განაჩენი

სისხლის სამართლის 28.08.2018
საქმის ნომერი
010100116001359833
დავის ტიპი
353
თარიღი
28.08.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

N 010100116001359833

N 1-496/18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

[შესავალი ნაწილი]

 

26 მაისი, 2018 წელი ქ. ბათუმი

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია

 

მოსამართლე - ლევან გ--–------

სხდომის მდივანი - თამუნა აბაშიძე

 

სახელმწიფო ბრალმდებელი - ზ-----ბ კ---–--–--ე

ადვოკატები - რ---- პ----ე, დ----- ჯ--------ე

 

1. ბრალდებული: ი-----–ი ბ–--–---

მამის სახელი: თ------ი

დაბადებული: 03.10.1988 წელი

დაბადების ადგილი:------------

მოქალაქეობა:------------–----------–---

პირადი ნომერი: 6----------

განათლება: საშუალო

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული

ფაქტობრივად მცხოვრები:------------, ბ-----ის ქ. N4

ნასამართლობა: ნასამართლობის მქონე

 

ქმედების კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილი.

 

2. ბრალდებული: ი-----–ი ჯ-–-

მამის სახელი: ვ-–-

დაბადებული: 21.08.1986 წელი

დაბადების ადგილი:------------

მოქალაქეობა:------------–----------–---

პირადი ნომერი: 6----------

განათლება: საშუალო

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული

ფაქტობრივად მცხოვრები:------------, 26 მაისის ქ. N17

ნასამართლობა: ნასამართლობის მქონე

 

ქმედების კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილი.

 

[აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი]

 

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

 

1.1 პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ი-----–ი ჯ-–ს ბრალი ედება მასში, რომ 2016 წლის 16 აპრილს, ღამის საათებში, ქ. ბათუმში, შ--–----ს ქუჩაზე, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფმა ი-----–ი ჯ-–მა, რომელიც ი-----–ი ბ–--–---სთან და ბ--- ბ--–---სთან ერთად, ილანძღებოდა უცენზურო სიტყვებით და მათთან ერთად არღვევდა საზოგადოებრივ წესრიგს, მითითებულ მისამართზე, საზოგადოებრივი წესრიგის დასაცავად მყოფ პოლიციის მუშაკებს, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის და მათი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით, ძალადობით და ძალადობის მუქარით, ი-----–ი ბ–--–---სთან ერთად ჯგუფურად გაუწია წინააღმდეგობა და პოლიციის თანამშრომელს, დ----- გ------ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა.

 

ი-----–ი ჯ-–მა წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო და განაცხადა, რომ რაიმე უკანონო ქმედება არ ჩაუდენია. 2016 წლის 16 აპრილის ღამეს, ი-----–ი ბ–--–---სთან და ბ--- ბ--–---სთან ერთად იმყოფებოდა სასტუმრო ,,ლ-----------ს“ მიმდებარე ტერიტორიაზე. მას შელაპარაკება მოუვიდა პოლიციის უფროსთან, ჯ---- ტ---------ნ, რის გამოც დააკავეს და სცემეს პოლიციის განყოფილებაში.

 

1.2 პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ი-----–ი ბ–--–---ს ბრალი ედება მასში, რომ 2016 წლის 16 აპრილს, ღამის საათებში, ქ. ბათუმში, შ--–----ს ქუჩაზე, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფმა ი-----–ი ბ–--–---მ, რომელიც ი-----–ი ჯ-–თან და ბ--- ბ--–---სთან ერთად, ილანძღებოდა უცენზურო სიტყვებით და მათთან ერთად არღვევდა საზოგადოებრივ წესრიგს, მითითებულ მისამართზე, საზოგადოებრივი წესრიგის დასაცავად მყოფ პოლიციის მუშაკებს, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის და მათი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით, ძალადობით და ძალადობის მუქარით, ი-----–ი ჯ-–თან ერთად, ჯგუფურად გაუწია წინააღმდეგობა და პოლიციის თანამშრომელს, რ----–-ნ თ-----ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა და დაუზიანა სამსახურებრივი ფორმა.

 

ი-----–ი ბ–--–---მ წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო და განაცხადა, რომ რაიმე უკანონო ქმედება არ ჩაუდენია. 2016 წლის 16 აპრილის ღამეს, ი-----–ი ჯ-–თან და ბ--- ბ--–---სთან ერთად იმყოფებოდა სასტუმრო ,,ლ-----------ს“ მიმდებარე ტერიტორიაზე. მან სიტყვიერად გააპროტესტა პოლიციელების უკანონო მოქმედებები, რის გამოც დააკავეს და სცემეს პოლიციის განყოფილებაში.

 

2. სასამართლო სხდომებზე ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად იქნა გამოკვლეული ბრალდების მხარის შემდეგი მტკიცებულებები:

 

2.1 მოწმე მ--–---- დ-----აძის ჩვენების თანახმად, მუშაობს ტაქსის მძღოლად. 2016 წლის 15 აპრილს, სასტუმრო ,,ლ----------თან’’ იყო გაჩერებული. 2016 წლის 16 აპრილის ღამეს, დაახლოებით 3-4 საათზე, მანქანაში ეძინა. ხმაურზე გამოეღვიძა. დაინახა, რომ პოლიცია იყო მისული და მოქალაქეებთან იყო შეხლა-შემოხლა.

 

2.2 მოწმე კ---- გ------ს ჩვენების თანახმად, 2016 წლის 16 აპრილს, მანქანა ეყენა მ---–----ას და ,,ლ-----------ს’’ გამოსასვლელთან. ახსოვს, რომ ,,ლ-----------ს“ გამოსასვლელთან პოლიცია იყო მისული და იყო ხმაური.

