გადაწყვეტილება

სამოქალაქო 31.07.2018
საქმის ნომერი
030210018002300742
კატეგორია
დავის ტიპი
მეუღლეთა განქორწინების თაობაზე, ბავშვის შესანახად ალიმენტის გადახდევინების შესახებ
თარიღი
31.07.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№030210018002300742

№2/129-2018

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

31 ივლისი 2018 წელი ქ. ფოთი

შესავალი ნაწილი

ფ------ საქ--–--ო სასამართლო

მოსამართლე თეიმურაზ სიხარულიძე

სხდომის მდივანი თამარ მგალობლიშვილი

მოსარჩელე დ---------ა

ადვოკატი ქ---------------ა

მოპასუხე ე---–-------------ა

დავის საგანი ქორწინების შეწყვეტა, ალიმენტის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. შეწყდეს დ---------ასა (პ/ნ5----------- და ე---–-------------ას (პ/ნ3----------- შორის 2010 წლის 24 აგვისტოს ფ------ სამოქ--–--ო რეესტრის სამსახურის №4---------- სააქტო ჩანაწერით რეგისტრირებული ქორწინება.

 

1.2.მოპასუხე ე---–-------------ას დაეკისროს არასრულწლოვანი შვილების: 2----–-–------------------ დაბადებული ე---–-------------იას (პ/ნ3----------), 2----–-–------------------ დაბადებული ბ------------იას (პ/ნ3----------) და 2--- წლის 8 თებერვალს დაბადებული დ---------------იას (პ/ნ3----------- სასარგებლოდ ალიმენტის სახით თვეში თითოეულზე 100 ლარის (ჯამში 300 ლარი) ოდენობით, შვილების სრულწლოვანებამდე.

 

სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

მოსარჩელე დ---------ა მოპასუხე ე---–-------------ასთან 2010 წლის 24 აგვისტოდან იმყოფება რეგისტრირებულ ქორწინებაში. მათ თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ სამი შვილი 2----–-–------------------ დაბადებული ე---–-------------ია (პ/ნ3----------), 2----–-–------------------ დაბადებული ბ------------ია (პ/ნ3----------) და 2--- წლის 8 თებერვალს დაბადებული დ---------------ია (პ/ნ3-----------. არასრულწლოვანი შვილები მოსარჩელესთან ერთად ცხოვრობენ. ე---–-------------ა შვილების მიმართ საკმარის მზრუნველობას არ იჩენს.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

ე---–-------------ა ცნობს სარჩელს განქორწინების შესახებ, ხოლო ალიმენტის დაკისრების ნაწილში სარჩელს არ ცნოს და განმარტავს, რომ მას ფინანსური შესაძლებლობა არ გააჩნია.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. მხარეები დ---------ა (პ/ნ 5----------- და ე---–-------------ა (პ/ნ 3----------- 2010 წლის 24 აგვისტოდან არიან რეგისტრირებულ ქორწინებაში - სააქტო ჩანაწერი №4----------.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-სარჩელი, შესაგებელი;

-ქორწინების მოწმობა N-----------.

-მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.2. დ---------აას და ე---–-------------ას თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ სამი შვილი - 2----–-–------------------ დაბადებული ე---–-------------ია (პ/ნ3----------), 2----–-–------------------ დაბადებული ბ------------ია (პ/ნ3----------) და 2--- წლის 8 თებერვალს დაბადებული დ---------------ია (პ/ნ3-----------.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-სარჩელი, შესაგებელი;

-დაბადების მოწმობები - ნრ N1------ ნრ N0------ ნრ N2------

-მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.3. დ---------ა და ე---–-------------ა ცალ-ცალკე ცხოვრობენ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-სარჩელი, შესაგებელი;

-მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.4. დადგენილია, რომ დ---------ასა და ე---–-------------ას შორის ქორწინება ფაქტობრივად შეწყვეტილია. მხარეებს არ სურთ ერთად ცხოვრება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-სარჩელი, შესაგებელი;

-მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.5.დ---------ამ ე---–-------------სათვის ალიმენტის დაკისრების თაობაზე სარჩელით სასამართლოს მომართა 2018 წლის 12 თებერვალს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-სარჩელი.

 

3.1.6.2017 წლის 10 ივნისის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის მიხედვით (ფორმა N –-------) დ---------ას თანმხლები დაავადებაა არტერიული ჰიპერტენზია, მდგომარეობა სტაციონარიდან გაწერისას - გაუმჯობესებული, რჩება იოლი ჰემიპარეზი, ჰემიჰიპესთეზია მარჯვენა ხელ-ფეხში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.

