გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 27.08.2018
საქმის ნომერი
120310118002470613
კატეგორია
დავის ტიპი
დავები ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე
თარიღი
27.08.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2470613-3/082-18წ.

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

27 აგვისტო, 2018 წელი ქ. ახალციხე

შესავალი ნაწილი

ახალციხის რაიონული სასამართლო

მოსამართლე გია ბერაია

სხდომის მდივანი ბელა მერაბიშვილი

მოსარჩელე: შპს ,,ჯ--------------–სი"

მოსარჩელის წარმომადგენელი: ლ------------

მოსარჩელის წარმომადგენელი: ლ------------------

მოპასუხე: ს-------–---–--------------------------------

მოპასუხის წარმომადგენელი: დ---------------

დავის საგანი: ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა:

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი ს-------–---–--------------------------------- შპს " ჯ------------------" ბო-------ის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის მიერ საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გეგმიური ამბულატორიული მომსახურების მისაღებად რეგისტრირებულ მოსარგებლებზე თანხმობის ფორმის (მკაცრი აღრიცხვის ბლანკი) შევსების მდგომარეობისა და ს-------–---–--------------------------------- 2--- წლის 05 ივნისის N0------- წერილით მოთხოვნილი დოკუმენტაციის 2--- წლის 09 ოქტომბრის თემატური შემოწმების აქტი N2---/09.1--

 

1.2. ბათილად იქნეს ცნობილი ს-------–---–--------------------------------- 2--- წლის 06 დეკემბრის N0------- წერილი და სს------–---–--------------------ს დირექტორის 2015 წლის 04 ივნისის N0-------- ბრძანებით შექმნილი საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის პირობების შესრულების კონტროლის შედეგებზე მიმწოდებლის მხრიდან წარმოდგენილი ადმინისტრაციული საჩივრების განხილველი სათათბირო ორგანოს (კომისიის) 2--- წლის 27 ნოემბრის N27/11/2--- საოქმო გადაწყვეტილება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა შპს ჯ------------------ 2--- წლის 06 ნოემბრის ადმინისტრაციული საჩივარი (სააგენტოში რეგისტრირებული N11----) .

 

მოსარჩელემ თავის მოთხოვნა დაამყარა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

 

2--- წლის 09 ოქტომბერს ს-------–---–--------------------------------- მიერ შედგენილი იქნა „შპს ჯ------------------“ ბო-------ის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის მიერ საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში „გეგმიური ამბულატორიული მომსახურების მისაღებად რეგისტრირებულ მოსარგებლებზე თანხმობის ფორმის (მკაცრი აღრიცხვის ბლანკი) შევსების მდგომარეობისა და სსიპ სოციალური მომსახურეობის სააგენტოს 2--- წლის 05 ივნისის №0------- წერილით მოთხოვნილი დოკუმენტაციის თემატური შემოწმების აქტი №2---------, აქტს თან ერთვის სიდი დისკი, რომელზედაც მოცემული იყო დანართები ელექტრონულად, მატერიალური სახით დანართები არ გადაცემიათ.

 

აქტის თანახმად მათი ორგანიზაციის მიმართ გამოყენებული საჯარიმო სანქციების ოდენობა შეადგენდა 284 377 ლარს და 40 თეთრს, მათ შორის უკან დაბრუნებას ექვემდებარება 94 983 ლარი, დამატებითი ფინანსური ჯარიმა შეადგენს 189 394 ლარს და 40 თეთრს

 

შემოწმების აქტის მიხედვით, შემმოწმებლის მიერ გამოთქმულია შემდეგი პრეტენზიები: 1. შემოწმებით დადგინდა, რომ შპს ჯ--------------–ს ბო-------ის მრავალპროფილური საავადმყოფოს მიერ საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის გეგმიური ამბულატორიული მომსახურების საანგარიშგებო ფორმაში 205 ბენეფიციარი (290 შემთხვევა) ძირითად კონტიგენტში დარეგისტრირებული პაციენტების ფაქტობრივ მისამართში დაფიქსირებულია სოფელი (მათ შორის აქტიური პაციენტების ჩანაწერების რაოდენობამ შეადგინა 29, ხოლო პასიური პაციენტების ჩანაწერების რაოდენობამ შეადგინა 261) (იხილეთ აქტის მუხლი 7.2). 2. შემოწმების აქტის თანახმად 145 შემთხვევაში მოთხოვნის თვეში მოსარგებლეთა მონაცემთა ბაზაში დარეგისტრირების თარიღში უსწრებს თანხმობის ფორმის შევსების თარიღს (იხილეთ აქტის მუხლი 7.3.1). 3. შემოწმების აქტის თანახმად 2861 შემთხვევაში მკაცრი აღრიცხვის თანხმობის ფორმას არ ჰქონდა ბენეფიციარის პირადობის/დაბადების მოწმობის ასლი (იხილეთ აქტის მუხლი 7.3.2). 4. 243 შემთხვევაში მკაცრი აღრიცხვის თანხმობის ფურცლები შემოწმების პერიოდში ვერ იქნა წარმოდგენილი (იხილეთ აქტის მუხლი 7.3.3). 5. 623 შემთხვევაში არ ფიქსირდება ხელმოწერა, თარიღი ან თანხმობის ფორმაზე სხვისი ხელმოწერაა (იხილეთ აქტის მუხლი 7.3.4).

