გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 820310017002192541 ( 3-175/17)
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
13 ივლისი , 2018 წელი. ქ. ბათუმი
შესავალი ნაწილი
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ნუგზარ მგელაძე
სხდომის მდივანი რუსუდან სანიკიძე
მოსარჩელე: ბი------–-----ძე
წარმომადგენელი: ზუ---------------ძე
მოპასუხე: ხულოს მუნიციპალიტეტის მერია
წარმომადგენელი: ირ---–-------–---–ი
დავის საგანი: ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. დაევალოს ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობას გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი ბი------–-----ძის ოჯახზე, როგორც სტიქიის შედეგად დაზარალებულზე, ზიანის ანაზღაურებაზე.
1.2. დაეკისროს მოპასუხე მხარეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება.
თავის მოთხოვნას მოსარჩელე მხარე შემდეგ გარემოებებზე ამყარებს:
ბი------–-----ძე თავისი ოჯახით ცხოვრობს ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ დეკანაშვილებში მშობლებთან და ძმასთან ერთად. 1997 წლიდან მამამ გაყო სახლი ორ ნაწილად, ცალკე კომლად გამოეყო მისი ძმა ნა---- შ------- თავისი ოჯახით, მეორე კომლად კი აღიარეს ბი------–-----ძე თავისი ოჯახით. ცალკე კომლად გამოყოფა მოხდა ერთ სახლში სხვადასხვა სართულზე, მას შემდეგ დღემდე არის აღნიშნულ მისამართზე რეგისტრირებული და არანაირი სხვა საცხოვრებელი ფართი არ გაამაჩნია, მამამ მიაკუთვნა ამ სახლში პირველ სართულზე მის ძმას საცხოვრებელი ფართი, ხოლო თვითონ ოჯახით ავიდა მეორე სართულზე საცხოვრებლად. აღნიშნული საცხოვრებელი სახლი მოყვა სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულთა სიაში. აქედან გამომდინარე, გამოძახებული იქნა შესაბამისი კომისია, რა დროსაც მოხდა განცხადების განხილვა, სახლი იმდენად დაზიანდა, რომ შეუძლებელია იქ ცხოვრება, მისი ძმა ნა---- შ-------, რომელიც არის ცალკე კომლად გამოყოფილი, დაკმაყოფილდა საცხოვრებელი ფართით ხულოს რაიონში სოფელ ვაშლოვანში საერთო საცხოვრებელ კორპუსში. ამ დროს თვითონ ბი------–-----ძე და მისი მეუღლე დროებით სამუშაოდ წასული იყვნენ უცხოეთში, შვილები კი დარჩნენ ქ. თბილისში სასწავლებლად, რის გამოც ვერ მოახერხა განცხადების შეტანა და შესაბამისად არ მოხდა განცხადების განხილვა. მოსარჩელე ითხოვს დავალდებულდეს ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობა, რომ გამოსცეს ადამინისტრაციული აქტი მისი, როგორც სტიქიის შედეგად დაზარალებულის მიმართ კომპენსაციის გაცემის თაობაზე.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელმა შესაგებელებითა და სასამართლო სხდომაზე მიცემული განმარტებით არ დაეთანხმა სარჩელის მოთხოვნას, მიიჩნევს რომ მოთხოვნა უსაფუძვლოა და ითხოვს დაკმაყოფილებაზე უარის თქმას შემდეგ გარემოებებზე მითითებით:
ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ შექმნილი ,,აჭარის ა/რ-ს ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა ვაშლოვანში აშენებული სოციალური სახლის საცხოვრებელი ფართის სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ და გადაადგილებას დაქვემდებარებულ ოჯახებზე გადაცემის მიზნით ბენეფიციარების შერჩევის კომისიის“ 2017 წლის 23 იანვრის 1 სხდომის ოქმის შესახამისად, განცხადების მიღების ბოლო ვადად განისაზღვრა 2017 წლის 24 თებერვლის ჩათვლით ჩათვლით პერიოდი, რომლის განმავლობაშიც ბი------–-----ძის ძმის ნა---- შა-----ის ოჯახზე 2017 წლის 17 თებერვლის N1329/09 განცხადებასთან დაკავშირებით, კომისიის მიერ დადგენილია, რომ ნა---- შა-----ის ოჯახზე მინიჭებულია სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახის საცხოვრებელი სახლის დაზიანების II კატეგორია. ოჯხში ცხოვრობენ და უწყვეტად რეგისტრირებული არიან ნა---- შ-------, მეუღლე - ნა--------–-ძე, შვილი - დ---- შ-------, შვილი - ლა–--–----აძე, დედა - სე----–----აძე, მამა - მუ----- შ-------. ოჯახის წევრთა განმარტებიტა და სოფლის რწმუნებულის მიერ გაცემული ცნობით, აღნიშნულ სახლში სხვა პირები, მათ შორის ბი------–-----ძე ან მისი ოჯახის წევრები არ ცხოვრობენ. ბი------–-----ძის მიერ არანაირი ინფორმაცია ან/და პრეტენზია საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების შესახებ ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობაში არ დაფიქსირებულა.