 

2.3 მოწმე მ-----ა დ-----აძის ჩვენების თანახმად (გამოქვეყნდა სასამართლო სხდომაზე), მისი საცხოვრებელი ბინის ფანჯრები და აივანი გადის შ--–----ს ქუჩაზე. საცხოვრებელი ბინის გვერდით მდებარეობს სასტუმრო ,,ლ-----------“. 2016 წლის 16 აპრილს დასაძინებლად დაწვა დაახლოებით 01:00 საათზე. იქნებოდა დაახლოებით 03:00 საათი, რომ სასტუმროს წინიდან შემოესმა ხმაური, რის გამოც გაეღვიძა. ჩაიცვა, გავიდა აივანზე და დაიწყო სიგარეტის მოწევა. ამავდროულად აკვირდებოდა, თუ რა ხდებოდა სასტუმროს წინ. დაინახა, რომ სასტუმროს მოპირდაპირე მხარეს შეკრებილი იყო რამდენიმე ახალგაზრდა მამაკაცი. მათ შორის შენიშნა პოლიციის ფორმაში ჩაცმული პოლიციის თანამშრომლები. მალე ადგილზე მივიდა პოლიციის პიკაპი. აღნიშნულს უყურებდა დაახლოებით 30-40 მეტრის მანძილიდან და იმ ადგილიდან მოდიოდა ხმაურის და გინების ხმა. ინციდენტის ადგილას მყოფ ადამიანებს ხედავდა ღამის განათების შუქზე. ესმოდა პოლიციის თანამშრომლების მოწოდება მისთვის უცნობ ადამიანებზე, რომ დამშვიდდით და წადით სახლებში მშვიდობიანადო, თუმცა იქ მყოფი ახალგაზრდები, როგორც შეატყო, არ აპირებდნენ დაშლას. იმ ხმაურში დაინახა, რომ პოლიციის თანამშრომლებმა ჯერ ერთი პირი დააკავეს, შემდეგ კი ატყდა ჩოჩქოლი და პოლიციის თანამშრომლებს ხელების და ფეხების დარტყმა დაუწყეს იქ მყოფმა რამდენიმე ადამიანმა. სავარაუდოდ, ორმა მამაკაცმა, თუმცა შორიდან სახეები გარკვევით არ ჩანდა და მათი სახეები არ დაუმახსოვრებია. პოლიციის თანამშრომლებს მიეშველნენ სხვა ავტომობილებით ადგილზე მისული პოლიციის თანამშრომლები და დაინახა, რომ ორი მამაკაცი დააკავეს, რომლებიც ბოლო ხმაზე აგინებდნენ პოლიციის თანამშრომლებს. ის სამი მამაკაცი პოლიციის ავტომობილებით წაიყვანეს, რის შემდეგ შევიდა ბინაში და დაიძინა.

 

2.4 მოწმის სახით დაკითხული გ--–----ი გ-----–---–-ს ჩვენების თანახმად, მუშაობს პოლიციის მე-3 განყოფილებაში უბნის უმცროსი ინსპექტორის თანამდებობაზე. 2016 წლის 15 აპრილს, სიყვარულის დღეს, ზ----- კ----–---სთან და გ------- აბ----–--–---სთან ერთად განაწილებული იყო შ--–----ს ქუჩაზე, სასტუმრო ,,ლ-----------ს“ მიმდებარე ტერიტორიაზე. 2016 წლის 16 აპრილს, დაახლოებით ღამის ორ საათზე მათთან მივიდა ჯ---- ტ-----. შუაღამისას სასტუმრო ,,ლ-----------დან“ გინებით გამოვიდა 7-8 კაციანი ჯგუფი. მათ სიმშვიდისაკენ მოუწოდეს. 4 პირი ჩაჯდა ტაქსში და წასვლას აპირებდნენ, მაგრამ მათთან მივიდნენ ი-----–ი ბ–--–---, ი-----–ი ჯ-–- და ბ--- ბ--–---, რომლებმაც გააგრძელეს კამათი მანქანაში მსხდომ პირებთან. ზ----- კ----–---მ გამოიძახა დამხმარე ჯგუფი. მოვიდნენ რ----–-ნ თ-----, დ----- გ------ და სხვა პირები. ადმინისტრაციული წესით დაკავებისას დ----- გ------ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ი-----–ი ჯ-–მა, თ-----ს ვინ მიაყენა დაზიანება არ დაუნახავს.

 

2.5 მოწმის სახით დაკითხული გ------- ა-----–--–--ის ჩვენების თანახმად, მუშაობს პოლიციის მე-3 განყოფილებაში უბნის უმცროსი ინსპექტორის თანამდებობაზე. 2016 წლის 15 აპრილს, გ--------ი გ-----–---–თან და ზ----- კ---–---სთან ერთად განაწილებული იყო სასტუმრო ,,ლ----------თან’’. მათთან ღამით მივიდა ჯ---- ტ-----. ღამით სასტუმროდან გამოვიდნენ ახალგაზრდები, რომლებიც ერთმანეთს აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას. მათი ნაწილი ჩაჯდა ტაქსში. სამი ახალგაზრდა მივიდა ტაქსში მსხდომ პირებთან და განაგრძეს კამათი. ზ----- კ----–---მ გამოიძახა დამატებითი ჯგუფი. დაკავებისას დროს, ი-----–ი ჯ-–-- მოქნეული ხელი მოხვდა პოლიციის მე-3 განყოფილების თანამშრომელს, დ----- გ------ს, რომელსაც სისხლი სდიოდა. ი-----–ი ბ–--–---მ ხელი დაარტყა რ----–-ნ თ-----ს შუბლის არეში.

 

2.6 მოწმე ზ----- კ----–--ის ჩვენების თანახმად, მუშაობს ბათუმის პოლიცის მე-3 განყოფილებაში. 2016 წლის 15 აპრილს, სიყვარულის დღეს, შ--–----ს ქუჩაზე, სასტუმრო ,,ლ----------თან“ იყო განაწილებული, გ--–----ი გ-----–---–თან და გ------- აბ----–--–---სთან ერთად. გაჩერებული იყვნენ ,,ლ-----------ს“ მოპირდაპირე მხარეს. ღამით მათთან მივიდა ჯ---- ტ----- და გაესაუბრათ. რამდენიმე წუთში ,,ლ-----------დან“ გამოვიდნენ ახალგაზრდები, რომლებიც იგინებოდნენ. 2 ჯგუფი იყო. იწერდნენ ერთმანეთის ტელეფონის ნომრებს. ერთი ჯგუფი ტაქსში ჩაჯდა. ი-----–ი ბ–--–---, ი-----–ი ჯ-–- და ბ--- ბ--–--- იგინებოდნენ. მათ სიმშვიდისაკენ მოუწოდეს, რასაც არ დაემორჩილნენ და პოლიციელებს მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა. დაკავებისას ი-----–ი ჯ-–მა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა დ----- გ------ს, ბ–--–---მ რ----–-ნ თ-----ს დაარტყა.

