გადაწყვეტილება

სამოქალაქო 29.06.2018
საქმის ნომერი
010210018002333035
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
29.06.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N010210018002333035

N2-895/18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

29 ივნისი 2018 წელი ქ. ბათუმი

შესავალი ნაწილი

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ირმა ტოგონიძე

სხდომის მდივანი - თამარ გიორგაძე

მოსარჩელეები - ნა---მ კა----

წარმომადგენელი - და--თ მი--------ე, თამარ ფუ--------ე

მოპასუხე - ჯე--ლ გო------–--ე

წარმომადგენელი - ლე--ნ მა----–--ე

და--ს საგანი - სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

 

სასარჩელო მოთხოვნა:

1.1. დაეკისროს მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ სესხის ძირი თანხა 1500 ლარი;

1.2. დაეკისროს მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ პირგასამტეხლო 5700 ლარი;

 

მოსარჩელის პოზიცია:

2014 წლის 25 ივნისს, მხარეებს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლის თანახმად მოსარჩელემ სესხად გადასცა მოპასუხეს, ექვსი თვის ვადით, 1500 ლარი. ხელშეკრულების პირობების თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობისათვის გათვალისწინებული იყო პირგასამტეხლო, ვადაგადაცილებულ თვეზე 10%-ის ოდენობით. მოპასუხემ დაარღვია ნაკისრი ვალდებულება, არ გადაიხადა სესხის თანხა და სარჩელის აღძვრის მომენტისათვის ვადაგადაცილება შეადგენს 38 თვეს, შესაბამისად, პირგასამტეხლო შეადგენს 5700 ლარს. ჯამში კი დავალიანება შეადგენს 7200 ლარს.

 

მოპასუხის პოზიცია:

მოპასუხე სარჩელს არ დაეთანხმა და წარმოადგინა მოთხოვნის განხორციელების შე--ფერხებელი შესაგებელი. მოპასუხე დაეთანხმა სარჩელს იმ ნაწილში, რომ სესხი უნდა დაბრუნებულიყო 2014 წლის 25 დეკემბერს, თუმცა მიაჩნია, რომ სესხის თანხა დაფარა ერთობლივი საქმიანობის დროს აღებული საერთო ვალის დაფარვით. ამასთან, მოპასუხე თვლის, რომ სარჩელი ხანდაზმულია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

3.1.1. 2014 წლის 25 ივნისს, ერთის მხრივ ნა---მ კა----სა და მეორე მხრივ ჯე--ლ გო------–--ეს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლის თანახმად მოსარჩელემ მოპასუხეს 6 თვის ვადით ასესხა 1500 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სესხის ხელშეკრულება (ს.ფ. 14-15)

 

3.1.2. ხელშეკრულების თანახმად, მსესხებელი კისრულობდა ვალდებულებას ვალის დაუბრუნებლობის შემთხვე--ში გადაეხადა გამსესხებლისათვის პირგასამტეხლო, ყოველ ვადაგადაცილებულ თვეზე ძირი თანხის 10 %.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სესხის ხელშეკრულება (ს.ფ. 14-15)

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

3.2.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თა--ანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლით თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თა--ს მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვითმხარეთა (მესამეპირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობით თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.

 

მოცემული ნორმებიდან გამომდინარეობს სამოქალაქო სამართალწარმოების ძირითადი პრინციპი, მხარეთა შეჯიბრობითობა და პროცესის დისპოზიციურობა. ნებისმიერი მხარე უფლებამოსილია თა--სი პოზიცია ააგოს იმ ფაქტებისა და მტკიცებულებების საფუძველზე, რომელსაც საჭიროდ მიიჩნევს. მხარე უპირველეს ყოვლისა განსაზღვრავს რა გარემოება დაუდოს საფუძვლად თა--ს სარჩელს თუ შესაგებელს. აღნიშნული უფლებით მხარეები სარგებლობენ თანაბრად. სასამართლო ვერ შეზღუდავს ან ვერ გააფართოებს ერთი მხარის პროცესუალურ უფლებას, მეორე მხარის უფლებრივი ბალანსის შენარჩუნების გარეშე.

 

მოცემულ შემთხვე--ში მოპასუხემ წარმოადგინა მოთხოვნის გამომრიცხა-- და შე--ფერხებელი შესაგებელი. ერთის მხრივ მოპასუხემ განმარტა, რომ სარჩელში მითითებული ფულადი ვალდებულება წარმოიშვა ერთობლივი საქმიანობის შედეგად, თუმცა, მან ეს თანხა დაფარა. მეორეს მხრივ, მოპასუხე აღნიშნავს, რომ სესხის ხელშეკრულების პირობებშიც, ვალდებულება არის ხანდაზმული და არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე, მოპასუხემ გაიხმო მტკიცებულება, რომლითაც იგი აფიქსირებდა თა--ს პოზიციას ერთობლივი საქმიანობის შედეგად წარმოქმნილი ვალდებულების შესახებ. სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლზე და აღნიშნავს, რომ მტკიცებულების წარმდგენი მხარე უფლებამოსილია უკან გაითხოვოს მტკიცებულება და მოითხოვოს საქმის გადაწყვეტა ამ მტკიცებულების გარეშე. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ მოწინააღმდეგე მხარე უფლებამოსილია გამოიყენოს თა--სი პროცესუალური შესაძლებლობა და გამოითხოვოს ეს მტკიცებულება მეორე მხარისაგან და დაურთოს საქმეს, საკუთარი პოზიციის განსამტკიცებლად. აღნიშნული უფლებით მოსარჩელე მხარეს არ უსარგებლია. შესაბამისად, საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ მხარეთა შორის გაფორმებული იყო სესხის ხელშეკრულება.

