გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 050210018002429542 (N2/469-18)
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
03 აგვისტო, 2018 წელი ქ.ოზურგეთი
შესავალი ნაწილი:
ოზურგეთის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ციცინო როხვაძე
სხდომის მდივანი მაკა გუჯაბიძე
მოსარჩელე - შპს ,,ჯ---–---ი''
წარმომადგენელი - გოჩა გორდელაძე
მოპასუხე - სსიპ ოზ----------------–----–------ი
წარმომადგენელი - მიხეილ შილაკაძე, ირაკლი თავაძე
დავის საგანი - პირგასამტეხლოს სახით გადახდილი თანხის დაბრუნება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. სსიპ ოზ----------------–----–------ის გამგეობას შპს ,,ჯ--–---ი''-ს სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტეხლოს სახით 13 დღის ვადაგადაცილებისათვის გადახდილი 3223.86 ლარისა და 46 დღის ვადაგადაცილებისათვის გადახდილი 11407.53 ლარის დაბრუნება.
სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
შპს ,,ჯ--–---ი''-ს მოთხოვნას მოპასუხის სსიპ ოზ----------------–----–------ის მიმართა სარჩელით წარმოადგენდა, პირგასამტეხლოს სახით 13 დღის ვადაგადაცილებისათვის გადახდილი 3223.86 ლარისა და 46 დღის ვადაგადაცილებისათვის გადახდილი 11407.53 ლარის დაბრუნება, 2018 წლის 03 ივლისს სასამართლოს მთავარ სხდომაზე შპს ,,ჯ--–---ი''-ს წარმომადგენელმა მოპასუხის მიმართ შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა, 20---–-–----------------- სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულებიდან გამომდინარე, პირგასამტეხლოს სახით 13 დღის ვადაგადაცილებისათვის გადახდილი 3223.86 ლარის ნაწილში, ხოლო 46 დღის ვადაგადაცილებისათვის პირგასამტეხლოს სახაით გადახდილი 11407.53 ლარის დაბრუნების ნაწილში მოთხოვნა დარჩა უცვლელად. (იხ: 2018 წლის 03 ივლისი სხდომის ოქმი 14.11.50 წთ -14.12.20 წთ);
201--–-–----------სს მხარეებს შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N1-- ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოსარჩელემ განახორციელა ოზ----------------–----–------ის რიგ სოფლებში, კერძოდ, დაბა ნასაკირალში - ხელოვნურსაფარიანი სტადიუნის რეაბილიტაცია და ბეტონის გზის მოწყობა, სოფელებში: მელექედური, შემოქმედი, ჭანიეთი და ჯუმათი ბეტონის გზის მოწყობა, ასევე, სოფელ ჭანიეთში ბაღის ეზოში შესასვლელი კიბის, ღობის საძირკვლისა და შინმოუსვლელთა ობელისკის მოწყობა. მოსარჩელეს, 2016 წლის 29 ნოემბრის წერილით ოზ----------------–----–------ის გამგეობიდან ეცნობა, რომ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევის გამო დაეკისრა პირგასამტეხლო 11407.53 ლარი, რომლის გადაუხდელობის შემთხვევაში მიმართავს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ზომებს. მოსარჩელემ მართალია გადაიხადა დარიცხული პირგასამტეხლო, თუმცა უკანონოდ მიიჩნევს მის დარიცხვას, ვინაიდან ორჯერ მოხდა პირგასამტეხლოს დარიცხვა, ამასთან ვადაგადაცილება გამოწვეული იყო ობიექტური მიზეზით, კერძოდ სამუშაოს წარმოების პერიოდში ნალექის (წვიმის) გამო, რაც წარმოადგენდა ფორს-მაჟორს და შესაბამისად ითხოვს დაუბრუნდეს 46 დღის ვადაგადაცილებისათვის გადახდილი პირგადასმტეხლოს თანხა - 11407.53 ლარის ოდენობით.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. სსიპ ოზ----------------–----–------ის წარმოდგენილი შესაგებლით არ ეთანხმება სასარჩელო მოთხოვნას და მიუთითებს, რომ მიღება-ჩაბარების აქტების თანახმად, ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები დასრულდა ვადის დარღვევით. აღნიშნულიდან გამომდინარე, მიმწოდებლისთვის პირგასამტეხლოს დაკისრება განხორციელდა კანონშესაბამისად.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 201--–-–----------სს ოზ----------------–----–------სა და შპს ,,ჯ--–---ს'' შორის გაფორმდა N1-- სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება, რომლითაც მიმწოდებელს უნდა განეხორციელებინა ოზ----------------–----–------ის რიგ სოფლებში, კერძოდ, დაბა ნასაკირალში - ხელოვნურსაფარიანი სტადიუნის რეაბილიტაცია და ბეტონის გზის მოწყობა, სოფელებში: მელექედური, შემოქმედი, ჭანიეთი და ჯუმათი ბეტონის გზის მოწყობა, ასევე, სოფელ ჭანიეთში ბაღის ეზოში შესასვლელი კიბის, ღობის საძირკვლისა და შინმოუსვლელთა ობელისკის მოწყობა. ხელშეკრულების ღირებულებამ შეადგინა 123 994.98 ლარი.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
- 2--------- წლის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება - ს.ფ. 15-18.