 

2.7 მოწმის სახით დაკითხული რ----–-ნ თ----ის (დაზარალებული) ჩვენების თანახმად, მუშაობს პოლიციის მე-3 განყოფილებაში უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე. 2016 წლის 15 აპრილს, ღამის საათებში თანამშრომლებთან ერთად იმყოფებოდა შემოვლაზე. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექციათ იმ დაწესებულებებისათვის, სადაც მოიხმარენ ალკოჰოლურ სასმელებს. დაახლოებთ ღამის სამ საათზე, უბნის ინსპექტორ-გამომძიებლმა ზ----- კ----–---მ რაციით ითხოვა დახმარება. გავიდნენ შ--–----ს ქუჩაზე, ,,ლ-----------ს’’ მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ახალგაზრდები იგინებოდნენ და ეკამათებოდნენ ჯ---- ტ-----ს. პოლიციელები მათ სიმშვიდისაკენ მოუწოდებდნენ, მაგრამ ისინი არ ჩერდებოდნენ და პოლიციელებს უწევდნენ წინააღმდეგობას. დაკავების დროს ბ–--–---მ მას დაარტყა, ჯ-–მა - დ----- გ------ს.

 

2.8 მოწმის სახით დაკითხული დ----- გ-----ის (დაზარალებული) ჩვენების თანახმად, მუშაობს პოლიციის მე-3 განყოფილებაში უბნის უმცროსი ინსპექტორის თანამდებობაზე. 2016 წლის 15 აპრილს იყო ცვლაში და ახორციელებდა შემოვლას. სიყვარულის დღეს პოლიციის ჯგუფები განთავსებული იყვნენ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებზე. სასტუმრო ,,ლ----------თან’’ იმყოფებოდნენ - გ--–----ი გ-----–---–-, გ------- აბ----–--–--- და ზ----- კ----–---. იქვე იმყოფებოდა ჯ---- ტ-----. 16 აპრილს, ღამის სამ საათზე ზ----- კ----–---მ გამოიძახა რაციით. ადგილზე მისულებმა ნახეს, რომ ,,ლ-----------ს’’ მოპირდაპირე მხარეს სამი ახალგაზრდა იგინებოდა ხმამაღლა. გაირკვა, რომ ისინი იყვნენ - ბ--- ბ--–---. ი-----–ი ჯ-–- და ი-----–ი ბ–--–---. პოლიციელებმა მათ სიმშვიდისაკენ მოუწოდეს, თუმცა უშედეგოდ. ადმინისტრაციული დაკავების დროს, ჯ-–მა მას სახეში დააარტყა ხელი და გაუსკდა ტუჩი. თ----- ამშვიდებდა ბ–--–---ს, რომელმაც თ-----ს დაარტყა შუბლის არეში.

 

2.9 მოწმის სახით დაკითხული ჯ---- ტ----ის ჩვენების თანახმად, მუშაობს ბათუმის პოლიციის პირველი განყოფილების უფროსის თანამდებობაზე. ადრე მუშაობდა მე-3 განყოფილების უფროსის მოადგილედ. 2016 წლის 15 აპრილს აღინიშნებოდა სიყვარულის დღე. პრევენციის მიზნით გაანაწილა ოპერატიული ჯგუფები იმ დაწესებულებებთან, სადაც იმართებოდა ბანკეტები და ინციდენტებს შეიძლება ჰქონოდა ადგილი. 2016 წლის 16 აპრილს, ღამის საათებში მივიდა სასტუმრო ,,ლ-----------ს’’ მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც იმყოფებოდნენ პოლიციელები - ზ----- კ----–---, გ------- აბ----–--–--- და გ--–----ი გ-----–---–-. შ--–----ს ქუჩაზე, სასტუმრო ,,ლ-----------ს’’ ფოიედან გამოვიდნენ პირები, რომლებიც ერთმანეთში კამათობდნენ. ისინი გადავიდნეენ გზის მეორე მხარეს. პოლიციელებმა სახლში წასვლისკენ მოუწოდეს. ნაწილი ტაქსთან მივიდა და ნაწილი გავიდა. სამი ახალგაზრდა იქვე მდგარ ტაქსთან კვლავ მივიდა და გააგრძელეს კამათი და გინება. საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისათვის ადმინისტრაციულად დააკავეს ბ--- ბ--–---. როდესაც ი-----–ი ჯ-–ს და ი-----–ი ბ–--–---ს უთხრეს ადმინისტრაციული დაკავების თაობაზე, მათ წინააღმდეგობა გაწიეს. საჭირო გახდა დამატებითი ჯგუფის გამოძახება. ადმინისტრაციული დაკავებისას ი-----–ი ჯ-–მა მას ხელი დაარტყა. ერთმა რ----–-ნ თ-----ს მიაყენა დაზიანება შუბლის არეში და შემოახია ფორმა, მეორემ დ----- გ------ს - ტუჩის არეში. ორივე დააკავეს და გადაიყვანეს განყოფილებაში.

 

2.10 ი-----–ი ჯ-–--ა და ი-----–ი ბ–--–---ს მხრიდან ძალდობის ფაქტს ადასტურებენ შემთხვევის ადგილას მყოფი სხვა პოლიციელებიც, კერძოდ, მოწმის სახით დაკითხული გ------- ა----–--ის ჩვენებით დასტურდება, რომ ,,ინციდენტის დროს ი-----–ი ბ–--–---მ დაარტყა რ----–-ნ თ-----ს ხელი შუბლის არეში, ი-----–ი ჯ-–მა - დ----- გ------ს მიაყენა დარტყმა ტუჩზე და მოსდიოდა სისხლი“. მოწმის სახით დაკითხული გ---- ბ-----ის ჩვენებით ირკვევა, რომ ,,ი-----–ი ჯ-–მა დაარტყა დათო გ------ს, რ----–-ნ თ-----ს დაარტყა ბ–--–--- ი-----–იმ“. მოწმის სახით დაკითხული ზ-----ბ ა----–--ის ჩვენების თანახმად, ,,ი-----–ი ჯ-–მა დაარტყა გ------ს, ბ–--–---მ დაარტყა რ----–-ნ თ-----ს“.

