გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/4246-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ილე ბ ა
საქართველოს სახელით
31 აგვისტო, 2--- წელი ქ.თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ეკატერინე ჯინჭველაშვილი
სხდომის მდივანი - გვანცა ჩალიგავა
მოსარჩელე - შპს ,,ე-–-------–-------------ი“
წარმომადგენელი-ლ-–----–----–---–-
მოპასუხე - სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო
წარმომადგენელი-თ---------------–---
მესამე პირი-ა-------–-------------–----–------ი (ასკ 16.2 მუხლი)
დავის საგანი- ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1.ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2--- წლის 20 ივნისის №---- განკარგულება ,,შპს,, ე-–-------–-------------ის“ შავ სიაში დარეგისტრირების შესახებ’’ (იხ. სასარჩელო განცხადება; ს.ფ. 2-14).
მოსარჩელის განმარტებით, 2--- წლის 10 მაისს ა-------–-------------–----–------მა გამოაცხადა S----------- გამარტივებული ელექტრონული ტენდერი გამწვანების ზონებში ხეების დარგვისა და მათი მოვლის მიზნით, ხოლო იმავე წლის 09 ივნისს შპს,,ე-–-------–-------------თან“ გააფორმა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №5---- ხელშეკრულება ქ---------–-----–-----–----–----–------------------------------------------ გამწვანების ზოლში ხეების დარგვის სამუშაოებზე. ხელშეკრულების შესაბამისად მიწოდებული უნდა ყოფილიყო 6-- ერთეული კვიპაროსის ნერგი. შპს ,,ე-–-------–-------------ს“ 2--- წლის 14 ივლისის წერილით ეთხოვა შემსყიდველ მხარეს ხეების დარგვის შემოდგომის სეზონისთვის განახლების თაობაზე, რადგან ზაფხულის პერიოდში ხეების გახარების ალბათობა დაბალი იყო. აღნიშნულ შეთავაზებას დაეთანხმა მხარე ხელშეკრულებაში შეტანილი ცვლილების თანახმად, მისი მოქმედების ვადა განისაზღვრა 2--- წლის 31 იანვრის ჩათვლით, ნაცვლად 2--- წლის 31 დეკემბრისა. მიმწოდებელმა შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში, რაც დასტურდებოდა მხარეთა შორის გაფორმებული 2--- წლის 8 იანვრის მიღება-ჩაბარების აქტით.
2--- წლის 14 მაისის აქტიდან ირკვევა, რომ დარგული 6-- ნერგიდან 4-- იყო გამხმარი, რის შემდგომაც შემყიდველი მხარე მიმწოდებელ მხარეს თხოვდა გამხმარი ხეების ამოღებას, რაც არ განხორციელდა შპს ,,ე-–-------–-------------ის’’ მიერ, ვინაიდან ხეების ხმობის პროცესი არ იყო გამოწვეული მისი ბრალეული მოქმედებით.
მოსარჩელეს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განკარგულება მიღებულია კანონის მოთხოვნათა დარღვევით, რის გამოც ითხოვს ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2--- წლის 20 ივნისის №---- განკარგულება.
2. მხარეთა პოზიცია
2.1. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე - სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ, წერილობითი ფორმით წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სახეზე არ არის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის არცერთი საფუძველი, რადგან სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2--- წლის 20 ივნისის №---- განკარგულება შპს ,,ე-–-------–-------------ის“ შავ სიაში დარეგისტრირების შესახებ გამოცემულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილი ყველა მოთხოვნის სრული დაცვით.
2.2. მესამე პირის პოზიცია
მესამე პირმა- ამბორაულის მუნიციპალიტეტმა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ შპს ,,ე-–-------–-------------ის“ სარჩელი უსაფუძვლო, დაუსაბუთებელია და უარი უნდა ეთქვას მხარეს მის დაკმაყოფილებაზე.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. საქმეში წარმოდგენილი ქ.ა-------–-------------–----–------ის მიერ ადგილობრივი ბიუჯეტის სახსრებით გამარტივებული ელექტრონული ტენდერის საშუალებით C---------- ,,ქალაქ ა-------–-----–- ვ-–----–----–-- ქუჩა(ა-------------- მიმდებარედ) გამწვანების ზოლში ხეების დარგვის შესყიდვის სატენდერო კომისიის 2--- წლის 02ივნისის N-- სხდომის ოქმით დგინდება, რომ შპს ,,ე-–-------–-------------ის“ მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია შეესაბამება სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნებს და გამოვლინდა გამარჯვებულად. ,,გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარებს წესის დამტკიცების შესახებ’’ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011წლის 7 აპრილის ბრძანების მე-15 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად შპს ,,ე-–-------–-------------თან’’ არაუადრეს 4 (ოთხი) და არაუგვიანეს 5(ხუთი) სამუშაო დღის ვადაში გაფორმდეს სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ქ.ა-------–-------------–----–------ის მიერ ადგილობრივი ბიუჯეტის სახსრებით გამარტივებული ელექტრონული ტენდერის საშუალებით C---------- ,,ქალაქ ა-------–-----–- ვ-–----–----–-- ქუჩა(ა-------------- მიმდებარედ) გამწვანების ზოლში ხეების დარგვის შესყიდვის სატენდერო კომისიის 2--- წლის 02 ივნისის სხდომის ოქმი №0- (ს.ფ. 98-99)
3.1.2. დადგენილია, რომ ელექტრონული სახელმწიფო შესყიდვის საფუძველზე, 2---წლის 09 ივნისს, ერთის მხრივ ქალაქ ა-------–-------------–----–------ს(შემდგომში ,,შემსყიდველი“) წარმოდგენილი მერის, რ-----------–--ის სახით და მეორეს მხრივ, შპს,,ე-–-------–-------------ი“(შემდგომი ,,მიმწოდებელი“) წარმოდგენილი დირექტორის გ-------------–-------ეს შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება №5----, რომლის თანახმადაც, ხელშეკრულების საგანია ,----–-----------–-----–----–----–----–-------------------------------------------- გამწვანების ზოლში ხეების დარგვა“C-- კოდი:7-------.(მოსაწოდებელი მარადმწვანე გაშლილვარჯიანი კვიპაროზის ნერგი უნდა იყოს არანაკლებ 1---- სიმაღლის, რაოდენობა 6--(ექვსასი)ერთეული, განვითარებული უნდა ჰქონდეს ძლიერი ფესვთა სისტემა, უნდა მოჰყვეს შესაბამისი მიწის გრუნტი შეფუთვით. ნერგს უნდა მოეწყოს სამაგრი ხის ჭიგო არანაკლებ 2მეტრი სიმაღლის, მუნიციპალიტეტი უზრულველყოფს ნერგების მორწყვას დარგვისთანავე სრულ გაჯერებამდე).
