განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N340100118002554443
№1/155-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
23 აგვისტო 2018 წელი ქ. გურჯაანი
გურჯაანის რაიონული სასამართლო
მოსამართლე დავით ნარიმანიშვილმა
ანნა მათიაშვილის სხდომის მდივნობით
სახელმწიფო ბრალმდებლის, გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორის თინათინ ზუბაშვილის
ბრალდებულ - ვა-–------- მა---------ის
ადვოკატ - ლო-–- ტუ--–---–ს
მონაწილეობით ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------)
ბრალდებული: ვა-–------- მა---------ი
მამის სახელი: ბ-----
დაბადებული: 0--------- წელს
პირადი ნომერი: 1----------
მოქალაქეობა: საქართველო
განათლება: საშუალო
ნასამართლეობა: ნასამართლობის არ მქონე
რეგისტრირებული: გურჯაანის რაიონი სოფელი გ----------
ფაქტობრივად მცხოვრები: გურჯაანის რაიონი სოფელი გ----------
პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და 111, 187-ე მუხლის პირველი ნაწილით.
კვალიფიკაცია: ვა-–------- მა---------ს ბრალი ედება მასში, რომ
1. ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატიური შეურაცხყოფა, შანტაჟი ან დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში: 2017 წლის იანვრიდან, ვა-–------- მა---------ი, გურჯაანის რაიონის სოფელ გურჯაანში, სისტემატიურ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა დედას - მა--- მა---------ს, რომელსაც 2018 წლის 27 ივნისს, დაახლოებით 21:30 საათზე, თავის საცხოვრებელ ბინაში, სახის არეში ატმების სროლის შედეგად მიაყენა ჯანმრთელობის დაზიანება. ვა-–------- მა---------ის აღნიშნული ქმედებების შედეგად მა--- მა---------მა განიცადა ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა.
2. ოჯახის წევრის მიმართ ჩაიდინა სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში: 2018 წლის 28 ივნისს, ოჯახში ძალადობის ფაქტის პოლიციისათვის შეტყობინებით განაწყენებულმა ვა-–------- მა---------მა, გ----------ს რაიონის სოფელ გურჯაანში, თავის საცხოვრებელ ბინაში, დაამტვრია დის - ნი--- მა---------ის კუთვნილი ავეჯი, რითაც მიაყენა 950 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.
ვა-–------- მა---------ი 2018 წლის 30 ივნისს 12:40 საათზე დააკავეს და 2018 წლის 30 ივნისს და 20 ივლისს ჩადენილი ქმედებისათვის წარედგინა ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით და 111, 187-ე მუხლის პირველი ნაწილით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი
სასამართლომ დაადგინა:
1. 2017 წლის იანვრიდან, ვ--–------ მა---------ი, გურჯაანის რაიონის სოფელ გურჯაანში, სისტემატიურ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა დედას - მა--- მა---------ს, რომელსაც 2018 წლის 27 ივნისს, დაახლოებით 21:30 საათზე, თავის საცხოვრებელ ბინაში, სახის არეში ატმების სროლის შედეგად მიაყენა ჯანმრთელობის დაზიანება. ვა-–------- მა---------ის აღნიშნული ქმედებების შედეგად მა--- მა---------მა განიცადა ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა.
2. ვა-–------- მა---------მა, გურჯაანის რაიონის სოფელ გურჯაანში, თავის საცხოვრებელ ბინაში, დაამტვრია დის - ნი--- მა---------ის კუთვნილი ავეჯი, რითაც მიაყენა 950 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.
