გადაწყვეტილება

სამოქალაქო 04.09.2018
საქმის ნომერი
330210118002262307
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
04.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N2/1365-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

31 მაისი, 2018 წელი ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ვერა დობორჯგინიძე

სხდომის მდივანი გვანცა ტურაშვილი

მოსარჩელე: ვი------------–-----–---–ი, პ/ნ 5----------

მოპასუხე: შპ----------------ი“, ს/ნ 2--------

წარმომადგენლები: დ------------ თა-----–--------ა, ვე---------–-–---–ი

დავის საგანი: უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა, ზიანის ანაზღაურება

შეგებებული სარჩელის მოსარჩელე: შპ----------------ი“, ს/ნ 2--------

შეგებებული სარჩელის მოპასუხე: ვი------------–-----–---–ი, პ/ნ 5----------

შეგებებული სარჩელის დავის საგანი: ხელშეკრულების ბათილად ცნობა

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. პირვანდელი სარჩელის მოთხოვნა

1.1.1. შპ----------------ის“ უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნეს ვი------------–-----–---–ის კუთვნილი, 2017 წლის 1---------- „მიღება-ჩავარების“ აქტით გათვალისწინებული შემდეგი მოძრავი ნივთები: 1) დინამიკი, RCF HDL 10-A ACTIVE LINE ARRAY – 8 ერთეული; 2) დინამიკი (ბასი), RCF SUB 8006-AS ACTIVE SUB REFLEX SPEAKER - 2 ერთეული; 3) დინამიკი (სპიკერი), JBL PRX 612M ACTIVE SPEAKER - 4 ერთეული; 4) განათების პულტი, TX-2010 STAGE LIGHTING EQUIPMENT - 1 ერთეული; 5) დიოდური ლედ განათება, TTX TX-3108 LED MOVING HEAD - 9 ერთეული; 6) ლედ განათება (ბიმი), GTD 230 II MOVING HEAD - 4 ერთეული; 7) ლაზერული მნათები, DREAM 1 MK2 LAZER 2W GREEN - 1 ერთეული; 8) თეთრად მნათები ლედ განათება (კობრა), TTX TX-165 LED MOVING HEAD - 4 ერთეული; 9) კვამლის აპარატი, DIGITAL POWER DSK-1500 FOG MACHINE - 4 ერთეული; 10) სამონტაჟო კონსტრუქცია (ალუმინის), 3 მეტრის სიგრძის - 12 ერთეული; 11) სამონტაჟო კონსტრუქცია (ალუმინის), 4 მეტრი სიგრძის 3+1 - 10 ერთეული; 12) მექანიკური ამწე, დურალუმინის - 4 ერთეული, რკინის - 4 ერთეული; 13) მიკროფონის დასადგამი ფეხი სპეციალურ ჩიხოლში - 14 ერთეული; 14) დენის ტრანსფორმატორი კაბელით - 1 ერთეული, და აღნიშნული ნივთები გადაეცეს მოსარჩელე ვი------------–-----–---–ს (იხ. დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა - 2018 წლის 2 მარტის სასამართლო სხდომის ოქმი).

 

1.1.2. შპ----------------ს“ ვი------------–-----–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს მიუღებელი შემოსავლის სახით ყოველდღიურად 600 ლარის ოდენობის ზიანის ანაზღაურება 2017 წლის 1----------------- გადაწყვეტილების აღსრულებამდე (იხ. დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა (ს.ფ. 255).

 

ვი------------–-----–---–ის განმარტებით, 2017 წლის ი------- თვეში, მხარეებს შორის დაიდო მიბარების ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხეს გადაეცა ხელშეკრულების დანართში მითითებული სადავო მოძრავი ნივთები (სრული სასცენო მოწყობილობა ხმისა და განათების სისტემასთან ერთად). მოპასუხე საწარმოს იმჟამინდელი მენეჯმენტისა და მოსარჩელის სურვილი იყო, რომ მხარეებს ერთობლივად მიეღოთ შემოსავალი - დაკავშირებოდნენ პირებს, რომლებიც დაინტერესებულნი იქნებოდნენ მოპასუხე საწარმოს ტერიტორიაზე მოსარჩელის კუთვნილი სასცენო მოწყობილობის დაქირავებითა და ღონისძიებების მოწყობით. მხარეები შეთანხმდნენ, რომ იმ შემთხვევაში, თუ მათი საქმიანობა წარმატებული იქნებოდა, ერთობლივი საქმიანობიდან შემოსულ თანხას მხარეები თანაბრად გაინაწილებდენ. მოსარჩელის განმარტებით, მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულება აღნიშნული განზრახვის წერილობით გაფორმებასა და საქმიანობისთვის საჭირო სასცენო მოწყობილობის შპ----------------ისთვის“ გადაცემის დადასტურებას ისახავდა მიზნად. მოსარჩელე განმარტავს, რომ მხარეთა შეთანხმების შესაბამისად, მოსარჩელემ მოპასუხის კუთვნილ ადმინისტრაციულ შენობაში მიიტანა სადავო ნივთები და დაამონტაჟა, თუმცა, მხარეთა მცდელობების მიუხედავად, პირველი რამდენიმე თვის განმავლობაში, ვერ მოხერხდა შენობისა და სასცენო მოწყობილობის საზღაურის სანაცვლოდ დაქირავების მსურველის მოძიება. ამასობაში კი, 2017 წლის ა-----–-- თვეში, შპ----------------ში“ შეიცვალა მენეჯმენტი და საწარმოს დ-------------- თა-----–--------ა დაინიშნა. თა-----–--------ასთვის ცნობილია შპ----------------ის“ ტერიტორიაზე განთავსებული სასცენო მოწყობილობის განთავსების მიზეზი, თუმცა, მოსარჩელის მოთხოვნების მიუხედავად, ის უსაფუძვლოდ უარს აცხადებს სადავო მოძრავი ნივთების მოსარჩელისათვის დაბრუნებაზე.

