმელმა მოიხსნა ნიღაბი, რა დროსაც ბ----------------ემ შეძლო მისი მოგრძო პირისახისა და ჭაღარა თმის დანახვა. მას შემდეგ, რაც ზემოაღნიშნული მამაკაცი გავიდა გარეთ, თავად დაბრუნდა ოთახში და ღია ფანჯრიდან დაინახა მისი სახე. დაზარალებულ ლ--–-------–---–ის ჩვენებით კი, ბ----------------ემ მოახერხა თავდამსხმელისთვის ხელების დაკავება და მისი გარეთ გაყვანა, რის შემდეგაც იგი კვლავ ცდილობდა ოთახში შესვლას, თუმცა ვერ შეძლო და დატოვა კლინიკის ტერიტორია.
საქმის მასალების მიხედვით, კლინიკაში დანით შეიარაღებული ნიღბიანი პიროვნება ასევე მივარდა მე-----------–---–ს, დაუწყო ჯაჯგური და ძალის გამოყენებით გაიყვანა მეორე ოთახში, რა დროსაც ამ უკანასკნელმა შეძლო მისგან თავის დაღწევა, სწრაფად შებრუნდა ოთახში და შიგნიდან დაკეტა კარი.
საქმეზე წარმოდგენილ და სასამართლო სხდომაზე მხარეთა უშუალო მონაწილეობით გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით სასამართლოს დადგენილად მიაჩნია ის გარემოება, რომ 2017 წლის 10 ნოემბერს, თ---–--–-----–-------------------ში მდებარე სტომატოლოგიურ კლინიკა „ნ----------ში“ განხორციელებული ყაჩაღური თავდასხმის შემდეგ, ა------------------–მა, კინოლოგების და ექსპერტ კრიმინალისტების მონაწილეობით, დაათვალიერა შემთხვევის ადგილი, რა დროსაც ექსპერტებმა: ვ----–---–----ემ და გ------------–-–---–მა ამოიღეს ხელის კვლები შვიდ დაქტილოფირზე, ხოლო კ-----------ემ და ა-–------------–---–მა, სტომატოლოგიის კაბინეტის შესასვლელი კარის მეტლახის ზედაპირიდან ამოიღეს სუნის კვლის ნიმუში. მათ მიერვე გაშვებულ იქნა ძაღლი, რომელიც გავიდა სტომატოლოგიის კაბინეტიდან, შემდგომ გავიდა შენობიდან, მარჯვნიდან შემოუარა კორპუსს და გაჩერდა კორპუსის უკან მდებარე სკვერში. აღსანიშნავია ისიც, რომ დაზარალებულმა ბ----------------ემ სწორედ ამ მიმართულებით აღწერა თავდამსხმელის გადაადგილება კლინიკიდან გასვლის შემდეგ, რაც თავის მხრივ შესაბამისობაში მოდის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმთან, რომლის მიხედვითაც, შემთხვევის ადგილი მდებარეობს თ---–--–-----–------------------ში, სტომატოლოგიურ კლინიკა „ნ----------ში“. შემთხვევის ადგილზე, სუნის კვალზე გაშვებულ იქნა სამძებრო ძაღლი, რომელიც გავიდა კლინიკიდან ხელმარჯვნივ, შევიდა ა---–-------------------ის ეზოში და გაჩერდა. შემთხვევის ადგილიდან ექსპერტ-კრიმინალისტების მიერ ამოღებულ იქნა შვიდი დაქტილოფირი ხელის კვლებით და სუნის ნიმუში.
ის, რომ თ---–--–-----–-------------------ში მდებარე სტომატოლოგიურ კლინიკა „ნ----------ში“ ყაჩაღური თავდასხმა ჩადენილია ბრალდებულ აკ-----------ას მიერ, გარდა დაზარალებულ ბ----------------ის ჩვენებისა, დასტურდება მოწმე გ-------–---–---–ის ჩვენებით, რომელმაც დაზარალებულის მონაწილეობით ჩაატარა ამოცნობა, რა დროსაც ბ----------------ემ ამოიცნო ბრალდებული აკ-----------ა და განმარტა, რომ სწორედ ეს არის ის პიროვნება, რომელიც დანით შეიარაღებული შევიდა სტომატოლოგიურ კლინიკაში და იქ მყოფ თანამშრომლებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით აიძულებდა თანხის გადაცემას. ბ----------------ის ჩვენებით კი, შემთხვევიდან მეორე დღეს, პოლიციის განყოფილებაში, მონაწილეობა მიიღო ამოცნობებში, რა დროსაც ამოსაცნობად წარდგენილი პირებიდან ამოიცნო თავდამსხმელი - აკ-----------ა.