ქმედების სამართლებრივი აღწერა
1. ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი
მხარეთა მიერ შეთანხმებული უდავო ფაქტობრივი გარემოებებით, კერძოდ, მოწმეების - დაზარალებულ მა--- მა---------ის, რე---- ქა-----–---–ის, ნი--- მა---------ის, ნა-- ჭა-----–---–ის, მე--–-- ში------–---–ის, თავად ბრალდებულ ვა-–------- მა---------ის ჩვენებებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით და სხვა დოკუმენტებით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, დასტურდება, რომ 2017 წლის იანვრიდან, ვ--–------ მა---------ი, გურჯაანის რაიონის სოფელ გურჯაანში, სისტემატიურ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა დედას - მა--- მა---------ს, რომელსაც სახის არეში ატმების სროლის შედეგად მიაყენა ჯანმრთელობის დაზიანება. ვა-–------- მა---------ის აღნიშნული ქმედებების შედეგად მა--- მა---------მა განიცადა ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის შენიშვნის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: მეუღლე, დედა, მამა, პაპა, ბებია, შვილი (გერი), შვილობილი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), მეურვე, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, აგრეთვე პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
ზემოაღნიშნული მუხლით გათვალისწინებულ ძალადობაში შეიძლება ჩაითვალოს ისეთი მოქმედებები, როგორიცაა სხვა პირის სხეულზე ერთდროულად რამდენიმე დარტყმა, ხელის გარტყმა სახეში, თმებში მოქაჩვა, ხელების გადაგრეხა, პანღურის ამოკვრა და სხვა. ამგვარი ძალადობა 1261-მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობას მხოლოდ იმ შემთხვევაში შექმნის, თუკი გამოიწვევს დაზარალებულის ფიზიკურ ტკივილს.
ამასთან მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნულმა ქმედებებმა არ გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
რაც შეეხება სიტყვიერ შეურაცხყოფას, აღნიშნული ქმედება დანაშაულის შემადგენლობას შექმნის მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი მას აქვს სისტემატური ხასიათი და იწვევს დაზარალებულის ტანჯვას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ვა-–------- მა---------მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური სიტყვიერი შეურაცხყოფა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა გამოიწვია.
2. სხვისი ნივთის დაზიანება
მხარეთა მიერ შეთანხმებული უდავო ფაქტობრივი გარემოებებით, კერძოდ, მოწმეების - დაზარალებულ ნი--- მა---------ის, მა--- მა---------ის, რე---- ქა-----–---–ის, ნა-- ჭა-----–---–ის, მე--–-- ში------–---–ის, თავად ბრალდებულ ვა-–------- მა---------ის ჩვენებებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით და სხვა დოკუმენტებით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, დასტურდება, რომ ვა-–------- მა---------მა დაამტვრია დის - ნი--- მა---------ის კუთვნილი ავეჯი.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სხვისი ნივთის დაზიანებაში იგულისხმება ქონების თვისებრიობის ისეთი შეცვლა, რომლის დროსაც არსებითად უარესდება მისი მდგომარეობა, ხდება ქონების ღირებულების შემცირება, იკარგება სასარგებლო თვისებათა მნიშვნელოვანი ნაწილი ან მთლიანად ან ნაწილობრივ გამოუსადეგარი ხდება მიზნობრივი გამოყენებისათვის.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ვა-–------- მა---------მა ჩაიდინა სხვისი ნივთის დაზიანება.
რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია
მხარეთა მიერ შეთანხმებულ უდავო ფაქტობრივი გარემოებებით, კერძოდ, დაზარალებულ ნი--- მა---------ის, მა--- მა---------ის, რე---- ქა-----–---–ის, ნა-- ჭა-----–---–ის, მე--–-- ში------–---–ის, თავად ბრალდებულ ვა-–------- მა---------ის ჩვენებებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, აუდიტორული დასკვნით და სხვა დოკუმენტებით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, დასტურდება, რომ ვა-–------- მა---------მა დაამტვრია დის - ნი--- მა---------ის კუთვნილი ავეჯი, რითაც მიაყენა 950 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის შენიშვნის თანახმად, მნიშვნელოვან ზიანად ითვლება ნივთის ღირებულება 150 ლარს ზევით.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ვა-–------- მა---------ის მოქმედებამ გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი.
სამართლებრივი შეფასება
სასამართლოზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებათა შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე, რომელიც მხარეთა მიერ უდავოდ იქნა მიჩნეული, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ:
1. ვა-–------- მა---------მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური სიტყვიერი შეურაცხყოფა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 118-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.
2. ვა-–------- მა---------მა ოჯახის წევრის მიმართ ჩაიდინა სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. დანაშაული გათვალიწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 187-ე მუხლის პირველი ნაწილით.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები
ვა-–------- მა---------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა მის მიერ ჩადენილი ქმედების აღიარება. ხოლო პასუხიმგებლობის დამამძიმებელი გარემოება საქმის მასალების მიხედვით არ გამოვლენილა.
სასჯელის ან სხვა ღონისძიების დასაბუთება
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგობას მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხს და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულების პიროვნებას.
