განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 020100118002565474
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
ზუგდიდის რაიონული სასამართლო
საქმე N1/397-18 21 აგვისტო, 2018 წელი ქ. ზუგდიდი
მოსამართლე შოთა ბიჭია
სხდომის მდივანი თათია აქუბარდია
სხდომის სახე - ღია
1. ბრალდების მხარე:
1.1. პროკურორი გ-----------------
2. დაცვის მხარე:
2.1. ბრალდებული კ-----------------------–---–----------------–-------–-–--------------------------------–----------–------------------------------–----–----------–---------------------–----–-------------------------------------------------------–---------–---
ქმედების კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 265-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტი
ქმედების შემადგენლობა: დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა და მოყვანა
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტები
კ-----------–---–-ამ ზ----------------------------–--------–--ში, თავის მფლობელობასა და სარგებლობაში არსებულ საკარმიდამო ეზოში განთავსებულ მიწის ნაკვეთზე უკანონოდ დათესა და 2018-–-–---------–----დე უკანონოდ მოყავდა დიდი ოდენობით - ოთხი ძირი, წონით 241,8 გრამი ნარკოტიკული საშუალების შემცველი კანაფის მცენარე.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა
2.1. ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის (პრეიუდიცია) პირველი ნაწილის ,,გ“ და ,,დ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება სხვა სისხლის სამართლის საქმეზე განაჩენით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, თუ პროცესის არცერთი მონაწილე მათ საეჭვოდ არ ხდის, აგრეთვე ნებისმიერი სხვა გარემოება და ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან. საქართველოს სსსკ-ის 220-ე მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, წინასასამართლო სხდომის მოსამართლე მხარეთა მონაწილეობით საქმის არსებითი განხილვისათვის მოსამზადებლად ამტკიცებს მხარეების მიერ წარსადგენ მტკიცებულებათა ნუსხას, ასევე მათგან მიღებულ იმ მტკიცებულებათა ჩამონათვალს, რომლებსაც მხარეები სადავოდ არ ხდიან, რაც მითითებული კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შესაძლებლობის რეალიზაციის პროცედურულ ნაწილს არეგულირებს.
საქმის არსებითი განხილვის უფლებაზე ბრალდებულის მიერ უარის თქმას იცნობს ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართალი, რომლის თანახმად, იმ შემთხვევებში, როცა უფლებაზე უარის თქმა ხორციელდება აშკარა და არაორაზროვანი ფორმით, უზრუნველყოფილია დაცვის მინიმალური გარანტიები და უფლებაზე უარი არ ეწინააღმდეგება საჯარო ინტერესს, ასეთი ფორმით გამოხატული უარი უფლებაზე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ევროპულ კონვენციას (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებეები საქმეებზე: Natsvlishvili and Togonidze v. Georgia (08.09.2014); Scoppola v. Italy (17.09.2009); Poitrimol v. France (23.11.1993); Hermi v. Italy (18.10.2006)).
ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის განმარტებას არ იძლევა სისხლის სამართლის კოდექსი, თუმცა ის მოცემულია სხვა კანონში, კერძოდ ??????????? ????????????, ???????????? ?????????????, ?????????????? ?? ???????????? ?????????? ??????? საქართველოს კანონში. აღნიშნულის კანონის მე-3 მუხლის „ა“ პუნქტის თანახმად, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე არის ბუნებრივი ან სინთეზური წარმოშობის ნივთიერება, ამ ნივთიერების შემცველი მცენარე ან პრეპარატი, რომელიც გაეროს შესაბამისი კონვენციების საფუძველზე შეტანილია საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნარკოტიკულ საშუალებათა I და II სიაში. ამავე კანონის ჰ2 პუნქტის თანახმად კანაფის მცენარე არის მცენარე კანაფის წვეროები ყვავილებითა და ნაყოფით (გარდა ფოთლებისა და თესლებისა, რომელთაც არ ახლავთ მცენარის წვეროები), თუ მათგან არ არის გამოყოფილი ნებისმიერი დასახელების მქონე ფისი; აღნიშნული კანონის მეორე დანართის IV სიაში, სათაურით „მფლობელობიდან ან ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობების ნუსხა“, 73-ე ჰორიზონტალურ სვეტში მითითებულია ,,მცენარე კანაფი’’. აღნიშნული მიუთითებს მოცემული ნივთიერების ნარკოტიკული საშუალებების კატეგორიისადმი კუთვნილებას.