დაზარალებულ ბ----------------ის და მოწმე გ-------–---–---–ის ჩვენებები, სრულ თანხვედრაშია პირის ამოცნობის ოქმთან, რომლის თანახმადაც, ამომცნობმა ბ----------------ემ, ამოსაცნობად წარდგენილი პირებიდან, სიმაღლით, აღნაგობით, ოდნავ მოგრძო გაპარსული პირისახით, საშუალო ზომაზე შეჭრილი ჭაღარა ხშირი თმით, მუქი ფერის საშუალო ზომის წარბებით, საშუალო ზომის ცხვირით, მოყავისფრო თვალებით და ასაკით, ამოიცნო მარჯვნიდან მარცხნივ პირველი და მარცხნიდან მარჯვნივ მესამე ადგილზე მდგომი, 1----–-–------------------- დაბადებული აკ-----------ა. ამომცნობის განმარტებით, იგი არის სწორედ ის პიროვნება, რომელიც 2017 წლის 10 ნოემბერს შესული იყო სტომატოლოგიურ კლინიკა „ნ----------ში“ და დანის გამოყენებით, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, ითხოვდა ფულისა და ოქროულობის გადაცემას.
ბრალდებულ აკ-----------ას შემთხვევის ადგილზე ყოფნის ფაქტზე მიუთითებს ასევე ოდოროლოგიური ექსპერტიზის №4-------- დასკვნა, რომლის თანახმადაც, თ---–--–-----–-------------------ში მდებარე სტომატოლოგიურ კლინიკა „ნ----------ის“ შესასვლელი კარის მეტლახის ზედაპირიდან, ექსპერტების: კ-----------ის და ა-–------------–---–ის მიერ ამოღებული სუნის კვლის ნიმუში იდენტურია აკ-----------ასგან აღებული სუნის კვლის ნიმუშის, რომლის სისწორეც დაადასტურა ექსპერტმა მ----------------ემ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით ჩვენების მიცემის დროს.
აღსანიშნავია მოწმე დ-------------ის მიერ, 2017 წლის 11 ნოემბერს მიღებული ოპერატიული ინფორმაციაც, რომლის თანახმადაც, იმავე წლის 10 ნოემბერს, თ---–--–-----–-------------------ში მდებარე სტომატოლოგიური კლინიკის თანამშრომლებზე განხორციელებული ყაჩაღური თავდასხმა, ჩადენილი უნდა ყოფილიყო 1--- წელს დაბადებული აკ-----------ას მიერ.
