გადაწყვეტილება

სამოქალაქო 03.08.2018
საქმის ნომერი
160210118002374132
კატეგორია
დავის ტიპი
დელიქტური ვალდებულებანი
თარიღი
03.08.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/365-18

160210-18002374132

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

3 აგვისტო, 20-8 წელი ქ. ბოლნისი

შესავალი ნაწილი

ბოლნისის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ნინო თარაშვილი

სხდომის მდივანი ცაცა ებრალიძე

მოსარჩელე: სს ,,სადაზღვევო კომპანია უ------ი”,მოსარჩელის წარმომადგენელი: ვახ------–-------ია

მოპასუხე: გა--------–---–---–ი

მოპასუხე: შპს ,,ბო------------ი’’

მოპასუხის წარმომადგენელი: გიო-------–-ძე, ნა----------–---–---–ი

დავის საგანი: ზიანის ანაზღაურება

აღწ---ილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. გა--------–---–---–ისა და შპს ,,ბო------------ისთვის’’ სს ,,სადაზღვევო კომპანია უ------ის" სასარგებლოდ სოლიდარულად 77052.80 ლარის დაკისრება.

1.2. მოპასუხეს დაეკისროს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 2311.59 ლარის ოდენობით;

 

1.3. სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოსარჩელემ დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა. კერძოდ, შეამცირა მოთხოვნის ოდენობა და მოითხოვა მოპასუხეთათვის სოლიდარულად 45 470.66 ლარის დაკისრება

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე გა--------–---–---–ს სასამართლოში შესაგებელი არ წარუდგენია და არც სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულა.

 

2.2. მოპასუხე შპს ,,ბო------------ი’’ არ ცნობს სარჩელს და მიაჩნია, რომ არ უნდა დაეკისროს ზიანის ანაზღაურება რამეთუ ბრალი ზიანის დადგომაში არ მიუძღვის. ამასთან შპს ,,ბო------------ის’’ კუთვნილი სატრანსპორტო საშუალება გა--------–---–---–ს გადაცემული არ ჰქონია სამართავად, იგი თვითნებურად მართავდა სატრანსპორტო საშუალებას.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 20-6 წლის 9 აგვისტოს, თე-------–ის რაიონის სოფელ ბა---------–ი მოხდა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა. სატრანსპორტო საშუალება, შპს ,,ბო------------ის’’ კუთვნილი სპეცტექნიკა ,,გრეიდერი’’ სახელმწიფო ნომრით F--970, რომელსაც მართავდა გა--------–---–---–ი შეეჯახა ტოიოტას მარკის სატრანსპორტო საშუალებას სახელმწიფო ნომრით 028D102.

 

შემთხვევის გამო შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი (საჯარიმო ქვითარი) ei479707 გა--------–---–---–ის მიმართ. იგი ცნობილ იქნა სამართალდამრღვევად ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 121-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც გულისხმობს სატრანსპორტო საშუალების მართვას პირის მიერ, რომელსაც არ აქვს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება ან ეს უფლება შეჩერებული აქვს სხვა დარღვევისათვის, რომელსაც მოჰყვა სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო თუ სხვა ნაგებობის, სხვა ქონების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ელექტრონული საჯარიმო ქვითარი ei479707, 09/08/20-6 (ს.ფ. 20)

- საგზაო სატრანსპორტო შემთხვევის სქემა (ს.ფ. 19)

- მხარეთა განმარტებები, (20-8 წლის 17 ივლისის სასამართლო სხდომის ოქმი)

 

3.1.2. სს ,,სადაზღვევო კომპანია უ------სა” და შ---–----ის საელჩო საქართველოში, რ-------ს ფედერაციის ინტერესების სექციას შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად ავტომობილი ,,TOYOTA LANDCRUISER LC150’’ სახელმწიფო ნომრით 028D102 დაზღვეული იყო სს ,,სადაზღვევო კომპანია უ------ში".