 

2.11 სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის 2016 წლის 26აპრილის №002387116 დასკვნის თანახმად, პირადი შემოწმების მონაცემებით, რ----–-ნ თ-----ს აღენიშნებოდა ნაჭდევი და სისხლნაჟღენთი შუბლის არეში, რაც განვითარებულია რაიმე მკვრივი, ბლაგვი საგნის ზემოქმედებით და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. დაზიანებათა ხანდაზმულობა არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს.

 

2.12 სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის 2016 წლის 26 აპრილის №002386616 დასკვნის თანახმად, პირადი შემოწმების მონაცემებით, დ----- გ------ს აღენიშნებოდა ნასკდომი ზედა ტუჩის შიგა ზედაპირზე სისხლნაჟღენთები სხეულის სხვადასხვა არეში, რაც განვითარებულია რაიმე მკვრივი, ბლაგვი საგნის ზემოქმედებით და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. დაზიანებათა ხანდაზმულობა არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს.

 

2.13 ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის 2016 წლის 30 ივნისის N003772816 დასკვნის თანახმად, პოლიციელის სამსახურებრივი ფორმის მაისურზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები, წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომლის გენეტიკური პროფილი და დ----- გ-----ის გენეტიკური პროფილი იდენტურია.

 

2.14 სასამართლო ტრასოლოგიური ექსპერტიზის 2016 წლის 30 აპრილის დასკვნის თანახმად, რ----–-ნ თ----ის სამსახურებრივი ფორმის მაისურზე აღინიშნება დაზიანება წყვეტის და ხევის სახით, წარმოქმნილი ფიზიკური ძალის ზემოქმედების შედეგად.

 

2.15 2016 წლის 16 აპრილს, ალკოტესტით შემოწმებისას ი-----–ი ჯ-–ს დაუდგინდა ალკოჰოლური თრობის ფაქტი.

 

2.16 2016 წლის 16 აპრილს, ალკოტესტით შემოწმებისას ი-----–ი ბ–--–---ს დაუდგინდა ალკოჰოლური თრობის ფაქტი.

 

3. სასამართლო სხდომებზე ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად იქნა გამოკვლეული დაცვის მხარის შემდეგი მტკიცებულებები:

 

3.1 მოწმე ა---------------ს ჩვენების თანახმად, ცხოვრობს შ--–----ს ქუჩაზე, ხუთსართულიან კორპუსში სასტუმრო ,,ლ-----------ს“ გვერდით. მუშაობს კაზინოში. 15 აპრილს, გვიან ღამით სარეცხის ჩამოსახსნელად გავიდა აივანზე. დაინახა ჩხუბის მაგვარი რაღაცა. ერთ ბიჭს უნდოდა მანქანაში ჩაჯდომა. გამოიყვანეს და ჩასვეს სხვა მანქანაში. რატომ მიგყავართო, ამბობდა ერთი დაბალი ბიჭი. ეს იყო ერთი წლის უკან, 2017 წელს.

 

3.2 მოწმე გ--- გ--–------- ჩვენების თანახმად (გამოქვეყნდა სასამართლო სხდომაზე), 2016 წლის 16 აპრილს, დაახლოებით სამ საათზე (ზუსტი დრო არ ახსოვს) თავის მეგობარ ა---- ჩ---------ნ ერთად იმყოფებოდა ქ. ბათუმში, სასტუმრო ,,ლ-----------ს“ მიმდებარე ტერიტორიაზე. იქ ყოფნის დროს დაინახა თავისი მეგობრები - ი-----–ი ბ–--–---, ი-----–ი ჯ-–- და ბ--- ბ--–---. ისინი ესაუბრებოდნენ პოლიციელებს. საუბარი 7-8 წუთი გაგრძელდა. ბოლოს დაინახა, რომ პოლიციელებმა დააკავეს მისი მეგობრები. ი-----–ი ბ–--–--- და ი-----–ი ჯ-–- ჩასვეს ერთ მანქანაში, ხოლო ბ--- ბ--–--- სხვა მანქანაში და შემთხვევის ადგილიდან წაიყვანეს. ფიზიკური დაპირისპირება და ჩხუბი არ უნახავს. იგივე შინაარსის ჩვენება მისცა სასამართლოს მოწმე ა---- ჩ-----მ.

 

3.3 მოწმე ი-----–ი ს-----–---–-ს ჩვენების თანახმად, სიყვარულის დღეს იმყოფებოდა სასტუმრო ,,ლ----------ში“. ღამის საათებში დეიდაშვილთან ერთად გამოდიოდა სასტუმრო ,,ლ-----------ს" შენობიდან. დაინახა ტაქსი იყო გაჩერებული და ი-----–ი ჯ-–- ელაპარაკებოდა ვიღაცას. პოლიციელებმა უთხრეს, რომ უნდა დაეტოვებინა ტერიტორია. ამ დროს მოხდა შელაპარაკება. მათ უთხრეს პოლიციელებს, რომ წაიყვანდნენ ი-----–ი ჯ-–ს. შემდეგ ბ–--–--- ეხვეწებოდა პოლიციას, ჩვენ წავიყვანთ ი-----–ი ჯ-–სო. ი-----–ი ბ–--–--- პოლიციას არ შეკამათებია. ახლდათ ბ--- ბ--–---, რომლის ადმინისტრაციულად დაჯარიმების თაობაზე მისთვის ცნობილი არ არის. ,,ლ-----------დან“ მის გამოსვლამდე რა მოხდა არ იცის.