დაზარალებულებმა: ბ----------------ემ, ლ--–-------–---–მა და მე-----------–---–მა დეტალურად აღწერეს თავდამსხმელის ჩაცმულობა და დანა, რომლის გამოყენების მუქარითაც განხორციელდა ყაჩაღური თავდასხმა. ამასთან, ყველა მათგანმა მიუთითა, რომ აღნიშნულ პიროვნებას თავდასხმის დროს თავზე და სახეზე ჩამოფარებული ჰქონდა მუქი ფერის ნიღაბი. მოწმე გ-------–---–---–ის ჩვენებით, ამოცნობის დასრულების შემდგომ, აკ-----------ა დაკავებულ იქნა ბრალდებულის სახით და ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა, რა დროსაც პირად ნივთებთან ერთად, ამოღებულ იქნა ნიღაბი. მოწმის ჩვენებით, ბრალდებულმა აღიარა როგორც სტომატოლოგიურ კლინიკაზე ყაჩაღურად თავდასხმის, ისე სასურსათო მაღაზიაში ჩადენილი ძარცვის ფაქტი, რის შემდეგაც გამომძიებელმა, ექსპერტ-კრიმინალისტების, ბრალდებულის ინტერესების დამცველი ადვოკატის და აკ-----------ას მონაწილეობით, ჩაატარა საგამოძიებო ექსპერიმენტი, რა დროსაც ბრალდებულმა აკ-----------ამ მიუთითა თ---–--–-----–-------------------ში მდებარე სტომატოლოგიურ კლინიკა „ნ----------ზე“, სადაც 2017 წლის 10 ნოემბერს, შევიდა სახეზე ნიღაბჩამოცმული და ოთახში მყოფ მამაკაცს და ქალბატონს მოსთხოვა ფული და ოქროულობის გადაცემა, წინააღმდეგ შემთხვევაში, იმუქრებოდა რომელიმე ქალბატონისთვის ყელის გამოჭრით. მამაკაცმა გაუწია წინააღმდეგობა, შიგნიდან დაუკეტა კარი და ვერ შეძლო ოთახში შესვლა, რის შემდეგაც შევიდა კლინიკის შესასვლელიდან ხელმარჯვნივ განთავსებულ ოთახში, სადაც ქალბატონს სწვდა მხარში და დანის მუქარით, მოსთხოვა ფულის და ოქროულობის გადაცემა, რა დროსაც პაციენტი გადახტა ფანჯრიდან, ხოლო ქალბატონმა გაითავისუფლა თავი და შიგნიდან ჩაუკეტა ოთახის კარი, რის შემდეგაც გავიდა კლინიკიდან და მოიხსნა ნიღაბი.
მოწმე ზ-------–-------–---–ის ჩვენებით, 2017 წლის 11 ნოემბერს, ბრალდებულ აკ-----------ასგან ამოღებულ იქნა მუქი ფერის ქურთუკი და შარვალი. მოწმე გ-------------–---–ის ჩვენებით კი, 2017 წლის 11 ნოემბერს, მონაწილეობა მიიღო აკ-----------ას დაკავებასა და პირად ჩხრეკაში, რა დროსაც პირად ნივთებთან ერთად, ამოღებულ იქნა ლურჯი ფერის ნაქსოვი ქუდი. მათი ჩვენებები სრულად შეესაბამება როგორც ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის, ისე ამოღების ოქმებს. დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, აკ-----------ა ბრალდებულის სახით დაკავებულ იქნა 2017 წლის 11 ნოემბერს, 15:00 საათზე, რომლის პირადი ჩხრეკის შედეგად, პირად ნივთებთან ერთად, ამოღებულ იქნა მუქი ლურჯი ნაქსოვი ქუდი, რომელსაც თვალების ზომაზე გაკეთებული აქვს ორი ჭრილი, ხოლო ამოღების ოქმის შესაბამისად, აკ-----------ასგან ამოღებულ იქნა შავი ფერის ქურთუკი და ღია ფერის ჯინსის შარვალი, საფირმო წარწერით „PADDOCKS”.
მოწმე ზ-------–-------–---–ის ჩვენებით, მისთვის სწორედ ბრალდებულ აკ-----------ასგან გახდა ცნობილი, რომ დანაშაულის ჩადენის იარაღს - დანას, ინახავდა მ–------------------------–-–--–---ში მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში, რის შემდგომაც ზ-------–-------–---–მა და მიხეილ წერეთელმა, ბრალდებულ აკ-----------ას მონაწილეობით, ჩაატარეს მ–------------------------–-–--–---ში მდებარე აკ-----------ას საცხოვრებელი სახლის ჩხრეკა და ამოიღეს მომწვანო-მოწითალო ფერის ტარიანი დანა.
მოწმეების: ზ-------–-------–---–ის და მ-----–-–-------–-ს ჩვენებები სრულ თანხვედრაშია საქმეზე წარმოდგენილ და სასამართლო სხდომაზე მხარეთა უშუალო მონაწილეობით გამოკვლეულ აკ-----------ას სახლის ჩხრეკის ოქმთან, რომლის საფუძველზეც, მ–------------------------–-–--–---ში, დამხმარე ოთახში არსებული კარადიდან, აკ-----------ამ გამომძიებელს წარუდგინა საშუალო ზომის დანა, რომელსაც აქვს მოწითალო-მომწვანო ფერის ტარი, ხოლო დანის პირზე აქვს საფირმო წარწერა „STAINLESS STEEL SHANQXING”.
