გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/4282-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ილე ბ ა
საქართველოს სახელით
31 აგვისტო, 2018 წელი ქ.თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ეკატერინე ჯინჭველაშვილი
სხდომის მდივანი - გვანცა ჩალიგავა
მოსარჩელე - შპს ,,-------–--
წარმომადგენელი-ვა–--–--–------
მოპასუხე - სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო
წარმომადგენელი-თ---------------–---
მესამე პირი-ა--------–--------------------–------------------------------“(ასკ 16.2 მუხლი)
დავის საგანი- ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1.ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2018 წლის 07 ივნისის №1---------------–--ა ,,შპს ,,გ------–ას“ შავ სიაში დარეგისტრირების შესახებ’’ (იხ. სასარჩელო განცხადება; ს.ფ. 2-11).
მოსარჩელის განმარტებით, 2017 წლის 13 დეკემბერს ააიპ ,--------------------–------------------------------მ’’ გამოაცხადა ელექტრონული ტენდერი NAT170014564 მზა და დაკონსერვებული თევზის(CPV 1500000) შესყიდვის მიზნით. სატენდერი კომისიის 2017წლის 27 დეკემბრის N3 სხდომის ოქმით შპს ,,გ------–ა’’ გამოვლინდა გამარჯვებულად და მას გაუფორმდა ხელშეკრულება N---- ხელშეკრულების შესაბამისად, 2018 წლის 5 იანვრიდან 2018 წლის 01 ივლისამდე შპს ,,გ------–ას’’უნდა მიეწოდებინა ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონელი, რომლის ღირებულება შეადგენდა 37340,16 ლარს. 2018 წლის 26 მარტს შპს ,,გ------–ამ’’ წერილით მიმართა ბაგა-ბაღების გაერთიანების დირექტორს, სადაც განმარტებული იყო, რომ შემომტანმა კომპანიამ გარკვეული პერიოდის განმავლობაში შეწყვიტა ხელშეკრულებაში დასახელებული თევზის შემოტანა და მოითხოვა შეეცვალათ ხელშეკრულებაში განსაზღვრული თევზი იმავე ხარისხის და იმავე ტექნიკური პარამეტრების მქონე პროდუქციით, რომელიც სავსებით შეესაბამებოდა ნაკისრ ვალდებულებას და არ მოითხოვდა ზედმეტ დანახარჯებს. შესაბამისობის დასადასტურებლად წარდგენილი იქნა სერთიფიკატი ნათარგმნი დამოწმებული სანოტარო წესით, აქვე მითითებული იქნა, რომ ტენდერში წარმოშობის ქვეყანად მითითებული იყო კანადა და ითხოვდა იგივე ქვეყნის პროდუქციის მიწოდებაზე ნებართვას, თევზის დასახელება ,,ხეკი’’. გარკვეული პერიოდის შემდეგ აღნიშნულ პროდუქციაზეც შეიქმნა დეფიციტი, რის გამოც შპს ,,გ------–ას’’ დირექტორმა რ------------------------------------ას მიმართა მიმდინარე წლის 2 აპრილს, რომ მომხდარიყო კანადური ხეკის შეცვლა ესპანური ,,ნოტოტენით’’, რომელიც იყო მაღალხარისხოვანი და არ მოხდებოდა ღირებულების გაზრდა, თუმცა აღნიშნული გათვალისწინებული არ იქნა.
მოსარჩელის განმარტებით, შპს ,,გ------–ა’’ დაჯარიმებული იქნა ორჯერ და ორივეჯერ იქნა გადახდილი მის მიერ აღნიშნული ჯარიმა, მაგრამ ეს ჯარიმა გამოწვეული იყო იმით, რომ პროდუქციის ნაწილის მიწოდება ვერ მოხდა, რაც გამოწვეული იყო შექმნილი დეფიციტით. ამასთან 2017წლის 28 დეკემბერს გაფორმებული ხელშეკრულების მე-9 პუნქტით გათვალისწინებულია, რომ დაუძლეველი ძალის არსებობის შემთხვევაში შეიძლება ხელშეკრულებაში შევიდეს კორექტირება, მაგრამ ამან არ უნდა გამოიწვიოს მისაწოდებელი პროდუქციის თვითღირებულების ზრდა და ხარისხის გაუარესება. ამასთან შემსყიდველს უნდა ეცნობოს დაუყოვნებლივ წერილობითი ფორმით. მოსარჩელის განმარტებიით, აღნიშნული ზუსტად აქვს შესრულებული, მაგრამ შემსყიდველმა გადაწყვეტილების მიღების დროს აღნიშნული არ გაითვალისწინა, რითაც დაარღვია მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულება.
მოსარჩელეს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განკარგულება მიღებულია კანონის მოთხოვნათა დარღვევით, რის გამოც ითხოვს ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2018 წლის 07 ივნისის №1---------------–--ა.
2. მხარეთა პოზიცია
2.1. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე - სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ, წერილობითი ფორმით წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სახეზე არ არის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის არცერთი საფუძველი, რადგან სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2018 წლის 07 ივნისის №1---------------–--ა შპს ,,გ------–ას“ შავ სიაში დარეგისტრირების შესახებ’’ გამოცემულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილი ყველა მოთხოვნის სრული დაცვით.
2.2. მესამე პირის პოზიცია
მესამე პირს- ააიპ ,,ქალაქ რუსთავის საბავშო ბაგა-ბაღების გაერთიანებას“, წერილობითი ფორმით შესაგებელი შპს ,,გ------–ას“ სარჩელზე არ წარმოუდგენია. სასამართლო სხდომაზე კანონით დადგენილი წესით გაფრთხილების მიუხედავად, ასევე არ გამოცხადებულა მესამე პირის წარმომადგენელი. შესაბამისად, სასამართლოსთვის მესამე პირის პოზიცია შპს ,,გ------–ას“ მიერ აღძრულ სარჩელზე უცნობია.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. დადგენილია, რომ ელექტრონული სახელმწიფო შესყიდვის საფუძველზე, 2017წლის 28 დეკემბერს, ერთის მხრივ აა--------–-------------------–----------------------------ა“(შემდგომში ,,შემსყიდველი“) წარმოდგენილი მისი დირექტორის ე--------------–-–---–ის სახით და მეორეს მხრივ, შპს ,,-------–--(შემდგომი ,,მიმწოდებელი“) წარმოდგენილი დირექტორის ზ------ გ------–აძის შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხე-––-------–--------, რომლის თანახმადაც შესყიდვის ობიექტს წარმოადგენს გაყინული თევზი(ხეკი) (შემდგომში საქონელი)(CPV15221000) წინამდებარე ხელშეკრულების შესაბამისად. სატენდერო დოკუმენტაციის ტექ.დავალებისა და სატენდერო დოკუმენტაციის დანართების გათვალისწინებით, რომლებიც წარმოადგენენ ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს.
