გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
#080210018002296271
#2/391-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
17.08.2018 წელი ქ. ქუთაისი
შესავალი ნაწილი
ქუთაისის საქალაქო სასამართლო სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - დარინა აბულაძე
სხდომის მდივანი - სოფიო ბრეგვაძე
მოსარჩელე - ნ-------------ა;
წარმომადგენელი - ნ----------------–-ა;
მოპასუხე - ა-----------–----–---–ი;
წარმომადგენელი - ზ-------–----–--ე;
დავის საგანი - თანხის დაკისრება, იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია.
აღწერილობითი ნაწილი
1. მოსარჩელის მოთხოვნა:
1.1. ა-----------–----–---–ს ნ-------------ას სასარგებლოდ დაეკისროს სესხის 7000 ევროს და მიუღებელი შემოსავლის 24500 ევროს გადახდა.
1.2. თანხის გადახდის მიზნით სარეალიზაციოდ მიექცეს ა-----------–----–---–ის სახელზე რიცხული იპოთეკის საგანი: მდებარე ქ. ქუთაისში, ნ----–---–--------–----------–-------------------–---–---------–----- შენობა #1-ის გამოყოფილი ნაწილი 227.72 კვმ-დან 6/9 ნაწილი ს/კ 0-.0--3-.1--.
სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: 2011 წლის 27 თებერვალს ი--------------ეს და ა-----------–----–---–ს შორის დაიდო სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე ა-----------–----–---–მა ისესხა 3000 ევრო, ყოველთვიური 3% სარგებლის დარიცხვით, 16 თვის ვადით. სესხის უზრუნველყოფის მიზნით იპოთეკით დაიტვირთა ა-----------–----–---–ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება ს/კ 0-.0--3-.1--. 2012 წლის 26 აპრილს მოხდა ხელშეკრულებაში ცვლილება და სესხის ოდენობა გაიზარდა 7000 ევრომდე. ა-----------–----–---–ი პერიოდულად იხდიდა პროცენტს.
2018 წლის 02 თებერვალს ი--------------ემ აღნიშნული მოთხოვნა დაუთმო ნ-------------ას, ამასთან დაკავშირებით შედგა მოთხოვნის უფლების დათმობის ხელშეკრულება.
2. მოპასუხის პოზიცია:
2.1. მოპასუხე ა-----------–----–---–მა სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმულია, ვინაიდან გასულია ვალდებულების შესრულების 3 წლიანი ვადა, რაც უფლებას აძლევს მოპასუხეს უარი თქვას ვალდებულების შესრულებაზე.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2011 წლის 27 თებერვალს ა-----------–----–---–ს და ი--------------ეს შორის გაფორმდა სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, ა-----------–----–---–ს ი--------------ისაგან სესხის სახით გადაეცა 3000 ევრო. ხელშეკრულების თანახმად, ა-----------–----–---–ს სესხი უნდა დაებრუნებინა 16 თვის ვადაში; (ხელშეკრულება დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში 27.0--2011წ)
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 27.02.2011 წლის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება (ს.ფ. 16).
3.1.2. ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად, იპოთეკით დაიტვირთა ა-----------–----–---–ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე მისამართზე: ნ----–---–--------–----------–-------------------–---–---------–----- შენობა #1-ის გამოყოფილი ნაწილი 227.72 კვმ-დან 6/9 ნაწილი ს/კ 0-.0--3-.1--.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 27.02.2011 წლის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება (ს.ფ. 16).
- მხარეთა განმარტება;
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 20-21).
3.1.3. 2012 წლის 26 აპრილს ცვლილება შევიდა 2011 წლის სესხის და იპოთეკის ხელშეკრულებაში (განცხადების რეგისტრაციის #8-----------. 27.0--2011), კერძოდ შეიცვალა სესხის მოცულობა და გაიზარდა 7000 ევრომდე, სარგებლის ოდენობა განისაზღვრა 5%-ით. თანხის გადახდა უნდა მომხდარიყო გრაფიკით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 26.0--2012 წლის ცვლილება სესხის და იპოთეკის ხელშეკრულებაში (ს.ფ. 18-19).