მას შემდეგ, რაც ამოღებულ იქნა ზემოაღნიშნული დანა, თ------------------ემ დაზარალებულ ბ----------------ესთან ჩაატარა ნივთის ამოცნობა. ამოცნობამდე, ბ----------------ის განმარტებით, დანა იყო საშუალო ზომის, შედგებოდა ტარისა და პირისაგან, მისი ტარი გაწყობილი იყო მწვანე და წითელ ფერებში, ცალ მხარეს ალესილი ვერცხლისფერი პირით. ნივთის ამოცნობის ოქმის მიხედვით, ამოსაცნობად წარდგენილი ოთხი დანიდან, ბ----------------ემ ამოიცნო №1 ობიექტად დანომრილი დანა და განმარტა, აღნიშნული დანა არის სწორედ ის, რომლის გამოყენებითაც, 2017 წლის 10 ნოემბერს, თავდამსხმელი ახორციელებდა მუქარას და ითხოვდა ფულის და ოქროულობის გადაცემას.
მნიშვნელოვანია სასამართლო სხდომაზე, მხარეთა უშუალო მონაწილეობით გამოკვლეული, თ---–--–-----–-------------------ში არსებული სტომატოლოგიური კლინიკა „ნ----------ის“ მოპირდაპირე მხარეს მდებარე მაღაზია „ბადაგის“ შესასვლელთან დამონტაჟებული ვიდეოსამეთვალყურეო კამერის ჩანაწერიც, რომლის თანახმადაც, 2017 წლის 10 ნოემბრის, 15:35 საათიდან - 15:36 საათამდე დროის მონაკვეთში, ჩანაწერში ჩანს მაღაზია „ბადაგის“ შიდა მხარე, ასევე კამერის არეალში ექცევა მ-–-----ის ქუჩის ავტომობილებისთვის განკუთვნილი სავალი ნაწილი და ქუჩის მოპირდაპირე მხარე. 15:35:16 საათზე, ქუჩის კვეთას იწყებს ჭაღარათმიანი მამაკაცი, რომელსაც უკეთია მზის, მუქი ფერის სათვალე, აცვია შავი ფერის მოგრძო მანტო და ღია ფერის ჯინსის შარვალი. იგი გადმოსვლის შემდგომ მიემართება მ-–-----ის ქუჩის დასასრულის მხარეს და 15:35:33 საათზე ეფარება თვალთახედვის არეს.
ამდენად, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია ის გარემოება, რომ 2017 წლის 10 ნოემბერს, დაახლოებით 15:45 საათზე, თბილისში, ა---- მ-–-----ის ქუჩის N18-ში მდებარე სტომატოლოგიურ კლინიკა შპს „ნ----------ის“ თანამშრომლებზე განხორციელებული ყაჩაღური თავდასხმა, ჩადენილია სწორედ ბრალდებულ აკ-----------ას მიერ.
რაც შეეხება იმ ფაქტს, თუ რამდენად რეალურად აღიქვეს მუქარა დაზარალებულებმა: ბ----------------ემ, ლ--–-------–---–მა და მე-----------–---–მა და ნამდვილად გაუჩნდათ თუ არა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში, სასამართლო აღნიშნავს, რომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მხედველობაშია მისაღები დამმუქრებლის პიროვნება, დამოკიდებულება მუქარის ობიექტის მიმართ, მუქარის გამოხატვის ხერხი, არაერთგზისობა და სხვა გარემოებები. მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალების მიხედვით, ბრალდებული აკ-----------ა გამოირჩეოდა აგრესიული დამოკიდებულებით დაზარალებულთა მიმართ, შეიარაღებული იყო ცივი იარაღით და მისი კატეგორიული მოთხოვნით, თუ არ გადასცემდნენ ფულად თანხას და ძვირფასეულობას, იმუქრებოდა ქალებისთვის ყელის გამოჭრით, რისი გათვალისწინებითაც, სასამართლოს მიაჩნია, რომ საფუძვლიანია დაზარალებულთა შიში, მუქარის რეალურ განხორციელებასთან დაკავშირებით.