დასახელებული ხელშეკრულების 2.1 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების ჯამური ღირებულება შეადგენს 37 340,16(ოცდაჩვიდმეტი ათას სამასორმოცი ლარი და 16თეთრი) ლარს დღგ-ს ჩათვლით, დანართი №1-ის შესაბამისად.
დასახელებული ხელშეკრულების 3.1 პუნქტის თანახმად, ანგარიშწორება განხორციელდება საერთო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან და საგადასახადო ანგარიშფაქტურის წარდგენიდან 10(ათი)სამუშაო დღეში.
დასახელებული ხელშეკრულების 3.1 პუნქტის თანახმად, ანგარიშწორება განხორციელდება ნაერთი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან და საგადასახადო ანგარიშფაქტურის წარდგენიდან 10(ათი) სამუშაო დღეში.
დასახელებული ხელშეკრულების 4.1 პუნქტის თანახმად, საქონლის მიწოდება განხორციელდება ეტაპობრივად 2018 წლის 05 იანვრიდან 2018 წლის 01ივლისამდე, შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად.
დასახელებული ხელშეკრულების 4.6 პუნქტის თანახმად, საქონლის დარიგება გაერთიანების ფილიალებში მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს 09:00 სთ-დან 16:00სთ-მდე.
დასახელებული ხელშეკრულების 8.1 პუნქტის თანახმად, საქონლის მიწოდების პირობებისა და ვადების მ.შ სასაქონლო ზედნადების დაკორექტირების ვადების დარღვევის შემთხვევაში მიმწოდებელს დაეკისრება პირგასამტეხლო .პირგასამტეხლოს დაანგარიშება, მოხდება:1) საქონლის მიწოდების პირობებისა და ვადების დარღვევის შემთხვევაში ერთჯერადად დარღვევის ყოველ დღეზე, ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 0.01%-ის ოდენობით.
დასახელებული ხელშეკრულების 8.2 პუნქტის თანახმად, იმ შემთხვევაში თუ დაკისრებული პირგასამტეხლოს ჯამური ღირებულება გადააჭარბებს ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 1%-ს შემსყიდველი იტოვებს უფლებას ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება და მიმწოდებელს მოსთხოვოს ხელშეკრულების შეწყვეტის მომენტისათვის გადასახდელი პირგასამტეხლოს ანაზღაურება.
დასახელებული ხელშეკრულების 12.2 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულება ძალაში შედის 2017 წლის 28 დეკემბრიდან და მოქმედებს 31 აგვისტომდე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2018 წლის 07 ივნისის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №105 ხელშეკრულება (ს.ფ.13-16)
3.1.2. ააიპ ,,ქ--–--------------------–---------------------------------- 2018 წლის 09იანვრის №14 წერილით შპს ,,გ------–ას“ ეცნობა, რომ NAT170014564 ელექტრონული ტენდერის ჩატარების შედეგად გაფორმებული №-------––-------–---ს მე-4 მუხლის 4.7პუნქტის თანახმად მიმდინარე წლის 04 იანვარს გადაგზავნილი იქნა წერილობითი მოთხოვნა გაერთიანების ფილიალებში დასარიგებელი პროდუქტის რაოდენობაზე, რომლის მიწოდებაც ამავე ხელშეკრულების მე-4 მუხლის 4.6 პუნქტის თანახმად უნდა მომხდარიყო 2018 წლის 09 იანვარს 09-დან 16 სთ-მდე. გამომდინარე იქიდან, რომ ზემოღნიშნული შეკვეთით განსაზღვრული საქონლის მიწოდება ან განხორცილდა №-------––-------–---ს მე-8 მუხლის 8.1 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად შპს ,,გ------–ას“ ეცნობა, რომ დაერიცხათ პირგასამტეხლო 37,34(ოცდაჩვიდემტი ლარი და 34 თეთრი) ლარის ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ააიპ ,,ქალაქ რუსთავის საბავშვო ბაგა-ბაღების გაერთიანების 2018წლის 09იანვრის წერილი №14 (ს.ფ.74)
3.1.3. ააიპ ,,ქალაქ რუსთავის საბავშვო ბაგა-ბაღების გაერთიანების 2018 წლის 13მარტის №95 წერილით შპს ,,გ------–ას“ ეცნობა, რომ NAT170014564 ელექტრონული ტენდერის ჩატარების შედეგად გაფორმებული №-------––-------–---ს მე-4 მუხლის 4.7 პუნქტის თანახმად მიმდინარე წლის 07 მარტს გადაგზავნილი იქნა წერილობითი მოთხოვნა გაერთიანების ფილიალებში დასარიგებელი პროდუქტის(გაყინული თევზის-ხეკის რაოდენობაზე, რომლის მიწოდებაც ამავე ხელშეკრულების მე-4 მუხლის 4.6 პუნქტის თანახმად უნდა მომხდარიყო 2018 წლის 12 მარტს 09-დან 16 სთ-მდე. გამომდინარე იქიდან, რომ ზემოღნიშნული შეკვეთით განსაზღვრული საქონლის მიწოდება არ განხორციელდა №-------––-------–---ს მე-8 მუხლის 8.1 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად შპს,,გ------–ას“ ეცნობა, რომ დაერიცხათ პირგასამტეხლო 37,34(ოცდაჩვიდმეტი ლარი და 34 თეთრი) ლარის ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-ააიპ ,,ქალაქ რუსთავის საბავშვო ბაგა-ბაღების გაერთიანების 2018 წლის 13 მარტის წერილი №95(ს.ფ.77)
