განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N820100118002557520
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლო
საქმის # 1/181-2018 წ
22 აგვისტო, 2018 წელი ქ. ბათუმი
მოსამართლე დავით გელაშვილი
სხდომის მდივანი ნაირა აბაშიძე
სხდომის სახე: ღია
ბრალდების მხარე - პროკურორი დ-------------–---–ი
დაცვის მხარე - ადვოკატი ი-----–-----–--ე
თარჯიმანი - ქეთევან ცომაია-უჩუნჯუ
ბრალდებული - ი----------–-------ი (დაბადებული 1----–-–---------–--ს, თურქეთის პასპორტის ნომერი U--------, თურქეთის მოქალაქე, ნასამართლობის არ მქონე, დაოჯახებული, ს-–----–ო განათლების მქონე, რეგისტრირებული თურქეთი, ქ. ს--------–ი და ფაქტობრივად მცხოვრები ქ. ბათუმი, ს---–------------–-----------).
კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლი - ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.
კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილი ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილი - სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
2018 წლის 26 ივნისს, დაახლოებით 16:00 საათზე, ქ. ბათუმში, გ---------------–---–ი მდებარე რესტორან „ს----–---------–უ“-ს ტერიტორიაზე, ვალის საფუძველზე წარმოქმნილი კონფლიქტისას ი----------–-------იმ სხეულზე ხელის რამოდენიმეჯერ დარტყმით და ასევე ხელთ არსებული მჭრელი საგნის (დანა) გამოყენებით ფ------–-------–ს მიაყენა სხეულის დაზიანება, რამაც გამოიწვია მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით.
2018 წლის 26 ივნის, დაახლოებით 16:00 საათზე, ქ. ბათუმში, გ---------------–---–ი მდებარე რესტორან „ს----–---------–უ“-ს ტერიტორიაზე, ვალის საფუძველზე წარმოქმნილი კონფლიქტისას ი----------–-------იმ სხეულზე ხელის რამოდენიმეჯერ დარტყმით და ასევე ხელთ არსებული მჭრელი საგნის (დანა) გამოყენებით შ--------------ს მიაყენა ფიზიკური ტკივილი და სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად.
2018 წლის 26 ივნის, დაახლოებით 16:00 საათზე, ქ. ბათუმში, გ---------------–---–ი მდებარე რესტორან „ს----–---------–უ“-ს ტერიტორიაზე, ვალის საფუძველზე წარმოქმნილი კონფლიქტისას ი----------–-------იმ ხელთ არსებული ბასრი საგნის (დანა) გამოყენებით განახორციელა შ--------------ს მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, რაც დროსაც ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.
ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
ბრალდებულმა ი----------–-------იმ, სასამართლოს წინაშე სრულად სცნო თავი დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში. სასამართლო სხდომაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული არცერთი მტკიცებულება, სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება ამ მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან, მხარეებმა არცერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.
მხარეთა შორის შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა:
გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათი, შეტყობინება, მოწმეების გ--–-------–--ის, ო-----–---------ის, შ--------------ს, ფ------–-------–ის, ჯ---------------ის, გ---–--------------ას, ტ-----------–----ას, ი----------–-------ის გამოკითხვის ოქმები, ბრალდებულის დაკავების ოქმი, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, ნივთმტკიცებები, კრიმინალისტიკური და სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნები.
ამრიგად, უტყუარი, ერთმანეთთან შეთანხმებული, ურთიერთთავსებადი და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, რომელთა შორის არსებობს შინაარსობრივი კავშირი და მათში ეჭვის შეტანის საფუძველი სასამართლოს არ გააჩნია, გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებულია, რომ ბრალდებულმა ი----------–-------მ ფ------–-------–ის მიაყენა ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.
ასევე ი----------–-------მ ცემა შ--------------ს, რამაც ამ უკანასკნელის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
ასევე ი----------–------- შ--------------ს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რა დროსაც ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
სამართლებრივი შეფასება:
ბრალდებულმა ი----------–-------იმ, მის მიერ განხორციელებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებით - ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანებით, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია - ჩაიდინა განზრახი დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით.
ბრალდებულმა ი----------–-------იმ, მის მიერ განხორციელებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებით - ცემით, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი - ჩაიდინა განზრახი დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით.