შემოწმების აქტის მიხედვით, შემმოწმებლის მიერ ასევე გამოთქმულია შემდეგი პრეტენზიები:

1.113 შემთხვევაში ჩანაწერი მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტს ხელს აწერენ არასრულწლოვანი ბენეფიციარები (იხილეთ აქტის მუხლი 7.3.5). 2.131 შემთხვევაში მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტის ფორმები გადასწორებულია (იხილეთ აქტის მუხლი 7.3.6). 3.992 შემთხვევაში ბენეფიციარების რეგისტრაციის მოდულში და მოსარგებლეთა თანხმობის ფორმაზე დარეგისტრირებულია სხვადასხვა მონაცემი (იხილეთ აქტის მუხლი 7.3.7).

4. 992 შემთხვევაში ბენეფიციარების რეგისტრაციის მოდულში და მოსარგებლეთა თანხმობის ფორმაზე დარეგისტრირებულია სხვადასხვა მონაცემი (იხილეთ აქტი მუხლი 7.3.8).

5. 1266 შემთხვევაში (2411 ჩანაწერი) ამბულატორიული კომპონენტით უკვე დარეგისტრირებულ ბენეფიციარებზე დამატებით არის შევსებული მკაცრი აღრიცხვის ფორმები.

 

მათ მიერ 2--- წლის 09 ოქტომბრის თემატური შემოწმების აქტი №2--------- ადმინისტრაციული საჩივრით 2--- წლის 06 ნოემბერს გასაჩივრებულ იქნა ს-------–---–--------------------------------ში.

 

ს-------–---–--------------------------------- 2--- წლის 06 დეკემბრის N0------- წერილით გვეცნობა სს------–---–--------------------ს დირექტორის 2015 წლის 04 ივნისის N0-------- ბრძანებით შექმნილი საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის პირობების შესრულების კონტროლის შედეგებზე მიმწოდებლის მხრიდან წარმოდგენილი ადმინისტრაციული საჩივრების განხილველი სათათბირო ორგანოს (კომისიის) 2--- წლის 27 ნოემბრის N27/11/2--- საოქმო გადაწყვეტილების შინაარსი რომლითაც შპს ჯ------------------ 2--- წლის 06 ნოემბრის საჩივარი (სააგენტოში რეგისტრირებული N11----) ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.

 

მიაჩნიათ, რომ 2--- წლის 09 ოქტომბრის თემატური შემოწმების აქტი N2---------, ასევე ს-------–---–--------------------------------- 2--- წლის 06 დეკემბრის წერილი და მიმწოდებლის მხრიდან წარმოდგენილი ადმინისტრაციული საჩივრების განმხილველი სათათბირო ორგანოს (კომისიის) 2--- წლის 27 ნოემბრის N27/11/2--- საოქმო გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას, რისთვისაც მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით მიმართეს სასამართლოს მათი ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

2. მხარეთა პოზიციები

 

2.1. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე- ს-------–---–--------------------------------მ წარმოდგენილი შესაგებლით დაეთანხმა ფაქტობრივ გარემოებებს, მაგრამ სარჩელი არ ცნო, (იხ. ტ.1.სფ.154-157).

 

3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. 2--- წლის 09 ოქტომბერს ს-------–---–--------------------------------- მიერ შედგენილი იქნა „შპს ჯ------------------“ ბო-------ის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის მიერ საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში „გეგმიური ამბულატორიული მომსახურების მისაღებად რეგისტრირებულ მოსარგებლებზე თანხმობის ფორმის (მკაცრი აღრიცხვის ბლანკი) შევსების მდგომარეობისა და სსიპ სოციალური მომსახურეობის სააგენტოს 2--- წლის 05 ივნისის №0------- წერილით მოთხოვნილი დოკუმენტაციის თემატური შემოწმების აქტი №2---------, რომლის თანახმად შემოწმებული იქნა სსიპ. სოციალური მომსახურეობის სააგენტოს 2--- წლის 5 ივნისის N0------- წერილის თანახმად, შპს ,,ჯ--------------–ის" მიერ წარმოდგენილი საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, გეგმიური ამბულატორიული მომსახურეობის მისაღებად 2013 წლის 28 თებერვლიდან 2--- წლის 01 სექტემბრამდე პერიოდში რეგისტრირებულ მოსარგებლებზე შევსებული თანხმობის ფორმები, კანონმდებლობით გათვალისწინებულ დოკუმენტებთან ერთად.

შემოწმება დაიწყო 2--- წლის 11 სექტემბერს და დამთავრდა 2--- წლის 9 ოქტომბერს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- თემატური შემოწმების აქტი(იხ.ტ.1. სფ.21-26).

 

3.2. თემატური შემოწმებისას „შპს ჯ------------------“ ბო-------ის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრში გამოვლენილი იქნა შემდეგ დარღვევები: 1) შემოწმების პერიოდში შპს. ,,ჯ--------------–ის" ბო-------ის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრს, მიღება-ჩაბარების აქტებით, მიღებული აქვს 14500 (თოთხმეტიათასხუთასი) საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გეგმიური ამბულატორიული მომსახურების მისაღებად სამედიცინო დაწესებულებაში რეგისტრაციაზე მოსარგებლის (მკაცრი აღრიცხვის) თანხმობის ფორმა. 2--- წლის 11 სექტემბრის მდგომარეობით სამედიცინო დაწესებულებაში სპეციალურად გამოყოფილ საცავში შენახულია 217 (ორასჩვიდმეტი) ერთეული მოსარგებლის შეუვსებელი თანხმობის ფორმა. (№2-----------------------------------------------------------------------).

