გადაწყვეტილება

სამოქალაქო 22.08.2018
საქმის ნომერი
330210017002141700
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
22.08.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე 2/29055-17

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

22.08.2018 წელი ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე მაია სვიანაძე

სხდომის მდივანი გვანცა ლომიძე

მოსარჩელე - შპს მი----------------------------–------------–--------ტი“

წარმომადგენელი - მა--------------–-–---–ი

მოპასუხე - თამ--------------–---–ი

დავის საგანი - უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

მოსარჩელე ითხოვს თამ--------------–---–ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი იქნას უძრავი ნივთი მდებარე: ქ. თბი-–--–-------------------------------------9- (ს/კ 01.1-.0--0--.0-2) და გამონთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცეს მესაკუთრე შპს მი----------------------------–------------–--------ტს“.

 

2. მოპასუხის პოზიცია

მოპასუხე თამ--------------–---–მა მოსამზადებელ სხდომაზე სარჩელი ცნო.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები 3.1.1 საჯარო რეესტრის ამონაწერით დგინდება, რომ უძრავი ქონების მდებარე: ქ. თბი-–--–-------------------------------------9- (ს/კ 01.1-.0--0--.0-2) მესაკუთრედ რეგისტრირებულია შპს მი----------------------------–------------–--------ტი“. უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს წარმოადგენს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებლო ბიუროს N----------------- განკარგულება, დამოწმების თარიღი: 2---------- 3.1.2 დადგენილია, რომ უძრავ ქონებას მდებარე: ქ. თბ--–--–--------------------------ზე, ბიმა N-- (ს/კ 01.1-.0--0--.0-2) სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობს მოპასუხე.

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები სამოტივაციო ნაწილი

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

საქმეში არსებულ მტკიცებულებათა საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 131-ე, 201-ე,208-ე მუხლებით;

 

6. სამართლებრივი შეფასება

6.1 სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრინციპს წარმოადგენს დისპოზიციურობა, რომელიც მხარეებს ანიჭებს საკუთარი მატერიალური და საპროცესო უფლებების განკარგვის შესაძლებლობას. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს ცნოს სარჩელი. მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა წარმოადგენს დისპოზიციურობის პრინციპის კონკრეტულ გამოვლინებას, რომლის საშუალებითაც მოპასუხის მიერ ხდება თავისი მატერიალური და საპროცესო უფლებების განკარგვა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის მიხედვით, მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას, ხოლო ამავე კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სარჩელის ცნობა მისი დაკმაყოფილების საფუძველია. განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხე თამ--------------–---–მა სარჩელი ცნო. კერძოდ, აღიარა მის მიერ უძრავი ქონების, მდებარე: ქ. თბი-–--–-------------------------------------9- (ს/კ 01.1-.0--0--.0-2) სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობის ფაქტი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამავე კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან მოპასუხე თამ--------------–---–მა სარჩელი ცნო მოსამზადებელ სხდომაზე, ხოლო მოსარჩელეს გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 120 ლარის ოდენობით, შპს მ-----------------------------–-------------–----------ს“ უნდა დაუბრუნდეს მის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილი თანხა. სარეზოლუციო ნაწილი სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე, 49-ე, 131-ე, 208-ე, 243-244, 248-249-ე, 264-ე, 369-ე, მუხლებით

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. შპს მი----------------------------–------------–--------ტის“ სარჩელი დაკმაყოფილდეს.

2. თამ--------------–---–ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი იქნეს უძრავი ქონება, მდებარე: ქ. თბი-–--–-------------------------------------9- (ს/კ 01.1-.0--0--.0-2) და გამონთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცეს მესაკუთრე შპს მი----------------------------–------------–--------ტს“.

3. მოსარჩელე შპს მი----------------------------–------------–--------ტს“ დაუბრუნდეს მის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 120 ლარი, რომელიც გადახდილია 2017 წლი 24 ოქტომბერს, შემდეგ რეკვიზიტებზე: სახელმწიფო ბიუჯეტი, ხაზინის ერთიანი ანგარიში, ბანკის კოდი TRESGE22; სახაზინო კოდი 300 773 150 (საგადახდო დავალება №778430).

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძლება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე მაია სვიანაძე