გადაწყვეტილება

სამოქალაქო 12.06.2018
საქმის ნომერი
240210018002388136
კატეგორია
დავის ტიპი
ბავშვის შესანახად ალიმენტის გადახდევინების შესახებ
თარიღი
12.06.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 240210018002388136

(2/333-2018)

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

12.06.2018 წელი ქ. სენაკი

შესავალი ნაწილი

სენაკის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძე

სხდომის მდივანი სოფიო კირცხალია

მოსარჩელე - თა----------------ა

წარმომადგენელი - მა---------–--ა

მოპასუხე - ზუ------–-----–-ა

დავის საგანი - ალიმენტის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

მოპასუხე ზუ-----–-----–--სათვის არასრულწლოვანი შვილების თე----–-----–--სა და ილ---–-----–--ს სასარგებლოდ ყოველთვიურად ალიმენტის თანხის 300-300 ლარის, ჯამში 600 ლარის დაკისრება.

 

მოსარჩელის განმარტებით, ზუ-----–-----–--სთან განქორწინებულია 2----–-–-----------------დან, ჰყავთ ორი საერთო შვილი თე----–-----–-- და ილ---–-----–--. განქორწინების შემდეგ მხარეთა შორის დაიდო ზეპირი შეთანხმება, რომ ზუ------–-----–-ა ბავშებს გადაუხდიდა გარკვეული ოდენობის თანხას, თუმცა მოპასუხემ პირობა არ შეასრულა. ვინაიდან ზუ------–-----–-ა წინააღმდეგია შვილებს ნებაყოფლობით გადაუხადოს გარკვეული თანხა, მოსარჩელე თა----------------ა ითხოვს ზუ------–-----–-ას დაეკისროს შვილების თე----–-----–--სა და ილ---–-----–--ს სასარგებლოდ ალიმენტის გადახდა, თითოეულ ბავშვზე თვეში 300-300 (სამასი-სამასი) ლარის ოდენობით, ჯამში 600 (ექვსასი) ლარის ოდენობით. სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულმა თა----------------ას წარმომადგენელმა მა---------–--ამ განმარტა, რომ ზუ------–-----–-ა დასაქმებულია, დედა ცხოვრობს საზღვარგარეთ, მამა კი ეწევა სოფლის მეურნეობას და ოჯახს აქვს სოლიდური შემოსავალი და მოითხოვა სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხემ სარჩელი ცნო.

 

შესაგებელში მოპასუხემ სარჩელი ცნო ნაწილობრივ. მიუთითა, რომ სარჩელზე თანდართული მტკიცებულებებით არ დასტურდებოდა შემოსავლებისა და მისი საქმიანობის შესახებ, არის უმუშევარი, ჰყავს უმუშევარი მშობლები, რომლებიც მის კმაყოფაზე არიან. შესაგებელში ზუ------–-----–-ა უარს არ აცხადებდა ალიმენტის გადახდაზე და თანახმა იყო მისი ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე თითოეულ ბავშვზე გადაეხადა 100-100 ლარი, ჯამში 200 ლარი. სასამართლო სხდომაზე მოპასუხემ ზუ------–-----–-ამ ცნო სასარჩელო მოთხოვნა თე----–-----–--სა და ილ---–-----–--ზე ალიმენტის სახით 300-300 ლარის, ჯამში 600 ლარის გადახდის შესახებ.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

მოცემულ საქმეზე საქმისათვის მნიშვნელობის მქონე უდავო ფაქტობრივი გარემოებები არ დადგენილა.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. თა----------------ა და ზუ------–-----–-ა განქორწინდნენ 2017 წლის 22 სექტემბერს.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

-განქორწინების მოწმობა N4----------;

 

3.2.2. თა----------------ას და ზუ------–-----–-ას ჰყავთ საერთო შვილები - 2----–-–----------ს დაბადებული თე----–-----–-- (პ/ნ 3----------) და 2----–-–---------–-სს დაბადებული ილ---–-----–-- (პ/ნ 3----------).