დასახელებული ხელშეკრულების 2.1 პუნქტის თანახმად, შესასრულებლი სამუშაოს მთლიანი, ჯამური ღირებულება შეადგენს: 1----(ცამეტიათას ორასოთხმოცდაცხრამეტი) ლარს. დასახელებული ხელშეკრულების 2.4 პუნქტის თანახმად, ანგარიშწორებას ,,შემსყიდველი“ განახორციელებს, ფაქტობრივად გაწეული მომსახურების გათვალისწინებით შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის, ფორმა №--ის, შესაბამისად, მომსახურების გაწევის შემდეგ, შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენიდან 10(ათი) სამუშაო დღის განმავლობაში.
დასახელებული ხელშეკრულების 2.5 პუნქტის თანახმად, მიმწოდებლის მიერ სათანადო წერილობითი თხოვნის საფუძველზე, შემსყიდველი უფლებამოსიალია განახორციელოს შუალედური გადახდები მიმწოდებლის მიერ ფაქტობრივი შესრულებულ სამუშაოებზე, არსებული წესის შესაბამისად წარდგენილი სათანადო დოკუმენტაციის საფუძველზე.
დასახელებული ხელშეკრულების 3.1 პუნქტის თანახმად, მომსახურება უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან 20 კალენდარული დღის განმავლობაში.
დასახელებული ხელშეკრულების 4.1 პუნქტის თანახმად, გაწეული მომსახურება ჩაითვლება მიღებულად მხოლოდ ფაქტიურად გაწეული მომსახურების მოცულობის მიღების აქტის (ფორმა№-)წარდგენის შემდეგ.
დასახელებული ხელშეკრულების 6.3.9 პუნქტის თანახმად, მიმწოდებელი ვალდებულია იმ შემთხევაში თუკი დარგული მცენარე არ გაიხარებს, შეცვალოს ახალი, ჯანმრთელი მცენარით;
დასახელებული ხელშეკრულების 6.3.10 პუნქტის თანახმად, მიმწოდებელი ვალდებულია ხელშეკრულების 6.3.9 პუნქტით განსაზღვრული მომსახურებები განახორციელოს მომსახურების გაწევაზე გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტების გაფორმებიდან 1 (ერთი)წლის განმავლობაში.
დასახელებული ხელშეკრულების 8.1 პუნქტის თანახმად, ფორს-მაჟორული პირობების გარდა ,, მიმწოდებლის’’ მიერ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობა ან/და დაგვინებითი შესრულება გამოიწვევს მის პასუხისმგებლობას, მოქმედი კანონმდებლობითა და წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრული წესის შესაბამისად.
დასახელებული ხელშეკრულების 8.2 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ვადების გადაცდენის შემთხვევაში,ყოველი დაგვინებული დღისთვის დამრღვევ მხარეს ეკისრება პირგასამტეხლო, სახელშეკრულებო ღირებულების 0.02%-ის ოდენობით.
დასახელებული ხელშეკრულების 8.3 პუნქტის თანახმად, იმ შემთხვევაში თუ ვადების გადაცდენისთვის დაკისრებული პირგასამტეხლოს ჯამური თანხა გადააჭარბებს ხელშეკრულების საერთო ღირებულების 0.5%-ს, ,,შემსყიდველს“ უფლება აქვს შეწყვიტოს ხელშეკრულება.
დასახელებული ხელშეკრულების 9.1 პუნქტის თანახმად, ერთი მხარის ნაკისრი ვალდებულებათა შეუსრულებლობის გამო მეორე მხარე, უფლებამოსილია ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულების სრული ან ცალკეული პირობების მოქმედება.
დასახელებული ხელშეკრულების 9.2 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ მხარეს ეცნობება წერილობითი ხელშეკრულების(ან მისი ნაწილის) შეწყვეტამდე 5 (ხუთი) დღის ადრე მაინც, ამასთან უნდა მიეთითოს მიღებული გადაწყვეტილების საფუძველი და მისი ამოქმედების თარიღი.
დასახელებული ხელშეკრულების 9.4 პუნქტის თანახმად, შემსყიდველი უფლებამოსილია ვადამდე ცალმხრივად შეწყვიტოს ამ ხელშეკრულების მოქმედება თუ: ა)მიმწოდებელი არღვევს ამ ხელშეკრულების პირობებს(არ ასრულებს ან არაჯეროვნად ასრულებს); ბ)მიმწოდებლის მიმართ მიმდინარეობს გაკოტრების საქმე(მიუხედავად მისი დაწყების დროისა); გ)მიმწოდებლის ქონებას დაედო ყადაღა; დ)მიმდინარეობს მიმწოდებლის რეორგანიზაცია, თუ ეს გარემოება ზეგავლენას ახდენს ამ შესაძლებელია მოახდინოს ხელშეკრულების ჯეროვან შესრულებაზე; ე)ხელშეკრულებით განსაზღვრული მომსახურების გაწევის ვადები დაირღვა 15 დღეზე მეტი ვადით.
დასახელებული ხელშეკრულების 10.2 პუნქტის თანახმად, თუ სახელშეკრულებო ვალდებულებების მთლიანი ან ნაწილობრივი შეუსრულებლობის პირობები გაგრძელდა სამ თვეზე მეტ ხანს, მხარეებს უფლება აქვთ შეწყვიტონ ხელშეკრულების მოქმდება კომპენსაციის უფლების მოთხოვნის გარეშე.
