განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N010100118002541174
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
22 აგვისტო, 2018 წელი ქ. ბათუმი
ბათუმის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე - დავით მამისეიშვილი
სხდო-ის მდივანი - მირანდა თურმანიძე
პროკურორი - კონსტანტინე არობელიძე
ბრალდებული - ნიკ---–-------–---–--ლი
ადვოკატი - ბი----------ძე
ღია სასამართლო სხდო-აზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე,ბრალდებული: ნიკ---–-------–---–--ლი
მამის სახელი: ნოდარი
დაბადებული: 18.08.1986 წელი
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
განათლება: საშუალო
ოჯახური მდგო-არეობა: დასაოჯახებელი
პირადი ნო-ერი: 5----------
ნასამართლობა: არ მქონე
რეგისტრაციის მისამართი: ხა–-----, შ. რუს------–ის ქუჩა, მე-2 შესახვევი N17
ფაქტობრივი მისამართი: ხა–-----ს მუნიციპალიტეტი, სოფ. გო-ი
პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის:
344-ე მუხლის 1-ლი ნაწილი.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლო- დაადგინა:
1. 2018 წლის 03 ივლისს, დაახლოებით 22:10 საათზე, ნიკ---–-------–---–--ლმა თურქეთის რესპუბლიკიდან ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სარფში მდებარე N447-ე სასაზღვრო ნიშნის რაიონში, ფეხით, უკანონოდ გადაკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი და შემოვიდა საქართველოში.
მტკიცებულებათა ერთობლიობა:
2. სასამართლოს დასკვნა ნიკ---–-------–---–--ლის მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ, გარდა ბრალდებულის აღიარებითი ჩვენებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: ოქმს დანაშაულის ჩადენის შესახებ ზეპირი ცნობის მიღების თაობაზე, ბრალდებულის დაკავებისა და ჩხრეკის ოქმს, მოწმეების შა-–---------------------------------------------------------------ებს, ნიკ---–-------–---–--ლის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის შესახებ ინფორმაციას და სხვა ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებებს, რო-ლებიც მხარეებს სადაოდ არ გაუხდიათ.
3. სასამართლო აღნიშნავს, რო- საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქ/პუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რო-ელზეც მხარეები შეთანხმდებიან.
გამო-დინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი, მათში ასახული ფაქტობრივი გარემოებებით გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად.
4. საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
მტკიცებულებითი სტანდარტი - ”გონივრულ ეჭვს მიღმა”, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რო-ელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
5. ზემოთაღნიშნულიდან გამო-დინარე სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რო-ლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია, რო- ბრალდებულმა ნიკ---–-------–---–--ლმა უკანონოდ გადაკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვრი.
სამართლებრივი შეფასება:
საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა:
6. სასამართლო განმარტავს, რო- საქართველოს კონსტიტუციის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, საქართველოს სახელმწიფოს ტერიტორია განსაზღვრულია 1991 წლის 21 დეკემბრის მდგო-არეობით. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და სახელმწიფო საზღვრის ხელშეუხებლობა დადასტურებულია საქართველოს კონსტიტუციითა და კანონებით, აღიარებულია სახელმწიფოთა მსოფლიო თანამეგობრობისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ.
7. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ”ი” ქ/პუნქტის თანახმად, სასაზღვრო გამტარი პუნქტია - საერთაშორისო მიმოსვლისათვის ნებადართული გზატკეცილის ან გზის მონაკვეთი, რკინიგზის სადგურის, პორტის, ნავსადგურის, აეროპორტის (აეროდრო-ის) ტერიტორიის ნაწილი, სადაც ხორციელდება საზღვრის გადაკვეთასთან დაკავშირებული სასაზღვრო და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა სახის კონტროლი.
8. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ობიექტია ჩვენს ქვეყანაში დადგენილი მმართველობის წესი და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ხელშეუხებლობა, ხოლო დანაშულის ობიექტური მხარე გამოიხატება სახელმწიფო საზღვარზე დამნაშავის ფაქტობრივ გადაადგილებაში ყოველგვარი ხერხით.
9. უფროსი მესაზღვრეების შა-–--------აძის და კახ--------ის გამოკითხვის ოქმებით, ასევე სექტორის უფროსის გო---------ძის გამოკითხვის ოქმით რაც მხარეებს სადაოდ არ გაუხდიათ დადასტურებულია, რო- ნიკ---–-------–---–--ლმა 2018 წლის 03 ივლისს უკანონოდ გადაკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი და შემოვიდა საქართველოში.