ბრალდებულის საკარმიდამო მიწის ნაკვეთის ჩხრეკის შედეგად ამოღებული მცენარე, რომ ნარკოტიკული საშუალების შემცველი კანაფის მცენარეა, მხარეთა შორის დავის საგანს არ წარმოადგენს. აღნიშნული ფაქტი მხარეთა მიერ პრეიუდიციულად იქნა მიჩნეული, ხოლო მათი დამადასტურებელი მტკიცებულებები - უდავო მტკიცებულებებად. განსახილველ საქმეში უდავოდ ცნობილი მტკიცებულებების საქმის არსებით განხილვაზე გამოკვლევა არ მომხდარა, თუმცა ისინი შეფასდა საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნათა დაცვით და მიჩნეულ იქნა, რომ ამოღებული მცენარით, ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით და საქმეში არსებული სხვა უდავო მტკიცებულებების ერთობლიობით უტყუარად დადასტურებულია, რომ ამოღებული მცენარე არის ნარკოტიკული საშუალების შემცველი კანაფის მცენარე.
2.2. უკანონო დათესვა და მოყვანა
საქმის მასალების თანახმად, ბრალდებულმა აღიარა მისთვის ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენა, დაცვის მხარე დაეთანხმა ბრალდების დადგენილებაში აღწერილ ფაქტობრივ გარემოებებს და უდაოდ ცნო მათ დასადასტურებლად ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები სრული მოცულობით, რითაც დაეთანხმა ბრალდების მხარის პოზიციას, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს ბრალდების შესახებ დადგენილებაში აღწერილ ფაქტობრივ გარემოებებს. აღნიშნულის თაობაზე მხარეთა შორის შეთანხმების არსებობის საფუძველზე, ვინაიდან მხარეებს არ გაუხდიათ სადავოდ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, საქართველოს სსსკ-ის 25-ე მუხლით გათვალისწინებული სასამართლო პროცესის შეჯიბრებითობის პრინციპის შესაბამისად, ისინი სასამართლო სხდომაზე არ იქნა გამოკვლეული. საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მათ მიენიჭა პრეიუდიციული მნიშვნელობა და გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებული ფაქტების დამადასტურებელ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა, დამაჯერებელ, უტყუარ, ეჭვის გამომრიცხავ უდავო მტკიცებულებებად, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს ბრალდების შესახებ დადგენილებაში აღწერილ ფაქტობრივ გარემოებებს და რომლებიც საკმარისია ობიექტური პირის იმაში დარწმუნებისათვის, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა მისთვის ბრალად წარდგენილი ქმედება.
ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის დათესვა გულისხმობს სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების შემცველი მცენარის თესლის ბუნებრივ ან ხელოვნურ ნიადაგში შეტანას, ან მცენარის ნერგის დარგვას მიწის ნებისმიერ ნაკვეთზე, მათ შორის, აუთვისებელ მიწაზე, აგრეთვე ხელოვნურ ან/და საოჯახო პირობებში.
ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის მოყვანა გულისხმობს დათესილი და დარგული მცენარისა და სოკოს მოვლას მათი ფიზიოლოგიური სიმწიფის ფაზის მიღწევის მიზნით.
ნარკოტიკული საშუალების უკანონო დათესვა და მოყვანა აკრძალულია საქართველოს კანონმდებლობით. საქართველოში ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე ამოღებულია თავისუფალი სამოქალაქო ბრუნვიდან. მხოლოდ გარკვეული ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარეს მოყვანა და დათესვაა შესაძლებელი სპეციალური ნებართვით. ამდენად, ნებართვის გარეშე ამ ნივთების დათესვა და მოყვანა მართლსაწინააღმდეგო ქმედებაა.
ბრალდებულის საკარმიდამო მიწის ნაკვეთის ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის - ,,კანაფის მცენარე’’ ბრალდებულის მიერ განზრახ უკანონო დათესვა და მოყვანა მხარეთა შორის დავის საგანს არ წარმოადგენს. აღნიშნული ფაქტი მხარეთა მიერ პრეიუდიციულად იქნა მიჩნეული, ხოლო მათი დამადასტურებელი მტკიცებულებები - უდაო მტკიცებულებებად. მოწმეების: გ--------–----–----ას, ა--------------ს, ბ--------------ას და დ-----------–-ას გამოკითხვის ოქმებით, საკარმიდამო მიწის ნაკვეთის ჩხრეკის ოქმით, ამოღებული მცენარით, ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით და საქმეში არსებული სხვა უდავო მტკიცებულებების ერთობლიობით დადასტურებულია, რომ ბრალდებულს რაიმე სპეციალური ნებართვა ნარკოტიკული საშუალების დათესვა-მოყვანისთვის არ ჰქონია და უკანონოდ დათესა და მოჰყავდა ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე.