დასახელებული ხელშეკრულების 14.3 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულება ძალაში შედის მისი ხელმოწერის მომენტიდან და მოქმედებს 2--- წლის 31დეკემბრამდე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2--- წლის 09 ივნისის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება №5---- (ს.ფ. 15-1-)
3.1.3. ქალაქ ა-------–-------------–----–------ის მერიის 2--- წლის 10 ივლისის №---- წერილით შპს ,,ე-–-------–-------------ს“ ეცნობა , რომ შპს ,,ე-–-------–-------------ი“ ქალაქ ა-------–-------------–----–------თან გაფორმებული №5---- 09.06.2--- წლის ხელშეკრულების საფუძველზე აწარმოებდა ქალაქ ა-------–-----–-----–----–----–------------------------------------------- გამწვანების ზოლში ხეების დარგვის სამუშოებს. სამუშაოები ხელშეკრულების მიხედვით უნდა დასრულებულიყო მიმდინარე წლის 29ივნისს, აღნიშნული პერიოდისათვის ხარჯთაღიცხვით გათვალისწინებული 6--ერთეული კვიპაროსის ჯიშის ხის ნაცვლად დაირგო 2-- ერთეული, რომლის დარგვის პერიოდში უკვე გამხმარი იყო. დღეის მდგომარეობით სამუშაოები არ მიმდინარეობს, არ ხდება დარჩენილი რაოდენობის ხეების დარგვა, ხოლო რაც დარგულია ის ხეებიც მიუხედავად ნალექების სიჭარბისა, ვერ ხარობს. საფრთხე ექმნება ხელშეკრულების პირობების შესრულებას და 2--- წლის 09 ივნისის №5---- ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების ვადაგადაცილებისათვის ხელშეკრულების 8.2 პუნქტის მიხედვით ეკისრება პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სახელშეკრულებო ღირებულების 0.02%-ის ოდენობით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს ,,ე-–-------–-------------ს“ ეცნობა, რომ ქალაქ ა-------–-------------–----–------ი იტოვებს უფლებამოსილებას ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობისათვის 2--- წლის 09 ივნისის №5---- ხელშეკრულების 9.4პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტის საფუძვლით, კანონმდებლობის შესაბამისად, ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ქალაქ ა-------–-------------–----–------ის მერიის 2--- წლის 10 ივლისის წერილი № 1---(ს.ფ. 71)
3.1.4. ქალაქ ა-------–-------------–----–------ის მერიის არქიტექტურის, ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის 2--- წლის 10 ივლისის №---- წერილით ქალაქ ა-------–-------------–----–------ის მერს ეცნობა, რომ შპს ,,ე-–-------–-------------ი“ №5---- 09.06.2---წლის ხელშეკრულების საფუძველზე აწარმოებდა ქალაქ ა-------–-----–-, ვაა-ფშაველას ქუჩაზე(ა-------------- მიმდებარედ) გამწვანების ზოლში ხეების დარგვის სამუშაოებს . სამუშაოები ხელშეკრულების მიხედვით უნდა დასრულებულიყო მიმდინარე წლის 29 ივნისს, კვიპაროსის ჯიშის ხის ნაცვლად დაირგო 2-- ერთეული, რომელიც დარგვის პერიოდში უკვე გამხმარი იყო. დღეის მდგომარეობით სამუშაოები არ მიმდინარეობს, არ ხდება დარჩენილი რაოდენობის ხეების დარგვა, ხოლო რაც დარგულია ის ხეებიც მიუხედავად ნალექებისა სიჭარბისა, ვერ ხარობს. საფრთხე ექმნება ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ქალაქ ა-------–-------------–----–------ის მერიის არქიტექტურის, ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის 2--- წლის 10 ივლისის წერილი №----(ს.ფ. 70)
3.1.5. ქალაქ ა-------–-------------–----–------ის მერიის 2--- წლის 14 ივლისის №---- წერილით შპს ,,ე-–-------–-------------ს“ ეცნობა, რომ მათ მიერ ქალაქ ა-------–-------------–----–------ის მერიაში 2--- წლის 14 ივლისს შემოტანილი წერილი №----- შესწავლილი იქნა ქალაქ ა-------–-------------–----–------ის მერიის არქიტექტურის, ინფრასტურქტურის და კეთილმოწყობის სამსახურის მიერ და მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული წერილში დაყენებული არგუმენტების გათვალისწინება. აღნიშნულთან დაკავშირებით ეცნობა რომ, ქალაქ ამ------–------- მუნიციპალიტეტის მერია თანახმაა წინადადება ქ---------–-----–----–----–----–----------------------------------------- გამწვანების ზოლში ხეების დარგვის სამუშაოები განახლდეს შემოდგომის სეზონისათვის შესაბამისად პერიოდის დადგომისთანავე. დაინტერესებულ პირს ასევე ეცნობა, რომ 2--- წლის 09 ივნისის №5---- ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების ვადაგადაცილებისათვის ხელშეკრულების 8.2 პუნქტის მიხედვით ეკისრებათ პირაგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სახელშეკრულებო ღირებულების 0.02%-ის ოდენობით
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ქალაქ ა-------–-------------–----–------ის მერიის 2--- წლის 14ივლისის წერილი №----(ს.ფ. 74)
3.1.6. საქმეში წარმოდგენილი 2--- წლის 29 დეკემბრის ცვლილებით №- დგინდება, რომ ერთის მხრივ ქალაქ ა-------–-------------–----–------ი(შემდგომში ,,შემსყიდველი“) წარმოდგენილი მერის, ზ-----------ის სახით და მეორეს მხრივ, შპს ,,ე-–-------–-------------ი“(შემდგომი ,,მიმწოდებელი“) წარმოდგენილი დირექტორის გ-------------–-------ის სახით თანხმდებიან შემდეგზე, რომ ქალაქ ა-------–-----–-----–----–----–------------------------------------------ გამწვანების ზოლში ხეების დარგვის შესყიდვებზე მიმდინარე წლის 09 ივნისს გაფორმებულ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №5---- ხელშეკრულების პირობებში ცვლილების შეტანის შესახებ. კერძოდ,- ვინაიდან ,,მიწოდებელმა“ ვერ უზრუნველყო აღებული ვალდებულებების შესრულება სახელშეკრულებო მიწოდების ვადების დაცვით და სამუშაოების განხორციელებას აგრძელებს საჯარიმო სანქციების დარიცხვით(ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შესრულებული სამუშაოების ღირებულების 0.02%-ის ოდენობით), საჭიროა შეიცვალოს ხელშეკრულების მოქმედების ვადა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ხელშეკრულების 14.3 პუნქტში მითითებული ხელშეკრულების მოქმდებების ვადა განისაზღვრა 2--- წლის 31 იანვრის ჩათვლით, ნაცვლად 2--- წლის 31 დეკემბრისა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2--- წლის 29 დეკემბრის ცვლილება №- (ს.ფ. 105)
3.1.7. საქმეში წარმოდგენილი 2--- წლის 08 იანვრის აქტით დგინდება, რომ კომისიის გადაწყვეტილებით შპს ,,ე-–-------–-------------ის“ მიერ 2--- წლის 09ივნისის №5----ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული ქ---------–-----–-----–----–----–---------------------------------------- გამწვანების ზოლში ხეების დარგვის სამუშაოები ჩაითვალა დასრულებულად და იქნას მიღებული.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2--- წლის 08 იანვრის აქტი (ს.ფ. 25-26)
3.1.8. ა-------–-------------–----–------ის მერიის 2--- წლის 0- აპრილის წერილით №-----–-------–-------–----------------–----------------------–--------–--------–------------–-----–----–----–----–------------------------------------------- გამწვანების ზოლში ხეების დარგვის სამუშაოები (ხელშეკრულება 5---- 09.06.2---). სამუშაოები დასრულდა 2--- წლის ბოლოს, დღეის მდგომარეობით დარგული მცენარეების ნაწილი გამხმარია.