3.1.2. ხელშეკრულების 4.1. პუნქტით განისაზღვრა შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადები, მხარეები შეთანხმდნენ, რომ სამუშაოს დასრულების საბოლოო ვადა განისაზღვრა შესრულებული სამუშოს ექსპერტიზის დასკვნის წარმოდგენის ჩათვლით, ხელშეკრულების გაფორმებიდან 2016 წლის 30 სექტემბრამდე, ხოლო ხელშეკრულების მოქმედების ვადად განისაზღვრა 2016 წლის 1 დეკემბრი;
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
- 2--------- წლის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება - ს.ფ. 15-18.
3.1.3. ხელშეკრულების მე-6 პუნქტის თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ შესრულებული სამუშაოების ჩაბარება ხორციელებოდა ეტაპობროვად, სამუშაოები უნდა შესრულებულიყო გეგმა-გრაფიკის შესაბამისად (დანართი N2), წინააღმდეგ შემთხვევაში გამოყენებული იქნებოდა ხელშეკრულების მე-10 მუხლის 10.1 პუნქტით გასაზღვრული ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობისათვის საჯარიმო სანქციები, ამავე მუხლის თანახმად, სამუშაოს მიღება უნდა განხორციელებულიყო შემსყიდველის და შემსრულებლის უფლებამოსილი წარმომადგენლის თანდასწრებით, რაზედაც შედგებოდა მიღება-ჩაბარების აქტი, ობიექტის საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტს უნდა დართვოდა ექსპერტიზის დადებითი დასკვნა, შესრულებული სამუშაოს ხარისხისა და მოცულობის სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციასთან შესაბამისობის შესახებ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2--------- წლის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება - ს.ფ. 15-18.
3.1.4. ხელშეკრულების 10.1 პუნქტის მიხედვით, საბოლოო მიწოდების ვადის დარღვევის შემთხვევაში, მიმწოდებელს დაეკისრება პირგასამტეხლოს გადახდა ხელშეკრულების მთლიანი ღირებულების 0.2% ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2--------- წლის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება - ს.ფ. 15-18.
3.1.5. ხელშეკრულების 13.1 პუნქტი განსაზღვარვს პასუხისმგებლობა ფორს-მაჟორის დროს, კერძოდ მხარეები არ იქნებოდნენ პასუხისმგებელნი თავიანთი ვალდებულებების სრულ ან ნაწილობრივ შეუსრულებლობის გამო, თუ ეს შეუსრულებლობა გამოწვეული იქნებოდა ისეთი გარემოებებით, როგორიცაა წყალდიდობა, ხანძარი, მიწისძვრა და სხვა სტიქიური მოვლენები, აგრეთვე ომები და საომარი მოქმედებები, თუ ისინი უშუალო ზემოქმედებას მოახდენდნენ ხელშეკრულების შესრულებაზე. ხელშეკრულების შესრულების ვადა გადაიწევდა შესაბამისი დროით, გარემოებათა დასრულების შემდეგ. ამავე ხელშეკრულების 13.3. პუნქტის თანახმად, მხარე, რომელსაც შეექმნებოდა ფორს-მაჟორული გარემოება, ვალდებული იყო დაუყოვნებლივ წერილობით ეცნობებია ამის შესახებ მეორე მხარისათვის.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2--------- წლის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება - ს.ფ. 15-18.