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-ავტომანქანის დაზღვევის პოლისი (ს.ფ. 17)

- სადაზღვევო შემთხვევის აქტი (ს.ფ. 35-36)

 

3.1.3. შეჯახებამ, რაც სამართალდარღვევად შეფასდა გამოიწვია ავტომანქანის დაზიანება და იგი არ ექვემდებარებოდა აღდგენას. ავტომობილის საბაზრო ღირებულება შეადგენდა 32 000 აშშ დოლარს. მზღვეველმა სრულად აუნაზღაურა მიყენებული ზარალი დამზღვევს. შპს საშემფასებლო კომპანია ACD-ის მიერ დაზიანებული ავტომობილის ღირებულება განისაზღვრა 19 500 ლარით. ზემოაღნიშნული დაზიანებული ავტომობილი სადაზღვევო კომპანიამ მესამე პირზე გაასხვისა 31 582.14 ლარად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- შპს ,,ტოიოტა ცენტრი თბილისის" წ---ილი, 03/11/20-4 (ს.ფ. 24)

- საგადახდო დავალება =5296, 02.11.20-6 სს ,,ბაზის ბანკი" (ს.ფ. 37)

- სადაზღვევო შემთხვევის აქტი (ს.ფ. 35-36)

- შეფასების აქტი (ს.ფ. 131-140)

 

3.1.4. შსს საინფორმაციო ცენტრის მონაცემებით სატრანსპორტო საშუალება სპეცტექნიკა ,,გრეიდერი’’ სახელმწიფო ნომრით F--970 რეგისტრირებულია შპს ,,ბო------------ის’’ სახელზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- შესაგებელი (ს.ფ. 99-106)

- შსს მომსახურების სააგენტოს ცნობა 49/7/1/3-0-521116, 14.02.20-8 (ს.ფ. 38-41)

 

3.1.5. შპს ,,ბო------------ის’’ დირექტორის ივ---------–-–---–ის N52-23/02 ბრძანებით, გა--------–---–---–ი 20-6 წლის 7 ივნისიდან 6 თვიანი ვადით დანიშნული იყო სტაჟიორ-ოპერატორის პოზიციაზე. ამავე ბრძანების მე-9 პუნქტის თანახმად, გა--------–---–---–ს ეკრძალებოდა კომპანიის კუთვნილი სატრანსპორტო საშუალების გაყვანა დამსაქმებლის მიერ განსაზღვრული სამშენებლო ტერიტორიის გარეთ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ბრძანება შპს ,,ბო------------ში’’ გა--------–---–---–ის სტაჟიორ-ოპერატორად დანიშვნის შესახებ (ს.ფ. 145)

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. 20-6 წლის 9 აგვისტოს, თე-------–ის რაიონის სოფელ ბა---------–ი მოხდა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა. შემთხვევა გამოიწვია სატრანსპორტო საშუალება შპს ,,ბო------------ის’’ კუთვნილი სპეცტექნიკა ,,გრეიდერის’’ სახელმწიფო ნომრით F--970, რომელსაც მართავდა გა--------–---–---–ი, შეჯახებამ ტოიოტას მარკის სატრანსპორტო საშუალებასთან სახელმწიფო ნომრით 028D102. დაზიანებული ავტომობილი არ ექვემდებარებოდა აღდგენას ამდენად, სს ,,სადაზღვევო კომპანია უ------მა” სრულად აუნაზღაურა მიყენებული ზიანი დამზღვევს. მზღვეველმა გაასხვისა დაზიანებული ავტომანქანა და შესაბამისად მოპასუხე შპს ,,ბო------------ს’’ უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ 45 470.66 ლარის ანაზღაურება.