 

მოსარჩელე მიიჩნევს, რომ მას, როგორც სადავო მოძრავი ნივთების მესაკუთრეს, უნდა დაუბრუნდეს მისი კუთვნილი ნივთები და, ამასთან, შპ----------------ს“ უნდა დაეკისროს იმ ზიანის ანაზღაურება, რაც ვი------------–-----–---–ს ადგება 2017 წლის 1----------------- სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე, დღეში 600 ლარის ოდენობით. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ მოპასუხის მიერ მისთვის მიყენებული ზიანის ფაქტი და ოდენობა დასტურდება 2018 წლის 16 ი------- N5--------- ექსპერტიზის დასკვნით, რომლის თანახმადაც, სადავო სასცენო მოწყობილობის ერთჯერადად გაცემის საბაზრო საიჯარო ღირებულება 2018 წლის 16 ი------- მდგომარეობით საორიენტაციოდ შეადგენს 1845 ლარს; ვი------------–-----–---–ი მიიჩნევს, რომ ზიანის ანაზღაურების ნაწილში მისი მოთხოვნის საფუძვლიანობა დასტურდება ასევე სადავო სასცენო მოწყობილობის იჯარით აღების თაობაზე ვი------------–-----–---–ის მიერ სხვადასხვა დაინტერესებული პირისგან მიღებული შეთავაზებებით.

 

1.2. შეგებებული სარჩელის მოთხოვნა

ბათილად იქნეს ცნობილი შპ----------------სა“ და ვი------------–-----–---–ს შორის 2017 წლის 1---------- გაფორმებული მიბარების ხელშეკრულება და მიღება-ჩაბარების აქტი.

 

შპ----------------ის“ წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ 2017 წლის 1---------- მიბარების ხელშეკრულება და მისი დანართი არ არის ხელმოწერილი შპ----------------ის“ უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ და, შესაბამისად, ორივე შეთანხმება ბათილად უნდა იქნეს ცნობილი. შპ----------------ის“ წარმომადგენლების განმარტებით, ხელშეკრულების ხელმომწერი პირი, მა--------------ე, არ იყო საწარმოს სახელით ხელშეკრულების გაფორმებაზე უფლებამოსილი პირი. წარმოდგენილი აღიარებითი მოთხოვნის იურიდიულ ინტერესთან დაკავშირებით, შპ----------------ის“ წარმომადგენლებმა განმარტეს, რომ შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, საწარმო სარჩელს აღძრავს ვი------------–-----–---–ის მიმართ საწარმოს კუთვნილი ტერიტორიის უსაფუძვლოდ მოცდება-დაკავების გამო და ზიანის სახით იმ თანხის ანაზღაურებას მოითხოვს, რასაც შპ----------------ი“ მიიღებდა, სადავო ნივთების შენახვით უსაფუძვლოდ მოცდენილი ტერიტორია რომ იჯარით სხვა პირზე გაეცა.

 

2. მოპასუხეთა პოზიციები

2.1. შპ----------------ის“ წარმომადგენლებმა სარჩელი არ ცნეს და მიიჩნიეს, რომ ვი------------–-----–---–ს უარი უნდა ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობის გამო. თავდაპირველი სარჩლის მოპასუხე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო მოძრავი ნივთების ვი------------–-----–---–ისთვის გადაცემა ვერ მოხერხდებოდა, ვინაიდან არ დგინდებოდა სადავო ნივთებზე ვი------------–-----–---–ის საკუთრების უფლება და საწარმო ამ ნივთების რეალური მესაკუთრისგან პრეტენზიების წარდგენის საშიშროების ქვეშ აღმოჩნდებოდა. ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა მხარემ უსაფუძვლოდ მიიჩნია და განმარტა, რომ აღნიშნული მოთხოვნის დაყენებით მოსარჩელე ცდილობს უსაფუძვლოდ გამდიდრდეს შპ----------------ის“ ხარჯზე; მოპასუხე საწარმო უარს ამბობს სადავო ნივთების ვი------------–-----–---–ზე გადაცემაზე მხოლოდ იმიტომ, რომ ვი------------–-----–---–მა არ წარმოადგინა სადავო ნივთებზე საკუთრების უფლების დამადასტურებელი მტკიცებულება. მოპასუხე საწარმოს წარმომადგენლებმა განმარტეს, რომ კომპანიის ინტერესი არ არის კანონიერი მესაკუთრისათვის ნივთების გადაცემის დაბრკოლება, რადგან აღნიშნულის შედეგად უქმად მოცდება მოპასუხის კუთვნილი ფართი.