3.1.6. ხელშეკრულების მე-12 პუნქტის თანახმად, თუ ხელშეკრულების შესრულების პროცესში მხარეები წააწყდებოდნენ რაიმე ხელშემშლელ გარემოებებს, რომელთა გამო ფერხდებოდა ხელშეკრულების პირობების შესრულება, მხარეს დაუყოვნებლივ უნდა გაეგზავნა მეორე მხარისათვის წერილობითი შეტყობინება შეფერხების ფაქტის, მისი შესაძლო ხანგრძლივობის და გამომწვევი მიზეზების შესახებ. შეტყობინების მიმღები მხარე კი თავის მხრივ, უმოკლეს დროში აცნობებდა მეორე მხარეს თავისი გადაწყვეტილება, აღნიშნულ გარემოებებთან დაკავშირებით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულების პირობების შესრულების შეფერხების გამო, მხარეები შეთანხმდებოდნენ ხელშეკრულების პირობების შესრულების ვადის გაგრძელების თაობაზე, ეს გადაწყვეტილება უნდა გაფორმდეს ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის გზით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2--------- წლის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება - ს.ფ. 15-18.
3.1.7. 2016 წლის 18 ოქტომბრის N7007 წერილის თანახმად, ოზ----------------–----–------ის გამგეობამ შპს ,,ჯ--–----- მოსთხოვა, 2--------- წლის N1-- ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულელბის შესრულების ვადაგადაცილებისათვის 13 დღის პირგასამტეხლოს გადახდა, რაც 13.10.2016 წლის მდგომარებით შეადგენდა 3223.86 ლარს, გადახდის ვადად განესაზღვრა 30 სამუშაო დღე, რაც შესრულებულ იქნა შპს ,,ჯ--–----- მიერ;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-ოზ----------------–----–------ის გამგეობის 2016 წლის 18 ოქტომბრის N7007 წერილი -ს.ფ. 27;
-მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.1.8. 2016 წლის 28 ნოემბრის შესრულებული სამუშაოების ხარისხის და მოცულობის სახაჯთაღრიცხვო დოკუმენტაციასთან შესაბამისობის შესახებ N17 ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ოზ----------------–----–------ის გამგეობასა და შპს ,,ჯ--–---ს" შორის გაფორმებული 2--------- წლის N1-- ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესრულებული სამუშაობის ღირებულებამ 123 994.98 ლარის ნაცვლად, შეადგინა 122 462.51 ლარი ანუ 1532.47 ლარით ნაკლები. სამშენებლო სამონტაჟო სამუშაოების ხარისხი შესრულებულია დამაკმაყოფილებლად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-2016 წლის 28 ნოემბრის N17 ექსპერტიზის დასკვნა ს.ფ.31-37;
-მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.1.9. 2016 წლის 13 ოქტომბრის N1---5 მიღება-ჩაბარების აქტი ადასტურებს იმ გარემოებას, რომ 2--------- წლის N1-- ხელშეკრულების შესაბამისად და 13.10 2016 წლის N1---5 ინსპექტირების აქტის საფუძველზე, შპს ,,ჯ--–---მა" შეასრულა, ხოლო ოზ----------------–----–------მა მიიღო ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შუალედური შესრულება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2016 წლის 13 ოქტომბრის მიღება-ჩაბარების აქტი N1---5- ს.ფ.103;
- შუალედური ინსპექტირების აქტი N1---5 ს.ფ.104 -105;
-მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. ოზ----------------–----–------ის გამგეობის 2016 წლის 29 ნოემბრის N8539 წერილის შესაბამისად, შპს ,,ჯ--–----- N1-- ხელშეკრულების 10.1 პუნქტის შესაბამისად, საბოლოო მიწოდების ვადის დარღვევისათვის დაეკისრა პირგასამტეხლო, ხელშეკრულების ღირებულების 0.2 % ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, რაც საერთო ჯამში შეადგენს - 11407.53 ლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-ოზ----------------–----–------ის გამგეობის 2016 წლის 18 ოქტომბრის N7007 წერილი -ს.ფ. 27;
-მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.2.2. დადგენილია, რომ შპს ,,ჯ--–---სა" და ოზ----------------–----–------ს შორის ეტაპობრივად შესრულებული სამუშაოებზე ფორმდებოდა მიღება-ჩაბარების აქტები.
საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტი N1---6 შედგა 2016 წლის 28 ნოემბრის, რომლითაც დასტურდება გარემოება, მასზედ რომ 2--------- წლის N1-- ხელშეკრულების შესაბამისად და 28.11.2016 წლის N1---6 ინსპექტირების აქტის საფუძველზე შპს ,,ჯ--–---მა" შეასრულა, ხოლო ოზ----------------–----–------მა მიიღო ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების საბოლოო შესრულება, ამდენად შპს ,,ჯ--–---ის" მხრიდან ოზ----------------–----–------ისადმი საბოლოო შესრულება წარდგენილ იქნა 2016 წლის 28 ნოემბერს - 59 დღის დაგვიანებით, მაშინ როცა ხელშეკრულების თანახმად, სამუშაოები უნდა დასრულებულიყო 2016 წლის 30 სექტემბრამდე;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2016 წლის 28 ნოემბრის მიღება-ჩაბარების აქტი N1---6- ს.ფ.107;
- საბოლოო ინსპექტირების აქტი N1---6 ს.ფ.108 -110
-მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.2.3. 2016 წლის 29 ნოემბრის ინფრასტრუქტურის, არქიტექტურისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსის მოხენებითი ბარათი, ასევე ადასტურებს შპს ,, ჯ--–---ის" მხრიდან, 2--------- წლის სახელმწიფო შესყიდვების N1-- ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაობის მიწოდების საბოლოო ვადის დარვევის ფაქტს;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2016 წლის 29 ნოემბრის ინფრასტრუქტურის, არქიტექტურისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსის მოხენებითი ბარათი ს.ფ.106;
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.2.4. სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ შპს ,,ჯ--–-----" მხიდან სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N1-- ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები დასრულულ იქნა ვადის დარღვევით, არც სასამართლოს მთავარ სხდომაზე დადასტურებულ იქნა თავად მოსარჩელის წარმომადგენლის მიერ, კერძოდ, 2016 წლის 30 სექტემბრის ნაცლად, მოპასუხე მხარეს სამუშოს საბოლოო შედეგი ჩაბარდა 2016 წლის 28 ნოემბერს, ანუ 59 დღის დაგვიანებით, რის გამოც შპს ,,ჯ--–---ს'' დაეკისრა ხელშეკრულების 10.1 პუნქტით გათვალისწინებული პირგასამტეხლო.
სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის მითითებას, მასზედ, რომ თითქოს ნალექების გამო ვერ შესძლო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ვადაში შესრულება, სათანადო მტკიცებულების წარმოუდგენლობის გამო, კერძოდ, მართალია მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული 2017 წლის 17 ივლისის N12/1-728 წერილი, შეიცავს მონაცემებს 2016 წლის 25 ივნისად 30 სექტემბრის ჩათვლით ნალექიან დღეთა რაოდენობის შესახებ, თუმცა არ შეიცავს ინფორმაციას, თუ რომელ რეგიონში იყო ნალექიანი დღეები, შესაბამისად სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის პოზიციას მასზედ, რომ სამუშაობის შესრულების ვადაგადაცილება ოზ----------------–----–------ში გამოწვეული იყო ფორს-მაჟორით;
ამასთან, აღსანიშნავია 201--–-–----------სს დადებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N1-- ხელშეკრულების 13.3. პუნქტი, რომლის თანახმად, მხარე, რომელსაც შეექმნება ფორს-მაჟორული გარემოება ვალდებული იყო დაუყოვნებლივ წერილობით ეცნობებია ამის შესახებ მეორე მხარისათვის, რაც შპს ,,ჯ--–----- მხრიდან არ განხორციელებულა, ასევე ამავე ხელშეკრულების 12.1. პუნქტის თანახმად, თუ ხელშეკრულების შესრულების პროცესში მხარეები წააწყდებოდნენ რაიმე ხელისშემშლელ გარემოებებს, რომელთა გამო ფერხდებოდა ხელშეკრულების პირობების შესრულება, მხარეს დაუყოვნებლივ უნდა გაეგზავნა წერილობითი შეტყობინება მეორე მხარისათვის შეფერხების ფაქტის, მისი შესაძლო ხანგრძლივობისა და გამომწვევი მიზეზების შესახებ, რასაც ასევე მოსარჩელის მხრიდან არ განხორციელებულა.
