გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/2800-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ილე ბ ა
საქართველოს სახელით
31 აგვისტო, 2018 წელი ქ.თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ეკატერინე ჯინჭველაშვილი
სხდომის მდივანი - გვანცა ჩალიგავა
მოსარჩელე - შპს ,,--------------------------------
წარმომადგენელი-თ---------------–-
მოპასუხე - სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო
წარმომადგენელი-თ---------------–---
მესამე პირი-დ--–-----------–----–------ი (ასკ 16.2 მუხლი)
წარმომადგენელი-ლ-–-----–--–---–-
დავის საგანი- ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1.ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2018 წლის 04 აპრილის №---------------–--ა ,,შპს ,,ზე ი--------------------------------- შავ სიაში დარეგისტრირების შესახებ’’(იხ. სასარჩელო განცხადება; ს.ფ. 2-15).
მოსარჩელის განმარტებით, შპს ,,ზ---------------------------------სა" და დ--–-----------–----–------ს შორის 2017 წლის 08 თებერვალს გაფორმდა ხელშეკრულება N--, რომელიც ითვალისწინებდა დ--–-----------–----–-----------------–----------------ს პანსიონის შენობის შეკეთებას. ხელშეკრულების საერთო ღირებულება შეადგენდა 27998.04 ლარს. შ------------------------------------------- მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები შესრულდა სრულად, რასაც ადასტურებს შპს,,---------–------------ს მიერ 2017 წლის 02 აგვისტოს გაცემული ინსპექტირების(ექსპერტიზის) ანგარიში NIR-17-07-A021, რომლის მიხედვითაც ს------–-------------რის პანსიონის შეკეთების ფაქტიურად შესრულებული სამუშაოების ღირებულება შეადგენს 26 81.09 ლარს. დ--–-----------–----–------ის მიერ გადახდილია, მხოლოდ 20686.90 ლარი, დანარჩენი თანხის გადახდაზე მუნიციპალიტეტმა უარი განაცხადა.
დ--–-----------–----–------ის მერმა 2018 წლის 06 თებერვალს გამოსცა ბ-------------/ს, რომლის მიხედვითაც შეწყდა დ--–-----------–----–------სა და შპს ,,------------------------------------’ შორის 2018 წლის 08 თებერვალს გაფორმებული ხელშეკრულება N--. აგრეთვე დ--–-----------–----–------მა 2018 წლის 06 თებერვლის NO7/2362 წერილით აცნობათ, რომ ცალმხრივად შეწყვიტეს ხელშეკრულება, საფუძვლად მითითებულია ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შეუსრულებლობა, კონკრეტულად არ მიუთითებიათ, თუ რა სამუშაო არ იყო შესრულებული. სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს, დ--–-----------–----–------ის მერიის 2018წლის 6 თებერვლის N---------–-----–ობითი შეტყობინებით(რეგისტრაციის N1231) ეცნობა შპს ,-------------------------------------- მიერ NAT160003895 ელექტრონული ტენდერის შედეგად დადებული 2017 წლის 8 თებერვლის N--------–-–-ფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულების თაობაზე.
მოსარჩელეს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განკარგულება მიღებულია კანონის მოთხოვნათა დარღვევით, რის გამოც ითხოვს ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2018 წლის 04 აპრილის №---------------–--ა
2. მხარეთა პოზიცია
2.1. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე - სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ, წერილობითი ფორმით წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სახეზე არ არის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის არცერთი საფუძველი, რადგან სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2018 წლის 04 აპრილის №---------------–--ა შპს ,-------------------------------------- შავ სიაში დარეგისტრირების შესახებ’’ გამოცემულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილი ყველა მოთხოვნის სრული დაცვით.
2.2. მესამე პირის პოზიცია
მესამე პირს- დ--–-----------–----–------ს, წერილობითი ფორმით შესაგებელი შპს,-------------------------------------- სარჩელზე არ წარმოუდგენია. სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულმა მესამე პირის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სარჩელი უსაფუძვლო, დაუსაბუთებელია და უარი უნდა ეთქვას მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. საქმეში წარმოდგენილი დ--–-----------–----–------ის CPV- 45200000 – სამუშაოები მთლიანი ან ნაწილობრივი მშენებლობისათვის და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები ერთეტაპიანი ელექტრონული ტენდერის აუქციონის გარეშე სატენდერო დოკუმენტაციით დგინდება, რომ სატენდერო დოკუმენტაციის 2.1.პუნქტის თანახმად, „მიმწოდებელი“ ვალდებულია უზრუნველყოს დ--–-----------–----–------ის, მ--------------ს ადმინისტრაციულ ერთეულში, ს------–-------------რი პანსიონის შეკეთება. სატენდერო დოკუმენტაციის 2.2. პუნქტის თანახმად, მომსახურების გაწევა უნდა დასრულდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან აღნიშნული სამუშაოების დაწყებიდან 25 კალენდარული დღის განმავლობაში. სატენდერო დოკუმენტაციის 2.3.პუნქტის თანახმად, სავარაუდო ღირებულება 35125(ოცდათხუთმეტი ათას ასოცდახუთი) ლარი.სატენდერო დოკუმენტაციის 3. გ) პუნქტის თანახმად, შესყიდვაში მონაწილეობის მსურველ პირს უკანასკნელი 3 წლის (2013 წლის პირველ დეკემბრიდან – 2016 წლის პირველ დეკემბრამდე) განმავლობაში საჭიროა ჰქონდეს შესრულებული 150000(ასორმოცდაათი ათასი წლარის ოდენობის სამშენებლო სამუშაოების შესრულების გამოცდილება. ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იყოს დანართი N3-ის შესაბამისად და უნდა აიტვირთოს დასრულებული სამუშაოების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლები (ხელშეკრულებები და მიღება-ჩაბარების აქტები). სატენდერო დოკუმენტაციის 5.2 პუნქტის თანახმად, ანგარიშსწორება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით ლარში, სამუშაოების საბოლოოდ დასრულების შემდეგ, სათანადო დოკუმენტების (ფორმა N2, ფორმა შუალედური მიღება-ჩაბარების აქტის, საგადასახადო ანგარიშფაქტურის ) წარმოდგენიდან 10(ათი) სამუშაო დღეში. სატენდერო დოკუმენტაციის 5.5 პუნქტის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ელექტრონული ვაჭრობის შედეგად გამარჯვებული მიმწოდებლის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესაბამისი ტენდერის შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, შემსყიდველ ორგანიზაციას უფლება აქვს გამარჯვებულ მომწოდებელს მოსთხოვოს მის მიერ დაფიქსირებული საბოლოო ფასის ხარჯთაღრიცხვის სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს’’ ან სხვა აკრედიტებული პირის მიერ გაცემული დასკვნა იმის გათვალისწინებით, რომ რამდენად შესაძლებელია აღნიშნული თანხით ტენდერით გათვალისწინებული სამუშაოს შესრულება.