ამასთან, აღსანიშნავია ისიც, რომ ყაჩაღობა ფორმალურ დანაშაულთა შემადგენლობას მიეკუთვნება და დასრულებულია ყაჩაღური თავდასხმის მომენტიდან, იმისდა მიუხედავად შეძლო თუ არა თავდამსხმელმა სხვისი ქონების დაუფლება.
შესაბამისად, სასამართლო განმარტავს, რომ ყოველგვარ საფუძველს არის მოკლებული ბრალდებულ აკ-----------ას ჩვენება იმასთან დაკავშირებით, რომ მას შემხებლობა არ ჰქონია თ---–--–-----–--------------------------ში მდებარე სასურსათო მაღაზიიდან, მა--------–--ს კუთვნილი, „SONY“-ის ფირმის, „XPERIA Z2“-ის მოდელის მობილურ ტელეფონის ძარცვასთან და თბილისში, ა---- მ-–-----ის ქუჩის N18-ში მდებარე სტომატოლოგიურ კლინიკა შპს „ნ----------ის“ თანამშრომლებზე განხორციელებულ ყაჩაღურ თავდასხმასთან. სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს ბრალდებულის, მისი დის - ნ-----------ას და დედის ა---–--------–---–ის ჩვენებებს იმასთან დაკავშირებით, რომ ბრალდებული 2017 წლის 09 ნოემბერს მთელი დღის განმავლობაში იყო დის - ნ-----------ას სახლში, ხოლო 10 ნოემბერს, დაახლოებით 10:30 საათისთვის, გავიდა სახლიდან და დაახლოებით 12:00 – 13:00 საათისთვის ჩავიდა წ--–---–-. არ უნდა იქნეს გაზიარებული ბრალდებულის და მისი დედის - მოწმე ა---–--------–---–ის ჩვენება იმის შესახებაც, რომ პოლიციის თანამშრომლებმა მას არ მისცეს თავისი ტანსაცმლის ჩაცმის უფლება და ჩააცვეს მათ მიერ მიტანილი ტანსაცმელი, ისევე როგორც არ უნდა იქნეს მხედველობაში მიღებული აკ-----------ას და მისი დის - ნ-----------ას ჩვენება იმის თაობაზე, რომ თითქოსდა, პოლიციის თანამშრომლებმა დაალევინეს ნარკოტიკული საშუალებები და ძლიერი ნარკოტიკული თრობის ქვეშ მიაცემინეს ჩვენება, მოაწერინეს ხელი რაღაც დოკუმენტებზე და გაიყვანეს შემთხვევის ადგილზე, მათთვის სასურველი ჩვენებისა და მტკიცებულებების მისაღებად, ვინაიდან მათი ეს ჩვენებები არის არასარწმუნო, არათანმიმდევრული და წინააღმდეგობაში მოდის როგორც სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობასთან, ისე საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან. აღსანიშნავია, რომ მოწმე ა---–--------–---–ი არის ბრალდებულის დედა, ხოლო ნ-----------ა - ბრალდებულის და. შესაბამისად, მათი ჩვენებები მიზნად ისახავს აკ-----------ასთვის მოსალოდნელი პასუხისმგებლობისაგან თავის არიდებას. ამასთან, მნიშვნელოვანია ისიც, რომ აკ-----------ას მონაწილეობით ჩატარებულ საგამოძიებო ექსპერიმენტს ესწრებოდა მისი ინტერესების დამცველი ადვოკატი, რა დროსაც ბრალდებულმა გამომძიებელს და ექსპერტ-კრიმინალისტებს მიუთითა იმ ადგილებზე და დეტალურად აღწერა, თუ როგორ განახორციელა თ---–--–-----–-------------------ში მდებარე სტომატოლოგიური კლინიკის - „ნ----------ის“ თანამშრომლებზე ყაჩაღური თავდასხმა და როგორ გასტაცა თ---–--–-----–---------------------------ში მდებარე სასურსათო მაღაზიიდან, მა--------–--ს კუთვნილი, „სონის“ ფირმის მობილური ტელეფონი, ასევე აღწერა დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენის შემდეგ, მისი გადაადგილების მარშრუტი, რა დროსაც არც ბრალდებულის და არც მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის მხრიდან, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმზე შენიშვნა, შესწორება, დამატება ან განცხადება არ გაკეთებულა.
