გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 23.05.2018
საქმის ნომერი
040310517002233886
კატეგორია
დავის ტიპი
რეესტრის ჩანაწერებთან დაკავშირებით
თარიღი
23.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 040310517002233886

3/18-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

23 მაისი, 2018 წელი ქ. ცაგერი

 

შესავალი ნაწილი

 

ცაგერის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ნანა ჯანხოთელი

სხდომის მდივანი თამილა ახვლედიანი

 

მოსარჩელე-გ--- ქ--------------

წარმომადგენელი- ნ-------- კ------–---

 

მოპასუხე- ს-------- რ--------- ე---------–- ს---------

 

წარმომადგენელი- ა------ ლ---------–----

მესამე პირი-გ-----–- გ---–----- (დასწრების გარეშე)

 

დავის საგანი- ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა , საკომლო ჩანაწერის ბათილად ცნობა გ-----–- გ---–-----ს ნაწილში, გ--- ქ--------------ს მესაკუთრედ აღიარება

 

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. ლ-------- რაიონის სოფელ ნ-----–- მდებარე 20-0 კვ.მ (ს/კ 8-.0-.0-.2--), 1980 კვ.მ (ს/კ 8-.0-.0-.2--) და 1940 კვ.მ (ს/კ 8-.0-.0-.7--) სასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები აღრიცხულია 2005 წლის 20 მაისს გარდაცვლილი-მოსარჩელის მამის-ს-----(ს----) ქ--------------ს სახელზე. მოსარჩელემ -გ--- ქ--------------- მიიღო მამის სამკვიდრო და 2017 წლის 21 აგვისტოს სარეგისტრაციო განცხადებებით მიმართა ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის იმერეთის რეგიონულ ოფისს და სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მოითხოვა ლ-------- მ----–----–-------- სოფელ ნ-----–- მდებარე უძრავ ნივთებზე (საკადასტრო კოდები:8-.0-.0-.2--, 8-.0-.0-.2--, 8-.0-.0-.7--) საკუთრების უფლების რეგისტრაცია. გ--- ქ--------------- სარეგისტრაციოდ წარადაგინა სამკვიდრო მოწმობა, ბეჭედდასმული და ელექტრონული ვერსიები . 2017 წლის 30 აგვისტოს, დამატებით წარდგენილი იქნა საკადასტრო აზომვითი ნახაზის ქაღალდისა და ელექტრონული ვერსიები, რომლებიც შესაბამისობაში იყო საქართველოს მთავრობის 2016 წლის 08 აგვისტოს #3-- დადგენილებასთან. ს-------- რ--------- ე---------–- ს---------ს იმერეთის რეგიონულმა ოფისმა 2017 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მიიღო სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ #8--------------- #8-------------- და #8-------------- გადაწყვეტილებები, ვინაიდან დაინტერესებულმა პირმა კანონით დადგენილ ვადაში არ წარადგინა დადგენილი ხარვეზის აღმოფხვრის დამადასტურებელი ინფორმაცია. აღნიშნული გადაწყვეტილებები მოსარჩელის წარმომადგენელმა გაასაჩივრა ს-------- რ--------- ეროვნულ ს---------ში, რომელმაც 2017 წლის 0- ნოემბრის #------ გადაწყვეტილებით არ დააკმაყოფილა ადმინისტრაციული საჩივარი იმ მოტივით, რომ ქუთაისის ცენტრალურ არქივში დაცული ლ-------- რაიონის ხ---------- ს---------–--- სოფელ ნ------- 2001-2005 წწ. საკომლო წიგნში, კომლის უფროსად ჩაწერილები არიან აწ.გარდაცვლილი ს-----(ს----) ქ--------------, მისი მეუღლე-გ-----–- გ---–-----, ხოლო გ--- ქ-------------- კომლის წევრად აღრიცხული არ არის.

 

მოსარჩელე-გ--- ქ-------------- ითხოვს ბათილად იქნეს ცნობილი:

 

1.ს-------- რ--------- ე---------–- ს---------ს 2017 წლის 0- ნოემბრის #------ გადაწყვეტილება;

1.2.ბათილად იქნეს ცნობილი ქუთაისის ცენტრალურ არქივში დაცული ლ-------- რაიონის ხ---------- ს---------–--- სოფელ ნ------- 2001-2005 წწ.საკომლო წიგნის ჩანაწერები გ-----–- გ---–-----ს მიმართ.

