განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N110100117002009911
N1/109-2017
ზესტაფონის რაიონული სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
8 აგვისტო, 2018 წელი ქ.ზესტაფონი
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მოსამართლე - ზურაბ ბალავაძე
სხდომის მდივანი - თამარ გელაშვილი
ბრალდების მხარე:
პროკურორები - კ---- ს------, გ--- დ--------–---;
დაცვის მხარე:
ბრალდებული - ვ-–------რ გ---- ძე გ------ე, დაბადებული 1----–-–---------------ს, საქართველოს მოქალაქე (პირადი ნომერი 5----------), ს-–----–-- გ------–---- მქონე, დასაოჯახებელი, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები: ხარაგაულის რაიონი, სოფელი მ---–----;
კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ 126-ე მუხლის პირველი ნაწილი - (ცემა (ძალადობა), რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი - 2018 წლის 1 იანვრამდე მოქმ---ი რედაქცია);
ადვოკატი - ნინო ვაჩეიშვილი;
სხდომის სახე - ღია.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
1. 2017 წლის 10 მაისს, დაახლოებით 19:00 საათზე, ხარაგაულის რაიონის სოფელ ბ-–--------ში განთავსებულ შპს „-------- რ--------- 2--------------------------------------------–---–--” ტერიტორიაზე, ვ-–------რ გ------ემ, განაწყენების ნიადაგზე, მარჯვენა ყბისა და მარჯვენა თვალის არეში მუშტის ორჯერ დარტყმით ცემა ქ----- ვუ, რის შედეგადაც ამ უკანასკნელს დაუზიანდა სათვალის მინა და ნამსხვრევებმა დაუსერა სახის კანი. ვ-–------რ გ------ის მხრიდან განხორციელებული თითოეული ძალადობრივი ქმ---ებით, ქ----- ვ--- განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება, ჯანმრთელობის მოუშლელად.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ქმედება - ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სსკ 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი:
2. სასამართლო სხდომაზე მოწმის (დაზარალებულის) სახით დაკითხულმა ქ----- ვ--- განაცხადა, რომ მუშაობს ხარაგაულის რაიონის სოფელ ბ-–--------ში, ჩინეთის 23 რ--------- ბრიგადაში, მენეჯერის თანამდებობაზე. 2017 წლის 10 მაისს იმყოფებოდა სამსახურში, რა დროსაც მასთან მივიდა ვ-–------რ გ------ე, რომელმაც მიიტანა ჩეკები და სთხოვა თანხის ანაზღაურება. ვინაიდან ვერ გაერკვია ჩეკებში, სთხოვა დრო, სიტუაციაში გარკვევის მიზნით. აღნიშნულზე გაბრაზდა ვლ.გ------ე და მათ შორის მოხდა შელაპარაკება, რა დროსაც გავიდნენ შენობის გარეთ, წინ მდებარე ტერიტორიაზე, სადაც, მას, ვ-–------რ გ------ემ ორჯერ დაარტყა ხელი, ყბისა და თვალის არეში. თვალის არეში დარტყმისას, გაუტყდა სათვალე და მინის ნამსხვრევებმა დაუზიანა სახის კანი. ვ-–------რ გ------ის მხრიდან განხორციელებული ძალადობის შედეგად, განიცადა ფიზიკური ტკივილი. დაზარალებულის განმარტებით, ვ-–------რ გ------ეს მისთვის ზიანი არ აუნაზღაურებია და მის მიმართ გააჩნია პრეტენზია.
3. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ც----–-- ი---- განაცხადა, რომ 2017 წლის 10 მაისს, იმყოფებოდა ობიექტზე და ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას. შესვენების დროს, როდესაც გასული იყო საჭმელად, გაიგო ხმაური და როდესაც გამოვიდა, დაინახა, რომ ვ-–------რ გ------ემ ხელი დაარტყა მის მეგობარ ქ----- ვ---, სახეში, რა დროსაც ქ.ვ--- დაუზიანდა სათვალე და წამოუვიდა სისხლი. მოწმის განმარტებით, მან დაინახა, რომ ვლ.გ------ემ მხოლოდ ერთხელ დაარტყა სახის არეში ქ.ვ---, კიდევ დაარტყა თუ არა, არ დაუნახავს. ადგილზე მისულებმა გააშველეს ისინი, რის შემდეგაც სიტუაცია დაწყნარდა და ვ-–------რ გ------ემ შეძლო გაქცევა. მოწმის განმარტებით, მათ ვლ.გ------ე შეჩერებული ჰყავდათ და არ უნდოდათ მისი გაშვება, სანამ ადგილზე პოლიცია არ მივიდოდა, თუმცა, სიტუაციის დაწყნარების შემდეგ, ვ-–------რ გ------ემ თავი დაიძვრინა და გაიქცა.
4. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ს----–-ან ხ-----ა განაცხადა, რომ 2017 წლის 10 მაისს, იმყოფებოდა ობიექტზე და ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც ოფისში მივიდა ვ-–------რ გ------ე, რომელმაც მიიტანა რაღაც საბუთები, რომელიც იყო შედგენილი ქართულ ენაზე და ვერ კითხულობდა. აღნიშნულ საბუთებთან დაკავშირებით მოხდა შელაპარაკება უფროს ქ----- ვ---ა და ვ-–------რ გ------ეს შორის, რომელიც დაიწყო ოფისში და გაგრძელდა შენობის გარეთ, წინ მდებარე ტერიტორიაზე. გარეთ ყოფნისას, განაწყენებულმა ვ-–------რ გ------ემ ორჯერ დაარტყა ხელი უფროსს - ქ----- ვ--- სახის არეში, კერძოდ მარჯვენა ლოყისა და მარჯვენა თვალის არეში. ქ.ვ--- ეკეთა სათვალე, რომელიც დაზიანდა თვალის არეში ხელის დარტყმის დროს და გატეხილმა შუშამ კანი დაუზიანა ქ.ვ---, რის შემდეგაც წამოუვიდა სისხლი.
5. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ჰ---- ქ---ა განაცხადა, რომ მუშაობს სამშენებლო კომპანიაში, რომელიც აშენებს გვირაბებს. 2017 წლის 10 მაისს იმყოფებოდა სამსახურში, ოფისში, რა დროსაც მათთან მივიდა ვ-–------რ გ------ე და მიიტანა საბუთები. ვ-–------რ ეტყობოდა, რომ იყო აღელვებული. აღნიშნულ საბუთებთან დაკავშირებით მოხდა საქმის გარჩევა, როგორც ოფისში, ასევე ოფისის წინ, გარეთ. გარეთ ყოფნის დროს, ვ-–------რ გ------ემ ორჯერ დაარტყა ხელი ქ----- ვ--- სახის არეში, კერძოდ მარჯვენა მხარეს ლოყისა და თვალის არეში. თვალის არეში დარტყმისას, ქ----- ვ--- გაუტყდა სათვალე, დაუზიანდა სახის კანი და წამოუვიდა სისხლი. მოწმის განმარტებით, ის იმყოფებოდა ოფისში, კარებთან და კარგად დაინახა, რომ ვ-–------რმა ორჯერ დაარტყა ხელი ქ----- ვ---, ვინაიდან იდგა მათგან დაახლოებით ერთ ან ორ მეტრში.
6. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ხ----–-- კ-----ა განაცხადა, რომ მუშაობს ჩინურ კომპანიაში, რომელიც ეწევა სამშენებლო საქმიანობას, არის ელექტრიკოსი. 2017 წლის 10 მაისს, იმყოფებოდა სამსახურში, საცხოვრებელ კორპუსში, რა დროსაც გაიგო ხმაური. როდესაც გამოიხედა, დაინახა, რომ ვ-–------რ გ------ემ, ერთხელ, თვალის არეში ხელი დაარტყა ქ----- ვ---, რომელსაც დაუზიანდა სათვალე და წამოუვიდა სისხლი. ასევე, ვ-–------რს, ქ.ვუ დაჭერილი ჰყავდა პერანგით, ექაჩებოდა, რის გამოც, პერანგიც, დაუზიანდა უფროსს. როდესაც ადგილზე მივიდა, დააკავეს ვ-–------რი, რომ არ წასულიყო პოლიციის მისვლამდე, თუმცა მან შეძლო გაქცევა.
7. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ფ-- ვ--- განაცხადა, რომ მუშაობს ხარაგაულში, სამშენებლო კომპანიაში, ხელოსნად. 2017 წლის 10 მაისს, იმყოფებოდა ობიექტზე, ოთახში და თამაშობდა ტელეფონზე. შემოესმა ხმაური, როდესაც გაიხედა, დაინახა, რომ უთანხმოება იყო ქ----- ვ---ა და ვ-–------რ გ------ეს შორის. ასევე, დაინახა, რომ ვ-–------რ გ------ემ, ერთხელ, მარჯვენა თვალის არეში ხელი დაარტყა ქ----- ვ---, რომელსაც გაუტყდა სათვალე და წამოუვიდა სისხლი. მოწმის განმარტებით, ადგილზე მისულმა, სხვა პირებთან ერთად შეეცადა დაეკავებინა ვ-–------რ გ------ე, პოლიციის მისვლამდე, თუმცა მან შეძლო გაქცევა.
8. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ი---- კ-------ემ განაცხადა, რომ მუშაობს რ--------- 23 ბიუროში. 2017 წლის 10 მაისს იმყოფებოდა სამსახურში, ე.წ. „-----–-“ ცვლიდა მანქანის საბურავს, რა დროსაც გაიგო ხმაური და რომ გაიხედა, დაინახა, რომ ჩინელები მისდევდნენ ვ-–------რ გ------ეს. გავიდა ადგილზე და შეაჩერა ჩინელები. როგორც შემდეგ რ-------- ხ------–--ასგან და სხვებისგან გაიგო, ვ-–------რ გ------ესა და მათ უფროსს ქ----- ვ--- (რომელსაც „---------“ ეძახიან) შორის მომხდარა ჩხუბი ბიულეტენთან დაკავშირებით, რა დროსაც ვ-–------რს უცემია ქ----- ვუ. მოწმის განმარტებით, უშუალოდ ჩხუბის ფაქტს ის არ შესწრებია, მომხდარის შესახებ გაიგო სხვებისგან.
9. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ვ--–---- ფ------–-–---–მა განაცხადა, რომ 2017 წლის 10 მაისს იმყოფებოდა სამსახურში, სადაც ნახა უფროსი ქ----- ვუ, რომელსაც თვალთან ჰქონდა დაზიანებული და ე.წ. „-–-------–-----“ იკრავდა. როგორც შემდგომ სხვებისგან გაიგო, ვ-–------რ გ------ესა და ქ----- ვ--- შორის მომხდარა კონფლიქტი, ბიულეტენთან დაკავშირებით, რა დროსაც ვ-–------რს დაურტყამს ხელი ქ.ვ---თვის. მოწმის განმარტებით, ადგილზე ყოფნის დროს, ვ-–------რს დაედევნენ ჩინელები „პიკაპის“ ავტომანქანით, თუმცა ქართველებმა არ მისცეს მათ დადევნების საშუალება და ვ-–------რ გ------ე გაიქცა.
10. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა მ--–---- ლ------- განაცხადა, რომ მუშაობს სოფელ ბ-–--------ში, მანქანაზე, მძღოლად. 2017 წლის 10 მაისს, იმყოფებოდა სამსახურში და მანქანაზე ცვლიდა საბურავს, რა დროსაც დაინახა, რომ ჩინელები და ვ-–------რ გ------ე ჩხუბობდნენ. ჩაერია ჩხუბში და გააშველა ისინი. მოწმის განმარტებით, როგორც შემდეგ სხვებისგან გაიგო, ანაზღაურებასთან დაკავშირებით კონფლიქტი მომხდარა ვ-–------რ გ------ესა და მათ უფროსს შორის (რომლის სახელი და გვარი არ იცის, თუმცა „---------“ ეძახიან).
11. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა თ------ კ-----ემ განაცხადა, რომ 2017 წლსი 10 მაისს იმყოფებოდა სამსახურში, სახელოსნოში, რა დროსაც დაინახა, რომ ვ-–------რ გ------ეს მოსდევდნენ ჩინელები. ჩაერია მათ შორის და შეაჩერეს ჩინელები. როგორც შემდგომ გაიგო, დადევნების მიზეზი იყო ის, რომ ვ-–------რს არ აუნაზღაურეს ბიულეტენის თანხა და ხელფასიც დააკლეს. მოწმის განმარტებით, ვერ დაადასტურებს, რომ ვ-–------რ გ------ემ ცემა ქ----- ვუ.
12. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა რ-------- ხ------–--ამ განაცხადა, რომ 2017 წლის 10 მაისს, იმყოფებოდა სამსახურში, რა დროსაც შეესწრო ფაქტს, რომ შეხლა-შემოხლა, აგრესია და კონფლიქტი იყო ვ-–------რ გ------ესა და უფროსს, ქ----- ვ--- შორის (რომელსაც „---------“ ეძახიან). თუმცა ფაქტს, რომ ვ-–------რ გ------ეს ხელი დაერტყას ქ----- ვ---თვის ანდა პირიქით, ის არ შესწრებია. შელაპარაკების დროს, ჩინელები გახდნენ აგრესიულები, რა დროსაც ქვებითა და რკინებით შეიარაღებულები დაედევნენ ვ-–------რს, თუმცა მან მოასწრო გაქცევა. პროკურორის მიერ, საქართველოს სსსკ 243-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, გამოქვეყნებული იქნა გამოძიებაში, 2017 წლის 14 მაისს მოწმის მიერ მიცემული ჩვენების ნაწილი, სადაც მითითებულია „როდესაც გავედი გარეთ ყვირილზე, იქ იყო ქ----- ვუ, რომელსაც მარჯვენა თვალთან ჰქონდა ნაკაწრები და მოდიოდა სისხლი. კითხვაზე გიპასუხებთ, რომ მე, გაშველების შემდეგ გავიგე, ვ-–------რ გ------ეს და ქ----- ვ--- ჩხუბი დამართნიათ და ვ-–------რ გ------ეს ხელი დაურტყამს ქიონდ ვ---თვის“. გამოქვეყნების შემდეგ, პროკურორის შეკითხვებზე მოწმე არ დაეთანხმა გამოკითხვის ოქმში მითითებულ გარემოებას და განმარტა, რომ ჩვენება არ წაუკითხავს, ისე მოაწერა ხელი.
13. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა გ-- გ----------ემ დაადასტურა მის მიერ ვ-–------რ გ------ის მიმართ გაცემული სასამართლო სამ---იცინო ექსპერტიზის დასკვნის სისწორე.
14. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა გ------ მ-----–--ემ განაცხადა, რომ მუშაობს ხარაგაულის რაიონულ სამმართველოში, უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე. 2017 წლის 10 მაისს, იმყოფებოდა სამსახურში, ოპერატიულ მორიგედ, რა დროსაც მიღებული იქნა შეტყობინება, რომ სოფელ ბ-–--------ში, ჩინელებსა და ქართველებს შორის მოხდა ჩხუბი. აღნიშნულის საფუძველზე, დაუკავშირდა შეტყობინების ავტორ ეკა ცუცქირიძეს და შეადგინა სატელეფონო გასაუბრების ოქმი. თავის მხრივ მიღებული ინფორმაცია მოახსენა ხელმძღვანელობას. მოწმის განმარტებით, შეტყობინების არსი იყო ის, რომ ვ-–------რ გ------ემ, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ქ----- ვ---.
15. სასამართლო სხდომაზე მოწმეების სახით დაკითხულმა გ------- კ-------–---–მა და ფ-------- ბ--–---მ განაცხადეს, რომ მუშაობენ ხარაგაულის რაიონულ სამმართველოში, დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლების თანამდებობაზე. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე, გამოკითხული ჰყავთ მოწმეები, კერძოდ: შოთა თათვიძე (ექსპერტი), ი---- კ-------ე, რ-------- ხ------–--ა, მ--–---- ლომიძე და თ------ კ-----ე.
16. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ი-----–- ა------ემ განაცხადა, რომ მუშაობს ხარაგაულის რაიონულ სამმართველოში, დეტექტივ-გამომძიებლად. იყო ვ-–------რ გ------ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმის გამომძიებელი და საქმეზე ჩატარებული აქვს რიგი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, კერძოდ: დაათვალიერა შემთხვევის ადგილი და ჩაატარა ამოღება (დაზარალებულისგან ამოიღო ტანსაცმელი, სათვალე და ბიულეტინის ასლი), დაკითხა მოწმეები და გამოითხოვა სხვადასხვა დოკუმენტაცია ვ-–------რ გ------ის მიმართ. ასევე, დანიშნა ექსპერტიზები.