ბრალდებულმა ი----------–-------იმ, მის მიერ განხორციელებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებით - სიცოცხლის მოსპობის მუქარით, რა დროსაც იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში - ჩაიდინა განზრახი დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
სასჯელის დანიშვნისას, სასამართლო ყურადღებას მიაქცევს, სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ სასამართლოს მიერ დადგენილი ქმედება საზოგადოებრივი საშიშროებისაა, რადგანაც ხელყოფს ადამიანის ჯანმრთელობას და ადამიანის უფლებებს და თავისუფლებებს, რითაც ბრალდებული დაუპირისპირდა საზოგადოებაში დამკვიდრებულ ზნეობრივ ნორმებს და უგულებელყო ურთიერთპატივისცემის მოქალაქეობრივი მოვალეობა, ისეთი ფორმებით, რაც საზოგადოებაში დამკვიდრებულ მორალურ წესებს ეწინააღმდეგება, რაც დასაგმობია, რადგანაც სამართლებრივ სახელმწიფოში დაუშვებელია ცალკეულმა პირებმა თავის თავზე აიღონ სხვა პირის დასჯა და ანგარიშსწორება, ვინაიდან უგულებელყოფილი იქნება კანონის უზენაესობა, რის გამოც ამ ტიპის დანაშაულის შემდგომი პრევენცია (როგორც კერძო, ასევე ზოგადი) საჭიროებს კონტროლს და ზოგადად სახელმწიფოს მხრიდან შესაბამის მიდგომებს, მათ შორის სასჯელთან მიმართებაშიც, რომლის მიზანია მსჯავრდებულსა და სხვა პირზე კანონიერი ზემოქმედება, რათა თავიდან იქნეს აცილებული მომავალში, როგორც ბრალდებულის, ასევე სხვა პირთა მიერ ანალოგიური დანაშაულის ჩადენა. სასჯელის პრევენციის მიზნების გარდა სასჯელის ეფექტური ღონისძიების გამოყენების მიზანია სამართლიანობის აღდგენა და საზოგადოების წევრებში დაცულობის განცდის უზრუნველყოფა ჩადენილი დანაშაულისთვის შესაბამისი და ადეკვატური სასჯელის დანიშვნის გზით, რომლითაც ასევე მიღწეული უნდა იქნეს დამნაშავე პირის რესოციალიზაცია და მისი საზოგადოებაში ღირსეულ წევრად დაბრუნება.
თანახმად საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლისა სასამართლო მხედველობაში იღებს, რომ
სახეზეა პირდაპირი განზრახვით ჩადენილი ძალადობრივი, ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშულთა ერთობლიობა. ბრალდებული არაა ნასამართლევი, სადავოდ არ გაუხდია ბრალდების მხარის მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, მან აღიარა და ინანიებს ჩადენილს, რაც მიუთითებს, რომ მან გაიაზრა მის მიერ ჩადენილი ქმედება და შედარებით იოლია მისი რესოციალიზაცია.
აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულის მიმართ დანაშაულის პრევენციის, მისი რესოციალიზაციისა და სასჯელის მიზნების უზრუნველსაყოფად, სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, სასჯელის მიზნების მიღწევა უკეთაა შესაძლებელი და უფრო ეფექტური იქნება ჯარიმის მინიმუმზე შედარებით მაღალი ოდენობით დანიშვნა, რაც სასამართლოს აზრით საკმარისია, რათა მსჯავრდებულმა გააცნობიეროს ჩადენილი ქმედება და გამოიტანოს სათანადო დასკვნები, მოახდინოს საკუთარი თავის რეაბილიტაცია და ღირსეულ წევრად დაუბრუნდეს საზოგადოებას.
ნივთმტკიცების, ყადაღის და სხვა საკითხები:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ე” ქვეპუნქტით - სხვა პირის კუთვნილი ყველა ნივთი და დოკუმენტი, უბრუნდება მესაკუთრეს ან მფლობელს, ხოლო ამავე ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით - ნივთმტკიცების სახით არსებული ნივთი, რომელსაც ღირებულება არა აქვს – ნადგურდება;
შესაბამისად ნივთმტკიცება მოწითალო ფერის ლაქები, დანა და ხელკეტი უნდა განადგურდეს, ხოლო ე.წ. ,,DVR“ და ი----------–-------ის ტანსაცმელი უნდა დაუბრუნდეს მესაკუთრეს
უნდა გაუქმდეს ი----------–-------ს მიმართ შეფარდებული აღკვეთი ღონისძიება გირაო და გირაოს უზრუნველსაყოფად შეტანილი ფულადი თანხა განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლიდან 1 თვის ვადაში სრულად უნდა დაუბრუნდეს მის შემტანს.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის მე-3-ე მუხლის მე-14 ნაწილით, 255, 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ი----------–-------ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს ჯარიმა 4000 (ოთხიათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
ი----------–-------ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს ჯარიმა 3000 (სამიათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
ი----------–-------ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს ჯარიმა 2000 (ორიათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ ი----------–-------ის ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს ჯარიმა 4000 (ოთხიათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ი----------–-------ის 2018 წლის 26 ივნისიდან 2018 წლის 31 ივლისის ჩათვლით დაკავების და პატიმრობაში ყოფნის გათვალისწინებით შეუმცირდეს სასჯელის სახედ დანიშნული ჯარიმის ოდენობა და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 3500 (სამიათასხუთასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
გაუქმდეს ი----------–-------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთი ღონისძიება გირაო და გირაოს უზრუნველსაყოფად შეტანილი ფულადი თანხა 3500 ლარი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლიდან 1 თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს მის შემტანს გ--------------–--ეს (პ/ნ 6----------).
ნივთმტკიცების სახით არსებული მოწითალო ფერის ლაქები, დანა, ხელკეტი განადგურდეს, ხოლო ე.წ. ,,DVR“ და ი----------–-------ის ტანსაცმელი დაუბრუნდეს მესაკუთრეს განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
განაჩენის გადასინჯვა დასაშვებია საერთო წესით ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო.
მოსამართლე დავით გელაშვილი