მოპასუხის წარმომადგენელი მიუთითებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 13 ნოემბრის N779 ბრძანების დანართზე, რომლის პირველი მუხლის მე-4 პუნქტით დამტკიცებული დანართი 5-ის შესაბამისად, მეორე კატეგორია ენიჭება იმ სახლს, რომელიც არ არის დანგრეული, მაგრამ მიმდინარე ტერიტორიაზე არსებული სტიქიური მოვლენები, გარდა მიწისძვრისა და ვულკანისა, საფრთხეს უქმნის ,,იქ მცხოვრებ“ ადამიანთა სიცოცხლეს, ჯანმრთელობას და მათ საკუთრებაში არსებულ ქონებას. კომპენსაციის გაცემისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს სტიქიური მოვლენების შედეგად დაზიანებულ სხლში ფაქტობრივი ცხოვრება და არა რეგისტრაცია.
მოპასუხის წარმომადგენელი მიუთითებს სხვა გარემოებებზეც, მიიჩნევს, რომ არ არსებობს მოთხოვნების დაკმაყოფილების სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები და მოსარჩელეს სარჩელის მოთხოვნაზე უნდა ეთქვას უარი.
3. მესამე პირის პოზიცია
3.1. საქმეზე მესამე პირი არ არის ჩართული
4. ფაქტობრივი გარემოებები
4.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
4.1.1. N1329/09 განცხადებით მიმართა ,,აჭარის ა/რ-ს მიერ ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა ვაშლოვანში აშენებული სოციალური სახლის საცხოვრებელი ფართის სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ და გადაადგილებას დაქვემდებარებულ ოჯახებზე გადაცემის მიზნით ბენეფიციარების შერჩევის (სარეკომენდაციო) კომისიას“,სადაც მიუთითა, რომ მისი ოჯახი შესდგება 6 (ექვსი) სულისაგან: 1. თვითონ - ნა---- შ-------; 2. მეუღლე - ნა--------–-ძე; 3. შვილი - დ---- შ-------; 4 შვილი- ლა–--–----აძე; 5 დედა - სე----–----აძე; 6. მამა მუ----- შ-------. საცხოვრებელი სახლი იმყოფება მეწყერული პროცესების განვითარების ზონაში და საჭიროა შენობის სხვა ადგილას გადატანა . მიუთითა, რომ მისი ძმა ბი------–-----ძე ცხოვრობს დაბა ხულოში და განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში თუ არ გამოამჟღავნებს დაზარალებული ოჯახიდან განაწილებული სხვა ოჯახის წევრების ვინაობას, რომელთაც სამომავლოდ გაუჩნდებათ სახელმწიფოს მიმართ პრეტენზია დახმარების მირების მოთხოვნით, იღებს პასუხისმგებლობას გაუნაწილოს მათ უძრავი ქონების სახით სახელმწიფოს მიღებული დახმარება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-ნა---- შა-----ის 2017 წლის 17 თებერვლის N1329/09 განცხადება
4.1.2. დეკანაშვილების ადმინისტრაციულ ერთეულში ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის 2017 წლის 07 თებერვლის N12 ცნობით ნა---- შა-----ის ოჯახი ოჯახი შესდგება 6 (ექვსი) სულისაგან: 1. თვითონ - ნა---- შ-------; 2. მეუღლე - ნა--------–-ძე; 3. შვილი - დ---- შ-------; 4 შვილი- ლა–--–----აძე; 5 დედა - სე----–----აძე; 6. მამა მუ----- შ-------.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2017 წლის 07 თებერვლის N12 ცნობა.