3.1.4. საქმეში წარმოდგენილი კვებისა და სანიტარული ნორმების ინსპექტირების განყოფილების ინსპექტორის 2018 წლის 19 მარტის ოქმით დგინდება, რომ შპს,,გ------–ამ’’ 2018 წლის 19 მარტს გაერთიანების ფილიალებში შეიტანა გაყინული თევზი ,,ხეკი’’, ლაბორატორიული კვლევის ოქმის გარეშე, 2017 წლის 28 დეკემბრის N105 ხელშეკრულების მე-6 მუხლის 6.3 პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტის თანახმად, მ/წლის 01მარტიდან შპს ,,გ------–ას’’ უნდა წარმოედგინა განახლებული ლაბორატორიული კვლევის ოქმი. აღნიშნულიდან გამომდინარე, შპს ,,გ------–ას’’ უარი ეთქვა მოწოდებული საქონლის გაყინული თევზის-ხეკის მიღებაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-კვებისა და სანიტარული ნორმების ინსპექტირების განყოფილების ინსპექტორის 2018 წლის 19 მარტის ოქმი(ს.ფ.81)
3.1.5. ააიპ ,----–--------------------–---------------------------------- 2018 წლის 21მარტის №108 წერილით შპს ,,გ------–ას“ ეცნობა, რომ NAT170014564 ელექტრონული ტენდერის ჩატარების შედეგად გაფორმებული №-------––-------–---ს მე-6 მუხლის 6.3 პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტის თანახმად, მ/წლის 01მარტიდან უნდა წარედგინა აკრედიტებული ლაბორატორიის მიერ გაცემული ახალი კვლევის ოქმი. ვინაიდან აღნიშნული ვალდებულება მათი მხრიდან არ არის შესრულებული, გაერთიანებამ უარი განაცხადა მიმდინარე წლის 19 მარტს გაერთიანების ფილიალებში დასარიგებელი პროდუქტის(გაყინული თევზის-ხეკის) მიღებაზე. შესაბამისად, 2017 წლის 28დეკემბერს გაფორმებული N105 ხელშეკრულების მე-8 მუხლის 8.1 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად დაერიცხა პირგასამტეხლო 37,34(ოცდაჩვიდმეტი ლარი და 34თეთრი) ლარის ოდენობით. ამავე წერილით ეცნობა, რომ ვინაიდან N105 ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების საქონლის მიწოდების პირობებისა და ვადების დარღვევამ, მიიღო სისტემატური ხასიათი(წერილობითი შეტყობინება N14 09.01.2018წ; და N95 13.03.2018წ), რაც აფერხებს ფილიალების საკვები პროდუქტებით სრულყოფილ უზრუნველყოფას, მათ მხრიდან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების-საქონლის მიწოდების პირობების და ვადების განმეორებით დარღვევის შემთხვევაში, 2017 წლის 28დეკემბრის N105 ხელშეკრულება მათი მხრიდან ცალმხრივად შეწყდება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-ააიპ ,,ქალაქ რუსთავის საბავშვო ბაგა-ბაღების გაერთიანების 2018 წლის 21 მარტის №108 წერილი(ს.ფ. 80)
3.1.6. შპს ,,გ------–ას’’ დირექტორმა ზ------ გ------–აძემ, 2018 წლის 26 მარტს წერილით მიმართა აა-------------------------------------------ის’’ დირექტორს და აცნობა, რომ 2017 წლის 28 დეკემბრის ელექტრონული ტენდერის, როგორც გამარჯვებულ კომპანიას, გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად აქვთ ვალდებულება წარადგინონ შემსყიდველზე გაყინული თევზი ხეკი, ხელშეკრულების ღირებულების შესაბამისად და რაოდენობის მიხედვით. ვინაიდან შემომტანმა კომპანიამ გარკვეული პერიოდის განმავლობაში შეწყვიტა ხელშეკრულებაში დასახელებული თევზის შემოტანა, იძულებული არიან შეცვალონ ხელშეკრულებით განსაზღვრული თევზი იმავე ხარისხის, იმავე ტექნიკური პარამეტრების მქონე პროდუქციით, რომელიც სავსებით შეესაბამება ნაკისრ ვალდებულებას, არ მოითხოვს ზედმეტ დანახარჯებს, რის დასადასტურებლად წარადგენს მისაწოდებელი პროდუქციის სერთიფიკატს, ნათარგმნს და დამოწმებულს სანოტარო წესით). დამატებით განუმარტა, რომ ტენდერში წარმოშობის ქვეყანა მითითებულ იყო, კანადა, მაგრამ რომელი თევზის ჩანაცვლებასაც ითხოვეს, წარმოშობის ქვეყანა არის აშშ, იგივე სახეობის თევზი-ხეკი.