სამუშაოების ეტაპობრივი მიღება-ჩაბარებისთვის, მიმწოდებელმა შემსყიდველს უნდა წარუდგინოს შესრულებული სამუშაოების აქტი-ფორმა N2 ფარული სამუშაოების აქტები(ასეთის არსებობის შემთხვევაში), დადასტურებული ტექნიკური ზედამხედველის ხელმოწერით, და საგადასახადო ანგარიშფაქტურა(თუ გააჩნია აღნიშნული საგადასახადო დოკუმენტის წარმოდგენის ვალდებულება). დამთავრებული სამუშაოების საბოლოო მიღება-ჩაბარებისთვის მიმწოდებელმა შემსყიდველს უნდა წარუდგინოს შესრულებული სამუშაოების აქტი-ფორმა N2 ფარული სამუშაოების აქტები(ასეთის არსებობის შემთხვევაში), დადასტურებული ტექნიკური ზედამხედველის ხელმოწერით და საგადასახადო ანგარიშფაქტურა(თუ გააჩნია აღნიშნული საგადასახადო დოკუმენტის წარმოდგენის ვალდებულება). საბოლოო მიღება-ჩაბარებისთვის მიმწოდებელმა შემსყიდველს, ასევე უნდა წარმოუდგინოს სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს’’ ან სხვა აკრედიტებული პირის მიერ გაცემული დასკვნა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- დ--–-----------–----–------ის CPV- 45200000 – სამუშაოები მთლიანი ან ნაწილობრივი მშენებლობისათვის და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები ერთეტაპიანი ელექტრონული ტენდერის აუქციონის გარეშე სატენდერო დოკუმენტაცია(ს.ფ. 117-122)
3.1.2. დადგენილია, რომ ელექტრონული სახელმწიფო შესყიდვის საფუძველზე, 2017წლის 08 თებერვალს ერთის მხრივ, დ--–----- მუნიციპალიტეტს(შემდგომში ,,შემსყიდველი“) და მეორეს მხრივ შპს „ზ----------------------------------’ შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება N--, რომლის თანახმადაც ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს დ--–-----------–----–------ის, მ--------------ს ა/ე ს------–-------------რის პანსიონის შეკეთება.
დასახელებული ხელშეკრულების 2.1 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების ღირებულება შეადგენს 27 998.04 (ოცდაშვიდი ათას ცხრაასოთხმოცდათვრამეტი ლარი და 04 თეთრი ლარს. დასახელებული ხელშეკრულების 2.2 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების ღირებულება გულისხმობს საერთო თანხას, რომელიც შემსყიდველმა უნდა გადაუხადოს მიმწოდებელის მიერ ნაკისრი ვალდებულებების სრული და ზედმიწევნით შესრულებისათვის
დასახელებული ხელშეკრულების 3.7 პუნქტის თანახმად, შესრულებული სამუშაოს ხარისხის საგარანტიო ვადად განისაზღვრება 2(ორი) წელი სამუშაოების საბოლოო მიღება-ჩაბარების გაფორმების დღიდან, რომლის განმავლობაშიც „მიმწოდებელი“ ვალდებულია საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს ექსპლოატაციის პროცესში წარმოქმნილი დაზიანებების და გამოვლენილი დეფექტების აღმოფხვრა შემსყიდველის მოთხოვნისთანავე. აღნიშნული არ გულისხმობს საგარანტიო პერიოდში დაზიანების აღდგენას, თუ დაზიანება გამოწვეული იქნება დაუძლეველი ძალის ზეგავლენით.
დასახელებული ხელშეკრულების 4.1 პუნქტის თანახმად, წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს მიწოდების ვადა სამუშაო დაიწყება პირველ აპრილიდან და გრძელდება 2017 წლის 26 აპრილის ჩათვლით. დასახელებული ხელშეკრულების 4.2 პუნქტის თანახმად, წინამდებარე ხელშეკრულების მოქმედების ვადა გრძელდება ხელშეკრულების გაფორმების დღიდან 2017 წლის 31 დეკემბერი.
დასახელებული ხელშეკრულების 5.5 პუნქტის თანახმად, დამთავრებული სამუშაოების საბოლოო მიღება-ჩაბარებისთვის მიმწოდებელმა შემსყიდველს უნდა წარუდგინოს შესრულებული სამუშაოების აქტი-ფორმა N2 ფარული სამუშაოების აქტები(ასეთის არსებობის შემთხვევაში), დადასტურებული ტექნიკური ზედამხედველის ხელმოწერით და საგადასახადო ანგარიშფაქტურა(თუ გააჩნია აღნიშნული საგადასახადო დოკუმენტის წარმოდგენის ვალდებულება). საბოლოო მიღება-ჩაბარებისთვის მიმწოდებელმა შემსყიდველს, ასევე უნდა წარმოუდგინოს სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს’’ ან სხვა აკრედიტებული პირის მიერ გაცემული დადებითი დასკვნა.
დასახელებული ხელშეკრულების 5.6 პუნქტის თანახმად, მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოების დასრულების შემდეგ საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების მიზნით სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ ან სხვა აკრედიტებული პირის მიერ გაცემული დადებითი დასკვნა წარმოადგინოს არაუგვიანეს 50 დღის ვადაში.