ამდენად, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოსარჩელემ ვერ დაადასტურა 2--------- წლის N1-- ხელშეკრულბით ნაკისრი ვალდებულების შესრულების ვადაგაცილების საპატიო გარემოება - ფორს-მაჟორი, სასამართლო განსახილველ საქმესთან მიმართებაში ვერ გაიზირებს მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ 04/09/2017 წელს გაცემული საინჟინრო ექსპერტიზის N0005106317 დასკვნას, რომლის თანახმად, ,,ბეტონის გზის ღია წესით დაგების დროს წამოსული წვიმა, გაზრდის წყლის რაოდენობას ბეტონში, რაც უარყოფითად მოქმედებს ბეტობის ხარისხსა და სიმტკიცეზე".
უპირველესად სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. სასამართლომ უნდა განსაზღვროს, თუ რომელ მხარეს ეკისრება ამ ფაქტის მტკიცების ტვირთი და ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები უნდა დააკისროს იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა.
სამოქალაქო საქმეზე დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების ერთადერთი გზა მტკიცებაა, რომლითაც დგინდება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები. მტკიცების პროცესში იგულისხმება პროცესის მონაწილე სუბიექტების საქმიანობა, მიმართული საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტების არსებობის ან არარსებობის დასადგენად. პროცესის მონაწილე მხარეთა და სასამართლოს მტკიცებითი საქმიანობა მოიცავს შემდეგ სტადიებს: მტკიცების საგნის განსაზღვრა; მტკიცებულებათა შეგროვება (მტკიცებულებათა გამოვლენა, მათი შეკრება და სასამართლოში წარდგენა); მტკიცებულებათა სასამართლოში გამოკვლევა; მტკიცებულებათა შეფასება. დამტკიცებას საჭიროებს ის გარემოებები, რომლებიც ასაბუთებს სასარჩელო მოთხოვნასა და სარჩელის ფაქტობრივ გარემოებებს, მოწინააღმდეგე მხარის მიერ სარჩელის ფაქტობრივი გარემოებებისა და სასარჩელო მოთხოვნის უარყოფას, ასევე, საქმის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებებს. (იხ. სუსგ, საქმე №ას-1206-1166-2016).
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. აღნიშნული ნორმა ასახავს სამოქალაქო სამართალში მოქმედ ზოგად პრინციპს ,,მტკიცების ტვირთი ეკისრება მას ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს’’ -,,affirmanti, non legati, incumbit probatio’’.
შესაბამისად, მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, აწესებს მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტს, რომლის მიხედვითაც მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ კი ის გარემოებები, რომლებსაც შესაგებელი ეფუძნება. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისთვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.
