გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 07.08.2018
საქმის ნომერი
120310017002070019
კატეგორია
დავის ტიპი
უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა–არარსებობის დადგენის შესახებ
თარიღი
07.08.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №172070019- 3/136-17წ.

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

07 აგვისტო, 2018 წელი ქ.ა---––---

 

შესავალი ნაწილი

ა---––---ს რაიონული სასამართლო

მოსამართლე - შალვა მჭედლიშვილი

სხდომის მდივანი - ლანა ლონდარიძე

 

მოსარჩელე _ ს----–--------–---------------ი

 

წარმომადგენელი - დ-----------------

 

მოპასუხე – ი-----------------–----

მოპასუხე - შ---------

მოპასუხე - შ--------------

მოპასუხე - შ---------------------“

მოპასუხე - მ-----–-–------–---–-

 

წარმომადგენელი - ქ-------------------

 

დავის საგანი: ცრუმაგიერ პირებად ცნობა.

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა.

 

1.1. ი/მ ,,მ------------–---ს“, შპს ,,გ---ს“, შპს ,,ე---------“, შპს ,,თ---------------ს“ და მ-----–-–------–---–-ს ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად ცნობა.

 

მოსარჩელემ თავის მოთხოვნა დააფუძნა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

სარჩელის მიხედვით 2017 წლის 30 აგვისტოს მდგომარეობით ი/მ მ------------–---ს აღიარებული საგადასახდო დავალიანება შეადგენს 57 425,44 ლარს, მისი დავალიანება წარმოშობილია წარმოდგენილი დეკლარაციების და ჯარიმების საფუძველზე 2013 წლის 19 ნოემბრიდან.

 

2013 წლის 27 ოქტომბრიდან ი/მ მ------------–---მ ელექტრონული სასაქონლო ზედნადებით 4 488,40 ლარის სასაქონლო მატერიალური ფასეულობა მიაწოდა შპს ,,გ---ს“, რომლის დირექტორი და 50 %-იანი დამფუძნებელიც არის მ-----–-–------–---–-, ხოლო 50 %-იანი წილის მფლობელი მ------------–---. შპს-ს იურიდიული მისამართია ა---––---, ა-------------- ბ------, ხოლო საკონტროლო სალარო აპარატი D---------, მოხსნილი იქნა ი/მ მ------------–---ს რეგისტრაციიდან 2013 წლის 22 ნოემბერს და იმავე დღეს რეგისტრირებული იქნა შპს ,,გ---ზე”. საქმიანობის სახე იგივეა, რაც ი/მ მ------------–---ს შემთვევაში. 2014 წლის 11 ოქტომბერს შპს ,,გ---“-ს რეგისტრაციიდან მოხსნილი იქნა საკონტროლო სალარო აპარატი D--------- და იმავე დღეს რეგისტრირებული იქნა შპს ,,ე-------აზე“, რაც ელექტრონული სასაქონლო ზედნადებით(ტრანსპორტირების გარეშე) მიაწოდა შპს ,,ე---------“ 2014 წლის 11 ოქტომბერს, საქმიანობის სახე იგივეა, რაც შპს ,,გ---ს“ შეთხვევაში.

მ------------–---ს მიღებული აქვს შემოსავალი ხელფასის სახით 2013 წლის ნოემბრიდან შპს ,,გ---ს''-საგან“.

მ------------–---ს მიღებული აქვს შემოსავალი ხელფასის სახით 2016 წლის სექტემბრიდან შპს ,,ე-------------“. აღნიშნული ასახულია დასაქმებული პირის მიღებულ შემოსავალში. ასევე ამონაწერში საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან ელ.ფოსტის მისამართში მითითებულია gama.mikheil@mail.ru , რაც ასევე მიუთითებს შპს ,,გ---“ს და შპს ,,ე---------“ საერთო საგადასახადო დეკლარაციის წარმოდგენაზე, ასევე იგი პროდუქციას იძენს იგივე პირებისგან და ყიდის იგივე პირებზე. მ-----–-–------–---–-- სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში 2016 წლის 22 ნოემბერს 100 %-იანი წილით დაარეგისტრირა შპს ,,თ---------------“, რომლის დირექტორიც ასევე თვითონ არის.

შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული ბაზის მონაცემების თანახმად, 2017 წლის 31 აგვისტოს მდგომარეობით შპს ,,თ---------------“-ს აღიარებული საგადასახადო დავალიანება შეადგენს 9914,88 ლარს. აღნიშნული საგადასახადო დავალიანება წარმოშობილია წარმოდგენილი დეკლარაციის საფუძველზე 2017 წლის 17 მარტიდან. შპს ,,ე---------“ და შპს ,,თ---------------ს“ თანამშრომელმა მ-------------------–-- 2017 წლის 2------სს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დაარეგისტრირა შპს ,,შ--------“, რომლის დირექტორიც თვითონ არის და საქმიანობის სახეც იგივეა, რაც შპს ,, თ---------------“-ს შემთხვევაში.

 

მოსარჩელე ს----–--------–---------------ს მიაჩნია, რომ ინდივიდუალური მეწარმის საქმიანობის შეჩერება და შემდგომ შპს-ებით საქმიანობა მიზნად ისახავდა საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებიდან თავის არიდებას.

 

2. მოპასუხეთა პოზიცია

 

2.1. მოპასუხეებმა ი/მ ,,მ------------–---მ“, შპს,,გ---მ“, შპს,,ე-------ამ“ , შპს,,თ----------------ა“ და მ-----–-–------–---–-- წარმოდგენილი შესაგებლებით სარჩელი არ ცნეს.

 

3. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული ბაზის მონაცემების თანახმად 2017 წლის 30 აგვისტოს მდგომარეობით ი-----------------–-----ის (ს/ნ 4----------) აღიარებული საგადასახადო დავალიანება შეადგენს 57425,44 ლარს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-შედარების აქტი( ს.ფ.22).