დასახელებული ხელშეკრულების 6.2 პუნქტის თანახმად, ანგარიშსწორება განხორციელდება ეტაპობრივად ან ერთჯერადი გადახდის გზით, მიმწოდებლის (მიერ შესრულებულ სამუშაოზე წარმოდგენილი შესაბამისი მიღება ჩაბარების აქტის, ფორმა N2 -ის და საგადასახადო ანგარიშფაქტურის (თუ გააჩნია აღნიშნული საგადასახადო დოკუმენტის წარმოდგენის, ვალდებულება) წარმოდგენის საფუძველზე 10 სამუშაო დღის განმავლობაში.
დასახელებული ხელშეკრულების 6.4 პუნქტის თანახმად, „მიმწოდებლის“ მოთხოვნისა, მხარეთა შორის 20%,–ის ფარგლებში წინასწარ ანგარიშსწორებაზე მიღწეული შეთანხმების შემთხვევაში, „მიმწოდებლის’’ მიერ უნდა იყოს წარმოდგენილი საბანკო გარანტიის საფუძველზე, რომლის მოქმედების ვადა 1(ერთი) თვით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულეების მიწოდების ვადას.
დასახელებული ხელშეკრულების 8.1.3 პუნქტის თანახმად, დადგენილ ვადაში ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის, ან არაჯეროვნად შესრულებისთვის, შესრულების ვადის გადაცილებისათვის მიმწოდებელს დაეკისრება პირგასამტეხლოს გადახდა, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების საერთო ღირებულების 0.02% ის ოდენობით. საჯარიმო სანქცია გადასდილ უნდა იქნეს ხელშეკრულების პირობის დარღვევიდან არაუგვიანეს 1თვის ვადაში.
დასახელებული ხელშეკრულების 8.2 პუნქტის თანახმად, იმ შემთხვევაში თუ მიმწოდებელი ვერ შეასრულებს 5.6 პუნქტით განსაზღვრულ პირობას მას დაეკისრება პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სახელშეკრულებო ღირებულების 0.1% -ის ოდენობით
დასახელებული ხელშეკრულების 8.3 პუნქტის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ შემსყიდველი ვერ უზრუნველყოფს ანგარიშსწორებას წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრული წესით და განსაზღვრულ ვადაში მას დაეკისრება საჯარიმო სანქცია ჩასარიცხი თანხის 0.01%–ის ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. შემსყიდველი თავისუფლდება საჯარიმო სანქციისგან თუ ანგარისწორების შეფერხება გამოწვეულია მისგან დამოუკიდებელი მიზეზით.
დასახელებული ხელშეკრულების 9.1 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების დამდები ერთ-ერთი მხარის მიერ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში მეორე მხარეს შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება ხელშეკრულების სრული ან მისი ცალკეული პირობების მოქმედების ცალმხრივად შეწყვეტის შესახებ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2017 წლის 08 თებერვლის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება №27(ს.ფ 16-21)
3.1.3. საქმეში წარმოდგენილი 2017 წლის 01 მაისის დ--–-----------–----–------ისა და შპს ,,ზ---------------------------------- შორის 2017 წლის 08 თებერვალს №------––-------–--აზე დადებული N2 შეთანხმებით დგინდება, რომ მხარეები შეთანხმდნენ შემდეგზე: 2017 წლის 08 თებერვალის №------––-------–--ის მე-12 მუხლის გათვალისწინებით, სამუშაოები განახლდეს კორექტირებული ხარჯთაღრიცხვით 2017წლის 01 მაისიდან და სამუშაოს მიწოდების ვადად განისაზღვროს 2017 წლის 22მაისი. სახელშეკრულებო ღირებულება ნაცვლად 27 995.04(ოცდაშვიდი ათას ცხრაას ოთხმოცდათვრამეტი ლარი და 04 თეთრი) ლარისა, განისაზღვროს 27 995.28(ოცდაშვიდი ათას ცხრაას ოთხმოცდათხუთმეტი ლარი და 28 თეთრი) ლარით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2017 წლის 01 მაისის დ--–-----------–----–------სა და შპს ,,ზ---------------------------------- შორის 2017 წლის 08 თებერვლის №------––-------–--აზე დადებული შეთანხმება №2(ს.ფ 141)
3.1.4. საქმეში წარმოდგენილი შ--------------–---------ის 2017 წლის 2 აგვისტოს ექსპერტიზის № IR _17-07-A021 ანგარიშით დგინდება, რომ შ-------------------------------------------ს/კ 4--------) მიერ, განაცხადი №17_07-A02 წარდგენილი დოკუმენტაციისა და მასალების, ჩატარებული აზომვითი სამუშაოების შედეგად მიღებული მონაცემებისა და მოქმედი ტექნიკური რეგულირების დოკუმენტების მოთხოვნათა შესაბამისად, ქ.დ--–-----------–----–------ის, მ--------------ს ა/ე ს------–-------------რის პანსიონის შეკეთებისა და ფაქტიურად შესრულებული სამუშაოების ღირებულება შეადგენს 26181.09(ოცდაექვსიათას ასოთხმოცდაერთი და 09/100) ლარს დღგ-ს ჩათვლით, რაც 1814.19 ლარით ნაკლებია წარდგენილი ფორმა №2-ში შესრულებულად ნაჩვენებ 27995.28(ოცდაშვითიათას ცხრაასოთხმოცდათხუთმეტი და 28 თეთრი) ლარზე.
ინსპექტირებისათვის წარდგენილი შესრულებული სამუშაოების აქტთან (ფორმა№2) შედარებით, დამატებით შესრულებული სამუშაოები, რომელთა ღირებულება შედგენს 27.47( ოცდაშვიდი და 47/100) ლარს დღგ-ს ჩათვლით, გამოტანილია ცალკე ცხრილში და მათ ჩათვლის საკითხი შემსყიდველის გადასაწყვეტია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- შ--------------–---------“ის 2017 წლის 2 აგვისტოს ექსპერტიზის №IR _17-07-A021 ანგარიში(ს.ფ 32-45)
3.1.5. დ--–-----------–----–------ის 2017 წლის 18 სექტემბრის N09/10330 წერილით, შპს,,ზე------------------------------------ეცნობა, რომ ექსპერტიზის დასკვნას დაუდგინდა გარკვეული ხარვეზი, კერძოდ-ხარჯთაღრიცხვის ორი პოზიციით გათვალისწინებული სამუშაო შესრულებული იყო არადამაკმაყოფილებლად, მიმწოდებელს წერილით ეთხოვა ხარვეზის გამოსწორება და შესაბამისი ექსპერტიზის წარდგენა.
