განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/500-18 (N041070518003)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
28.06.2018 წელი ქუთაისი ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე მურთაზ კაპანაძე
სხდომის მდივანი ნანა გაბედავა
ბრალდების მხარე:
პროკურორი - დ---------------------
დაცვის მხარე:
ბრალდებული - გ-----------------ი
მამის სახელი: გ-------
დაბადების თარიღი: 1----------–--–-
პირადი ნომერი: 6----------
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
განათლება: უმაღლესი
ოჯახური მდგომარეობა: დ------------–-
ნასამართლობა: მქონე (პირობით მსჯავრდებული)
რეგისტრირებული: ქ--------------------------------
ფაქტობრივად მცხოვრები: ქ-----------------------------
ადვოკატი - ვ----–-----------ე
სხდომის სახე - ღია
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილი.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
გ-----------------ს ბრალი ედება მასში, რომ მან ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 06 მაისს, 23:30 საათზე, ქ-------–--------------------–- მდებარე საცხოვრებელ სახლში გ-----------------მა მეუღლეს, დ-------–-----ეს ხელი მოუჭირა ხელის არეში, შემდეგ ხელი ჰკრა და დააგდო საწოლზე, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
2018 წლის 18 ივნისს წინასასამართლო სხდომაზე სასამართლომ მოისმინა ბრალდების მხარისა და დაცვის მხარის მოსაზრებები, გაეცნო წარმოდგენილ მტკიცებულებებს და ბრალდების მტკიცებულებები საკმარისად მიიჩნია ვარაუდისათვის, რომ ალბათობის მაღალი ხარისხით ბრალდებულ გ-----------------ის მიმართ გამოტანილი იქნებოდა გამამტყუნებელი განაჩენი (წინასასამართლო სხდომის ოქმი).
საქმის არსებითი განხილვის დროს გ-----------------მა თავი სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში და განმარტა, რომ გულწრფელად აღიარებს და ინანიებს მის მიერ ჩადენილ დანაშაულებს. ამასთან, მხარეები შეთანხმდნენ ბრალდების ფაბულაში აღწერილ ფაქტობრივ გარემოებებსა და წარმოდგენილ მტკიცებულებებზე.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის თანახმად, საქმის არსებითი განხილვის დროს გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება და ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. შესაბამისად, გ-----------------ის მიერ დანაშაულების ჩადენის ფაქტი უტყუარად დასტურდება საქმეში წარმოდგენილ ერთმანეთთან შეთანხმებულ, უდავოდ მიჩნეულ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: დ-------–-----ის გამოკითხვის ოქმით, დ--------------------ის გამოკითხვის ოქმით, ი-----–----------------ის გამოკითხვის ოქმით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით.
სამართლებრივი შეფასება:
ამდენად, საქმეში არსებულ ურთიერთშეთანხმებულ და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს:
ბრალდებულმა გ-----------------მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ანუ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება;
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის განსაზღვრის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედების საზოგადოებრივად საშიშ ხასიათს, მასში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, მის პირად და ეკონომიკურ მდგომარეობასა და წარსულ ცხოვრებას, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს, დამნაშავის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხესა და მისი რესოციალიზაციის ობიექტურ შესაძლებლობას.
თანახმად სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილისა, ,,სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით.
სასჯელის დანიშვნისას სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებებს, რომ გ-----------------ი აღიარებს დანაშაულს და თანამშრომლობს გამოძიებასთან. ამჟამად ის შერიგებულია დაზარალებულთან, რომელიც ითხოვს მის გათავისუფლებას. სასამართლო ასევე მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ მეუღლეებს ჰყავთ არასრულწლოვანი შვილები, რომლებიც საჭიროებენ მშობელთა მზრუნველობას. პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა წარსული ნასამართლობა, რის გამოც სახეზეა დანაშაულის რეციდივი.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, ჩადენილი დანაშაულების ხასიათიდან და ბრალდებულის პიროვნებიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში გ-----------------ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს - 01 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
ამასთან, გ-----------------ი ნასამართლევია ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 24 აგვისტოს განაჩენით სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით, რაც სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, ჩაეთვალა პირობითად და სსკ-ის 64-ე მუხლის შესაბამისად, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 04 (ოთხი) წელი. ვინაიდან პირობით მსჯავრდებულმა გამოსაცდელ ვადაში ჩაიდინა განზრახი დანაშაული, სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად უნდა გაუქმდეს გ-----------------ის მიმართ დანიშნული პირობითი მსჯავრი და აღსრულდეს მის მიმართ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 24 აგვისტოს განაჩენით დანიშნული სასჯელი - 04 (ოთხი) წელი თავისუფლების აღკვეთა. სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ უნდა დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - 01 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ გ-----------------ს განაჩენთა ერთობლიობით მოსახდელად უნდა განესაზღვროს 02 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 21-ე მუხლის პირველი ნაწილით, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-280-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ-----------------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 01 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა
2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად გაუქმდეს გ-----------------ის მიმართ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 24 აგვისტოს განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი - 04 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა. სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - 01 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა და, საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, გ-----------------ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 02 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
3. საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გ-----------------ს სასამართლო განხილვამდე პატიმრობაში ყოფნის დრო ჩაეთვალოს სასჯელის ვადაში და თანახმად სსკ-ის 59-ე მუხლის მე-6 ნაწილისა მისი მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 08 მაისიდან.
4. განაჩენი შედის კანონიერ ძალაში გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში საჩივრის შეტანის გზით, ამ სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე მურთაზ კაპანაძე