 

3.2. საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების გატარების მიზნით, ი/მ „მ------------–--“-ის (ს/ნ 4----------) ქონებაზე 2013 წლის 1------------ 03----- შეტყობინებით რეგისტრირებულია საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება, რომელსაც გადასახადის გადამხდელი ელექტრონულად გაეცნო 2013 წლის 21 ნოემბერს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-ამონაწერი საჯაროსამართლებრივი შეზღუდვისა და საგადასახადო გირავნობის და იპოთეკის გვერდიდან( ს.ფ.24).

-ელექტრონული ამონაწერი შემოსავლების სამსახურის გვერდიდან( ს.ფ. 25).

 

3.3. 2014 წლის 2-----–----------------------–----–ის (ს/ნ 4----------) მიმართ გამოიცა ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ N0----- ბრძანება, რომლის საფუძველზეც მოხდა ქონებების მოძიება და „ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ“ აქტების შედგენა, რომელიც შეფასებული იქნა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ, რომლის საორიენტაციოდ საბაზრო ღირებულებამ ჯამში შეადგინა 5116 ლარი, ასევე შეფასებულ იქნა შემოსავლების საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ექსპერტიზის განყოფილების დასკვნით და საორიენტაციო საბაზრო ღირებულებამ შეადგინა 736 ლარი, რაც ჯამში ვერ უზუნველყოფს დავალიანების დაფარვას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ ბრძანება N0----- ( ს.ფ.26)

-ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ აქტები N- ( ს.ფ.27-30)

-ექსპერტიზის დასკვნა N0--------- ექსპერტიზის დასკვნა N0--------- შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის ექსპერტიზის განყოფილების დასკვნა.( ს.ფ.31-43).

 

3.4. ი-----------------–----–ის (ს/ნ 4----------) საგადასახადო დავალიანება წარმოშობილია წარმოდგენილი დეკლარაციებისა და ჯარიმების საფუძველზე 2013 წლის 19 ნოემბრიდან (დამატებული ღირებულების, საშემოსავლოსა და სხვა ჯარიმების გადასახადში).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-შედარების აქტები( ს.ფ.19-23).

 

3.5. ი-----------------–----- (ს/ნ 4----------) რეგისტრირებულია ა---––---ს საგადასახადო ინსპექციაში 2006 წლის 19---------ნ, იურიდიული მისამართია ა---––---, ა--------------------, ბინა 3-- მისი საქმიანობის სახე არის „საცალო ვაჭრობა მაღაზიების გარეთ“.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო(არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან.( ს.ფ.44-45).

 

3.6. ი-----------------–-----ს 2013 წლის 15 ოქტომბერს ჩაბარდა შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2013 წლის 1-------------ის № 5---- ბრძანება სასაქონლო–მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის ჩატარების შესახებ, ხოლო 2013 წლის 3--------------ს ჩაბარდა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმები N------ და N------, რომელშიც ასახული იყო ზემოაღნიშნული ბრძანების განხორციელების შედეგი. (აღსანიშნავია ის გარემოება, რომ სასაქონლო–მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის დროს მ------------–---მ შექმნა საინვენტარიზაციო კომისია, სადაც შემადგენლობაში კომისიის ერთ–ერთ წევრად განსაზღვრა მ-----–-–------–---–-).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ბრძანება N5----( ს.ფ.46).

-საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმები N------, 0------( ს.ფ.47-48).

-ბრძანება N- სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საინვენტარიზაციო კომისიის შექმნის შესახებ( N-9).

 

3.7. 2013 წლის 20 ნოემბერს ი-----------------–-----მ გააკეთა განაცხადი საქმიანობის შეჩერების შესახებ, რის შემდგომაც საქმიანობის შეწყვეტიდან 30 სამუშაო დღეში წარმოადგინა დეკლარაცია ერთობლივი შემოსავლებისა და გამოქვითვების შესახებ. 2013 წლის 27 ოქტომბრიდან ი-----------------–----–მ (ს/ნ 4----------) ელექტრონული სასაქონლო ზედნადებით 4488,40 ლარის სასაქონლო მატერიალური ფასეულობა, მიაწოდა შ----------ს (ს/ნ 4--------), რომლის დირექტორიც და 50%–იანი დამფუძნებელიც არის მ-----–-–------–---–- ( პ/ნ 4----------), ხოლო 50%-ის მფლობელი მ------------–--- (პ/ნ 4----------). შპს-ს იურიდიული მისამართია: ა---––---, ა------- ქ. N--, ბ------, ხოლო საკონტროლო სალარო აპარატი D--------- მოხსნილ იქნა ი/მ მ------------–---ს რეგისტრაციიდან 2013 წლის 22 ნოემბერს და იმავე დღეს რეგისტრირებულ იქნა შ---------–ზე (ს/ნ 4--------).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-მ------------–---ს 2013 წლის 2-----------ს განაცხადი საქმიანობის შეჩერების შესახებ ( ავტომატური +)( ს.ფ.54).

-ელექტრონული ზედნადები( ს.ფ.55).

-ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო(არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან(56-57).

-ელექტრონული ამონაწერი შემოსავლების სამსახურის გვერდიდან( ს.ფ.58-59).

 

3.8. შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული ბაზის მონაცემების თანახმად 2017 წლის 30 აგვისტოს მდგომარეობით შ----------ს (ს/ნ 4--------) აღიარებული საგადასახადო დავალიანება შეადგენს 2185,05 ლარს. აღნიშნული საგადასახადო დავალიანება წარმოშობილია წარმოდგენილი დეკლარაციების და სხვა ჯარიმების საფუძველზე 2014 წლის 18 მარტიდან (დამატებული ღირებულების, მოგებისა და სხვა ჯარიმების გადასახადში).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-შედარების აქტი ( ს.ფ.60).