4.1.3. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება საარქივო სამმართველოს ხულოს არქივის მიერ 06.11. 2017 წელს გაცემული ცნობის მიხედვით, არქივ ში დაცული ხულოს რაიონის დეკანაშვილების თემის საკრებულოს 1997-2006 წლების საკომლო წიგნების ამონაწერებით დგინდება, რომ: ბი------–-----ძის ოჯახი შესდგება შემდეგი შემადგენლობისაგან: შ------- ბ------ მუ-----ის ძე, ჯო---–-----------–----------ს ასული, შ------- რო-–----- ბ------ს ძე, შ------- რ----–- ბ------ს ძე.
ცნობაში არაა აღნიშნული, რომ ოჯახს ერიცხება მიწის ნაკვეთი, საცხოვრებელი სახლი ან სხვა უძრავი ქონება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2017 წლის 6 ნოემბრის ხულოს არქივის ცნობა.
4.1.4. 2017 წლის 09 ნოემბერს ბი------–-----ძემ განცხადებით მიმართა ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობას და აღნიშნა, რომ მის მიერ შეტანილ განცხადებაზე პასუხად, რომ მისმა ოჯახმა მიიღო დახმარება მისი ძმის სახით, შეუსაბამოა, რადგან 1997 წლიდან ის და მისი ძმა არიან განაწილებული და სხვადასხვა ოჯახები. მის ოჯახს სხვა საცხოვრებელი არ გააჩნია. სახლიდან გადავიდა სტიქიის საშიშროების გამო. ამ საფუძვლით ითხოვს შესაბამისი კომპენსაციის მიღებას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-ბი------–-----ძის 2017 წლის 09 ნოემბრის განცხადება.
4.1.5. ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 28 ნოემბრის წერილით ბი------–-----ძეს ეცნობა, რომ მისი ძმის ნა---- შა-----ის ოჯახმა როგორც სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულმა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარის N149 (03.08.2017 წ.) ბრძანების საფუძველზე მიიღო საცხოვრებელი ფართი საკუთრებაში. ამ პერიოდისათვის ბი------–-----ძის ოჯახი არ ფიქსირდებოდა სტიქიით დაზარალებულ ოჯახთა მონაცემებში, წარმოდგენილი დოკუმენტაციით ცხოვრობდნენ ცალკე ოჯახად დაბა ხულოში, შესაბამისად გამგეობა მოკლებულია სამართლებრივ საფუძვლებს გაუწიოს რაიმე სახის დახმარება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 28 ნოემბრის წერილი.
4.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
4.2.1. სადავო ფაქტობრივი გარემოებები არ დადგენილი
სამოტივაციო ნაწილი
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს ბი------–-----ძის სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
-საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 13 ნოემბრის N779 ბრძანება.
-აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2016 წლის 12 აპრილის N14 დადგენილება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საზღვრებში, სტიქიით მიყენებული ზიანის სალიკვიდაციო შერეული სამთავრობო კომისიის მუშაობის წესისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საზღვრებში, სტიქიით დაზარალებული ოჯახების დიფერენციის, დახმარების კრიტერიუმებისა და ზიანის აღმოფხვრის წესის შესახებ.
- საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი.
7. სამართლებრივი შეფასება
7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.
მოსარჩელე ითხოვს დაევალოს ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობას გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი ბი------–-----ძის ოჯახზე, როგორც სტიქიის შედეგად დაზარალებულზე, ზიანის ანაზღაურებაზე.