ამდენად, საქმის მასალებით არ დასტურდება მოპასუხის მიერ შპს ,,ჯ--–---ზე" 201--–-–----------სის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N1-- ხელშეკრულებიდან გამომდინარე 46 დღის ვადაგადაცილებისათვის პირგასამტეხლოს უკანონოთ დაკისრების ფაქტი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებებისა მოსმენის, ასევე სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
- საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-3, 50-ე, 316-ე, 317-ე, 319-ე, 327-ე, 629-ე, 361-ე, მე-400, 416-ე, 417-ე, 418-ე მუხლები;
- „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლი;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. აღსანიშნავია, რომ სასამართლოს უპირველესი ამოცანაა დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რა ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს მხარე თავის მოთხოვნას. სასამართლომ, მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა, რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რომლის მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, უნდა გაარკვიოს მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა შეიცავს თუ არა იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომელთა შემოწმებაც სასამართლოს უფლებამოსილებაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით. მართლმსაჯულების განხორციელებისას საერთო სასამართლოები სარგებლობენ კანონის განმარტების უფლებამოსილებით. ზოგადი საკანონმდებლო ნორმების შინაარსი სწორედ მათი კონკრეტული საქმეების გადაწყვეტისას განმარტებით ზუსტდება და ვითარდება. ამავდროულად, ევროპის სასამართლოს განმარტებით, „სამართალწარმოების ჯეროვნად განხორციელების მიზნით, შიდა სასამართლო ინსტანციებმა საკმარისი სიზუსტით უნდა განსაზღვრონ ის მოტივები, რომლებსაც ისინი თავიანთ გადაწყვეტილებებში ეყრდნობიან. თუკი ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის I ნაწილი სასამართლოებს ავალდებულებს, დაასაბუთონ თავიანთი გადაწყვეტილება, ეს არ შეიძლება გაგებულ იქნეს თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემის მოთხოვნად“ (იხ. 2009 წლის 24 თებერვლის ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, CASE OF JGARKAVA v. GEORGIA (#7932/03)).
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ.
ამავე კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. შესაბამისად, ხელშეკრულების ძალით სამოქალაქო ურთიერთობის მონაწილეები, ნების თავისუფალი გამოვლენის საფუძველზე, კისრულობენ ვალდებულებას შეასრულონ ან არ შეასრულონ ესა თუ ის მოქმედება. ხელშეკრულების დადების პრინციპი მოიცავს როგორც ხელშეკრულების დადების თავისუფლებას, ასევე ხელშეკრულების შინაარსის თავისუფლად განსაზღვრის შესაძლებლობას. ხელშეკრულების მხარეებს თვითონვე შეუძლიათ დამოუკიდებლად შეთანხმდნენ ხელშეკრულების ყველა საკითხზე, მათ უფლება აქვთ ერთმანეთს შორის ურთიერთობა ისე მოაწესრიგონ, როგორც მათ სურთ. ამდენად, ხელშეკრულება არის მხარეთა მიერ მიღწეული კონსესუსის შედეგი, რომელიც, სამართლებრივი თვალსაზრისით, იწვევს მხარეთა მიმართ უფლებებისა და ვალდებულებების წარმოშობას მათივე ნების საფუძველზე.
სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად კი, ხელშეკრულებით შეიძლება წარმოიშვას მომავალი ხელშეკრულების დადების ვალდებულება. ხელშეკრულებისათვის გათვალისწინებული ფორმა ვრცელდება ასევე წინარე ხელშეკრულებაზეც.