1.3. მოსარჩელე-გ--- ქ-------------- ცნობილი იქნას ლ-------- რაიონის სოფელ ნ-----–- მდებარე 20-0 კვ.მ (ს/კ 8-.0-.0-.2--), 1980 კვ.მ (ს/კ 8-.0-.0-.2--) და 1940 კვ.მ (ს/კ 8-.0-.0-.7--) სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მესაკუთრედ.

 

2. მოპასუხის პოზიცია

მოპასუხე -ს-------- რ--------- ე---------–- ს---------ს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, მიუთითა, რომ 2017 წლის 0- ნოემბრის გადაწყვეტილება მიღებულია კანონის სრული დაცვით საკომლო წიგნიდან შესაბამისი ამონაწერის საფუძველზე.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3. 1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

გ--- ქ-------------- არის 2005 წლის 20 მაისს გარდაცვლილი ს-----(ს----) ქ--------------ს შვილი.

ლ-------- რაიონის სოფელ ნ-----–- მდებარე 20-0 კვ.მ (ს/კ 8-.0-.0-.2--), 1980 კვ.მ (ს/კ 8-.0-.0-.2--) და 1940 კვ.მ (ს/კ 8-.0-.0-.7--) სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები აღრიცხულია 2005 წლის 20 მაისს გარდაცვლილი ს-----(ს----) ქ--------------ს სახელზე.

 

მტკიცებულება-ამონაწერები ს-------- რეესტრიდან მიწის(უძრავი ქონების) შესახებ(ს.ფ.)

2017 წლის 16 აგვისტოს, გ--- ქ--------------ს სახელზე გაიცა სამკვიდრო მოწმობა (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი 1--------), რომლის თანახმადაც ს----- ქ--------------ს გარდაცვალებით გაიხსნა სამკვიდრო. ს----- ქ--------------ს გარდაცვალების ფაქტი დადასტურებულია გარდაცვალების მოწმობით #0----------, გაცემული სსგს თბილისის სამოქალაქო რ--------- სამსახურის მიერ 2017 წლის 0- ივნისს.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1.2017 წლის 16 აგვისტოს გ--- ქ--------------ს სახელზე გაიცა სამკვიდრო მოწმობა(სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი 1--------), რომლის თანახმადაც ს----- ქ--------------ს გარდაცვალებით გაიხსნა სამკვიდრო. ს----- ქ--------------ს გარდაცვალების ფაქტი დადასტურებულია გარდაცვალების მოწმობით #0----------, გაცემული სსგს თბილისის სამოქალაქო რ--------- სამსახურის მიერ 2017 წლის 0- ივნისს.

მტკიცებულება-2017 წლის 16 აგვისტოს სანოტარო აქტი

3.2.2.გ-----–- გ---–------ (პ/ნ 2----------) სასამართლოს მომართა განცხადებით, რომლითაც დაადასტურა, რომ 2005 წლის 20 მაისს გარდაცვლილ ს-----(ს----) ქ----------------- რეგისტრირებულ ქორწინებაში არ ყოფილა და რომ მისი კომლის ქონებაზე პრეტენზია არ გააჩნია.

მტკიცებულება-სანოტარო აქტი-რეგისტრაციის ნომერი#8-------

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

სასამართლომ განიხილა რა მოცემული საქმე, მოისმინა მხარეთა განმარტებები, მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, ბათილად უნდა იქნეს ცნობილი ს-------- რ--------- ე---------–- ს---------ს 2017 წლის 0- ნოემბრის #------ გადაწყვეტილება, რამდენადაც დადგენილია და სადავო არაა, რომ ლ-------- მ----–----–-------- სოფელ ნ-----–- მდებარე სადავო უძრავი ქონება წარმოადგენს 2005 წლის 20 მაისს გარდაცვლილი ს----- (ს----) ქ--------------ს საკუთრებას,ხოლო

 

2017 წლის 16 აგვისტოს გ--- ქ--------------ს სახელზე გაიცა სამკვიდრო მოწმობა(სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი 1--------), რომლის თანახმადაც ს----- ქ--------------ს გარდაცვალებით გაიხსნა სამკვიდრო.

 

5. კანონები, რომლითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

,,სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს 1996 წლის 22 მარტის კანონი“,საქართველოს სამოქალაქო სამართლის კოდექსი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, ,,ს-------- რ--------- შესახებ” საქართველოს კანონი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. დადგენილია, რომ გ--- ქ-------------- 2005 წლის 20 მაისს გარდაცვლილი ს-----(ს----) ქ--------------ს შვილია. კომლის წევრი მხოლოდ მეუღლე გ-----–- გ---–-----ა, რომელმაც სანოტარო აქტით დაადასტურა, რომ მას სადავო ქონებაზე პრეტენზია არ გააჩნია.