2). ბენეფიციარების რეგისტრაციის მოდულში (ელექტრონული ჯანდაცვა) 2--- წლის 1 სექტემბრის მდგომარეობით დაწესებულებაში რეგისტრირებული იყო 25064 (64332 ჩანაწერი, მათ შორის აქტიური 21072) მოსარგებლე, მათ შორის ძირითადი კონტიგენტის (იწერება დაწესებულებაში დარგისტრირებული ბენეფიციარების ჯამური რაოდენობა რომლის საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ამბულატორიული მომსახურების მისაღებად სამედიცინო დაწესებულებაში რეგისტრაციაზე მოსარგებლის თანხმობის ფორმაში დაფიქსირებული ფაქტობრივი მისამართი მდებარეობს ქალაქში ან დაბაში) რაოდენობა 1---- (30--- ჩანაწერი), დამატებითი კონტიგენტის (იწერება დაწესებულებაში დარეგისტრირებული ბენეფიციარების ჯამური რაოდენობა რომლის საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ამბულატორიული მომსახურების მისაღებად სამედიცინო დაწესებულებაში რეგისტრაციაზე მოსარგებლის თანხმობის ფორმაში დაფიქსირებული ფაქტიური მისამართი მდებარეობს სოფელში) რაოდენობა 1---- (3---- ჩანაწერი). აღნიშნული მონაცემების შემოწმებით დადგინდა, რომ შპს ,,ჯ--------------–ს" ბო-------ის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის მიერ, ბენეფიციარების რეგისტრაციის მოდულში (ელექტრონული ჯანდაცვა) ძირითად კონტიგენტში დარეგისტრირებული 205 ბენეფიციარის (290 შემთხვევა) თანხმობის ფორმაში ფაქტობრივ მისამართში დაფიქსირებულია სოფელი (მათ შორის აქტიური პაციენტების შემთხვევაში რაოდენობამ შეადგინა 29, ხოლო პასიური პაციენტების შემთხვევაში რაოდენობამ შეადგინა 261)

აღნიშნულ მოსარგებლებზე მიმწოდებლის მიერ ზედმეტად მოთხოვნილმა თანხამ შეადგინა 3771 ლარი.

3). შემოწმების პერიოდში 5201 შემთხვევაში აღმოჩნდა სხვადსხვა სახის დარღვევები, მათ შორის

3.1 145 შემთხვევაში მოთხოვნის თვეში გეგმიური ამბულატორიული მომსახურებისათვის სამედიცინო ვაუჩერის მოსარგებლეთა მონაცემთა ბაზაში დარეგისტრირების თარიღი უსწრებს თანხმობის ფორმის შევსების თარიღს;

.3.2. 2861 შემთხვევაში მკაცრი აღრიცხვის თანხმობის ფორმას არ ჰქონდა ბენეფიციარის პირადობის მოწმობის ასლი

3.3. 243 შემთხვევაში მკაცრი აღრიცხვის თანხმობის ფურცლები შემოწმების პერიოდში ვერ წარადგინეს;

3.4. 623 შემთხვევაში არ ფიქსირდება ხელმოწერა, თარიღი, ან თანხმობის ფორმაზე სხვისი ხელმოწერა;

3.5. 113 შემთხვევაში თანხმობის ფორმაში ფიქსირდება არასრულწლოვნის ხელმოწერა;

3.6.131 შემთხვევაში თანხმობის ფორმაზე ბენეფიციარის მონაცემები გადასწორებულია;

3.7. 992 შემთხვევაში ბენეფიციარის რეგისტრაციის მოდულში (ელექტრონული ჯანდაცვა) და მოსარგებლის თანხმობის ფორმაზე დაფიქსირებულია სხვადასხვა მონაცემები;

3.8. 993 შემთხვევაში ბენეფიციარების რეგისტრაციის მოდულში (ელექტრონული ჯანდაცვა) და მოსარგებლის თანხმობის ფორმაზე დაფიქსირებულია სხვადასხვა პიროვნება.

შემოწმების პერიოდში ასევე აღმოჩნდა, რომ 1065 შემთხვევაში (478 ბენეფიციარი) ამბულატორიული მომსახურების კომპონენტით მოსარგებლეთა ბაზაში უკვე რეგისტრირებულ ბენეფიციარებზე დამატებით შევსებულია მკაცრი აღრიცხვის თანხმობის ფორმები (გაპასიურების გარეშე) და მონაცმები ხელმეორედ არის შეყვანილი აღნიშნულ ბაზაში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- თემატური შემოწმების აქტი(იხ.ტ.1. სფ.21-26).

 

3.3. თემატური შემოწმების აქტის თანახმად „შპს ჯ------------------“ ბო-------ის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის მიმართ გამოყენებული საჯარიმო სანქციების ოდენობა შეადგენდა 284 377 ლარს და 40 თეთრს, მათ შორის უკან დაბრუნებას ექვემდებარება 94 983 ლარი, დამატებითი ფინანსური ჯარიმა შეადგენს 189 394 ლარს და 40 თეთრს

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- თემატური შემოწმების აქტი(იხ.ტ.1. სფ.21-26).

 

3.4. „შპს ჯ------------------“ ბო-------ის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის წარმომადგენლის მიერ თემატური შემოწმების აქტი გასაჩივრებული იქნა სსიპ. სოციალური მომსახურეობის სააგენტოში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებს:

-ადმინისტრაციული საჩივარი(იხ.ტ.1. სფ.21-26).

 

3.5. სს------–---–--------------------ს დირექტორის 2015 წლის 04 ივნისის N0-------- ბრძანებით შექმნილი საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის პირობების შესრულების კონტროლის შედეგებზე მიმწოდებლის მხრიდან წარმოდგენილი ადმინისტრაციული საჩივრების განხილველი სათათბირო ორგანოს (კომისიის) 2--- წლის 27 ნოემბრის N27/11/2--- საოქმო გადაწყვეტილებით შპს ჯ------------------ 2--- წლის 06 ნოემბრის საჩივარი (სააგენტოში რეგისტრირებული N11----) ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებს:

- სს------–---–--------------------ს დირექტორის 2015 წლის 04 ივნისის #0-------- ბრძანებით შექმნილი საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის პირობების შესრულების კონტროლის შედეგებზე მიმწოდებლის მხრიდან წარმოდგენილი ადმინისტრაციული საჩივრების განხილველი სათათბირო ორგანოს (კომისიის) 2--- წლის 27 ნოემბრის N27/11/2--- საოქმო გადაწყვეტილება(იხ.ტ.1.სფ.34-38).