მოცემულ შემთხვევაში უდავოა, რომ 201--–-–----------სს შპს ,,ჯ--–---სა" და ოზ----------------–----–------ს შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №1-- ხელშეკრულება. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა ოზ----------------–----–------ის რიგ სოფლებში გზის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშობის წარმოება, კერძოდ, დაბა ნასაკირალში - ხელოვნურსაფარიანი სტადიუნის რეაბილიტაცია და ბეტონის გზის მოწყობა, სოფელ მელექედურში, შემოქმედში, ჭანიეთში და ჯუმათში ბეტონის გზის მოწყობა, ასევე, სოფელ ჭანიეთში ბაღის ეზოში შესასვლელი კიბის, ღობის საძირკვლისა და შინმოუსვლელთა ობელისკის მოწყობა. ამავე ხელშეკრულებით განისაზღვრა მხარეთა ვალდებულება მომსახურების პირობების დარღვევის თაობაზე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის მიხედვით, პირველი ნაწილის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური. მხარეთა შორის თავის არსით არის ნარდობის ხელშეკრულება, რადგან ხელშეკრულების საგანია მომსახურების გაწევა - სამუშაოების შესრულება.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ჯეროვანი შესრულება შეიცავს რამდენიმე მოთხოვნის დაცვის აუცილებლობას, რომლებიც განსაზღვრავენ, ვინ ვის წინაშე უნდა განახორციელოს შესრულება, რომელი საგნით, სად, როდის და რა გზით უნდა განხორციელდეს იგი. ბრუნვის მონაწილის ვალდებულება, ჯეროვნად შეასრულოს ვალდებულება, ემყარება იმ სინამდვილეს, რომელიც მისთვის ცნობილია და მას ამ სინამდვილისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება ევალება. კეთილსინდისიერად ქცევის ვალდებულება ემყარება სამართალში საზოგადოდ მოქმედ კეთილსინდისიერების ვარაუდს. ეს ვარაუდი განსაზღვრავს სამართლებრივი ურთიერთობის განვითარების საერთო მიმართულებას.
ამავე კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადა გადაცილებულად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდა. ვალდებულების შესრულების ცნება გულისხმობს არა მხოლოდ შესრულებისაკენ მიმართულ მოქმედებას, არამედ შესრულების შედეგს. ქმედება შესრულებულად რომ ჩაითვალოს აუცილებელია მოვალემ შესრულება ზუსტად ისე განახორციელოს, როგორც ამაზე მხარეები იყვნენ შეთანხმებულნი. ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში წარმოიშობა ზიანის ანაზღაურების ვალდებულება, ასევე მხარეთა შეთანხმების არსებობის შემთხვევაში პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება.
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის შესაბამისად ამ კანონის მიზანია ა) სახელმწიფო შესყიდვებისათვის განკუთვნილი ფულადი სახსრების რაციონალური ხარჯვის უზრუნველყოფა; ბ) სახელმწიფო საჭიროებისათვის აუცილებელი საქონლის წარმოების, სამუშაოების შესრულების და მომსახურების გაწევის სფეროში ჯანსაღი კონკურენციის განვითარება; გ) სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისას შესყიდვების მონაწილეთა მიმართ სამართლიანი და არადისკრიმინაციული მიდგომის უზრუნველყოფა. ამავე კანონის მე-2 ნაწილის ა) პუნქტის შესაბამისად, შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია რაციონალურად და სახელმწიფო ინტერესების გათვალისწინებით განახორციელოს სახელმწიფო შესყიდვები მისთვის გამოყოფილი ასიგნებათა ფარგლებში. ამ კანონიდან გამომდინარე, შემსყიდველის განსაკუთრებული ინტერესია, რომ არ მოხდეს სახელმწიფო სახსრებით დაფინანსებული პროექტების შესრულების გაჭიანურება და ამ მიზნის უზრუნველყოფისათვის დგინდება შესაბამისი პირგასამტეხლოს პროცენტიც.
დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება ვადაგადაცილებით შესრულდა, კერძოდ, N1---5 მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, ოზ----------------–----–------მა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შუალედური შესრულება მიიღო 2016 წლის 13 ოქტომბრის, (13 დღის დაგვიანებით) ხოლო N1---06 მიღება-ჩაბარების აქტის დასტურდება გარემოება, მასზედ რომ 2--------- წლის N1-- ხელშეკრულების შესაბამისად და 28.11.2016 წლის N1---6 ინსპექტირების აქტის საფუძველზე ოზ----------------–----–------მა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების საბოლოო შესრულება მიიღო 2016 წლის 28 ნოემბერს, (46 დღის ვადაგადაცილებით) საერთო ჯამში 59 დღის დაგვიანებით, მაშინ როცა ხელშეკრულების თანახმად, სამუშაოები უნდა დასრულებულიყო 2016 წლის 30 სექტემბრამდე;
6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 416-ე მუხლის თანახმად მხარეებს შეუძლიათ ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად ხელშეკრულებით გაითვალისწინონ დამატებითი საშუალებები: პირგასამტეხლო, ბე და მოვალის გარანტია.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ 201--–-–----------სის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №1-- ხელშეკრულების 10.1 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულებით განსაზღვრული ვადების დარღვევის შემთხვევაში დამრღვევ მხარეს ეკისრება პირგასამტეხლოს გადახდა, ხელშეკრულების მთლიანი ღირებულების 0.2% ოდენობით.