საქმეში წარმოდგენილი 2018 წლის 26 მარტის შეთანხმებით №105/1 დგინდება, რომ ერთის მხრივ ა---------–--------------------–----------------------------ა“(შემდგომში ,,შემსყიდველი“) წარმოდგენილი მისი დირექტორის ე--------------–-–---–ის სახით და მეორეს მხრივ, შპს ,,-------–--(შემდგომი ,,მიმწოდებელი“) წარმოდგენილი დირექტორის ზ------ გ------–აძის სახით, მოქმედი კანონდებლობის და მხარეთა შორის 2017 წლის 28 დეკემბერს გაფორმებული №--------––-------–-ბის მე-10 მუხლის 10.1პუნქტის საფუძველზე და მე-10 მუხლის 10.3 და 10.4 პუნქტის გათვალისწინებით შეთანხმდნენ შემდეგზე, რომ შევიდეს ცვლილება NAT170014564 ელექტრონული ტენდერის ჩატარების შედეგად 2017 წლის 28 დეკემბერს გაფორმებული №-------––-------–---ს დანართში №2(აღწერილობა და მიწოდების გრაფიკი და ჩამოყალიბდეს თანდართული ცხრილის შესაბამისად(დანართი №2 თან ერთვის) საფუძველი- შპს ,,გ------–ას’’ 2018წლის 26 მარტის წერილობითი მიმართვა. ხელშეკრულების ყველა სხვა პირობა, რომელსაც არ შეხებია წინამდებარე ცვლილება, რჩება უცვლელად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- შპს ,,გ------–ას“ დირექტორის ზ------ გ------–აძის 2018 წლის 26მარტის წერილი(ს.ფ.17)
-2018 წლის 26 მარტის შეთანხმება N105/1(2017 წლის 28 დეკემბრის №105 ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანაზე) (ს.ფ. 69)
3.1.7. 2018 წლის 02 აპრილს, შპს ,,გ------–ას’’ დირექტორმა ზ------ გ------–აძემ წერილით მიმართა რ------------------------------------ის დირექტორს და აცნობა, 2017 წლის 28დეკემბრის ელექტრონული ტენდერის, როგორც გამარჯვებულ კომპანიას, გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად, აქვთ ვალდებულება წარადგინონ შემსყიდველზე გაყინული თევზი ხეკი, ხელშეკრულების ღირებულების შესაბამისად და რაოდენობის მიხედვით. ასევე ეცნობა, რომ ვინაიდან შემომტანი კომპანია ვერ ახერხებს ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროდუქციის ,,ხეკის“ შეტანას, ბაზარზე შეიქმნა დეფიციტი, აღმოსავლეთ საქართველოში არცერთ ბაზარს აღნიშნული თევზი არ აქვს, რის გამოც მიწოდებას 20 დღის განმავლობაში ვერ შეძლებდნენ. ასევე განემარტათ, რომ იტოვებს უფლებას მითითებული დროის განმავლობაში ნაცვლად ხეკისა, მიეწოდებინა იგივე ხარისხის, იგივე ღირებულების ესპანური წარმოების თევზი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- შპს ,,გ------–ას“ დირექტორის ზ------ გ------–აძის 2018 წლის 02აპრილის წერილი (ს.ფ.18)
3.1.8. ააიპ ,,ქ--–--------------------–---------------------------------- 2018 წლის 03აპრილის N121 წერილით შპს ,,გ------–ას’’ ეცნობა, რომ NAT170014564 ელექტრონული ტენდერის ჩატარების შედეგად გაფორმებული №-------––-------–---ს მე-4 მუხლის 4,7პუნქტის თანახმად მიმდინარე წლის 29 მარტს გადაგზავნილი იქნა წერილობითი მოთხოვნა გაერთიანების ფილიალებში დასარიგებელი პროდუქტის(გაყინული თევზის-ხეკის) რაოდენობაზე, რომლის მიწოდებაც ამავე ხელშეკრულების მე-4 მუხლის 4.6პუნქტის თანახმად უნდა მომხდარიყო 2018 წლის 12 მარტს 09-დან 16 სთ-მდე. გამომდინარე იქიდან, რომ ზემოღნიშნული შეკვეთით განსაზღვრული საქონლის მიწოდება არ განხორციელდა №-------––-------–---ს მე-8 მუხლის 8.1 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, შპს,,გ------–ას“ დაერიცხა პირგასამტეხლო 37,34(ოცდაჩვიდემტი ლარი და 34თეთრი) ლარის ოდენობით.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ააიპ ,,ქ--–--------------------–---------------------------------- 2018 წლის 21 მარტის N108 წერილობითი გაფრთხილების გათვალისწინებით, N105 ხელშეკრულების მე-10 მუხლის 10.5 პუნქტის თანახმად, NAT170014564 ელექტრონული ტენდერის ჩატარების შედეგად მათ შორის გაფორმებული N105 ხელშეკრულება მათი მხრიდან ცალმხრივად შეწყდა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ააიპ ,,ქ--–--------------------–---------------------------------- 2018წლის 03აპრილის N121 წერილი(ს.ფ. 84)
3.1.9. საქმეში წარმოდგენილი 2018 წლის 04 აპრილის მიღება-ჩაბარების აქტების ნაერთი №105/4 დგინდება, რომ ერთის მხრივ აა--------–-------------------–----------------------------ა“(შემდგომში ,,შემსყიდველი“) წარმოდგენილი მისი დირექტორის ე--------------–-–---–ის სახით და მეორეს მხრივ, შპს,,-------–--(შემდგომი ,,მიმწოდებელი“) წარმოდგენილი დირექტორის ზ------ გ------–აძის სახით აქტი შედგა იმ მიზნით, რომ მხარეთა შორის გაფორმებული 2017 წლის 28 დეკემბრის №-------––-------–---ს თანახმად შპს ,,გ------–ამ“ მარტის თვეში ოც ფილიალში არსებული მიღება-ჩაბარების აქტების თანახმად შემოიტანა შემდეგი დასახელების და რაოდენობის კვების პროდუქტები, რომლის საერთო ღირებულებაც შეადგენს- 2804,99(ორიათას რვაასოთხი)ლარი და 88 თეთრი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2018 წლის 04 აპრილის მიღება-ჩაბარების აქტების ნაერთი №105/4(ს.ფ. 68)
3.1.10. სსიპ ,,---–--------------------–--------------------------------’’ 2018 წლის 10აპრილის N----–ერილობით შეტყობინებით მიმართა სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს, რომლითაც სააგენტოს ეცნობა შპს,,გ------–ას’’(საიდენტიფიკაციო კოდი: 4-------- მიერ NAT170014564 ელექტრონული ტენდერის შედეგად დადებული 2017წლის 28 დეკემბრის N105 სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულების თაობაზე და მოითხოვა შპს,,გ------–ას’’ შავ სიაში დარეგისტრირება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-ააიპ ,,ქ--–--------------------–---------------------------------- 2018წლის 10 აპრილის N----–ერილობით შეტყობინება(ს.ფ. 73)
3.1.11. სსიპ სახელწიფო შესყიდვების სააგენტომ, შპს ,,გ------–ას’’ სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში მის პროფილში მითითებული ელექტრონული ფოსტის მისამართის- ------------------------ მეშვეობით, 2018წლის 13აპრილს N---- შეტყობინებით აცნობა სააგენტოში შემსყიდველი ორგანიზაციის წერილობითი შეტყობინების წარმოდგენის თაობაზე და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის N19 ბრძანებით დამტკიცებული ,,შავი სიის წარმოების წესისა და პირობების” მე-5 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად სთხოვა ხსენებულ საქმეზე წერილობითი განმარტების წარდგენა.
სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს 2018 წლის 13 აპრილის N---- წერილის პასუხად, შპს ,,გ------–ამ’’ სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში 2018 წლის 23აპრილს წარადგინა განმარტება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს 2018 წლის 13 აპრილის შეტყობინება N----(ს.ფ. 89)
-შპს ,,გ------–ას’’ 2018 წლის 23 აპრილის განმარტება(ს.ფ. 91-92)
3.1.12. სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2018 წლის 17ივნისის №1---------------–--ის საფუძველზე დადგინდა, რომ შპს,,-------–--(ს/კ:4--------) 2018 წლის 8 ივნისს დარეგისტრირდეს შავ სიაში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2018 წლის 17 ივნისის №1450 განკარგულება ,,შპს ,,გ------–ას“ შავ სიაში დარეგისტრირების შესახებ’’(ს.ფ. 19-22)
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, მხარეები ადმინისტრაციული საქმის განხილვისას სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა დადასტურდეს ეს ფაქტები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა(მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო იმ გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებების წარმოდგენა, რომელზეც იგი ამყარებდა თავის სასარჩელო მოთხოვნას. ამასთან მის მიერ წარმოდგენილი არ არის რაიმე სახის წერილობითი მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა, რომ ადმინისტრაციული აქტის გამოცემისას დარღვეულია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნები.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ გასაჩივრებული აქტის მიღებისას ადგილი არ ჰქონია კანონის ისეთ დარღვევას, რომლის არარსებობის შემთხვევაში საქმეზე სხვაგვარი გადაწყვეტილება იქნებოდა მიღებული. შესაბამისად, შპს ,,გ------–ას’’ სასარჩელო მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ’’ საქართველოს კანონი, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №-----------ით დამტკიცებული ,,შავი სიის წარმოების წესი და პირობები’’, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე, 32-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.
აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული- სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2018 წლის 07 ივნისის N1---------------–--ა ,,შპს ,,გ------–ას’’ შავ სიაში დარეგისტრირების შესახებ”, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის თანახმად წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომლის კანონშესაბამისობაც სასამართლომ უნდა შეამოწმოს მოცემული სარჩელის ფარგლებში.
6.2. ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ’’ საქართველოს კანონის 1.1. მუხლის თანახმად, ეს კანონი ადგენს სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების ზოგად სამართლებრივ, ორგანიზაციულ და ეკონომიკურ პრინციპებს. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ამ კანონით დადგენილი წესები ვრცელდება ყველა სახის სახელმწიფო შესყიდვაზე, „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვების გარდა. აღნიშნული კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტის თანახმად, შემსყიდველი ორგანიზაცია არის ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სახსრებით შესყიდვის განმახორციელებელი პირი, რომელიც სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში რეგისტრირდება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილი წესის შესაბამისად. ამავე მუხლის ,,ი1’’ ქვეპუნქტის თანახმად კი, პრეტენდენტი არის პირი, რომელმაც სახელმწიფო შესყიდვის პროცედურაში მონაწილეობის მიზნით გადაიხადა საფასური.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ელექტრონული სახელმწიფო შესყიდვის საფუძველზე, 2017 წლის 28 დეკემბერს, ერთის მხრივ აა--------–-------------------–----------------------------ა“(შემდგომში ,,შემსყიდველი“) წარმოდგენილი მისი დირექტორის ე--------------–-–---–ის სახით და მეორეს მხრივ, შპს ,,-------–--(შემდგომი ,,მიმწოდებელი“) წარმოდგენილი დირექტორის ზ------ გ------–აძის შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხე-––-------–--------, რომლის თანახმადაც შესყიდვის ობიექტს წარმოადგენს გაყინული თევზი(ხეკი)(შემდგომში საქონელი)-(CPV15221000) წინამდებარე ხელშეკრულების შესაბამისად. სატენდერო დოკუმენტაციის ტექ.დავალებისა და სატენდერო დოკუმენტაციის დანართების გათვალისწინებით, რომლებიც წარმოადგენენ ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს. დასახელებული ხელშეკრულების 2.1 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების ჯამური ღირებულება შეადგენს 37 340,16(ოცდაჩვიდმეტი ათას სამას ორმოცი ლარი და 16 თეთრი) ლარს დღგ-ს ჩათვლით, დანართი №1-ის შესაბამისად; დასახელებული ხელშეკრულების 3.1 პუნქტის თანახმად, ანგარიშსწორება განხორციელდება საერთო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან და საგადასახადო ანგარიშფაქტურის წარდგენიდან 10(ათი) სამუშაო დღეში; დასახელებული ხელშეკრულების 3.1 პუნქტის თანახმად, ანგარიშსწორება განხორციელდება ნაერთი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან და საგადასახადო ანგარიშფაქტურის წარდგენიდან 10(ათი) სამუშაო დღეში; დასახელებული ხელშეკრულების 4.1 პუნქტის თანახმად, საქონლის მიწოდება განხორციელდება ეტაპობრივად 2018 წლის 05იანვრიდან 2018 წლის 01 ივლისადმდე, შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად; დასახელებული ხელშეკრულების 4.6 პუნქტის თანახმად, საქონლის დარიგება გაერთიანების ფილიალებში მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს 09:00 სთ-დან 16:00სთ-მდე; დასახელებული ხელშეკრულების 8.1 პუნქტის თანახმად, საქონლის მიწოდების პირობებისა და ვადების მ.შ სასაქონლო ზედნადების დაკორექტირების ვადების დარღვევის შემთხვევაში მიმწოდებელს დაეკისრება პირგასამტეხლო, პირგასამტეხლოს დაანგარიშება, მოხდება:1) საქონლის მიწოდების პირობებისა და ვადების დარღვევის შემთხვევაში ერთჯერადად დარღვევის ყოველ დღეზე, ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 0.01%-ის ოდენობით; დასახელებული ხელშეკრულების 8.2 პუნქტის თანახმად, იმ შემთხვევაში თუ დაკისრებული პირგასამტეხლოს ჯამური ღირებულება გადააჭარბებს ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 1%-ს შემსყიდველი იტოვებს უფლებას ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება და მიმწოდებელს მოსთხოვოს ხელშეკრულების შეწყვეტის მომენტისათვის გადასახდელი პირგასამტეხლოს ანაზღაურება; დასახელებული ხელშეკრულების 12.2 პუნქტის თანახმად ხელშეკრულება ძალაში შედის 2017 წლის 28დეკემბრიდან და მოქმედებს 31აგვისტომდე.