 

2.2. შეგებებული სარჩელის მოპასუხის პოზიცია

ვი------------–-----–---–მა მიიჩნია, რომ შპ----------------ის“ შეგებებულ სარჩლს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობის გამო, ვინაიდან სადავოდ გამხდარი ხელშეკრულება და მისი დანართი დადებულია შესაბამისი უფლებამოსილების მქონე მხასთან.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

3.1.1. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის ამონაწერით დადგენილია, რომ შპ----------------ი“ სამეწარმეო რეესტრში რეგისტრირებულია 2----–-–-----------დან საიდენტიფიკაციო ნომრით 2--------. დადგენილია, რომ სადავო ხელშეკრულების გაფორმების დროს, შპ----------------ის“ ხ--–---------–-----------–--------------–------ე უფლებამოსილი პირი იყო საწარმოს დ------------ დუ----–-------–-–---–ი, ხოლო საწარმოს მ--------- იყო მა--------------ე. სამეწარმეო რეესტრის ამონაწერით და მხარეთა ახსნა-განმარტებებით დადგენილია, რომ 2017 წლის 2--------–-დან, შპ----------------ის“ ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირია საწარმოს დ------------ თა-----–--------ა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ამონაწერები მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (ს.ფ. 199, 20-)

- მხარეთა ახსნა-განმარტებები

 

3.1.2. 2017 წლის 1---------- ვი------------–-----–---–სა და შპ----------------ს“ შორის გაფორმებული მიბარების ხელშეკრულებისა და ამ ხელშეკრულების დანართის შესაბამისად, შპ----------------ის“ კუთვნილ ადმინისტრაციულ შენობაში, მდებარე მისამართზე ქ. თბილისი, კ---------------, განთავსდა ხელშეკრულების დანართით გათვალისწინებული სადავო მოძრავი ნივთები. შპ----------------ის“ მხრიდან ხელშეკრულება და ხელშეკრულების დანართი ხელმოწერილია მა--------------ის, როგორც საწარმოს იმჟამინდელი დ------------ს მიერ. დადგენილია და შპ----------------ის“ წარმომადგენლები სადავოდ არ ხდიან გარემოებას, რომ მა--------------ე იყო შპ----------------ის“ მ--------- დუ----–----- ხ--–-–---–-ს დ---------------- დროს (იხ. უდავო ფაქტობრივი გარემოება 3.1.1.) დადგენილია და მოპასუხე სადავოდ არ ხდის გარემოებას, რომ აღნიშნული სადავო ნივთები დღემდე განთავსებულია მოპასუხის კუთვნილ ადმინისტრაციულ შენობაში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2017 წლის 1---------- ხელშეკრულება (ს.ფ. 18-20)

- 2017 წლის 1---------- მიღება-ჩაბარების აქტი (ს.ფ. 21-22)

-მხარეთა ახსნა-განმარტებები

- 2018 წლის 16 ი------- ექსპერტიზის დასკვნა N5--------- (ს.ფ. 52-62)

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 50-51)

 

3.1.3. 2017 წლის 1---------------, 2017 წლის 6-----------, 2017 წლის 9------------ და 2017 წლის 2------------ განცხადებებით დადგენილია, რომ ვი------------–-----–---–ი შპ----------------ის“ დ------------ სასამართლოში სარჩელის აღძვრამე სთხოვდა შპ----------------ის“ კუთვნილ ადმინისტრაციულ შენობაში 2017 წლის 1---------- მიბარების ხელშეკრულების საფუძველზე განთავსებული სადავო ნივთების მოსარჩელისათვის დაბრუნებას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2017 წლის 1--------------- განცხადება (ს.ფ. 23)

- 2017 წლის 06----------- განცხადება და გზავნილის რეესტრი (ს.ფ. 24-25)

- 2017 წლის 0------------ განცხადება და გზავნილის რეესტრი (ს.ფ. 26-27)

- 2017 წლის 2------------ განცხადება და გზავნილის რეესტრი (ს.ფ. 28-29)

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

3.2.1. შპ----------------ის“ ყოფილი დ------------ს, დუ----–-------–-–---–ის 2018 წლის 2-----------–-- წერილის, საქმეზე მოწმის სახით დაკითხული მა--------------ისა და ნი----–--------------ს ჩვენებების, მხარეთა ახსნა-განმარტებებისა და საქმეზე დადგენილი უდავო ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს გარემოებას, რომ მოსარჩელე ვი------------–-----–---–ი არის 2017 წლის 1---------- მიბარების ხელშეკრულების დანართში მითითებული სადავო მოძრავი ნივთების მესაკუთრე.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხე საწარმოს დ------------სა და წარმომადგენლის, თა-----–--------ას განმარტებით, მოსარჩელეს უარი ეთქვა სადავო მოძრავი ნივთების მოპასუხის კუთვნილი ადმინისტრაციული შენობიდან გატანაზე იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ თა-----–--------ა არ იყო დარწმუნებული სადავო ნივთების მოსარჩელისადმი კუთვნილებაში, მოსარჩელის მიერ შესაბამისი საკუთრების უფლების დამადასტურებელი მტკიცებულების წარმოუდგენლობის გამო.