აღნიშნული წერილის პასუხად, შპს ,,-------------------------------------’ 2017 წლის 19სექტემბრის წერილით, დ--–-----------–----–------ს აცნობა, რომ გამოასწორა ხარვეზი, ამასთან შემსყიდველ ორგანიზაციას ეთხოვა უკვე წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნის გათვალისწინება და თანხის ანაზღაურება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სსიპ სახელმწიფო შესყიდვების საგენტოს 2018 წლის 04 აპრილის გა---------–-------2 ,-–------------------------------------------- შავ სიაში დარეგისტრირების შესახებ’’(იხ. ს.ფ. 53-56)
-მხარეთა ახსნა-განმარტება(იხ. 2018 წლის 30 აგვისტოს სასამართლო სხდომის ოქმი)
3.1.6. დ--–-----------–----–------ის მერის 2018 წლის 06 თებერვლის N208/ს ბრძანებით შეწყდა დ--–-----------–----–------სა და შპს ,-------------------------------------’’ შორის 2017 წლის 8 თებერვალს დადებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N-- ხელშეკრულება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- დ--–-----------–----–------ის მერის 2018 წლის 06 თებერვლის ბ-------------/ს ,,დ--–-----------–----–------სა და შპს ,,ზ---------------------------------- შორის 2017 წლის 8 თებერვალს №27 დადებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ შესრულებული ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლის გამო შეწყვეტის შესახებ’’(ს.ფ. 51)
3.1.7. დ--–------------–----–-------ს მერის 2018 წლის 06 თებერვლის №07/2362 წერილით, შპს,,---------------------------- დ--–-----------–----–------სა და შპს ,,---------------------------- შორის 2017 წლის 8 თებერვლას №27 გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების მიხედვით განსაზღვრულ შესყიდვებთან დაკავშირებით ეცნობა, რომ ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაოს შეუსრულებლობის გამო ცალმხრივად შეუწყდა ხელშეკრულება, ასევე ეცნობა, რომ ზემოხსენებული ხელშეკრულების გათვალისიწინებით დაერიცხათ, ყოველ ვადა გადაცილებულ დღეზე ჯარიმები, სახელშეკრულებო ღირებულების 0.02 %-ის ოდენობით
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- დ--–-----------–----–------ის მერის 2018 წლის 06 თებერვლის №07/2362 წერილი (ს.ფ 52)
3.1.8. სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში,2018 წლის 6 თებერვალს წარდგენილი იქნა დ--–------------–----–-------ს მერიის 2018 წლის 6 თებერვლის N07/2384 წერილობითი შეტყობინება, რომლითაც სააგენტოს ეცნობა შ-------------------------------------------(საიდენტიფიკაციო კოდი: 4--------) მიერ NAT160003895 ელექტრონული ტენდერის შედეგად დადებული 2017 წლის 8თებერვლის N--------–-–-ფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულების თაობაზე.
სსიპ სახელწიფო შესყიდვების სააგენტომ შპს ,,------------------------------------’ სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში მის პროფილში მითითებული ელექტრონული ფოსტის მისამართის- ------------------------------------ მეშვეობით, 2018 წლის 13 თებერვლის N--- წერილით აცნობა სააგენტოში შემსყიდველი ორგანიზაციის წერილობითი შეტყობინების წარმოდგენის თაობაზე და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის N------------თ დამტკიცებული ,,შავი სიის წარმოების წესისა და პირობების” მე-5 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად სთხოვა ხსენებულ საქმეზე წერილობითი განმარტების წარდგენა.
სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს 2018 წლის 13 თებერვლის N--- წერილის პასუხად, შპს ,--------------------------------------’’ სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში 2018 წლის 22 თებერვალს წარადგინა განმარტება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სსიპ სახელმწიფო შესყიდვების საგენტოს 2018 წლის 04 აპრილის გა---------–-------2 ,,შ------------------------------------------- შავ სიაში დარეგისტრირების შესახებ’’(იხ. ს.ფ. 53-56)
-მხარეთა ახსნა-განმარტება(იხ. 2018 წლის 30 აგვისტოს სასამართლო სხდომის ოქმი)
-–------------------------------------------’’ 2018 წლის 22 თებერვლის განმარტება(ს.ფ. 116)
3.1.9. სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2018 წლის 04აპრილის №---------------–--ის საფუძველზე დადგინდა, რომ შპს ,------------------------------------“(ს/კ:4--------) 2018 წლის 5 აპრილს დარეგისტრირდეს შავ სიაში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2018წლის 20 აპრილის №---------------–--ა ,,შპს ,,ზ--------------------------- შავ სიაში დარეგისტრირების შესახებ’’(ს.ფ. 53-56)
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, მხარეები ადმინისტრაციული საქმის განხილვისას სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა დადასტურდეს ეს ფაქტები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო იმ გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებების წარმოდგენა, რომელზეც იგი ამყარებდა თავის სასარჩელო მოთხოვნას. ამასთან მის მიერ წარმოდგენილი არ არის რაიმე სახის წერილობითი მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა, რომ ადმინისტრაციული აქტის გამოცემისას დარღვეულია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნები.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ გასაჩივრებული აქტის მიღებისას ადგილი არ ჰქონია კანონის ისეთ დარღვევას, რომლის არარსებობის შემთხვევაში საქმეზე სხვაგვარი გადაწყვეტილება იქნებოდა მიღებული. შესაბამისად, შ------------------------------------------- სასარჩელო მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ’’ საქართველოს კანონი, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №-------------- დამტკიცებული ,,შავი სიის წარმოების წესი და პირობები’’, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე, 32-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.
აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული- სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2018 წლის 04 აპრილის №---------------–--ა ,,შ------------------------------------------- შავ სიაში დარეგისტრირების შესახებ”, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის თანახმად წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომლის კანონშესაბამისობაც სასამართლომ უნდა შეამოწმოს მოცემული სარჩელის ფარგლებში.