 

3.4 მოწმე თ----– შ-----–--ის ჩვენების თანახად. სიყვარულის დღე იყო. ღამის საათებში გამოდიოდნენ სასტუმრო ,,ლ-----------დან“. დაინახეს, რომ ი-----–ი ჯ-–- ელაპარაკებოდა ტაქსში მსხდომ პირებს. პოლემიკა რაზე დაიწყო არ იცის. ი-----–ი ჯ-–ს ჰკითხეს მოდიოდა თუ არა. ახსოვს, რომ გაჩერდა მანქანა. საუბარი დაიწყო მანტოში გამოწყობილმა პირმა. მან თქვა, რომ ჩასვით მანქანაში და წამოიყვანეთო. გარშემო ბევრი პოლიციის მანქანა იყო. პოლიციელთა ნაწილი გამოხატავდა აგრესიას. ჭიდაობით მიადგნენ ი-----–ი ჯ-–ს და ი-----–ი ბ–--–---ს. ორივე პოლიციელებს ეუბნებოდა - რატომ მეჭიდავები, მე თვითონ წამოვალო. წაიყვანეს პიკაპის მანქანებით. პოლიციასთან მას უთხრეს, რომ ადმინისტრაციულად გაასამართლებდნენ დაკავებულებს. ,,ლ----------ში’’ იმყოფებოდა დეიდაშვილთან ერთდ. ი-----–ი ჯ-–--ა და ი-----–ი ბ–--–---ს სასტუმრო ,,ლ-----------დან’ გამოსვლა არ დაუნახავს.

 

სასამართლო არ იზიარებს ზემოაღნიშნულ მოწმეთა ჩვენებებს და მიიჩნევს, რომ ისინი არ არის დამაჯერებელი. დაცვის მხარის მოწმეები ბრალდებულების მეგობრები და ნაცნობები არიან, რაც მათ მიერ მოწოდებული ინფორმაციის სანდოობის ხარისხს მნიშვნელოვნად ამცირებს და სასამართლოს უმყარებს რწმენას, იმის თაობაზე, რომ დაცვის მხარის მოწმეების მიერ შემოთავაზებული ვერსია (ბრალდებულებს არ დაურღვევით საზოგადოებრივი წესრიგი, ხოლო ი-----–ი ჯ-–- და ი-----–ი ბ–--–--- პოლიციელებმა უმიზეზოდ დააკავეს და წაიყვანეს) არასარწმუნოა და მოტივირებულია ბრალდებულებისათვის პასუხისმგებლობის თავიდან აცილების სურვილით.

 

3.5 სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული იქნა ვიდეო და აუდიო მასალა. პირველ ვიდეო ჩანაწერში ქრება გამოსახულელები და ისმის ხმები: პირველი მამაკაცი ყვირის ,,ჩააგდეთ მანქანაში“ (დაცვის მხარის განცხადებით, საუბრობს პოლიციელი), ,,მეორე მამაკაცი ,,კაი რა, წავალთ“ (დაცვის მხარის განცხადებით საუბრობს ბ--- ბ--–---), მესამე მამაკაცი ამბობს ,,კანონი დავარღვიე, ხელი გამიშვი“ (დაცვის მხარის განცხადებით, საუბრობს ი-----–ი ჯ-–-, მეოთხე მამაკაცი ყვირის ,,გადი ბიჯო“ (დაცვის მხარის განცხადებით, საუბრობს პოლიციელი), შემდეგ არეული ხმები - ,,გამატანე წევიყვან ძმაო“, (დაცვის მხარის განცხადებით, საუბრობს ბ--- ბ--–---), ,,რატომ იქცევი ეგრე შე უკანონო თანამშრომელო“ (დაცვის მხარის განცხადებით, საუბრობს ი-----–ი ბ–--–---).

 

მეორე ვიდეო ჩანაწერი ჩანს, თუ როგორ მოყავთ პოლიციელებს ი-----–ი ბ–--–--- და სვამენ ავტომანქანაში, ხოლო ჩანაწერის ის ნაწილი, რომელიც შესაძლოა ასახავდეს ბრალდებულების დაკავებისას განვითარებულ მოვლენებს, ჩანს შორი ხედით და არ ისმის ხმა.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ვიდეო და აუდიო ჩანაწერებში ასახულია 2016 წლის 16 აპრილის ღამეს განვითარებული მოვლენების ნაწილი და არ გვაძლევს სრულ ინფორმაციას ი-----–ი ჯ-–--ა და ი-----–ი ბ–--–---ს დაკავებისას მომხდარ ფაქტებზე.

 

3.6 მოწმე ბ--- ბ--–---ს ჩვენების თანახმად, 2016 წლის 16 აპრილის ღამეს, ი-----–ი ჯ-–თან და ი-----–ი ბ–--–---სთან ერთად იმყოფებოდა სასტუმრო ,,ლ-----------ს“ მიმდებარე ტერიტორიაზე. ი-----–ი ჯ-–ს და ი-----–ი ბ–--–---ს პოლიციელთა მიმართ ძალადობრივი ქმედებები არ განუხორციელებიათ და უკანონოდ მოხდა მათი დაკავება.

 

სასამართლო არ იზიარებს ბ--- ბ--–---ს ჩვენებას და მიუთითებს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 16 აპრილის დადგენილებაზე, რომლის თანახმად, სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ 2016 წლის 16 აპრილს, ღამის საათებში, ქ. ბათუმში, შ--–----ს ქუჩაზე მდებარე სასტუმრო ,,ლ-----------ს“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ბ--- ბ--–--- არღვევდა საზოგადოებრივ წესრიგს და მოქალაქეთა სიმშვიდეს, რაც გამოიხატებოდა მისი მხრიდან უცენზურო ლანძღვა-გინებაში. იგი ასევე ბოროტად არ დაემორჩილა პოლიციის მუშაკების კანონიერ მოთხოვნას და ხელს უშლიდა პოლიციის თანამშრომლებს მოვალეობის შესრულებაში.

 

ამდენად, 2016 წლის 16 აპრილის ღამეს, ბ--- ბ--–--- ბრალდებულებთან ერთად იმყოფებოდა სასტუმრო ,,ლ-----------ს“ მიმდებარე ტერიტორიაზე და მისი ჩვენება მოტივირებულია ბრალდებულებისათვის პასუხისმგებლობის თავიდან აცილების სურვილით.