 

სასამართლო განმარტავს, რომ უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების წარმოშობისთვის დადგენილი წესებისგან განსხვავებით, სამოქალაქო კანონმდებლობა არ ადგენს მოძრავ ნივთებზე საკუთრების უფელბის სავალდებულო რეგისტრაციის მოთხოვნას. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილია მოძრავი ნივთის მესაკუთრედ ყოფნის კანონისმიერი პრეზუმფცია, რომლის თანახმადაც, ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი არის მისი მესაკუთრე.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 10--ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხის წარმომადგენელს, თა-----–--------ას, არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რომელიც შეიძლება საფუძვლად დაედოს მის პოზიციას, რომ სადავო მოძრავი ნივთების მესაკუთრედ მოსარჩლის ყოფნის კანონისმიერი პრეზუმფციის მიუხედავად, მოსარჩელის საკუთრების უფლება კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. შპ----------------ის“ ყოფილი დ------------ს, დუ----–-------–-–---–ის 2018 წლის 2-----------–-- წერილის, საქმეზე დაკითხული მა--------------ისა და ნი----–--------------ს ჩვენებების, მხარეთა ახსნა-განმარტებებისა და საქმეზე დადგენილი უდავო ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს ასევე გარემოებას, რომ შპ----------------ის“ დ------------სთვის, თა-----–--------ასთვის, ცნობილი იყო, რომ სადავო მოძრავი ნივთების მოპასუხის კუთვნილ ადმინისტრაციულ შენობაში მიიტანა ვი------------–-----–---–მა და, შესაბამისად, ზემოგანმარტებული გარემოებების გათვალისწინებით, თა-----–--------ას უარი სადავო მოძრავი ნივთების მოსარჩელისთვის გადაცემის თაობაზე საფუძველს მოკლებულია.

 

ვი------------–-----–---–ის მიამართ 2018 წლის 2------------–- დუ----–-------–-–---–ის მიერ მიწერილი წერილით, რომლის შინაარსიც მოპასუხე მხარეს სადავოდ არ გაუხდია, დასტურდება, რომ მოპასუხე საწარმოში მ-----------ის შეცვლისას, საწარმოს ყოფილმა დ-------------, დუ----–-------–-–---–მა, საწარმოს მოქმედ დ------------, თა-----–--------ს, მიაწოდა ინფორმაცია მოპასუხე საწარმოს ადმინისტრაციულ შენობაში განთავსებულ სადავო მოძრავ ნივთებთან დაკავშირებით და განუმარტა, რომ ვი------------–-----–---–ს უნდა მისცემოდა შესაძლებლობა, წაეღო თავისი კუთვნილი მოძრავი ნივთები. აღნიშნული წერილით ასევე დასტურდება, რომ თა-----–--------ასთვის ცნობილი იყო მხარეერბს შორის 2017 წლის ი------ში მა--------------ის წარმომადგენლობით გაფორმებული ხელშეკრულების შესახებ (ს.ფ. 148). ამასთან, სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა მოწმეებმა, მა--------------ემ და ნი----–-------------მა, დაადასტურეს შპ----------------ის“ კუთვნილ შენობაში ნივთების მოსარჩელის მიერ მიტანისა და განთავსების ფაქტი. მოწმე მა--------------ემ, რომლის მიერაც მოხდა ხელშეკრულების ხელმოწერა და რომელიც სადავო ხელშეკრულების გაფორმების დროს ორგანიზაციის მ--------- იყო, სასამართლო სხდომაზე დაადასტურა, რომ ვი------------–-----–---–ისგან მიიღო სადავო მოძრავი ქონება, აღწერა და განათავსა შპ----------------ის“ შენობაში. შპ----------------ის“ სამეურნეო დარგში მ---------ს, ნი----–--------------ს ჩვენებით, სადავო მოწყობილობა ააწყო და დაამონტაჟა ვი------------–-----–---–მა და სადავო სასცენო მოწყობილობა დაშალა და ყუთებში განათავსა ვი------------–-----–---–მა თა-----–--------ას ნებართვით. ყოველივე ზემოაღნიშნულისა და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სადავო ნივთებზე ვი------------–-----–---–ის საკუთრების უფლების კანონისმიერი პრეზუმფციის საწინააღმდეგო მტკიცებულება წარმოდგენილი არ არის, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მოსარჩელე ვი------------–-----–---–ი არის 2017 წლის 1---------- მიბარების ხელშეკრულების დანართში მითითებული სადავო მოძრავი ნივთების მესაკუთრე.

 

3.2.2. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ 2017 წლის 1---------- დადებული ხელშეკრულება და მის საფუძველზე გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტი წარმოადგენს უფლებამოსილ პირთა შორის დადებულ შეთანხმებებს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გარიგება შეიძლება დაიდოს წარმომადგენლის მეშვეობითაც. წარმომადგენლის უფლებამოსილება ან კანონიდან გამომდინარეობს ანდა წარმოიშობა დავალების (მინდობილობის) საფუძველზე.