10. ამდენად, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებებათა ერთობლიობის საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რო- ბრალდებულმა ნიკ---–-------–---–--ლმა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული - საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
11. ნიკ---–-------–---–--ლის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ჩადენილი ქმედების აღიარება და გულწრფელი მონანიება.
12. ნიკ---–-------–---–--ლს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
13. სასამართლო აღნიშნავს, რო- საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზო-ას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონო-იკურ პირობებს და ყოფაქცევას ქმედების ჩადენის შემდეგ.
საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
14. საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის 1-ლი ნაწილი, რაშიც ნიკ---–-------–---–--ლს მსჯავრი უნდა დაედოს სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას სამიდან ხუთ წლამდე ვადით. ამდენად, სასამართლო იმსჯელებს და შეაფასებს ნიკ---–-------–---–--ლის პიროვნების და ჩადენილი ქმედების გათვალისწინებით, რო-ელი სასჯელი იქნება პროპორციული/თანაზო-იერი და უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
15. სასამართლო განმარტავს, რო- სასჯელის სამართლიანობა სასამართლო- უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზო-იერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
16. მოცემულ შემთხვევაში, ნიკ---–-------–---–--ლის მიმართ სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის კანონის შესაბამის ქცევას სასამართლოში საქმის განხილვისას, ასევე იმ გარემოებებს, რო- ჩადენილია განზრახ ნაკლებად მძიმე დანაშაული, ბრალდებული აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ქმდედებას, რისი გათვალისწინებითაც, სასამართლო, მიიჩნევს, რო- ნიკ---–-------–---–--ლს სასჯელის სახედ და ზო-ად უნდა განესაზღვროს საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის პირველი ნაწილის სანქციით გათვალისწინებული სასჯელი - ჯარიმა.
სასამართლო აღნიშნავს, რო- სასჯელის სახით ჯარიმის გამოყენება თანაზო-იერია ბრალდებულის მატერიალურ მდგო-არეობასთან, ასევე ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის და ბრალდებულ ნიკ---–-------–---–--ლის პიროვნების გათვალისწინებით მითითებული სასჯელი სრულად შეესაბამება სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის ინტერესს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლო- იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე, 259-ე, 260-ე, 271-ე, 272-ე, 277-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ბრალდებული ნიკ---–-------–---–--ლი ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზო-ად განესაზღვროს ჯარიმა 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, დანიშნული სასჯელი შეუმცირდეს 1 000 (ათასი) ლარით და საბოლოოდ, სასჯელის სახედ და ზო-ად დაურჩეს ჯარიმა 1.000 (ათასი) ლარის ოდენობით.
აღკვეთის ღონისძიება - გირაო პატიმრობის უზრუნველყოფით გაუქმდეს და გირაოს შემტანს ასმ------–-------–-ილს (პ/ნ 5----------) დაუბრუნდეს კანონით დადგენილი წესით ნიკ---–-------–---–--ლის გირაოს უზრუნველსაყოფად შეტანილი ფულადი თანხა - 500 (ხუთასი) ლარი. (სს ”საქართველოს ბანკი”, დასტური N ა 04 88 38, სალაროს შემოსავლის ორდერი N 12/36916).
ნივთიერი მტკიცებულებები: ნიკ---–-------–---–--ლის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული - მის სახელზე გაცემული პირადობის მოწმობა, პასპორტი, ლჯ-ის ფირმის მობილური ტელეფონი, სამსუნგის ფირმის მობილური ტელეფონი მასში მოთავსებული ქართული სიმბარათი, MDG69 მოდელის მობილური ტელეფონი, ფულადი თანხა 50 და 10 ლირიან კუპიურებში სულ 70 ლირა, რო-ელიც დალუქულია ორ პაკეტად და ინახება საგამოძიებო ორგანოში, გამო-ძიებელ რო-ან დავითაძესთნ, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს ან/და მისი ნდობით აღჭურვილს პირს.
განაჩენი რეაგირებისათვის გადაეგზავნოს სააღსრულებო ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა N32), ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: დავით მამისეიშვილი