,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ,,მ’’ ქვეპუნქტის თანახმად, შესყიდვებში მონაწილე არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრი(შემდგომ – შავი სია) – შავი სია, რომელსაც სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო ელექტრონულად აწარმოებს და განათავსებს თავის ოფიციალურ ვებგვერდზე. შავ სიაში აისახება სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე იმ არაკეთილსინდისიერ პირთა, პრეტენდენტთა და მიმწოდებელთა მონაცემები, რომლებსაც შავ სიაში შეტანიდან 1 წლის განმავლობაში არა აქვთ უფლება, მონაწილეობა მიიღონ სახელმწიფო შესყიდვებში და დადონ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება. შავი სია ხელმისაწვდომია ნებისმიერი პირისათვის. შავი სიის წარმოების წესი და პირობები განისაზღვრება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით(შემდგომ – კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი).
სასამართლო განმარტავს, რომ თავის მხრივ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №-----------ით დამტკიცებული იქნა შავი სიის წარმოების წესი და პირობები’’, რომელიც შემუშავებულია „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის(შემდგომში – კანონი) შესაბამისად და განსაზღვრავს პრეტენდენტის/მიმწოდებლის სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრში(შემდგომში – შავი სია) დარეგისტრირების საფუძვლებს, შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში(შემდგომში – სააგენტო) წერილობითი შეტყობინების წარდგენის, ასევე სააგენტოს მიერ შავ სიასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღების წესსა და პირობებს. აღნიშნული წესის 2.1 მუხლის თანახმად, შავი სია წარმოადგენს სააგენტოს მიერ ელექტრონულად წარმოებულ ოფიციალურ რეესტრს, რომელშიც რეგისტრირებულ პრეტენდენტს/მიმწოდებელს შავ სიაში დარეგისტრირებიდან ერთი წლის განმავლობაში არ აქვს უფლება, მონაწილეობა მიიღოს სახელმწიფო შესყიდვაში და დადოს ხელშეკრულება. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი, სააგენტო შავ სიას აწარმოებს ელექტრონულად, საკუთარ ვებგვერდზე (www.procurement.gov.ge) და იგი ხელმისაწვდომია ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №-----------ით დამტკიცებული ,,შავი სიის წარმოების წესი და პირობების’’ მე-3 მუხლის თანახმად განსაზღვრულია შავ სიაში რეგისტრაციის საფუძვლები. კერძოდ,-დასახელებული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის შემთხვევაში, პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირების საფუძველია ერთ-ერთი შემდეგი გარემოების არსებობა: ა)პრეტენდენტი დისკვალიფიცირებულია ტენდერიდან ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის წარუდგენლობის (ასეთი მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში), ხელშეკრულების დადებაზე უარის თქმის ან/და ხელშეკრულების დადებაზე უარის სხვაგვარად გამოხატვის გამო; ბ)პრეტენდენტი დისკვალიფიცირებულია ტენდერიდან ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით არაკეთილსინდისიერი ქმედების ჩადენის გამო. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო შესყიდვის ნებისმიერი საშუალებით განხორციელებისას, გარდა კონსოლიდირებული ტენდერისა, პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირების საფუძველია ერთ-ერთი შემდეგი გარემოების არსებობა: ა)ხელშეკრულების დადების შემდეგ, ცნობილი გახდა, რომ პრეტენდენტმა/მიმწოდებელმა, ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით, ჩაიდინა არაკეთილსინდისიერი ქმედება. ბ) მიმწოდებელმა ვერ შეასრულა ან არაჯეროვნად შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და ამოწურულია ხელშეკრულების მოქმედების ვადა ან ხელშეკრულება ვადაზე ადრე შეწყდა შემსყიდველი ორგანიზაციის მხრიდან მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების გამო.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №-----------ით დამტკიცებული ,,შავი სიის წარმოების წესი და პირობების’’ 4.1 მუხლის თანახმად, შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირების მოთხოვნით დაუყოვნებლივ მიმართოს სააგენტოს წერილობითი შეტყობინებით, თუ წარმოიშობა პრეტენდენტის/მიმწოდებლის ამ წესის მე-3 მუხლით გათვალისწინებული შავ სიაში რეგისტრაციის საფუძველი. ამავე მუხლის მე-4 პუნქტით კი განსაზღვრულია, რომ ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული წერილობითი შეტყობინება უნდა იყოს დასაბუთებული და შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას (დოკუმენტაციას): ა)შესყიდვის განხორციელების საშუალების დასახელებას; ბ)ტენდერის შემთხვევაში – სატენდერო განცხადების ნომერს, კონკურსის შემთხვევაში – საკონკურსო განცხადების ნომერს, გამარტივებული შესყიდვის ან კონსოლიდირებული ტენდერის საფუძველზე დადებული ხელშეკრულების შემთხვევაში – შესაბამისი ხელშეკრულების სისტემის CMR მოდულში რეგისტრაციის ნომერს; გ)შესყიდვის ობიექტის დასახელებასა და მის შესაბამის კლასიფიკატორს – CPV კოდს; დ)შეტყობინებაში მითითებული პრეტენდენტის/მიმწოდებლის რეკვიზიტებს; ე) პრეტენდენტის შესაბამისი საფუძვლით დისკვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლებს – თუ წერილობითი შეტყობინება წარმოდგენილია ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის, მე-2 პუნქტის ან მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე; ვ)კონსოლიდირებულ ტენდერში გამარჯვებულად გამოვლენამდე პრეტენდენტის მიერ ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით არაკეთილსინდისიერი ქმედების ჩადენის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლებს – თუ წერილობითი შეტყობინება წარმოდგენილია ამ წესის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე; ზ)კონსოლიდირებულ ტენდერში მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების დადებაზე უარის თქმის ან/და ხელშეკრულებ(ებ)ის დადებაზე უარის სხვაგვარად გამოხატვის, ასევე კონსოლიდირებული ტენდერის შეწყვეტის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლებს – თუ წერილობითი შეტყობინება წარმოდგენილია ამ წესის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე; თ)ხელშეკრულების დადებამდე პრეტენდენტის/მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით არაკეთილსინდისიერი ქმედების ჩადენის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლებს – თუ წერილობითი შეტყობინება წარმოდგენილია ამ წესის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე; ი) ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლებს, ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტისას – ასევე ხელშეკრულების შეწყვეტის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლებს – თუ წერილობითი შეტყობინება წარმოდგენილია ამ წესის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის ან მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში წარდგენილი იქნა ააიპ ,,ქ--–--------------------–---------------------------------- 2018წლის 10 აპრილის N----–ერილობითი შეტყობინება, რომლითაც სააგენტოს ეცნობა შპს,,გ------–ას’’(საიდენტიფიკაციო კოდი: 4--------) მიერ NAT170014564 ელექტრონული ტენდერის შედეგად დადებული 2017 წლის 28 დეკემბრის N105 სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულების თაობაზე და ეთხოვა შპს ,,გ------–ას’’ შავ სიაში შეყვანა.
