გადაწყვეტილება

სამოქალაქო 22.08.2018
საქმის ნომერი
010210016001655120
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
22.08.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #010210016001655120

#2-3999/2016

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

04 აგვისტო, 2017 წელი ქ. ბათუმი

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - სალიხ შაინიძე

სხდომის მდივანი - ნათია გოგმაჩაძე

 

მოსარჩელე: რე-----------–ი

წარმომადგენელი: და---------------ე

 

მოპასუხე: შპს ,,უნ--------–-"

სს ”უნ--------–-ს” წარმომადგენელი: არ---–---------------

 

მოპასუხე: ჟუ–----------------ე

 

დავის საგანი: ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

1.1. რე-----------–ი სასარჩელო განცხადებით მოითხოვს, განთავისუფლებულ იქნას ყადაღისაგან მის საკუთრებაში არსებული ქონება, შემდეგი მოძრავი ნივთები: 1) ტელევიზორი ,,samsung'' შავი ფერის, 1 ც. 2) მაცივარი ,,hitachi'' ვერცხლის ფერი, 3) კომპიუტერის კომპლექტი შავი ფერის 1 ც. 4) ე.წ. გორკა 1 ც. ყავისფერი. 5) სარეცხი მანქანა ,,simensi'' თეთრი ფერის 1 ც.

 

მოსარჩელის წარმომადგენელი სარჩელს ასაბუთებს შემდეგი არგუმენტებით:

2016 წლის 03 ივნისს აღმასრულებელ მა--------------ის მიერ შედგა მოძრავი ნივთების დაყადაღების აქტი, რის საფუძველზეც აღიწერა მოსარჩელის საკუთრებაში არსებული შემდეგი ქონება: 1) ტელევიზორი ,,samsung'' შავი ფერის, 1 ც. 2) მაცივარი ,,hitachi'' ვერცხლის ფერი, 3) კომპიუტერის კომპლექტი შავი ფერის 1 ც. 4) ე.წ. გორკა 1 ც. ყავისფერი. 5) სარეცხი მანქანა ,,simensi'' თეთრი ფერის 1 ც. აღნიშნული მოძრავი ქონება წარმოადგენს რე-----------–ის საკუთრებას, რაც დასტურდება საბანკო ამონაწერის მეშვეობით, ასევე მოწმების ჩვენებით.

 

2. მოპასუხის პოზიცია:

 

2.1. შპს ,,უნ--------–-”-ს წარმომადგენელმა სარჩელი არ სცნო და განმარტავს, რომ:

- 2016 წლის 03 ივნისს, აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის მა--------------ის მიერ დაყადაღებული იქნა მოძრავი ნივთები, თუმცა აღნიშნული ნივთები ეკუთვნის მოვალე ჟუ–----------------ეს და არა მოსარჩელე რე-----------–ს.

 

2.3. მოპასუხე ჟუ–----------------ეს შესაგებელი არ წარმოუდგენია, სასამართლო სხდომაზე კი ის დაეთანხმა სარჩელის ფაქტობრივ გარემოებებს.

 

3. საქმისათვის მნიშვნელობის მქონე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაშია სააღსრულებო საქმე #---------, სადაც კრედიტორია შპს ,,უნ--------–-", ხოლო მოვალე - ჟუ–----------------ე, სასამართლოს მიერ ჟუ–----------------ეს დაკისრებული აქვს 2974,99 ლარისა და 250 ლარის გადახდა. აღსრულების დაწყების საფუძველია ბათუმის საქალაქო სასამართლოს 12.11.2015წ. აქტი #2/1280-15.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა განმარტებები.

- აღმასრულებლის წინადადება;

 

3.1.2. 2016 წლის 03 ივნისს აღმასრულებელ მა--------------ის მიერ, ქ. ბათუმში, ლ--------------ს ქ---------------ში, მოსარჩელის საცხოვრებელ ბინაში აღიწერა და ყადაღა დაედო მოძრავ ქონებას, შედგა მოძრავი ნივთების დაყადაღების აქტი, რის საფუძველზეც აღიწერა შემდეგი ქონება: 1) ტელევიზორი ,,samsung'' შავი ფერის, 1 ც. 2) მაცივარი ,,hitachi'' ვერცხლის ფერი, 3) კომპიუტერის კომპლექტი შავი ფერის 1 ც. 4) ე.წ. გორკა 1 ც. ყავისფერი. 5) სარეცხი მანქანა ,,simensi'' თეთრი ფერის 1 ც.

