განაჩენი

სისხლის სამართლის 11.08.2018
საქმის ნომერი
330100118002411506
თარიღი
11.08.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1/1----18

(#0-----------)

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

11 ივლისი 2018 წელი ქ.თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე მაია კვირიკაშვილი

სხდომის მდივანი თამარ ონიანი

 

ბრალდების მხარე:

სტაჟიორ-პროკურორი - გუ------------–---–ი

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული - გა---------------------------ნი - დაბადებული 1-----–-–---------–--ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი #0----------, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრაციის და ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი: ქ.თბილისი, გ-–----------- მ/რ-ნი, კორპუსი №---, ბინა №---;

 

ადვოკატი - ნი----–-----–---–-------ი

 

კვალიფიკაცია:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის 1-ლი ნაწილი - ქურდობის მცდელობა ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით;

 

სხდომის სახე - ღია

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

2018 წლის 22 მარტს, დაახლოებით 22:00 საათზე, ქ. თბილისში, მეტროსადგურ ,,ა-------–------------ს“ მიმდებარე ტერიტორიაზე, მიწისქვეშა გადასასვლელში მყოფ ლა---------–---–--ს გა--------------მა ჯიბიდან ამოაცალა მობილური ტელეფონი და შეეცადა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაუფლებას, რა დროსაც შეამჩნიეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გ-–-----------–------- სამმართველოს პირველი განყოფილების თანამშრომლებმა და ადგილზე დააკავეს.

 

აღნიშნული ქმედებით დაზარალებულს შესაძლოა მისდგომოდა 140 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.

 

2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

სასამართლომ მხარეთა უშუალო მონაწილეობით განიხილა სისხლის სამართლის საქმე და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გა--------------ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.

 

საქმის არსებითი განხილვის დროს სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა დაზარალებულმა ლა---------–---–--მ განმარტა, რომ ბრალდებულს იცნობს მოცემული საქმიდან გამომდინარე. ტერიტორიულად მუშაობს მეტროსადგურ ,,დიდუბის“ ტერიტორიაზე მდებარე კვების ობიექტში მოლარედ. 2018 წლის 22 მარტს, დაახლოებით 21:00 საათზე დაასრულა მუშაობა და მეტროს საშუალებით გაემგზავრა მეტროსადგურ ,,ახ------–-----------ზე’’, სადაც მიწისქვეშა გადასავლელში შეჩერდა სიგარეტის საყიდლად, რა დროსაც მობილურ ტელეფონზე დაურეკა შვილმა, რომელსაც დაახლოებით 15 წუთი ესაუბრა და შემდეგ მობილური ტელეფონი ჩაიდო ქურთუკის ჯიბეში. როდესაც მაღაზიის გამყიდველს მიაწოდა ფულადი თანხა, უეცრად იგრძნო ქურთუკზე მარჯვენა მხარეს შეხება, თუმცა იმ მომენტში ყურადღბა არ მიუქცევია, რადგან ხალხმრავალი ადგილია და ეგონა, რომ ახლოს გაუარა მოქალაქემ. სიგარეტის შეძენის შემდეგ განაგრძო გზა, რა დროსაც მიუახლოვდნენ პოლიციის თანამშრომლები და სთხოვეს, რომ მოეძიებია მობილური ტელეფონი, ჰქონდა თუ არა თან. მაშინვე გაახსენდა, რომ სიგარეტის ყიდვის დროს ქურთუკის ჯიბეზე იგრძნო შეხება. აღნიშნულზე, მან მოიძია მობილური ტელეფონი, თუმცა ქურთუკის ჯიბეში მობილური ტელეფონი არ აღმოჩნდა. პოლიციის თანამშრომლებმა მას განუმარტეს, რომ ჰყავდათ შეჩერებული მამაკაცი, რომელმაც მას ქურთუკის ჯიბიდან ამოაცალა მობილური ტელეფონი. შემდეგ ამოცნობისას, მას წარუდგინეს სამი ოქროსფერი მობილური ტელეფონი, საიდანაც მან ამოიცნო მისი კუთვნილი მობილური ტელეფონი, რომელიც არის ,,ჰუავეის“ ფირმის, ოქროსფერი და აქვს დამცავი დაზიანებული.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან. მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულ გა--------------ის სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ბრალდების მხარის ყველა სხვა მტკიცებულება (გარდა დაზარალებულ ლა---------–---–--ს გამოკითვის ოქმის) მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც ისინი მიღებულ იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე და მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.

 

გა--------------ის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა გარდა ზემოაღნიშნული მტკიცებულებისა და ბრალდებულის აღიარებით - ჩვენებით, ასევე დასტურდება სისხლის სამართლის საქმეში არსებული, პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე შემდეგი მტკიცებულებებით: მოწმეების: ლა–---------ს, ილ----------–---ს, ირ---–-------ს, პა--–--------–-ს და თა----------ს გამოკითხვის ოქმებით, გა--------------ის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით, მობილური ტელეფონის ამოცნობის ოქმით, ნივთმტკიცების გახსნისა და დათვალიერების ოქმით, სასაქონლო ექსპერტიზის №6---- დასკვნით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენის პირველ პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

სასამართლო განმარტავს, რომ საკუთრების უფლება ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა, რომელიც გულისხმობს ადამიანის შესაძლებლობას საკუთარი ნების შესაბამისად და სხვათა ინტერესების შეულახავად ფლობდეს, სარგებლობდეს და განკარგავდეს თავის ქონებას. შესაბამისად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება ამ უფლების დამრღვევს - კონკრეტულ შემთხვევაში ბრალდებულ გა--------------ს.