 

3.1.7.სსიპ ქალაქ ფოთის N4 საჯარო ს----–ის დირექტორის გ----------------ის მიერ გაცემული ცნობის მიხედვით, ე---–---------–-----------------ია დაბადებული 2----–-–-------------------, პ/ნ3----------) სწავლობს სსიპ ქ--–-- ფ------ N- ს-------- ს----–ის მე-5 კლასში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-2018 წლის 02 თებერვლის MES 41800107026 ცნობა.

 

3.1.8.2018 წლის 02 თებერვალს გ-------ს დირექტორის ნ------–----------ას მიერ გაცემული ცნობის მიხედვით ბ------------ია (პ/ნ3----------) სწავლობს შპს "გ-------ის" მე-2 კლასში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-2018 წლის 02 თებერვლის 4/113 ცნობა.

 

3.1.9.თვითმმართველი ქ--–-- ფ------ ს----–------–- ს-------------–-- გ-----------ის დირექტორის მ. ჯ----–---–ის მიერ გაცემული N21 ცნობის შესაბამისად, დ--------------ია, პ/ნ 3---------- დადის ს----–------–- ს-------------–-- გ-----------ის N16სკ/დაწესებულებაში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-თვითმმართველი ქ--–-- ფოთის ს----–------–- ს-------------–-- გ-----------ის დირექტორის მიერ გაცემული N21 ცნობა.

 

3.1.10.ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის კ-------–-ს უბანში ს------------–-–---–ის მიერ 2018 წლის 02 თებერვალს გაცემული N3- ცნობის მიხედვით, ცნობა ეძლევა დ---------ას (დაბ:2-.0-.----, პ/ნ 5-----------, მასზედ, რომ ის რეგისტრაციის გარეშე ცხოვრობს მისამართზე: ქ. ფოთი, გ--------–---------ში და მისი იჯახი შედგება 4 წევრისაგან: შვილები - ე---–-------------ია -დაბ:0--------- წ, ბ------------ია - დაბ:1--------- წ, დ---------------ია - დაბ:0--------- წ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-2018 წლის 02 თებერვლის N3- ცნობა.

 

3.1.11.დ---------ა, ე---–-------------ია, ბ------------ია და დ---------------ია ირიცხებიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მათი სარეიტინგო ქულა შეადგენს 31770-ს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-2018 წლის 02 თებერვლის ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან.

 

3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. დ---------ა და ე---–-------------ა ცალ-ცალკე ცხოვრების განმავლობაში, ე---–-------------ა არასრულწლოვან შვილებს ფინანსურად არ დახმარებია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-სარჩელი;

-მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.2.2.ე---–-------------ას გააჩნია ალიმენტის გადახდისათვის ფინანსური შესაძლებლობა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-სარჩელი, შესაგებელი;

-მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.2.3.შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის უფროსის მოადგილის 2018 წლის 20 ივლისის წერილის მიხედვით, დამსაქმებელი არის შპს მ-------------, საგ. პერიოდი 201708 დასაქმებული ე---–-------------ა, მის მიერ მიღებული შემოსავალი 2017 წლის თებერვლიდან 2018 წლის ივლისამდე შეადგენს 125 ლარს, დაკავებული გადასახადი 25 ლარს; დამსაქმებელი ლ----------------ია, საგ.პერიოდი 201805, დასაქმებული ე---–-------------ა, მის მიერ მიღებული შემოსავალი 2017 წლის თებერვლიდან 2018 წლის ივლისამდე შეადგენს 91,3 ლარს, დაკავებული გადასახადი 13,69 ლარს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის უფროსის მოადგილის 2018 წლის 20 ივლისის წერილი.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს დ---------ას სარჩელი ე---–-------------ას მიმართ ქორწინების შეწყვეტისა და ალიმენტის დაკისრების შესახებ.

 

უნდა შეწყდეს დ---------ასა (პ/ნ5----------- და ე---–-------------ას (პ/ნ3----------- შორის 2010 წლის 24 აგვისტოს ფოთის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის №4---------- სააქტო ჩანაწერით რეგისტრირებული ქორწინება.

 

ე---–-------------ას უნდა დაეკისროს თავისი შვილების: 2----–-–------------------ დაბადებული ე---–-------------იას (პ/ნ3----------), 2----–-–------------------ დაბადებული ბ------------იას (პ/ნ3----------) და 2--- წლის 8 თებერვალს დაბადებული დ---------------იას (პ/ნ3----------- სასარგებლოდ ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად თითოეულის სასარგებლოდ 85 ლარის ოდენობით (ჯამში 255 ლარი), სარჩელის შეტანის დღიდან 2018 წლის 12 თებერვლიდან, ბავშვების სრულწლოვანებამდე.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს კონსტიტუცია, ადმიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენცია, საქართველოს სამოქალაქო და საპროცესო კოდექსები

(კონკრეტული მუხლები იხილეთ სამართლებრივ შეფასებაში).