 

3.9. საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების გატარების მიზნით, შ---------–ს (ს/ნ 4--------) ქონებაზე 2014 წლის 1-------------3---- შეტყობინებით რეგისტრირებულია საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება, რომელსაც გადასახადის გადამხდელი ელექტრონულად გაეცნო 2014 წლის 22 მარტს. აგრეთვე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-ამონაწერი საჯაროსამართლებრივი შეზღუდვისა და საგადასახადო გირავნობის და იპოთეკის გვერდიდან(ს.ფ.61)

-ელექტრონული ამონაწერი შემოსავლების სამსახურის გვერდიდან( ს.ფ.62)

 

3.10. 2016 წლის 2------სს შ---------–ს (ს/ნ 4--------) მიმართ გამოიცა ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ N 0------ ბრძანება, რომელსაც ელექტრონულად გაეცნო 2016 წლის 08 ივლისს. აღნიშნულ შპს-ს ქონება არ გააჩნია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ ბრძანება N 0------( ს.ფ.63).

-ელექტრონული ამონაწერი შემოსავლების სამსახურის გვერდიდან( ს.ფ.64).

 

3.11. მ------------–---ს (პ/ნ 4----------) მიღებული აქვს შემოსავალი ხელფასის სახით 2013 წლის ნოემბრიდან შ----------სგან (ს/ნ 4--------). აღნიშნული ასახულია დასაქმებული პირის მიღებულ შემოსავალში.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-ელექტრონული ამონაწერი დასაქმებული პირის საძიებო( მიღებული შემოსავალი) გვერდიდან( ს.ფ.65).

 

3.12. 2014 წლის 11 ოქტომბერს შ---------–ს (ს/ნ 4--------) რეგისტრაციიდან მოხსნილ იქნა საკონტროლო სალარო აპარატი D--------- და იმავე დღეს რეგისტრირებულ იქნა შ--------------ზე (ს/ნ 4-------2), რაც ელექტრონული სასაქონლო ზედნადებით (ტრანსპორტირების გარეშე) მიაწოდა შ---------------ს 2014 წლის 11 ოქტომბერს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-ელექტრონული ამონაწერი შემოსავლების სამსახურის გვერდიდან( ს.ფ.66-67).

 

3.13. შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული ბაზის მონაცემების თანახმად 2017 წლის 30 აგვისტოს მდგომარეობით შ---------------ს (ს/ნ 4-------2) აღიარებული საგადასახადო დავალიანება შეადგენს 33507.26 ლარს. აღნიშნული საგადასახადო დავალიანება წარმოშობილია წარმოდგენილი დეკლარაციების საფუძველზე 2016 წლის 17 ივნისიდან (დამატებული ღირებულების, მოგებისა და საშემოსავლო გადასახადში).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-შედარების აქტი( ს.ფ.68).

 

3.14. საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების გატარების მიზნით, შ---------------ს (ს/ნ 4-------2) ქონებაზე 2016 წლის 17 ივნისის N------ შეტყობინებით რეგისტრირებულია საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება, რომელსაც გადასახადის გადამხდელი ელექტრონულად გაეცნო 2014 წლის 20 ივნისს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-ამონაწერი საჯაროსამართლებრივი შეზღუდვისა და საგადასახადო გირავნობის და იპოთეკის გვერდიდან(ს.ფ.69).

-ელექტრონული ამონაწერი შემოსავლების სამსახურის გვერდიდან(ს.ფ.70).

 

3.15. 2017 წლის 03 მაისს შ--------------–ს (ს/ნ 4-------2) მიმართ გამოიცა ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ N 0----- ბრძანება, რომელსაც ელექტრონულად გაეცნო 2017 წლის 04 მაისს. აღნიშნულის საფუძველზე მოხდა ქონებების მოძიება და „ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ“ აქტების შედგენა, რომელიც შეფასებული იქნა შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ექსპერტიზის განყოფილების დასკვნებით და რომლის საორიენტაციო-საბაზრო ღირებულებამ შეადგინა 23 555,65 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ ბრძანება N-------- ს.ფ.71).

-ელექტრონული ამონაწერი შემოსავლების სამსახურის გვერდიდან(ს.ფ.72).

-ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ აქტი N2------------ ( ს.ფ.73-82).

-ელექტრონული ამონაწერი შემოსავლების სამსახურის გვერდიდან(ს.ფ.83).

-ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ აქტი N------------- ( ს.ფ.84-88).

-ელექტრონული ამონაწერი შემოსავლების სამსახურის გვერდიდან(ს.ფ.89).

-ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ აქტი N--------------- ს.ფ.90-91).

-ელექტრონული ამონაწერი შემოსავლების სამსახურის გვერდიდან(ს.ფ.92).

-ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ აქტი N-( ს.ფ.93-94).

-შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის ექსპერტიზის განყოფილების დასკვნები დანართებით.( ს.ფ.95-109).

 

3.16. შ-------------- (ს/ნ 4-------2) რეგისტრირებულია სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში 2014 წლის 08 ოქტომბრიდან, იურიდიული მისამართია ქ. ა---––-------------------. შ--------------–ს დირექტორიც და 100%-იანი წილის დამფუძნებელიც არის მი----–-–-----–---–---------------------

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო(არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან.(ს.ფ.110-113).

 

3.17. მ------------–---ს (პ/ნ 4----------) მიღებული აქვს შემოსავალი ხელფასის სახით 2016 წლის სექტემბრიდან შ--------------–სგან (ს/ნ 4-------2).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-ამონაწერი დასაქმებული პირის საძიებო(მიღებული შემოსავალი) გვერდიდან( ს.ფ.114).

 

3.18. მ-----–-–------–---–-- (პ/ნ 4----------) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში 2016 წლის 22 ნოემბერს 100%–იანი წილით დაარეგისტრირა შ---------------------“ (ს/ნ 4--------), რომლის დირექტორიც ასევე თვითონ არის. იურიდიული მისამართია ქ. ა---––-------------------. შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული ბაზის მონაცემების თანახმად 2017 წლის 31 ივლისის მდგომარეობით შ---------------------“–ს (ს/ნ 4--------) აღიარებული საგადასახადო დავალიანება შეადგენს 9914.88 ლარს. აღნიშნული საგადასახადო დავალიანება წარმოშობილია წარმოდგენილი დეკლარაციების საფუძველზე 2017 წლის 17 მარტიდან (დამატებული “ღირებულების, მოგებისა და საშემოსავლო გადასახადში).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო(არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან.(ს.ფ.115-116).