3.1.4. მოსარჩელემ 2015 წლის 05 თებერვალს ფოსტის მეშვეობით მოპასუხისათვის ჩაბარებული 01.02.2015 წ. წერილით მოითხოვა მოპასუხისაგან სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება.
სასამართლოს დასკვნა ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს
-წერილის ასლი ს. ფ. 23.
-შეტყობინების ასლი წერილების ჩაბარების შესახებ ს. ფ. 24.
-მხარეთა ახსნა-განმარტება, სხდომის ოქმში.
3.1.5. 2018 წლის 02 თებერვლის მოთხოვნის უფლების დათმობის შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე ი--------------ემ 2011 წლის 27 თებერვლის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით და 2012 წლის 26 აპრილს ცვლილების შეტანის შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოთხოვნის უფლება დაუთმო ნ-------------ას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 02.02.2018წ მოთხოვნის უფლების დათმობის ხელშეკრულება (ს.ფ. 14).
-მხარეთა განმარტება.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით ნაკისრი, სესხის დაბრუნების ვალდებულება ა-----------–----–---–ს კრედიტორის მიმართ არ შეუსრულებია.
სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლოში სამოქალაქო საქმეებზე სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპების დაცვით, რაც ასახვას პოვებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3-4-ე და 102.1 მუხლებში, რომლის მიხედვითაც მოსარჩელე განსაზღვრავს თუ მის მიერ სარჩელში მითითებულ სასარჩელო მოთხოვნა, რომელ ფაქტობრივ გარემოებებზე დაამყაროს, ასევე თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს.
იმ ფაქტობრივი გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ მსესხებელმა გამსესხებელს სესხის ხელშეკრულების ვადის დასრულების შემდეგ შეუსრულა გარკვეულ პერიოდებში ფულადი ვალდებულება, რის გამოც მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმულს არ წარმოადგენს მოდის მოსარჩელე მხარეზე. მოსარჩელე მხარემ მოპასუხის მიერ 2012 წლიდან 2015 წლის 09 თებერვლის ჩათვლით ვალდებულების შესრულების დასადასტურებლად მიუთითა სალაროს შემოსვლის ორდერებზე. მოპასუხე მხარემ სადაოდ გახადა აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება და მიუთითა, რომ მას მოპასუხისათვის ზემოაღნიშნულ პერიოდში ფულადი ვალდებულება არ შეუსრულებია და თანხა არ გადაუხდია, მას 2012 წლის 02 თებერვლის შემდგომ მოსარჩელის მიმართ არანაირი ფულადი ვალდებულება აღარ შეუსრულებია. მოპასუხის მიერ აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების შედავებას მოსარჩელემ სხვა მტკიცებულება ვერ დაუპირისპირა. მოსარჩელის განმარტებით ა-----------–----–---–ი 2015 წლის 09 თებერვლის ჩათვლით ახორციელბდა ი--------------ის მიმართ ვალდებულების შესრულებას, რის დასადასტურებლადაც წარმოადგინა სალაროს შემოსავლის ორდერები და 2015 წლის 01 თებერვალს გაგზავნილი წერილი. მოსარჩელის მტკიცებით ა-----------–----–---–ს 2015 წლის 01 თებერვალს გაუგზავნა წერილი ვალდებულების შესრულების მოთხოვნით, რაც მოპასუხეს პირადად ჩაბარდა 2015 წლის 05 თებერვალს, ხოლო 2015 წლის 09 თებერვალს ა-----------–----–---–მა გადაიხადა სესხის პროცენტი, სალაროს შემოსავლის ორდერზე ხელმოწერა შესრულებულია ა-----------–----–---–ის მიერ, რითაც დასტურდება, რომ ის 2012 წლიდან 2015 წლის 09 თებერვლის ჩათვლით ახორციელდებდა ი--------------ის მიმართ ვალდებულების შესრულებას.
ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 18 მაისის #0-------- ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, 09.02.2015წ, 10.01.2015 წ, 17.0--2014წ 06.06.2014, 12.0-.2014 და 17.11.2013 წლის სალაროს შემოსავლის ორდერებზე, ხელმოწერა გრაფაში „მიღებული იქნას„ ა-----------–----–---–ის მიერ არ არის შესრულებული, რის გამოც სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მოპასუხეს მოსარჩელისათვის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით ნაკისრი ფულადი ვალდებულების შესრულების მიზნით 2015 წლის 09 თებერვალს ი--------------ისათვის თანხა არ გადაუხდია.
დადგენილია რომ სესხისა და იპოთეკის წერილობითი ხელშეკრულებით სესხის გაიცა 16 თვის ვადით. ამავე ხელშეკრულების თანახმად მხარეები უფლებამოსილნი იყვნენ გაეგრძელებიათ სესხის ვადა, რაც აუცილებელი წესით მოითხოვდა წერილობით შეთანხმებას და ამ შეთანხმების საჯარო რეესტრში რეგისტრაციას. ასევე უდავოა, რომ 2012 წლის 26 აპრილს ცვლილება შევიდა 2011 წლის სესხის და იპოთეკის ხელშეკრულებაში (განცხადების რეგისტრაციის #8-----------. 27.0--2011), კერძოდ შეიცვალა სესხის მოცულობა და გაიზარდა 7000 ევრომდე, სარგებლის ოდენობა განისაზღვრა 5%-ით. აღნიშნული ცვლილებით სესხის ვადა არ შეცვლილა.
სასამართლო განმარტავს, რომ ვინაიდან სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება დადებული იყო წერილობითი ფორმით მისი ვადის ამოწურვის შემდეგ ვადის გასაგრძელებლად მხარეებს უნდა დაედოთ წერილობითი შეთანხმება სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების ვადის გაგრძელების შესახებ, რაც მხარეებს არ განუხორციელებიათ. ამდენად სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელეს სესხის და მასზედ დარიცხული 16 თვის სარგებლის დაბრუნების შესახებ მოთხოვნის უფლება მსესხებლისაგან წარმოეშვა 2012 წლის 27 აგვისტოდან, შესაბამისად მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა ამოიწურა 2015 წლის 27 აგვისტოს. დადგენილია, რომ მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნით მოპასუხის წინააღმდეგ სასამართლოს მომართა 2018 წლის 08 თებერვალს, ასევე დადგენილია, რომ მოთხოვნის ხანდაზმულობის გასვლის შემდგომ მოპასუხეს მოსარჩელის მიმართ ფულადი ვალდებულება არ შეუსრულებია, ამდენად მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა სესხის და სესხის სარგებლის მოპასუხისათვის დაკისრების შესახებ ხანდაზმულია.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 138-ე მუხლის თანახმად ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება, თუ უფლებამოსილი პირი შეიტანს სარჩელს მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ან მის დასადგენად, ანდა შეეცდება დაიკმაყოფილოს მოთხოვნა სხვა საშუალებით, როგორიცაა სახელმწიფო ორგანოსათვის ან სასამართლოში განცხადებით მიმართვა მოთხოვნის არსებობის შესახებ, ანდა აღმასრულებელი მოქმედების განხორციელება. შესაბამისად გამოიყენება 139-ე და 140-ე მუხლები. ამავე კოდექსის 137-ე მუხლის საფუძველზე ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტის საფუძველია თუ ვალდებული პირი უფლებამოსილი პირის წინაშე ავანსის, პროცენტის გადახდით, გარანტიის მიცემით ან სხვაგვარად აღიარებს მოთხოვნის არსებობას.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით განმტკიცებული შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარეობს მხარის თავისუფლება, მისი მოთხოვნის დამადასტურებელი მტკიცებულებების წარდგენაში, კერძოდ, მხარე აღჭურვილია უფლებით, თავადვე განსაზღვროს თუ რა ფაქტებითა და მტკიცებულებებით დაადასტუროს მისი მოთხოვნა, მან საკუთარი შეხედულებით, დამოუკიდებლად უნდა განსაზღვროს და გადაწყვიტოს თუ რა ფაქტობრივი საფუძვლის მითითებით გაამყაროს მისი მოთხოვნის მართებულობა, ამ მხრივ მხარეს აქვს აბსოლუტური შესაძლებლობა, მიუთითოს ნებისმიერ ფაქტსა თუ მოვლენაზე, რაც, მისი აზრით, ადასტურებს მისი მოთხოვნის კანონიერებას.