6.3. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №-----------ით დამტკიცებული ,,შავი სიის წარმოების წესი და პირობების’’ 5.12მუხლის თანახმად, სააგენტო წერილობით შეტყობინებას იხილავს და შესაბამის გადაწყვეტილებას იღებს წერილობითი შეტყობინების წარმოდგენიდან არაუმეტეს ორი თვის ვადაში. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, თუ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა დადგენისათვის აუცილებელია დამატებითი დრო, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვადა, სააგენტოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, შესაძლებელია გაგრძელდეს არაუმეტეს ერთი თვით. მე-5 პუნქტის თანახმად, წერილობითი შეტყობინების ამ წესის მე-4 მუხლით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის შემდეგ, სააგენტო პრეტენდენტს/მიმწოდებელს აცნობებს ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ და მიმართავს მას განმარტების წარმოდგენის მოთხოვნით. განმარტებაში აღნიშნული უნდა იყოს: ა) ეთანხმება თუ არა პრეტენდენტი/მიმწოდებელი წერილობით შეტყობინებაში მითითებულ გარემოებებს და რა ნაწილში; ბ)თუ პრეტენდენტი/მიმწოდებელი არ ეთანხმება წერილობით შეტყობინებაში მითითებულ გარემოებებს – კონკრეტული მტკიცებულებები, ფაქტები და გარემოებები, რომლებზეც იგი აფუძნებს საკუთარ მსჯელობას. მე-6 პუნქტის თანახმად, პრეტენდენტის/მიმწოდებლის მიერ განმარტების წარუდგენლობა არ აბრკოლებს ადმინისტრაციული წარმოების ჩატარებას. მე-9 პუნქტის თანახმად, სააგენტო წერილობით შეტყობინებას იხილავს ამ წესითა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI თავით დადგენილი წესების შესაბამისად.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №-----------ით დამტკიცებული ,,შავი სიის წარმოების წესი და პირობების’’ 7.1 მუხლის თანახმად, სააგენტო შავ სიაში დარეგისტრირებასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას იღებს საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის შედეგად, ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქმეში არსებული გარემოების გამოკვლევის, შეფასებისა და ურთიერთშეჯერების შედეგად, სააგენტო ადგენს,არსებობს თუ არა პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირების საფუძველი. იმ შემთხვევაში, თუ არსებობს ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული გარემოებები, სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირებაზე უარის თქმის შესახებ, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ არსებობს პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირების საფუძველი, სააგენტო, ამ მუხლის შესაბამისად, იღებს გადაწყვეტილებას პრეტენდენტის/მიმწოდებლის გაფრთხილების ან შავ სიაში დარეგისტრირების შესახებ. მე-4 პუნქტის თანახმად, სააგენტო უფლებამოსილია, უარი თქვას პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირებაზე, თუ არსებობს ქვემოთ ჩამოთვლილი ერთ-ერთი საფუძველი: ა)არ არსებობს პრეტენდენტის/მიმწოდებლის ამ წესის მე-3 მუხლით გათვალისწინებული შავ სიაში დარეგისტრირების საფუძვლები; ბ)შეტყობინებაში მითითებული პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირებით მნიშვნელოვნად დაირღვევა ბაზარზე კონკურენციის დაცვისა და საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის პრინციპები. ამავე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, შავ სიაში დარეგისტრირების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება იმ შემთხვევაში, თუ შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ წარდგენილი ინფორმაცია სრულად აკმაყოფილებს ამ წესის მე-3 და მე-4 მუხლებით განსაზღვრულ მოთხოვნებს და არ არის სახეზე შავ სიაში დარეგისტრირებაზე უარის თქმის ან გაფრთხილების საფუძველი.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად კი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ან სხვა სახის ქმედება, რომელიც იწვევს ადამიანის საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლებების ან თავისუფლებების შეზღუდვას, დაიშვება მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავის შესაბამისად, კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა. სწორედ საქმის გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე უნდა იქნეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილება მიღებული.