აღწერილი და დაყადაღებული ქონება შესანახად ჩაბარდა მოსარჩელე რე-----------–ს.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა განმარტებები.

- აქტი ნივთის აღწერისა და დაყადაღების შესახებ;

 

3.1.3. მხარეთა შორის სადავო არაა, რომ მოსარჩელე რე-----------–ი და მოპასუხე ჟუ–----------------ე 1974 წლიდან ცოლ-ქმარი არიან და ცხოვრობენ ერთად მისამართზე: ქ. ბათუმი, ლ--------------ს ქ--------------.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა განმარტებები;

- სარჩელი;

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.2.1. ძირითადი სადავო საკითხია აღმასრულებლის მიერ დაყადაღებული მოძრავი ნივთების საკუთრების საკითხი. დასახელებული ნივთების მესაკუთრედ ყოფნის პრეტენზიას აცხადებენ მოსარჩელე რე-----------–ი. მოპასუხე შპს ,,უნ--------–-" (ჟუ–----------------ის კრედიტორი) განმარტავს, რომ აღნიშნული ქონება წარმოადგენს ჟუ–----------------ის საკუთრებას და ის არ ეკუთვნის რე-----------–ს.

 

სასამართლო ორივე მხარის განმარტებას აფასებს თანაბარი მნიშვნელობის მტკიცებულებად და გაიზიარებს მხოლოდ იმ მხარის განმარტებას, ვინც მტკიცებულებებით დაადასტურებს თავის არგუმენტებს.

 

სასამართლო მხარეთა ყურადღებას მიაქცევს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირობაზე, რომლის მიხედვითაც სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. დისპოზიციურობის პრინციპის მიხედვით აღიარებულია შეჯიბრებითობის პრინციპით ფაქტების დადგენა. მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის თანაბრადაა გადანაწილებული, მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი მტკიცებულებები გამოიყენონ ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოებების დასადასტურებლად. გარდა ამისა, საქართველოს სსკ-ის 102-ე მუხლმა მხარეები დაავალდებულა, რომ თვითონვეა დაამტკიცონ გარემოებანი, რომლებზედაც ამყარებენ თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ანუ თვითონ უნდა წარმოადგინოს სარჩელში ან შესაგებელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების დამამტკიცებელი მტკიცებულებები. სხვა ფორმით სარჩელი ან შესაგებელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები არ დამტკიცდება. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. მხარეთა მიერ შეჯიბრებითობის დაცვით წარმოდგენილ მტკიცებულებებს სასამართლო აფასებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებათა ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შემდეგაც სასამართლოს გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. სასამართლო განმარტავს, რომ დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე ფაქტების მტკიცების ტვირთი მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის განაწილებული უნდა იყოს იმგვარად, რომ დაკისრებული ფაქტობრივი გარემოების ფაქტის მტკიცება ობიექტურად შესაძლებელი იყოს. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოძრავი ნივთების საკუთრების მტკიცების ტვირთი მოსარჩელეს ეკისრება. ამ საკითხის მტკიცების ტვირთი მოპასუხეს არ ეკისრება. მოსარჩელემ თვითონ უნდა წარმოადგინოს იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ სარჩელში მითითებული ნივთები მისი საკუთრებაა. მხარეებს ნივთების საკუთრებასთან დაკავშირებით ერთმანეთის საწინააღმდეგო არგუმენტები აქვთ. როდესაც მხარეები დაობენ ნივთების კუთვნილებაზე, ასეთ შემთხვევაში ნივთების კუთვნილების მტკიცების ტვირთი ეკისრება მოსარჩელეს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 186-ე მუხლით,,1. მოძრავ ნივთზე საკუთრების გადასაცემად აუცილებელია, რომ მესაკუთრემ ნამდვილი უფლების საფუძველზე გადასცეს შემძენს ნივთი. 2. ნივთის გადაცემად ითვლება: შემძენისათვის ნივთის ჩაბარება პირდაპირ მფლობელობაში; არაპირდაპირი მფლობელობის გადაცემა ხელშეკრულებით, რომლის დროსაც წინა მესაკუთრე შეიძლება დარჩეს პირდაპირ მფლობელად; მესაკუთრის მიერ შემძენისათვის მესამე პირისაგან მფლობელობის მოთხოვნის უფლების მინიჭება”.

