განაჩენი

სისხლის სამართლის 30.08.2018
საქმის ნომერი
120100118002572344
დავის ტიპი
126 (1) 1 , 151
თარიღი
30.08.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №18002572344-1/305-18w.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

29 აგვისტო, 2018 წელი ქ. ახალციხე

 

ახალციხის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - გიორგი ლონდარიძე

სხდომის მდივანი - ირმა იაკობაძე

 

ბრალდების მხარე: პროკურორი – გი-----------–---–--ლი

 

დაცვის მხარე: ბრალდებული – თა-----------–--ე, დაბადებული 1----–-–---------------ს, პირადი #1----------, საქართველოს მოქალაქე, დაოჯახებული, საშუალო განათლების მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ბო-------ის რაიონი დაბა ახ--–----ა, აღ--–-----–--------

 

ადვოკატი - თე--------–----ძე.

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 151-ე მუხლის პირველი ნაწილი, 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი;

 

სხდომის სახე - ღია

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დაადგინა:

 

თა-----------–--ე თანაცხოვრების მანძილზე, ასევე ბოლო ორი წლის განმავლობაში სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და ამცირებდა მეუღლეს ელ-------------–ს, რის გამოც ელ-------------–- განიცდიდა ტანჯვას.

 

ასევე 2018 წლის 15 ივნისს, ბო-------ის რაიონის დაბა ახ--–----აში აღ--–-----–---------ში მდებარე საცხოვრებელი სახლის ეზოში, საყოფაცხოვრებო უთანხმოების ნიადაგზე თა-----------–--ემ დანის გამოყენებით დაემუქრა მეუღლეს ელ-------------–ს სიცოცხლის მოსპობით, რაც ელ-------------–მა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

მტკიცებულებები, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნა:

 

მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული არც ერთი მტკიცებულება სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

 

პრეიუდიციად მიჩნეულ მტკიცებულებებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები:

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

თა-----------–--ემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც ტანჯვა გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე, ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. ასევე თა-----------–--ემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

დაზარალებული ელ-------------–-ს ჩვენება რომლის თანახმად, 2018 წლის 25 ივნისს დაახლოებით 13:00 საათზე ელ--- და მისი შვილი გა---------–--ე სახლში იმყოფებოდნენ. ამ დროს მისი მეუღლე თა-----------–--ე მარანში იყო ჩასული და სვამდა. დაახლოებით 10 წუთში თა----- მარანიდან ამოვიდა და უმიზეზოდ დაუწყო ჩხუბი ელ-------------–ს, თა----- იყო ძალიან მთვრალ მდგომარეობაში. გ--- მამის დაწყნარებას ცდილობდა, თუმცა თა----- უფრო ღიზიანდებოდა. ამის შემდეგ გ--- და ელ--- გამოერიდნენ თ------ და გარეთ გამოვიდნენ, თა-----ც გამოყვა ლანძღვით, თუმცა შემდეგ შევიდა სახლში და დაახლოებით ორ წუთში სამზარეულოს დანით გამოვიდა და მეუღლეს უყვიროდა, რომ ყელს გამოჭრიდა და ღორივით დააგდებდა ძირს. ელ---ს და გ---ს შეეშინდათ და გაიქცნენ, თა----- უკან მისდევდათ, თუმცა შემდეგ უკან დაბრუნდა.

 

გა---------–--ის ჩვენება, რომლის თანახმად 2018 წლის 25 ივნისს, მამამისი თა-----------–--ე მთვრალ მდგომარეობაში მყოფი ლანძღავდა და აგინებდა დედამისს ელ-------------–ს. გ--- ცდილობდა მამის დაწყნარებას, თუმცა ვერ შეძლო. საბოლოოდ ის დაინახა მარჯვენა ხელში დანით, რომელიც დედამისს ემუქრებოდა ყელის გამოჭრით, რაზეც მათ გაქცევა გადაწყვიტეს, როდესაც მიხვდა რომ თა-----------–--ე ვეღარ დაეწეოდა, შებრუნდა სახლში.

 

თა-----------–--ის მიერ ბრალდებით გათვალისწინებული დანაშაული ასევე დადასტურებულია საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, კერძოდ: ოქმით ადგილის დათვალიერების შესახებ თანდართული ფოტოილუსტრირებით, თა-----------–--ის ბრალდებულად ცნობის შესახებ დადგენილებით, ელ-------------–-ს დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილებით და სასამართლოში წარმოდგენილი ბრალდების მხარის სხვა მტკიცებულებებით.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

სასამართლო დადასტურებულად თვლის, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებენ, რომ თა-----------–--ემ ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 151-ე მუხლის პირველი ნაწილით და 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

თა-----------–--ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.

თა-----------–--ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ქმედების აღიარება.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

5. სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ასაკის, ჯანმრთელობის, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო თვლის, რომ თა-----------–--ეს უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე - თავისუფლების აღკვეთა, რომელიც უნდა ჩაეთვალოს პირობითად, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს თა-----------–--ის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე, 259-ე, 260-ე, 271-ე, 272-ე, 277-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. თა-----------–--ე (პ/N1----------) ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 151-ეე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით.

 

- თა-----------–--ე (პ/N1----------) ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, 111 151-ეე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს 1261-ე მუხლის 1 ნაწილით დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ, თა-----------–--ეს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 02 (ორი) წელი;

 

მასვე სსკ-ის 41-44-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახედ შეეფარდოს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 საათის ოდენობით.

 

საბოლოოდ, თა-----------–--ეს დანაშაულთა ერთობლიობით ძირითად სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 02 (ორი) წელი; ასევე თა-----------–--ეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 41-44-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 საათის ოდენობით.

 

2. მსჯავრდებულის თა-----------–--ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო, რომელიც არ არის უზრუნველყოფილი გაუქმდეს.

 

3. თა-----------–--ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო 2018 წლის 25 ივნისიდან 2018 წლის 29 აგვისტომდე.

 

4. თა-----------–--ე დაუყონებლივ განთავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

 

5. არასაპატიმრო სასჯელის ნაწილში განაჩენის აღსრულებაზე, ”არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 და მე-5 მუხლის თანახმად, კონტროლი დაევალოს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის (იურიდიული მისამართის) მიხედვით.

 

6. სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულება - თა-----------–--ის დაკავებისა და პირადი ჩხრეკისას ამოღებული 1 ცალი ხის ტარიანი, რომელიც ინახება შსს ბო-------ის რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

 

-ნერწყვის ნიმუში, რომელიც გადაგზავნილია ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

 

7. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

8. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ახალციხის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე გიორგი ლონდარიძე