6.2. ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ’’ საქართველოს კანონის 1.1. მუხლის თანახმად, ეს კანონი ადგენს სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების ზოგად სამართლებრივ, ორგანიზაციულ და ეკონომიკურ პრინციპებს. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ამ კანონით დადგენილი წესები ვრცელდება ყველა სახის სახელმწიფო შესყიდვაზე, „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვების გარდა. აღნიშნული კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტის თანახმად, შემსყიდველი ორგანიზაცია არის ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სახსრებით შესყიდვის განმახორციელებელი პირი, რომელიც სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში რეგისტრირდება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილი წესის შესაბამისად. ამავე მუხლის ,,ი1’’ ქვეპუნქტის თანახმად კი, პრეტენდენტი არის პირი, რომელმაც სახელმწიფო შესყიდვის პროცედურაში მონაწილეობის მიზნით გადაიხადა საფასური.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ელექტრონული სახელმწიფო შესყიდვის საფუძველზე, 2017წლის 08 თებერვალს ერთის მხრივ, დ--–----- მუნიციპალიტეტს(შემდგომში ,,შემსყიდველი“) და მეორეს მხრივ შ--------------------------------------ს” შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება N--, რომლის თანახმადაც ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს დ--–-----------–----–------ის, მ--------------ს ა/ე ს------–-------------რის პანსიონის შეკეთება. დასახელებული ხელშეკრულების 2.1პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების ღირებულება შეადგენს 27 998.04 (ოცდაშვიდი ათას ცხრაასოთხმოცდათვრამეტი ლარი და 04 თეთრი ლარს. დასახელებული ხელშეკრულების 2.2 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების ღირებულება გულისხმობს საერთო თანხას, რომელიც შემსყიდველმა უნდა გადაუხადოს მიმწოდებელის მიერ ნაკისრი ვალდებულებების სრული და ზედმიწევნით შესრულებისათვის; დასახელებული ხელშეკრულების 3.7 პუნქტის თანახმად, შესრულებული სამუშაოს ხარისხის საგარანტიო ვადად განისაზღვრება 2(ორი) წელი სამუშაოების საბოლოო მიღება-ჩაბარების გაფორმების დღიდან, რომლის განმავლობაშიც „მიმწოდებელი“ ვალდებულია საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს ექსპლოატაციის პროცესში წარმოქმნილი დაზიანებების და გამოვლენილი დეფექტების აღმოფხვრა შემსყიდველის მოთხოვნისთანავე. აღნიშნული არ გულისხმობს საგარანტიო პერიოდში დაზიანების აღდგენას, თუ დაზიანება გამოწვეული იქნება დაუძლეველი ძალის ზეგავლენით; დასახელებული ხელშეკრულების 4.1 პუნქტის თანახმად, წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს მიწოდების ვადა სამუშაო დაიწყება პირველ აპრილიდან და გრძელდება 2017 წლის 26 აპრილის ჩათვლით; დასახელებული ხელშეკრულების 4.2 პუნქტის თანახმად, წინამდებარე ხელშეკრულების მოქმედების ვადა გრძელდება ხელშეკრულების გაფორმების დღიდან 2017 წლის 31 დეკემბერი; დასახელებული ხელშეკრულების 5.5 პუნქტის თანახმად, დამთავრებული სამუშაოების საბოლოო მიღება-ჩაბარებისთვის მიმწოდებელმა შემსყიდველს უნდა წარუდგინოს შესრულებული სამუშაოების აქტი-ფორმა N2 ფარული სამუშაოების აქტები(ასეთის არსებობის შემთხვევაში), დადასტურებული ტექნიკური ზედამხედველის ხელმოწერით და საგადასახადო ანგარიშფაქტურა(თუ გააჩნია აღნიშნული საგადასახადო დოკუმენტის წარმოდგენის ვალდებულება). საბოლოო მიღება-ჩაბარებისთვის მიმწოდებელმა შემსყიდველს, ასევე უნდა წარმოუდგინოს სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ ან სხვა აკრედიტებული პირის მიერ გაცემული დადებითი დასკვნა; დასახელებული ხელშეკრულების 5.6 პუნქტის თანახმად, მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოების დასრულების შემდეგ საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების მიზნით სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ ან სხვა აკრედიტებული პირის მიერ გაცემული დადებითი დასკვნა წარმოადგინოს არაუგვიანეს 50 დღის ვადაში; დასახელებული ხელშეკრულების 6.2 პუნქტის თანახმად, ანგარიშსწორება განხორციელდება ეტაპობრივად ან ერთჯერადი გადახდის გზით, მიმწოდებლის(მიერ შესრულებულ სამუშაოზე წარმოდგენილი შესაბამისი მიღება ჩაბარების აქტის, ფორმა N2 -ის და საგადასახადო ანგარიშფაქტურის(თუ გააჩნია აღნიშნული საგადასახადო დოკუმენტის წარმოდგენის, ვალდებულება) წარმოდგენის საფუძველზე 10 სამუშაო დღის განმავლობაში; დასახელებული ხელშეკრულების 9.1პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების დამდები ერთ-ერთი მხარის მიერ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში მეორე მხარეს შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება ხელშეკრულების სრული ან მისი ცალკეული პირობების მოქმედების ცალმხრივად შეწყვეტის შესახებ.
დადგენილია ასევე, რომ 2017 წლის 01 მაისის დ--–-----------–----–------ისა და შპს,,ზ---------------------------------- შორის 2017 წლის 08 თებერვალს №------––-------–--აზე დადებული N2 შეთანხმებით მხარეები შეთანხმდნენ შემდეგზე: 2017წლის 08 თებერვალის №------––-------–--ის მე-12 მუხლის გათვალისწინებით, სამუშაოები განახლდეს კორექტირებული ხარჯთაღრიცხვით 2017წლის 01 მაისიდან და სამუშაოს მიწოდების ვადად განისაზღვროს 2017 წლის 22მაისი. სახელშეკრულებო ღირებულება ნაცვლად 27 995.04(ოცდაშვიდი ათას ცხრაას ოთხმოცდათვრამეტი ლარი და 04თეთრი) ლარისა, განისაზღვროს 27 995.28(ოცდაშვიდი ათას ცხრაას ოთხმოცდათხუთმეტი ლარი და 28 თეთრი) ლარით.
