გადაწყვეტილება

სამოქალაქო 02.08.2018
საქმის ნომერი
030210117001938221
კატეგორია
დავის ტიპი
გირავნობა, სხვა სახის დავები, სესხი
თარიღი
02.08.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N030210117001938221

N2/359-2017

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

02.08.2018 წელი ქ. ფოთი

შესავალი ნაწილი

ფოთის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე შოთა სირაძე

სხდომის მდივანი ალექსანდრე ჩაჩიბაია

მოსარჩელე: შპს ,, ს---”,წარმომადგენლები: ლე--- მა----–--ე, ალ------ უნ-–უ,მოპასუხე: შპს ,,ს------'',წარმომადგენლები: კო-- მა--------ე, რო-–---- შო--ა,თარჯიმანი: ჟ--–---- კ-----.

დავის საგანი: ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანა და პირგასამტეხლოს შემცირება, გირავნობის გაუქმება და უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა.

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1. შევიდეს ცვლილება მხარეებს შორის 2015 წლის 20 იანვარს დადებულ №0820 სესხისა და გირავნობის ხელშეკრულებაში და ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე საურავის ოდენობა ნაცვლად 0,3%-ისა, განისაზღვროს 0,005%. (დაზუსტებულ მოთხოვნაში 0,03%-ით).

2. მხარეებს შორის არსებული 2015 წლის 20 იანვარს დადებული №0820 სესხისა და გირავნობის ხელშეკრულება ჩაითვალოს შესრულებულად და გაუქმდეს სატრანსპორტო საშუალებაზე (სანომრე ნიშანი O-----, მარკა-მოდელი - მერსედეს ბენც A--------, ფერი - თეთრი, გამოშვების წელი - 2009, საიდენტიფიკაციო ნომერი N----------------, სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობა B--------, გაცემული 20/06/2014 წელს, მესაკუთრე შპს „ს---“) რეგისტრირებული გირავნობა და გამოთხოვილ იქნას უკანონო მფლობელისაგან.

3. შევიდეს ცვლილება მხარეებს შორის 2015 წლის 20 იანვარს დადებულ №0821 სესხისა და გირავნობის ხელშეკრულებაში და ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე საურავის ოდენობა ნაცვლად 0,3%-ისა განისაზღვროს 0,005%.

4. მხარეებს შორის არსებული აღნიშნული სესხისა და გირავნობის ხელშეკრულება ჩაითვალოს შესრულებულად და გაუქმდეს სატრანსპორტო საშუალებაზე (სანომრე ნიშანი O------, მარკა-მოდელი - მერსედეს ბენც A--------, ფერი - თეთრი, გამოშვების წელი - 2009, საიდენტიფიკაციო ნომერი N----------------, სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობა B--------, გაცემული 19/06/2014 წელს, მესაკუთრე შპს „ს---“) რეგისტრირებული გირავნობა და გამოთხოვილ იქნას უკანონო მფლობელისაგან.

 

სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

2015 წლის 20 იანვარს მხარეთა შორის დაიდო სესხისა და ავტომანქანების გირავნობის ორი - №0820 და №0821 ხელშეკრულება, რომელთა საფუძველზე 6 თვის ვადით მოსარჩელემ სესხად მიიღო 15300 აშშ დოლარი. სესხის უზრუნველსაყოფად შპს „ს------ის“ სასარგებლოდ დაგირავდა შპს „ს---ს“ საკუთრებაში არსებული ორი ავტომანქანა. ხელშეკრულებების 3.25 პუნქტებით სესხის წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 72%-ით, ხოლო 3.2.10. პუნქტებით განისაზღვრა, რომ სესხის გადახდის გრაფიკის სამზე მეტი დღით დარღვევის შემთხვევაში მსესხებელს დაერიცხებოდა პირგასამტეხლო 0,3%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ხელშეკრულების 3.2.12. პუნქტის თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ სესხის მოქმედების პერიოდში ან სესხის ვადის გასვლის შემდეგ, მაგრამ დამგირავებლის მიერ სესხის უზრუნველყოფის ხარჯზე დავალიანების დაფარვამდე, თუ მხარეები არ გამოთქვამდნენ პრეტენზიას, ხელშეკრულებების ვადა ითვლებოდა გაგრძელებულად მხარეთა სურვილის მიხედვით იგივე ვადით დამგირავებლის მიერ ვალდებულების სრულ ამოწურვამდე ხელშეკრულებების პირობების დაცვით.