 

სამოქალაქო კოდექსის 186-ე მუხლის მიხედვით მოძრავი ნივთების საკუთრება დამოკიდებულია მისი შეძენის დროს გამოვლენილ ნამდვილ ნებაზე. თუ ნივთი შემძენმა შეიძინა გამსხვისებლის ნამდვილი ნების გამოვლენის შემდეგ, ითვლება, რომ შემძენი ნივთის მიღების შემდეგ მისი მესაკუთრეა. უძრავ ქონებათაგან განსხვავებით მოძრავი ნივთის შეძენა არაა დამოკიდებული გარიგების წერილობით ფორმაზე და შესაბამის ორგანოში რეგისტრაციაზე, ამიტომ მოძრავი ნივთის საკუთრებასთან დაკავშირებით დავის დროს საკუთრების საკითხის გადაწყვეტა გარკვეულ სირთულეებთანაა დაკავშირებული. არსებობს პრეზუმპცია იმისა, რომ ნივთი იმ პირის საკუთრებაა, ვინც მას ფლობს შეძენისას გამოვლენილი ნამდვილი ნების საფუძველზე. მფლობელობა არ წარმოადგენს საკუთრების დადგენისას გადამწყვეტ გარემოებას. მფლობელი შეიძლება სულაც არ იყოს მესაკუთრე, მაგრამ დავის არსებობისას ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი არის მესაკუთრე თუ არ დადგინდება ამის საწინააღმდეგო გარემოება.

 

3.2.2. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილია ამონაწერი სს ,,თიბისი ბანკიდან", რომლის თანახმად, რე-----------–ის მიერ 2011 წლის 02 მარტს განვადებით არის შეძენილი დივან კრესლოს ოთხეული-ავეჯი და პლაზმური ტელევიზორი 1300 ლარად.

 

მოსარჩელის მოწმე ლე-------------მ აჩვენა, რომ რომ 20 წელია იცნობს რე-----------–ს, იგი დაეხმარა მას შეძენილი მაცივრის მაღლა სართულზე ბინაში ატანაში. ხოლო მოწმე იუ--------–-----მ აჩვენა, რომ იგი ლე-------------სთან ერთად, დაეხმარა მოსარჩელეს კარადის, ავეჯის (გორკა), ტელევიზორის ატანაში.

 

როგორც უდავოდ არის დადგენილი, 2016 წლის 03 ივნისს აღმასრულებელ მა--------------ის მიერ, ქ. ბათუმში, ლ--------------ს ქ---------------ში, მოსარჩელის საცხოვრებელ ბინაში აღიწერა და ყადაღა დაედო მოძრავ ქონებას, შედგა მოძრავი ნივთების დაყადაღების აქტი, რის საფუძველზეც აღიწერა შემდეგი ქონება: 1) ტელევიზორი ,,samsung'' შავი ფერის, 1 ც. 2) მაცივარი ,,hitachi'' ვერცხლის ფერი, 3) კომპიუტერის კომპლექტი შავი ფერის 1 ც. 4) ე.წ. გორკა 1 ც. ყავისფერი. 5) სარეცხი მანქანა ,,simensi'' თეთრი ფერის 1 ც.

 

ამდენად, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ამონაწერით საბანკო ანგარიშიდან, დგინდება, რომ მოსარჩელის მიერ განვადებით შეძენილი და აღმასრულებლის მიერ დაყადაღებული ქონება ერთი და იგივე არ არის ავეჯის ნაწილში. ასევე არ დგინდება ზუსტი იდენტიფიცირება შეძენილი და დაყადაღებული ტელევიზორის. სხვა ქონებაზე საკუთრების უფლების დასამტკიცებლად კი მან მხოლოდ ზეპირი განმარტება და მოწმეთა ჩვენება წარმოადგინა. ანუ ამტკიცებს ნივთებზე მხოლოდ მფლობელობას.

