განაჩენი

სისხლის სამართლის 27.06.2018
საქმის ნომერი
080100118002413389
დავის ტიპი
126 (1) 1
თარიღი
27.06.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/335-18 (№041270318002)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

27.06.2018 წელი ქუთაისი

მოსამართლე მურთაზ კაპანაძე

სხდომის მდივანი ნანა გაბედავა

სხდომის სახე ღია

ბრალდების მხარე

 

პროკურორი - დ---------------------

 

დაცვის მხარე

 

ბრალდებული: ჯ----–---–--

მამის სახელი: ნ--------

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

დაბადების თარიღი: 3--------- წელი

პირადი ნომერი: 6----------

განათლება: ტექნიკური

ოჯახური მდგომარეობა: განქორწინებული

ნასამართლობა: მქონე (პირობით მსჯავრდებული)

ფაქტობრივად მცხოვრები: ქ-------------------------–---–---------------

 

ადვოკატი: ზ----------------

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’’ და ,,ე’’ ქვეპუნქტები

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დაადგინა:

 

ჯ----–---–--მ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც დაზარალებულის ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, არაერთგზის, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2018 წლის 23 თებერვლიდან 2018 წლის 27 მარტის ჩათვლით, ჯ----–---–-- თითქმის ყოველდღიურად ტელეფონის მეშვეობით და პირადად არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით ახორციელებდა სისტემატურ სიტყვიერ შეურაცხყოფას მეუღლის ფ------------------ის მიმართ, კერძოდ აგინებდა და ამცირებდა მას შეურაცხმყოფელი სიტყვებით, რის შედეგადაც ფ------------------ი განიცდიდა ტანჯვას. ჯ----–---–--მ 2018 წლის 27 მარტს ქალაქ ქუთაისში, მ------–-–---–-------------–- მდებარე საცხოვრებელ სახლში სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

2018 წლის 02 მაისს წინასასამართლო სხდომაზე სასამართლომ მოისმინა ბრალდების მხარისა და დაცვის მხარის მოსაზრებები, გაეცნო წარმოდგენილ მტკიცებულებებს და ბრალდების მხარის მტკიცებულებები საკმარისად მიიჩნია ვარაუდისათვის, რომ ალბათობის მაღალი ხარისხით ბრალდებულ ჯ----–---–--ს მიმართ გამოტანილი იქნებოდა გამამტყუნებელი განაჩენი (წინასასამართლო სხდომის ოქმი).

 

საქმის არსებითი განხილვის დროს ჯ----–---–--მ თავი სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და განმარტა, რომ გულწრფელად აღიარებს და ინანიებს მის მიერ ჩადენილ დანაშაულს. ამასთან, მხარეები შეთანხმდნენ ბრალდების ფაბულაში აღწერილ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის თანახმად, საქმის არსებითი განხილვის დროს გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება და ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. შესაბამისად, ჯ----–---–--ს მიერ დანაშაულის - მეუღლის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფის ჩადენის ფაქტი, რამაც დაზარალებულის ტანჯვა გამოიწვია, გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება საქმეში წარმოდგენილ ერთმანეთთან შეთანხმებულ, უდავოდ მიჩნეულ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: მოწმეების ფ------------------ის, მ--------–----------ის გამოკითხვის ოქმებით, ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით, 2018 წლის 23 თებერვალის ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით ჯ----–----–--ს მიმართ, აგრეთვე საქმის არსებითი განხილვის დროს პროცესზე დაკითხული მოწმეების ო-----------------------–-----------------–------------------–------------- ჩვენებებით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

ამდენად, საქმეში არსებულ ურთიერთშეთანხმებულ და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს:

 

ბრალდებულმა ჯ----–---–--მ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც დაზარალებულის ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, არაერთგზის, ანუ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’’ და ,,ე’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება;

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის განსაზღვრის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედების საზოგადოებრივად საშიშ ხასიათს, მასში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, მის პირად და ეკონომიკურ მდგომარეობასა და წარსულ ცხოვრებას, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს, დამნაშავის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხესა და მისი რესოციალიზაციის ობიექტურ შესაძლებლობას.