საქმის განხილვასა და მტკიცებულებათა გამოკვლევასთან მიმართებაში მართლმსაჯულების როლი შეზღუდული არ არის, პირიქით, სასამართლოს აქვს აბსოლუტური შესაძლებლობა, განსაზღვროს მტკიცებულებათა შესაბამისობა-განკუთვნადობის საკითხი როგორც პროცესუალური, ისე მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით და სწორედ ამ საკითხის გადაწყვეტით უნდა გამოარკვიოს, თუ რამდენად მართებულად და დასაბუთებულად აყენებს მხარე ამა თუ იმ მოთხოვნას.
აღნიშნული კვლევისას სასამართლო უმთავრესად ხელმძღვანელობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რომელიც განსაზღვრავს, თუ რაზე დაყრდნობითაა შესაძლებელი საქმის სადავო გარემოებების დადასტურება, ესენია: თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტება, მოწმეთა ჩვენება, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებები და ექსპერტთა დასკვნები, ხოლო ნორმის მე-3 ნაწილით კანონმდებელმა განსაზღვრა მტკიცებულებათა სათანადოობის გამოკვლევის წესი და დაადგინა, რომ საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
საქმეში წარმოდგენილი არ არის მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა იმ გარემოებას, რომ ა-----------–----–---–ის მიერ ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ ხდებოდა ვალდებულების შესრულება, აღნიშნულის დასტურად ვერ გამოდგება მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი სალაროს შემოსავლის ორდერები, რადგან შემოსავლის ორდერში ხელმოწერა ექსპერტის დასკვნის თანახმად ა-----------–----–---–ს არ ეკუთვნის და სხვა მტკიცებულებით არ დასტურდება ვინ ახორციელებდა თანხის გადახდას ი--------------ის სასარგებლოდ.
დადგენილია, რომ 2018 წლის 02 თებერვლის მოთხოვნის დათმობის შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე ი--------------ემ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოთხოვნის უფლება დაუთმო ნ-------------ას, კერძოდ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირითადი თანხის 7000 ევროს და მასზე დარიცხული სარგებლის მოთხოვნის უფლება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 199-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოთხოვნის მფლობელს (კრედიტორს) შეუძლია მოვალის თანხმობის გარეშე მოთხოვნა მესამე პირს დაუთმოს, თუკი ეს არ ეწინააღმდეგება ვალდებულების არსს, მოვალესთან მის შეთანხმებას ან კანონს (მოთხოვნის დათმობა). მოვალესთან შეთანხმება დათმობის დაუშვებლობის შესახებ შეიძლება მხოლოდ მაშინ, თუ არსებობს მოვალის პატივსადები ინტერესი.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მოთხოვნის დათმობა ხდება მოთხოვნის მფლობელსა და მესამე პირს შორის დადებული ხელშეკრულებით. ასეთ შემთხვევებში თავდაპირველი მფლობელის ადგილს იკავებს მესამე პირი.