 

ასევე უდავოდ დადგენილია, რომ მოსარჩელე რე-----------–ი და მოპასუხე ჟუ–----------------ე ცოლ-ქმარი არიან და ცხოვრობენ ერთად მისამართზე: ქ. ბათუმი, ლ--------------ს ქ--------------. შესაბამისად, ლოგიკურია, რომ ჟუ–----------------ემ შესაგებელიც არ წარმოადგინა, მოსარჩელის ინტერესში შედის დაყადაღებული ქონების მისადმი კუთვნილების დამტკიცება, რათა მოპასუხე - მეუღლე აარიდოს პასუხიმსგებლობისაგან.

 

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს ასევე დადგენილად მიაჩნია დაყადაღებული ქონების ფლობის ფაქტი მოპასუხე ჟუ–----------------ის მხრიდანაც, ფაქტიურად, იგი მოსარჩელესთან ერთად ფლობს აღწერილ და დაყადაღებულ ქონებას, შესაბამისად, სარგებლობს მისით.

 

სასამართლო მხედველობაში ღებულობს იმ გარემოებასაც, რომ მოსარჩელე არ დავობს დაყადაღებულ ქონებაზე თანასაკუთრების უფლების საფუძვლით, განმარტავს, რომ ქონება მხოლოდ მისი საკუთრებაა.

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოვალის ქონების აღწერის და ყადაღის დადების შესახებ აქტში მითითებული მოძრავი ნივთები მოსარჩელე რე-----------–ისა და მოპასუხე ჟუ–----------------ის-სააღსრულებო საქმეზე მოვალის (ცოლ-ქმარი) საერთო საკუთრებაა, ისინი ამ ნივთების თანამფლობელები და თანამესაკუთრეები არიან, თუმცა მოსარჩელე არ დავობს ამ საფუძვლით. მიუხედავად ამისა, სასამართლოს მიერ აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება დადგენილია და შესაბამისად, მათი ყადაღისაგან გათავისულებაზე უარი უნდა ითქვას.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი, შესაგებელი;

- მოწმეთა ჩვენება.

- მხარეთა განმარტებები.

- ამონაწერი სს ,,თიბისი ბანკიდან",- აქტი ნივთის აღწერისა და დაყადაღების შესახებ;

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

წარმოდგენილი მტკიცებულებათა განხილვისა და შემოწმების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

- საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.

- საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.

- ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 32-ე მუხლის თანახმად თუ მესამე პირი ამტკიცებს, რომ მას აღსრულების საგანზე გააჩნია უფლება, მაშინ იმ სასამართლოში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც ხდება აღსრულება, მესამე პირს შეუძლია აღძრას სარჩელი. ამასთანავე სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ წარედგინება მოვალესა და კრედიტორს.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების მიზანია საქართველოს სკ-ის 170-ე მუხლის მოთხოვნის რეალიზება. კერძოდ მესაკუთრეს შეუძლია თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით და არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა.

 

ამავე კოდექსის 172-ე მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, თუ საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა ხდება ნივთის ამოღების ან ჩამორთმევის გარეშე, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია ხელის შემშლელს მოსთხოვოს ამ მოქმედების აღკვეთა სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით.

 

მოსარჩელეები ამტკიცებს, რომ დაყადაღებული ქონება მათი საკუთრებაა და რომ მათზე საკუთრების უფლება გააჩნია მხოლოდ მათ. აღნიშნულის გამო ისარგებლეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე და 172-ე მუხლებით, ასევე ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონით მინიჭებული უფლებით და სარჩელი აღძრეს სასამართლოში და მოითხოვეს ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება.