2.3. დიდი ოდენობა
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის (პრეიუდიცია) პირველი ნაწილის ,,გ“ და ,,დ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება სხვა სისხლის სამართლის საქმეზე განაჩენით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, თუ პროცესის არცერთი მონაწილე მათ საეჭვოდ არ ხდის, აგრეთვე ნებისმიერი სხვა გარემოება და ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან.
სსკ-ის 265-ე მუხლის დამამძიმებელ მდგომარეობას წარმოადგენს ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის დათესვა და მოყვანა დიდი ოდენობით. ??????????? ????????????, ???????????? ?????????????, ?????????????? ?? ???????????? ?????????? ??????? საქართველოს კანონის ბოლო რედაქციის მეორე დანართის IV სიაში სათაურით „მფლობელობიდან ან ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობების ნუსხა“ 73-ე ჰორიზონტალურ სვეტში მითითებულია ,,მცენარე კანაფი - 10, 140, 750’’. მოცემული კანონის შენიშვნის მიხედვით, მე-3 ვერტიკალურ გრაფაში მითითებულ ოდენობაზე მეტი, მე-4 ვერტიკალურ გრაფაში მითითებულ ოდენობამდე (მითითებული ოდენობის ჩათვლით) ითვლება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საწყის ოდენობად, მე-4 ვერტიკალური გრაფიდან მე-5 ვერტიკალურ გრაფამდე ოდენობა ითვლება დიდ ოდენობად.
ამდენად ირკვევა, რომ „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 73-ე ჰორიზონტალური გრაფის თანახმად და ბრალდებულის საკარმიდამო ეზოს ჩხრეკის შედეგად ამოღებული კანაფის მცენარის მასის გათვალისწინებთ ბრალდებულის მიწის ნაკვეთის ჩხრეკის შედეგადა მიღებული კანაფის მცენარე განეკუთვნება დიდ ოდენობას.
ის, რომ ბრალდებული კ---- კ------–---–--- საკარმიდამო ეზოს ჩხრეკის შედეგად ამოღებული კანაფის მცენარე არის 241,8 გრამი, მხარეთა შორის დავის საგანს არ წარმოადგენს და დადასტურებულია ამოღებული საგნით, ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით და სხვა უდავო მტკიცებულებათა ერთობლიობით.
3. სამართლებრივი შეფასება
ნარკოტიკული საშუალების დიდი ოდენობით უკანონო დათესვა და მოყვანა ისჯება საქართველოს სსკ-ის 265-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით. ამ დანაშაულის საგანია ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე. დანაშაულის ობიექტური შემადგენლობა გულისხმობს ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვას, მის მოყვანას ან კულტივირებას. მოცემული დანაშაულის სუბიექტური შემადგენლობა განზრახვას გულისხმობს. პირს გაცნობიერებული აქვს, რომ კანონიერი ნებართვის გარეშე თესავს ნარკოტიკული საშუალების შემცველ მცენარეს და მოჰყავს, სურს ამ ქმედების ჩადენა ან არ სურს, მაგრამ შეგნებულად უშვებს მას.
განსახილველ შემთხვევაში მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით დადასტურებული პრეიუდიციულად მიჩნეული ფაქტებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა განზრახ დათესა და მოიყვანა ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე - 241,8 გრამი კანაფი მცენარე.
საქმის მასალებით მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ გამოვლენილა.
ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს ბრალდებულ კ-----------–---–-ას მიერ მართლსაწინააღმდეგოდ და ბრალეულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობის ჩადენას. მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც უდავოდ არის ცნობილი დაცვის მხარის მიერ, არ ტოვებს ეჭვს ბრალდებულის ქმედების არც ერთ ნიშანთან დაკავშირებით, რის გამოც კ-----------–---–-ა ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ სწორედ წარდგენილი კვალიფიკაციით (გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ბრალდების დადასტურების აუცილებლობის შესახებ იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: Barberа, Messeguй and Jabardo v. Spain; Lavents v. Latvia; Melich and Beck v. the Czech Republic).