ზემოაღნიშნულ ნორმათა შინაარსიდან გამომდინარე, მოთხოვნის დათმობა ხდება გარიგების ძალით. მოთხოვნის დათმობის სამართლებრივი შედეგია ის, რომ მოთხოვნა გადადის ახალ კრედიტორზე, რითაც ეს უკანასკნელი ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობაში იკავებს თავდაპირველი კრედიტორის ადგილს. მოთხოვნის დათმობით არ ხდება არსებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის შინაარსის შეცვლა, არ იცვლება არც მოთხოვნა, რომელიც შესაბამისი ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის შინაარსიდან გამომდინარეობს. მოთხოვნა ისეთივე მდგომარეობაში გადადის ახალ კრედიტორზე, როგორიც იყო თავდაპირველი კრედიტორის ხელში. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ახალ კრედიტორს შეუძლია, თავდაპირველი კრედიტორის კუთვნილი მოთხოვნა წაუყენოს მოვალეს, ხოლო, მოვალე უფლებამოსილია ახალ კრედიტორს წაუყენოს ყველა ის შესაგებელი, რაც მას გააჩნდა თავდაპირველი კრედიტორის მიმართ. აღნიშნული ეხება ასევე მოვალის შესაგებელს კრედიტორის მოთხოვნის ხანდაზმულობის თაობაზე, კერძოდ, ვალდებულებაში კრედიტორის ან მოვალის შეცვლის შემთხვევაში, დაინტერესებულ პირს შეუძლია მოითხოვოს ხანდაზმულობის ვადის გამოყენება ვალდებულებაში პირთა შეცვლის მიუხედავად. ამასთან, პირთა შეცვლა ვალდებულებაში არ იწვევს ხანდაზმულობის ვადისა და მისი გამოთვლის წესის შეცვლას. აღნიშნული ნიშნავს იმას, რომ ვალდებულებაში კრედიტორის შეცვლის შემთხვევაში, ახალი კრედიტორის მიმართ მოქმედებს ხანდაზმულობის ის ვადა და მისი გამოთვლის ის წესი, რაც თავდაპირველი (ჩანაცვლებული) კრედიტორის მიმართ მოქმედებდა, ამიტომ, თუ ამ უკანასკნელის მოთხოვნა ხანდაზმულია, მაშინ ხანდაზმული იქნება ასევე ახალი კრედიტორის მოთხოვნაც.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოთხოვნის დათმობის შემთხვევაში, ამ მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის დენა ახალი კრედიტორისათვის თავიდან კი არ იწყება, არამედ იგი განაგრძობს დენას ისე, როგორც ეს თავდაპირველი (ჩანაცვლებული) კრედიტორის მიმართ მოქმედებდა.
განსახილველ შემთხვევაში, თავდაპირველი (ჩანაცვლებული) კრედიტორის - ი--------------ის მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის დენა დაიწყო 2012 წლის 27 აგვისტოდან და ამოიწურა 2015 წლის 27 აგვისტოს, შესაბამისად, ამავე მომენტში ამოიწურა იგი ახალი კრედიტორის მიმართაც.
უდავოა ის გარემოება, რომ მოსარჩელეს მოთხოვნის დაკმაყოფილება არ უცდია 2018 წლის 08 თებერვლამდე (სარჩელის სასამართლოში წარდგენის თარიღი). სახელშეკრულებო მოთხოვნის ვადა გავიდა 2015 წლის 27 აგვისტოს. საქმეში წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმულია.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელე ნ-------------ას სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე, 625-ე, 144-ე, 3-7-ე, 128-130-ე 145-ე, 286-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლით სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. ამავე კოდექსის 625.1 მუხლით მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.
სასამართლოს უდავოდ დადგენილად მიაჩნია, რომ მხარეთა შორის 27.02.2011 წელს დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, ა-----------–----–---–ს ი--------------ისაგან სესხის სახით გადაეცა 3000 ევრო. ხელშეკრულების თანახმად, ა-----------–----–---–ს სესხი უნდა დაებრუნებინა 16 თვის ვადაში; (ხელშეკრულება დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში 27.0--2011წ). ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად, იპოთეკით დაიტვირთა ა-----------–----–---–ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, ს/კ 0-.0--3-.1--. 2012 წლის 26 აპრილს ცვლილება შევიდა 2011 წლის სესხის და იპოთეკის ხელშეკრულებაში (განცხადების რეგისტრაციის #8-----------. 27.0--2011), კერძოდ შეიცვალა სესხის მოცულობა და გაიზარდა 7000 ევრომდე, სარგებლის ოდენობა განისაზღვრა 5%-ით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 144.1 მუხლით ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე.