ხელშეკრულებების მოქმედების პერიოდში მოსარჩელე პირნათლად ასრულებდა დაკისრებულ ვალდებულებებს და დადგენილი გრაფიკების მიხედვით ყოველთვიურად იხდიდა სესხზე დარიცხულ პროცენტებს. სესხის ვადის ამოწურვის შემდეგ, ხელშეკრულების 3.2.12. პუნქტის თანახმად, ვინაიდან არც ერთ მხარეს პრეტენზია არ გამოუთქვამს, ხელშეკრულებების ვადა გაგრძელდა იგივე 6 თვიანი ვადით 2016 წლის 20 იანვრამდე. აღნიშნულ 6 თვიან პერიოდშიც შპს „ს---“ 5 თვის განმავლობაში პირნათლად ასრულებდა დაკისრებულ მოვალეობას და დროულად იხდიდა სესხის პროცენტებს, მაგრამ როგორც კი მას ხელი შეეშალა და დროულად ვერ გადაიხადა 2015 წლის დეკემბრის თვის პროცენტი, რამოდენიმე დღეში 2016 წლის 15 იანვარს შპს „ს------მა“ სსიპ საქართველოს შს სამინისტროს მომსახურების სააგენტოდან გამოითხოვა გირავნობის მოწმობები სესხის უზრუნველყოფის მიზნით დაგირავებული ავტომანქანების მფლობელობაში გადაცემის მოთხოვნით და დაიწყო იძულებითი წესით აღსრულების პროცედურები. აღნიშნული ქმედებით შპს „ს------მა“ ფაქტობრივად პრეტენზია გამოთქვა შპს „ს---ს“ მიმართ, რაც მხარეთა მიერ დადებული ხელშეკრულებების 3.2.12. პუნქტის თანახმად, ამ ხელშეკრულებების შეწყვეტის საფუძველია მეორე ექვსთვიანი ვადის ამოწურვისთანავე, ანუ 2016 წლის 20 იანვარს. მოპასუხემ 2016 წლის 12 მაისს იძულებითი აღსრულების მიზნით განცხადება წარუდგინა კერძო აღმასრულებელ ვა------ მო–------–ს, რომელმაც მეორე დღესვე - 2016 წლის 13 მაისს გახსნა სააღსრულებო წარმოება და შპს „ს---ს“ გაუგზავნა წინადადება გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების შესახებ, ხოლო მომდევნო დღეებში განახორციელა იძულებითი აღსრულების ღონისძიებები და სისრულეში მოიყვანა აღსრულება. მიუხედავად ამ გარემოებებისა შპს „ს------მა“ 2016 წლის 12 მაისიდან კვლავინდებურად გააგრძელა ძირითად სესხის თანხაზე პროცენტებისა და პირგასამტეხლოს დარიცხვები, როგორც ხელშეკრულებების მეორე ვადის ამოწურვის შემდეგ, ასევე სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე იძულებითი აღსრულების დაწყების შემდეგაც.