,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ,,მ’’ ქვეპუნქტის თანახმად, შესყიდვებში მონაწილე არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრი(შემდგომ – შავი სია) – შავი სია, რომელსაც სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო ელექტრონულად აწარმოებს და განათავსებს თავის ოფიციალურ ვებგვერდზე. შავ სიაში აისახება სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე იმ არაკეთილსინდისიერ პირთა, პრეტენდენტთა და მიმწოდებელთა მონაცემები, რომლებსაც შავ სიაში შეტანიდან 1 წლის განმავლობაში არა აქვთ უფლება, მონაწილეობა მიიღონ სახელმწიფო შესყიდვებში და დადონ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება. შავი სია ხელმისაწვდომია ნებისმიერი პირისათვის. შავი სიის წარმოების წესი და პირობები განისაზღვრება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით (შემდგომ – კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი).
სასამართლო განმარტავს, რომ თავის მხრივ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №-------------- დამტკიცებული იქნა შავი სიის წარმოების წესი და პირობები’’, რომელიც შემუშავებულია „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის(შემდგომში – კანონი) შესაბამისად და განსაზღვრავს პრეტენდენტის/მიმწოდებლის სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრში(შემდგომში – შავი სია) დარეგისტრირების საფუძვლებს, შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში(შემდგომში – სააგენტო) წერილობითი შეტყობინების წარდგენის, ასევე სააგენტოს მიერ შავ სიასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღების წესსა და პირობებს. აღნიშნული წესის 2.1 მუხლის თანახმად, შავი სია წარმოადგენს სააგენტოს მიერ ელექტრონულად წარმოებულ ოფიციალურ რეესტრს, რომელშიც რეგისტრირებულ პრეტენდენტს/მიმწოდებელს შავ სიაში დარეგისტრირებიდან ერთი წლის განმავლობაში არ აქვს უფლება, მონაწილეობა მიიღოს სახელმწიფო შესყიდვაში და დადოს ხელშეკრულება. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი, სააგენტო შავ სიას აწარმოებს ელექტრონულად, საკუთარ ვებგვერდზე (www.procurement.gov.ge) და იგი ხელმისაწვდომია ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №-------------- დამტკიცებული ,,შავი სიის წარმოების წესი და პირობების’’ მე-3 მუხლის თანახმად განსაზღვრულია შავ სიაში რეგისტრაციის საფუძვლები. კერძოდ,-დასახელებული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის შემთხვევაში, პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირების საფუძველია ერთ-ერთი შემდეგი გარემოების არსებობა: ა) პრეტენდენტი დისკვალიფიცირებულია ტენდერიდან ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის წარუდგენლობის (ასეთი მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში), ხელშეკრულების დადებაზე უარის თქმის ან/და ხელშეკრულების დადებაზე უარის სხვაგვარად გამოხატვის გამო; ბ) პრეტენდენტი დისკვალიფიცირებულია ტენდერიდან ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით არაკეთილსინდისიერი ქმედების ჩადენის გამო. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო შესყიდვის ნებისმიერი საშუალებით განხორციელებისას, გარდა კონსოლიდირებული ტენდერისა, პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირების საფუძველია ერთ-ერთი შემდეგი გარემოების არსებობა: ა)ხელშეკრულების დადების შემდეგ, ცნობილი გახდა, რომ პრეტენდენტმა/მიმწოდებელმა, ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით, ჩაიდინა არაკეთილსინდისიერი ქმედება. ბ)მიმწოდებელმა ვერ შეასრულა ან არაჯეროვნად შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და ამოწურულია ხელშეკრულების მოქმედების ვადა ან ხელშეკრულება ვადაზე ადრე შეწყდა შემსყიდველი ორგანიზაციის მხრიდან მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების გამო.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №-------------- დამტკიცებული ,,შავი სიის წარმოების წესი და პირობების’’ 4.1 მუხლის თანახმად, შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირების მოთხოვნით დაუყოვნებლივ მიმართოს სააგენტოს წერილობითი შეტყობინებით, თუ წარმოიშობა პრეტენდენტის/მიმწოდებლის ამ წესის მე-3 მუხლით გათვალისწინებული შავ სიაში რეგისტრაციის საფუძველი. ამავე მუხლის მე-4 პუნქტით კი განსაზღვრულია, რომ ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული წერილობითი შეტყობინება უნდა იყოს დასაბუთებული და შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას (დოკუმენტაციას): ა)შესყიდვის განხორციელების საშუალების დასახელებას; ბ)ტენდერის შემთხვევაში – სატენდერო განცხადების ნომერს, კონკურსის შემთხვევაში – საკონკურსო განცხადების ნომერს, გამარტივებული შესყიდვის ან კონსოლიდირებული ტენდერის საფუძველზე დადებული ხელშეკრულების შემთხვევაში – შესაბამისი ხელშეკრულების სისტემის CMR მოდულში რეგისტრაციის ნომერს; გ) შესყიდვის ობიექტის დასახელებასა და მის შესაბამის კლასიფიკატორს – CPV კოდს; დ)შეტყობინებაში მითითებული პრეტენდენტის/მიმწოდებლის რეკვიზიტებს; ე) პრეტენდენტის შესაბამისი საფუძვლით დისკვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლებს – თუ წერილობითი შეტყობინება წარმოდგენილია ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის, მე-2 პუნქტის ან მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე; ვ)კონსოლიდირებულ ტენდერში გამარჯვებულად გამოვლენამდე პრეტენდენტის მიერ ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით არაკეთილსინდისიერი ქმედების ჩადენის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლებს – თუ წერილობითი შეტყობინება წარმოდგენილია ამ წესის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე; ზ)კონსოლიდირებულ ტენდერში მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების დადებაზე უარის თქმის ან/და ხელშეკრულებ(ებ)ის დადებაზე უარის სხვაგვარად გამოხატვის, ასევე კონსოლიდირებული ტენდერის შეწყვეტის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლებს – თუ წერილობითი შეტყობინება წარმოდგენილია ამ წესის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე; თ)ხელშეკრულების დადებამდე პრეტენდენტის/მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით არაკეთილსინდისიერი ქმედების ჩადენის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლებს – თუ წერილობითი შეტყობინება წარმოდგენილია ამ წესის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე; ი) ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლებს, ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტისას – ასევე ხელშეკრულების შეწყვეტის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლებს – თუ წერილობითი შეტყობინება წარმოდგენილია ამ წესის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის ან მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში 2018 წლის 6 თებერვალს წარდგენილი იქნა დ--–------------–----–-------ს მერიის 2018წლის 6 თებერვლის N07/2384 წერილობითი შეტყობინება, რომლითაც სააგენტოს ეცნობა შ-------------------------------------------(საიდენტიფიკაციო კოდი: 4--------) მიერ NAT160003895 ელექტრონული ტენდერის შედეგად დადებული 2017 წლის 8თებერვლის N--------–-–-ფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულების თაობაზე.