 

სსკ-ის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად „თუ ამ კოდექსის კერძო ნაწილის მუხლი ან მუხლის ნაწილი დანაშაულის შემადგენლობის ნიშნად ითვალისწინებს შემამსუბუქებელ ან დამამძიმებელ გარემოებას, იგივე გარემოება სასჯელის დანიშვნის დროს მხედველობაში არ

მიიღება“.

 

ჯ----–---–--ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები საქმის წარმოებისას არ გამოვლენილა. მის წარსულ ნასამართლობას სასამართლო ვერ მიიღებს მხედველობაში სასჯელის დანიშვნისას თანახმად სსკ-ის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილისა, ვინაიდან ის წარმოადგენს დანაშაულის შემადგენლობის ნიშანს.

 

სასჯელის დანიშვნისას სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებებს, რომ ჯ----–---–--ს მიერ ჩადენილი ქმედება არ არის დაკავშირებული ფიზიკურ ძალადობასთან და, შესაბამისად, ნაკლები საშიშროების შემცველია; მან გულწრფელად აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული; საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მან უდავოდ ცნო ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას; ამჟამად ის შერიგებულია დაზარალებულთან, რომელიც თანახმაა მის მიმართ გამოყენებულ იქნეს კანონით გათვალისწინებული მთელი რიგი შეღავათები. სასამართლო ასევე მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ მეუღლეებს ჰყავთ არასრულწლოვანი 5 წლის საერთო შვილი, რომლებიც საჭიროებენ მშობელთა მზრუნველობას, რასაც მატერიალურად უზრუნველყოფდა აგრეთვე ჯ----–---–--.

 

თანახმად სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილისა, ,,სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას’’.

 

მითითებული პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებებიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში სასჯელის მიზნები მიიღწევა ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის დანიშვნით 400 (ოთხასი) საათის ვადით, რასაც უნდა მიენიჭოს პრიორიტეტი მუხლის სანქციით გათვალისწინებული თავისუფლების აღკვეთასთან შედარებით.

 

ამასთან, ჯ----–---–-- ნასამართლევია ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 23 თებერვლის განაჩენით სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის და 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, ჩაეთვალა პირობითად და სსკ-ის 64-ე მუხლის შესაბამისად, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 02 (ორი) წელი. ვინაიდან პირობით მსჯავრდებულმა გამოსაცდელ ვადაში ჩაიდინა განზრახი დანაშაული, სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად უნდა გაუქმდეს ჯ----–---–--ს მიმართ დანიშნული პირობითი მსჯავრი და აღსრულდეს მის მიმართ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 23 თებერვლის განაჩენით დანიშნული სასჯელი. სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ უნდა დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - 01 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა და, საბოლოოდ, ჯ----–---–--ს განაჩენთა ერთობლიობით მოსახდელად უნდა განესაზღვროს 01 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 400 (ოთხასი) საათის ვადით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 21-ე მუხლის პირველი ნაწილით, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-280-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ჯ----–---–-- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’’ და ,,ე’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 400 (ოთხასი) საათის ვადით.

 

2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად გაუქმდეს ჯ----–---–--ს მიმართ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 23 თებერვლის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი - 01 (ერთი) წლის და 06 (ექვსი) თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა. სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - 01 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა და, საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ჯ----–---–--ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 01 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 400 (ოთხასი) საათის ვადით, რომლის სახეს განსაზღვრავს პრობაციის ბიურო.

 

3. საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ჯ----–---–--ს სასამართლო განხილვამდე პატიმრობაში ყოფნის დრო ჩაეთვალოს სასჯელის ვადაში და მისი მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 31 მარტიდან.

 

4. პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ მსჯავრდებულ ჯ----–---–--ს მიმართ დაკისრებული საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის აღსრულებაზე კონტროლი დაევალოს შესაბამის პრობაციის ბიუროს.

 

5. განაჩენი შედის კანონიერ ძალაში გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში საჩივრის შეტანის გზით, ამ სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე მურთაზ კაპანაძე