პირგასამტეხლოს ფუნქცია ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფაა. იგი კრედიტორის მხრიდან ვალდებულების შესრულების მიზნით მოვალეზე „ზეწოლის“ განხორციელების ერთგვარი ბერკეტია. პირგასამტეხლოს ფუნქცია ასევე განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 08.04.2016წ. განჩინება საქმეზე №ას-1053-993-2015). პირგასამტეხლოს მოთხოვნისათვის ხელშკრულების დარღვევის ფაქტის მითითება საკმარისია (იხ.საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 08.04.2016წ. განჩინება საქმეზე №ას- 1053-993-2015).
შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანის დადგომის შემთხვევაში პირგასამტეხლოს სახით მისი მინიმალური ოდენობა გარანტირებულად, ზიანის მიყენების ფაქტის მტკიცების გარეშე, მარტივად და სწრაფად აუნაზღაურდება კრედიტორს. აღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, პირგასამტეხლოს დაკისრების სამართლებრივ წინაპირობას წარმოადგენს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულების დარღვევა.
მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე (10.1. პუნქტი), ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან შესრულების ვადის გადაცილებისათვის ოზურგეთის მუნიცილაპიტეტს წარმოეშობოდა პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება.
პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება დამოუკიდებელია ზიანის მიყენების ფაქტის მტკიცებისაგან ანუ, პირგასამტეხლოს მოთხოვნისათვის კრედიტორს არ ეკისრება მიყენებული ზიანის დამტკიცების ვალდებულება. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება კრედიტორს ყოველთვის გააჩნია, მიუხედავად იმისა განიცადა თუ არა მან ზიანი. მთავარია ვალდებულების დარღვევის ფაქტი (იხ.საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 19.11.2015წ. განჩინება საქმეზე №ას- 816-767-2015).
6.5. განსახილველ შემთხვევაში უდავოა მხარეთა შორის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N1-- ხელშეკრულების დადების ფაქტი, ამასთანავე აღსანიშნავია ის გარემოება, რომ მოსარჩელე არსებითად სადავოდ არ ხდის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ვადის დარღვევით შესრულების ფაქტს, სადავოა მხლოდ გარემოება მასზედ, არსებობდა თუ არა პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების საპატიო გარემოება ფორს-მაჟორი, რაც მოსარჩელე მხარის მხრიდან სათანადო მტკიცებულებებით ვერ იქნა დადასტურებული, ამასთან, ასეთი გარემოების არსებობის შემთხვევაშიც კი ხელშეკრულების 13.3 პუნქტის თანახმად, შპს ,,ჯ--–---ს" ევალებოდა მეორე მხარისათვის დაუყოვნებლიც წერილობით ეცნობებია ე.წ. ფორს-მაჟორის შესახებ, რასაც განსახილველ შეთხვევაში არ ჰქონია ადგილი.
შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, შპს ,,ჯ--–---ის" მხრიდან ადგილი ჰქონდა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობას, რისთვისაც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, კანონიერად დაეკისრა პირგასამტეხლო 201--–-–----------სის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №1-- ხელშეკრულების 10.1. პუნქტის საფუძველზე. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს სახით გადახდილი თანხის დაბრუნების თაობაზე სასარჩელო მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები:
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
განსახილველ შემთხვევაში სარჩელი არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად მის მიერ საქმის განხილვის დროს გადახდილი თანხები ანაზღაურებას არ ექვემდებარება.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე-244-ე, 248-ე-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. შპს ,,ჯ---–---ი''- ს სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
2. მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის საპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალიწინებული წესების დაცვით ოზურგეთის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ოზურგეთის რაიონული სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადა ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ციცინო როხვაძე