განაჩენი

სისხლის სამართლის 03.09.2018
საქმის ნომერი
010100118002536527
დავის ტიპი
19 - 109 3 ბ
თარიღი
03.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

N010100118002536527

საქმე N1-624/18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

[შესავალი ნაწილი]

 

31 აგვისტო, 2018 წელი ქ. ბათუმი

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია

 

მოსამართლე - ლევან გელოვანი

სხდომის მდივანი - ნესტან მარჯანიშვილი

 

სახელმწიფო ბრალმდებელი - რ------–-----

ადვოკატი - ლ----------–---–-

 

ბრალდებული: გ------------------

მამის სახელი: ვ--–----

დაბადებული: 1-.0-.1-----–--–-

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

პირადი ნომერი: 6----------

განათლება: ს-–----–--

ოჯახური მდგომარეობა: დ-------------–-

ფაქტობრივად მცხოვრები: ქ-----------------------–---–----------------

ნასამართლობა: ნ----------–------------

 

ქმედების კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1-, 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ'' და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტები

 

[აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი]

 

1. დანაშაულებრივი ქმედების დადგენა და სამართლებრივი შეფასება

 

სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ გ------------------მ ჩაიდინა დამამძიმებელ გარემობებში - ხულიგნური ქვენაგრძნობითა და განსაკუთრებული სისასტიკით ი-----–-------–---- განზრახ მკვლელობის მცდელობა, რაც გამოიხატა შემდეგში: 2018 წლის 27 მაისს, დაახლოებით 16 საათსა და 30 წუთზე, ქ. ბათუმში, აღმაშენებლის ქუჩა N34-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის ლიფტის კაბინაში, გ------------------მ, თანნაქონი დანის გამოყენებით, ხულიგნური ქვენაგრძნობითა და განსაკუთრებული სისასტიკით განზრახ მოკვლის მიზნით, ი-----–-------–---- მიაყენა ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებები, სხეულის სხვადასხვა არეში 55 (ორმოცდათხუთმეტი) ჭრილობის სახით, კერძოდ: 4 (ოთხი) ჭრილობა თავის ქალის არეში, 2 (ორი) ჭრილობა სახის არეში, 21 (ოცდაერთი) ჭრილობა ზურგისა და წელის არეში, 15 (თხუთმეტი) ჭრილობა მარცხენა ზედა კიდურის არეში, 3 (სამი) ჭრილობა მარჯვენა ზედა კიდურის არეში, 6 (ექვსი) ჭრილობა კისრის მიდამოს არეში, 4 (ოთხი) ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა გულმკერდის მარცხენა ზედაპირზე, შემავალი გულმკერდის ღრუში, მარცხენა ფილტვის ქსოვილის, პერიკარდიუმის, გულის მარჯვენა პარკუჭის კედლის დაზიანებით. გაწეული სამედიცინო დახმარების შედეგად ი-----–-------–--- გადაურჩა სიკვდილს.

 

სასამართლო სხდომაზე გ------------------მ წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ ნაწილობრივ ცნო და განაცხადა, რომ მას მკვლელობის განზრახვა არ ჰქონია და მოითხოვა ბრალად შერაცხული ქმედების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით კვალიფიკაცია.

გ------------------ს ბრალეულობას გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილი ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა, დამაჯერებელი და უტყუარი მტკიცებულებები: მოწმეების - თ---------------–---–--, რ---------–----, ზ----------------–--------------------------------–---–----------------------------------------------- შოთა აბაშიძის, ამირან შავლიძის, გიორგი პაშკოვის, რუსუდან აბაშიძის, მარიამ ბერიძის, ინგა ნიკოლაევას, მერი ცინცაძის ჩვენებები, დაზარალებულ ი-----–-------–---- ჩვენება, დაქტილოსკოპიური და სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი და ფოტოსურათები, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ნივთები და საგნები, ბრალდებულ გ------------------ს დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმი და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ერთობლიობა.