17. 2017 წლის 11 მაისის ამოღების ოქმით დასტურდება, რომ ხარაგაულის რაიონული სამმართველოს დეტექტივ-გამომძიებელ ი-----–- ა------ის მიერ, ვ-–------რ გ------ისგან „ამოღებული იქნა მოლურჯო ფერის ნაჭრის შარვალი, გვერდებზე და უკან ჯიბეებით გაწყობილი, უკანა მხარეს მარკაზე უცხოური წარწერით ,,Z---’’. შარვალს რაიმე დაზიანებები არ აღენიშნება, წინა მხარეს, მუხლებთან არის გასვრილი და უკანა მხარეს აქვს ტალახის შხეფები, მონაცრისფრო ქუდიანი სვიტერი, სხვადასხვა ფერის განივი ზოლებით გაწყობილი. სვიტერი საყელოსთან არის პატარაზე გახეული და წინა მხარეს, მარჯვნივ, დაბლა აღენიშნება მოწითალო ფერის ლაქები. შარვალი და სვიტერი არის სველი“.
18. 2017 წლის 11 მაისის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ შემთხვევის ადგილი მდებარეობს ხარაგაულის რაიონის სოფელ ბ-–--------ში და წარმოადგენს შპს ჩინეთის რკინიკზის 23-ე მუდმივმოქმ---ი ფილიალის ბ-–--------ის ობიექტის საქმიან ეზოს, კერძოდ ამავე ობიექტის (ქ----- ვ---) მენეჯერის ქ----- ვ--- ოფისის წინ მდებარე ტერიტორიას. აღნიშნულ ტერიტორიაზე განლაგებულია ერთსართულიანი საცხოვრებელი სახლი და მენეჯერის ოფისი. წინამდებარე ტერიტორიაზე მიწის საფარი დაფარულია ბეტონით. ობიექტის მენეჯერმა ქ----- ვ--- მიუთითა ოფისის წინ მდებარე ტერიტორიაზე და განმარტა, რომ სწორედ აღნიშნულ ადგილას მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა ობიექტის მუშამ ვ-–------რ გ------ემ 2017 წლის 10 მაისს, საღამოს საათებში. ასევე განმარტა, რომ სწორედ მითითებულ ადგილზე ვ-–------რ გ------ის თვალში მუშტის ჩარტმის შედეგად გაუტყდა მხედველობის სათვალის მარჯვენა მინა და ნამსხვრევები დაიყარა დაბლა......... შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს მოხდა ფოტო გადაღება ,,ქენონის’’ ფირმის ფოტოაპარატით.
19. 2017 წლის 11 მაისის ამოღების ოქმით დასტურდება, რომ ხარაგაულის რაიონული სამმართველოს დეტექტივ-გამომძიებელ ი-----–- ა------ის მიერ, ხარაგაულის რაიონულ სამმართველოს შენობაში (მდებარე რ---------–---–------------–ი), მოწმის სახით გამოკითხვის შემდეგ, ქ----- ვ---გან ამოღებული იქნა „მის მიერ წარმოდგენილი მხედველობის სათვალე, C-----ს მოდელის, რომელსაც აქვს ლითონის ჩარჩო. მარჯვენა მხარეს არ აქვს შუშა. მხოლოდ აქვს შუშის ადგილას ძუა. ღია ლურჯი ფერის პერანგი, 39 ზომა. ,,G-------- V-------’’-ს პერანგი არის ღილებით შესაკრავი, საყელოს დაბლა მარცხენა მხარეს, აქვს გახეული. ხაშურის შპს ,,ა-–---- მ----ს-------’’ მიერ 2017 წლის ხუთ მაისს გაცემული საავადმყოფო ფურცელი, სერია ა---------, ვ-–------რ გ------ის სახელზე, ქირურგ გ------- მელიქიშვილის მიერ“.
20. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს, დასავლეთ საქართველოს რეგიონალური ექსპერტიზის დეპარტამენტის სამ---იცინო ექსპერტიზის N--------- დასკვნით დასტურდება, რომ 11.05.2---–---------------თ-ზე ჩატარებული პირადი გასინჯვით მოქ. ქ----- ვ--- სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანებები ნაკაწრებისა და უსწოროკიდეებიანი ჭრილობის სახით (უჩივის წვის და სიმხურვალის შეგრძნებას სახის მარჯვენა ნახევარში. მარჯვენა თვალბუდის მიდამოში, ქვედა ქუთუთოზე კანზე დაფიქსირებულია ღია მოყავისფრო ფერის წებოვანი ლენტი, ე.წ. „სანტავიკი“, რომელიც მოხსნილი იქნა შესამოწმებელი პირის მიერ. მარჯვენა თვალბუდის მიდამოში ზედა ქუთუთოზე აღენიშნება დასწვრივ-ირიბად და ერთმანეთის პარალელურად მდებარე ხაზოვანი ფორმის, მოწითალო ფერის, მშრალი, მიმდებარე კანის თითქმის დონეზე მდებარე ზედაპირით 2 ნაკაწრი, თითოეული ზომით: 1.1X0.1სმ და 0.9X0.1სმ. მარჯვენა თვალბუდის მიდამოში ქვედა ქუთუთოზე თვალის ჭრილის გარეთა კუთხის საპროექციო მიდამოში აღენიშნება დასწვრივ-ირიბად მდებარე ასეთივე ფორმისა და ხასიათის ნაკაწრი ზომით: 2.3X0.1სმ. მარჯვენა თვალბუდის მიდამოში ქვედა ქუთუთოზე გარდამავალი ცხვირის მარჯვენა გვერდითა ზედაპირზე ზედა მესამედში აღენიშნება დასწვრივ-ირიბად მდებარე ასეთივე ფორმისა და ხასიათის ნაკაწრი ზომით: 1.3X0.2სმ. მარჯვენა თვალბუდის მიდამოში, ქვედა ქუთუთოზე თვალის ჭრილის შიგნითა კუთხის საპროექციო მიდამოში აღინიშნება განივ-ირიბად მდებარე უსწოროკიდეებიანი ჭრილობა ზომით: 0.5X0.2სმ-კიდეებში მუქი მოწითალო ფერის სისხლჩაქცევებით). დაზიანებები ნაკაწრების სახით განვითარებულნი უნდა იყოს რაიმე მახვილი საგნის წვერით, ლესილი კიდის ან მკვრივად გამოხატული კიდის მქონე მკვრივი-ბლაგვი საგნის შემხები ზემოქმედების შედეგად, ხოლო დაზიანება უსწოროკიდეებიანი ჭრილობის სახით განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის ზემოქმედების შედეგად, ცალ-ცალკე და ერთად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს. აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა შოთა თათვიძემ.
21. საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის, იმერეთის საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის ტრასოლოგიური ექსპერტიზის N---/ტრ დასკვნით დასტურდება, რომ სისხლის სამართლის N------------ საქმეზე, ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარმოდგენილი:
- ქ----- ვ--- სათვალეზე და პერანგზე, აღენიშნება მექანიკური დაზიანების ობიექტური კვალი, ლითონის დეფორმაციის და ქსოვილის ხევის სახით, რომლებიც განვითარებულია ფიზიკური ძალის ზემოქმედების შედეგად;
- ვ-–------რ გ------ის ტანსაცმელზე (კაპიშონიან სვიტერზე) აღენიშნება მექანიკური დაზიანების ობიექტური კვალი, ქსოვილის ხევის სახით, რომელიც გავნითარებულია ფიზიკური ძალის ზემოქმედების შედეგად;
- შარვალზე რაიმე სახის მექანიკური დაზიანების ობიექტური კვალი გარდა საექსპლუატაციო ცვეთისა მასზე აღმოჩენილი ვერ იქნა. აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ო----- ხ---------იამ.
22. საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის, იმერეთის საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის სასაქონლო ექსპერტიზის 1---- დასკვნით დასტურდება, რომ - ექსპერტიზაზე წარმოდგენილი მამაკაცის გრძელსახელოებიანი პერანგის სამარკო ეტიკეტი ,,G------- V--------” დაზიანების შედეგად მიყენებული მატერიალური ზარალის ოდენობა დღევანდელი მდგომარეობით, საორიენტაციოს შეადგენს - 10 (ათი) ლარს;
- მამაკაცის გრძელსახელოებიანი სვიტერი ე.წ. ,,კაპიშონით’’ სამარკო ეტიკეტით ,,M----&S------’’ დაზიანების შედეგად მიყენებული მატერიალური ზარალის ოდენობა დღევანდელი მდგომარეობით, საორიენტაციოს შეადგენს - 15 (თხუთმეტი)ლარს;
- 5-------- ზომის “c----“-ს მარკირებიანი სათვალის დაზიანების შედეგად მიყენებული მატერიალური ზარალის ოდენობა დღევანდელი მდგომარეობით, საორიენტაციოს შეადგენს - 30 (ოცდაათი)ლარს. აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა დ----- დ--------მა.
23. სასამართლო სხდომაზე მოწმის (ბრალდებულის) სახით დაკითხულმა ვ-–------რ გ------ემ განაცხადა, რომ 2017 წლის 10 მაისს, მივიდა სამსახურში, უფროსთან ქ----- ვ---თან და მიუტანა ბიულეტენი, წამლების ყიდვის დამადასტურებელი ქვითარი და მოსთხოვა თანხების ანაზღაურება, ასევე დაკლებული ხელფასის მიცემა. აღნიშნულზე ქ.ვუ გაბრაზდა, ძირს დაყარა მის მიერ მიტანილი ქვითრები და უთხრა მიეტანა წესიერი საბუთები. შემდეგ გავიდა გარეთ. თარჯიმნის მეშვეობით ცდილობა სიტუაციაში გარკვევას და სთხოვდა დალაპარაკებოდა ქ.ვუ მას. აურზაურში შეიკრიბნენ ჩინელები, რომლებმაც ის დააკავეს და მიათრევდნენ ოთახისკენ, როდესაც ხელებს იქნევდა და ცდილობა გათავისუფლებას, ამ დროს მოხვდა მისი ხელი ქ----- ვ---. მას, ქ.ვ---თვის ფიზიკური დაზიანება არ მიუყენებია, ასევე, უცნობია, თუ ვინ გაუხია ტანსაცმელი ქ.ვ---. სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდებულის ჩვენებას, რომ დაზიანებები ქ----- ვ---თვის არ მიუყენებია და არ უცემია, რადგან აღნიშნული არ დასტურდება საქმეზე გამოკვლეული სხვა მტკიცებულებებით. მიუხედავად იმისა, რომ ბრალდებული არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, მის მიერ სასამართლოსათვის მიწოდებული ინფორმაცია გადამოწმების საშუალებას უნდა იძლეოდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში მისი გაზიარება უტყუარობის კრიტერიუმს ვერ დააკმაყოფილებს და ამგვარი განცხადება საფუძვლად ვერ დაედება რაიმე ფაქტის არსებობა/არარსებობის მტკიცებას. სასამართლო განმარტავს, რომ იურისდიქციული საქმიანობის ფარგლებში, ქცევის ნეგატიური შეფასება იწვევს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას, რის გამოც იმ პირის განმარტება, რომლის მიმართაც მიმდინარეობს სისხლის სამართლის საქმე, არ არის სარწმუნო. მისი, როგორც