 

,,საქართველოს რესპუბლიკაში სახელმწიფო მეურნეობების, კოლმეურნეობებისა და სხვა სასოფლო-სამეურნეო საწარმოების რეორგანიზაციის წესის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის 1992 წლის 22 სექტემბრის № 949-ე დადგენილების საფუძველზე, გაუქმდა კოლმეურნეობა და საკოლმეურნეო კომლის არსებობას სამართლებრივი საფუძველი გამოეცალა და არსებობა შეწყვიტა.

 

,,სასოფლო -სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად- ,,საკომლო მეურნეობა არის სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთების, მათზე არსებული საცხოვრებელი და სამეურნეო ნაგებობების, აგრეთვე შესაბამისი გადამამუშავებელი მრეწველობის ობიექტებისა და მოწყობილობების ერთობლიობა, რომელიც წარმოადგენს ერთი ფიზიკური პირის საკუთრებას ანდა მეუღლეთა ან ოჯახის სხვა წევრების საერთო საკუთრებას. ამავე მუხლის მეხუთე პუნქტის საფუძველზე, საკომლო მეურნეობა რეგისტრირებული უნდა იქნეს საადგილმამულო წიგნში(ს-------- რეესტრში). თუ ეს მეურნეობა მეუღლეთა ან ოჯახის სხვა წევრების საერთო საკუთრებაა, საადგილმამულო წიგნში(ს-------- რეესტრში) თითოეული მათგანის საკომლო მეურნეობის თანამესაკუთრედ უნდა იქნეს რეგისტრირებული. საქმის მასალებით დადგენილია, რომ საკომლო მეურნეობის რეგისტრაცია ს----- ქ-------------- თავის სიცოცხლეში არ განუხორციელებია, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი გარდაცვალების მომენტში საკომლო მეურნეობა არ არსებობდა. აღნიშნული კანონის მოთხოვნაა, რომ საკომლო მეურნეობა ს-------- რეესტრში იყოს რეგისტრირებული. ასეთი რეგისტრაციის გარეშე საკომლო მეურნეობა არ არსებობს.

 

ს----- ქ--------------ს კომლის ქონება არც ს-------- რეესტრში და არც საკომლო ჩანაწერებში არ ფიქსირდება . 2017 წლის 11 სექტემბრის ქუთაისის ცენტრალური არქივის #13/1----- ცნობის თანახმად, ხ---------- ს---------–--- 1996-2000 და 2006-2007 საკომლო წიგნები, მიწის მიღება-ჩაბარების აქტები და სარეგისტრაციო მოწმობები , გადასახადის გადამხდელთა აღრიცხვის წიგნები, მიწის განაწილების(იგივე სარეფორმო) და საგადასახადო სიები ქუთაისის ცენტრალურ არქივში შესანახად არ შესულა, რაც იმას ადასტურებს, რომ ს-----(ს----)ქ--------------ს გარდაცვალების პერიოდისთვის საკომლო მეურნეობა არ არსებობდა.

 

2017 წლის 16 აგვისტოს გ--- ქ--------------ს სახელზე გაიცა სამკვიდრო მოწმობა(სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი 1--------), რომლის თანახმადაც ს----- ქ--------------ს გარდაცვალებით გაიხსნა სამკვიდრო.სამკვიდრო მოწმობა არის სანოტარო აქტი, მემკვიდრეობით მიღებული ქონების დამადასტურებელი დოკუმენტი. იმისათვის, რომ სამკვიდრო მოწმობაში მითითებული უძრავი ქონება პირის საკუთრებად ჩაითვალოს, საჭიროა მისი რეგისტრაცია ს-------- რ--------- ნებისმიერ ეროვნულ ს---------ში ან იუსტიციის სახლში ქონების ადგილსამყოფლის მიხედვით, რაზედაც გ--- ქ-------------- უარი ეთქვა იმ მოტივით, რომ საარქივო ცნობის თანახმად, იგი ს-----(ს----) ქ--------------ს კომლის წევრი არ იყო. სასამართლოს მიაჩნია, რომ მემკვიდრეობა უნდა გაიხსნას სამკვიდროს ზოგადი წესებისა და არა სამოქალაქო კოდექსის 1323-ე მუხლის მიხედვით( უზენაესი სასამართლოს 2012 წლის #ას-724-782-2011 განჩინება).