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალებისა და სხდომაზე გამოცხადებული მხარის ახსნა-განმარტების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ შპს „ჯ--------------–სი“-ს სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს კონსტიტუცია, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის" საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის N36 დადგენილება.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს კონსტიტუციის 42.1. მუხლის თანახმად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავისი დარღვეული, შეზღუდული, წართმეული ან სადავოდ ქცეული უფლების დაცვა-აღდგენისათვის მიმართოს სასამართლოს.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ” ქ/პუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.

 

ამავე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო არის ყველა სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო ან დაწესებულება, საჯარო სამართლის იურიდიული პირი (გარდა პოლიტიკური და რელიგიური გაერთიანებებისა), აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე ასრულებს საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებებს.

 

აღნიშნული ნორმის დეფინიციის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული დოკუმენტის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ იგი ფორმალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით აკმაყოფილებდეს აღნიშნულ იმპერატიული-ნორმატიულ მოთხოვნებს და შეიცავდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ყველა ელემენტს, კერძოდ: სადავო ურთიერთობის ერთ-ერთი მხარე უნდა იყოს ადმინისტრაციული ორგანო, სადავო სამართლებრივი ურთიერთობა უნდა გამომდინარეობდეს ადმინისტრაციული (საჯარო) სამართლის კანონმდებლობიდან და ადმინისტრაციული ორგანოს ღონისძიება მიმართული უნდა იყოს კონკრეტული შემთხვევის მოწესრიგებისა და არსებული სამართლებრივი მდგომარეობის შეცვლისაკენ, ანუ იგი უნდა აწესებდეს, ცვლიდეს, წყვეტდეს ან ადასტურებდეს პირის სამართლებრივ მდგომარეობას.

 

მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული გადაწყვეტილებები წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან და სხვა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.

 

6.2. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 17-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები.

 

ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი.

 

საქართველოს კონსტიტუციის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ყველას აქვს უფლება ისარგებლოს ჯანმრთელობის დაზღვევით, როგორც ხელმისაწვდომი სამედიცინო დახმარების საშუალებით. კანონით დადგენილი წესით განსაზღვრულ პირობებში უზრუნველყოფილია უფასო სამედიცინო დახმარება.

 

ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად სახელმწიფო აკონტროლებს ჯანმრთელობის დაცვის ყველა დაწესებულებას, სამკურნალო საშუალებათა წარმოებას და ამ საშუალებებით ვაჭრობას.

 

,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის" საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის N36 დადგენილების დანართი ერთის პირველი მუხლის თანახმად საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის (შემდგომში – პროგრამა) მიზანია ჯანმრთელობის დაზღვევის არმქონე საქართველოს მოსახლეობისათვის შექმნას ფინანსური უზრუნველყოფა სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობისათვის, კერძოდ:

ა) პირველადი ჯანდაცვის მომსახურებაზე მოსახლეობის გეოგრაფიული და ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდა;

ბ) ამბულატორიული მომსახურების მოხმარების გაზრდა ძვირადღირებული და მაღალტექნოლოგიური ჰო-------–ური მომსახურების მოხმარების რაციონალიზაციის მიზნით;

გ) მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება გადაუდებელ სტაციონარულ და ამბულატორიულ მომსახურებაზე ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდის გზით.

 

ამავე პროგრამის მესამე ნაწილის თანახმად პროგრამის განხორციელებას უზრუნველყოფს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში - სამინისტრო) სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ –სოციალური მომსახურების სააგენტო (შემდგომში ტექსტსა და დანართებში – განმახორციელებელი).

 

ამავე პროგრამის დანართის ერთის 151-ე მუხლის თანახმად პროგრამით განსაზღვრულია პირობების შესრულების კონტროლი. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად კონტროლი ხორციელდება გეგმური და არაგეგმური შემოწმების გზით.

 

ამავე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად კონტროლის განხორციელებისას ხდება მიმწოდებელთან არსებული სამედიცინო, ფინანსური დოკუმენტაციისა და საინფორმაციო სისტემაში მიმწოდებლის მიერ დაფიქსირებული ინფორმაციის გადამოწმება. პროგრამის განმახორციელებელი უფლებამოსილია, მოითხოვოს მიმწოდებლისაგან მომსახურებასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია და დოკუმენტაცია, ასევე ახსნა-განმარტებები, საჭიროებისამებრ, განახორციელოს პაციენტთან, მისი ოჯახის წევრებთან და სამედიცინო პერსონალთან გასაუბრება.

 

ამავე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად კონტროლის განხორციელებისას განმახორციელებლის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ დგება შემოწმების აქტი პროგრამის განმახორციელებლის მიერ დადგენილი ფორმის შესაბამისად, რომელსაც შემოწმების დასრულებისას ხელს აწერენ აქტის შემდგენელი და მიმწოდებლის წარმომადგენელი. შემოწმების აქტის შესაბამისად, მიმწოდებელს შეიძლება დაეკისროს ანაზღაურებული თანხის სახელმწიფო ბიუჯეტში დაბრუნება ან/და დამატებითი ფინანსური ჯარიმის გადახდა. იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებლის წარმომადგენელი უარს აცხადებს აქტის ხელმოწერაზე, აქტში უნდა გაკეთდეს შესაბამისი შენიშვნა.