-შედარების აქტი( ს.ფ.117).

 

3.19. საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების გატარების მიზნით, შ---------------------“-ს (ს/ნ 4--------) ქონებაზე 2017 წლის 17 მარტის N------ შეტყობინებით რეგისტრირებულია საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება, რომელსაც გადასახადის გადამხდელი ელექტრონულად გაეცნო 2017 წლის 18 მარტს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

--ამონაწერი საჯაროსამართლებრივი შეზღუდვისა და საგადასახადო გირავნობის და იპოთეკის გვერდიდან(ს.ფ.119).

-ელექტრონული ამონაწერი შემოსავლების სამსახურის გვერდიდან(ს.ფ.118).

 

3.20. 2017 წლის 04 ივლისს შ---------------------“-ს (ს/ნ 4--------) მიმართ გამოიცა ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ N 0------ ბრძანება, რომელსაც ელექტრონულად გაეცნო 2017 წლის 08 ივლისს, არ იქნა წარდგენილი მის საკუთრებაში არსებული ქონება, რაზეც შედგა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ N03----- ბრძანება ( ს.ფ.120).

-ელექტრონული ამონაწერი შემოსავლების სამსახურის გვერდიდან(ს.ფ.121).

-სამართალდარღვევის ოქმი N--------(ს.ფ.122).

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმების, საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს კონსტიტუცია.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლის თანახმად ყველას აქვს საკუთარი პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება.

 

საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად შრომა თავისუფალია. სახელმწიფო ვალდებულია ხელი შეუწყოს თავისუფალი მეწარმეობისა და კონკურენციის განვითარებას.

 

საქართველოს კონსტიტუციის 94-ე მუხლით რეგლამენტირებულია საგადასახადო ვალდებულების შესრულების კონსტიტუციური მნიშვნელობა - სავალდებულოა გადასახადებისა და მოსაკრებლების გადახდა კანონით დადგენილი ოდენობითა და წესით. გადასახადებისა და მოსაკრებლების სტრუქტურას, შემოღების წესს ადგენს მხოლოდ კანონი და გადასახადებისაგან განთავისუფლება დასაშვებია მხოლოდ კანონით.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსი საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად განსაზღვრავს საქართველოს საგადასახადო სისტემის ფორმირებისა და ფუნქციონირების ზოგად პრინციპებს, აწესრიგებს საქართველოს საბაჟო საზღვარზე მგზავრის, საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების გადაადგილებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს, სამართლებრივ ურთიერთობაში მონაწილე პირის, გადასახადის გადამხდელისა და უფლებამოსილი ორგანოს სამართლებრივ მდგომარეობას, განსაზღვრავს საგადასახადო სამართალდარღვევის სახეებს, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევისათვის პასუხისმგებლობას, უფლებამოსილი ორგანოსა და მისი თანამდებობის პირების არამართლზომიერ ქმედებათა გასაჩივრების წესსა და პირობებს, საგადასახადო დავის გადაწყვეტის წესს, არეგულირებს საგადასახადო ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ პირი ვალდებულია გადაიხადოს ამ კოდექსით დაწესებული საერთო-სახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გადასახადები, მე-6 მუხლის მიხედვით კი, გადასახადი არის ამ კოდექსის მიხედვით სავალდებულო, უპირობო ფულადი შენატანი ბიუჯეტში, რომელსაც იხდის გადასახადის გადამხდელი, გადახდის აუცილებელი, არაეკვივალენტური და უსასყიდლო ხასიათიდან გამომდინარე. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად გადასახადის სახეებია საერთო-სახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გადასახადები.

 

საგადასახადო ვალდებულების უპირობო შესრულების მოვალეობაზე მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლი, რომლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია შეასრულოს საგადასახადო ვალდებულებები საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით. ამავე მუხლის ,,ბ'' ქვეპუნქტის თანახმად აღრიცხვაზე უნდა დადგეს შესაბამის საგადასახადო ორგანოში ან დარეგისტრირდეს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრსა და მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების) რეესტრში.

 

ამავე კოდექსის 49-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ გადასახადის გადამხდელისაგან საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებებით დადგენილ ვადაში ამოიღონ გადაუხდელი გადასახადი ან/და სანქციის სახით დაკისრებული თანხა.

 