6.3. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №-------------- დამტკიცებული ,,შავი სიის წარმოების წესი და პირობების’’ 5.12მუხლის თანახმად, სააგენტო წერილობით შეტყობინებას იხილავს და შესაბამის გადაწყვეტილებას იღებს წერილობითი შეტყობინების წარმოდგენიდან არაუმეტეს ორი თვის ვადაში. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, თუ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა დადგენისათვის აუცილებელია დამატებითი დრო, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვადა, სააგენტოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, შესაძლებელია გაგრძელდეს არაუმეტეს ერთი თვით. მე-5 პუნქტის თანახმად, წერილობითი შეტყობინების ამ წესის მე-4 მუხლით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის შემდეგ, სააგენტო პრეტენდენტს/მიმწოდებელს აცნობებს ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ და მიმართავს მას განმარტების წარმოდგენის მოთხოვნით. განმარტებაში აღნიშნული უნდა იყოს: ა) ეთანხმება თუ არა პრეტენდენტი/მიმწოდებელი წერილობით შეტყობინებაში მითითებულ გარემოებებს და რა ნაწილში; ბ)თუ პრეტენდენტი/მიმწოდებელი არ ეთანხმება წერილობით შეტყობინებაში მითითებულ გარემოებებს – კონკრეტული მტკიცებულებები, ფაქტები და გარემოებები, რომლებზეც იგი აფუძნებს საკუთარ მსჯელობას. მე-6 პუნქტის თანახმად, პრეტენდენტის/მიმწოდებლის მიერ განმარტების წარუდგენლობა არ აბრკოლებს ადმინისტრაციული წარმოების ჩატარებას. მე-9 პუნქტის თანახმად, სააგენტო წერილობით შეტყობინებას იხილავს ამ წესითა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI თავით დადგენილი წესების შესაბამისად.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №-------------- დამტკიცებული ,,შავი სიის წარმოების წესი და პირობების’’ 7.1 მუხლის თანახმად, სააგენტო შავ სიაში დარეგისტრირებასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას იღებს საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის შედეგად, ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქმეში არსებული გარემოების გამოკვლევის, შეფასებისა და ურთიერთშეჯერების შედეგად, სააგენტო ადგენს, არსებობს თუ არა პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირების საფუძველი. იმ შემთხვევაში, თუ არსებობს ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული გარემოებები, სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირებაზე უარის თქმის შესახებ, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ არსებობს პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირების საფუძველი, სააგენტო, ამ მუხლის შესაბამისად, იღებს გადაწყვეტილებას პრეტენდენტის/მიმწოდებლის გაფრთხილების ან შავ სიაში დარეგისტრირების შესახებ. მე-4 პუნქტის თანახმად, სააგენტო უფლებამოსილია, უარი თქვას პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირებაზე, თუ არსებობს ქვემოთ ჩამოთვლილი ერთ-ერთი საფუძველი: ა)არ არსებობს პრეტენდენტის/მიმწოდებლის ამ წესის მე-3 მუხლით გათვალისწინებული შავ სიაში დარეგისტრირების საფუძვლები; ბ)შეტყობინებაში მითითებული პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირებით მნიშვნელოვნად დაირღვევა ბაზარზე კონკურენციის დაცვისა და საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის პრინციპები. ამავე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, შავ სიაში დარეგისტრირების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება იმ შემთხვევაში, თუ შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ წარდგენილი ინფორმაცია სრულად აკმაყოფილებს ამ წესის მე-3 და მე-4 მუხლებით განსაზღვრულ მოთხოვნებს და არ არის სახეზე შავ სიაში დარეგისტრირებაზე უარის თქმის ან გაფრთხილების საფუძველი.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად კი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ან სხვა სახის ქმედება, რომელიც იწვევს ადამიანის საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლებების ან თავისუფლებების შეზღუდვას, დაიშვება მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავის შესაბამისად, კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა. სწორედ საქმის გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე უნდა იქნეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილება მიღებული.
