განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 820100118002408677
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლო
საქმის # 1/104-2018 წ
04 სექტემბერი, 2018 წელი ქ. ბათუმი
მოსამართლე დავით გელაშვილი
სხდომის მდივანი ნაირა აბაშიძე
სხდომის სახე: ღია
ბრალდების მხარე - პროკურორი რ----------–----ე,დაცვის მხარე - ადვოკატი გ---------------------ე
ბრალდებული - რ---------–--–--ე (დაბადებული 1----–-–---------–--ს, პ/ნ 6----------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არ მქონე, დაოჯახებული, ს-–----–ო განათლების მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები ქედის რაიონი, სოფელი ო----------ი).
კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილი - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც ტანჯვა გამოიწვია.
კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
2017 წლის 02 ივლისს, დაახლოებით 17:00 საათზე, ქედის მუნიცპალიტეტის სოფელ ო----------ში მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში ყოფნისას, რ---------–--–--ე, დანის გამოყენებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა თავისი ოჯახის წევრს მეუღლეს თ----------–--–--ეს, რა დროსაც თ----------–--–--ეს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
რ---------–--–--ემ, 2017 წლის 02 ივლისს, დაახლოებით 17:00 საათზე, ქედის მუნიცპალიტეტის სოფელ ო----------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში ყოფნისას, ურთიერთ შელაპარაკების ნიადაგზე წარმოქმნილი კომფლიქტისას, ფიზიკური ძალის გამოყენებით, რაც გამოიხატა მის მიერ თავის არეში ხელის დარტყმაში, ფიზიკური ტკივილი მიაყენა მეუღლეს თ----------–--–--ეს.
რ---------–--–--ე, 2017 წლის 02 ივლისიდან - 2018 წლის 19 მარტამდე ჩათვლით პერიოდში, ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ო----------ში არსებულ საცხოვრებელ სახლში ყოფნისას, ყოფით ნიადაგზე წარმოქმნილი უთანხმოებებისას სისტემატურად შეურაცხყოფდა თავის ოჯახის წევრს მეუღლეს თ----------–--–--ეს, რაც იწვევდა დაზარალებულის დამცირებას და ფსიქოლოგიურ ტანჯვას.
რ---------–--–--ემ, 2018 წლის 19 მარტს, დაახლოებით 08:00 საათზე, ქედის მუნიცპალიტეტის სოფელ ო----------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში ყოფნისას, ურთიერთ შელაპარაკების ნიადაგზე წარმოქმნილი კომფლიქტისას, ფიზიკური ძალის გამოყენებით, რაც გამოიხატა მის მიერ თავის არეში ხელის დარტყმაში, ფიზიკური ტკივილი მიაყენა მეუღლეს თ----------–--–--ეს.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (ორი ეპიზოდი).
ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც ტანჯვა გამოიწვია.
ბრალდებულმა რ---------–--–--ემ, გამოძიებისას და სასამართლოს წინაშე არ სცნო თავი დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში. სასამართლო სხდომაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ნაწილი სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება ამ მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან, მხარეებმა არცერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.
მხარეთა შორის შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა:
გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათი, შეტყობინება, თ----------–--–--ის, რ----–---–--------ის, რ---------–--–--ის გამოკითხვის ოქმები, დაკავების ოქმი, შემაკავებელი ორდერი და შემაკავებელი ორდერის ოქმი, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, თ----------–--–--ის ხელწერილი, დახასიათება.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას, დაზარალებულის თ----------–--–--ის დედამ ლ----–---------მ განმარტა, რომ მისი შვილი მივიდა მასთან აღელვებული და განუმარტა, რომ ორი დღის წინ რ---------–--–--ემ გალახა, შეურაცხყოფა მიაყენა და თავში დაარტყა ხელი. ერთი კვირა ჰქონდა თავის ტკივილები და სვამდა თავის ტკივილის წამლებს. შემდეგ დაბრუნდა სახლში და დღეს მათ შორის არის კარგი ურთიერთობა.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის საფუძველზე ბრალდების მხარის მიერ გამოქვეყნებული იქნა გამოძიების ეტაპზე მოწმის ლ----–--------ის 2018 წლის 25 მარტის ჩვენება, სადაც განმარტავს, რომ მისმა შვილმა განუმარტა, რომ 2017 წლის 02 ივლისს რ---------–--–--ემ მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა და დანით დაემუქრა მოკვლით, ხოლო 2018 წლის 19 მარტს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და დაარტყა ხელი თავის არეში.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას მოწმე ჯ------–----–--ემ განმარტა, რომ 2017 წლის 02 ივლისს იმყოფებოდა რ---------–--–--ის სახლში, სადაც რ---------–--–--ეს და მის მეუღლეს შორის იყო შელაპარაკება და შეურაცხყოფა, ასევე იყო მოკვლის მუქარა რ---------–--–--ის მხრიდან, რის შემდეგაც გააშველა და ისინი შევიდნენ ოთახში, საიდანაც გაიგონეს შუშის გატეხვის ხმა. იქიდან გამოსულმა მისმა ცოლმა თ-----მ თქვა, რომ რ-----ა ხელი დაარტყა და თავზე იკიდებდა ხელს. რ---------–--–--ის ხელში გაშველების დროს დანა არ დაუნახავს, რადგან არ დაკვირვებია, თუმცა მისი მეუღლის და თ----------–--–--ისგან შეიტყო, რომ მათი გაშველებისას რ---------–--–--ეს ეჭირა ხელში დანა. მისი იქ ყოფნის მანძილზე იყო სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტები.
