გადაწყვეტილება

სამოქალაქო 31.08.2018
საქმის ნომერი
330210117002184280
კატეგორია
დავის ტიპი
სანივთო-სამართლებრივი დავები
თარიღი
31.08.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 2/32350-17

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

31.08.2018 წელი ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე მაია სვიანაძე

სხდომის მდივანი ხატია გაგელიძე

მოსარჩელე - მი-–--------ი

მოპასუხე - ლე------------–------------------------–ი"

წამომადგენელი- მა---------------ია

დავის საგანი - ქონების ყადაღისგან გათავისუფლება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

მოსარჩელე ითხოვს ყადაღისაგან გათავისუფლდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს, თბილისის სააღსრულებო ბიუროს 20---–-–-----------------ს ნივთის აღწერისა და დაყადაღების შესახებ N 1----- აქტით დაყადაღებული და ქ--–---------–--–----------–---------------------------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში განთავსებული შემდეგი მოძრავი ნივთები: კომპიუტერი, ლეპტოპი hp; მაცივარი ბეკო; გაზქურა CARINO; სარეცხი მანქანა ელ-ჯი; ტელევიზორი KONKA.

2. მოპასუხის პოზიცია

მოპასუხეებმა ლე---------ემ და შპს ,,ი-----------------ლმა" სარჩელი ცნეს.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

3.2.1 საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 20---–-–-----------------ს ნივთის აღწერისა და დაყადაღების შესახებ N1----- აქტით დაყადაღებულია ქა-–--------–--–------–---------------------------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში განთავსებული შემდეგი მოძრავი ნივთების - კომპიუტერი, ლეპტოპი hp, მაცივარი ბეკო, გაზქურა CARINO, სარეცხი მანქანა ელ-ჯი, ტელევიზორი KONKA.

3.2.2 შპს ,,ტ----------ის" მიერ 20---–-–-------------რს გაცემული N 0-------- ცნობის მიხედვით დასტურდება მი-–--------ის მიერ 20---–-–--------------ალს ,,KONKA"-ს ფირმის ტელევიზორი (ს.ფ 22-24).

3.2.3 საქმეში წარმოდგენილი შპს ,,ტ-------უს"-ის გასავლის N C-------- ზედნადების მიხედვით 20---–-–------------ბერს მი-–--------მა შეიძინა ორკამერიანი ნახევრად მშრალი DSE 25022 S მაცივარი (ს.ფ.25).

3.2.4 მი-–--------ის მიერ 20---–-–--------------რს გადახდილია გაზქურა CARINO AG-6360-G-ს ღირებულება შპს ,,ა--------ქის" საბანკო ანგარიშზე (ს.ფ 26).

3.2.5 მი-–--------ის მიერ 2011 წლის 18 იანვარს გადახდილია შპს ,,ო---ას" ანგარიშზე სარეცხი მანქანა LG8068QDP-ის ღირებულების საფასური (ს.ფ 27).

3.2.6 საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიერ 20---–-–-------------რს გაცემული №A---------------- წერილის მიხედვით, 20---–-–-----------------ს ნივთის აღწერისა და დაყადაღების შესახებ N1----- აქტით დაყადაღებულ სადავო მოძრავ ნივთებზე იძულებითი აუქციონი დანიშნული არ არის (ს.ფ 21)

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

საქმეში არსებულ მტკიცებულებათა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 131-ე, 208-ე მუხლებით;

 

6. სამართლებრივი შეფასება

6.1 სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრინციპს წარმოადგენს დისპოზიციურობა, რომელიც მხარეებს ანიჭებს საკუთარი მატერიალური და საპროცესო უფლებების განკარგვის შესაძლებლობას. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს ცნოს სარჩელი. მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა წარმოადგენს დისპოზიციურობის პრინციპის კონკრეტულ გამოვლინებას, რომლის საშუალებითაც მოპასუხის მიერ ხდება თავისი მატერიალური და საპროცესო უფლებების განკარგვა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის მიხედვით, მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას, ხოლო ამავე კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სარჩელის ცნობა მისი დაკმაყოფილების საფუძველია. განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხეებმა ლე---------ემ და შპს ,,ი-----------------ლმა" სარჩელი ცნეს. კერძოდ, აღიარეს რომ ლე---------ის საკუთრებას არ წარმოადგენს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 20---–-–-----------------ს ნივთის აღწერისა და დაყადაღების შესახებ N1----- აქტით დაყადაღებულია ქალაქ თბილისში,. აგ-–---------------------------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში განთავსებული შემდეგი მოძრავი ნივთების - კომპიუტერი, ლეპტოპი hp; მაცივარი ბეკო, გაზქურა CARINO; სარეცხი მანქანა ელ-ჯი, ტელევიზორი KONKA.

 

7. საპროცესო ხარჯები

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამავე კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

ვინაიდან მოპასუხეებმა ცნეს სარჩელი, მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს სარჩელის აღძვრისას წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 120 ლარი.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 49-ე, 131-ე, 208-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა

 

1. მი-–--------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს.

2. ყადაღისაგან გათავისუფლდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს, თბილისის სააღსრულებო ბიუროს 20---–-–-----------------ს ნივთის აღწერისა და დაყადაღების შესახებ N 1----- აქტით დაყადაღებული და ქ--–---------–--–----------–---------------------------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში განთავსებული შემდეგი მოძრავი ნივთები: კომპიუტერი, ლეპტოპი hp; მაცივარი ბეკო; გაზქურა CARINO; სარეცხი მანქანა ელ-ჯი; ტელევიზორი KONKA.

3. მი-–--------ის (პ/ნ2----------) დაუბრუნდეს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 120 ლარი.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

მოსამართლე მაია სვიანაძე