 

3.7 სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის 2016 წლის 25 აპრილის №002353616 დასკვნის თანახმად, პირადი შემოწმების მონაცემებით, ი-----–ი ჯ-–ს აღენიშნებოდა დაზიანებები სისხლნაჟღენთების და ნაჭდევების სახით. დაზიანებები მიყენებულია რაიმე მკვრივი, ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. დაზიანებათა ხანდაზმულობა არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს.

 

3.8 სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის 2016 წლის 25 აპრილის №002353716 დასკვნის თანახმად, პირადი შემოწმების მონაცემებით, ი-----–ი ბ–--–---ს აღენიშნებოდა დაზიანება სისხლნაჟღენთის სახით კისრის არეში. დაზიანება მიყენებულია რაიმე მკვრივი, ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. დაზიანებათა ხანდაზმულობა არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს.

 

მხარეთა შორის საკამათო არ არის ის გარემოება, რომ ბრალდებულებმა დაზიანებები მიიღეს პოლიციის შენობაში, თუმცა მოწმე პოლიციელთა ჩვენებების თანახმად, ბრალდებულებმა თვითდაზიანებები მიიყენეს, ხოლო დაცვის მხარის განმარტებით, ბრალდებულებს დაზიანებები პოლიციელებმა მიაყენეს.

 

ბრალდების მხარემ განაცხადა რომ აღნიშნულ ფატებთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება აჭარის ა/რ პროკურატურაში, რაც დაადასტურა ასევე დაცვის მხარემ.

 

4. დანაშაულებრივი ქმედების დადგენა და სამართლებრივი შეფასება

 

4.1 სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ 2016 წლის 16 აპრილს, ღამის საათებში, ქ. ბათუმში, შ--–----ს ქუჩაზე მდებარე სასტუმრო ,,ლ-----------ს“ მიმდებარე ტერიტორიაზე ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფმა ი-----–ი ჯ-–მა, რომელიც ი-----–ი ბ–--–---სთან და ბ--- ბ--–---სთან ერთადერთად არღვევდა საზოგადოებრივ წესრიგს და ილანძღებოდა უცენზურო სიტყვებით, მითითებულ მისამართზე საზოგადოებრივი წესრიგის დასაცავად მყოფ პოლიციის მუშაკს, დ----- გ------ს მისი საქმიანობისათვის ხელის შეშლის და შეწყვეტის მიზნით, ძალადობის გამოყენებით წინააღმდეგობა გაუწია და მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა.

 

4.2 სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ 2016 წლის 16 აპრილს, ღამის საათებში, ქ. ბათუმში, შ--–----ს ქუჩაზე მდებარე სასტუმრო ,,ლ-----------ს“ მიმდებარე ტერიტორიაზე ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფმა ი-----–ი ბ–--–---მ, რომელიც ი-----–ი ჯ-–თან და ბ--- ბ--–---სთან ერთად არღვევდა საზოგადოებრივ წესრიგს და ილანძღებოდა უცენზურო სიტყვებით, მითითებულ მისამართზე საზოგადოებრივი წესრიგის დასაცავად მყოფ პოლიციის მუშაკს რ----–-ნ თ-----ს მისი საქმიანობისათვის ხელის შეშლის და შეწყვეტის მიზნით, ძალადობის გამოყენებით წინააღმდეგობა გაუწია და მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა.

 

4.3 სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით კრიმინალიზებულია პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობის გაწევა ძალადობით, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლისა და მისი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით. აღნიშნული დანაშაული ფორმალური შემადგენლობისაა და დამთავრებულად ითვლება ძალადობის, ძალადობის მუქარის ან იძულების განხორციელების მომენტისთანავე, მიუხედავად იმისა, რეალურად ხელი შეეშალა თუ არა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას ან შეწყდა თუ არა პოლიციის მუშაკის საქმიანობა. ამასთან, აღნიშნული მუხლით ქმედების კვალიფიკაციისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ზემოაღნიშნული ხერხებით პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობის გაწევის დროს პირი მოქმედებდეს იმ მიზნით, რომ ხელი შეუშალოს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას, შეწყვიტოს პოლიციელის კანონიერი საქმიანობა, რასაც სასამართლო მოცემულ შემთხვევაში დადასტურებულად მიიჩნევს.

 

სასამართლო არ ეთანხმება დაცვის მხარის პოზიციას, იმასთან დაკავშირებით, რომ პოლიციელების ჩვენებები არ უნდა იქნეს გაზიარებული, მათ შორის არსებული წინააღმდეგობების გამო და აღნიშნავს, რომ მოწმეთა ჩვენებებში არ არის რაიმე ისეთი არსებითი ხასიათის წინააღმდეგობა, რაც სასამართლოს ეჭვს შეატანინებდა მათი ჩვენებების სანდოობაში.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ მართალია, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო საქმეზე - „ოჩელკოვი რუსეთის წინააღმდეგ“, კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, დაეთანხმა განმცხადებლის მოსაზრებას, რომ პოლიციელების განცხადებები მცირე მნიშვნელობის იყო, რაც არ ნიშნავს იმას, რომ ყველა სისხლის სამართლის საქმეზე პოლიციელთა ჩვენებებს იმთავითვე მცირე (ისევე, როგორც აღმატებული) მნიშვნელობა აქვს. პოლიციელთა ჩვენებების სანდოობა და უტყუარობა უნდა შეფასდეს თითოეული საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, იმის მიხედვით, თუ ერთობლივად რამდენად კეთილსინდისიერად, დამოუკიდებლად და მიუკერძოებლად მიმდინარეობდა წინასასამართლო გამოძიება (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წელი 16 ოქტომბრის განაჩენი (საქმე 2კ-285 აპ-17).