 

სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია ქურდობისათვის, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლებისათვის, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით. სამართლებრივი შეფასების თვალსაზრისით სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის - ქურდობის დასადასტურებლად აუცილებელია მისთვის დამახასიათებელი ყველა ნიშნის არსებობა, კერძოდ: 1. სხვისი მოძრავი ნივთის დაუფლება, 2. ქმედების ფარულად განხორციელება 3. მართლსაწინააღმდეგო მიზნის არსებობა.

 

მოცემულ შემთხვევაში განაჩენში მითითებული მტკიცებულებებით უტყუარად არის დადასტურებული ის გარემოება, რომ გა--------------მა 2018 წლის 22 მარტს ლა---------–---–--ს ჯიბიდან ამოაცალა მობილური ტელეფონი და შეეცადა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაუფლებას, რა დროსაც შეამჩნიეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გ-–-----------–------- სამმართველოს პირველი განყოფილების თანამშრომლებმა და ადგილზე დააკავეს, რის შედეგადაც ლა---------–---–--ს მიადგა მატერიალური ზიანი. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობის სავალდებულო ყველა ნიშანი.

 

სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დგინდება.

 

ამდენად, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებებათა ერთობლიობის საფუძველზე სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ გა--------------მა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული - ქურდობის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რისთვისაც გა--------------ი ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

გა--------------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.

 

5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

 

ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფა-ქცევა ქმედების შემდეგ. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

სასამართლოს მიერ დანაშაულის ჩამდენის მიმართ დანიშნული სასჯელი „პირველ რიგში, მოტივირებული [უნდა იყოს] თავად დანაშაულის ჩამდენი პირის მიმართ თანაზომიერი იძულების ღონისძიების გამოყენების გზით მისი ქცევის კორექტირების აუცილებლობით – საზოგადოებაში მისი ადაპტაციითა და მის მიერ მომავალი დანაშულის ჩადენის რისკების გამორიცხვით/მინიმალიზაციით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება, § 52).

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის 1-ლი ნაწილი, რომლითაც გა--------------ს მსჯავრი უნდა დაედოს სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს - ჯარიმას ან შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ერთიდან სამ წლამდე ვადით. ამდენად, სასამართლო იმსჯელებს და შეაფასებს გა--------------ის პიროვნებისა და ჩადენილი ქმედების გათვალისწინებით, სასჯელის რომელი ზომა იქნება პროპორციული/თანაზომიერი და უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას გა--------------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებად ითვალისწინებს ბრალდებულის აღიარებასა და გულწრფელ სინანულს ჩადენილი ქმედების გამო, იმ გარემოებას, რომ ბრალდებულმა ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას (მტკიცებულებები გახადა უდავოდ). სასამართლო ასევე ითვალისწინებს ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივ საშიშროებას, ხასიათს (ჩადენილია ეკონომიკური - საკუთრების წინააღმდეგ მიმართული ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული), ქმედების განხორციელების სახესა და ხერხს, მართლსაწინააღმდეგო შედეგს (დაზარალებულს მიადგა 140 ლარის მატერიალური ზიანი), ბრალდებულის პირად და ეკონომიკურ პირობებს (არის მუსიკოსი), გა--------------ის კანონის შესაბამის და ეთიკურ ქცევას სასამართლო განხილვის დროს, დანაშაულის ჩადენის მოტივს/მიზანს, ასევე იმ გარემოებას, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებები გა--------------ის წარსული ცხოვრების უარყოფითად შეფასების შესაძლებლობას არ იძლევა და მიაჩნია, რომ სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, მას სასჯელის სახედ უნდა განესაზღვროს ჯარიმა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ჯარიმის ოდენობას სასამართლო ადგენს ჩადენილი დანაშაულის სიმძიმისა და მსჯავრდებულის მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, რომელიც განისაზღვრება მისი ქონებით, შემოსავლით და სხვა გარემოებით.

 

ამდენად, განაჩენში მითითებული გარემოებების გათვალისწინებით სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია გა--------------ს ჯარიმის ოდენობად განესაზღვროს 3 500 ლარი, რაც ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, მისი საზოგადოებრივი საშიშროებისა და მსჯავრდებულის პიროვნების გათვალისწინებით, ასევე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მოთხოვნებიდან გამომდინარე, სრულად შეესაბამება სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს (სასჯელის მიზნებს).

 

6. ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ:

 

გა--------------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ,,ჰუავეის“ ფირმის მობილური ტელეფონი - დაუბრუნდეს მესაკუთრეს (დაზარალებულს ლა---------–---–--ს).

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

გა--------------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 3 500 (სამი ათას ხუთასი) ლარის ოდენობით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, 2018 წლის 22 მარტიდან 2018 წლის 26 მარტის ჩათვლით გა--------------ის პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, გა--------------ს შეუმსუბუქდეს დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ, ძირითადი სასჯელის სახით განესაზღვროს ჯარიმა 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

გა--------------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს და გირაოს შემტანს განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით.

 

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ნივთიერი მტკიცებულება:

 

· გა--------------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ,,ჰუავეის“ ფირმის მობილური ტელეფონი - დაუბრუნდეს მესაკუთრეს (დაზარალებულს ლა---------–---–--ს).

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე მაია კვირიკაშვილი