 

ამავე მუხლის მეექვსე ნაწილის თანახმად შემოწმების აქტი უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისათვის დადგენილ მოთხოვნებს და მოიცავდეს მითითებას საჯარიმო სანქციების გადახდისა და აღსრულების პირობებზე. შემოწმების შედეგების თაობაზე გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის აღსრულებისათვის საჭირო პროცედურებს უზრუნველყოფს პროგრამის განმახორციელებელი.

 

-დადგენილია, რომ 2--- წლის 09 ოქტომბერს ს-------–---–--------------------------------- მიერ შედგენილი იქნა „შპს ჯ------------------“ ბო-------ის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის მიერ საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში „გეგმიური ამბულატორიული მომსახურების მისაღებად რეგისტრირებულ მოსარგებლებზე თანხმობის ფორმის (მკაცრი აღრიცხვის ბლანკი) შევსების მდგომარეობისა და სსიპ სოციალური მომსახურეობის სააგენტოს 2--- წლის 05 ივნისის №0------- წერილით მოთხოვნილი დოკუმენტაციის თემატური შემოწმების აქტი №2---------, რომლის თანახმად შემოწმებული იქნა სსიპ. სოციალური მომსახურეობის სააგენტოს 2--- წლის 5 ივნისის N0------- წერილის თანახმად, შპს. ,,ჯ--------------–ის" მიერ წარმოდგენილი საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, გეგმიური ამბულატორიული მომსახურეობის მისაღებად 2013 წლის 28 თებერვლიდან 2--- წლის 01 სექტემბრამდე პერიოდში რეგისტრირებულ მოსარგებლებზე შევსებული თანხმობის ფორმები, კანონმდებლობით გათვალისწინებულ დოკუმენტებთან ერთად.

შემოწმება დაიწყო 2--- წლის 11 სექტემბერს და დამთავრდა 2--- წლის 9 ოქტომბერს.

 

დადგენილია, რომ თემატური შემოწმებისას „შპს ჯ------------------“ ბო-------ის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრში გამოვლენილი იქნა შემდეგ დარღვევები: 1). შემოწმების პერიოდში შპს. ,,ჯ--------------–ის" ბო-------ის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრს, მიღება-ჩაბარების აქტებით, მიღებული აქვს 14500 (თოთხმეტიათასხუთასი) საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გეგმიური ამბულატორიული მომსახურების მისაღებად სამედიცინო დაწესებულებაში რეგისტრაციაზე მოსარგებლის (მკაცრი აღრიხცვის) თანხმობის ფორმა. 2--- წლის 11 სექტემბრის მდგომარეობით სამედიცინო დაწესებულებაში სპეციალურად გამოყოფილ საცავში შენახულია 217 (ორასჩვიდმეტი) ერთეული მოსარგებლის შეუვსებელი თანხმობის ფორმა. (№2-----------------------------------------------------------------------).

2). ბენეფიციარების რეგისტრაციის მოდულში (ელექტრონული ჯანდაცვა) 2--- წლის 1 სექტემბრის მდგომარეობით დაწესებულებაში რეგისტრირებული იყო 25064 ( 64332 ჩანაწერი, მათ შორის აქტიური 21072) მოსარგებლე, მათ შორის ძირითადი კონტიგენტის (იწერება დაწესებულებაში დარგისტრირებული ბენეფიციარების ჯამური რაოდენობა რომლის საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ამბულატორიული მომსახურების მისაღებად სამედიცინო დაწესებულებაში რეგისტრაციაზე მოსარგებლის თანხმობის ფორმაში დაფიქსირებული ფაქტობრივი მისამართი მდებარეობს ქალაქში ან დაბაში) რაოდენობა 1---- (30--- ჩანაწერი), დამატებითი კონტიგენტის (იწერება დაწესებულებაში დარეგისტრირებული ბენეფიციარების ჯამური რაოდენობა რომლის საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ამბულატორიული მომსახურების მისაღებად სამედიცინო დაწესებულებაში რეგისტრაციაზე მოსარგებლის თანხმობის ფორმაში დაფიქსირებული ფაქტიური მისამართი მდებარეობს სოფელში) რაოდენობა 1---- (3---- ჩანაწერი). აღნიშნული მონაცემების შემოწმებით დადგინდა, რომ შპს ,,ჯ--------------–ს" ბო-------ის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის მიერ, ბენეფიციარების რეგისტრაციის მოდულში (ელექტრონული ჯანდაცვა) ძირითად კონტიგენტში დარეგისტრირებული 205 ბენეფიციარის (290 შემთხვევა) თანხმობის ფორმაში ფაქტობრივ მისამართში დაფიქსირებულია სოფელი (მათ შორის აქტიური პაციენტების შემთხვევაში რაოდენობამ შეადგინა 29, ხოლო პასიური პაციენტების შემთხვევაში რაოდენობამ შეადგინა 261).

აღნიშნულ მოსარგებლებზე მიმწოდებლის მიერ ზედმეტად მოთხოვნილმა თანხამ შეადგინა 3771 ლარი.