 

საქმეში წარმოდგენილი 2017 წლის 1---------- მიბარების ხელშეკრულება და მიღება-ჩაბარების აქტი შპ----------------ის“ მხრიდან ხელმოწერილია მა--------------ის, როგორც მოპასუხე საწარმოს აღმასრულებელი დ------------ს მიერ. შეგებებული სარჩელის ავტორი მიუთითებს, რომ სადავო გარიგების გაფორმებისას შპ----------------ის“ მხრიდან ხელმომწერი პირი არ იყო უფლებამოსილი წარმომადგენელი, ვინაიდან ის არ იყო საწარმოს დ------------, და, შესაბამისად, გარიგება არ დადებულა საწარმოს მიერ.

 

შპ----------------ის“ 2016 წლის 2-----------–-ს სამეწარმეო რეესტრის ამონაწერის თანახმად, ორგანიზაციის ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირად, დ--------------, სადავო ხელშეკრულების გაფორმების დროისათვის, რეგისტრირებული იყო დუ----–-------–-–---–ი (ს.ფ. 199-201). საქმეში წარმოდგენილი მინდობილობით ასევე დგინდება, რომ შპ----------------ის“ დ------------ს, დუ----–-------–-–---–ის მიერ, 2016 წლის 19 ოქტომბერს, ერთი წლის ვადით, მა--------------ის სახელზე გაცემულ იქნა მინდობილობა, რომლითაც მა--------------ეს მიენიჭა უფლებამოსილება, შპ----------------ის“ სახელით ნებისმიერ ფიზიკურ, იურიდიულ და მესამე პირებთან ურთიერთობაში მიეღო მონაწილეობა, დაედო და განესაზღვრა ხელშეკრულების პირობები (ს.ფ. 135-36).

 

სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებებზე, რომ შპ----------------ის“ წარმომადგენლები სადავოდ არ ხდიან მა--------------ის შპ----------------ში“ მ----------- მუშაობის ფაქტს. ამავე დროს, კომპანიის ყოფილი დ------------ 2018 წლის 2-----------–-- წერილით ადასტურებს საწარმოს მიერ სადავო ხელშეკრულების დადებასა და სადავო ნივთების ვი------------–-----–---–ისგან მიღების ფაქტებს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 52-ე მუხლის თანახმად, ნების გამოვლენის განმარტებისას ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად, და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვატიტყვითი აზრიდან. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ხელშეკრულებაში დაშვებული ფორმალური უსწორობა - მითითება, რომ ხელშეკრულების ხელმომწერი პირი არის საწარმოს გ-------–----- დ------------ (და არა - დ------------სგან შესაბამისი უფლებამოსილებით აღჭურვილი წარმომადგენელი) - ვერ შეფასდება, როგორც ხელშეკრულების ბათილობის საფუძველი. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ 2017 წლის 1---------- ხელშეკრულება და მის საფუძველზე გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტი ხელმოწერილია შპ----------------ის“ უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ.

 

სასამართლო განმარტავს, რომ მხარეები უფლებამოსილნი არიან, წერილობით შეთანხმდნენ ურთიერთთანამშრომლობაზე ნებისმიერი პირობების გათვალისწინებით და უფლებამოსილ პირებს შორის გაფორმებული ასეთი შეთანხმება ნამდვილია, თუ შეთანხმების პირობები არ არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს და არ ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობრივ ნორმებს. აღნიშნული პრინციპი გამომდინარეობს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლიდან, რომლის შესაბამისადაც, ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობრივ ნორმებს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი და მეორე წინადადებებით პირდაპირ არის დადგენილი, რომ კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი; მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას. განსახილვველ შემთხვევაში, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ სადავო შეთანხმებები უფლებამოსილი პირების მიერ არის ხელმოწერილი და ისინი არ შეიცავენ კანონის, საჯარო წესრიგისა, ან ზნეობრივი ნორმების საწინააღმდეგო რაიმე დათქმას.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შემოწმების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ვი------------–-----–---–ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, ხოლო შპ----------------ის“ შეგებებულ სარჩელს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობის გამო.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი 6. სამართლებრივი შეფასება

6.1. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადების თანახმად, საკუთრება აღიარებული და ხელშეუვალია.

 

სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ან/და, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.

 

სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.

 

უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის შესახებ სარჩელის წარდგენა ხდება, როცა შელახულია ნივთზე მესაკუთრის მფლობელობა, როცა მესაკუთრის ქონება უკანონო მფლობელის (მფლობელთა) ხელთაა. ამასთან, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისათვის უნდა არსებობდეს აუცილებელი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე; ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი; გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება. მხოლოდ მას შემდეგ, რაც დადგინდება სამივე წინაპირობის არსებობა, შესაძლებელი გახდება მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა. ამდენად, ვინდიკაციური სარჩელის საფუძვლიანობა მოწმდება იმ გარემოებათა შეფასებით, არსებობს თუ არა მოსარჩელის საკუთრების უფლება ნივთზე და იმყოფება თუ არა ეს ნივთი სხვა პირთა არამართლზომიერ მფლობელობაში, ხორციელდება თუ არა მფლობელობა საამისო უფლების გარეშე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 168-ე მუხლის მიხედვით მესაკუთრის პრეტენზიის გამო ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას.

 

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოსარჩელე ვი------------–-----–---–ი არის სადავო მოძრავი ქონების მესაკუთრე, ასევე დადგენილია, რომ სადავო ქონება მოპასუხის მფლობელობაშია.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა უკანონო მფლობელობიდან სადავო მოძრავი ნივთების გამოთხოვვის თაოაბაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის მომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.