 

სასამართლო ვერ გაიზიარებს მოწმეების გი---------------–----ს და გი------------ულის ჩვენებებს, რომელთა მიხედვითაც გა--------–---–---–ი თვითნებურად დაუფლა შპს ,,ბო------------ის’’ კუთვნილ სპეცტექნიკას. გი------------ულის ჩვენების მიხედვით, რომელიც ზე---------------------–ის მუნიციპალიტეტებში მიმდებარე გზის მშენებლობასთან დაკავშირებით ზედამხედველობდა საქმიანობის სწორად წარმართვას, ზემოაღნიშნული გრეიდერი საშენებელო უბანზე მიყვანილ იქნა სპეციალური ,,ლაფეტის’’ მეშვეობით, რამეთუ ასეთი სახის ტექნიკის საავტომობილო გზაზე დამოუკიდებლად გადაყვანა არ იყო მიზანშეწონილი და მისი უკან გადატანაც ამავე ფორმით უნდა მომხდარიყო. გა--------–---–---–მა სამუშაოს დასრულების შემდეგ ტექნიკა გააჩერა არა მისთვის სპეციალურად გამოყოფილ სადგომზე, არამედ თვითნებურად მოახდინა ტექნიკის საავტომობილო გზაზე გამოყვანა, რასაც მოჰყვა შეჯახება. გა--------–---–---–ს სამუშაოს დაწყებამდე ჩატარებული ჰქონდა ინსტრუქტაჟი იმასთან დაკავშირებით, რომ იგი არ იყო უფლებამოსილი პირი გრეიდერის საავტომობილო გზაზე გამოყვანისთვის, თუმცა მან აღნიშნული მიუხედავად იმოქმედა თვითნებურად. ანალოგიური განაცხადა შპს ,,ბო------------ის’’ უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა გიორგი კვანტალიანმა. მანაც განმარტა, რომ რადგან ტექნიკა, რომელსაც სტაჟიორ-ოპერატორი გა--------–---–---–ი მართავდა იყო გაბარიტული, მისი გადაადგილება საავტომობილო გზაზე უნდა მომხდარიყო სპეციალური ლაფეტის მეშვეობით, რომლის მომსახურებასთან დაკავშირებითაც ხელშეკრულება ჰქონდათ გაფორმებული ერთ-ერთ შპს-სთან. ამის მუხედავად გა--------–---–---–მა, თვითნებურად, პასუხისმგებელ პირებთან შეთანხმების გარეშე გამოიყვანა ტექნიკა სოფელ მუხიანიდან და მისი დანიშნულების ადგილას სოფელ ეწ---ში გადასაყვანად. სასამართლო სხდომაზე მართალია წარმოდგენილ იქნა სასაქონლო ზედნადები, რომლის მიხედვით, ზემოაღნიშნული გრეიდერის მიყვანა სოფელ მუხიანში, განხორციელდა სპეციალური ლაფეტის მეშვეობით. თუმცა აღნიშნულის მიუხედავად ეს მტკიცებულება არ აბათილებს პრეზუმფციას იმასთან დაკავშირებით, რომ მოსარგებლე მფლობელის მიერ დანიშნული იყო სატრანსპორტო საშუალების სამართავად. სასამართლო აქვე ყურადღებას გაამახვილებს 20-5 წლის 15 იანვრით დათარიღებულ, შპს ,,ბო------------ის’’ დირექტორის ბრძანებაზე N05-03, რომლის მიხედვითაც სტაჟიორ-ოპერატორ გა--------–---–---–ს, უსაფრთხოების წესების დარღვევის, დაკისრებული მოვალეობების არაჯეროვანი შესრულების და დაუდევარი ქმედებით გამოწვეული მატერიალური ზიანის გამო დაუკავდა გამომუშავებული ხელფასი 840 ლარის ოდენობით და განესაზღვრა კომპანიისა და მე-3 პირისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება. ამ მტკიცებულებით კი სასამართლოს უმყარდება რწმენა, რომ შპს ,,ბო------------მა’’ რომელსაც თავისი კუთვნილი სატრანსპორტო საშუალების სამართავად დანიშნული ჰყავდა გა--------–---–---–ი, განჭვრიტა ის პასუხისმგებლობა, რაც მას საქართველოს სამოქალაქო სამართლის კანონმდებლობით ეკისრებოდა და დაავალდებულა გა--------–---–---–ი რათა მას დროულად მოეხდინა მესამე პირისთვის ზიანის ანაზღაურება. გა--------–---–---–ი. მისივე ხელმძღვანელობისთვის მიცემულ ახსნა-განმარტების მიხედვით, 20-6 წლის 8 აგვისტოს მასზე განპიროვნებული გრეიდერით აწარმოებდა სამუშაოებს, რომლის დასრულების შემდეგ ამავე გრეიდერით გაემართა თე-------–ის რაიონის სოფელ ეწ---ის მიმართულებით, საიდანაც მოხდა თავდაპირველად გრეიდერის დანიშნულების ადგილზე გამოყვანა, თუმცა სოფელ ბ----------თან, სატრანსპორტო საშუალება ჩაქვრა, მან ვეღარ შეძლო საჭის დამორჩილება, ასევე მუხრუჭის ამოქმედება და შეეჯახა შემხვედრ საწინააღმდეგო ზოლში მოძრავ ტოიოტას მარკის ავტომანქანას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მოწმეთა ჩვენებები (20-8 წლის 17 ივლისის სასამართლო სხდომის ოქმი)