 

სასამართლო თვლის, რომ სადავო ქონება წარმოადგენდა ს-----(ს----) ქ--------------ს - საკუთრებას, ს-------- რეესტრში მთლიანი ქონება აღირიცხა მის სახელზე, 2010 წელს, ანუ 2017 წლის 16 აგვისტოს სამკვიდრო მოწმობის თანახმად, გ--- ქ-------------- არის აწ.გარდაცვლილი ს-----(ს----) ქ--------------ს პირველი რიგის კანონისმიერი მემკვიდრე, რომელმაც კანონიერად მიიღო სამკვიდრო ქონება სრულად.

 

7. სამართლებრივი შეფასება

7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, მხარეები ადმინისტრაციული საქმის განხილვისას სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა დადასტურდეს ეს ფაქტები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 10--ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

7.2. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული აქტი- ს-------- რ--------- ე---------–- ს---------ს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ,წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რადგან ისინი აწესებენ და ადასტურებენ პირთა უფლებებს. შესაბამისად, მათი კანონშესაბამისობაც სასამართლომ უნდა შეამოწმოს მოცემული სარჩელის ფარგლებში.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელემ -გ--- ქ--------------- მიიღო სამკვიდრო ქონება,როგორც პირველი რიგის კანონისმიერმა მემკვიდრემ-შვილმა.

 

7.4. ,,ს-------- რ--------- შესახებ’’ საქართველოს კანონი განსაზღვრავს ს-------- რ--------- წარმოების ორგანიზაციულ-სამართლებრივ საფუძვლებს, ს-------- რ--------- მწარმოებელი ორგანოს – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი ს-------- სამართლის იურიდიული პირის – ს-------- რ--------- ე---------–- ს---------ს (შემდგომ – ს---------) უფლება-მოვალეობებს.

 

მითითებული საკანონმდებლო აქტის მე-2 მუხლის ,,თ” ქვეპუნქტის თანახმად, რეგისტრაცია არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე ამ კანონით განსაზღვრული უფლების, ს---------სამართლებრივი შეზღუდვის და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების, მიწის მიზნობრივი დანიშნულების და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის შეცვლის, ტყის ფონდის საზღვრის დადგენის და მასში ცვლილების, გეოგრაფიული ობიექტების, მათი კომპლექსებისა და ნაწილების ნუმერაციის და მათ შესახებ მონაცემების, ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების სუბიექტისა და ობიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემების, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული სავალდებულო სარეგისტრაციო მონაცემების, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისა და კომანდიტური საზოგადოების პარტნიორთა წილებზე საკუთრების უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებული ვალდებულებების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის შესახებ მონაცემთა აღრიცხვა შესაბამის რეესტრში, რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებით.

 

ამავე საკანონმდებლო აქტის 23-ე მუხლში რეგლამენტირებულია რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძვლები, რომლის შესაბამისად დადგენილია, რომ სარეგისტრაციო წარმოების განმავლობაში მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ, თუ: ა) უფლების, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების, ს---------სამართლებრივი შეზღუდვის წარმოშობა, მათში ცვლილება და მათი შეწყვეტა, ასევე უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების წარმოშობა არ ექვემდებარება რეგისტრაციას; ბ) რეგისტრირებული უფლება, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულება, მათში ცვლილება და მათი შეწყვეტა, ს---------სამართლებრივი შეზღუდვა ან საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა გამორიცხავს იმავე უძრავ ნივთზე სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი უფლების, ს---------სამართლებრივი შეზღუდვის ან საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაციას; გ) სარეგისტრაციო დოკუმენტი გამოცემული, მიღებული ან შედგენილია არაუფლებამოსილი პირის მიერ; დ) დადგენილი წესით გახდა ცნობილი სარეგისტრაციო დოკუმენტის გაუქმების ფაქტი; ე) წარმოდგენილია სასამართლოს (არბიტრაჟის) კანონიერ ძალაში შესული აქტი, რომელიც ითვალისწინებს რეგისტრაციაზე უარის თქმას; ვ) რეგისტრაციის მოთხოვნის დროისათვის საკუთრების უფლება გადასულია ახალ მესაკუთრეზე; ვ1) სარეგისტრაციო მოთხოვნა რეგისტრირებული მონაცემების იდენტურია; ზ) არსებობს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძვლები.