 

განსახილველ შემთხვევაში, ვი------------–-----–---–ი ითხოვს მოპასუხის მიერ სადავო ქონების უკანონო მფლობელობის შედეგად მიუღებელი შემოსავლის სახით მოპასუხეზე ზიანის ანაზღაურების დაკისრებას და მიიჩნევს, რომ მოპასუხის მიერ მისთვის მიყენებული ზიანის ფაქტი და ოდენობა დასტურდება 2018 წლის 16 ი------- N5--------- ექსპერტიზის დასკვნით, რომლის თანახმადაც, სადავო სასცენო მოწყობილობის ერთჯერადად გაცემის საბაზრო საიჯარო ღირებულება 2018 წლის 16 ი------- მდგომარეობით საორიენტაციოდ შეადგენს 1845 ლარს; ვი------------–-----–---–ი მიიჩნევს, რომ ზიანის ანაზღაურების ნაწილში მისი მოთხოვნის საფუძვლიანობა დასტურდება ასევე შპ-----–-----–------------------ს“, შპ------------ს“ და „აჭ---------ს“ მზადყოფნით, დაექირავებინათ სადავო სასცენო მოწყობილობა (ს.ფ. 38, 40, 41, 42).

 

სასამართლო განმარტავს, რომ ზიანის ანაზღაურებაზე მსჯელობისას, აუცილებელია ამ მოთხოვნის მქონე მხარემ მიუთითოს და უტყუარ მტკიცებულებებზე დაყრდნობით დაამტკიცოს მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის შედეგად მისთვის ზიანის მიყენების ფაქტი. მიუღებელი შემოსავლი, თავისი სამართებრივი ბუნებით ზიანის ერთ-ერთ სახეს წარმოადგეს და მისთვის დამახასიათებელია ყველა ის ელემენტი, რომელიც ზიანის წარმომშობი ვალდებულებისათვის არის გათვალისწინებული. ამდენად, მიუღებელი შემოვავალი, ისევე როგორც ზიანი, ზუსტად უნდა იყოს განსაზღვრული და დადასტურებული უტყუარი მტკიცებულებებით.

 

მიუღებელი შემოსავალი თავისი ბუნებით გულისხმობს წმინდა ეკონომიკურ დანაკარგს, რომელიც ხელშეკრულების მხარემ განიცადა და რომელსაც ადგილი არ ექნებოდა, ხელშეკრულება რომ ჯეროვნად შესრულებულიყო. იმისათვის, რომ შემოსავალი მიუღებლად ჩაითვალოს, მას პირდაპირი და უშუალო კავშირი უნდა ჰქონდეს მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევასთან. პირდაპირ კავშირში იგულისხმება მოვლენების, მოქმედებისა და დამდგარი შედეგის ის ლოგიკური ბმა, რომელიც არ ტოვებს შემოსავლის მიღების რეალურ შესაძლებლობასთან დაკავშირებული ეჭვის საფუძველს (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Nას- 459-438-2015, 07.10.2015წ.).

 

მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების საკითხის გადაწყვეტისას, ზიანის ანაზღაურება უნდა განისაზღვროს მხოლოდ ობიექტური კრიტერიუმებით, ისე, რომ ამას არ მოჰყვეს დაზარალებულის უსაფუძვლო გამდიდრება (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Nას-307-291-2011, 24.10.2011წ.).

 

ვალდებულების შეუსრულებლობა, ზოგადად, ზიანის მომტანია პირისათვის, რადგან კრედიტორს ყოველთვის აქვს შესრულების მოლოდინი და შესრულება მისთვის ყოველთვის გარკვეულ ღირებულებას წარმოადგენს, მაგრამ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნისას, მხარემ კონკრეტული მტკიცებულებებით უნდა შეძლოს და დაადასტუროს მისთვის ზიანის მიყენების ფაქტი და ზიანის ოდენობა. მიუღებელ შემოსავალზე მსჯელობისას, ზიანის სხვა კომპონენტებთან ერთად, აუცილებელია დადასტურდეს მოვალის წინასწარი მოლოდინი მისი მოქმედების შედეგად ზიანის მიყენების თაობაზე, მისი მოქმედების უშუალო კავშირი ვალდებულების დარღვევის შედეგად წარმოშობილ მიუღებელ სარგებელთან.

 