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

- დაბადების მოწმობები;

 

3.2.3. თა----------------ა და ზუ------–-----–-ა 2017 წლიდან დაშორებული არიან და ცხოვრობენ ცალ-ცალკე; თა----------------ასთან ცხოვრობენ არასრულწლოვანი შვილები თე----–-----–-- და ილ---–-----–--; ზუ------–-----–-ა ცხოვრობს თავისი მშობლების სახლში.

 

სასამართლო დაეყრდნო მხარეთა განმარტებებს.

 

3.2.4. ზუ------–-----–-ა დასაქმებულია საქართველოს შეიარაღებული ძალების სა----–-------------ის დასავლეთ სარდლობის I-----------–-------------დაში და მისი, როგორც სამხედრო მოსამსახურის დარიცხული ყოველთვიური ხელფასი შეადგენს 1205.00 (ერთი ათას ორას ხუთი) ლარს.

 

სასამართლო დაეყრდნო საქართველოს შეიარაღებული ძალების სა----–-------------ის დასავლეთ სარდლობის I-----------–-------------დის მეთაურის წერილს.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამდენად, ამ ნორმის დანაწესი განსაზღვრავს, თუ რომელი გარემოებები უნდა დამტკიცდეს სამოქალაქო საქმის განხილვის და გადაწყვეტის მიზნით (მტკიცების საგანი) და ვინ, ე.ი. რომელმა მხარემ უნდა დაამტკიცოს ეს გარემოებები (მტკიცების ტვირთი). მტკიცების საგნის განსაზღვრისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სარჩელს და მოპასუხის შესაგებელს: მტკიცების საგანს შეადგენენ ფაქტები, რომლებზეც მოსარჩელე და მოპასუხე ამყარებენ თავიანთ სასარჩელო მოთხოვნებსა და სარჩელის წინააღმდეგ მიმართულ შესაგებელს. კიდევ უფრო მკაფიოდ ეს პოზიცია გამოკვეთილია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველ ნაწილში, რომლის თანახმად, სამოქალაქო სამართალწარმოება უნდა განხორციელდეს შეჯიბრებითობის საფუძველზე. ამ პრინციპის თანახმად, თითოეული მხარე სარგებლობს თანაბარი შესაძლებლობით, რომ მათ განკარგონ ფაქტიური გარემოებების დადგენის საპროცესო საშუალებები, ამასთან, შეჯიბრებითობა გულისხმობს მხარეთა უფლებას, მიუთითონ ფაქტებზე თავიანთი მოთხოვნების თუ შესაგებლის დასასაბუთებლად და წარმოადგინონ მტკიცებულებები ამ ფაქტების დადასტურება-დამტკიცებისათვის. ამდენად, სამოქალაქო სამართალწარმოებაში თითოეული მხარის უფლებრივ ტვირთს წარმოადგენს იმ ფაქტების მითითება და დამტკიცება, რომლითაც მხარეებს სურთ დაასაბუთონ თავიანთი სასარჩელო მოთხოვნები ან გააქარწყლონ სასარჩელო მოთხოვნათა დასასაბუთებლად მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

მოსარჩელემ მიუთითა, რომ მოპასუხის ოჯახი ეწევა სამეურნეო საქმიანობას, მამა დასაქმებულია სოფლის მეურნეობაში, დედა ცხოვრობს საზღვარგარეთ, თავად მოპასუხე ზუ------–-----–-ა დასაქმებულია სა----–-------------ში, ოჯახს აქვს შემოსავალი. სასამართლო სხდომაზე მოპასუხე დაეთანხმა მოსარჩელის წარმომდგენლის განმარტებას და ცნო სარჩელი.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლოს მიერ დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით არსებობს მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე, 1214-ე, 1230-ე, 1234-ე მუხლები;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე, შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ.

 

აღნიშნული მუხლიდან გამომდინარე, არც ერთ მშობელს არა აქვს რაიმე განსაკუთრებული უპირატესობა შვილებთან მიმართებაში, ისინი თანაბრად უფლებამოსილნი და თანაბრად ვალდებულები არიან შვილების წინაშე, როგორც ზნეობრივი, ისე სამართლებრივი თვალსაზრისით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის თანახმად, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.