- 20-5 წლის 15 იანვრის დათარიღებულ, შპს ,,ბო------------ის’’ დირექტორის ბრძანებაზე N05-03 (ს.ფ. 146)

- სასაქონლო ზედნადები (ს.ფ. 147)

- გა--------–---–---–ის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 148-149)

- მხარეთა ახსნა -განმარტებები (20-8 წლის 21 ივნისის სასამართლო სხდომის ოქმი)

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი საფუძვლიანია და იგი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; კერძოდ, მოპასუხე შპს ,,ბო------------ს’’ მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ზიანის ანაზღაურება, ხოლო სარჩელი მოპასუხე გა--------–---–---–ის მიმართ არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 408-ე, 409-ე, 832-ე, 992-ე, 998-ე, 999-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე მოითხოვს ნივთის (ავტომანქანის) დაზიანების გამო მიყენებული მატერიალური ზიანის ანაზღაურებას რეგრესის წესით.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლში მოცემულია დელიქტური პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძვლები, კერძოდ, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.

 

ამ ნორმის შესაბამისად, იმისთვის, რომ მოპასუხეს დაეკისროს ზიანის ანაზღაურება, უნდა არსებობდეს კანონით გათვალისწინებული ძირითადი პირობები: უნდა დადასტურდეს მოსარჩელისათვის ზიანის მიყენების ფაქტი, მიყენებული ზიანი გამოწვეული უნდა იყოს მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით, მართლსაწინააღმდეგო მოქმედებასა და ზიანს შორის უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი და ზიანის მიმყენებელს ბრალი უნდა მიუძღვოდეს.

 

6.3. სამოქალაქო კოდექსის 999-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მგზავრების გადაყვანისა და ტვირთის გადაზიდვისათვის გათვალისწინებული სატრანსპორტო საშუალების მფლობელი, თუ მისი სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციას მოჰყვა ადამიანის სიკვდილი, დასახიჩრება ან ჯანმრთელობის მოშლა, ანდა ნივთის დაზიანება, ვალდებულია დაზარალებულს აუნაზღაუროს აქედან წარმოშობილი ზიანი.

 

სამოქალაქო კოდექსის 999-ე მუხლი ითვალისწინებს გამონაკლისსაც _ ნივთის იურიდიულ მფლობელს პასუხისმგებლობა არ ეკისრება კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევაში (ნორმის მე-2 და მე-3 ნაწილები), მათ შორის მაშინაც, როდესაც სატრანსპორტო საშუალებას მართავდა სხვა პირი, თუმცა, ამ შემთხვევაში ვალდებული პირის დადგენა ხდება იმის მიხედვით, თუ რა გზით (იურიდიულად ნამდვილი უფლების საფუძველზე) აღმოჩნდა ნივთი მოსარგებლის ფაქტობრივი ბატონობის არეალში (ნორმის მე-4 ნაწილი). თუ პირი, რომელიც იყენებს სატრანსპორტო საშუალებას მისი მფლობელის ნებართვის გარეშე (არამართლზომიერი მფლობელი) ამ სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციით მიაყენებს ზიანს სხვას, სამოქალაქო პასუხისმგებლობა დაეკისრება ამ უკანასკნელს და არა სატრანსპორტო საშუალების მფლობელს.