7.2. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 13 ნოემბრის N779 ბრძანების თანახმად, ,,სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების საკითხების რეგულირება უზრუნველყოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილმა სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების საკითხების მარეგულირებელმა კომისიამ, ხოლო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე რეგისტრირებული სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების საკითხების რეგულირება, ამ ბრძანების საფუძველზე, უზრუნველყოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის შესაბამისი სამართლებრივი აქტით შექმნილმა კომისიამ. ამასთან, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ შეიძლება, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების), აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში რეგისტრაციასთან დაკავშირებით, კომპეტენციის ფარგლებში განსაზღვროს დამატებითი პირობები და თუ ცალკეულ შემთხვევებში, ამ პირობების გამო, დაზარალებულთა დაკმაყოფილდება აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკის მიერ ვერ განხორციელდება – სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების საკითხი განიხილება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ
ამავე ბრძანების დანართი N1 სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების პროცედურის პირველი მუხლის თანახმად, ,,სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ და გადაადგილებას დაქვემდებარებულ ოჯახად (ეკომიგრანტად) (შემდგომში – ეკომიგრანტი ოჯახი) ჩაითვლება ოჯახი, რომლის საცხოვრებელი სახლი ან მისი ნაწილი დანგრეულია ან დაზიანებულია (საცხოვრებლად უვარგისია) და არ ექვემდებარება აღდგენას ან/და სახლი არ არის დანგრეული, მაგრამ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სტიქიური მოვლენები საფრთხეს უქმნის იქ მცხოვრებ ადამიანთა სიცოცხლეს, ჯანმრთელობასა და მათ საკუთრებაში არსებულ ქონებას მეწყერის, ღვარცოფის, კლდეზვავის, ქვათაცვენის, მდინარეების ნაპირების გარეცხვის, თოვლის ზვავის, ჯდენადი გრუნტის გამო, გარდა მიწისძვრისა და ვულკანისა."
7.3. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2016 წლის 12 აპრილის N14 დადგენილებით განსაზღვრული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საზღვრებში, სტიქიით მიყენებული ზიანის სალიკვიდაციო შერეული სამთავრობო კომისიის მუშაობის წესისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საზღვრებში, სტიქიით დაზარალებული ოჯახების დიფერენციის, დახმარების კრიტერიუმებისა და ზიანის აღმოფხვრის წესის მეორე მუხლით განსაზღვრულია სტიქიით დაზარალებული ოჯახების დიფერენცია, რომლის თანახმადაც,1. სტიქიით დაზარალებულ ოჯახებად მიიჩნევა ბუნებრივი კატაკლიზმების შედეგად დაზარალებული ოჯახები (შემდგომში – დაზარალებული ოჯახი), შემდეგი დიფერენციით:
ა) სტიქიით დაზარალებული ეკომიგრანტი ოჯახი (შემდგომში – ეკომიგრანტი ბენეფიციარი) – სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ და გადაადგილებას დაქვემდებარებულ ოჯახად ჩაითვლება ოჯახი (შემდგომში – ეკომიგრანტი ოჯახი), რომლის მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე საკუთრებაში/მფლობელობაში არსებული სახლი ან მისი ნაწილი დანგრეულია ან დაზიანებულია (საცხოვრებლად უვარგისია) ნებისმიერი სტიქიური მოვლენით (მეწყერი, ღვარცოფი, კლდეზვავი, ქვათაცვენა, მდინარეების ან ზღვის ნაპირების გარეცხვა, თოვლის ზვავი, ჯდენადი გრუნტი და სხვა) ან არ არის დანგრეული, მაგრამ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სტიქიური მოვლენები საფრთხეს უქმნის იქ მცხოვრებ ადამიანთა სიცოცხლეს, ჯანმრთელობას და ოჯახის საკუთრებაში/მფლობელობაში არსებულ ქონებას;
ბ) სტიქიით დაზარალებული არაეკომიგრანტი ოჯახი (შემდგომში – არაეკომიგრანტი ბენეფიციარი) – სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ოჯახი, რომლის საკუთრებაში/მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი სახლი ან მისი ნაწილი დანგრეულია ან დაზიანებულია (საცხოვრებლად უვარგისია) ნებისმიერი სტიქიური მოვლენით (მიწისძვრა, ჭარბი ატმოსფერული ნალექი, წყალმოვარდნა, ძლიერი ქარი და ა. შ.) და შესაძლებელია სახლის ადგილზე აშენება/აღდგენა/რეაბილიტაცია.
2. სტიქიით დაზარალებული ოჯახი შედგება განცალკევებულ საცხოვრებელ ფართზე მუდმივად მცხოვრები ნათესაური ან არანათესაური კავშირის მქონე პირთა წრისაგან, რომლებიც ერთობლივად ეწევიან შინასამეურნეო საქმიანობას. ოჯახი შეიძლება იყოს ერთსულიანი.