ხელშეკრულების 6.3.11 პუნქტის შესაბამისად ეცნობათ, რომ ვალდებული არიან შეცვალონ ის მცენარეები, რომლებმაც არ გაიხარა. ასევე აღნიშნული წერილით დაინტერსებულ პირს ეცნობა, რომ შემჭიდროებიულ ვადებში მიეღოთ ზომები მცენარეების შეცვლისათვის, წინაღმდეგ შემთხვევაში განიხილება ხელშეკრულების არაჯეროვანი შესრულების საკითხი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ა-------–-------------–----–------ის მერიის 2--- წლის 0- აპრილის წერილი №-1-- (ს.ფ. 67)
3.1.9. საქმეში წარმოდგენილი 2--- წლის 14 მაისის აქტით დგინდება, რომ განხორციელდა შპს ,,--–-------–----------------- მიერ №5---- 09 ივნისი 2--- წლის ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული ქ---------–-----–-----–----–----–------------------------------------------ გამწვანების ზოლში ხეების დარგვის სამუშაოების არსებული მდგომარეობის შესწავლა. შესწავლის შემდგომ გამოვლინდა, რომ გამწვანების ზოლში დარგული კვიპაროსის ჯიშის ხეების უმეტესი ნაწილი(4-- ძირი) გამხმარია. შესყიდვის ობიექტის მდგომარეობით შესწავლა და ვიზუალური დათვალიერება ასახულია ვიდეომასალაში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2--- წლის 14 მაისის აქტი (ს.ფ. 27)
3.1.10. ა-------–-------------–----–------ეის მერიის 2--- წლის 17 მაისის №3--- წერილით შპს ,,ე-–-------–-------------ს“ ეცნობა, რომ მათმა საწარმომ შეასრულა ქ---------–-----–------–----–----–----------------------------------------------–------- ზოლში ხეების დარგვის სამუშაოები, დღეის მგომარეობით ხეების დიდი ნაწილი გამხმარია, აღნიშნულის თაობაზე შპს ,,ე-–-------–-------------ს“ ეცნობა წერილობით(წ-----–------ 0-.04.2---წ). მიუხედავად არაერთი სატელეფონო საუბრისა, მდგომარეობის გამოსასწორებლად ზომები არ მიუღიათ. გამხამრი ხეები ამახინჯებს ქალაქის იერსახეს, რისთვისაც მიღებულია გადაწყვეტილება, გამხმარი ხეების ამოძირკვას, რომელსაც მერია უზრუნველყოფს.
ამავე წერილით შპს ,,ე-–-------–-------------ს“ ეცნობა, რომ ხელშეკრულების 6.3.9პუნქტით ვალდებულია გამხმარი მცენარეების შეცვალოს ახალი ჯანმრთელი მცენარეებით, ასევე განემარტა, რომ ითხოვდნენ ნაკლოვანებების გამოსასწორებლად დაუყოვნებლივ ზომების მიღებას და გამხმარი მცენარეების ამოღებისას მათი წარმომადგენლის მოვლინებას(ამოღება 2--- წლის 22 მაისი). წინააღმდეგ შემთხვევაში დაიწყება მათ მიერ კანონმდებლობით გათვალისწინებული სამართლებრივი პასუხისმგებლობის პროცედურები.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ა-------–-------------–----–------ეის მერიის 2--- წლის 17 მაისის წერილი №3---(ს.ფ. 68)
3.1.11. სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში, 2--- წლის 30 მაისს წარდგენილი იქნა ა-------–-------------–----–------ის მერიის 2--- წლის 30 მაისის N3--- წერილობითი შეტყობინება, რომლითაც სააგენტოს ეცნობა შპს ,,ე-–-------–-------------ის’’(საიდენტიფიკაციო კოდი: 4--------- მიერ S----------- გამარტივებული ელექტრონული ტენდერის შედეგად დადებული 2--- წლის 9ივნისის N5---- სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულების თაობაზე.
სსიპ სახელწიფო შესყიდვების სააგენტომ შპს ,,ე-–-------–-------------ს’’ სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში მის პროფილში მითითებული ელექტრონული ფოსტის მისამართის- -------------- მეშვეობით, 2--- წლის 01 ივნისს N2--- წერილობითი შეტყობინებით აცნობა სააგენტოში შემსყიდველი ორგანიზაციის წერილობითი შეტყობინების წარმოდგენის თაობაზე და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის N1- ბრძანებით დამტკიცებული ,,შავი სიის წარმოების წესისა და პირობების” მე-5 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად სთხოვა ხსენებულ საქმეზე წერილობითი განმარტების წარდგენა.
სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს 2--- წლის 01 ივნისის N2--- წერილობითი შეტყობინების პასუხად, შპს ,,ე-–-------–-------------მა’’ სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში 2--- წლის 08 ივნისს წარადგინა განმარტება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სსიპ სახელმწიფო შესყიდვების საგენტოს 2--- წლის 20 ივნისის N1--- განკარგულება ,,შპს ,,ე-–-------–-------------ის’’ შავ სიაში დარეგისტრირების შესახებ’’(ს.ფ. 22-24)
-სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს 2--- წლის 01 ივნისის N2--- წერილობითი შეტყობინება (ს.ფ. 20)
-შპს ,,ე-–--------–---------------’’ 2--- წლის 08 ივნისის განმარტება(ს.ფ. 21)
3.1.12. სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2--- წლის 20ივნისის №---- განკარგულების საფუძველზე დადგინდა, რომ შპს ,,ე-–-------–-------------ი“ (ს/კ:4--------- 2--- წლის 20 ივნისს დარეგისტრირდეს შავ სიაში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2--- წლის 20 ივნისის №---- განკარგულება ,,შპს ,---–-------–--------------- შავ სიაში დარეგისტრირების შესახებ’’(ს.ფ. 22-24)
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, მხარეები ადმინისტრაციული საქმის განხილვისას სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა დადასტურდეს ეს ფაქტები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო იმ გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებების წარმოდგენა, რომელზეც იგი ამყარებდა თავის სასარჩელო მოთხოვნას. ამასთან მის მიერ წარმოდგენილი არ არის რაიმე სახის წერილობითი მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა, რომ ადმინისტრაციული აქტის გამოცემისას დარღვეულია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნები.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ გასაჩივრებული აქტის მიღებისას ადგილი არ ჰქონია კანონის ისეთ დარღვევას, რომლის არარსებობის შემთხვევაში საქმეზე სხვაგვარი გადაწყვეტილება იქნებოდა მიღებული. შესაბამისად, შპს ,,ე-–-------–-------------ის’’ სასარჩელო მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ’’ საქართველოს კანონი, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №-9 ბრძანებით დამტკიცებული ,,შავი სიის წარმოების წესი და პირობები’’, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე, 32-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.
აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული- სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2--- წლის 20 ივნისის N1---განკარგულება ,,შპს ,,ე-–-------–-------------ის’’ შავ სიაში დარეგისტრირების შესახებ”, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის თანახმად წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომლის კანონშესაბამისობაც სასამართლომ უნდა შეამოწმოს მოცემული სარჩელის ფარგლებში.
6.2. ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ’’ საქართველოს კანონის 1.1. მუხლის თანახმად, ეს კანონი ადგენს სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების ზოგად სამართლებრივ, ორგანიზაციულ და ეკონომიკურ პრინციპებს. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ამ კანონით დადგენილი წესები ვრცელდება ყველა სახის სახელმწიფო შესყიდვაზე, „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვების გარდა. აღნიშნული კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტის თანახმად, შემსყიდველი ორგანიზაცია არის ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სახსრებით შესყიდვის განმახორციელებელი პირი, რომელიც სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში რეგისტრირდება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილი წესის შესაბამისად. ამავე მუხლის ,,ი1’’ ქვეპუნქტის თანახმად კი, პრეტენდენტი არის პირი, რომელმაც სახელმწიფო შესყიდვის პროცედურაში მონაწილეობის მიზნით გადაიხადა საფასური.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ გამარტივებული ელექტრონული სახელმწიფო შესყიდვის საფუძველზე, 2--- წლის 09 ივნისს, ერთის მხრივ ქალაქ ა-------–-------------–----–------ს(შემდგომში ,,შემსყიდველი“) წარმოდგენილი მერის, რ-----------–--ის სახით და მეორეს მხრივ, შპს ,,ე-–-------–-------------ი“(შემდგომი ,,მიმწოდებელი“) წარმოდგენილი დირექტორის გ-------------–-------ის შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება №5----, რომლის თანახმადაც, ხელშეკრულების საგანია ,,ქალაქ ა-------–-----–-, ვ-–----–----–-- ქუჩაზე(ა-------------- მიმდებარედ) გამწვანების ზოლში ხეების დარგვა“C-- კოდი:7-------.(მოსაწოდებელი მარადმწვანე გაშლილვარჯიანი კვიპაროზის ნერგი უნდა იყოს არანაკლებ 1---- სიმაღლის, რაოდენობა 6--(ექვსასი)ერთეული, განვითარებული უნდა ჰქონდეს ძლიერი ფესვთა სისტემა, უნდა მოჰყვეს შესაბამისი მიწის გრუნტი შეფუთვით. ნერგს უნდა მოეწყოს სამაგრი ხის ჭიგო არანალკებ 2 მეტრი სიმაღლის, მუნიციპალიტეტი უზრულველყოფს ნერგების მორწყვას დარგვისთანავე სრულ გაჯერებამდე). დასახელებული ხელშეკრულების 2.1 პუნქტის თანახმად, შესასრულებლი სამუშაოს მთლიანი, ჯამური ღირებულება შეადგენს: 1----(ც---------------------------–---–---------) ლარს; დასახელებული ხელშეკრულების 2.4 პუნქტის თანახმად, ანგარიშწორებას ,,შემსყიდველი“ განახორციელებს, ფაქტობრივად გაწეული მომსახურების გათვალისწინებით შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის, ფორმა №--ის, შესაბამისად, მომსახურების გაწევის შემდეგ, შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენიდან 10(ათი) სამუშაო დღის განმავლობაში; დასახელებული ხელშეკრულების 2.5 პუნქტის თანახმად, მიმწოდებლის მიერ სათანადო წერილობითი თხოვნის საფუძველზე, შემსყიდველი უფლებამოსილია განახორციელოს შუალედური გადახდები მიმწოდებლის მიერ ფაქტობრივი შესრულებულ სამუშაოებზე, არსებული წესის შესაბამისად წარდგენილი სათანადო დოკუმენტაციის საფუძველზე; დასახელებული ხელშეკრულების 3.1 პუნქტის თანახმად, მომსახურება უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან 20 კალენდარული დღის განმავლობაში; დასახელებული ხელშეკრულების 4.1 პუნქტის თანახმად, გაწეული მომსახურება ჩაითვლება მიღებულად მხოლოდ ფაქტიურად გაწეული მომსახურების მოცულობის მიღების აქტის(ფორმა№-) წარდგენის შემდეგ; დასახელებული ხელშეკრულების 6.3.9პუნქტის თანახმად, მიმწოდებელი ვალდებულია იმ შემთხევაში თუკი დარგული მცენარე არ გაიხარებს, შეცვალოს ახალი, ჯანმრთელი მცენარით; დასახელებული ხელშეკრულების 6.3.10 პუნქტის თანახმად, მიმწოდებელი ვალდებულია ხელშეკრულების 6.3.9 პუნქტით განსაზღვრული მომსახურებები განახორციელოს მომსახურების გაწევაზე გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტების გაფორმებიდან 1(ერთი) წლის განმავლობაში; დასახელებული ხელშეკრულების 9.1 პუნქტის თანახმად, ერთი მხარის ნაკისრი ვალდებულებათა შეუსრულებლობის გამო მეორე მხარე, უფლებამოსილია ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულების სრული ან ცალკეული პირობების მოქმედება; დასახელებული ხელშეკრულების 9.2 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ მხარეს ეცნობება წერილობითი ხელშეკრულების(ან მისი ნაწილის) შეწყვეტამდე 5 (ხუთი) დღის ადრე მაინც, ამასთან უნდა მიეთითოს მიღებული გადაწყვეტილების საფუძველი და მისი ამოქმედების თარიღი; დასახელებული ხელშეკრულების 9.4 პუნქტის თანახმად, შემსყიდველი უფლებამოსილია ვადამდე ცალმხრივად შეწყვიტოს ამ ხელშეკრულების მოქმედება თუ: ა) მიმწოდებელი არღვევს ამ ხელშეკრულების პირობებს (არ ასრულებს ან არაჯეროვნად ასრულებს); ბ)მიმწოდებლის მიმართ მიმდინარეობს გაკოტრების საქმე(მიუხედავად მისი დაწყების დროისა); გ) მიმწოდებლის ქონებას დაედო ყადაღა; დ) მიმდინარეობს მიმწოდებლის რეორგანიზაცია, თუ ეს გარემოება ზეგავლენას ახდენს ამ შესაძლებელია მოახდინოს ხელშეკრულების ჯეროვან შესრულებაზე; ე)ხელშეკრულებით განსაზღვრული მომსახურების გაწევის ვადები დაირღვა 15 დღეზე მეტი ვადით; დასახელებული ხელშეკრულების 10.2 პუნქტის თანახმად, თუ სახელშეკრულებო ვალდებულებების მთლიანი ან ნაწილობრივი შეუსრულებლობის პირობები გაგრძელდა სამ თვეზე მეტ ხანს, მხარეებს უფლება აქვთ შეწყვიტონ ხელშეკრულების მოქმედება კომპენსაციის უფლების მოთხოვნის გარეშე; დასახელებული ხელშეკრულების 14.3პუნქტის თანახმად, ხელშეკრულება ძალაში შედის მისი ხელმოწერის მომენტიდან და მოქმედებს 2--- წლის 31დეკემბრამდე.