რაც შეეხება ზემოაღნიშნული ქმედებების ჩადენას იმის მიერ, ვინც ორჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისთვის და გამოძალვისთვის, სასამართლო აღნიშნავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 18 აგვისტოს განაჩენით, აკ-----------ას მსჯავრი დაედო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის, კერძო, ყაჩაღობისთვის, ე.ი. თავდასხმისთვის სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 01 ნოემბრის განაჩენით - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 264-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (02 ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, კერძოდ, ფსიქოაქტიური ნივთიერებების გამოძალვისთვის, ჩადენილი იმის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ნარკოტიკული დანაშაულის თავით გათვალისწინებული დანაშაული, ამასთან მას ზემოაღნიშნული მუხლებით მსჯავრდებისთვის ნასამართლობა მოხსნილი ან გაქარწყლებული არ ჰქონია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე და 179-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენის დროს - 2017 წლის 09 და 10 ნოემბერს, რის გამოც სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია ის გარემოება, რომ აკ-----------ამ ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა და იმავე კოდექსის 179-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედებები, როგორც ორჯერ ნასამართლევმა სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისთვის და გამოძალვისთვის.
ამდენად, სასამართლომ მხარეთა სრული თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპების დაცვით, ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა და შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობის, ბრალდებულ აკ-----------ას დამნაშავედ ცნობისთვის საკმარისობის თვალსაზრისით და მივიდა დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, ბრალდებულ აკ-----------ას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა და იმავე კოდექსის 179-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის.
შესაბამისად, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ აკ-----------ამ ჩაიდინა ძარცვა ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი იმის მიერ, ვინც ორჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისთვის და გამოძალვისთვის. მანვე ჩაიდინა ყაჩაღობა, ე.ი. თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, ჩადენილი იმის მიერ, ვინც ორჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისთვის და გამოძალვისთვის.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ბრალდებულ აკ-----------ას პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ მას აქვს ფსიქიკური ნაკლი, ხოლო დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, ძარცვა ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი იმის მიერ, ვინც ორჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისთვის და გამოძალვისთვის - ისჯება თავისუფლების აღკვეთით შვიდიდან თერთმეტ წლამდე ვადით, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ყაჩაღობა, ე.ი. თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, ჩადენილი იმის მიერ, ვინც ორჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისთვის და გამოძალვისთვის - ისჯება თავისუფლების აღკვეთით თერთმეტიდან თხუთმეტ წლამდე ვადით.
გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი, არის კანონის საპასუხო სანქცია ჩადენილ დანაშაულთან მიმართებით. შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
სასჯელების დანიშვნის დროს სასამართლო მხედველობაში იღებს ჩადენილი დანაშაულების მოტივსა და მიზანს, დამნაშავის მიერ ქმედებებში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედებების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგებს, დამნაშავის პიროვნებას, მისი მონაწილეობის ხარისხსა და როლს ჩადენილ მართლსაწინააღმდეგო ქმედებებში, დანაშაულების ჩადენის შემდეგ მის ქცევას, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ სხვა მოთხოვნებს, რომლებიც გავლენას ახდენს სასჯელებზე, ასევე იმ გარემოებას, რამდენად სამართლიანი, შესატყვისი და პროპორციული იქნება დანიშნული სასჯელები ჩადენილი დანაშაულების სიმძიმესთან.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანაშაულის რეციდივი ნიშნავს წინათ განზრახი დანაშაულისთვის ნასამართლევი პირის მიერ განზრახი დანაშაულის ჩადენას. იმავე კოდექსის 58-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსის კერძო ნაწილის მუხლში ან მუხლის ნაწილში მითითებულია ნასამართლობაზე, როგორც დანაშაულის მაკვალიფიცირებელ ნიშანზე, დანაშაულის რეციდივის დროს სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში არ მიიღება ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული წესი.