სასამართლო განმარტავს, რომ ხანდაზმულობა წარმოადგენს მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნისაგან მოპასუხის მიერ თავდაცვის ერთ-ერთ საშუალებას, ხანდაზმულობის დროს შეიძლება არსებობდეს მოთხოვნა, თუმცა კანონით დადგენილი მოთხოვნის ვადის გასვლის შემდეგ იგი მოვალის მხრიდან შესრულებას აღარ ექვემდებარება. არსებითი და გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს იმას თუ საიდან იწყება მოსარჩელის მოთხოვნაზე სასარჩელო წარმოების წესით პრეტენზიის წარდგენის ვადა ხანდაზმულობის ვადის ათვლა, სასამართლო განმარტავს, რომ ხანდაზმულობის ვადის ათვლა იწყება იმ მომენტიდან როდესაც კრედიტორს წარმოეშვა მოვალის მიმართ მოთხოვნის უფლება, ამ კონკრეტულ შემთხვევაში მოსარჩელეს მოთხოვნის უფლება სესხის ძირის და პროცენტის გადახდის შესახებ წარმოეშვა 2012 წლის 27 აგვისტოდან სესხის ძირის და სარგებლის დაბრუნებაზე, ხოლო სესხის ხელშეკრულებაზე ხანდაზმულობის ვადა შეადგენს 3 წელს მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან, რაც მოსარჩელის მიერ დარღვეულია, შესაბამისად მას სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარი უნდა ეთქვას.
სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მხარეთა შორის წერილობითი ფორმით დადებული სესხის და იპოთეკის ხელშეკრულების ვადა ამოიწურა მისი გაფორმებიდან 16 თვეში. სასამართლო იზიარებს მოპასუხის პოზიციას ფულადი ვალდებულების შესრულების შესახებ მოსარჩელის მოთხოვნის წარმოშობის მომენტთან დაკავშირებით, კერძოდ 2011 წლის სესხის და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ფულადი ვალდებულების დარღვევის გამო ა-----------–----–---–ის მიმართ მოსარჩელეს მოთხოვნა წარმოეშვა 2012 წლის 27 აგვისტოდან. ამასთან მნიშვნელოვანია, რომ მხარეთა მიერ წერილობითი ფორმის დაცვით არ მომხდარა 2011 წლის სესხის და იპოთეკის ხელშეკრულების 16 თვიანი ვადის გაგრძელება, ამ ვადის გასვლის შემდეგ მხარეებს უნდა დაედოთ ასევე წერილობითი შეთანხმება სესხის და იპოთეკის ხელშეკრულების ვადის გაგრძელების შესახებ, რაც მხარეებს არ განუხორციელებიათ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 3-7-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობის ვადები. ხანდაზმულობის ვადა არის დროის ის მონაკვეთი, რომლის განმავლობაშიც პირს ეძლევა სამართლებრივი შესაძლებლობა დაიცვას საკუთარი უფლებები და ინტერესები.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს. ამავე კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.
სასარჩელო ხანდაზმულობაში იგულისხმება დრო, რომლის განმავლობაშიც პირს, ვისი უფლებებიც დარღვეულია, შეუძლია, მოითხოვოს თავისი უფლების იძულებით განხორციელება ან დაცვა, იგი უფლების განხორციელების ვადაა და იგულისხმება, რომ კანონმდებლის მიერ დადგენილია ზღვრული ვადები, რომლის ფარგლებშიც შესაძლებელია საქმის ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევა და დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღება. ამდენად, მოპასუხის შესაგებელი სარჩელის ხანდაზმულობის თაობაზე მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც, ის აბსოლუტურ გავლენას ახდენს მატერიალური უფლების გადაწყვეტაზე. ხანდაზმულობის ვადის დენის დაწყების ორი საფუძველი არსებობს, ობიექტური და სუბიექტური. ხანდაზმულობის ვადის დენის დაწყების ობიექტური საფუძველია, მოთხოვნის წარმოშობის დრო, ხოლო სუბიექტურის, თუ როდის შეიტყო, ან უნდა შეეტყო პირს.