ზემოაღნიშნული ნორმების განმარტებიდან გამომდინარე ნათელია, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ ყოველმხრივ უნდა გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები და ისე გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი. დასახელებული ნორმების ანალიზის საფუძველზე სასამართლო განმარტავს, რომ სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო, უპირველეს ყოვლისა იკვლევს შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ წარდგენილი ინფორმაცია აკმაყოფილებს თუ არა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №-------------- დამტკიცებული ,,შავი სიის წარმოების წესი და პირობების’’ მე-3 და მე-4 მუხლებით განსაზღვრულ მოთხოვნებს, შემდგომ კი სააგენტოს მიერ თავისი კომპეტენციის ფარგლებში სრულყოფილად უნდა იქნეს გამოკვლეული წარდგენილი მტკიცებულებები და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა იქნეს მიღებული გადაწყვეტილება პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირების თაობაზე, მითუმეტეს იმ პირობებში, როდესაც არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრში რეგისტრაცია იწვევს გარკვეული უფლებების შეზღუდვას და გარკვეული ზიანის მომტანი შესაძლოა აღმოჩნდეს მხარისათვის.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე მიაჩნია, რომ დ--–-----------–----–------ის მიერ სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში სრულად იქნა წარდგენილი სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015წლის 29 ოქტომბრის №-------------- დამტკიცებული ,,შავი სიის წარმოების წესი და პირობების’’ მე-3 და მე-4 მუხლებით განსაზღვრული ინფორმაცია და შესაბამისი მტკიცებულებები, რაც ადასტურებდა შ------------------------------------------- მიერ ელექტრონული ტენდერის შედეგად დადებული 2017 წლის 8თებერვლის N--------–-–-ფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ჯეროვნად შეუსრულებლობის ფაქტს. დასახელებული გარემოებები საბოლოო ჯამში მოწმობს იმას, რომ სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის შესაბამისად საქმის ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევისა და ფაქტების დადასტურების შემდეგ იქნა მიღებული გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. რის გამოც სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29ოქტომბრის №-------------- დამტკიცებული ,,შავი სიის წარმოების წესი და პირობების’’ მე-7 მუხლის მე-6 პუნქტის საფუძველზე, მიზანშეწონილად მიიჩნია შპს,------------------------------------ს’’ მიმართ გამოეყენებინა შავ სიაში დარეგისტრირება. ამასთან, აღსანიშნავია ის გარემოება, რომ შპს ,,------------------------------------’ 2017წლის 7 ნოემბერს მიეცა გაფრთხილება ელექტრონული ტენდერის საშუალებით დადებული 2017 წლის 8 თებერვლის N----ახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების გამო, ხოლო სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29ოქტომბრის №-------------- დამტკიცებული ,,შავი სიის წარმოების წესი და პირობების’’ მე-7 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, გაფრთხილება გამოიყენება ერთხელ და მოქმედებს ერთი წლის განმავლობაში. შ------------------------------------------- გაფრთხილების მოქმედების ვადა კი იწურება 2018 წლის 7 ნოემბერს. ამდენად, სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს 2018 წლის 04 აპრილის N992 განკარგულება ,,შ------------------------------------------- შავ სიაში დარეგისტრირების შესახებ” მიღებული იქნა კანონის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.
სასამართლო აქვე დამატებით განმარტავს შემდეგს: სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №-------------- დამტკიცებული ,,შავი სიის წარმოების წესი და პირობების’’ მე-6 მუხლით განსაზღვრულია ადმინისტრაციული წარმოების შეჩერების წესი. კერძოდ,- დასახელებული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შავ სიაში დარეგისტრირებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოება ჩერდება იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტი/მიმწოდებელი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, სასამართლოში გაასაჩივრებს მის მიმართ შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლითაც წარმოიშვა ამ წესის მე-3 მუხლში მითითებული გარემოებები და სასამართლო, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით, საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით, შეუზღუდავს სააგენტოს წერილობით შეტყობინებაზე გადაწყვეტილების მიღების უფლებას. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული წარმოება გაგრძელდება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების შემდეგ, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების(განჩინების) სააგენტოსთვის საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩაბარებისთანავე.
მოცემულ შემთხვევაში როგორც მხარეთა განმარტებით ირკვევა, მოსარჩელეს ერთის მხრივ, დ--–----- მუნიციპალიტეტსა და მეორეს მხრივ, შპს ,,------------------------------------’ შორის 2017 წლის 8 თებერვალს გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების №------––-------–--ის ჯეროვნად შესრულების საკითხი, სადავო განკარგულების გამოცემის დროისათვის სადავოდ არ ჰქონდა გამხდარი სასამართლოს წესით, კერძოდ- საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, სასამართლოში არ გაუსაჩივრებია მის მიმართ შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომლითაც წარმოიშვა ამ წესის მე-3 მუხლში მითითებული გარემოებები და სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით, საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით, სააგენტოსათვის არ შეუზღუდავს წერილობით შეტყობინებაზე გადაწყვეტილების მიღების უფლება. აღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლო მიუთითებს, რომ ზემოაღნიშნული მუხლის ნორმის საფუძველზე არ არსებობდა სამართლებრივი საფუძველი სააგენტოს შეეჩერებინა ადმინისტრაციული წარმოება შავ სიაში დარეგისტრირებასთან დაკავშირებით.
6.4. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო(ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, ან უკანონოდ ზღუდავს მას.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 601-ე მუხლში ჩამოთვლილია ის საფუძვლები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც შესაძლებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა. კერძოდ, დასახელებული მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება, ხოლო მოსარჩელის მიერ სასამართლოში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3 მუხლის შესაბამისად ვერ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ სადაო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის შემთხვევაში ადგილი ჰქონდა კანონით დადგენილი ისეთი პროცედურული ნორმების არსებით დარღვევას, რომლის არარსებობის შემთხვევაშიც ზემოაღნიშნულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ შპს ,,ზე იდიფენდენთ ბიზნეს გრუპის’’ სარჩელი უსაფუძვლოა, რადგან ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601-ე მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან, რის გამოც არ არსებობს შ------------------------------------------- მიერ აღძრული სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ხოლო ამავე კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯებს მოიცავს სახელმწიფო ბაჟი, რაც მოსარჩელის მიერ გადახდილია დავის საგნის მოცულობის პროპორციულად. ამასთან, შ------------------------------------------- სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს. ამდენად, სასამართლო თვლის, რომ არ არსებობს მოსარჩელეზე სახელმწიფო ბაჟის დაკისრების სამართლებრივი საფუძველი, ხოლო მის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი კი უნდა ჩაითვალოს ბიუჯეტში გადახდილად.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
მოცემულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12, 22-ე, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შ------------------------------------------- სარჩელი მოპასუხე- სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს, მესამე პირის- დ--–-----------–----–------ის მიმართ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის თაობაზე, არ დაკმაყოფილდეს.
2. მოსარჩელის მიერ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში(მდებარე: ქ.თბილისი, გრ.რობაქიძის გამზირი №7ა), დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან 14(თოთხმეტი) დღის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის(მდებარე: ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) მეშვეობით.
მოსამართლე ეკატერინე ჯინჭველაშვილი