დადგენილია ასევე, რომ 2--- წლის 29 დეკემბრის N1 ცვლილებით, ერთის მხრივ ქალაქ ა-------–-------------–----–------ი(შემდგომში ,,შემსყიდველი“) წარმოდგენილი მერის, ზ-----------ის სახით და მეორეს მხრივ, შპს ,,ე-–-------–-------------ი“(შემდგომი ,,მიმწოდებელი“) წარმოდგენილი დირექტორის გ-------------–-------ის სახით თახმდებიან შემდეგზე, რომ ქალაქ ა-------–-----–-, ვ-–----–----–-- ქუჩაზე (ა-------------- მიმდებარედ) გამწვანების ზოლში ხეების დარგვის შესყიდვებზე მიმდინარე წლის 09ივნისს გაფორმებულ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №5---- ხელშეკრულების პირობებში ცვლილების შეტანის შესახებ. კერძოდ, ვინაიდან ,,მიწოდებელმა“ ვერ უზრუნველყო აღებული ვალდებულებების შესრულება სახელშეკრულებო მიწოდების ვადების დაცვით და სამუშაოების განხორციელებას აგრძელებს საჯარიმო სანქციების დარიცხვით(ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შესრულებული სამუშაოების ღირებულების 0.02%-ის ოდენობით), საჭიროა შეიცვალოს ხელშეკრულების მოქმედების ვადა. აღნიშნულიდან გამომდინარე, ხელშეკრულების 14.3 პუნქტში მითითებული ხელშეკრულების მოქმდებების ვადა განისაზღვრა 2---წლის 31 იანვრის ჩათვლით, ნაცვლად 2--- წლის 31 დეკემბრისა.
,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ’’ საქართველოს კანონის 3-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,მ’’ ქვეპუნქტის თანახმად, შესყიდვებში მონაწილე არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრი(შემდგომ – შავი სია) – შავი სია, რომელსაც სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო ელექტრონულად აწარმოებს და განათავსებს თავის ოფიციალურ ვებგვერდზე. შავ სიაში აისახება სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე იმ არაკეთილსინდისიერ პირთა, პრეტენდენტთა და მიმწოდებელთა მონაცემები, რომლებსაც შავ სიაში შეტანიდან 1 წლის განმავლობაში არა აქვთ უფლება, მონაწილეობა მიიღონ სახელმწიფო შესყიდვებში და დადონ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება. შავი სია ხელმისაწვდომია ნებისმიერი პირისათვის. შავი სიის წარმოების წესი და პირობები განისაზღვრება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით (შემდგომ – კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი).
სასამართლო განმარტავს, რომ თავის მხრივ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №-9 ბრძანებით დამტკიცებული იქნა შავი სიის წარმოების წესი და პირობები’’, რომელიც შემუშავებულია „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის(შემდგომში – კანონი) შესაბამისად და განსაზღვრავს პრეტენდენტის/მიმწოდებლის სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრში(შემდგომში – შავი სია) დარეგისტრირების საფუძვლებს, შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში(შემდგომში – სააგენტო) წერილობითი შეტყობინების წარდგენის, ასევე სააგენტოს მიერ შავ სიასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღების წესსა და პირობებს. აღნიშნული წესის 2.1 მუხლის თანახმად, შავი სია წარმოადგენს სააგენტოს მიერ ელექტრონულად წარმოებულ ოფიციალურ რეესტრს, რომელშიც რეგისტრირებულ პრეტენდენტს/მიმწოდებელს შავ სიაში დარეგისტრირებიდან ერთი წლის განმავლობაში არ აქვს უფლება, მონაწილეობა მიიღოს სახელმწიფო შესყიდვაში და დადოს ხელშეკრულება. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი, სააგენტო შავ სიას აწარმოებს ელექტრონულად, საკუთარ ვებგვერდზე (www.procurement.gov.ge) და იგი ხელმისაწვდომია ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №-9 ბრძანებით დამტკიცებული ,,შავი სიის წარმოების წესი და პირობების’’ მე-3 მუხლის თანახმად განსაზღვრულია შავ სიაში რეგისტრაციის საფუძვლები. კერძოდ,-დასახელებული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის შემთხვევაში, პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირების საფუძველია ერთ-ერთი შემდეგი გარემოების არსებობა: ა)პრეტენდენტი დისკვალიფიცირებულია ტენდერიდან ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის წარუდგენლობის (ასეთი მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში), ხელშეკრულების დადებაზე უარის თქმის ან/და ხელშეკრულების დადებაზე უარის სხვაგვარად გამოხატვის გამო; ბ)პრეტენდენტი დისკვალიფიცირებულია ტენდერიდან ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით არაკეთილსინდისიერი ქმედების ჩადენის გამო. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო შესყიდვის ნებისმიერი საშუალებით განხორციელებისას, გარდა კონსოლიდირებული ტენდერისა, პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირების საფუძველია ერთ-ერთი შემდეგი გარემოების არსებობა: ა)ხელშეკრულების დადების შემდეგ, ცნობილი გახდა, რომ პრეტენდენტმა/მიმწოდებელმა, ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით, ჩაიდინა არაკეთილსინდისიერი ქმედება. ბ) მიმწოდებელმა ვერ შეასრულა ან არაჯეროვნად შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და ამოწურულია ხელშეკრულების მოქმედების ვადა ან ხელშეკრულება ვადაზე ადრე შეწყდა შემსყიდველი ორგანიზაციის მხრიდან მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების გამო.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №-9 ბრძანებით დამტკიცებული ,,შავი სიის წარმოების წესი და პირობების’’ 4.1 მუხლის თანახმად, შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირების მოთხოვნით დაუყოვნებლივ მიმართოს სააგენტოს წერილობითი შეტყობინებით, თუ წარმოიშობა პრეტენდენტის/მიმწოდებლის ამ წესის მე-3 მუხლით გათვალისწინებული შავ სიაში რეგისტრაციის საფუძველი. ამავე მუხლის მე-4 პუნქტით კი განსაზღვრულია, რომ ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული წერილობითი შეტყობინება უნდა იყოს დასაბუთებული და შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას (დოკუმენტაციას): ა) შესყიდვის განხორციელების საშუალების დასახელებას; ბ) ტენდერის შემთხვევაში – სატენდერო განცხადების ნომერს, კონკურსის შემთხვევაში – საკონკურსო განცხადების ნომერს, გამარტივებული შესყიდვის ან კონსოლიდირებული ტენდერის საფუძველზე დადებული ხელშეკრულების შემთხვევაში – შესაბამისი ხელშეკრულების სისტემის C-- მოდულში რეგისტრაციის ნომერს; გ) შესყიდვის ობიექტის დასახელებასა და მის შესაბამის კლასიფიკატორს–C-- კოდს; დ)შეტყობინებაში მითითებული პრეტენდენტის/მიმწოდებლის რეკვიზიტებს; ე) პრეტენდენტის შესაბამისი საფუძვლით დისკვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლებს – თუ წერილობითი შეტყობინება წარმოდგენილია ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის, მე-2 პუნქტის ან მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე; ვ)კონსოლიდირებულ ტენდერში გამარჯვებულად გამოვლენამდე პრეტენდენტის მიერ ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით არაკეთილსინდისიერი ქმედების ჩადენის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლებს – თუ წერილობითი შეტყობინება წარმოდგენილია ამ წესის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე; ზ)კონსოლიდირებულ ტენდერში მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების დადებაზე უარის თქმის ან/და ხელშეკრულებ(ებ)ის დადებაზე უარის სხვაგვარად გამოხატვის, ასევე კონსოლიდირებული ტენდერის შეწყვეტის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლებს – თუ წერილობითი შეტყობინება წარმოდგენილია ამ წესის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე; თ)ხელშეკრულების დადებამდე პრეტენდენტის/მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით არაკეთილსინდისიერი ქმედების ჩადენის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლებს – თუ წერილობითი შეტყობინება წარმოდგენილია ამ წესის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე; ი) ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლებს, ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტისას – ასევე ხელშეკრულების შეწყვეტის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლებს – თუ წერილობითი შეტყობინება წარმოდგენილია ამ წესის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის ან მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში 2--- წლის 30 მაისს წარდგენილი იქნა ამ------–------- მუნიციპალიტეტის მერიის 2---წლის 30 მაისის N3--- წერილობითი შეტყობინება, რომლითაც სააგენტოს ეცნობა შპს,,ე-–-------–-------------ის’’(საიდენტიფიკაციო კოდი: 4--------- მიერ S----------- გამარტივებული ელექტრონული ტენდერის შედეგად დადებული 2--- წლის 9 ივნისის N5---- სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულების თაობაზე.
6.3. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №-9 ბრძანებით დამტკიცებული ,,შავი სიის წარმოების წესი და პირობების’’ 5.12 მუხლის თანახმად, სააგენტო წერილობით შეტყობინებას იხილავს და შესაბამის გადაწყვეტილებას იღებს წერილობითი შეტყობინების წარმოდგენიდან არაუმეტეს ორი თვის ვადაში. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, თუ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა დადგენისათვის აუცილებელია დამატებითი დრო, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვადა, სააგენტოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, შესაძლებელია გაგრძელდეს არაუმეტეს ერთი თვით. მე-5 პუნქტის თანახმად, წერილობითი შეტყობინების ამ წესის მე-4 მუხლით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის შემდეგ, სააგენტო პრეტენდენტს/მიმწოდებელს აცნობებს ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ და მიმართავს მას განმარტების წარმოდგენის მოთხოვნით. განმარტებაში აღნიშნული უნდა იყოს: ა) ეთანხმება თუ არა პრეტენდენტი/მიმწოდებელი წერილობით შეტყობინებაში მითითებულ გარემოებებს და რა ნაწილში; ბ)თუ პრეტენდენტი/მიმწოდებელი არ ეთანხმება წერილობით შეტყობინებაში მითითებულ გარემოებებს – კონკრეტული მტკიცებულებები, ფაქტები და გარემოებები, რომლებზეც იგი აფუძნებს საკუთარ მსჯელობას. მე-6 პუნქტის თანახმად, პრეტენდენტის/მიმწოდებლის მიერ განმარტების წარუდგენლობა არ აბრკოლებს ადმინისტრაციული წარმოების ჩატარებას. მე-9 პუნქტის თანახმად, სააგენტო წერილობით შეტყობინებას იხილავს ამ წესითა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI თავით დადგენილი წესების შესაბამისად.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №-9 ბრძანებით დამტკიცებული ,,შავი სიის წარმოების წესი და პირობების’’ 7.1 მუხლის თანახმად, სააგენტო შავ სიაში დარეგისტრირებასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას იღებს საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის შედეგად, ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქმეში არსებული გარემოების გამოკვლევის, შეფასებისა და ურთიერთშეჯერების შედეგად, სააგენტო ადგენს, არსებობს თუ არა პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირების საფუძველი. იმ შემთხვევაში, თუ არსებობს ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული გარემოებები, სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირებაზე უარის თქმის შესახებ, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ არსებობს პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირების საფუძველი, სააგენტო, ამ მუხლის შესაბამისად, იღებს გადაწყვეტილებას პრეტენდენტის/მიმწოდებლის გაფრთხილების ან შავ სიაში დარეგისტრირების შესახებ. მე-4 პუნქტის თანახმად, სააგენტო უფლებამოსილია, უარი თქვას პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირებაზე, თუ არსებობს ქვემოთ ჩამოთვლილი ერთ-ერთი საფუძველი: ა)არ არსებობს პრეტენდენტის/მიმწოდებლის ამ წესის მე-3 მუხლით გათვალისწინებული შავ სიაში დარეგისტრირების საფუძვლები; ბ)შეტყობინებაში მითითებული პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირებით მნიშვნელოვნად დაირღვევა ბაზარზე კონკურენციის დაცვისა და საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის პრინციპები. ამავე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, შავ სიაში დარეგისტრირების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება იმ შემთხვევაში, თუ შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ წარდგენილი ინფორმაცია სრულად აკმაყოფილებს ამ წესის მე-3 და მე-4 მუხლებით განსაზღვრულ მოთხოვნებს და არ არის სახეზე შავ სიაში დარეგისტრირებაზე უარის თქმის ან გაფრთხილების საფუძველი.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად კი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ან სხვა სახის ქმედება, რომელიც იწვევს ადამიანის საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლებების ან თავისუფლებების შეზღუდვას, დაიშვება მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავის შესაბამისად, კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა. სწორედ საქმის გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე უნდა იქნეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილება მიღებული.