ვა-–------- მა---------ის მიერ ჩადენილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ისჯება დანაშაული საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ოთხმოციდან ას ორმოცდაათ საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე. ხოლო ამავე კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილი სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ასიდან ას ოთხმოც საათამდე, გამასწორებელ სამუშაოს ვადით ერთ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთიდან სამ წლამდე.
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში აშკარაა, რომ სასჯელის მიზნების შესრულებისათვის საჭიროა სასჯელის ეფექტური ღონისძიების გამოყენება.
ამრიგად, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სანქციის ქვედა და ზედა ზღვართა მხედველობაში მიღებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ვა-–------- მა---------ის მიმართ გამოყენებული სასჯელი უნდა იყოს შესაბამისი.
ნივთმტკიცება, ყადაღა ან სხვა საკითხები
ვა-–------- მა---------ს გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 2 ივლისის განჩინებით აღკვეთის ღონისძიების სახით შეერჩა გირაო, გირაოს სრულ უზრუნველყოფამდე გამოყენებული იქნა პატიმრობა.
გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 3 ივლისის განჩინებით აღკვეთის ღონისძიების გირაოს უზრუნველყოფის მიზნით ყადაღა დაედო ლო-–- ტუ--–---–ის (პირადი N1----------) სახელზე რიცხული უძრავი ქონების - სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთის, რომელიც მდებარეობს გურჯაანის რაიონის სოფელ ძ-------ში, ე.წ. „ძ------“, საკადასტრო კოდი 5-----------; ნაკვეთის საკუთრების ტიპი: საკუთრება, დაზუსტებული ფართობი 3032.00 კვ. მეტრი. ნაკვეთის წინა ნომერი: 5-----------. საბაზრო ღირებულება შეადგენს 5500 (ხუთი ათას ხუთასი) ლარს, გირაოს ფულადი თანხის - 5000 (ხუთი ათასი) ლარის ეკვივალენტურ წილს.
საქმეზე ნივთიერი მტკიცებულების სახით ამოღებულია ავეჯის დაზიანებული ნაწილები, რომელიც ინახება შსს გურჯაანის რაიონულ სამმართველოში და საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს მესაკუთრეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 258-ე, 260-ე, 269-ე, 271- 274-ე, 277-ე, 292-293-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ვა-–------- მა---------ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წელი, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე შეეცვალოს პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაენიშნოს 1 (ერთი) წელი.
ვა-–------- მა---------ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 187-ე მუხლის პირველი ნაწილით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 (ას ორმოცდაათი) საათი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების შესაბამისად უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, ვა-–------- მა---------ს დანაშაულთა ერთობლიობით ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წელი, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე შეეცვალოს პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაენიშნოს 1 (ერთი) წელი.
აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და გირაოს უზრუნველყოფის მიზნით ლო-–- ტუ--–---–ის (პირადი N1----------) სახელზე რიცხული უძრავი ქონების - სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთის, რომელიც მდებარეობს გურჯაანის რაიონის სოფელ ძ-------ში, ე.წ. „ძ------“, საკადასტრო კოდი 5-----------; ნაკვეთის საკუთრების ტიპი: საკუთრება, დაზუსტებული ფართობი 3032.00 კვ. მეტრი. ნაკვეთის წინა ნომერი: 5-----------. საბაზრო ღირებულება შეადგენს 5500 (ხუთი ათას ხუთასი) ლარს, გირაოს ფულადი თანხის - 5000 (ხუთი ათასი) ლარის ეკვივალენტურ წილს განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში მოეხსნას გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 3 ივლისის განჩინებით დადებული ყადაღა და დაუბრუნდეს მესაკუთრეს.
ვა-–------- მა---------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2018 წლის 30 ივნისის 12:40 საათიდან 2018 წლის 3 ივლისის ჩათვლით.
მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი დაევალოს კახეთის პრობაციის ბიუროს. რომელსაც საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს პირობით მსჯავრდებულმა.
ნივთიერი მტკიცებულება - ავეჯის დაზიანებული ნაწილები, რომელიც ინახება შსს გურჯაანის რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.
განაჩენი შევიდეს კანონიერ ძალაში და აღსრულდეს.
მხარეებს განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში უფლება აქვთ გურჯაანის რაიონული სასამართლოს მეშვეობით თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარადგინოს საჩივარი ამ განაჩენის გაუქმების თაობაზე.
მოსამართლე დავით ნარიმანიშვილი