საქმის შედეგში უშუალოდ დაინტერესებული პირის მიერ მოწოდებული ინფორმაცია, შესაძლოა ნაკარნახევი იყოს დანაშაულის დაფარვის, მოსალოდნელი პასუხისმგებლობის თავიდან აცილების და სხვა ქვენაგრძნობით. ამასთან, სასამართლოს არ აქვს საფუძველი ეჭვი შეიტანოს მოწმეების ჩვენებში, რომლებიც ერთმნიშვნელოვნად და თანმიმდევრულად აღწერენ ვ-–------რ გ------ესა და ქ----- ვ--- შორის განვითარებული მოვლენების დეტალებს, კერძოდ, მას, რომ ვ-–------რ გ------ესა და ქ----- ვ--- შორის მიმდინარეობდა დაძაბული საუბარი, თავდაპირველად ოფისში, ხოლო შემდეგ გაგრძელდა ოფისის წინ მდებარე ტერიტორიაზე, რაც გადაიზარდა ფიზიკურ დაპირისპირებაში, რა დროსაც ვლ.გ------ემ ორჯერ დაარტყა ხელი სახის არეში ქ----- ვ---, ერთი ყბის არეში, ხოლო მეორე თვალის არეში, რა დროსაც ქ.ვ--- გაუტყდა სათვალე, რომელმაც დააზიანა კანი და წამოუვიდა სისხლი. აღნიშნული გარემოებები, სრულ თანხვედრაში მოდის როგორც დაზარალებულ ქ----- ვ--- ჩვენებასთან (რომელიც აღწერს ვლ.გ------ის მხრიდან განხორციელებულ ძალადობას და დაზიანებების ადგილმდებარეობას), ასევე, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნასთან (დაზიანებების მდებარეობასთან და მათ ხანდაზმულობასთან - ის რომ დაზიანებები არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს) და ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნასთან (ქ----- ვ--- სათვალეზე და პერანგზე, აღინიშნება მექანიკური დაზიანების ობიექტური კვალი, ლითონის დეფორმაციის და ქსოვილის ხევის სახით, რომლებიც განვითარებულია ფიზიკური ძალის ზემოქმედების შედეგად).
24. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ჯანმრთელობა. ობიექტური მხრივ ცემა გამოიხატება ძალადობით მოქმედებაში, შედეგში (ფიზიკური ტკივილი) და მიზეზობრივ კავშირში მოქმედებასა და შედეგს შორის. ცემა ძალადობის ერთერთი სახეა და ნიშნავს სხვა პირის სხეულზე ერთდროულად რამდენიმე დარტყმას, რომელიც დაზარალებულს ფიზიკურ ტკივილს აყენებს. ცემა ხშირად ტოვებს გარკვეულ კვალს ადამიანის სხეულზე. კერძოდ დაჟეჟილობას, დალილავებას ან მცირე სისხლნაჟღენთის კვალს, რასაც სასამართლო-სამედიცინო ექსპერტი აღნიშნავს დასკვნაში. ზოგჯერ, ცემის შედეგად შეიძლება სხეულს, ზედაპირზე არანაირი კვალი არ დაეტყოს. ასეთ შემთხვევაში ძალადობის ფაქტის დადგენის ტვირთი მთლიანად სასამართლოზეა, რომელიც დაეყრდნობა მსხვერპლის და მოწმის ჩვენებებს, ასევე საქმის სხვა გარემოებებს. დანაშაულის ჩადენის ხერხსა და საშუალებას კვალიფიკაციისათვის მნიშვნელობა არ აქვს. იგი შეიძლება ჩადენილი იქნეს ხელით, ფეხით, რაიმე მკვრივი საგნით. დანაშაულის ამსრულებელი შეიძლება იყოს ნებისმიერი შერაცხადი პირი, რომელიც მიღწეულია 14 წელს. სუბიექტური მხრივ დანაშაულის მოტივსა და მიზანს არ აქვს მაკვალიფიცირებელი მნიშვნელობა. ბრალის ფორმის მიხედვით იგი განზრახვაში გამოიხატება. დამნაშავეს გაცნობიერებული აქვს რა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, სურს ფიზიკური ტკივილი მიაყენოს პირს თავისი ძალადობითი მოქმედებით ან შეგნებულად უშვებს ანდა გულგრილია ასეთი შედეგის მიმართ. საქმე ისაა, რომ ადამიანის სხეულზე რამდენიმე დარტყმა, რაც ფიზიკურ ტკივილს იწვევს, დაკავშირებულია ადამიანის ორგანიზმის ქსოვილისა და უჯრედის გარკვეულ ცვლილებასთან და ამდენად, მეტ-ნაკლებად ხელყოფს ჯანმრთელობას. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული სიცოცხლის ძირითადი უფლება საფუძვლად უდევს ადამიანის ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლებას, ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლება კი წარმოადგენს ადამიანის უფლებას საკუთარი სხეულის ჯანმრთელ მდგომარეობაზე. იგი დამცავი უფლებაა და უპირველესყოვლისა იცავს ადამიანის სხეულს ფიზიკური დაზიანებისაგან.
25. აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ვ-–------რ გ------ემ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
სამართლებრივი შეფასება:
26. სასამართლო განმარტავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლი მოითხოვს, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა სრულად, დამოუკიდებლად და სრულფასოვნად შეისწავლონ და შეაფასონ იმ მტკიცებულებების დასაშვებობა და სანდოობა, რომელიც განსაზღვრავს ბრალდებულის ბრალეულობის საკითხს. უდანაშაულობის პრეზუმფციის და ბრალდებულის უფლების გათვალისწინებით, რომ ჰქონდეს საშუალება გამოიკვლიოს მისი მამხილებელი ნებისმიერი მტკიცებულება, სისხლის სამართლის სასამართლომ საქმე უნდა განიხილოს სრულად, დამოუკიდებლად და დეტალურად მოახდინოს მტკიცებულებების დასაშვებობისა და სანდოობის შეფასება. მას შემდეგ, რაც დასრულდება საქმის განხილვა, საქმის განმხილველ მოსამართლეს შეუძლია შეაფასოს გამოკვლეული მტკიცებულებების მნიშვნელობა და წონა, რომელიც განსაზღვრავს ბრალდებულის ბრალეულობის საკითხს.
27. სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ზეპირ მტკიცებულებებს. სასამართლო მოითხოვს განმცხადებლისა და შესაბამისი მოწმეების მოსმენის ვალდებულების პატივისცემას, რათა დადგინდეს საქმის ფაქტობრივი გარემოებები, საქმის სამართლიანი განხილვისა და დაცვის უფლებების შესაბამისად. საქმის საჯარო სასამართლო სხდომაზე ზეპირი განხილვა მე-6 (§1) მუხლით გათვალისწინებული ფუნდამენტური პრინციპია. მოცემული პრინციპი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სისხლის სამართალწარმოების კონტექსტში, რამდენადაც ამ შემთხვევაში, ზოგადი წესის თანახმად, პირველი ინსტანციის საქმის განმხილველი ტრიბუნალი სრულად უნდა აკმაყოფილებდეს მე-6 მუხლის მოთხოვნებს და განმცხადებელს უნდა ჰქონდეს მისი საქმის განხილვის უფლება, ასევე, შესაძლებლობა, მათ შორის წარადგინოს მტკიცებულება საკუთარი თავის დაცვის მიზნით, გამოკითხოს და ჯვარედინი დაკითხვის სახით, კითხვები დაუსვას მოწმეს (Jussila v.Finland, 2006 წლის 23 ნოემბერი, განაცხადი N 73053/01, § 40).
28. სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, ეროვნული სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები სისხლის სამართლის მართლმსაჯულების ძირითად მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს, კერძოდ, ბრალდებამ „გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით“ უნდა დაასაბუთოს ბრალეულობა და ასევე უნდა აკმაყოფილებდეს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ძირითად პრინციპს „in dubio pro reo“ (პირი არ შეიძლება დამნაშავედ იყოს ცნობილი სასამართლოს მიერ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი) (Barbera, Messegue and Jabardo v. Spain, პარაგრაფი 77, Lavents v. Latvia, § 125, and Melich an Beck v. The Czech Republic, § 60).
29. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ თითოეული მტკიცებულება შეაფასა რა სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, ხოლო საქმეზე გამოკვლეული ყველა მტკიცებულება ერთობლიობით - დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მიაჩნია, რომ სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით უტყუარად დადასტურდა, რომ ვ-–------რ გ------ემ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა - ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ ამ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 2018 წლის 1 იანვრამდე მოქმედი რედაქცია). წარმოდგენილი მტკიცებულებებით ბრალდების მხარემ გონივრულ ეჭვს მიღმა დაამტკიცა ვ-–------რ გ------ის ბრალეულობა აღნიშნულ ბრალდებაში. მოცემულ საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობა თანხვედრილია ერთმანეთთან, დამაჯერებელია და აშკარად უთითებენ ვ-–------რ გ------ის მიერ დანაშაულის ჩადენაზე, რის გამოც მის მიმართ გამოტანილი უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი და ის მითითებული კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
30. ვ-–------რ გ------ეს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
სასჯელის ან სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
31. საქართველოს სსსკ 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
32. საქართველოს სსკ 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ. შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მსჯავრდებულს უნდა დაენიშნოს ისეთი სასჯელი, რომელიც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას. აღნიშნულიდან გამომდინარე, ვ-–------რ გ------ეს უნდა შეეფარდოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი მისთვის, რათა უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა და გასაკიცხაობის ხარისხი. სასამართლო აღნიშნავს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
33. სასამართლო იზიარებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებას (საქმეზე, საქართველოს მოქალაქე ი----- ხ--------–--ლი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, 2017 წლის 11 ივლისი, საქმე N1/7/8--), სადაც სასამართლომ აღნიშნა, რომ „სასჯელთან დაკავშირებული კონსტიტუციური შეზღუდვის არსი, არის პროპორციული სასჯელის დაკისრება მნიშვნელოვნად ინდივიდუალიზებული სახით, რა დროსაც მხედველობაში მიიღება დანაშაულის სიმძიმე, დამნაშავის ბრალი და დანაშაულის შედეგად გამოწვეული ზიანი (კონკრეტული დაზარალებულისთვის თუ საზოგადოებისთვის), დამნაშავის პერსონალური მახასიათებლები და საქმის კონკრეტული გარემოებები იმისთვის, რათა განისაზღვროს, როგორი სასჯელი იქნება შესაბამისი პირის რეაბილიტაციისა და საზოგადოების დაცვისთვის ამ კონკრეტული დამნაშავის შეკავების გზით. მხოლოდ ამგვარ პირობებში შეასრულებს სასჯელი თავის მიზნებს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/5-- გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბ--- წ------–---–- საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-97). აღნიშნული პრინციპის საფუძველზე, მოსამართლე ვალდებულია, პირს დააკისროს სასჯელის სწორედ ის სახე და სწორედ იმ ვადით, რაც, მისი აზრით, საქმის გარემოებებიდან და წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან გამომდინარე, ყველაზე უკეთ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას დანაშაულის ბუნების, მისი ჩადენის გარემოებებისა და ბრალდებულის პიროვნებიდან გამომდინარე (II-6).