ზემოაღნიშნულ ნორმათა შესაბამისად, სასამართლო განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის უმთავრეს ფუნქციას გადასახადების კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ოდენობით გადახდა წარმოადგენს, ხოლო საგადასახადო ორგანოების კანონისმიერი უფლებამოსილება, უზრუნველყონ გადამხდელთა მიერ აღნიშნული ვალდებულების შესრულებაზე კონტროლი, მოიცავს უფლებას, გაატარონ შესაბამისი ღონისძიებები გადამხდელის მიერ საგადასახადო ვალდებულების შეუსრულებლობისას. საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია, გამოიყენოს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-11 კარით გათვალისწინებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები. კერძოდ, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს, რომ საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად განახორციელოს შემდეგი ღონისძიებები: ა) საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა; ბ) მესამე პირზე გადახდევინების მიქცევა; გ) ქონებაზე ყადაღის დადება; დ) ყადაღადადებული ქონების რეალიზაცია; ე) საბანკო ანგარიშზე საინკასო დავალების წარდგენა; ვ) გადასახადის გადამხდელის სალაროდან ნაღდი ფულის ამოღება.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის კანონით დადგენილი ღონისძიებების გამოყენება იწვევს პირის კანონით დაცული უფლებების, მათ შორის, საკუთრებით თავისუფლად სარგებლობისა და განკარგვის შეზღუდვას. ამასთან, პირს ეკისრება აღნიშნულის თმენის ვალდებულება, რადგან მსგავსი ღონისძიებების გატარება ემსახურება საჯარო ლეგიტიმურ მიზანს - საგადასახადო ვალდებულების შესრულებას და მათი გამოყენების საფუძველი სწორედ გადასახადის გადამხდელის ქმედება - საგადასახადო ვალდებულების ჯეროვანი შეუსრულებლობაა. ამრიგად, თუ არ ასრულებს რა ნაკისრ მოვალეობებს, გადასახადის გადამხდელისთვის ცნობილი უნდა იყოს, რომ აღნიშნული გამოიწვევს მის მიმართ სათანადო ღონისძიებების გამოყენებას, რათა აღსრულდეს კანონით დადგენილი ვალდებულება. სწორედ ამიტომ, საგადასახადო უზრუნველყოფის საგანი ხდება გადამხდელის ქონება. საგადასახადო უზრუნველყოფის საგანი მესამე პირის ქონება ხდება მხოლოდ მაშინ, როდესაც მესამე პირს აქვს გადასახადის გადამხდელის დავალიანება, რომლის გადახდის ვადაც დამდგარია ან როდესაც მესამე პირი იძენს საგადასახადო გირავნობა/იპოთეკით დატვირთულ ქონებას. გარდა აღნიშნულისა, საგადასახადო კანონმდებლობა იცნობს ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად ცნობის ინსტიტუტს, რომლის დროსაც გადახდევინების მიქცევა ხდება არა გადასახადის გადამხდელის, არამედ მესამე პირის ქონებაზე, როდესაც დასტურდება, რომ აღნიშნული პირი გამოყენებული იყო გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისთვის თავის არიდების მიზნით. აღნიშნული მიზნად ისახავს გადასახადების გადახდისაგან თავის არიდების გამორიცხვას, რათა გადასახადის გადამხდელმა ბოროტად არ გამოიყენოს ის გარემოება, რომ მესამე პირის ქონებაზე გადახდევინების მიქცევა არ ხდება და არ მოახდინოს მხოლოდ აღნიშნული მიზნით სხვა პირის შექმნა და მისთვის ქონების გადაცემა გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისაგან თავის არიდების მიზნით.

 

მოცემულ შემთხვევაში შემოსავლების სამსახური სარჩელით მოითხოვს, ი/მ ,,მ------------–---ს“, შპს ,,გ---ს“, შპს ,,ე---------“, შპს ,,თ---------------ს“ და მ-----–-–------–---–-ს ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად ცნობას.

 

შემოსავლების სამსახურის სარჩელის საპროცესო-სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლი.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, აღიარებითი სარჩელი შეიძლება აღიძრას აქტის არარად აღიარების, უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს ამის კანონიერი ინტერესი.

 

სასამართლო განმარტავს, რომ აღიარებით სარჩელი წარმოადგენს პროცესუალური დაცვის ერთ-ერთ მყარ სამართლებრივ ინსტიტუტს და ის გამომდინარეობს მოსარჩელის მატერიალური უფლების უშუალო განხორციელებიდან. აღიარებითი სარჩელის დავის საგანია უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენა.

 

საქართველოს კანონით „მეწარმეთა შესახებ“ პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად სამეწარმეო საქმიანობად მიიჩნევა მართლზომიერი და არაერთჯერადი საქმიანობა, რომელიც ხორციელდება მოგების მიზნით, დამოუკიდებლად და ორგანიზებულად.

 

ამავე კანონის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მეწარმე სუბიექტს წარმოადგენს ინდივიდუალური მეწარმე. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად ინდივიდუალური მეწარმე, როგორც ამ კანონით გათვალისწინებულ უფლება-მოვალეობათა სუბიექტი, წარმოიშობა მხოლოდ მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან. თუ რეგისტრაციამდე მეწარმე სუბიექტის სახელით რაიმე მოქმედება შესრულდა, ამ მოქმედების შემსრულებლები და საწარმოს დამფუძნებლები პასუხს აგებენ პერსონალურად, როგორც სოლიდარული მოვალეები, მთელი თავისი ქონებით, პირდაპირ და უშუალოდ, ამ მოქმედებიდან წარმოშობილი ყველა ვალდებულებისათვის. ეს პასუხისმგებლობა ძალაში რჩება მეწარმე სუბიექტის რეგისტრაციის შემდეგაც. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, ამ კანონით განსაზღვრული ინდივიდუალური მეწარმე არ არის იურიდიული პირი. ინდივიდუალური მეწარმე საქმიან ურთიერთობებში თავის უფლებებს ახორციელებს და მოვალეობებს ასრულებს, როგორც ფიზიკური პირი.

 

ამავე კანონის მეორე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მეწარმე სუბიექტს წარმოადგენს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება (შპს).

 

ამავე კანონის 58-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ან სააქციო საზოგადოება შეიძლება დააფუძნოს ერთმა პირმა.

 

ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად თუ სამეწარმეო საზოგადოებას ერთადერთი პარტნიორი ჰყავს, საერთო კრების უფლებამოსილებას ის ახორციელებს.

 

ამავე კანონის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელმძღვანელობის უფლება შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში აქვს დირექტორებს, თუ წესდებით (პარტნიორთა შეთანხმებით) სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

 

ამავე მუხლის მეორე და მესამე ნაწილების თანახმად ხელმძღვანელობის უფლებამოსილება გულისხმობს უფლებამოსილების ფარგლებში საწარმოს სახელით გადაწყვეტილებების მიღებას, ხოლო წარმომადგენლობითი უფლებამოსილება გულისხმობს საწარმოს სახელით გამოსვლას მესამე პირებთან ურთიერთობაში. ხელმძღვანელობის უფლებამოსილება გულისხმობს წარმომადგენლობით უფლებამოსილებასაც, თუ პარტნიორთა შეთანხმებით (წესდებით) სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

 

ამავე კანონის 44-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილია, რომ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება არის საზოგადოება, რომლის პასუხისმგებლობა მისი კრედიტორების წინაშე შემოიფარგლება მთელი მისი ქონებით.