საქმის მასალების მიხედვით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 01 ნოემბრის განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, აკ-----------ას მიმართ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 264-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (02 ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, დანაშაულთა ერთობლიობით საბოლოოდ დანიშნულმა ძირითადმა სასჯელმა - თავისუფლების აღკვეთამ 03 (სამი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, ჩაეთვალა პირობითად, შთანთქა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 18 აგვისტოს განაჩენით დანიშნული და საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 27 მარტის განჩინებით შემცირებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლისა და 06 (ექვსი) თვის ვადით და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 13 ოქტომბრის განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დანიშნული დამატებითი სასჯელის მოუხდელი ნაწილი - ჯარიმა 750 (შვიდას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით;
საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, აკ-----------ას ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 03 (სამი) წელი. მასვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.
მოცემულ შემთხვევაში, აკ-----------ას მიმართ, სახეზე გვაქვს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 01 ნოემბრის განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული განზრახი დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობა, რაც გვაძლევს დანაშაულის რეციდივის შემადგენლობას, ვინაიდან მას ნასამართლობა მოხსნილი ან გაქარწყლებული არ ჰქონია, როდესაც მის მიერ განხორციელდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე და 179-ე მუხლებით გათვალისწინებული განზრახი დანაშაულების ჩადენა. ამასთან, აღნიშნული მუხლით ნასამართლობა, არ წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 58-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე და 179-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედებების მაკვალიფიცირებელ ნიშანს, ან მათ შემადგენელ ნაწილს.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-17 მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული საფუძვლით და დადგენილ ფარგლებში, შეიძლება დაინიშნოს უფრო მკაცრი სასჯელი. იმავე კოდექსის 58-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე კი, დანაშაულის რეციდივის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას, მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე ერთი წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისთვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას.
სასამართლო სასჯელების დანიშვნის დროს მიიჩნევს, რომ აკ-----------ას რესოციალიზაციისთვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისთვის, ბრალდებულის პიროვნების და იმის გათვალისწინებით, რომ მიუხედავად შერაცხადობისა, მას აქვს ფსიქიკური ნაკლი, უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა და იმავე კოდექსის 179-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში მინიმალური სასჯელი, დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით, თავისუფლების აღკვეთის სახით, დანაშაულის რეციდივის მხედველობაში მიღებით.
ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა:
სისხლის სამართლის საქმეზე დართული საგნები და ნივთები:
მა--------–--ს „SONY“-ის ფირმის, „XPERIA Z2“-ის მოდელის მობილური ტელეფონი, რაც გადაგზავნილი იყო ექსპერტიზაზე; აკ-----------ას პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული: ტყავის საფულე, მასში არსებული ნივთებით და შავი სათვალე, ასევე აკ-----------ასგან ამოღებული პალტო და შარვალი, რომლებიც ინახება ს----------–----–-------------------------------------–---------–-–--------------------------------------–----------------–-------------------–---–-, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეთ მათ კანონიერ მფლობელებს, ან მათი ნდობით აღჭურვილ სხვა პირებს;
თბილისში, მ-–-----ის ქუჩის N18-ში მდებარე შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული შვიდი დაქტილოფირი და სუნის ნიმუში; თბილისში, ა-–-------------------------------------ში მდებარე შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული ხუთი დაქტილოფირი და სუნის ნიმუში; აკ-----------ას სუნის სამი ნიმუში; აკ-----------ას ბინის ჩხრეკის შედეგად ამოღებული დანა და აკ-----------ას პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული ქუდი (ნიღაბი), რომლებიც ინახება ს----------–----–-------------------------------------–---------–-–--------------------------------------–----------------–-------------------–---–-, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა განადგურდეს კანონით დადგენილი წესით;