ითხოვს ხელშეკრულების შეწყვეტის შემდგომ პერიოდში შპს „ს---ს“ მიერ პროცენტისა და პირგასამტეხლოს სახით გადახდილი თანხები ჩაეთვალოს ძირი თანხის გადახდის ანგარიშში და ხელშეკრულებები აღიარებულ იქნეს შესრულებულად. ასევე ითხოვს მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულებებით განსაზღვრული შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს შემცირებას 0,3%-დან 0,03%-მდე და ხელშეკრულებების შესრულებულად აღიარებას. (თუ სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მხარეებს შორის ხელშეკრულებები შეწყდა მეორე ექვსთვიანი ვადის გასვლისა და იძულებითი აღსრულების დაწყებისთანავე, ამ შემთხვევაში ხელშეკრულებების შეწყვეტის შემდეგ გადახდილი პროცენტის და პირგასამტეხლო თანხები უნდა ჩაითვალოს ძირი თანხის ანგარიშში და №0820 ხელშეკრულებაზე ძირი თანხა გადახდილი იქნება 2016 წლის 16 აგვისტოს მდგომარეობით 12 382 აშშ დოლარის ოდენობით, ანუ 4732 აშშ დოლარით მეტი. ამის შემდეგ 24.04.17 წლამდე შპს „ს---ს“ ზედმეტად და შეცდომით აქვს შპს „ს------ის“ ანგარიშზე სულ 2647 დოლარი, ანუ ხელშეკრულებების შეწყვეტის შემდეგ შპს „ს---ს“ ზედმეტად აქვს გადახდილი სულ №0820 ხელშეკრულებაზე 7 379 აშშ დოლარი, ხოლო №0821 ხელშეკრულებაზე ძირი თანხა გადახდილი იქნება 2016 წლის 16 აგვისტოს მდგომარეობით 12 768 დოლარი, ანუ 5118 დოლარით მეტი. ამის შემდეგ 24.04.17 წლამდე შპს „ს---ს“ შპს „ს------ის“ ანგარიშზე ზედმეტად აქვს ჩარიცხული სულ 2647 დოლარი, ანუ სულ №0821 ხელშეკრულებაზე შპს ს---ს“ გადახდილი აქვს 7765 დოლარი. ორივე შემთხვევაში ჯამში ზედმეტად გადახდილი აქვს 15 144 აშშ დოლარი. თუ სასამართლო არ გაიზიარებს ხელშეკრულებების შეწყვეტას 2016 წლის 20 იანვრის, ან 2016 წლის 12 მაისის მდგომარეობით, მაშინ ხელშეკრულებები მაინც სრულად იქნება შესრულებული, თუ სასამართლო შეამცირებს შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოს 0,3%-დან 0,03%-მდე. კერძოდ, 2015 წლის 20 იანვრიდან 2016 წლის 20 აგვისტომდე განვლილ პერიოდში (19 თვეს) შპს „ს---ს“ სესხის №0821 ხელშეკრულებაზე პროცენტი უნდა გადაეხადა (19X459) 8721 აშშ დოლარი, რეალურად გადახდილი აქვს 8800 აშშ დოლარი, ანუ 79 დოლარით მეტი. პირგასამტეხლო გადახდილია 2273 დოლარი, ძირი თანხა 7650 აშშ დოლარიდან გადახდილია 5605 აშშ დოლარი, ანუ 2045 დოლარით ნაკლები, თუ პირგასამტეხლო 2781 დოლარიდან შემცირდება 278 დოლარამდე, ამ შემთხვევაში ვალდებულება სრულად იქნება შესრულებული. ამავე პერიოდში შპს „ს---ს“ №0820 ხელშეკრულებაზე პროცენტი უნდა გადაეხადა 8721 დოლარი გადახდილი აქვს 8969 დოლარი, ანუ 248 დოლარით მეტი. პირგასამტეხლო გადახდილია - 2915 დოლარი. ძირი თანხა გადახდილია - 5607 დოლარი, ანუ 2043 დოლარით ნაკლები. თუ პირგასამტეხლო შემცირდება 291 დოლარამდე, ამ შემთხვევაში ვალდებულება 581 დოლარის გადაჭარბებით იქნება შესრულებული.)

(იხ. დაზუსტებული მოთხოვნა).

 

2. მოპასუხის პოზიცია:

 

