გადაწყვეტილება

სამოქალაქო 23.08.2018
საქმის ნომერი
330210018002579727
კატეგორია
დავის ტიპი
მეუღლეთა განქორწინების თაობაზე
თარიღი
23.08.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N2/23582-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

23 აგვისტო, 2018 წელი თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ლელა ცანავა

მოსარჩელე პ--------------–-–---–ი

მოპასუხე ნ----------------–---–ი

დავის საგანი განქორწინება

განხილვის ფორმა ზეპირი მოსმენის გარეშე

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. რეგისტრირებული ქორწინების შეწყვეტა შესარიგებელი ვადის დანიშვნის გარეშე.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. ნ----------------–---–მა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი ცნო.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. ხასიათის შეუთავსებლობისა და კონფლიქტური სიტუაცების გამო მხარეებს შორის ქორწინება ფაქტობრივად შეწყვეტილია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 2);

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. პ--------------–-–---–ი და ნ----------------–---–ი რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან 2005 წლის 0-----------დან.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ქორწინების მოწმობა (ს.ფ. 15);

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სასარჩელო მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან მოპასუხემ ცნო სარჩელი.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1122-ე მუხლის ''გ'' ქვეპუნქტი, ამავე კოდექსის 1127-ე მუხლის მეორე ნაწილი, 1106-ე მუხლი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1122-ე მუხლის "გ" ქვეპუნქტის თანახმად, ქორწინება წყდება განქორწინებით. ამავე კოდექსის 1127-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო იღებს ზომებს მეუღლეთა შესარიგებლად. განქორწინება მოხდება, თუ სასამართლო დაადგენს, რომ მეუღლეთა შემდგომი ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია. ამავე კოდექსის 1106-ე მუხლის თანახმად, ქორწინება ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირია.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.

 

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ არ მიიჩნია მიზანშეწონილად მხარეებისათვის შესარიგებელი ვადის დანიშვნა, ვინაიდან მოპასუხემ ცნო სარჩელი.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან მოპასუხე ნ----------------–---–მა წარმოდგენილი შესაგებლით ცნო სარჩელი, იგი უნდა გათავისუფლდეს სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

განსახილველ სარჩელთან დაკავშირებით უზრუნველყოფის ღონისძიება არ ყოფილა გამოყენებული.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 49-ე მუხლის მეორე ნაწილით, 55-ე, 243-244-ე, 247-ე-249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა

 

1. პ--------------–-–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს და შეწყდეს ქორწინება პ--------------–-–---–სა (დაბ. 1-.0--1---წ, პ/ნ 0----------) და ნ----------------–---–ს (დაბ. 0-.1-.1---წ, პ/ნ 0----------) შორის 2005 წლის 0-----------ს, სააქტო ჩანაწერით Nმ---------, რეგისტრირებული ქორწინება.

2. მოსარჩელე პ--------------–-–---–ს (პ/ნ 0----------) დაუბრუნდეს ლ-----------–---ის (პ/ნ 6----------) მიერ სარჩელზე 2018 წლის 0-----------ს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 (ასი) ლარის ოდენობით (სახელმწიფო ხაზინა, კოდი – TRESGE22, საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი 300773150).

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ლელა ცანავა