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა ყოველი დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს უმთავრესი ამოცანაა, რომელიც უშუალოდ გამომდინარეობს სახელმწიფოს კონსტიტუციური ვალდებულებისაგან, რომლის თანახმად, სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ადამიანურ ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდულნი არიან ამ უფლებებით და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით (საქართველოს კონსტიტუციის მე-7 მუხლი).

 

ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების ასეთი მნიშვნელობიდან გამომდინარე, საქართველოს კონსტიტუცია ითვალისწინებს მათი დაცვის აუცილებელ სამართლებრივ გარანტიებს, რომელთა შორის ყველაზე ქმედითი მათი სასამართლოს საშუალებით დაცვაა.

 

საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავისი დარღვეული, შეზღუდული, წართმეული ან სადავოდ ქცეული უფლების დაცვა-აღდგენისათვის მიმართოს სასამართლოს. აღნიშნულ პრინციპს ითვალისწინებს, ასევე, საქათველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმადაც, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ მიიჩნია რა თავისი შრომითი უფლება დარღვეულად, აღნიშნული უფლების დაცვის მიზნით, სარჩელით მიმართა სასამართლოს.

 

სამართლიანი სასამართლოს უფლება, როგორც სამართლებრივი სახლმწიფოს პრინციპის განხორციელების ერთგვარი საზომი, გულისხმობს ყველა იმ სიკეთის სასამართლოში დაცვის შესაძლებლობას, რომელიც თავისი არსით უფლებას წარმოადგენს, ამიტომაც სამართლიანი სასამართლოს უფლება არის უმნიშვნელოვანესი მექანიზმი, რომელიც აწესრიგებს ინდივიდსა და სახელმწიფოს, ასევე, კერძო პირებს შორის არსებულ სადავო ურთიერთობებს, უზრუნველყოფს კონსტიტუციური უფლებების ეფექტურ რეალიზაციას და იცავს დაცულ სფეროში გაუმართლებელი ჩარევისაგან.

 

ადმიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადების შესაბამისად, სამოქალაქო უფლებათა და მოვალეობათა განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ.

 

იცავს რა სამართლიანი სასამართლოს უფლებას, რომელსაც გააჩნია ფუნდამენტური მნიშვნელობა დემოკრატიულ საზოგადოებაში, ევროკონვენციის მე-6 მუხლს უკავია ცენტრალური ადგილი კონვენციის სისტემაში. აღნიშნული მუხლის დაცვის ობიექტს წარმოადგენს კანონის უზენაესობის პრინციპი, რომელსაც ემყარება მთლიანად საზოგადოება.

 

სასამართლო უპირველესად ხელმძღვანელობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსაზრებით, რომ თუ კი „ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი სასამართლოს ავალდებულებს დაასაბუთონ თავიანთი გადაწყვეტილებანი, ეს არ შეიძლება გაგებულ იქნეს თითოეულ არგუმენტზე პასუხის გაცემის მოთხოვნად“ (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ).

 

უპირველეს ყოვლისა, სასამართლო აღნიშნავს, რომ ქორწინება, როგორც პირადი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი, კონსტიტუციით განმტკიცებული უფლებაა. საქართველოს კონსტიტუციის 36-ე მუხლის პირველი პუნქტით, ქორწინება ემყარება მეუღლეთა უფლებრივ თანასწორობასა და ნებაყოფლობას. ამდენად, კონსტიტუციით დაცულია ქორწინებისა და ოჯახის ინსტიტუტები სახელმწიფოს მხრიდან ისეთი მოქმედებებისაგან, რაც ხელყოფს მათ არსს, მნიშვნელობას, უმთავრეს პრინციპებს. აქვე, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. ეს ნორმა ადგენს უფლებას სასამართლოს ხელმისაწვდომობაზე და სამართლიან სასამართლოზე, რომლის შინაარსი და ფარგლები განსაზღვრულია თავად კონსტიტუციით და საერთაშორისო სამართლებრივი აქტებით. საერთაშორისო სამართლებრივ აქტს წარმოადგენს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენცია, რომელიც საქართველოს საკანონმდებლო სისტემის შემადგენელი ნაწილია და შესაბამისად, მისი დებულებების შესრულება სავალდებულოა.