 

მოსარჩელე შემოსავლების სამსახური საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის შესაბამისად ითხოვს, რომ ი/მ ,,მ------------–---“, შპს ,,გ---“, შპს ,,ე-------ა“, შპს ,,თ---------------“ და მ-----–-–------–---–- ცნობილი იქნენ ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად. ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად აღიარებისთვის სახეზე უნდა იყოს მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც დაადასტურებს, რომ მოპასუხეები მათ მიერ განხორციელებული ოპერაციების ერთობლიობით მოქმედებდნენ, რათა თავი აერიდებინათ გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის საგადასახადო ვალდებულებების თავიდან აცილების მიზნით.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლის პირველი ნაწილით რეგლამენტირებულია ურთიერთდამოკიდებული პირების დეფინიცია, კერძოდ, ურთიერთდამოკიდებულ პირებად ითვლებიან ის პირები, რომელთა შორის განსაკუთრებულ ურთიერთობათა არსებობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს მათი ან მათ მიერ წარმოდგენილი პირების საქმიანობის პირობებზე ან ეკონომიკურ შედეგებზე.

 

ამავე მუხლის მეორე ნაწილის განსაკუთრებულ ურთიერთობებს მიეკუთვნება ურთიერთობები, რომელთა დროსაც:

ა) პირები არიან ერთი საწარმოს დამფუძნებლები (მონაწილეები), თუ მათი ჯამური წილი არანაკლებ 20 პროცენტია;

ბ) ერთი პირი პირდაპირ ან არაპირდაპირ მონაწილეობს მეორე პირ საწარმოში, თუ ასეთი მონაწილეობის წილი არანაკლებ 20 პროცენტია;

გ) პირი ახორციელებს საწარმოს კონტროლს;

დ) ფიზიკური პირი თანამდებობრივად ექვემდებარება სხვა ფიზიკურ პირს;

ე) ერთი პირი პირდაპირ ან არაპირდაპირ აკონტროლებს მეორე პირს;

ვ) პირებს პირდაპირ ან არაპირდაპირ აკონტროლებს მესამე პირი;

ზ) პირები ერთად, პირდაპირ ან არაპირდაპირ აკონტროლებენ მესამე პირს;

თ) პირები ნათესავები არიან;

ი) პირები ამხანაგობის წევრები არიან.

 

დადგენილია, რომ ი/მ „მ------------–---“- (ს/ნ 4----------) რეგისტრირებულია ა---––---ს საგადასახადო ინსპექციაში 2006 წლის 19---------ნ, იურიდიული მისამართია ა---––---, ა--------------------, ბინა 3-- მისი საქმიანობის სახე არის „საცალო ვაჭრობა მაღაზიების გარეთ“. 2013 წლის 20 ნოემბერს ი-----------------–-----მ გააკეთა განაცხადი საქმიანობის შეჩერების შესახებ, რის შემდგომაც საქმიანობის შეწყვეტიდან 30 სამუშაო დღეში წარმოადგინა დეკლარაცია ერთობლივი შემოსავლებისა და გამოქვითვების შესახებ. 2013 წლის 27 ოქტომბრიდან ი-----------------–----–მ (ს/ნ 4----------) ელექტრონული სასაქონლო ზედნადებით 4488,40 ლარის სასაქონლო მატერიალური ფასეულობა, მიაწოდა შ----------ს (ს/ნ 4--------), რომლის დირექტორიც და 50%–იანი დამფუძნებელიც არის მ-----–-–------–---–- (პ/ნ 4----------), ხოლო 50%-ის მფლობელი მ------------–--- (პ/ნ 4----------). შპს-ს იურიდიული მისამართია: ა---––---, ა------- ქ. M--, ბ------, ხოლო საკონტროლო სალარო აპარატი D--------- მოხსნილ იქნა ი/მ მ------------–---ს რეგისტრაციიდან 2013 წლის 22 ნოემბერს და იმავე დღეს რეგისტრირებულ იქნა შ---------–ზე (ს/ნ 4--------).

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 219-ე მუხლის თანახმად სახეზეა ურთიერთდამოკიდებული პირები, შემოსავლების სამსახურის სარჩელით დავის გადაწყვეტის მატერიალურ-სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლი, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო დაადგენს, რომ პრაქტიკულად შეუძლებელია გადასახადის გადამხდელის განსხვავება სხვა პირისგან და ეს პირი გამოყენებულია გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისთვის თავის არიდების მიზნით, ითვლება, რომ აღნიშნული პირები არიან ერთიმეორის ცრუმაგიერი პირები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, გადასახადის გადამხდელის აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების მიზნით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, ცრუმაგიერი პირის მიმართ განახორციელოს საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები.

 

სასამართლო მითითებული სამართლებრივი ნორმის შინაარსიდან გამომდინარე განმარტავს, რომ ცრუმაგიერ პირებად აღიარებისათვის სახეზე უნდა იყოს გადასახადის გადამხდელის განსხვავების შეუძლებლობა სხვა იმ პირისაგან, რომელიც გამოყენებული არის გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის თავის არიდების მიზნით ანუ გადასახადის გადამხდელი პირი, რომელსაც გააჩნია საგადასახადო ვალდებულებები, მისი გადახდისაგან თავის არიდების მიზნით ისეთ კავშირში შედის სხვა პირთან, რომ პრაქტიკულად შეუძლებელი არის მათი განსხვავება, რაც უნდა დასტურდებოდეს მთელი რიგი ფაქტობრივი გარემოებებით და მტკიცებულებებით.

 

ამდენად, ნორმის დეფინიციიდან გამომდინარე, ცრუმაგიერ პირად დადგენა სასამართლოს უფლებამოსილებას განეკუთვნება. ამ შემთხვევაში, სასამართლომ უდავოდ უნდა დაადგინოს ის გარემოება, რომ გადასახადის გადამხდელი წარმოადგენს სხვა პირის ცრუმაგიერ პირს, ვინაიდან მისი გამიჯვნა ამ სხვა პირისაგან მთელი რიგი ფაქტობრივი გარემოებების გამო პრაქტიკულად შეუძლებელია და გადასახადის გადამხდელის მიერ სხვა პირის მიერ გამოყენებულია გადასახადების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისათვის თავის არიდების მიზნით. ამ შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერ პირად აღიარების მიზანია დაცული იქნას საგადასახადო ორგანოს, როგორც კრედიტორის უფლებები.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ი/მ ,,მ------------–---“, შპს ,,გ---“, შპს ,,ე-------ა“, შპს ,,თ---------------“ და მ-----–-–------–---–- წარმოადგენენ ურთიერთ დამოკიდებულ პირებს.