 

,,ს-------- რ--------- შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის N4 ბრძანების 18.1 მუხლის შესაბამისად ს--------- იღებს გადაწყვეტილებას რეგისტრაციის (მოთხოვნის დაკმაყოფილების) შესახებ, თუ არ არსებობს რეგისტრაციაზე უარის თქმის, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ან შეწყვეტის საფუძვლები.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 1-ლი მუხლის თანახმად, ეს კოდექსი განსაზღვრავს ადმინისტრაციული ორგანოების მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის და აღსრულების, ადმინისტრაციული საჩივრის და განცხადების განხილვის, ადმინისტრაციული გარიგების მომზადების, დადებისა და შესრულების წესს. კოდექსის მიზანია უზრუნველყოს ადმინისტრაციული ორგანოების მიერ ადამიანის უფლებების და თავისუფლებების, ს-------- ინტერესებისა და კანონის უზენაესობის დაცვა.

 

ამავე კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს წინასწარი გამოკვლევის გარეშე უარი განაცხადოს მის უფლებამოსილებაში შემავალ საკითხზე განცხადების ან შუამდგომლობის მიღებაზე იმ საფუძვლით, რომ ეს განცხადება ან შუამდგომლობა დაუშვებელი ან დაუსაბუთებელია. დაინტერესებული მხარე ვალდებულია კანონმდებლობით დადგენილი წესით ითანამშრომლოს ადმინისტრაციულ ორგანოსთან ადმინისტრაციული წარმოებისას.

 

ამავე კოდექსის 601 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ბათილად ცნობს მისი გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო საჩივრის ან სარჩელის შემთხვევაში – ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო ან სასამართლო.

 

მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის განხილვით დადგენილია, რომ გ--- ქ-------------- ს-------- რ--------- ე---------–- ს---------ს 2017 წლის 0- ნოემბრის გადაწყვეტილებით უარი ეთქვა ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე იმ მოტივით,რომ ლ-------- რაიონის ხ---------- ს---------–--- სოფელ ნ------- 2001-2005 წწ. საკომლო წიგნში, კომლის უფროსად ჩაწერილები არიან აწ.გარდაცვლილი ს-----(ს----) ქ--------------, მისი მეუღლე-გ-----–- გ---–-----, ხოლო გ--- ქ-------------- კომლის წევრად აღრიცხული არ არის.

2017 წლის 11 სექტემბრის ქუთაისის ცენტრალური არქივის #13/1----- ცნობის თანახმად, ხ---------- ს---------–--- 1996-2000 და 2006-2007 საკომლო წიგნები, მიწის მიღება-ჩაბარების აქტები და სარეგისტრაციო მოწმობები , გადასახადის გადამხდელთა აღრიცხვის წიგნები, მიწის განაწილების(იგივე სარეფორმო) და საგადასახადო სიები ქუთაისის ცენტრალურ არქივში შესანახად არ შესულა, რაც იმას ადასტურებს, რომ ს-----(ს----)ქ--------------ს გარდაცვალების პერიოდისთვის საკომლო მეურნეობა არ არსებობდა, თანახმად ,,სასოფლო -სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს კანონის

.9. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ პუნქტის თანახმად, საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება. საქმეში წარმოდგენილი, 2017 წლის 16 აგვისტოს ნოტარიუს ლალი კ------–---ს მიერ გაცემული სამკვიდროს მოწმობის თანახმად, 2005 წლის 20 მაისს გარდაცვლილი ს-----(ს----) ქ--------------ს პირველი რიგის მემკვიდრეა -გ--- ქ--------------. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ გ--- ქ--------------- მემკვიდრეობით მოიპოვა მართლზომიერი მფლობელობის უფლება ლ-------- რაიონის სოფელ ნ-----–- მდებარე 20-0 კვ.მ (ს/კ 8-.0-.0-.2--), 1980 კვ.მ (ს/კ 8-.0-.0-.2--) და 1940 კვ.მ (ს/კ 8-.0-.0-.7--) სასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე.

ამდენად, მისი მოთხოვნა ამ ნაკვეთების რეგისტრაციის თაობაზე საფუძვლიანია.

 

1993 წლიდან საკოლმეურნეო კომლი გაუქმებულია და ამდენად, 1996-2006 წლების საკომლო წიგნებში (სასამართლოს მიაჩნია, რომ ასეთი წიგნების ფუნქციად, საკოლმეურნეო კომლის გაუქმების დროიდან - 1993 წლიდან, სოფლად ოჯახების აღრიცხვა შეიძლება ჩაითვალოს და არავითარ შემთხვევაში ქონებაზე რაიმე უფლების რეგისტრაცია) გ--- ქ--------------ს კომლის წევრად ჩაწერას, სასამართლო, ქონებაზე საკუთრების უფლების წარმოშობის საფუძვლად არ თვლის. ამგვარ საფუძველს არ ითვალისწინებს არც საქართველოს სამოქალაქო კოდექსი და არც საქართველოს კანონი „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“.