ზემოაღნიშნული ნორმების განმარტებიდან გამომდინარე ნათელია, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ ყოველმხრივ უნდა გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები და ისე გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი. დასახელებული ნორმების ანალიზის საფუძველზე სასამართლო განმარტავს, რომ სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო, უპირველეს ყოვლისა იკვლევს შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ წარდგენილი ინფორმაცია აკმაყოფილებს თუ არა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №-9 ბრძანებით დამტკიცებული ,,შავი სიის წარმოების წესი და პირობების’’ მე-3 და მე-4 მუხლებით განსაზღვრულ მოთხოვნებს, შემდგომ კი სააგენტოს მიერ თავისი კომპეტენციის ფარგლებში სრულყოფილად უნდა იქნეს გამოკვლეული წარდგენილი მტკიცებულებები და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა იქნეს მიღებული გადაწყვეტილება პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირების თაობაზე, მითუმეტეს იმ პირობებში, როდესაც არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრში რეგისტრაცია იწვევს გარკვეული უფლებების შეზღუდვას და გარკვეული ზიანის მომტანი შესაძლოა აღმოჩნდეს მხარისათვის.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე მიაჩნია, რომ მ------–------- მუნიციპალიტეტის მიერ სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში სრულად იქნა წარდგენილი სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015წლის 29 ოქტომბრის №-9 ბრძანებით დამტკიცებული ,,შავი სიის წარმოების წესი და პირობების’’ მე-3 და მე-4 მუხლებით განსაზღვრული ინფორმაცია და შესაბამისი მტკიცებულებები, რაც ადასტურებდა შპს ,,ე-–-------–-------------ის’’ მიერ გამარტივებული ელექტრონული ტენდერის შედეგად დადებული 2--- წლის 9ივნისის N5---- სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ჯეროვნად შეუსრულებლობის ფაქტს. დასახელებული გარემოებები საბოლოო ჯამში მოწმობს იმას, რომ სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის შესაბამისად საქმის ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევისა და ფაქტების დადასტურების შემდეგ იქნა მიღებული გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. რის გამოც სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №-9 ბრძანებით დამტკიცებული ,,შავი სიის წარმოების წესი და პირობების’’ მე-7 მუხლის მე-6 პუნქტის საფუძველზე, მიზანშეწონილად მიიჩნია შპს ,,ე-–-------–-------------ის’’ მიმართ გამოეყენებინა შავ სიაში დარეგისტრირება. ამდენად, სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს 2---წლის 20 ივნისის N1--- განკარგულება ,,შპს ,,ე-–-------–-------------ის’’ შავ სიაში დარეგისტრირების შესახებ” მიღებული იქნა კანონის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.
სასამართლო აქვე დამატებით განმარტავს შემდეგს: სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №-9 ბრძანებით დამტკიცებული ,,შავი სიის წარმოების წესი და პირობების’’ მე-6 მუხლით განსაზღვრულია ადმინისტრაციული წარმოების შეჩერების წესი. კერძოდ,- დასახელებული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შავ სიაში დარეგისტრირებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოება ჩერდება იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტი/მიმწოდებელი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, სასამართლოში გაასაჩივრებს მის მიმართ შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლითაც წარმოიშვა ამ წესის მე-3 მუხლში მითითებული გარემოებები და სასამართლო, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით, საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით, შეუზღუდავს სააგენტოს წერილობით შეტყობინებაზე გადაწყვეტილების მიღების უფლებას. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული წარმოება გაგრძელდება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების შემდეგ, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების(განჩინების) სააგენტოსთვის საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩაბარებისთანავე.
მოცემულ შემთხვევაში როგორც მხარეთა განმარტებით ირკვევა, მოსარჩელეს ერთის მხრივ, ამ------–------- მუნიციპალიტეტსა და მეორეს მხრივ, შპს ,,ელიტ ბილდერს ბიზნეს გრუპს’’ შორის 2--- წლის 9 ივნისს გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების №5---- ხელშეკრულების ჯეროვნად შესრულების საკითხი, სადავო განკარგულების გამოცემის დროისათვის სადავოდ არ ჰქონდა გამხდარი სასამართლოს წესით, კერძოდ- საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, სასამართლოში არ გაუსაჩივრებია მის მიმართ შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომლითაც წარმოიშვა ამ წესის მე-3 მუხლში მითითებული გარემოებები და სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით, საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით, სააგენტოსათვის არ შეუზღუდავს წერილობით შეტყობინებაზე გადაწყვეტილების მიღების უფლება. აღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლო მიუთითებს, რომ ზემოაღნიშნული მუხლის ნორმის საფუძველზე არ არსებობდა სამართლებრივი საფუძველი სააგენტოს შეეჩერებინა ადმინისტრაციული წარმოება შავ სიაში დარეგისტრირებასთან დაკავშირებით.
6.4. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო(ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, ან უკანონოდ ზღუდავს მას.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 601-ე მუხლში ჩამოთვლილია ის საფუძვლები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც შესაძლებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა. კერძოდ, დასახელებული მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება, ხოლო მოსარჩელის მიერ სასამართლოში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3 მუხლის შესაბამისად ვერ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ სადაო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის შემთხვევაში ადგილი ჰქონდა კანონით დადგენილი ისეთი პროცედურული ნორმების არსებით დარღვევას, რომლის არარსებობის შემთხვევაშიც ზემოაღნიშნულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ შპს ,,ე-–-------–-------------ის’’ სარჩელი უსაფუძვლოა, რადგან ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601-ე მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან, რის გამოც არ არსებობს შპს ,,ე-–-------–-------------ის’’ მიერ აღძრული სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ხოლო ამავე კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯებს მოიცავს სახელმწიფო ბაჟი, რაც მოსარჩელის მიერ გადახდილია დავის საგნის მოცულობის პროპორციულად. ამასთან, შპს ,,ე-–-------–-------------ის’’ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს. ამდენად, სასამართლო თვლის, რომ არ არსებობს მოსარჩელეზე სახელმწიფო ბაჟის დაკისრების სამართლებრივი საფუძველი, ხოლო მის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი კი უნდა ჩაითვალოს ბიუჯეტში გადახდილად.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
მოცემულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12, 22-ე, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შპს ,,ე-–-------–-------------ის“ სარჩელი მოპასუხე- სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს, მესამე პირის-ა-------–-------------–----–------ის მიმართ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის თაობაზე, არ დაკმაყოფილდეს.
2. მოსარჩელის მიერ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში(მდებარე: ქ.თბილისი, გრ.რობაქიძის გამზირი №7ა), დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან 14(თოთხმეტი) დღის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის(მდებარე: ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) მეშვეობით.
მოსამართლე ეკატერინე ჯინჭველაშვილი