წინასასამართლო სხდომაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული არცერთი მტკიცებულება სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან.

 

ვინაიდან მხარეებმა არცერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი, მათში ასახული ფაქტობრივი გარემოებებით, გამოკვლევის გარეშე მიღებულ იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

 

სასამართლო არ ეთანხმება დაცვის მხარის მოსაზრებას ბრალად შერაცხული ქმედების კვალიფიკაციის შეცვლის თაობაზე და განმარტავს, რომ ი-----–-------–---- სხეულზე მიყენებულ ჭრილობათა სიმრავლე (სხეულის სხვადასხვა არეში 55 ჭრილობა) და ლოკალიზაცია (ჭრილობები ძირითადად მიყენებულია ადამიანის სიცოცხლისათვის მნიშვნელოვან ორგანოებში) გ------------------ს მხრიდან მკვლელობის განზრახვას ადასტურებს.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ გ------------------ დამნაშავედ უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1-, 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ'' ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და მის მიმართ გამოტანილი უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი.

 

2. სასჯელის გამოყენების დასაბუთება

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, ხოლო სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ვალდებულია გაითვალისწინოს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ'' ქვეპუნქტის თანახმად, განზრახ მკვლელობა ხულიგნური ქვენა გრძნობით - ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ცამეტიდან ჩვიდმეტ წლამდე, ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, განზრახ მკვლელობა განსაკუთრებული სისასტიკით - ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თექვსმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით (2018 წლის 30 მაისის ცვლილებებამდე მოქმედი რედაქცია).

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 56-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დაუმთავრებელი დანაშაულისათვის სასჯელის დანიშვნის დროს მხედველობაში მიიღება გარემოებანი, რომელთა გამოც დანაშაული ბოლომდე არ იქნა მიყვანილი, ხოლო ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, უვადო თავისუფლების აღკვეთა არ შეიძლება დაინიშნოს დანაშაულის მომზადებისათვის ან მცდელობისათვის.

 

საქმის მასალებით ირკვევა, რომ მძიმედ დაჭრილი ი-----–-------–--- სასწრაფო დახმარების მანქანით გადაიყვანეს საავადმყოფოში, სადაც გაწეული სამედიცინო დახმარების შედეგად მოხერხდა მისი სიცოცხლის შენარჩუნება.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა ჰქონდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

 

სასამართლოს მიერ განსაზღვრული სასჯელის სახე და ზომა ხელს უნდა უწყობდეს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.

 

სასჯელის მიზანი, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, გულისხმობს ჩადენილი დანაშაულის შესაბამისი სასჯელის დანიშვნას, რომელიც არ დატოვებს უსამართლობის განცდას მსჯავრდებულის, დაზარალებულის და საზოგადოების თვალში და ასევე ხელს შეუწყობს ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.

 

სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ვალდებულია იხელმძღვანელოს სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპით და გაითვალისწინოს, როგორც პასუხისმგებლობის დამამძიმებელი, ასევე შემამსუბუქებელი გარემოებები.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 17-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანაშაულის რეციდივი ნიშნავს წინათ განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ განზრახი დანაშაულის ჩადენას.

 

ამავე კოდექსის 58-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანაშაულის რეციდივის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას.

 

გ------------------ დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის დროს ნასამართლევი იყო განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის. შესაბამისად, სახეზეა დანაშაულის რეციდივი, რის გამოც გ------------------ს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის სანქციით გათვალისწინებული საპატიმრო სასჯელის მინიმუმზე ერთი წლით მეტი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დანაშაულის ჩადენა განსაკუთრებული სისასტიკით, იარაღის გამოყენებით არის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება ამ კოდექსით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისათვის.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ განსაკუთრებული სისასტიკით დანაშაულის ჩადენა მომეტებულად გასაკიცხია, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნული წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მაკვალიფიცირებელ გარემოებას (კვალიფიციური შემადგენლობა), სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო მას მხედველობაში ვერ მიიღებს, ვინაიდან საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსის კერძო ნაწილის მუხლი ან მუხლის ნაწილი დანაშაულის შემადგენლობის ნიშნად ითვალისწინებს შემამსუბუქებელ ან დამამძიმებელ გარემოებას, იგივე გარემოება სასჯელის დანიშვნის დროს მხედველობაში არ მიიღება (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 13 დეკემბრის N2კ-367აპ.-17 განაჩენი).