 

მოპასუხე განმარტავს, რომ სარჩელი ხანდაზმულია, ვინიდან მოთხოვნის უფლების წარმოშობის დღიდან, 2014 წლის 25 დეკემბრიდან გასულია სამ წელზე მეტი. აღნიშნულის საწინაარმდეგოდ, მოპასუხეს რაიმე მტკიცებულება ან არგუმენტი არ წარმოუდგენია. სასამართლო განმარტავს, რომ ხანდაზმულობა სარჩელის მატერიალურ-სამართლებრივი საფუძველია და იგი უნდა შეფასდეს გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში.

 

სხვა სადავო ფაქტობრივი გარემოებები საქმეში წარმოდგენილი არაა.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

4. შე--ჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

4.1. დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლითაც იხელმძღვანელა სასამართლომ

-სამოქალაქო კოდექსი

-სამოქალაქო საპროცესო კოდექსი 6. სამართლებრივი შეფასება

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1 მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. იმავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება. ამავე კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. 625-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად (იმ პერიოდში მოქმედი რედაქციით), სესხისათვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.

 

6.2. დადგენილია, რომ მხარეებს შორის არსებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის საფუძველია 2014 წლის 25 ივნისს გაფორმებული სესხის ხელშეკრულება, რომლითაც გამსესხებელმა მსესხებელს გადასცა სესხის თანხა 1500 ლარი, ექვსი თვის ვადით ხელშეკრულების პირობების თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობისათვის გათვალისწინებული იყო პირგასამტეხლო ვადაგადაცილებულ თვეზე 10%-ის ოდენობით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის თანახმად ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

საქმის მასალებით დადგენილია, რომ სესხის ხელშეკრულებით გათა--სწინებული ვალდებულება არ შესრულდა, სარჩელის აღძვრის მომენტისათვის მოპასუხის დავალიანება მოსარჩელის წინაშე შეადგენს 1500 ლარს. საქმის მასალებით, ასევე, დადგენილია, რომ ხელშეკრულების შეუსრულებლობის გამო, მოპასუხეზე რიცხული პირგასამტეხლო შედგენს 5700 ლარს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თა--სუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღე--ტებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

დადგენილია, რომ მოპასუხემ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არ შეასრულა, რაც ანიჭებს კრედიტორს პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლებას.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ სახეზეა სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა, რაც ანიჭებს მოსარჩელეს უფლებას მოსთხოვოს მოპასუხეს სესხის თანხა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად დადგენილია, რომ სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თა--ს შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. ამავე კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილით კი იმპერატიულადაა დადგენილი, რომ სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს. ხოლო ამავე კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან; მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო, ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ;

 

სასამართლო განმარტავს, რომ ხანდაზმულობა არ არის აბსტრაქტული სამართლებრივი კატეგორია. კანონმდებლობა ითვალისწინებს მისი დაწყებისა და დამთავრების დროის მონაკვეთს. კერძოდ, ხანდაზმულობა იწყება მაშინ, როცა უფლებამოსილმა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის თაობაზე. ამდენად, ობიექტურად შესაფასებელია მხოლოდ ის, როდის დაირღვა ვალდებულება და როდის შეიტყო ამის შესახებ მხარემ. მოცემულ შემთხვე--ში მხარეებს შორის სადავო არ არის ის გარემოება, რომ სესხის ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 6 თვით.

 

სამოქალაქო კოდექსის 122-ე მუხლის თანახმად თუ ვადის დასაწყისად აღებულია ესა თუ ის მოვლენა ან დღის რომელიმე მონაკვეთი, მაშინ ვადის გამოთვლისას არ მიეთვლება ის დღე, რომელშიც დგება ეს მოვლენა ან დღის ზემოაღნიშნული დრო. ამავე კოდექსის 123-ე მუხლის მე-2 ნაწილით ვადა, რომელიც განსაზღვრულია კვირების, თვეების ან რამდენიმე თვის შემცველი დროით - წლით, ნახე--რი წლით, კვარტალით, - მთავრდება ბოლო კვირის ან ბოლო თვის იმ დღის დამთავრებისთანავე, რომელიც შეესაბამება მოვლენის დადგომის დღეს ან დღის ზემოაღნიშნულ დროს. მოცემულ შემთხვე--ში სესხის ხელშეკრულებით ვალდებულების შესრულების ბოლო ვადა იყო 2014 წლის 25 დეკემბრის ჩათვლით პერიოდი. დადგენილია, რომ მოსარჩელეს სამწლიანი პერიოდის მანძილზე დარღვეული უფლების აღდგენის თაობაზე სასამართლოსთვის არ მოუმართავს. მან სასამართლოში სარჩელი შემოიტანა 2018 წლის 2 მარტს, ვალდებულების შესრულების ვადის დადგომიდან სამ წელზე მეტი ვადის გასვლის შემდეგ.

 

ამდენად, ცალსახაა, რომ გასულია მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა და სარჩელი არ ექვემდენარება დაკმაყოფილებას.

 

7. საპროცესო ხარჯები:

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთა--სუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან გათა--სუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლების სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

მოცემულ შემთხვე--ში სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 216 ლარის ოდენობით. სასამართლომ არ დააკმაყოფილა სარჩელი. ამდენად, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი არ ექვემდებარება დაბრუნებას.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 8-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე მუხლებით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. ნა---მ კახიძის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

2. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბათუმის საქალაქო სასამართლოს (მისამართი: ბათუმი, ს.ზუბალაშვილის ქ 30) მეშვეობით.

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ბათუმი, ს.ზუბალაშვილის ქ 30) და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვე--ში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ირმა ტოგონიძე