 

7.7. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. სარეგისტრაციო სამსახურს სრულყოფილად რომ გამოეკვლია საქმეზე არსებული ფაქტობრივი გარემოებები და გადაწყვეტილება მათი ურთიერთშეჯერებისა და შეფასების საფუძველზე მიეღო, უნდა დაეკმაყოფილებინა გ--- ქ--------------ს განცხადება რეგისტრაციის თაობაზე.

 

7.5. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

ზემოაღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

 

ს-------- რ--------- ე---------–- ს---------ს იმერეთის რეგიონულ ოფისს უნდა დაევალოს გ--- ქ--------------ს სახელზე საკუთრების უფლებით აღრიცხოს ლ-------- რაიონის სოფელ ნ-----–- მდებარე 20-0 კვ.მ (ს/კ 8-.0-.0-.2--), 1980 კვ.მ (ს/კ 8-.0-.0-.2--) და 1940 კვ.მ (ს/კ 8-.0-.0-.7--) სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები.

სასამართლო მხარეთა ყურადღებას მიაქცევს საკომლო ჩანაწერების ბათილად ცნობის მოთხოვნაზე გ-----–- გ---–-----ს ნაწილში და განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით განსაზღვრულია სასამართლოს განსჯადი ადმინისტრაციული საქმეები, სახელდობრ, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს: ა) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან; ბ) ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა; გ) ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე; დ) აქტის არარად აღიარება, უფლების ან სამართალურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენა.

 

სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება სხვა საქმეებიც იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც აგრეთვე გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან.

 

როგორც ზემოთ აღინიშნა, ერთერთ სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს საკომლო წიგნში ფიზიკური პირის(გ-----–- გ---–-----) შესახებ ჩანაწერების ბათილად ცნობა, რასთან დაკავშირებითაც სასამართლო განმარტავს, რომ კომლის ქონების აღრიცხვისა და კომლის წევრთა შორის საკუთრების უფლებასთან დაკავშირებით წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობები სამოქალაქო-სამართლებრივ ურთიერთობებს წარმოადგენს, საკომლო წიგნის ჩანაწერების განხორციელება, მათში ცვლილების შეტანა სამოქალაქო კანონმდებლობით რეგულირდება და შესაბამისად, დავაც სამოქალაქო სამართალწარმოების წესით წყდება, წინამდებარე სარჩელი კი წარმოდგენილია ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით, რითაც სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის დარეგულირება დაუშვებელია.

 

8. საპროცესო ხარჯები.

8.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი პირველი მუხლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

9. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

მოცემულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-10, მე-12, 22-ე, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1.გ--- ქ--------------ს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

2. ბათილად იქნეს ცნობილი ს-------- რ--------- ე---------–- ს---------ს 2017 წლის 0- ნოემბრის #------ გადაწყვეტილება.

 

3. ს-------- რ--------- ე---------–- ს---------ს იმერეთის რეგიონულ ოფისს დაევალოს გ--- ქ--------------ს სახელზე საკუთრების უფლებით აღრიცხოს ლ-------- რაიონის სოფელ ნ-----–- მდებარე 20-0 კვ.მ (ს/კ 8-.0-.0-.2--), 1980 კვ.მ (ს/კ 8-.0-.0-.2--) და 1940 კვ.მ (ს/კ 8-.0-.0-.7--) სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები.

 

4. მოსარჩელეს უარი ეთქვას საკომლო წიგნში ფიზიკური პირის-გ-----–- გ---–-----ს- შესახებ ჩანაწერის ბათილად ცნობის მოთხოვნაზე.

 

5. მოპასუხეს - სსიპ ს-------- რ--------- ეროვნულ ს---------ს დაეკისროს 120(ასოცი) ლარის გადახდა მოსარჩელის-გ--- ქ--------------ს სასარგებლოდ.

 

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს 14 დღის ვადაში მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან აპელაციის წესით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ.ქუთაისი, ნიუ-პორტის ქ.32), ცაგერის რაიონული სასამართლოს მეშვეობით( ქ. ცაგერი, ასათიანის ქ. 14).

 

მოსამართლე ნანა ჯანხოთელი