მართლმსაჯულების განხორციელება და სასჯელის სამართლიანობა, პირველ რიგში, მსჯავრდებულისთვის ჩადენილი ქმედების და მისი პიროვნების ადეკვატური სასჯელის დანიშვნას გულისხმობს. სასჯელი არ უნდა იყოს არც ზედმეტად მკაცრი და არც ზედმეტად ლმობიერი იმისათვის, რომ მიღწეული იქნეს სასჯელის მიზნები. აღნიშნული პრაქტიკულად შეუძლებელია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში მხოლოდ აბსოლუტურად ან შედარებით განსაზღვრული სანქციების არსებობის პირობებში, როდესაც მოსამართლეს შესაძლებლობა აქვს კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლის სანქციით განსაზღვრული სასჯელის რამდენიმე სახიდან აირჩიოს ერთი, ან შემოთავაზებული ერთი სახის სანქციის შემთხვევაში, შესაძლებლობა აქვს განსაზღვროს სასჯელის მხოლოდ ზომა, მაგრამ არა სახე (II-7).
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას იყენებს სისხლის სამართლის ზოგად და კერძო ნაწილებს კუმულაციურად (II-8). სასჯელის გამოყენება უნდა ეფუძნებოდეს ინდივიდუალურ გარემოებებს, საქმის სირთულეს, ქმედებიდან მომდინარე საფრთხეებს, ქმედების ჩადენის წინაპირობებს, მოტივებს, შედეგებს, დამნაშავის პიროვნების თავისებურებებს, სასჯელის ზემოქმედებას დამნაშავის მომავალ ცხოვრებაზე (II-10). სასჯელის დანიშვნა სამოსამართლო საქმიანობის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ეტაპს წარმოადგენს. მოსამართლემ უნდა შეარჩიოს ისეთი სახის სასჯელი, რომელიც ადეკვატური იქნება დამნაშავის პიროვნებისა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმისა. კანონმდებლის მოთხოვნა სასჯელის დანიშვნის დროს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების, აგრეთვე, დამნაშავის პიროვნების გათვალისწინების თაობაზე, წარმოადგენს სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის რეალურად განხორციელებას (II-12).
34. მოცემულ შემთხვევაში, სასჯელის კონკრეტული სახისა და ზომის განსაზღვრისას სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ბრალდებულის პიროვნებას - წარსულში ნასამართლევი არ არის, არ არის შემჩნეული ანტისაზოგადოებრივ ქმედებაში და აღნიშნული ქმედების ჩადენის შემდგომ არ არის კონფლიქტში კანონთან. ხასიათდება დადებითად. შესაბამისად, ბრალდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის (ჩადენილია ძალადობრივი ხასიათის დანაშაული), ასევე მისი პიროვნების გათვალისწინებით, ვ-–------რ გ------ეს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით, ვინაიდან სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული სასჯელით უზრუნველყოფილი იქნება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული მიზნების მიღწევა. ამასთან, სასამართლო იზიარებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებას, რომ სამართლებრივ სახელმწიფოში კანონმდებლობა არ უნდა იძლეოდეს ე.წ. „სანიმუშო“ სასჯელების გამოყენების შესაძლებლობას, რადგან სასჯელი მისივე მიზნებისგან ობიექტურად აცდენილი ხდება. ასეთი მიდგომა არღვევს პროპორციულობის პრინციპს, შედეგად იწვევს პირის არაპროპორციულ დასჯას (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/5-- გადაწყვეტილება, საქმეზე ბ--- წ------–---–-, საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, პარაგრაფი 102). სწორედ „სანიმუშოდ დასჯის“ თავიდან აცილების მიზნით, სასამართლოს პროპორციულ სასჯელად მიაჩნია ვ-–------რ გ------ის მიმართ ჯარიმის გამოყენება და არ არის მიზანშეწონილი მის მიმართ სხვა, უფრო მკაცრი სასჯელის გამოყენება, რაც პირიქით, შეიძლება კონპროდუქტიული იყოს.
ნივთიერი მტკიცებულებები:
35. საქმეზე დართული საგნებისა და ნივთების ბედი უნდა გადაწყდეს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ მე-20, 21-ე, 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ვ-–------რ გ------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2018 წლის 1 იანვრამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით;
ვ-–------რ გ------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - შეთანხმება გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ გაუქმდეს;
საქმეზე დართული ნივთები და საგნები: ვ-–------რ გ------ისგან ამოღებული მოლურჯო ფერის შარვალი და მონაცრისფრო სვიტერი, რომლებიც ინახება ხარაგაულის რაიონულ სამმართველოში, დაუბრუნდეს ვ-–------რ გ------ეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
ქ----- ვ---გან ამოღებული ღია ლურჯი ფერის პერანგი და სათვალე, რომლებიც ინახება ხარაგაულის რაიონულ სამმართველოში, დაუბრუნდეს ქ----- ვ---, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
ქ----- ვ---გან ამოღებული ვ-–------რ გ------ის საავადმყოფო ფურცელი, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით;
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე;
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ზურაბ ბალავაძე