ანალოგიური დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას ნ----------–---მ.
საბოლოო სიტყვაში რ---------–--–--ემ თავი დამნაშავედ სცნო.
ამრიგად, უტყუარი, ერთმანეთთან შეთანხმებული, ურთიერთთავსებადი და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, რომელთა შორის არსებობს შინაარსობრივი კავშირი და მათში ეჭვის შეტანის საფუძველი სასამართლოს არ გააჩნია, გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებულია, რომ ბრალდებულმა რ---------–--–--ემ ოჯახის წევრის მეუღლის თ----------–--–--ის მიმართ განახორციელა სიცოცხლის მოსპობის მუქარა, რითაც ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
ასევე ბრალდებულმა რ---------–--–--ემ ოჯახის წევრის მეუღლის თ----------–--–--ის მიმართ განახორციელა ძალადობა, რამაც ამ უკანასკნელის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, (ორი ეპიზოდი).
მანვე ოჯახის წევრის მეუღლის თ----------–--–--ის მიმართ განახორციელა სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც ამ უკანასკნელის ტანჯვა გამოიწვია.
სამართლებრივი შეფასება:
ბრალდებულმა რ---------–--–--ემ, მის მიერ განხორციელებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებით - ოჯახის წევრის მეუღლის თ----------–--–--ის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარით, რითაც ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში - ჩაიდინა განზრახი დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით.
ბრალდებულმა რ---------–--–--ემ, მის მიერ განხორციელებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებით - ოჯახის წევრის მეუღლის თ----------–--–--ის მიმართ ძალადობით, რამაც ამ უკანასკნელის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი - ჩაიდინა განზრახი დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი).
ბრალდებულმა რ---------–--–--ემ, მის მიერ განხორციელებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებით - მეუღლის თ----------–--–--ის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფით, რამაც ამ უკანასკნელის ტანჯვა გამოიწვია - ჩაიდინა განზრახი დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
სასჯელის დანიშვნისას, სასამართლო ყურადღებას მიაქცევს, სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ სასამართლოს მიერ დადგენილი ქმედება საზოგადოებრივი საშიშროებისაა, რადგანაც ხელყოფს ოჯახში თანასწორუფლებიანობას და მშვიდ თანაცხოვრებას, რითაც ბრალდებული დაუპირისპირდა საზოგადოებაში დამკვიდრებულ ზნეობრივ ნორმებს და უგულებელყო ურთიერთპატივისცემის მოქალაქეობრივი მოვალეობა, რის გამოც ამ ტიპის დანაშაულის შემდგომი პრევენცია (როგორც კერძო, ასევე ზოგადი) საჭიროებს განსაკუთრებულ კონტროლს და ზოგადად სახელმწიფოს მხრიდან შესაბამის მიდგომებს, მათ შორის სასჯელთან მიმართებაშიც, რომლის მიზანია მსჯავრდებულსა და სხვა პირზე კანონიერი ზემოქმედება, რათა თავიდან იქნეს აცილებული მომავალში, როგორც ბრალდებულის, ასევე სხვა პირთა მიერ ანალოგიური დანაშაულის ჩადენა. სასჯელის პრევენციის მიზნების გარდა სასჯელის ეფექტური ღონისძიების გამოყენების მიზანია სამართლიანობის აღდგენა და საზოგადოების წევრებში დაცულობის განცდის უზრუნველყოფა ჩადენილი დანაშაულისთვის შესაბამისი და ადეკვატური სასჯელის დანიშვნის გზით, რომლითაც ასევე მიღწეული უნდა იქნეს დამნაშავე პირის რესოციალიზაცია და მისი საზოგადოებაში ღირსეულ წევრად დაბრუნება.