 

ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ პირს, რომელიც მართავდა სატრანსპორტო საშუალებას, არ გააჩნდა მისი ფლობის უფლება (მაგალითად, სატრანსპორტო საშუალების მფლობელს არ გადაუცია მოსარგებლისათვის იგი, ანდა გადაცემული ტრანსპორტი მოსარგებლემ გამოიყენა მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ). ამასთან, მფლობელი ვალდებულია, აანაზღაუროს მიყენებული ზიანი, თუ სატრანსპორტო საშუალების გამოყენება შესაძლებელი გახდა მისი ბრალის გამო (მაგალითად, სატრანსპორტო საშუალების კარები დატოვა ღიად, გასაღები დატოვა მასში). აღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ მან ვერ უზრუნველყო მის მფლობელობაში არსებული სატრანსპორტო საშუალების სათანადოდ დაცვა, რაც გახდა სხვა პირთა მიერ სატრანსპორტო საშუალების დაუფლების საფუძველი. სხვა შემთხვევაა, როდესაც მფლობელის ნების საფუძველზეა მოსარგებლისათვის გადაცემული სატრანსპორტო საშუალება (იხ. სუსგ №ას-39-38-10, 15 ივლისი, 20-0 წელი).

 

სამოქალაქო კოდექსის 999-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ პირი სატრანსპორტო საშუალებას იყენებს მფლობელის ნებართვის გარეშე, იგი ვალდებულია მფლობელის ნაცვლად აანაზღაუროს ზიანი. ამასთან, მფლობელი ვალდებულია აანაზღაუროს მიყენებული ზიანი, თუ სატრანსპორტო საშუალების გამოყენება შესაძლებელი გახდა მისი ბრალის გამო. ამ ნაწილის პირველი წინადადება არ გამოიყენება, თუ მოსარგებლე მფლობელის მიერ დანიშნულია სატრანსპორტო საშუალების სამართავად, ან თუ ეს სატრანსპორტო საშუალება მას გადაცემული ჰქონდა მფლობელისაგან. ამდენად, მითითებული ნორმის პირველი წინადადება გამორიცხავს მფლობელის პასუხისმგებლობას, თუკი ნივთი მისი მფლობელობიდან გავიდა მისი ნებართვისა და ბრალის გარეშე.

 

პასუხისმგებლობის ამგვარად განსაზღვრა და პასუხისმგებელ პირთა სამოქალაქო კოდექსის 999-ე მუხლის მე-4 ნაწილით დადგენილი ვარიაციები განპირობებულია იმ გარემოებით, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალება წარმოადგენს მომეტებული საფრთხის წყაროს, რა დროსაც ადამიანის მხრიდან მისი გამოყენების შემთხვევაში სსრულფასოვანი კონტროლის განხორციელება შეუძლებელია და მისი ექსპლოატაციისას ადამიანისა თუ რაიმე საგანის ან ნივთისთვის სახის ზიანის მიყენების ალბათობა ყოველთვის მოსალოდნელია. სამოქალაქო კოდექსის 999-ე მუხლი, ბრალი გარეშე პასუხუსმგებლობის შემთხვევის დადგომაც სწორედ ისეთ შემთხვევაში ხდება, როდესაც ზიანი გამოწვეულია ნივთის იმ მახასიათებლების გათვალისწინებით, რის გამოც იგი მომეტებული საფრთხის წყაროს მიეკუთვნება.

