გადაწყვეტილება

სამოქალაქო 18.05.2018
საქმის ნომერი
020210017002161016
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სასარჩელო საქმეები
თარიღი
18.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 020210017002161016 (2/1997-17)

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

18.05.2018 წ. ქ. ზუგდიდი

შესავალი ნაწილი

ზუგდიდის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ირაკლი აბშილავა

სხდომის მდივანი ნინო დიხამინჯია

მოსარჩელე ზი---------–---–-ა

წარმომადგენელი ჯუ-–------–----ა

მოპასუხე შპს ,,ზუ------------------------ი“

დირექტორი გი-------------

წარმომადგენელი იზ--–----ა, ბა------------–---–ი

დავის საგანი:

უძრავ ნივთზე მესაკუთრედ ცნობა

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

შპს ,,ზუ------------------------ის“ საკუთრებად რეგისტრირებულ უძრავ ნივთზე 9 მ2 მიწის ნაკვეთსა და სავაჭრო ფარდულზე საკუთრების უფლების აღიარება და საკუთრებაში გადაცემა.

 

მოსარჩელის მტკიცებით მას მოპასუხის კუთვნილ მიწაზე აშენებული აქვს შენობა ნაგებობა - სავაჭრო ფარდული, რაზეც იხდის იჯარას ყოველთვიურად 300 ლარის ოდენობით. მისივე განმარტებით მოპასუხისთვის გადაცემული აქვს თანხები ამ ქონების საკუთრებაში გადაცემის სანაცვლოდ და ითხოვს ამ პირობის შესრულებას.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე არ ცნობს სარჩელს.

 

მოპასუხის მტკიცებით სარჩელი უსაფუძვლოა არ ადასტურებს, რაიმე თანხების მიღებას ქონების გადაცემის პირობით.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

ზი---------–---–-ა 1991 წლიდან საქმიანობს შპს ,,ზუ------------------------ის" - ცენტრალური აგრარული ბაზრის ტერიტორიაზე ღია დახლში.

 

დირექციასთან შეთანხმებით 2004 წ განხორციელდა ფარდულის რეკონსტრუქცია და ამჟამად იგი წარმოადგენს კაპიტალურ ნაგებობას.

 

მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის დადებულია იჯარის ხელშეკრულება და მოპასუხის ქონებით სარგებლობისთვის მოსარჩელე იხდის ყოველთვიურ საიჯარო ქირას თვეში 300 ლარის ოდენობით.

 

მხარეთა შორის გარიგება (კანონით დადგენილი ფორმით ნების გამოვლენა), რამაც შეიძლება სადავო ქონებაზე მოსარჩელის საკუთრების უფლების გადაცემა გამოიწვიოს საქმის მასალებით არ დადასტურდა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

–სარჩელი

–შესაგებელი

–მხარეთა განმარტებები, სხდომის ოქმი

–მოწმეთა ჩვენებები, სხდომის ოქმი

– ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (განაცხადის რეგისტრაციის ნომერი 882016822093, მომზადების თარიღი 02.12.2016 წ 13:08:49)

-აუდიტორული დასკვნა #47/16 11.10.2016 წ

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სარჩელი ფაქტობრივად და სამართლებრივად დაუსაბუთებელია.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 183-ე მუხლი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-4, 102-ე, 103-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 1-ლი ნაწილითა და მე-4 მუხლის 1-ლი ნაწილით მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე-103-ე მუხლების დანაწესებით თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.

 

მოსარჩელემ ვერ გაართვა თავი მტკიცების ტვირთს და ვერ დაამტკიცა, რომ მხარეთა შორის არსებობს გარიგება კანონით დადგენილი წესით, რაც წარმოშობს სადავო ქონებაზე საკუთრების უფლებას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 183-ე მუხლის მიხედვით უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელია გარიგების წერილობითი ფორმით დადება და შემძენზე ამ გარიგებით განსაზღვრული საკუთრების უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

სარჩელზე გადახდილია სახ. ბაჟი 100 ლარის ოდენობით, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე დარჩება სახელმწიფო ბიუჯეტის შესაბამის ანგარიშზე.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქმეზე არ არის გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე და 369-ე მუხლებით

 

გადაწყვიტა

 

1. სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

2. სახ. ბაჟი დარჩეს სახ. ბიუჯეტის შესაბამის ანგარიშზე

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუტაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ირაკლი აბშილავა