3). შემოწმების პერიოდში 5201 შემთხვევაში აღმოჩნდა სხვადასხვა სახის დარღვევები, მათ შორის

3.1 145 შემთხვევაში მოთხოვნის თვეში გეგმიური ამბულატორიული მომსახურებისათვის სამედიცინო ვაუჩერის მოსარგებლეთა მონაცემთა ბაზაში დარეგისტრირების თარიღი უსწრებს თანხმობის ფორმის შევსების თარიღს;

.3.2. 2861 შემთხვევაში მკაცრი აღრიცხვის თანხმობის ფორმას არ ჰქონდა ბენეფიციარის პირადობის მოწმობის ასლი

3.3. 243 შემთხვევაში მკაცრი აღრიცხვის თანხმობის ფურცლები შემოწმების პერიოდში ვერ წარადგინეს;

3.4. 623 შემთხვევაში არ ფიქსირდება ხელმოწერა, თარიღი, ან თანხმობის ფორმაზე სხვისი ხელმოწერა;

3.5. 113 შემთხვევაში თანხმობის ფორმაში ფიქსირდება არასრულწლოვნის ხელმოწერა;

3.6. 131 შემთხვევაში თანხმობის ფორმაზე ბენეფიციარის მონაცემები გადასწორებულია;

3.7. 992 შემთხვევაში ბენეფიციარის რეგისტრაციის მოდულში (ელექტრონული ჯანდაცვა) და მოსარგებლის თანხმობის ფორმაზე დაფიქსირებულია სხვადასხვა მონაცემები;

3.8. 993 შემთხვევაში ბენეფიციარების რეგისტრაციის მოდულში (ელექტრონული ჯანდაცვა) და მოსარგებლის თანხმობის ფორმაზე დაფიქსირებულია სხვადასხვა პიროვნება.

შემოწმების პერიოდში ასევე აღმოჩნდა, რომ 1065 შემთხვევაში (478 ბენეფიციარი) ამბულატორიული მომსახურების კომპონენტით მოსარგებლეთა ბაზაში უკვე რეგისტრირებულ ბენეფიციარებზე დამატებით შევსებულია მკაცრი აღრიცხვის თანხმობის ფორმები (გაპასიურების გარეშე) და მონაცმები ხელმეორედ არის შეყვანილი აღნიშნულ ბაზაში.

- თემატური შემოწმების აქტის თანახმად „შპს ჯ------------------“ ბო-------ის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის მიმართ გამოყენებული საჯარიმო სანქციების ოდენობა შეადგენდა 284 377 ლარს და 40 თეთრს, მათ შორის უკან დაბრუნებას ექვემდებარება 94 983 ლარი, დამატებითი ფინანსური ჯარიმა შეადგენს 189 394 ლარს და 40 თეთრს.

 

,,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის" საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის N36 დადგენილების დანართი ერთის 10-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პროგრამის ფარგლებში არამატერიალიზებული ვაუჩერის მეშვეობით განხორციელებული სამედიცინო მომსახურების შემთხვევაში, პირის მოსარგებლედ ცნობა ხდება პირის მიერ პროგრამის ფარგლებში განსაზღვრული მოსარგებლის კრიტერიუმების დაკმაყოფილებისა და მიმწოდებლის მიერ განხორციელებული შეტყობინების დროს ან ანგარიშგების წარდგენის შემთხვევაში, როგორც ეს არის განსაზღვრული პროგრამის ცალკეული კომპონენტის პირობებით.

 

ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად იმ შემთხვევაში, თუ სამედიცინო მომსახურების მიწოდება ხორციელდება განმახორციელებლის მიერ გაცემული მატერიალიზებული სამედიცინო ვაუჩერის/თანხმობის წერილის საფუძველზე, პირის მოსარგებლედ ცნობისთვის საჭიროა, ინდივიდმა ან მისმა ნდობით აღჭურვილმა პირმა შესაბამისი პროგრამის/ქვეპროგრამის განმახორციელებელთან წარადგინოს სამედიცინო საჭიროების დამადასტურებელი ცნობა (ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა – ფორმა №IV-100/ა), პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (18 წლამდე ასაკის მოქალაქეთა შემთხვევაში, დასაშვებია დაბადების მოწმობა) ასლი, ანგარიშფაქტურა, კალკულაცია (საჭიროების შემთხვევაში) ან ინდივიდმა მიმართოს პროგრამის/ქვეპროგრამის მიმწოდებელს. პირის მიერ პროგრამის ფარგლებში განსაზღვრული მოსარგებლის კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში, პროგრამის/ქვეპროგრამის განმახორციელებლის ან მიმწოდებლის მიერ, სამედიცინო საჭიროების მიხედვით, სპეციალურ ელექტრონულ სისტემაში ივსება შესაბამისი ფორმის განაცხადი (რეკვიზიტები, სამედიცინო საჭიროების დამადასტურებელი ცნობა (ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა ფორმა №IV-100/ა), კალკულაცია). განაცხადის ფორმას განსაზღვრავს განმახორციელებელი.

 

ამავე დანართის 19-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ზედამხედველობის ნებისმიერ ეტაპზე გამოვლენილი დარღვევებისას გამოყენებული იქნება სხვადასხვა ტიპის საჯარიმო სანქციები: ა). შემთხვევის სრულ ანაზღაურებაზე უარი; ბ) უკვე ანაზღაურებული შემთხვევისას თანხის უკან დაბრუნება; გ) დამატებითი ფინანსური ჯარიმა.

 

ამავე მუხლის მესამე ნაწილის ,,გ.ა" პუნქტის თანახმად განმახორციელებლის მიერ ანაზღაურებული თანხის სრულად უკან დაბრუნების საფუძვლებია: პაციენტი არ არის ამ პროგრამის მოსარგებლე, ხოლო ამავე პუნქტის ,,ზ" ქვეპუნქტის თანახმად თუ შემთხვევის შესახებ მონაცემები ან/და დოკუმენტაცია არ ასახავს სინამდვილეს.

 

ამავე პროგრამის 23-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად 21-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გეგმიური ამბულატორიული მომსახურებისათვის არამატერიალიზებული სამედიცინო ვაუჩერის მოსარგებლედ ითვლება პირი, რომელიც რეგისტრირებულია შესაბამის მიმწოდებელთან.