 

საქმის განხილვის დროს დადგინდა, რომ შპს ,,ბო------------ის’’ მიერ გა--------–---–---–ი (რომელსაც არ გააჩნდა მართვის მოწმობა) დანიშნული იყო შპს-ს კუთვნილი სპეცტექნიკა ,,გრეიდერის’’ სახელმწიფო ნომრით F--970 სამართავად. მართალია მოპასუხე მხარე შეეცადა იმ გარემოების დადასტურებას, რომ გა--------–---–---–მა თვითნებურად მოახდინა სპეცტექნიკის გამოყვანა სამუშაო მოედნიდან, თუმცა, ვინაიდან სატრანსპორტო საშუალება წარმოადგენს მომეტებული საფრთხის წყაროს, უფრო მეტი გულისხმიერებით უნდა განხორციელებულიყო ზედამხედველობა შპს-ს უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან, რათა შესაძლებელი ყოფილიყო იმგვარი ქმედების აღკვეთა, რაც განახორციელა პირველმა მოპასუხემ და პირის დანიშვნის შესახებ ბრძანებაში მითითება, მასზე რომ დასაქმებული არ იყო უფლებამოსილი დამსაქმებლის ნებართვის გარეშე მოეხდინა სამშენებლო ტერიტორიის გარეთ კომპანიის კუთვნილი სატრანსპორტო საშუალების გაყვანა, დასაქმებულის მხრიდან ასეთი ქმედების განხორციელების შემთხვევაში, აპრიორი არ გამორიცხავს შპს-ს პასუხისმგებლობას.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე და 999-ე მუხლების ერთობლივად გამოყენება სამართლებრივად არათავსებადია, რადგან 992-ე მუხლი აწესებს პასუხისმგებლობას ბრალეული მოქმედებისათვის, ხოლო 999-ე მუხლით კი ზიანის ანაზღაურების ვალდებულება დგება, ბრალის მიუხედავად. სასამართლოს მიიჩნევს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 998-ე მუხლი, რომელიც განსაზღვრავს სოლიდარულ პასუხისმგებლობას მიყენებული ზიანისთვის, არ ეხება დელიქტურ ზიანზე პასუხისმგებელი პირების სიმრავლის ისეთ შემთხვევებს როდესაც დელიქტური პასუხისმგებლობა გამომდინარეობს ორი ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი სამართლებრივი საფუძვლიდან (ბრალეული და ბრალი გარეშე მოქმედება). ამდენად, ზიანის ანაზღაურება უნდა დაეკისროს შპს ,,ბო------------ს’’, რომელსაც თავის მხრივ უნარჩუნდება გა--------–---–---–ისგან ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.

 

6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 832-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თუ დამზღვევს შეუძლია ზიანის ანაზღაურების თაობაზე მოთხოვნა წაუყენოს მესამე პირს, მაშინ ეს მოთხოვნა გადადის მზღვეველზე, თუკი ის აუნაზღაურებს დამზღვევს ზიანს.

 

6.5. 20-6 წლის 9 აგვისტოს სს ,,სადაზღვევო კომპანია უ------ში’’ დაზღვეული ტოიოტას მარკის სატრანსპორტო საშუალებას სახელმწიფო ნომრით 028D102, შეეჯახა შპს ,,ბო------------ის’’ კუთვნილი სპეცტექნიკა ,,გრეიდერი’’ სახელმწიფო ნომრით F--970. დადგენილია, რომ სადაზღვევო ანაზღაურებამ ავტოსაგზაო შემთხვევით გამოწვეულ ზარალზე შეადგინა 77052.80 ლარი. სადაზღვევო კომპანიამ სრულად შეასრულა სადაზღვევო ხელშეკრულებით დაკისრებული ვალდებულება და აუნაზღაურა დამზღვევს ზიანი მიყენებული ოდენობით. ზემოაღნიშნული დაზიანებული ავტომობილი სადაზღვევო კომპანიამ გაასხვისა 31 582.14 ლარად. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ ავტოსატრანსპორტო შემთხვევის შედეგად ზიანი მიადგა დამზღვევს, რომელსაც თავის მხრივ სადაზღვევო კომპანიამ აუნაზღაურა ზიანი, რის გამოც მოსარჩელეზე გადავიდა უფლება მოსთხოვოს ზიანის ანაზღაურება მესამე პირს 45 470.66 ლარის ოდენობით.