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები
კ-----------–---–-ას პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებად მიჩნეულ უნდა იქნეს დანაშაულის აღიარება, სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებისთვის ხელის შეწყობა.
კ-----------–---–-ას პასუხისგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
5. სასჯელის გამოუყენებლობის დასაბუთება
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მისი მისწრაფება, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს დანაშაულის მიზანს (სიამოვნების მიღება), ბრალდებულის მიერ მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას (აკრძალული ნივთის კანონის გვერდის ავლით დათესვა და მოყვანა), ქმედების განხორციელების სახეს, ხერხს (ოთხი ძირი, წონით 241,8 გრ. ნარკოტიკული საშუალების შემცველი კანაფის დათესვა და მოყვანა), მართლსაწინააღმდეგო შედეგს (დანაშაულის შეწყვეტის ეტაპზე არსებობდა მხოლოდ აბსტრაქტული საფრთხე და ვინმესთვის კონკრეტული ზიანი მიყენებული არ არის, თუმცა ნარკოტიკული საშუალების ოდენობამ შეიძლება წარმოშვას მისი რეალიზაციის ავტომატური საფრთხე), ბრალდებულის წარსულ ცხოვრებას (არ არის ნასამართლევი), პირად და ეკონომიკურ პირობებს (აქვს მძიმე პირადი და ეკონომიკური პირობები), ყოფაქცევას ქმედების შემდეგ (აღიარა დანაშაული, ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას), ბრალდებულის პიროვნებას.
სასამართლო სასჯელის კონკრეტული სახის შერჩევისას ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსკ-ის 265-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტი სასჯელის სახით ითვალისწინებდა თავისუფლების აღკვეთას ვადით 4 დან 7 წლამდე.
სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ასევე იმაზე, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი სსკ-ის 265-ე მუხლის მე-2 ნაწილის სიტყვების „ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე“ ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც სასჯელის სახედ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 73-ე ჰორიზონტალური გრაფით განსაზღვრული, მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი ოდენობით (151 გრამამდე) ნარკოტიკული საშუალება – კანაფის (მცენარე) პირადი მოხმარების მიზნებისთვის უკანონოდ დათესვის, მოყვანის ან კულტივირებისთვის, ასევე არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი სსკ-ის 265-ე მუხლის მე-3 ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც 266 გრამამდე ნარკოტიკული საშუალება კანაფის (მცენარე) პირადი მოხმარების მიზნებისთვის უკანონოდ დათესვის ან მოყვანისათვის სასჯელის ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით – „ექვსიდან თორმეტ წლამდე".
სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში კ-----------–---–-ას მიწის ნაკვეთის ჩხრეკის შედეგად ამოღებულ იქნა 241,8 გრამი ნარკოტიკული საშუალება. აღსანიშნავია, რომ 151 გრამიდან 266 გრამამდე (მათ შორის, 241,8 გრამის) ოდენობით კანაფის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს ერთადერთი გადაწყვეტილება აქვს მიღებული - არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი მისი დათესვისა და მოყვანისთვის 6-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა. ამასთან, სასამართლომ ნათლად მიუთითა, რომ 266 გრამის ოდენობით კანაფი შეიძლება შეიცავდეს რეალიზაციის ავტომატურ საფრთხეს მისი ოდენობის გამო, რაც ამართლებს მისი დათესვისა და მოყვანისთვის თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრას. სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ გარკვეული ოდენობის შემდეგ რეალიზაციის ავტომატური საფრთხე იგულისხმება, რის გამოც ქმედების მიზნის გარკვევა (გასაღება თუ პირადი მოხმარება) არარელევანტური ხდება. ამდენად, განსახილველ შემთხვევაში 151 გრამდე მეტი ოდენობით კანაფის მცენარის დათესვისა და მოყვანის საქმე იხილება და მასზე უნდა გავრცელდეს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 151 გრამიდან 266 გრამამდე კანაფისთვის გათვალისწინებული დებულებები. ამ ნაწილში კი საკონსტიტუციო სასამართლო არ მიჩნევს არაკონსტიტუციურად თავისუფლების აღკვეთას. ის მხოლოდ იმას ამბობს, რომ თავისუფლების აღკვეთა არ უნდა იყოს 6 ან მეტი წლის ვადის. შესაბამისად, შესაძლებელია კ-----------–---–-ას მიმართ გამოყენებულ იქნეს მოცემული მუხლის სანქციის ფარგლებში 4-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა.
ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, განსაზღვრავს რა სასჯელის სახეს ბრალდებულის მიერ ჩადენილი ქმედებისა და ბრალდებულის პიროვნების შესაბამისად, სამართლიანობის აღდგენის, ბრალდებულისა (კერძო პრევენცია) და საზოგადოების სხვა წევრების მიერ (ზოგადი პრევენცია) მომავალში ანალოგიური დანაშაულის თავიდან აცილებისა და მსჯავრდებულის რესოციალიზაციის მიზნების მისაღწევად პროპორციულ საშუალებად სასამართლოს მიაჩნია სასჯელის ზომად მინიმალური ვადით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა. ამასთან სასამართლო ითვალისწინებს, ქმედების ხასიათს და ბუნებას და მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულის მიმართ გამოყენებულ უნდა იქნეს საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის დანაწესი, რომლის მიხედვითაც ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას სასამართლო უფლებამოსილია, განაჩენით დაადგინოს სასჯელის ნაწილის მოხდა, ხოლო დანარჩენი ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლა, თუ ბრალდებული (მსჯავრდებული) აღიარებს დანაშაულს (თუ პირს არ წაასწრეს დანაშაულის ჩადენისას ან ჩადენისთანავე), ასახელებს დანაშაულის ჩადენაში თანამონაწილეებს და თანამშრომლობს გამოძიებასთან. საპროცესო შეთანხმების დადების გარდა, თუ ჩადენილია განსაკუთრებით მძიმე დანაშაული, პირობით მსჯავრად შეიძლება ჩაითვალოს დანიშნული სასჯელის ერთი მეოთხედი, მძიმე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში – სასჯელის ერთი მესამედი, ხოლო ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში – სასჯელის ნახევარი.
ამდენად კ-----------–---–-ას დანიშნული სასჯელის 1/3 უნდა ჩაეთვალოს პირობითად.
ვინაიდან ჩადენილია ნარკოტიკული დანაშაული, გამოყენებულ უნდა იქნეს ”ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონი და ბრალდებულს უნდა ჩამოერთვას აღნიშნული კანონით გათვალისწინებული უფლებები.
6. ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხის გადაწყვეტა
საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის ”ა” ქვეპუნქტის თანახმად, თუ დანაშაულის იარაღს ან საგანს ღირებულება არა აქვს, იგი ნადგურდება. საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილია 4 ძირი ნედლი კანაფის მცენარე, ნიადაგის ნიმუშები, რომელთაც რაიმე ღირებულება არ გააჩნიათ, რის გამოც ისინი უნდა განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 25-ე, 73-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
კ-----------–---–-ა ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 265-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით და სასჯელის ზომად განესაზღვროს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც, საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, 2 წელი და 8 თვე მოიხადოს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში, ხოლო 1 წელი და 4 თვე ჩაეთვალოს პირობითად 1 წლის და 4 თვის გამოსაცდელი ვადით.
კ-----------–---–-ას სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან. მასვე სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებულად ყოფნის პერიოდი 201--–-–---------–-----ან იმავე წლის 12 ივლისის ჩათვლით.
კ-----------–---–-ას „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, 10 წლით ჩამოერთვას საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები, ხოლო 5 წლით - სატრანსპორტო საშუალების მართვის; საადვოკატო; პედაგოგიური და საგანმანათლებლო; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებაში _ საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის; პასიური საარჩევნო; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები, რისი ვადის ათვლაც დაიწყოს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან გათავისუფლების მომენტიდან.
აღნიშნული უფლებების ჩამორთმევის თაობაზე დაუყოვნებლივ ეცნობოს საქართველოს შინაგან საქმეთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, განათლებისა და მეცნიერების, თავდაცვის სამინისტროებს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას.
ნივთმტკიცება: 4 ძირი ნედლი კანაფის მცენარე, ნიადაგის ნიმუშები განადგურდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
განაჩენი სააპელაციო წესით შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე შოთა ბიჭია