აღნიშნული წესის მესამე მუხლის ,,ი" პუნქტის თანახმად, დაზარალებული – სტიქიით დაზარალებული ოჯახის ყველა სრულწლოვანი წევრი ან ოჯახის ერთ-ერთი წარმომადგენელი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით ოჯახის სრულწლოვანი წევრების მიერ მინიჭებული აქვს წარმომადგენლობის უფლებამოსილება;
კ) I კატეგორია – გადაადგილებას დაქვემდებარებული ეკომიგრანტი ოჯახი, რომლის საკუთრებაში/მფლობელობაში არსებული სახლი ან მისი ნაწილი დანგრეულია ან დაზიანებულია (საცხოვრებლად უვარგისია) ნებისმიერი სტიქიური მოვლენით (მეწყერი, ღვარცოფი, კლდეზვავი, ქვათაცვენა, მდინარის/ზღვის წლის მოქმედების შედეგად ნაპირების გარეცხვა, ჯდენადი გრუნტი, თოვლის ზვავი და სხვა);
ლ) II კატეგორია – გადაადგილებას დაქვემდებარებული ეკომიგრანტი ოჯახი, რომლის მფლობელობაში/საკუთრებაში არსებული სახლი არ არის დანგრეული, მაგრამ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სტიქიური მოვლენები (მეწყერი, ღვარცოფი, კლდეზვავი, ქვათაცვენა, მდინარის/ზღვის წლის მოქმედების შედეგად ნაპირების გარეცხვა, თოვლის ზვავი, ჯდენადი გრუნტი და სხვა) საფრთხეს უქმნის იქ მცხოვრებ ადამიანთა სიცოცხლეს, ჯანმრთელობას და მათ ქონებას;
7.4. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელე ბი------–-----ძის მამისეული ოჯახი, საცხოვრებელი სახლი იმყოფება მეწყერული პროცესების განვითარების ზონაში და ოჯახზე მინიჭებულია სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახის საცხოვრებელი სახლის დაზიანების II კატეგორია. ასევე დადგენილია, რომ აღნიშნულ სახლში ფაქტობრივი მაცხოვრებლები არიან ბი------–-----ძის მშობლები და ძმის - ნა---- შა-----ის ოჯახი. ბი------–-----ძეს იმ პერიოდისათვის, როცა ხორციელდებოდა პროგრამით გათვალისწინებული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მიერ ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა ვაშლოვანში აშენებული სოციალური სახლის საცხოვრებელი ფართის სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ და გადაადგილებას დაქვემდებარებულ ოჯახებზე გადაცემა, ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის შესაბამისი კომისიისათვის არ მიუმართავს. მართალია მოსარჩელე მიუთითებს რომ ამ პერიოდისათვის საქართველოში არ იმყოფებოდა და ვერ შეძლებდა განცხადების წარდგენას, თუმცა საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით, -ნა---- შა-----ის 2017 წლის 17 თებერვლის N1329/09 განცხადებითა და დეკანაშვილების ადმინისტრაციულ ერთეულში ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის 2017 წლის 07 თებერვლის N12 ცნობით დგინდება, რომ ბი------–-----ძის ოჯახი არ ცხოვრობს სტიქიის შედეგად დაზიანებულ სახლში, ზემო დასახელებული სამართლებრივი აქტები კი ცალსახად აწესებს პირობას, რომ სტიქიური მოვლენები საფრთხეს უნდა უქმნიდეს იქ მცხოვრებ ადამიანთა სიცოცხლეს, ჯანმრთელობას და მათ ქონებას;
როგორც აღინიშნა ბი------–-----ძის ოჯახი ამჟამად არ ცხოვრობს აღნიშნულ სახლში და ქონება მის სახელზე არ ირიცხება, შესაბამისად არ არის მოთხოვნის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.
8. საპროცესო ხარჯები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ამ კოდექსის 38-ე მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3 პროცენტს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა;
39-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის მიხედვით, არაქონებრივ დავაზე ბაჟის ოდენობაა 100 ლარი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ხოლო ამავე კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯებს მოიცავს სახელმწიფო ბაჟი, რაც მოსარჩელის მიერ წინასწარ არის გადახილი.
9. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სარჩელზე უზრუნველყოფის ღონისძიება არ არის გამოყენებული
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი, 23-ე, და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-ე, 244-ე, 247-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. ბი------–-----ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
2. ბი------–-----ძის მიერ სარჩელის აღძვრისათვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის ოდენობით ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32) ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მდებარე: ქ. ბათუმი, ფრიდონ ხალვაშის გამზირი №358) მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 დღის ვადაში.
მოსამართლე ნუგზარ მგელაძე