 

ამასთანავე, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია ი-----–ი ჯ-–-- და ი-----–ი ბ–--–---ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენა. რაც შეეხება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ მაკვალიფიცირებელ გარემოებას, მართალია, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს შემთხვევის ადგილზე ი-----–ი ჯ-–--ა და ი-----–ი ბ–--–---ს ერთად ყოფნას, მაგრამ ფაქტი, რომ დასახელებულმა ორმა პირმა წინასწარი შეთანხმების გარეშე, ჯგუფურად განიზრახა დანაშაულის ჩადენა, წარმოადგენს ვარაუდს, რომელიც არ არის განმტკიცებული ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქმის ფაქტობრივი გარემოებების ანალიზი თავისი მოცემულობით, ცალსახად არ მიუთითებს ი-----–ი ჯ-–-- და ი-----–ი ბ–--–---ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენას, კერძოდ, როგორც მოწმეთა ჩვენებებით დადგინდა, ი-----–ი ჯ-–ს და ი-----–ი ბ–--–---ს უცნობ პირებთან ჰქონდათ კონფლიქტი და ხმამაღლა საუბრობდნენ და იგინებოდნენ. ვინაიდან არსებობდა კონფლიქტის ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაზრდის რეალური საშიშროება, ვითარების განმუხტვის მიზნით, პოლიციის მუშაკები მივიდნენ მათთან.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ არსებული მოცემულობა ბადებს გონივრულ ეჭვს პირთა შორის დროის უმცირეს ინტერვალში დანაშაულის ერთობლივად ჩადენის განზრახვის აღმოცენების ნამდვილობასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც გამოკვლეული მტკიცებულებებით არ დასტურდება, ი-----–ი ჯ-–-- მიერ ი-----–ი ბ–--–---სათვის ან პირიქით ფიზიკური დახმარების მიზნით რაიმე სახის ქმედების განხორციელება. ამასთანავე, პოლიციელების ჩვენებათა ანალიზი ცხადყოფს, რომ ი-----–ი ჯ-–- ფიზიკურად დაუპირისპირდა ერთ პოლიციელს - დ----- გ------ს, ი-----–ი ბ–--–--- - მეორე პოლიციელს, რ----–-ნ თ-----ს. ინდივიდუალური ფიზიკური დაპირისპირების დროს დასახელებულ პირთა შორის არსებობდა გარკვეული დისტანციაც.

 

ამდენად, ფაქტობრივ გარემოებათა ანალიზით ჩნდება გონივრული ეჭვი, რომ ი-----–ი ბ–--–---ს და ი-----–ი ჯ-–-- მოქმედებებს გააჩნდა დამოუკიდებელი მნიშვნელობის ხასიათი, რის გამოც, ის გარემოება, რომ ი-----–ი ბ–--–---ს და ი-----–ი ჯ-–-- მიერ პოლიციის მუშაკთა მიმართ წინააღმდეგობის გაწევის განზრახვა მოიცავდა მისი ჯგუფურად განხორციელების ნიშნებსაც, უტყუარად დადასტურებული არ არის.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ყოველი სახის მაკვალიფიცირებელი გარემოების ბრალად შერაცხვისას, აუცილებელია, შემოწმდეს ქმედების შემადგენლობის, როგორც ობიექტური, ისე სუბიექტური მხარე. ამასთან, აუცილებელია, რომ პირს ობიექტური შემადგენლობის ყოველი ნიშნის მიმართ გააჩნდეს განზრახვა.

 

ზემოაღნიშნულ გარემოებათა ერთობლიობაში გათვალისწინებით, პირთა შორის კონკლუდენტურად, წინასწარ შეუთანხმებლად ჯგუფური დანაშაულის ჩადენის განზრახვა წარმოადგენს ეჭვს, რომელიც სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებათა საფუძველზე უტყუარად ვერ დადასტურდა. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის თანახმად, არ შეიძლება მსჯავრდება ისეთი სახის მტკიცებულებებს დაეფუძნოს, რომელშიც ეჭვის შეტანის საფუძველი არსებობს. ამასთანავე, მტკიცებულებათა შეფასების დროს სასამართლო ხელმძღვანელობს „გონივრულ ეჭვს მიღმა“ მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც გულისხმობს მტკიცებულებათა საკმარისად ცხად, ძლიერ და ურთიერთშეთავსებად ხასიათს ან ერთმანეთის მსგავს გაუქარწყლებელ ფაქტთა თანაარსებობას. შესაბამისად, „In dubio pro reo” პრინციპის საფუძველზე, ი-----–ი ჯ-–--ა და ი-----–ი ბ–--–---ს მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჯგუფურად ჩადენის ეჭვი ბრალდებულების სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს.

 

ამდენად, ი-----–ი ჯ-–--ა და ი-----–ი ბ–--–---ს ქმედებები, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით, უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველ ნაწილზე.

 

4.4 სასამართლო ვერ დაეთანხმება დაცვის მხარის პოზიციას, იმასთან დაკავშირებით, რომ ადმინისტრაციული დაკავებისას წინააღმდეგობის გაწევა არ წარმოადგენს დანაშაულს.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ სისხლის სამართლის კანონმდებლობით, დასჯადია პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის, მისი საქმიანობის შეწყვეტის ან შეცვლის მიზნით, ჩადენილი ძალადობით, ხოლო ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას იწვევს - სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა.

 

სასამართლო განმარტავს, რომ წინააღმდეგობა და დაუმორჩილებლობა სინონიმური ცნებებია და ფიზიკური მოქმედებით შეიძლება გამოიხატოს. ამასთან, ძალადობასთან დაკავშირებული წინააღმდეგობა დანაშაულია და აქტიური მოქმედებების ჩადენას გულისხმობს, რაც გამოიხატება განზრახი დარტყმის, ცემის, სხეულის დაზიანების მიყენებით, იმ დროს, როცა პოლიციის მუშაკი ასრულებს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მოვალეობას (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილი), ხოლო ფიზიკური წინააღმდეგობის გაწევა, რასაც თან არ ერთვის ძალადობრივი მოქმედებები და რომელიც გამოწვეულია მხოლოდ პოლიციის მუშაკის მხრიდან ძალის კანონიერად გამოყენების საწინააღმდეგოდ (მაგალითად, დაკავების დროს სამართალდამრღვევი ფიზიკურად უძალიანდება პოლიციელს), წარმოადგენს ადმინისტრაციულ გადაცდომას (საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლი)

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ი-----–ი ჯ-–- დამნაშავედ უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და მის მიმართ გამოტანილი უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ი-----–ი ბ–--–--- დამნაშავედ უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და მის მიმართ გამოტანილი უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი.