 

ი-----------------–-----ს 2013 წლის 15 ოქტომბერს ჩაბარდა შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2013 წლის 1-------------ის № 5---- ბრძანება სასაქონლო–მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის ჩატარების შესახებ, ხოლო 2013 წლის 3--------------ს ჩაბარდა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმები N------ და N------, რომელშიც ასახული იყო ზემოაღნიშნული ბრძანების განხორციელების შედეგი. (აღსანიშნავია ის გარემოება, რომ სასაქონლო–მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის დროს მ------------–---მ შექმნა საინვენტარიზაციო კომისია, სადაც შემადგენლობაში კომისიის ერთ–ერთ წევრად განსაზღვრა მ-----–-–------–---–-). 2014 წლის 2-----–----------------------–----–ის (ს/ნ 4----------) მიმართ გამოიცა ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ N0----- ბრძანება, რომლის საფუძველზეც მოხდა ქონებების მოძიება და „ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ“ აქტების შედგენა,მას შემდეგ რაც გამოცემული იქნა ბრძანება ი/მ. მ------------–---ს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვეტარიზაციის ჩატარების შესახებ და ცნობილი გახდა მისთვის, 2013 წლის 20 ნოემბერს ი-----------------–-----მ გააკეთა განაცხადი საქმიანობის შეჩერების შესახებ, რის შემდგომაც საქმიანობის შეწყვეტიდან 30 სამუშაო დღეში წარმოადგინა დეკლარაცია ე-------ლივი შემოსავლებისა და გამოქვითვების შესახებ. 2013 წლის 27 ოქტომბრიდან ი-----------------–----–მ (ს/ნ 4----------) ელექტრონული სასაქონლო ზედნადებით 4488,40 ლარის სასაქონლო მატერიალური ფასეულობა, მიაწოდა შ----------ს , (ს/ნ 4--------), რომლის დირექტორიც და 50%–იანი დამფუძნებელიც არის მ-----–-–------–---–- ( პ/ნ 4----------), ხოლო 50%-ის მფლობელი მ------------–--- (პ/ნ 4----------), შესაბამისად სასამართლო განმარტავს, რომ ი/მ მ------------–---, მ-----–-–------–---–- და შპს,,გ---“ წარმოადგენენ ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებს, ვინაიდან მათი გამიჯვნა ერთმანეთისაგან ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გამო პრაქტიკულად შეუძლებელია და გადასახადის გადამხდელის ი/მ მ------------–---ს მიერ შპს ,,გ---„ და მ-----–-–------–---–- გამოყენებული არიან გადასახადების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისათვის თავის არიდების მიზნით.

 

2014 წლის 11 ოქტომბერს შ---------–ს (ს/ნ 4--------) რეგისტრაციიდან მოხსნილ იქნა საკონტროლო სალარო აპარატი D--------- და იმავე დღეს რეგისტრირებულ იქნა შ--------------ზე (ს/ნ 4-------2), რაც ელექტრონული სასაქონლო ზედნადებით (ტრანსპორტირების გარეშე) მიაწოდა შ---------------ს 2014 წლის 11 ოქტომბერს.

 

მ-----–-–------–---–-- (პ/ნ 4----------) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში 2016 წლის 22 ნოემბერს 100%–იანი წილით დაარეგისტრირა შ---------------------“ (ს/ნ 4--------), რომლის დირექტორიც ასევე თვითონ არის. იურიდიული მისამართია ქ. ა---––-------------------. შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული ბაზის მონაცემების თანახმად 2017 წლის 31 ივლისის მდგომარეობით შ---------------------“–ს (ს/ნ 4--------) აღიარებული საგადასახადო დავალიანება შეადგენს 9914.88 ლარს.

აღნიშნული საგადასახადო დავალიანება წარმოშობილია წარმოდგენილი დეკლარაციების საფუძველზე 2017 წლის 17 მარტიდან (დამატებული “ღირებულების, მოგებისა და საშემოსავლო გადასახადში).

 

6.3. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი, ხოლო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას და შესაგებელს.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, მხარეები ადმინისტრაციული საქმის განხილვისას სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა დადასტურდეს ეს ფაქტები. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები.

 

ამდენად, სასამართლო განმარტავს, რომ ზოგადი წესის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამასთან, მტკიცების ტვირთი მოიცავს აგრეთვე ფაქტების მითითების ტვირთსაც. თითოეულმა მხარემ უნდა მიუთითოს თავის სასარგებლოდ მოქმედ გარემოებებზე და თუ იგი სადავო გახდება, უნდა დაამტკიცოს ამ გარემოების არსებობა ან არარსებობა.

 

სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის მიხედვით სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. ამდენად, სასამართლომ საქმის განხილვისას უნდა მოიპოვოს მტკიცებულებები, სარწმუნოდ დაადგინოს საქმის ფაქტობრივი გარემოებები, მისცეს მათ სამართლებრივი შეფასება და გამოიტანოს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არ არსებობის შესახებ.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ ცრუმაგიერ პირებად აღიარების შესახებ სარჩელის მიზანია დადგინდეს, რომ სხვა პირი წარმოადგენს საგადასახადო კოდექსით გადასახადის გადახდაზე ვალდებული პირის - გადამხდელის ცრუმაგიერ პირს. ასეთი აღიარება შესაძლებლობას აძლევს საგადასახადო ორგანოს გადასახადის გადამხდელის შეუსრულებელი საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიება გამოიყენოს ცრუმაგიერი პირის მიმართ.