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მოსარჩელე არ ასრულებდა ნაკისრ ვალდებულებებს 2016 წლის 28 ოქტომბრიდან. 6 თვის მანძილზე არაერთხელ მიმართეს მოსარჩელეს დავალიანების დაფარვის მოთხოვნით. გაგზავნილი აქვთ 20-ზე მეტი მოკლე ტექსტური შეტყობინება, შედგა ათეულობით სატელეფონო საუბარი, რის შედეგადაც იყო შეპირებები ვალდებულების შესრულებაზე, რაც არ შესრულდა. ამის შემდეგ განუმარტეს მოვალეს, რომ მიმართავდნენ კანონით გათვალისწინებულ ზომებს გირავნობის საგნების ჩამორთმევისა და მათი შემდგომი რეალიზაციისათვის. მოსარჩელემ წარმოადგინა ერთ-ერთი ავტოსატრანსპორტო საშუალება იმ პირობით, რომ დაახლოებით 10 დღეში დაფარავდა დავალიანებას, ხოლო მეორე მანქანა განაგრძნობდა სამეწარმეო საქმიანობას და შემოსული თანხით დაფარავდნენ დავალიანებას. მოსარჩელემ ეს პირობაც დაარღვია და ამ ექვს თვიან პერიოდში არც ერთი თეთრი არ გადაუხდია დავალიანების დასაფარად. მათ მიმართეს შსს მომსახურეობის სააგენტოს ავტოსატრანსპორტო საშუალების მათ სახელზე რეგისტრაციის მოთხოვნით, ხოლო მომსახურეობის სააგენტომ შსს მინისტრის 892 ბრძანების საფუძველზე უარი თქვა რეგისტრაციაზე. უარის მიზეზი იყო ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე გავრცელებული სამართლებრივი შეზღუდვა, კერძოდ, შემოსავლების სამსახურის გირავნობა. ასეთ შემთხვევებში უპირატესობა ენიჭება სახელმწიფოსადმი წარმოშობილ დავალიანებას. მათ დაფარეს შპს „ს---ს“ დავალიანება შემოსავლების სამსახურის წინაშე და მოითხოვეს მოეხსნათ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე სამართლებრივი შეზღუდვა. აღსრულების ეროვნული ბიუროდან მიიღეს პასუხი, რომ აღნიშნული შეზღუდვა დარეგისტრირდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს განჩინების საფუძველზე და მის გასაუქმებლად უნდა მიემართათ ბათუმის საქალაქო სასამართლოსათვის. როგორც ჩანს ამ მოქმედებების შედეგად მოსარჩელემ ჩათვალა, რომ მას მიადგებოდა ზიანი და დაფარა სესხიდან წარმოშობილი დავალიანებები. მოსარჩელეს ასევე ხელშეკრულებების პირობების შესაბამისად ეკისრება ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობით გამოწვეული ნებისმიერი ზიანის ანაზღაურება: მათ შორის აღსრულების, საჯარიმო სადგომის, გირავნობის საგნის რეალიზაციასთან დაკავშირებული ხარჯების და ა.შ. მოსარჩელის მიერ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის და არაჯეროვანი შესრულების გამო მოპასუხემ შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურეობის სააგენტოში გადაიხადა 2 გირავნობის მოწმობის ღირებულება 100 ლარი. კერძო აღმასრულებელს გადაუხადა 400 ლარი ხუთივე ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძიება-დადგენისათვის, 3650 ლარი გადახდილ იქნა შპს „ს---ს“ სასარგებლოდ შემოსავლების სამსახურში, რომლის მიერ მათ გირავნობის საგანზე დადებული სამართლებრივი შეზღუდვა კანონის შესაბამისად უკრძალავდათ გირავნობის საგნის განკარგვას. ჯამში აღსრულების და რეალიზაციასთან დაკავშირებულმა ხარჯებმა შეადგინა 4150 ლარი. რაც შეეხება პირგასამტეხლოს, კრედიტორმა ხელშეკრულების პირობების თანახმად, ყველა წარმოშობილ პირგასამტეხლოზე (მცირე და უმნიშვნელო პირგასამტეხლოს გარდა) მოსარჩელეს გაუნახევრა პირგასამტეხლოს ოდენობა. პირგასამტეხლოს საშუალო ოდენობა სესხის ძირ თანხასთან შედარებით წელიწადში შედგენს დაახლოებით 15%. სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლი სასამართლოს ანიჭებს უფლებას შეამციროს არა უბრალოდ მაღალი, არამედ შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. მოპასუხე თვლის, რომ მოსარჩელეზე დარიცხული პირგასამტეხლო არანაირად არ შეიძლება ჩაითვალოს შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოდ. საკამათოა მოთხოვნილი გადაუხდელი პირგასამტეხლო. მოპასუხეს გადახდილი აქვს სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები 24.04.2017 წლის მდგომარეობით და შემცირებული აქვს სესხის ძირითადი თანხა. მოპასუხეს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილ ნიშნულამდე პირგასამტეხლოს შემცირებით პირგასამტეხლო დაკარგავს თავის ძირითად პრევენციულ და ზიანის მაკომპენსირებელ ფუნქციას, აღნიშნულიდან გამომდინარე აღნიშნულ ნაწილში მოსარჩელის მოთხოვნა დაუსაბუთებელია. მოპასუხე განმარტავს, რომ მოსარჩელეს №0820 ხელშეკრულებიდან დარჩენილი აქვს გადასახდელი 847,93 აშშ დოლარი და ასევე მეორე №0821 ხელშეკრულებიდანაც დარჩენილი აქვს გადასახდელი 847,93 აშშ დოლარი.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1.1. 2015 წლის 20 იანვარს მხარეთა შორის გაფორმდა სესხისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულება №0820, რომლის თანახმად ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს „დამგირავებლის„ მიერ მის საკუთრებაში არსებული მოძრავი ნივთის დაგირავება „მოგირავნის“ სასარგებლოდ, ამავე ხელშეკრულებით გაცემული სესხის საფუძველზე. გირავნობის საგანს წარმოადგენს მოძრავი ქონება, რომლის მახასიათებლებიც არის სანომრე ნიშანი O-----, მარკა-მოდელი - მერსედეს ბენც A--------, ფერი - თეთრი, გამოშვების წელი - 2009, საიდენტიფიკაციო ნომერი N----------------, სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობა B--------, გაცემული 20/06/2014 წელს, მესაკუთრე შპს „ს---“, სამართლებრივი დატვირთვა ან უფლებრივი შეზღუდვა რეგისტრირებული არ არის. მაქსიმალური თანხა რომლის ფარგლებშიც უნდა დაკმაყოფილდეს უზრუნველყოფილი მოთხოვნა შეადგენს 15000 აშშ დოლარს.

ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 18.07.2015-მდე. მაქსიმალური წლიური განაკვეთი 72%. სესის ძირითადი თანხა 7650 აშშ დოლარი. მოგირავნე იტოვებს უფლებას ხელშეკრულების გრაფიკში მითითებული ვადის დარღვევის შემთხვევაში მსესხებელს დაარიცხოს ძირითადი თანხის 0,3% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. კრედიტის დაფარვა მოხდებოდა ხელშეკრულების დანართში წარმოდგენილი გრაფიკის მიხედვით, რომელიც წარმოადგენს ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს. კრედიტით სარგებლობის ვადის გაგრძელება ხდება სესხის მოქმედების პერიოდში ან სესხის ვადის გასვლის შემდეგ, მაგრამ „დამგირავებლის“ მიერ სესხის უზრუნველყოფის ხარჯზე დავალიანების დაფარვამდე, თუ მხარეები არ გამოთქვამენ პრეტენზიას (წერილობითი შეტყობინების სახით), ხელშეკრულების ვადა ითვლება გაგრძელებულად მხარეთა სურვილის მიხედვით იგივე ვადით დამგირავებლის მიერ ვალდებულების სრულ ამოწურვამდე წინამდებარე ხელშეკრულების პირობების დაცვით.

 

აღნიშნული გარემოება დასტურდება შემდეგი მტკიცებულებით:

- სარჩელი;

- 2015 წლის 20 იანვრის №0820 ხელშეკრულება;

- სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული №913464 ცნობა;

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

3.1.2. 2015 წლის 20 იანვარს მხარეთა შორის გაფორმდა სესხისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულება №0821, რომლის თანახმად ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს „დამგირავებლის„ მიერ მის საკუთრებაში არსებული მოძრავი ნივთის დაგირავება „მოგირავნის“ სასარგებლოდ, ამავე ხელშეკრულებით გაცემული სესხის საფუძველზე. გირავნობის საგანს წარმოადგენს მოძრავი ქონება, რომლის მახასიათებლებიც არის სანომრე ნიშანი O-----, მარკა-მოდელი - მერსედეს ბენც A--------, ფერი - თეთრი, გამოშვების წელი - 2009, საიდენტიფიკაციო ნომერი N----------------, სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობა B--------, გაცემული 19/06/2014 წელს, მესაკუთრე შპს „ს---“, სამართლებრივი დატვირთვა ან უფლებრივი შეზღუდვა რეგისტრირებული არ არის. მაქსიმალური თანხა რომლის ფარგლებშიც უნდა დაკმაყოფილდეს უზრუნველყოფილი მოთხოვნა შეადგენს 15000 აშშ დოლარს.

ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 18.07.2015-მდე. მაქსიმალური წლიური განაკვეთი 72%. სესის ძირითადი თანხა 7650 აშშ დოლარი. მოგირავნე იტოვებს უფლებას ხელშეკრულების გრაფიკში მითითებული ვადის დარღვევის შემთხვევაში მსესხებელს დაარიცხოს ძირითადი თანხის 0,3% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. კრედიტის დაფარვა მოხდებოდა ხელშეკრულების დანართში წარმოდგენილი გრაფიკის მიხედვით, რომელიც წარმოადგენს ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს. კრედიტით სარგებლობის ვადის გაგრძელება ხდება, სესხის მოქმედების პერიოდში ან სესხის ვადის გასვლის შემდეგ, მაგრამ „დამგირავებლის“ მიერ სესხის უზრუნველყოფის ხარჯზე დავალიანების დაფარვამდე, თუ მხარეები არ გამოთქვამენ პრეტენზიას (წერილობითი შეტყობინების სახით), ხელშეკრულების ვადა ითვლება გაგრძელებულად მხარეთა სურვილის მიხედვით იგივე ვადით დამგირავებლის მიერ ვალდებულების სრულ ამოწურვამდე წინამდებარე ხელშეკრულების პირობების დაცვით.

 

აღნიშნული გარემოება დასტურდება შემდეგი მტკიცებულებით:

- სარჩელი;

- 2015 წლის 20 იანვრის №0821 ხელშეკრულება;

- სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული №913464 ცნობა;

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

3.1.3. კერძო აღმასრულებლის ვა------ მო–------–ის №A1604397-004/001 წინადადებით გადაწყვეტილების შესრულების შესახებ დგინდება, რომ მის წარმოებაშია სააღსრულებო საქმე, №A1604397, სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურების სააგენტოს მიერ 15.01.2016 წელს გაცემული და კრედიტორი შპს „ს-------ის“ მიერ წარმოდგენილი №006241 გირავნობის მოწმობის აღსრულების შესახებ.

 

აღნიშნული გარემოება დასტურდება შემდეგი მტკიცებულებით:

- სარჩელი;

- კერძო აღმასრულებლის ვა------ მო–------–ის №A1604397-004/001 წინადადებით გადაწყვეტილების შესრულების შესახებ;

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

3.1.4. სატრანსპორტო საშუალებაზე, რომლის სანომრე ნიშანი O-----, მარკა-მოდელი - მერსედეს ბენც A--------, ფერი - თეთრი, გამოშვების წელი - 2009, საიდენტიფიკაციო ნომერი N----------------, სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობა B--------, გაცემული 20/06/2014 წელს, მესაკუთრე შპს „ს---“ 20.01.2015 წლიდან რეგისტრირებულია გირავნობის და სესხის ხელშეკრულება, ხელშეკრულების №0820, თარიღი 20.01.2015 შპს „ს---“ და შპს „ს------ს“ შორის. 29.07.2016 წლიდან რეგისტრირებულია ყადაღა აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელ ალ---------- ნა----ის მიერ და აღნიშნული სატრანსპორტო საშუალება იმყოფება მოსარჩელესთან.