 

6.2. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის პირველი წინადადებით „სააღსრულებო წარმოება არ დაიშვება სააღსრულებო ფურცლის გარეშე,“ ამავე კანონის 25-ე მუხლით აღსრულება შეიძლება დაიწყოს მხოლოდ მაშინ, თუ პირები, რომელთა სასარგებლოდ და საწინააღმდეგოდ უნდა მოხდეს აღსრულება, კონკრეტულად არიან დასახელებულნი სააღსრულებო ფურცელში და სასამართლო სააღსრულებო ფურცელს მისცემს კრედიტორს. ამავე კანონის 26-ე მუხლით სასამართლო აღმასრულებელი სააღსრულებო მოქმედებას იწყებს იძულებითი აღსრულების შესახებ კრედიტორის წერილობითი განცხადებისა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებასთან და უცხოელთა საქართველოდან გაძევებასთან დაკავშირებით – საქართველოს იუსტიციის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის და სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე.

 

დადგენილია, რომ ყადაღის დადების საფუძველია ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცელი, რომლითაც და--------------–--ისა და ჟუ–----------------ის წინააღმდეგ შპს ,,უნ--------–-''-ს სასარგებლოდ დაიწყო აღსრულება.

 

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის პირველი ნაწილით „გადაწყვეტილების აღსრულების დაწყებისას სასამართლო აღმასრულებელი მოვალეს უგზავნის წინადადებას გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების შესახებ. ეს წინადადება მოვალეს ჩაბარდება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით, ხოლო ფულის ან ქონების გადახდევინებისას წინადადების ჩაბარებასთან ერთად სასამართლო აღმასრულებელი დაუყოვნებლივ იწყებს მოვალის ქონების აღწერას ან დაყადაღებას ამ კანონით დადგენილი წესით.“ ამავე მუხლის მესამე ნაწილით სასამართლო აღმასრულებელი მოვალისათვის წინადადების ჩაბარებისას აფრთხილებს მას, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების დაწესებულ ვადებში ნებაყოფლობით შეუსრულებლობას მოჰყვება იძულებითი აღსრულება. აღსრულების ხარჯებს მოვალე გაიღებს. და--------------–--ემ და ჟუ–----------------ემ გადაწყვეტილება ნებაყოფილებით არ აღასრულეს.

 

აღმასრულებელმა დაადგინა, რომ ჟუ–----------------ე რეგისტრირებული არის - ქ. ბათუმი, ლ---------------------------ში. მიიჩნია, რომ რეგისტრაციის მისამართზე მდებარე მოძრავი ნივთები მათი საკუთრებაა, რის გამოც გამოცხადდა დასახელებულ მისამართზე და საცხოვრებელ მისამართზე მოძრავი ნივთები აღწერა და დააყადაღა.

 

6.3. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 40-ე მუხლის თანახმად, მოძრავ ქონებაზე ყადაღის დადება ნიშნავს მოვალის ქონების აღწერას, მესაკუთრისათვის ქონების განკარგვის – ნებისმიერი ფორმით გასხვისების, დაგირავების, მასზე ქირავნობისა და იჯარის ხელშეკრულებების დადების – აკრძალვის გამოცხადებას ან/და ქონების შესანახავად გადაცემას. აღმასრულებელი ყადაღადადებულ ნივთებს აღნუსხავს ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტში.

 

აღმასრულებელის ამ მოქმედების აუცილებლობა ნაკარნახევი იყო გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფით. მოპასუხეები და--------------–--ე და ჟუ–----------------ე ნებაყოფილებით არ იხდიდნენ დაკისრებულ თანხას, ამიტომ მან დააყადაღა მათ საცხოვრებელ მისამართზე განთავსებული ქონება და შესაძლებელი გახადა ამ ქონების მეშვეობით გადაწყვეტილების აღსრულება. დასახელებული ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების ანალიზით სასამართლო თვლის, რომ აღსრულება დაიწყო სწორად. სარჩელის საფუძვლიანობისა და დასაბუთებულობისათვის მთავარი საკითხია დადგინდეს ქონებაზე ყადაღის დადებით ილახება თუ არა მესამე პირის ინტერესი, მესამე პირი, რომლის ინტერესიც ილახება, ყადაღის დადების მომენტისათვის უნდა წარმოადგენდეს ქონების მესაკუთრეს.