 

გ------------------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები არ გამოვლენილა.

 

მოცემულ შემთხვევაში, გ------------------ს ქმედება დაკვალიფიცირებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1-, 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ'' ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით. ვინაიდან სახეზე ერთი ქმედება, უნდა დაინიშნოს ერთი სასჯელი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის სანქციის ფარგლებში (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2018 წლის 30 მაისის ცვლილებებამდე მოქმედი რედაქციით).

 

3. ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა

 

ნივთმტკიცების საკითხი გადაწყდეს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად.

 

[ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი]

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-ე-260-ე, 268-ე-269-ე, 271-ე-274-ე, 277-ე-279-ე, 292-ე-293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. გ------------------ ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1-, 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ'' ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 17 (ჩვიდმეტი) წლის ვადით.

 

2. გ------------------ს სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 02 ივნისიდან.

 

3. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 04 ივნისის განჩინებით, გ------------------ს მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.

 

4. ნივთმტკიცებები: შემთხვევის ადგილის დათვალიერების ამსახველი ფოტოსურათები 2 ცალ CD დისკზე, ი-----–-------–---- ტანსაცმელის ამოღების ფოტოსურათები CD დისკზე, შ.პ.ს. ,,კარმენიდან" გამოთხოვილი სათვალთვალო კამერების მიერ ჩაწერილი ინფორმაცია 4 ცალ DVD დისკზე, დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნაზე თანდართული 2 ცალი დაქტილოფირი, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ამსახველი ფოტოსურათები 1 ცალ CD დისკზე, შპს ,,ჯეოსელიდან” გამოთხოვილი ინფორმაციის ამსახველი CD დისკი, შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული საფულე, გ------------------ს პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული მობილური ტელეფონი, ტყავის საფულე, პლასტიკური ბარათი, ი-----–-------–---- ტანისამოსი, რ---------–---- ტანსაცმელი, შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ყვავილიანი ნაქსოვი ქუდი, ი-----–-------–---- კუთვნილი ოქროსფერი ჯაჭვი, რგოლის ბეჭედი, თვლებიანი ვერცხლისფერი საყურე, ი-----–-------–---- პირადი ნივთები და ფული, 10 თეთრიანი მონეტა, ვერცხლისფერი საყურე თვლებით, რგოლის ბეჭედი თვლებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ქალის ფეხსაცმელი, დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

 

გ------------------ს ხელის კვლები 1 ცალ დაქტილობარათზე, შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული თმისმაგვარი წარმონაქმნი, ქაღალდის ნაკეცში არსებული მორუხო ფერის მასა, პლასტმასის ქილაში არსებული მოყვითალო ფერის საცხი, ი-----–-------–---- სისხლის ნიმუში, ი-----–-------–---- ფრჩხილის ნიმუში, რ---------–---- სისხლის ნიმუში, საკეცი დანა, მოწითალო ფერის ლაქები, 5 ცალი სილიკონის მწებავი ჩხირი, პოლიეთილენის პარკი, სანთებელა, მწერების საკლავი ჯოხი, გ------------------ს სისხლის ნიმუში, - განადგურდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

 

5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

6. განაჩენი სააპელაციო წესით შეიძლება გასაჩივრდეს ბრალმდებელის, ზემდგომი პროკურორის, მსჯავრდებულის ან/და მისი ადვოკატის მიერ განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ლევან გელოვანი