ორი დისკი, რომლებიც ინახება ს----------–----–-------------------------------------–---------–-–--------------------------------------–----------------–-------------------–---–-, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაერთოს საქმეს და შენახულ იქნეს მოცემული სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით, ხოლო თბილისში, მ-–-----ის ქუჩის N18-ში და თბილისში, ა-–-------------------------------------ში მდებარე შემთხვევის ადგილების დათვალიერების ამსახველი ორი დისკი; საგამოძიებო ექსპერიმენტის ამსახველი ერთი დისკი; ადგილმდებარეობის (თბილისში, მ-–-----ის ქუჩის N18-ში) დათვალიერების ამსახველი ერთი დისკი; შპს „ბადაგიდან“ გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერი, გადატანილი ერთ დისკზე და შპს „გ----------------დან“ გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერი, მოთავსებული ერთ დისკზე, ერთვის საქმეს და შენახულ უნდა იქნეს მოცემული სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
აკ-----------ა ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 08 (რვა) წლის ვადით;
აკ-----------ა ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 12 (თორმეტი) წლის ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა - 12 (თორმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთამ, შთანთქოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დანიშნული ნაკლებად მკაცრი სასჯელი - 08 (რვა) წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, აკ-----------ას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 12 (თორმეტი) წლის ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, მოცემული განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა 12 (თორმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთამ, შთანთქოს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 01 ნოემბრის განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 264-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 02 (ორი) წლით, 09 (ცხრა) თვითა და 05 (ხუთი) დღით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, აკ-----------ას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 12 (თორმეტი) წლის ვადით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 13 ნოემბრის განჩინებით, აკ-----------ას მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა გაუქმდეს.
მსჯავრდებულ აკ-----------ას სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 11 ნოემბრის 15:00 საათიდან.
სისხლის სამართლის საქმეზე დართული საგნები და ნივთები:
მა--------–--ს „SONY“-ის ფირმის, „XPERIA Z2“-ის მოდელის მობილური ტელეფონი, რაც გადაგზავნილი იყო ექსპერტიზაზე; აკ-----------ას პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული: ტყავის საფულე, მასში არსებული ნივთებით და შავი სათვალე, ასევე აკ-----------ასგან ამოღებული პალტო და შარვალი, რომლებიც ინახება ს----------–----–-------------------------------------–---------–-–--------------------------------------–----------------–-------------------–---–-, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეთ მათ კანონიერ მფლობელებს, ან მათი ნდობით აღჭურვილ სხვა პირებს;
თბილისში, მ-–-----ის ქუჩის N18-ში მდებარე შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული შვიდი დაქტილოფირი და სუნის ნიმუში; თბილისში, ა-–-------------------------------------ში მდებარე შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული ხუთი დაქტილოფირი და სუნის ნიმუში; აკ-----------ას სუნის სამი ნიმუში; აკ-----------ას ბინის ჩხრეკის შედეგად ამოღებული დანა და აკ-----------ას პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული ქუდი (ნიღაბი), რომლებიც ინახება ს----------–----–-------------------------------------–---------–-–--------------------------------------–----------------–-------------------–---–-, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით;
ორი დისკი, რომლებიც ინახება ს----------–----–-------------------------------------–---------–-–--------------------------------------–----------------–-------------------–---–-, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაერთოს საქმეს და შენახულ იქნეს მოცემული სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით, ხოლო თბილისში, მ-–-----ის ქუჩის N18-ში და თბილისში, ა-–-------------------------------------ში მდებარე შემთხვევის ადგილების დათვალიერების ამსახველი ორი დისკი; საგამოძიებო ექსპერიმენტის ამსახველი ერთი დისკი; ადგილმდებარეობის (თბილისში, მ-–-----ის ქუჩის N18-ში) დათვალიერების ამსახველი ერთი დისკი; შპს „ბადაგიდან“ გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერი, გადატანილი ერთ დისკზე და შპს „გ----------------დან“ გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერი, მოთავსებული ერთ დისკზე, ერთვის საქმეს და შენახულ იქნეს მოცემული სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე: ნათია გუდაძე