 

აღნიშნული მუხლის შესაბამისად, სარჩო არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ, ანუ საალიმენტო დანაკისრი, ნებაყოფლობით შეუსრულებლობის შემთხვევაში, შესაძლებელია დაეკისროს ერთ-ერთ მშობელს სასამართლო წესით. საალიმენტო ვალდებულების შესრულება უმეტესად ეკისრება იმ მშობელს, რომელიც განქორწინების ან სხვა მიზეზით ცხოვრობს ცალკე და არავითარ მონაწილეობას არ იღებს მეორე მშობელთან მცხოვრები შვილის აღზრდაში.

 

განსახილველ შემთხვევაში, არასრულწლოვანი შვილები იზრდებიან დედასთან და ძირითადად დედა ზრუნავს მათ რჩენასა და აღზრდაზე. საქმის მასალების მიხედვით, მოსარჩელე ცხოვრობს თავის ოჯახთან ერთად და იგი მატერიალურად უზრუნველყოფილია, ოჯახის ყველა წევრი დასაქმებულია, აქვთ შემოსავალი და შესაძლებლობა, რომ სრულად გაიღოს ბავშვების რჩენის ხარჯები. შესაბამისად, აუცილებელია ბავშვების აღზრდაში მონაწილეობა მიიღოს მოპასუხემ, რადგან მშობლები თავის მხრივ, ვალდებულები არიან მიიღონ მონაწილეობა ბავშვების რჩენასა და აღზრდაში. მოპასუხე მუშაობს, სასამართლო სხდომაზე ზუ------–-----–-ა დაეთანხმა მოსარჩელის წარმომადგენლის მიერ მითითებულ გარემოებებს, სრულად ცნო სარჩელი და მზაობა გამოთქვა თითოეულ ბავშვზე ალიმენტის თანხის 300-300 ლარის გადახდაზე.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის შესაბამისად, მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი;

 

მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მოსარჩლის მიერ სარჩელის ცნობის, მშობლის რეალური მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით მიიჩნევს, რომ ამ ეტაპზე თვეში ყოველთვიურად თითოეულ ბავშვზე 300-300 ლარი არის გონივრული თანხა, რომელიც მხარეთა მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, არასრულწლოვანი შვილების რჩენისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში, შესაძლებელია გადახდილ იქნას მოპასუხე მხარის მიერ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ალიმენტის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხე ზუ------–-----–-ას არასრულწლოვანი შვილების სასარგებლოდ ალიმენტის გადახდა უნდა დაეკისროს სარჩელის აღძვრის მომენტიდან - 2018 წლის 05 აპრილიდან.

 

7. საპროცესო ხარჯები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება.

 

ვინაიდან საქმის მთავარ სხდომაზე მოპასუხემ ცნო სარჩელი, მას სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, თანახმად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილისა და ამავე კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის ”ა” ქვეპუნქტისა, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 108 ლარის ოდენობით.

 

სასამართლომ იხელმძღვანელა სსს კოდექსის მე-8, 46-ე, 47-ე, 49-ე, 243-244-ე, 247-248-249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. მოსარჩელე თა----------------ს სარჩელი მოპასუხე ზუ-----–-----–--ს მიმართ დაკმაყოფილდეს.

 

2. მოპასუხე ზუ-----–-----–--ს სარჩელის აღძვრის მომენტიდან - 2018 წლის 05 აპრილიდან, თავისი არასრულწლოვანი შვილების, 2----–-–----------ს დაბადებული თე----–-----–--ს (პ/ნ 3----------) და 2----–-–---------–-სს დაბადებული ილ---–-----–--ს (პ/ნ 3----------) სასარგებლოდ დაეკისროს ალიმენტის ყოველთვიურად 300-300 (სამას-სამასი) ლარის, ჯამში 600 (ექვსასი) ლარის გადახდა ბავშვების სრულწლოვანებამდე, ან მდგომარეობის სხვაგვარად შეცვლამდე.

 

3. მოპასუხე ზუ-----–-----–--ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა 108 ლარის ოდენობით.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, სენაკის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს სენაკის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე - ალექსანდრე გოგუაძე