დადგენილია, რომ მხარეთა შორის 27.02.2011 წელს დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება 16 თვის ვადით (ხელშეკრულება დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში 27.0--2011წ). ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეუსრულებელი ვალდებულებების გამო, მოთხოვნის წამოყენების ხანდაზმულობის ვადის ათვლა კრედიტორისათვის დაიწყო 2012 წლის 27 აგვისტოდან და ამოიწურა 2015 წლის 27 აგვისტოს. მოსარჩელე ნ-------------ამ სასამართლოს მიმართა 2018 წლის 08 თებერვალს. სასამართლო არ იზიარებს მოსარჩელის მოსაზრებას, რომ ვინაიდან მხარეთა შორის გაფორმებული იყო სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება, სესხის უზრუნველყოფის მიზნით იპოთეკით დაიტვირთა უძრავი ქონება, ხოლო უძრავ ქონებასთან მიმართებაში ხანდაზმულობის ვადა შეადგენს 6 წელს, და განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 145-ე მუხლით მთავარი მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის გასვლასთან ერთად ხანდაზმულობის ვადა გასულად ითვლება დამატებითი მოთხოვნებისთვისაც მაშინაც კი, როცა ამ მოთხოვნათა ხანდაზმულობის ვადა ჯერ არ გასულა.
ვინაიდან დადგენილია, რომ წინამდებარე სარჩელი სესხისა და იპოთეკის ხელშკრულებიდან გამომდინარე თანხის დაკისრების მოთხოვნით დაინტერესებული პირის მიერ აღძრულია ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდგომ და მოპასუხე მხარე მიუთითებს სარჩელის ხანდაზმულობაზე, მოსარჩელის მოთხოვნა, მოკლებულია სამართლებრივ ვარგისიანობას ხანდაზმულობის გამო, რაც გამორიცხავს ხანდაზმული სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების მატერიალურ-სამართლებრივ საფუძველს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 286.1 მუხლით უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული) მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით (იპოთეკა). იპოთეკა სანივთო სამართლებრივი გარიგებაა, რომელიც უზრუნველყოფს ვალდებულებას. მისი არსი და დანიშნულება არსებული ვალდებულების უზრუნველყოფაა და მის გარეშე არ არსებობს.
სასამართლო განმარტავს, რომ იპოთეკა აქცესორული უფლებაა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 135-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად იგი არ წარმოიშობა და არც შეიძლება არსებობდეს ძირითადი უფლების გარეშე. შესაბამისად იპოთეკა მოთხოვნის გარეშე დამოუკიდებლად არ არსებობს და არ შეიძლება არსებობდეს, ვინაიდან მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა იმ სესხის უზრუნველსაყოფად იქნა გამოყენებული რომელზედაც მოსარჩელემ დაკარგა მოთხოვნის უფლება ხანდაზმულობის გამო და მას უარი ეთქვა სესხის ძირის და სარგებლის დაკისრებაზე, ამდენად არც იპოთეკით დატვირთულ უძრავ ქონების რეალიზაციაზე შეიძლება მოსარჩელეს ქონდეს მოთხოვნის უფლება, რის გამოც მას ასევე უარი უნდა ეთქვას სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე იპოთეკით დატვირთული მოპასუხის უძრავი ქონების რეალიზაციაზე.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
ნ-------------ა კანონის საფუძველზე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება არ ყოფილა გამოყენებული.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა
1. ნ-------------ას სარჩელი ა-----------–----–---–ის მიმართ თანხის დაკისრების და იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის შესახებ არ დაკმაყოფილდეს.
2. მოსარჩელე მხარე კანონის საფუძველზე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნა და ჩაბარება უზრუნველყოს სასამართლომ ამავე კოდექსის 70–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
მოსამართლე დარინა აბულაძე