 

ევროპული კონვენციის მე-12 მუხლის მიხედვით, საქორწინო ასაკის მამაკაცსა და ქალს აქვთ ქორწინებისა და ოჯახის შექმნის უფლება ეროვნული კანონების შესაბამისად, რომლებიც აწესრიგებენ ამ უფლების განხორციელებას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1106-ე მუხლი თანახმად, ქორწინება არის ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი, რომელიც რეგისტრირებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში. ამდენად, ქორწინების არსებობის ერთ-ერთი აუცილებელი ელემენტია მეუღლეთა თავისუფლება, ნებაყოფლობითობა, რომლის ნათელი გამოვლინებაა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1122-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტი, რომელიც განსაზღვრავს, რომ ქორწინების შეწყვეტის ერთ-ერთი საფუძველია განქორწინება. განქორწინებით მეუღლეები პიროვნული თავისუფლებისა და თავისუფალი განვითარების უფლების რეალიზების მიზნით ავლენენ ნებას ქორწინების შეწყვეტის შესახებ. აქვე ნიშანდობლივია, რომ სამოქალაქო კოდექსის 1123-ე მუხლის თანახმად, განქორწინება ხდება სასამართლო წესით თუ მეუღლეებს შორის არსებობს დავა, სხვა შემთხვევაში - სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1127-ე მუხლის მეორე პუნქტის განმარტებით, სასამართლომ უნდა მიიღოს ყველა ზომა მეუღლეთა შესარიგებლად, ხოლო განქორწინება მოხდება ყოველგვარი შესარიგებელი ვადის მიცემის გარეშე, თუ სასამართლო დაადგენს, რომ მეუღლეთა შემდგომი თანაცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხემ არ ცნო სარჩელი ქორწინების შეწყვეტის მოთხოვნის ნაწილში. ამ კუთხით, აღსანიშნავია, რომ ქალისა და მამაკაცის ქორწინება და ერთ ოჯახად ცხოვრება წარმოადგენს არა მხოლოდ ერთი, არამედ ორივე მხარის ნებათა შერწყმის პროცესს. ოჯახი დამყარებული უნდა იყოს ქალისა და მამაკაცის ურთიერთსიყვარულზე, ურთიერთდაფასებასა და პატივისცემაზე, ეს კი შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როცა არსებობს სულიერი ინტერესებისა და ზნეობრივი იდეალების, გემოვნებისა და მისწრაფებების ერთიანობა, ერთსულოვნება ოჯახის მოვლასა და შენარჩუნებაში, ხოლო თუ მეუღლეთა ურთიერთობა ეწინააღმდეგება ამ პრინციპებს და ოჯახი ფაქტობრივად დაინგრა, აზრს კარგავს მისი სახელმწიფოს მხრიდან ხელოვნურად შენარჩუნებისათვის ზრუნვა. ასეთ შემთხვევაში განქორწინება წარმოადგენს შექმნილი მდგომარეობიდან ერთადერთ სწორ გამოსავალს. საკანონმდებლო დანაწესის შესაბამისად, ქორწინება წარმოადგენს ქალისა და მამაკაცის ნებათა შერწყმის პროცესს, რაც თავის მხრივ გულისხმობს იმას, რომ ქორწინებაში მყოფი ინდივიდების თავისუფლების ხარისხი განსაკუთრებით მაღალია, შესაბამისად, მათივე ნებაზეა დამოკიდებული განქორწინებაც.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.

 

მოცემულ შემთხვევაში, ედიშერ დავითაიამ მოსამზადებელ სხდომაზე ცნო სარჩელი ქორწინების შეწყვეტის ნაწილში, ამდენად, ზემოაღნიშნული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლების გათვალისწინებით, სასარჩელო მოთხოვნა განქორწინების შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე და 1213-ე მუხლების თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ; არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილის შესაბამისად, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით; მშობლებს აქვთ ბავშვის რჩენის ვალდებულება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის თანახმად, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისთვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას. ამავე კოდექსის 1234-ე მუხლის პირველი ნაწილისა და მეორე ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, იმ პირს, რომელსაც აქვს ალიმენტის მოთხოვნის უფლება, კანონით დადგენილი წესით, ამ უფლების დაკარგვამდე ნებისმიერ დროს შეუძლია სასამართლოს საშუალებით მოითხოვოს ალიმენტის გადახდევინება, მიუხედავად ვადისა, რომელიც გასულია ალიმენტის მოთხოვნის უფლების წარმოშობის დროიდან; ალიმენტის გადახდის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან.