ზემოაღნიშნული ნორმების განმარტებიდან გამომდინარე ნათელია, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ ყოველმხრივ უნდა გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები და ისე გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი. დასახელებული ნორმების ანალიზის საფუძველზე სასამართლო განმარტავს, რომ სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო, უპირველეს ყოვლისა იკვლევს შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ წარდგენილი ინფორმაცია აკმაყოფილებს თუ არა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №-----------ით დამტკიცებული ,,შავი სიის წარმოების წესი და პირობების’’ მე-3 და მე-4 მუხლებით განსაზღვრულ მოთხოვნებს, შემდგომ კი სააგენტოს მიერ თავისი კომპეტენციის ფარგლებში სრულყოფილად უნდა იქნეს გამოკვლეული წარდგენილი მტკიცებულებები და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა იქნეს მიღებული გადაწყვეტილება პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირების თაობაზე, მითუმეტეს იმ პირობებში, როდესაც არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრში რეგისტრაცია იწვევს გარკვეული უფლებების შეზღუდვას და გარკვეული ზიანის მომტანი შესაძლოა აღმოჩნდეს მხარისათვის.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე მიაჩნია, რომ ააიპ ,,ქ--–--------------------–---------------------------------- მიერ სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში სრულად იქნა წარდგენილი სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015წლის 29 ოქტომბრის №-----------ით დამტკიცებული ,,შავი სიის წარმოების წესი და პირობების’’ მე-3 და მე-4 მუხლებით განსაზღვრული ინფორმაცია და შესაბამისი მტკიცებულებები, რაც ადასტურებდა შპს,,გ------–ას’’ მიერ ელექტრონული ტენდერის შედეგად დადებული 2017 წლის 28დეკემბრის N105 სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ჯეროვნად შეუსრულებლობის ფაქტს. დასახელებული გარემოებები საბოლოო ჯამში მოწმობს იმას, რომ სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის შესაბამისად საქმის ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევისა და ფაქტების დადასტურების შემდეგ იქნა მიღებული გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. რის გამოც სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №-----------ით დამტკიცებული ,,შავი სიის წარმოების წესი და პირობების’’ მე-7 მუხლის მე-6 პუნქტის საფუძველზე, მიზანშეწონილად მიიჩნია შპს ,,გ------–ას’’ მიმართ გამოეყენებინა შავ სიაში დარეგისტრირება. ამდენად, სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს 2018 წლის 07ივნისის N1---------------–--ა ,,შპს ,,გ------–ას’’ შავ სიაში დარეგისტრირების შესახებ” მიღებული იქნა კანონის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.
სასამართლო აქვე დამატებით განმარტავს შემდეგს: სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №-----------ით დამტკიცებული ,,შავი სიის წარმოების წესი და პირობების’’ მე-6 მუხლით განსაზღვრულია ადმინისტრაციული წარმოების შეჩერების წესი. კერძოდ,- დასახელებული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შავ სიაში დარეგისტრირებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოება ჩერდება იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტი/მიმწოდებელი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, სასამართლოში გაასაჩივრებს მის მიმართ შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლითაც წარმოიშვა ამ წესის მე-3 მუხლში მითითებული გარემოებები და სასამართლო, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით, საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით, შეუზღუდავს სააგენტოს წერილობით შეტყობინებაზე გადაწყვეტილების მიღების უფლებას. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული წარმოება გაგრძელდება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების შემდეგ, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების(განჩინების) სააგენტოსთვის საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩაბარებისთანავე.
მოცემულ შემთხვევაში როგორც მხარეთა განმარტებით ირკვევა, მოსარჩელეს ერთის მხრივ, ააიპ ,,ქალაქ რუსთავის საბავშვო ბაგა-ბაღების გაერთიანებასა’’ და მეორეს მხრივ, შპს ,,გ------–ას’’ შორის 2017 წლის 28 დეკემბერს გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების №-------––-------–---ს ჯეროვნად შესრულების საკითხი, სადავო განკარგულების გამოცემის დროისათვის სადავოდ არ ჰქონდა გამხდარი სასამართლოს წესით, კერძოდ- საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, სასამართლოში არ გაუსაჩივრებია მის მიმართ შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომლითაც წარმოიშვა ამ წესის მე-3 მუხლში მითითებული გარემოებები და სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით, საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით, სააგენტოსათვის არ შეუზღუდავს წერილობით შეტყობინებაზე გადაწყვეტილების მიღების უფლება. აღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლო მიუთითებს, რომ ზემოაღნიშნული მუხლის ნორმის საფუძველზე არ არსებობდა სამართლებრივი საფუძველი სააგენტოს შეეჩერებინა ადმინისტრაციული წარმოება შავ სიაში დარეგისტრირებასთან დაკავშირებით.
6.4. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო(ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, ან უკანონოდ ზღუდავს მას.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 601-ე მუხლში ჩამოთვლილია ის საფუძვლები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც შესაძლებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა. კერძოდ, დასახელებული მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება, ხოლო მოსარჩელის მიერ სასამართლოში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3 მუხლის შესაბამისად ვერ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ სადაო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის შემთხვევაში ადგილი ჰქონდა კანონით დადგენილი ისეთი პროცედურული ნორმების არსებით დარღვევას, რომლის არარსებობის შემთხვევაშიც ზემოაღნიშნულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ შპს ,,გ------–ას’’ სარჩელი უსაფუძვლოა, რადგან ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601-ე მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან, რის გამოც არ არსებობს შპს ,,გ------–ას’’ მიერ აღძრული სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ხოლო ამავე კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯებს მოიცავს სახელმწიფო ბაჟი, რაც მოსარჩელის მიერ გადახდილია დავის საგნის მოცულობის პროპორციულად. ამასთან, შპს ,,გ------–ას’’ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს. ამდენად, სასამართლო თვლის, რომ არ არსებობს მოსარჩელეზე სახელმწიფო ბაჟის დაკისრების სამართლებრივი საფუძველი, ხოლო მის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი კი უნდა ჩაითვალოს ბიუჯეტში გადახდილად.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
მოცემულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12, 22-ე, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შპს ,,გ------–ას’’ სარჩელი მოპასუხე- სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს, მესამე პირის- ააიპ ,,ქ--–--------------------–---------------------------------- მიმართ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის თაობაზე, არ დაკმაყოფილდეს.
2. მოსარჩელის მიერ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში(მდებარე: ქ.თბილისი, გრ.რობაქიძის გამზირი №7ა), დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან 14(თოთხმეტი) დღის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის(მდებარე: ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) მეშვეობით.
მოსამართლე ეკატერინე ჯინჭველაშვილი