 

სასამართლო ასევე მიიჩნევს, რომ მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში ურთიერთდამოკიდებულ პირების ავტომატურად ურთიერთდამოკიდებულ პირებთან გაიგივება არ არის სწორი, რადგან ცრუმაგიერ პირს წარმოშობს რეალური პირის ქმედება: თავი აარიდოს გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებას და შესაბამისი ქონება მანამდე გადასცეს ცრუმაგიერ პირს, ვიდრე მის მიმართ განხორციელდება შესაბამისი ღონისძიებები, რადგან „ცრუმაგიერი პირის დეფინიცია უნდა აკმაყოფილებდეს ორ კრიტერიუმს: ა) რეალური და ცრუმაგიერი პირი ერთმანეთისაგან არ უნდა განსხვავდებოდეს; ბ) ცრუმაგიერი პირი უნდა იყოს გამოყენებული გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისათვის თავის არიდების მიზნით (იგულისხმება საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ღონისძიებები: საგადასახადო გირავნობა ან იპოთეკა, მესამე პირზე გადახდევინების მიქცევა, ქონებაზე ყადაღის დადება, ყადაღადადებული ქონების რეალიზაცია, საბანკო ანგარიშზე საინკასო დავალების წარდგენა, გადასახადის გადამხდელის სალაროდან ნაღდი ფულის ამოღება). ცრუმაგიერ პირს წარმოშობს რეალური პირის ქმედება - თავი აარიდოს გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებას და შესაბამისი ქონება მანამდე გადასცეს ცრუმაგიერ პირს, ვიდრე მის მიმართ განხორციელდება შესაბამისი ღონისძიებები.“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 20 აპრილის განჩინება საქმეზე №ბს-167-165(კ-17).

 

სასამართლო სადავო საკითხთან დაკავშირებით დამატებით განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლით განსაზღვრული აღიარებითი სარჩელი, რომელიც ადგენს მოსარჩელის კანონიერი ინტერესის არსებობისას სასამართლოს უფლებამოსილებას აღიაროს (დაადასტუროს) კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელე მხარე წარადგენს აღნიშნული გარემოების დამადასტურებელ უდავო მტკიცებულებებს, ამდენად აღიარებითი სარჩელის სპეციფიკურობა გამომდინარეობს იქიდან, რომ სასამართლო უდავოდ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების საფუძველზე მხოლოდ აღიარებს (ადასტურებს) კონკრეტული სამართალურთიერთობის არსებობა-არარსებობის ფაქტს. განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს მიაჩნია, რომ ს----–--------–---------------ის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ქმნიან მოპასუხეების ი/მ ,,მ------------–---ს“, შპს ,,გ---ს“, შპს ,,ე-------ის“ , შპს ,,თ---------------ს“ და მ-----–-–------–---–-ს ერთიმეორის ცრუმაგიერ პირებად აღიარების და შესაბამისად სარჩელის აღნიშნულ ნაწილში დაკმაყოფილების ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძველს, რადგან სახეზეა გადასახადის გადამხდელის განსხვავების შეუძლებლობა სხვა იმ პირისაგან, რომელიც გამოყენებული არის გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის თავის არიდების მიზნით, ამიტომ ი/მ ,,მ------------–---“, შპს ,,გ---“, შპს ,,ე-------ა“ , შპს ,,თ---------------“ და მ-----–-–------–---–- ცნობილი უნდა იქნენე ცრუმაგიერ პირებად.

 

7. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებებთან დაკავშირებული საკითხები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის შესაბამისად სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.

 

ა---––---ს რაიონული სასამართლოს 2018 წლის 02 აპრილის განჩინებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ს----–--------–---------------ის შუამდგომლობა და სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ყადაღა დაედო მოპასუხე მ-----–-–------–---–-ს (პ/ნ 4----------) საკუთრებაში არსებულ შემდეგ უძრავ ქონებას: ს.კ 6-.-----.6-- და მ-----–-–------–---–-ს (პ/ნ 4----------) საკუთრებაში რიცხულ ავტომანქანას , F---------- სახ N--------, საგადასახადო დავალიანების 57 425,44 ლარის ფარგლებში.

 

იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელი დაკმაყოფილდა ა---––---ს რაიონული სასამართლოს 2018 წლის 02 აპრილის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება უნდა დარჩეს უცვლელად;

 

8. სახელმწიფო ბაჟი

 

საქართველოს კანონი ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ" საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან საგადასახადო ორგანოები – ყველა საქმეზე.

 

იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელი დაკმაყოფილდა, ი/მ მ------------–---ს, შპს ,,გ---ს „ შპს ,,ე---------“, შპს ,,თ---------------“ და მ-----–-–------–---–- სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის გადახდა 120 ლარის ოდენობით;

 

სარეზოლუციო ნაწილი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-5, მე-12, 25-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 53-ე, 1991-ე, 243-244-ე, 257-ე, 364-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ს----–--------–---------------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

2. ი/მ მ------------–---, შპს ,,გ---'', შპს ,,ე-------ა“, შპს ,,თ---------------“ და მ-----–-–------–---–- აღაირებული იქნენ ერთიმეორის ცრუმაგიერ პირებად.

 

3. ა---––---ს რაიონული სასამართლოს 2018 წლის 02 აპრილის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც ყადაღა დაედო მ-----–-–------–---–-ს (პ/ნ 4----------) საკუთრებაში არსებულ შემდეგ უძრავ ქონებას: ს.კ 6-.-----.6-- და მ-----–-–------–---–-ს (პ/ნ 4----------) საკუთრებაში რიცხულ ავტომანქანას , F---------- სახ N--------, საგადასახადო დავალიანების 57 425,44 ლარის ფარგლებში დარჩეს უცვლელად;

 

4. ი/მ მ------------–---ს, შპს,,გ---ს „ შპს,,ე---------“, შპს,,თ---------------“ და „მ-----–-–------–---–- სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის გადახდა 120 ლარის ოდენობით.

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მის. ქ.თბილისი რობაქიძის ქ.N7ა) ა---––---ს რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მის. ქ.ახალციხე მებაღიშვილის ქ.N62) მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 დღის ვადაში.

 

მოსამართლე შალვა მჭედლიშვილი