 

აღნიშნული მუხლების ანალიზიდან გამომდინარე, შვილების რჩენა და მათზე ზრუნვა მშობლების უპირველესი მოვალეობაა, რომელიც თანაბრად აკისრია როგორც დედას, ისე მამას. ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის არა მარტო არსებობისათვის აუცილებელი მინიმუმის უზრუნველყოფას, არამედ, თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც მას ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე, შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა გათვალისწინებით. ამავე დროს, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაში მიიღება ის გარემოება, თუ რამდენს შეადგენს ალიმენტის გადამხდელის რეალური მატერიალური მდგომარეობა, რადგან ალიმენტის დაკისრების თაობაზე გადაწყვეტილება უნდა იყოს რეალურად აღსრულებადი.

 

საერთაშორისო სამართლებრივი აქტით - გაეროს კონვენციით ბავშვის უფლებათა შესახებ (საქართველოში ძალაშია 1994 წლის 21 აპრილიდან), რომელიც ასევე საქართველოს საკანონმდებლო სისტემის შემადგენელი ნაწილია, რეგულირდება ბავშვის მიმართ მზრუნველობის საკითხები. კერძოდ:

 

კონვენციის მე-3.1. მუხლის მიხედვით, ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, - სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას.

 

კონვენციის 27.2 მუხლის თანახმად, მშობელს (მშობლებს) ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავისი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები.

 

სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებელი არასრულწლოვანის რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელი ხარჯების ზღვრულ ოდენობას არ ითვალისწინებს და შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ალიმენტის მოცულობა დაადგინოს ისეთი გარემოებების ობიექტურად და სამართლიანად შეფასების შედეგად, როგორიცაა მშობლების რეალური ფინანსური შესაძლებლობები, მათი ოჯახის ეკონომიური მდგომარეობა, სარჩენი ბავშვის ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, მისი საჭიროებანი, თითოეული მშობლის კმაყოფაზე მყოფ პირთა რიცხვი და სხვა.

 

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის მტკიცებას მოპასუხისათვის არასრულწლოვანი შვილების სასარგებლოდ ყოველთვიურად თითოეულ ბავშვზე 100 ლარის ოდენობით (ჯამში 300 ლარი) ალიმენტის დაკისრების მოთხოვნის საფუძვლიანობის შესახებ, ვინაიდან თვლის, რომ არასრულწლოვანი ბავშვების რჩენა-აღზრდისათვის და საქმეზე საქმეზე არსებული მტკიცებულებებიდან გამომდინარე ალიმენტის გადამხდელის რეალური მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით ალიმენტის გონივრული და სამართლიანი ოდენობა იქნება ყოველთვიურად თითოეულ ბავშვზე 85 ლარის ოდენობით (ჯამში 255 ლარი).

 

7. საპროცესო ხარჯები

 

მოპასუხე ე---–-------------ას სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახ. ბაჟის სახით 100 ლარის გადახდა, რომელიც ჩაირიცხოს ქ. თბილისი, ,,სახელმწიფო ხაზინა”, ბანკის კოდი TRESGE22, ანგარიშის № 200 122 900, სახაზინო კოდი 300 42 31 50.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება არ არის გამოყენებული.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-244, 248-249-ე, 257-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს დ---------ას სარჩელი ე---–-------------ას მიმართ ქორწინების შეწყვეტისა და ალიმენტის დაკისრების შესახებ.

 

2.შეწყდეს დ---------ასა (პ/ნ5----------- და ე---–-------------ას (პ/ნ3----------- შორის 2010 წლის 24 აგვისტოს ფოთის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის №4---------- სააქტო ჩანაწერით რეგისტრირებული ქორწინება.

 

3. ე---–-------------ას დაეკისროს თავისი შვილების: 2----–-–------------------ დაბადებული ე---–-------------იას (პ/ნ3----------), 2----–-–------------------ დაბადებული ბ------------იას (პ/ნ3----------) და 2--- წლის 8 თებერვალს დაბადებული დ---------------იას (პ/ნ3----------- სასარგებლოდ ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად თითოეულის სასარგებლოდ 85 ლარის ოდენობით (ჯამში 255 ლარი), სარჩელის შეტანის დღიდან 2018 წლის 12 თებერვლიდან, ბავშვების სრულწლოვანებამდე.

 

4. მოპასუხე ე---–-------------ას სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახ. ბაჟის სახით 100 ლარის გადახდა, რომელიც ჩაირიცხოს ქ. თბილისი, ,,სახელმწიფო ხაზინა”, ბანკის კოდი TRESGE22, ანგარიშის № 200 122 900, სახაზინო კოდი 300 42 31 50.

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ფოთის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ფოთის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე თეიმურაზ სიხარულიძე