 

ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად 21-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გეგმიური ამბულატორიული მომსახურებისათვის არამატერიალიზებული სამედიცინო ვაუჩერის მოსარგებლეს პროგრამით განსაზღვრული მომსახურების მისაღებად საჭირო რეგისტრაციისათვის აქვს თავისუფალი არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა პროგრამაში მონაწილე სამედიცინო დაწესებულებებს შორის იმ პირობით, რომ მოსარგებლეს სამედიცინო დაწესებულების შეცვლა შეუძლია ყოველ ორ თვეში ერთხელ.

 

ამავე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად პროგრამაში მონაწილე სამედიცინო დაწესებულებებმა პროგრამის მოსარგებლეთა რეგისტრაცია უნდა განახორციელონ მხოლოდ მოსარგებლის თანხმობის (დადგენილი წესით) საფუძველზე, რომელიც დადასტურებული უნდა იყოს მოსარგებლის ან არასრულწლოვანის შემთხვევაში - მისი კანონიერი წარმომადგენლის (მშობელი, პაპა, ბებია, და, ძმა, მეურვე ან მზრუნველი და კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა კანონიერი წარმომადგენელი) ხელმოწერი.

 

ამავე მუხლის მეექვსე ნაწილის თანახმად სამედიცინო ვაუჩერის მოსარგებლეთა მონაცემთა ბაზაში დუბლირების აღმოჩენის შემთხვევაში, დაწესებულება ვალდებულია წარმოადგინოს პაციენტის წერილობითი თანხმობა სამედიცინო დაწესებულებაში რეგისტრაციასთან დაკავშირებით.

 

მოცემელ შემთხვევაში შემოწმების აქტში დაფიქსირებული დარღვევები დადასტურებულია, მოსარჩელე მხარეს აღნიშნული გარემოებათა საწინააღმდეგო მტკიცებულება არ წარმოუდგენია, შესაბამისად არსებობდა ყველა გარემოება, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს მოეთხოვა არასწორად ანაზღაურებული თანხების უკან დაბრუნება და დამატებით ფინანსური ვალდებულება ჯარიმის სახით, რაც შესაბამისობაშია ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამასთან."

 

6.3. საქართველოს მთავრობის 2015 წლის 26 ოქტომბრის N552 დადგენილებით „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე" 151 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: კონტროლი ხორციელდება გეგმური და არაგეგმური შემოწმების გზით. ამასთან, კონტროლის განხორციელების ვადა არ უნდა აღემატებოდეს შემთხვევის დასრულებიდან 5 (ხუთი) კალენდარულ წელს.“, ხოლო მანამდე მოქმედი რედაქცია იყო შემდეგი: ,,კონტროლი ხორციელდება გეგმური და არაგეგმური შემოწმების გზით. ამასთან, კონტროლის განხორციელების ვადა არ უნდა აღემატებოდეს შემთხვევის დასრულებიდან 3 (სამი) კალენდარულ წელს".

 

მოსარჩელეთა პოზიცია იმას მიმართებაში, რომ ხუთ წლიანი შემოწმების ვადა უნდა გავრცელებულიყო საქართველოს მთავრობის 2015 წლის 26 ოქტომბრის N552 დადგენილების ამოქმედების შემდეგ წარმოშობილი სამართლებრივ ურთიერთობებზე, ხოლო მუხლის ამოქმედებამდე წარმომოშობილ ურთიერთობებზე, უნდა გავრცელებულიყო სამ წლიანი შემოწმების ვადა და აღნიშნულ დადგენილებას უკუძალა არ აქვს, სასამართლო აღნიშნულ გარემოებებს ვერ გაიზიარებს და განმარტავს შემდეგს:

 

საქართველოს კონსტუტუციის 42-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად არავინ არ აგებს პასუხს იმ ქმედებისათვის, რომელიც მისი ჩადენის დროს სამართალდარღვევად არ ითვლებოდა. კანონს, თუ ის არ ამსუბუქებს ან არ აუქმებს პასუხისმგებლობას, უკუძალა არა აქვს.

 

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მეცხრე მუხლის თანახმად ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენმა პასუხი უნდა აგოს სამართალდარღვევის ჩადენის დროს და ადგილას მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე.

 

ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისათვის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ ან გამაუქმებელ აქტებს აქვთ უკუქცევითი ძალა, ესე იგი ვრცელდებიან ამ აქტების გამოცემამდე ჩადენილ სამართალდარღვევებზეც. აქტებს, რომლებიც აწესებენ ან აძლიერებენ პასუხისმგებლობას ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისათვის, უკუქცევითი ძალა არა აქვთ.

 

საქართველოს კანონის ,,ნორმატიული აქტების შესახებ" 24-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ნორმატიულ აქტს უკუძალა აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს პირდაპირ არის დადგენილი ამ ნორმატიული აქტით.

 

ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად ნორმატიულ აქტს, რომელიც ადგენს ან ამძიმებს პასუხისმგებლობას, უკუძალა არა აქვს.

 

მოცემულ შემთხვევაში ქმედება, რომელსაც ედავებიან შპს. ,,ჯ-------------–ს" დარღვევას წარმოადგენდა, როგორც საქართველოს მთავრობის 2015 წლის 26 ოქტომბრის N552 დადგენილებით „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის, როგორც ამოქმედებამდე, ისე ამოქმედების შემდეგ და აღნიშნული დარღვევა სახეზე იყო.