თანახმად საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლისა სასამართლო მხედველობაში იღებს, რომ ქმედების განმსაზღვრელი მოტივი იყო პირადი პატივმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად ოჯახის წევრისადმი და მოქალქეობრივი მოვალეობებისადმი ზერელე და უპასუხისმგებლო დამოკიდებულებით საკუთარი უპირატესობის წარმოჩენა, რითაც ბრალდებული დაუპირისპირდა ოჯახში და საზოგადოებაში დამკვიდრებულ ზნეობრივ ნორმებს და უგულებელყო ურთიერთპატივისცემის მოქალაქეობრივი მოვალეობა, ისეთი ფორმებით, რაც საზოგადოებაში დამკვიდრებულ მორალურ წესებს ეწინააღმდეგება, რაც დასაგმობია, რადგანაც სამართლებრივ სახელმწიფოში დაუშვებელია ცალკეულმა პირებმა თავის თავზე აიღონ სხვა პირის დასჯა და ანგარიშსწორება, ვინაიდან უგულებელყოფილი იქნება კანონის უზენაესობა.
სახეზეა პირდაპირი განზრახვით ჩადენილი ძალადობრივი, ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშულთა ერთობლიობა, რ---------–--–--ე ხასიათდება დადებითად, ამავე დროს მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ დაზარალებულს მის მიმართ რაიმე პრეტენზია არ გააჩნია, შერიგდნენ და აგრძელებენ ერთად ცხოვრებას. რ---------–--–--ე არაა ნასამართლევი, საბოლოოდ მან აღიარა და მოინანია ჩადენილი, რაც მიუთითებს, რომ მან გაიაზრა მის მიერ ჩადენილი ქმედება და შედარებით იოლია მისი რესოციალიზაცია.
აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულის მიმართ დანაშაულის პრევენციის, მისი რესოციალიზაციისა და სასჯელის მიზნების უზრუნველსაყოფად, სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, აუცილებელი არაა მისი იზოლაცია და სასჯელის მიზნების მიღწევა შესაძლებელია თავისუფლების აღკვეთაზე უფრო მსუბუქი სასჯელის საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომის და ჯარიმის მინიმუმზე შედარებით მაღალი ოდენობით დანიშვნით, რაც სასამართლოს აზრით საკმარისია, რათა მსჯავრდებულმა გააცნობიეროს ჩადენილი ქმედება და გამოიტანოს სათანადო დასკვნები, მოახდინოს საკუთარი თავის რეაბილიტაცია და ღირსეულ წევრად დაუბრუნდეს საზოგადოებას.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საბოლოო სასჯელი უნდა განისაზღვროს დანაშაულთა ერთობლიობით შთანთქმის წესით, ამავე დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილი და რ---------–--–--ეს პატიმრობაში ყოფნის გათვალისიწნებით შემსუბუქდეს დანიშნული სასჯელი.
ნივთმტკიცების, ყადაღის და სხვა საკითხები:
ნივთმტკიცება წარმოდგენილი და გამოკვლეული არ ყოფილა.
უნდა გაუქმდეს რ---------–--–--ის მიმართ შეფარდებული აღკვეთი ღონისძიება გირაო და გირაოს უზრუნველსაყოფად შეტანილი ფულადი თანხა განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლიდან 1 თვის ვადაში სრულად უნდა დაუბრუნდეს მის შემტანს.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის მე-3-ე მუხლის მე-14 ნაწილით, 255, 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
რ---------–--–--ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს ჯარიმა 2500 (ორიათასხუთასი) ლარის ოდენობით.
რ---------–--–--ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში (2017 წლის 02 ივლისის ეპიზოდი) და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 80 (ოთხმოცი) საათის ვადით.
რ---------–--–--ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში (2017 წლის 02 ივლისიდან 2018 წლის 19 მარტამდე ეპიზოდი) და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 100 (ასი) საათის ვადით.
რ---------–--–--ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში (2018 წლის 19 მარტის ეპიზოდი) და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 80 (ოთხმოცი) საათის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი (საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა) და საბოლოოდ რ---------–--–--ეს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს ჯარიმა 2500 (ორიათასხუთასი) ლარის ოდენობით.
საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, რ---------–--–--ეს 2018 წლის 27 მარტიდან 2018 წლის 29 მარტის ჩათვლით, დაკავების და პატიმრობაში ყოფნის გათვალისწინებით შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი და საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2000 (ორიათასი) ლარის ოდენობით.
გაუქმდეს რ---------–--–--ის მიმართ შეფარდებული აღკვეთი ღონისძიება გირაო და გირაოს უზრუნველსაყოფად შეტანილი ფულადი თანხა 2000 (ორიათასი) ლარი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლიდან 1 თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს მის შემტანს რ----–-----–--–--------------------4).
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
განაჩენის გადასინჯვა დასაშვებია საერთო წესით ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო.
მოსამართლე დავით გელაშვილი