მოსარჩელის განმარტებით, მხარეებისთვის ცნობილი იყო, რომ შემოსავალს ერთობლივი საქმიანობიდან მხარეები მიიღებედნენ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მხარეები სადავო სასცენო მოწყობილობის დაქირავების მსურველს მოიძიებდნენ. მოსარჩელისავე განმარტებით, სადავო ნივთების შპ----------------ში“ განთავსებიდან რამდენიმე თვის განმავლობაში, საწარმოს მენეჯმენტის შეცვლამდე, სასცენო მოწყობილობის დაქირავების მსურველთა მოძიება ვერ მოხერხდა და სადავო ხელშეკრულების საფუძველზე მხარეებს შემოსავალი არ მიუღიათ. ამასთან, ვი------------–-----–---–ის მიერ არ ყოფილა წარმოდგენილი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა 2017 წლის ი------მდე სადავო სასცენო მოწყობილობის რეგულარული გაქირავებით ვი------------–-----–---–ის მიერ შემოსავლის მიღების ფაქტს. სასამართლოს შეფასებით, საქმეში წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნა, რომლითაც სადავო მოწყობილობის სავარაუდო საიჯარაო ფასია განსაზღვრული, და წერილები, რომლებითაც დასტურდება მესამე პირთა ინტერესი სადავო ნივთების დაქირავების მიმართ, ვერ იქნება შეფასებული, როგორც მტკიცებულებები, რომლებიც შპ----------------ის“ მხრიდან მოსარჩელისთვის ზიანის მიყენების წინასწარ მოლოდინის არსებობის ფაქტს ადასტურებს. ამდენად, ზიანი, რომლის ანაზღაურებასაც ითხოვს თავდაპირველი სარჩელის მოსარჩელე, ვერ იქნება შეფასებული, როგორც მოსალოდნელი ზიანი და, შესაბამისად, განსახილველ მოთხოვნას უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობის გამო.

 

6.3. ვინაიდან სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2017 წლის 1---------- დადებული ხელშეკრულება და მის საფუძველზე გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტი წარმოადგენს უფლებამოსილ პირთა შორის დადებულ შეთანხმებებს, რომელთა შინაარსიც წინააღმდეგობაში არ მოდის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლით დადგენილ პირობებთან, სასამართლო მიიჩნევს, რომ შპ----------------ის“ წარმომადგენლების მოთხოვნას სადავო შეთანხმებების ბათილად ცნობის თაოაბზე უარი უნდა ეთქვას დაკმაყფილებაზე უსაფუძვლობის გამო (იხ. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები, პ. 3.2.2.).

 

7. პროცესის ხარჯები

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში - განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2000 ლარამდე ოდენობით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

განსახილველ შემთხვევაში, უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე მოთხოვნის ნაწილში დავის საგნის ღირებულება შეადგენს 4 000 ლარს, თანახმად საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „კ“ ქვეპუნქტებისა, ხოლო ზიანის ანაზღაურების ნაწილში დავის საგნის ღირებულება შეადგენს 657 000 ლარს, თანახმად საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტებისა (ყოველდღიური 600 ლარი X 365 X 3). საერთო ჯამში, ვი------------–-----–---–ის სარჩელის ფასი ორივე მოთხოვნის შეჯამების შედეგად შეადგენს 661 000 ლარს, თანახმად საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-40 მუხლის მე-2 ნაწილისა.

 

ვი------------–-----–---–ის მიერ სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი საერთო ჯამში 3050 ლარის ოდენობით (ს.ფ. 64-67, 171, 257). აღნიშნული თანხიდან სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი შეადგენს 3000 ლარს, თანახმად საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის მე-3 ნაწილი „ა.ა“ ქვეპუნქტისა, ხოლო სარჩელის უზრუნველყოფის განცხადებაზე სარჩელის აღძვრისას გადახდილი სახელმწიფო ბაჟი შეადგენს 50 ლარს, თანახმად საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტისა. ვი------------–-----–---–ის მიერ წარმოდგენილია ასევე ექსპერტიზის დასკვნის მომზადებისათვის 1271 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი (ს.ფ. 68).

 

შპ----------------ის“ შეგებებულ სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის ოდენობით, თანახმად საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტისა (ს.ფ. 208-209). ასევე, წარმოდგენილია იურიდიული მომსახურებისათვის გადახდილი 2000 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი (ს.ფ. 207).

 

ვინაიდან ვი------------–-----–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდა უკანონო მფლობელობიდან სადავო ნივთების გამოთხოვის ნაწილში, მოპასუხეს დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება, ხოლო ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა ჩაითვალოს ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად. განსახილველ შემთხვევაში, სარჩელი დაკმაყოფილდა 0.6%-ის ნაწილში, ხოლო 99.4%-ის ნაწილში სარჩელს უარი ეთქვა დაკმაყოფილებაზე (4000/661000X100). შესაბამისად, მოპასუხეს უნდა დაეკისროს სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 3000 ლარის 0.6%-ის, ე.ი. 18 ლარის, მოსარჩელის სასარგებლოდ ანაზღაურება, ხოლო სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 3000 ლარის 99.4%, ე.ი. 2982 ლარი, უნდა ჩაითვალოს ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად. ვინაიდან პირველი ინსტანციის სასამართლოში სახელმწიფო ბაჟის მაქსიმალური ოდენობა ფიზიკური პირისთვის არ უნდა აღემატებოდეს 3 000 ლარს, ხოლო მოსარჩელის მიერ გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 3050 ლარის ოდენობით, 50 ლარი უნდა დაუბრუნდეს მოსარჩელეს, როგორც ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟი. ვინაიდან ვი------------–-----–---–ს უარი ეთქვა ზიანის ანაზღაურების ნაწილში მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, მის მიერ ექსპერტიზის დასკვნისთვის გაწეული ხარჯი 1271 ლარის ოდენობით არ ექვემდებარება მოპასუხის მიერ ანაზღაურებას. ამასთან, ვი------------–-----–---–ს უარი უნდა ეთქვას სააღსრულებო ბიუროს მომსახურების საფასურის სახით მის მიერ სავარაუდოდ გადახდილი 100 ლარის მოპასუხეზე დაკისრების შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე, ვინაიდან საქმეში არ არის წარმოდგენილი აღნიშნული თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.