 

5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, ხოლო სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ვალდებულია გაითვალისწინოს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პოლიციის მუშაკის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ წინააღმდეგობა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის, მისი საქმიანობის შეწყვეტის ან შეცვლის მიზნით, აგრეთვე აშკარად უკანონო ქმედებისთვის მისი იძულება, ჩადენილი ძალადობით ან ძალადობის მუქარით, – ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა ჰქონდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

 

სასამართლოს მიერ განსაზღვრული სასჯელის სახე და ზომა ხელს უნდა უწყობდეს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.

 

სასჯელის მიზანი, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, გულისხმობს ჩადენილი დანაშაულის შესაბამისი სასჯელის დანიშვნას, რომელიც არ დატოვებს უსამართლობის განცდას მსჯავრდებულის, დაზარალებულის და საზოგადოების თვალში და ასევე ხელს შეუწყობს ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.

 

სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ვალდებულია იხელმძღვანელოს სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპით და გაითვალისწინოს, როგორც პასუხისმგებლობის დამამძიმებელი, ასევე შემამსუბუქებელი გარემოებები.

 

ი-----–ი ჯ-–-- პასუხისმგებლობის დამამძიმებელი და შემამსუბუქებელი გარემოებები არ გამოვლენილა.

 

სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ითვალისწინებს ი-----–ი ჯ-–-- პიროვნულ მახასიათებლებს (ხასიათდება დადებითად, ჰყავს ოჯახი, მუშაობს) და თვლის, რომ სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილის სანქციით გათვალისწინებული არასაპატიმრო სასჯელი - ჯარიმა.

 

საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, ი-----–ი ჯ-–ს უნდა შეუმსუბუქდეს (შეუმცირდეს) დანიშნული სასჯელი.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, მართალია, ბრალდებულმა ი-----–ი ბ–--–---მ დანაშაული ჩაიდინა პირობითი მსჯავრის მოქმედების პერიოდში, მაგრამ სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ ბრალდებულის ქმედება უნდა გადაკვალიფიცირედეს და მას უნდა მოეხსნას დანაშაულის მაკვალიფიცირებელი ნიშანი (ჯგუფურად ჩადენა), რაც ამცირებს მის მიერ ჩადენილი ქმედების საშიშროების ხარისხს, ბრალდების მოცულობას და თვლის, რომ ი-----–ი ბ–--–---ს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილის სანქციით გათვალისწინებული არასაპატიმრო სასჯელი - ჯარიმა.

 

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, უნდა გაუქმდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2----–-–---------------–-- განჩინებით და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2----–-–---------–--------------- შემცირებული პირობითი მსჯავრი და ი-----–ი ბ–--–---ს სასჯელი დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული წესით (განაჩენთა ერთობლიობა).

 

6. ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა

 

ნივთმტკიცების საკითხი გადაწყდეს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად.

 

[ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი]

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 268-ე-269-ე, 271-ე-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე-293-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. ი-----–ი ბ–--–---ს ქმედება საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილიდან გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველ ნაწილზე.

 

2. ი-----–ი ბ–--–--- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

3. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდეს ი-----–ი ბ–--–---ს მიმართ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2----–-–------------ განაჩენით დანიშნული, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2----–-–---------------–-- განჩინებით და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2----–-–---------–--------------- შემცირებული პირობითი მსჯავრი - 01 (ერთი) წლის, 01 (ერთი) თვისა და 15 (თხუთმეტი) დღის ვადით.

 

4. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატოს წინა - ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2----–-–------------ განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) თვისა და 20 (ოცი) დღის ვადით და განაჩენთა ერთობლიობით ი-----–ი ბ–--–---ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ და თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) თვისა და 20 (ოცი) დღის ვადით.

 

5. ი-----–ი ბ–--–---ს სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო: 2016 წლის16 აპრილიდან 2----–-–-----------------ს ჩათვლით და პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, თავისუფლების აღკვეთის სახით განსაზღვრული სასჯელი - 04 (ოთხი) თვისა და 20 (ოცი) დღის ვადით ჩაეთვალოს მოხდილად.

 

6. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 0------------------------თ, ი-----–ი ბ–--–---ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს და ყადაღა მოეხსნას ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2----–-–------------------- განჩინებით დაყადაღებულ თ------ ბ–--–---ს (პ--------------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონების (მდებარე:------------, ზ. ბ-----ის შესახვევი N4, საკადასტრო კოდი: 05.08.07.---.01.5--) 25 000 ლარის ღირებულების წილს - განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.

 

7. ი-----–ი ჯ-–-- ქმედება საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილიდან გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველ ნაწილზე.

 

8. ი-----–ი ჯ-–- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

9. ი-----–ი ჯ-–ს დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის ვადის (2016 წლის 16 აპრილიდან 2016 წლის 11 ივლისის ჩათვლით) გათვალისწინებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ამ განაჩენით დანიშნული სასჯელი შეუმსუბუქდეს და საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

10. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2----–-–---------–----------------, ი-----–ი ჯ-–-- მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს და ყადაღა მოეხსნას ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2----–-–---------–---- განჩინებით დაყადაღებულ ქ------- კ--–--------–---–-- (პ/ნ 6----------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონების (მდებარე:------------, 2-------------------, ბინა N 22, საკადასტრო კოდი: 05.22.20.0--.01.0--) 40 000 ლარის ღირებულების წილს - განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.

 

11. ნივთმტკიცებები: დ----- გ-----ის სამსახურეობრივი ფორმის მაისური და რ----–-ნ თ----ის სამსახურეობრივი ფორმის მაისური, დაუბრუნდეთ მესაკუთრეებს ან მათი ნდობით აღჭურვილ პირებს საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

 

დ----- გ-----ის და რ----–-ნ თ----ის მაისურების ამსახველი ფოტოები 1 ცალ დიკსზე, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

დ----- გ-----ის ნერწყვის ნიმუში განადგურდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

 

12. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

13. განაჩენი სააპელაციო წესით შეიძლება გასაჩივრდეს ბრალმდებელის, ზემდგომი პროკურორის, მსჯავრდებულის ან/და მისი ადვოკატის მიერ განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ლევან გ--–------