 

სასამართლო განმარტავს, რომ უძრავი ქონების საკუთრების უფლება დგინდება საჯარო რეესტრის ჩანაწერით. მოძრავი ნივთების საკუთრების უფლება კი დგინდება ნივთის ფაქტობრივი მფლობელობით. იმის დასადასტურებლად, რომ დაყადაღებული ქონება მოსარჩელის საკუთრებაა, მტკიცებულებები უნდა წარმოადგინოს თვით მოსარჩელემ. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების ანალიზით

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოვალის ქონების აღწერის და ყადაღის დადების შესახებ აქტში მითითებული მოძრავი ნივთები მოსარჩელე რე-----------–ისა და მოპასუხე ჟუ–----------------ის (ცოლ-ქმარი) საერთო საკუთრებაა, ისინი ამ ნივთების თანამფლობელები და თანამესაკუთრეები არიან, თუმცა მოსარჩელე არ დავობს ამ საფუძვლით. მიუხედავად ამისა, სასამართლოს მიერ აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება დადგენილია და შესაბამისად, მათი ყადაღისაგან გათავისულებაზე უარი უნდა ითქვას.

 

7. საპროცესო ხარჯები:

 

„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არის საქართველოს ბიუჯეტებში შენატანი, რომელსაც იხდიან ფიზიკური და იურიდიული პირები სახელმწიფოს მიერ მათი ინტერესების შესაბამისი იურიდიული მოქმედებების შესრულებისათვის და სათანადო საბუთების გაცემისათვის. ამავე კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით კი განსაზღვრულია სახელმწიფო ბაჟის გადამხდელი სუბიექტები და გათვალისწინებულია, რომ სახელმწიფო ბაჟის გადამხდელებად ითვლებიან ფიზიკური და იურიდიული პირები, რომელთა ინტერესებიდან გამომდინარეც სპეციალურად რწმუნებული დაწესებულებები ასრულებენ იურიდიულ მოქმედებებს და გასცემენ შესაბამის საბუთებს.

 

საქართველოს სამოქალაქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან გათავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლების სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

სარჩელი არ დაკმაყოფილდა. მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟი წინასწარ არის გადახდილი.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები:

 

საქართველოს სსკ-ის 1991-ე მუხლით, ,,სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას”.

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 09 დეკემბრის განჩინებით საქმეზე გამოყენებული იქნა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება და დავის დასრულებამდე აღმასრულებელ მა--------------ეს აეკრძალა სააღსრულებო წარმოება N-------------- საქმეზე.

 

იმის გამო რომ სარჩელი არ დაკმაყოფილდა, აღარ არსებობს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საფუძვლები და იგი უნდა გაუქმდეს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 8-ე, 53-ე, 243-ე-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 264-ე, 363-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით,გადაწყვიტა:

 

1. რე-----------–ის სარჩელი შპს ,,უნ--------–-''-სა და ჟუ–----------------ის მიმართ მოძრავი ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.

 

2. მოსარჩელის მიერ საქმეზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

 

3. გაუქმდეს საქმეზე, სარჩელის აღძვრამდე სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 09 დეკემბრის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფა, რომლითაც აღმასრულებელ მა--------------ეს (მის: ქ. ბათუმი, იუსტიციის სახლი) აეკრძალა სააღსრულებო წარმოება N------------- საქმეზე სასამართლოს მიერ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ჟუ–----------------ის (პ/ნ 6----------) მიმართ აღსრულების ნაწილში, 2016 წლის 03 ივნისის აღწერისა და მოძრავი ნივთების დაყადაღების აქტში მითითებული შემდეგი ქონების რეალიზაცია: 1. ტელევიზორი, ,,samsungi”, შავი ფერის 1ც; 2. მაცივარი ,,xitachi” ვერცხლის ფერი; 3. კომპიუტერის კომპლექტი შავი ფერის 1ც.; 4. ე.წ. გორკა 1ც. ყავისფერი; 5. სარეცხი მანქანა ,,simensi” თეთრი ფერის 1ც.:

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს 14 დღის ვადაში მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან აპელაციის წესით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუ-პორტის ქ. 32), ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (ქ. ბათუმი, ს. ზუბალაშვილის ქ. 30).

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: სალიხ შაინიძე