 

შემოწმებამ მოიცვა 2013 წლის 28 თებერვლიდან 2--- წლის 01 სექტემბრამდე პერიოდი, შესაბამისად, თუ დადგენილებაში ცვლილება არ შევიდოდა და იმოქმედებდა სამ წლიანი შემოწმების პერიოდი, მაშინ ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება ექნებოდა შემოწმება განეხორციელებინა არაუგვიანეს 2016 წლის 28 თებერვლისა, შესაბამისად აღნიშნული ცვლილებით არ მოხდარა ხანდაზმული ვადის გაცოცხლება, რადგან ნორმა ამოქმედდა 2015 წლის 26 ოქტომბერს შემოწმების სამ წლიან ვადაში, ამ შემთხვევაში სახეზეა გარემოება, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება მიენიჭა შეემოწმებინა ხუთლიან შემოწმების ვადაში და შემოწმების ხუთ წლიანი ვადა გავრცელებულიყო მუხლის ამოქმედებამდე წარმოშობილ ურთიერთობებზე, ისე, რომ არ მომხდარიყო უკვე ხანდაზმული ვადის გაცოცხლება, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს, შესაბამისად მაკონტროლებელი ორგანოს ქმედებით არ დამძიმებულა შპს.,,ჯ--------------–ის" არც სამართლებრივი და არც ფაქტობრივი მდგომარეობა, შესაბამისად სახეზე არ არის პასუხისმგებლობის დამძიმება, რის გამოც მოცემულ შემთხვევაში ხუთი წლიანი შემოწმების ვადა ვრცელდება ცვლილებების ამოქმედებამდე წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

 

6.4. დადგენილია, რომ „შპს ჯ------------------“ ბო-------ის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის წარმომადგენლის მიერ თემატური შემოწმების აქტი გასაჩივრებული იქნა სსიპ. სოციალური მომსახურეობის სააგენტოში.

 

- სს------–---–--------------------ს დირექტორის 2015 წლის 04 ივნისის #0-------- ბრძანებით შექმნილი საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის პირობების შესრულების კონტროლის შედეგებზე მიმწოდებლის მხრიდან წარმოდგენილი ადმინისტრაციული საჩივრების განხილველი სათათბირო ორგანოს (კომისიის) 2--- წლის 27 ნოემბრის N27/11/2--- საოქმო გადაწყვეტილებით შპს ჯ------------------ 2--- წლის 06 ნოემბრის საჩივარი (სააგენტოში რეგისტრირებული N11----) ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი იმ შემთხვევაშია ბათილი, თუ ის ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად არღვევს მისი მომზადების ან გამოცემის კანონით გათვალისწინებულ სხვა მოთხოვნებს.

 

ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ბათილად ცნობს მისი გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო საჩივრის ან სარჩელის შემთხვევაში – ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო ან სასამართლო.

 

ამავე კოდექსის 96-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილის თანახმად ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების განსაზღვრისათვის, იგი არა მხოლოდ ფორმალური გამართულობის, არამედ მისი შინაარსობრივი, არსებითი მხრივაც უნდა იქნას შემოწმებული.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის ,,კ“ ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული წარმოება არის ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების, გამოცემისა და აღსრულების, ადმინისტრაციული საჩივრის გადაწყვეტის აგრეთვე ადმინისტრაციული ხელშეკრულების მომზადების, დადების ან გაუქმების მიზნით.

 

ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 5.1. მუხლში რეგლამენტირებულია ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილების განხორციელების სავალდებულო პრინციპი - უფლებამოსილების განხორციელება კანონის საფუძველზე, რაც ნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს ეკრძალება კანონმდებლობის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე მოქმედება.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ს-------–---–--------------------------------- შპს " ჯ------------------" ბო-------ის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის მიერ საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გეგმიური ამბულატორიული მომსახურების მისაღებად რეგისტრირებულ მოსარგებლებზე თანხმობის ფორმის (მკაცრი აღრიცხვის ბლანკი) შევსების მდგომარეობისა და ს-------–---–--------------------------------- 2--- წლის 05 ივნისის N0------- წერილით მოთხოვნილი დოკუმენტაციის 2--- წლის 09 ოქტომბრის თემატური შემოწმების აქტი N2---/09.1-- ასევე ს-------–---–--------------------------------- 2--- წლის 06 დეკემბრის N0------- წერილი და სს------–---–--------------------ს დირექტორის 2015 წლის 04 ივნისის N0-------- ბრძანებით შექმნილი საყოველთაო ჯამრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის პირობების შესრულების კონტროლის შედეგებზე მიმწოდებლის მხრიდან წარმოდგენილი ადმინისტრაციული საჩივრების განხილველი სათათბირო ორგანოს (კომისიის) 2--- წლის 27 ნოემბრის N27/11/2--- საოქმო გადაწყვეტილება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა შპს ჯ------------------ 2--- წლის 06 ნოემბრის ადმინისტრაციული საჩივარი (სააგენტოში რეგისტრირებული N11----) გამოცემულია საქართველოს კანონმდებლობის სრული დაცვით, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებულ სამართლებრივ ნორმებთან, ადმინისტრაციულ ორგანოს აქტების გამოცემისას გამოკვლეული და შესწავლილი აქვს საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება, ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას. ზემოაღნიშნულიდანნ გამომდინარე არ არსებობს მათი ბათილად ცნობის სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძველი, რის გამოც შპს „ჯეო ჰოსპიტალსი“-ს სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ ორივე მხარე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.

 

განსახილველ შემთხვევაში სარჩელი არ დაკმაყოფილდა, არ არსებობს მოპასუხეზე სახელმწიფო ბაჟის დაკისრების სამართლებრივი საფუძველი.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12, 13-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 39-ე, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1.შპს ,,ჯ------------------" სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მის: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის ქუჩა №7ა) 14 დღის ვადაში მხარეებზე დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის დღიდან ახალციხის რაიონული სასამართლოს (მის: ქ. ახალციხე, მებაღიშვილის ქუჩა №62) მეშვეობით.

 

მოსამართლე: გია ბერაია