 

ვინაიდან შპ----------------ის“ შეგებებულ სარჩელს უარი ეთქვა დაკმაყოფილებაზე, შეგებებულ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის ოდენობით უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად და შპ----------------ის“ წარმომადგენლებს უარი უნდა ეთქვათ შეგებებულ სარჩელზე გაწეული სასამართლო ხარჯების ანაზღაურებაზე.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 18 ი------- განჩინებით, ვი------------–-----–---–ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და, ზიანის ანაზღაურების ნაწილში სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, შპ----------------ს“ აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე მისამართზე ქ. თბილისი, ჩ---------------, ს---------------ოდი N0--13.0-.0---0--, გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.

 

ვინაიდან მოსარჩელის მოთხოვნას ზიანის ანაზღაურების ნაწილში უარი ეთქვა დაკმაყოფილებაზე, საქმეზე 2018 წლის 18 ი------- განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება უნდა გაუქმდეს.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 55-ე, 1991-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. ვი------------–-----–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

2. შპ----------------ის“ უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნეს ვი------------–-----–---–ის კუთვნილი, 2017 წლის 1---------- „მიღება-ჩაბარების“ აქტით გათვალისწინებული შემდეგი მოძრავი ნივთები: 1) დინამიკი, RCF HDL 10-A ACTIVE LINE ARRAY – 8 ერთეული; 2) დინამიკი (ბასი), RCF SUB 8006-AS ACTIVE SUB REFLEX SPEAKER - 2 ერთეული; 3) დინამიკი (სპიკერი), JBL PRX 612M ACTIVE SPEAKER - 4 ერთეული; 4) განათების პულტი, TX-2010 STAGE LIGHTING EQUIPMENT - 1 ერთეული; 5) დიოდური ლედ განათება, TTX TX-3108 LED MOVING HEAD - 9 ერთეული; 6) ლედ განათება (ბიმი), GTD 230 II MOVING HEAD - 4 ერთეული; 7) ლაზერული მნათები, DREAM 1 MK2 LAZER 2W GREEN - 1 ერთეული; 8) თეთრად მნათები ლედ განათება (კობრა), TTX TX-165 LED MOVING HEAD - 4 ერთეული; 9) კვამლის აპარატი, DIGITAL POWER DSK-1500 FOG MACHINE - 4 ერთეული; 10) სამონტაჟო კონსტრუქცია (ალუმინის), 3 მეტრის სიგრძის - 12 ერთეული; 11) სამონტაჟო კონსტრუქცია (ალუმინის), 4 მეტრი სიგრძის 3+1 - 10 ერთეული; 12) მექანიკური ამწე, დურალუმინის - 4 ერთეული, რკინის - 4 ერთეული; 13) მიკროფონის დასადგამი ფეხი სპეციალურ ჩიხოლში - 14 ერთეული; 14) დენის ტრანსფორმატორი კაბელით - 1 ერთეული, და აღნიშნული ნივთები გადაეცეს მოსარჩელე ვი------------–-----–---–ს.

 

3. ვი------------–-----–---–ის მოთხოვნა მოპასუხე შპ----------------ისათვის“ მიუღებელი შემოსავლის სახით 2017 წლის 1----------------- გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველდღიურად 600 ლარის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.

 

4. შპ----------------ის“ შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

 

5. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 18 ი------- განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლის საფუძველზეც მოპასუხე შპ----------------ს“ აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე მისამართზე ქ. თბილისი, ჩ---------------, ს---------------ოდი N0--13.0-.0---0--, გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.

 

6. შპ----------------ს“ ვი------------–-----–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს 18 ლარის გადახდა მოსარჩელის მიერ სარჩელზე უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის ნაწილში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურების მიზნით.

 

7. ვი------------–-----–---–ის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 2982 ლარის ოდენობით ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

 

8. ვი------------–-----–---–ის დაუბრუნდეს მის მიერ 2017 წლის 2------------- გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით, რომელიც გადახდილია შემდეგ რეკვიზიტებზე: ხაზინის ერთიანი ანგარიში, ბანკის კოდი: TRESGE22, სახაზინო კოდი: 300 773 150.

 

9. ვი------------–-----–---–ის მოთხოვნა მოპასუხე შპ----------------ისათვის“ სასამართლოსგარეშე ხარჯის სახით სააღსრულებო ბიუროში გადახდილი 100 ლარისა და ექსპერტიზის დასკვნისთვის გაწეული 1270 ლარის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.

 

10. შპ----------------ის“ მიერ შეგებებულ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის ოდენობით ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

 

11. შპ----------------ის“ მოთხოვნა მოპასუხე ვი------------–-----–---–ისათვის სასამართლოსგარეშე ხარჯის სახით იურიდიული მომსახურებისათვის გადახდილი 2000 ლარის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.

 

12. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-13 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

13. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: ვერა დობორჯგინიძე