 

6.6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 409-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე მიყენებული ზიანისათვის კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე განსახილველ შემთხვევაში სწორედ მოპასუხე შპს ,,ბო------------ის’’ კუთვნილი სატრანსპორტო საშუალებით განხორციელდა შეჯახება, რომელიც სამართავად გადაცემული ჰქონდა გა--------–---–---–ს. სადაზღვევო კომპანიის მიერ ზარალი ანაზღაურებულ იქნა სრულად, თუმცა შემდეგ კომპანიამ გაასხვისა დაზიანებული ავტომანქანა და ზიანის ოდენობა განისაზღვრა 45 470.66 ლარით, შესაბამისად მიყენებული ზიანიც უნდა განისაზღვროს სწორედ დასახელებული თანხის ოდენობით.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლი პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის თანახმად, სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს – დავის საგნის ღირებულების 3 პროცენტს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. განსახილველ შემთხვევაში სარჩელის ფასი შეადგენს 45 470.66 ლარს, რომლის 3% შეადგენს 1364.1 ლარს. ამდენად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს 1364.1 ლარს, ხოლო მოცემულ შემთხვევაში, წარმოდგენილი 20-7 წლის 5 ივნისის №5290 საგადასახადო დავალების თანახმად, მოსარჩელემ სახელმწიფო ბაჟის სახით გადაიხადა 2311.59 ლარი და სარჩელის უზრუნველყოფისთვის ბაჟი 50 ლარი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

ამდენად, დაკმაყოფილებული სარჩელის ოდენობა შეადგენს 45 470.66 ლარს, რომლის 3% შეადგენს 1364.1 ლარს და, რომლის გადახდა უნდა დაეკისროს მოპასუხეს შპს ,,ბო------------ს’’ მოსარჩელის სასარგებლოდ, ხოლო ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 947.49 ლარის ოდენობით უნდა დაუბრუნდეს მოსარჩელეს.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

სარჩელზე გამოყენებულია უზრუნველყოფის ღონისძიება და ბოლნისის რაიონული სასამართლოს 20-8 წლის 29 მარტის განჩინებით შპს ,,ბო------------ს’’ აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე: თბილისი, მა-------–ის ქუჩა 44 (ნაკვეთი 11/17) დაზუსტებული ფართობი 12671 კვ.მ. მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 0-.18.12.0-1.024. გასხვისების უფლება.

ვინაიდან სარჩელი შპს ,,ბო------------ის’’ მიმართ დაკმაყოფილდა, გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება უნდა დარჩეს ძალაში.

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. სს ,,სადაზღვევო კომპანია უ------ის’’ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

2. შპს ,,ბო------------ს’’ სს ,,სადაზღვევო კომპანია უ------ის’’ სასარგებლოდ დაეკისროს მიყენებული ზიანის 45470.66 ლარის გადახდა;

 

3. სს ,,სადაზღვევო კომპანია უ------ს’’ უარი ეთქვას გა--------–---–---–ისთვის თანხის დაკისრების თაობაზე მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

 

4. შპს ,,ბო------------ს’’ მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 1364.11 ლარის და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებისთვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 50 ლარის ანაზღაურება;

 

5. სს ,,სადაზღვევო კომპანია უ------ს’’ დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით ზედმეტად გადახდილი 947.49 ლარი (სს ბაზის ბანკი’’ 20-7 წლის 5 ივნისის №5290 საგადასახადო დავალება);

 

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბოლნისის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბოლნისის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ნინო თარაშვილი