 

აღნიშნული გარემოება დასტურდება შემდეგი მტკიცებულებით:

- სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული ცნობა;

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

3.1.5. სატრანსპორტო საშუალებაზე, რომლის სანომრე ნიშანი O-----, მარკა-მოდელი - მერსედეს ბენც A--------, ფერი - თეთრი, გამოშვების წელი - 2009, საიდენტიფიკაციო ნომერი N----------------, სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობა B--------, გაცემული 19/06/2014 წელს, მესაკუთრე შპს „ს---“, 20.01.2015 წლიდან რეგისტრირებულია გირავნობის და სესხის ხელშეკრულება, ხელშეკრულების №0821, თარიღი 20.01.2015 შპს „ს---“ და შპს „ს------ს“ შორის. 29.07.2016 წლიდან რეგისტრირებულია ყადაღა აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელ ალ---------- ნა----ის მიერ და აღნიშნული სატრანსპორტო საშუალება მოპასუხესთან იმყოფება.

 

აღნიშნული გარემოება დასტურდება შემდეგი მტკიცებულებით:

- სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული ცნობა;

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

- 3.1.5.ორივე ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოსარჩელის მიერ მოპასუხისთვის მთლიანობაში გადახდილია 38 610 აშშ დოლარი.

 

აღნიშნული გარემოება დასტურდება შემდეგი მტკიცებულებით:

- მხარეთა განმარტებები.

 

3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.2.1. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის მითითებას იმის თაობაზე, რომ მოსარჩელეზე დარიცხული პირგასამტეხლო არ შეიძლება ჩაითვალოს შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოდ და მიიჩნევს, რომ შპს „ს---ს“ და შპს „ს------ს“ შორის დადებული სესხისა და გირავნობის ხელშეკრულებებში (№0820 და №0821) გათვალისწინებული პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია და ის უნდა შემცირდეს 0,3%-დან 0,03%-მდე, ზედმეტად გადახდილი პირგასამტეხლო უნდა ჩაითვალოს ძირი თანხის ანგარიშში.

 

3.2.2. მხარეთა შორის ხელშეკრულებაში გათვალისწინებული შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს - 0.3%-დან 0.03%-მდე შემცირებას უნდა მოჰყვეს შემდეგი სამართლებრივი შედეგები:

 

3.2.3. შპს „ს---ს“ და შპს „ს------ს“ შორის 2015 წლის 20 იანვარს დადებული სესხისა და გირავნობის №0820 და №0821 ხელშეკრულებები უნდა ჩაითვალოს შესრულებულად.

 

3.2.4. უნდა გაუქმდეს სატრანსპორტო საშუალებაზე, რომლის სანომრე ნიშანი O-----, მარკა-მოდელი - მერსედეს ბენც A--------, ფერი - თეთრი, გამოშვების წელი - 2009, საიდენტიფიკაციო ნომერი N----------------, სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობა B--------, გაცემული 20/06/2014 წელს, მესაკუთრე შპს „ს---“ რეგისტრირებული გირავნობა.

 

3.2.5. უნდა გაუქმდეს სატრანსპორტო საშუალებაზე, რომლის სანომრე ნიშანი O-----, მარკა-მოდელი - მერსედეს ბენც A--------, ფერი - თეთრი, გამოშვების წელი - 2009, საიდენტიფიკაციო ნომერი N----------------, სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობა B--------, გაცემული 19/06/2014 წელს, მესაკუთრე შპს „ს---“, რეგისტრირებული გირავნობა და სატრანსპორტო საშუალება გამოთხოვილ იქნას მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანისა და პირგასამტეხლოს შემცირების, გირავნობის გაუქმებისა და უკანონო მფლობელობიდან ერთი ნივთის - სატრანსპორტო საშუალება, რომლის სანომრე ნიშანი O-----, მარკა-მოდელი - მერსედეს ბენც A--------, ფერი - თეთრი, გამოშვების წელი - 2009, საიდენტიფიკაციო ნომერი N----------------, სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობა B--------, გაცემული 19/06/2014 წელს, მესაკუთრე შპს „ს---“, გამოთხოვის ნაწილში, კერძოდ:

ცვლილება უნდა შევიდეს შპს „ს---სა“ და შპს „ს------ს“ შორის 2015 წლის 20 იანვარს დადებულ №0820 სესხისა და გირავნობის ხელშეკრულებაში და ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე პირგასამტეხლოს ოდენობა 0,3%-დან უნდა შემცირდეს 0,03 %-მდე;

2015 წლის 20 იანვრის №0820 სესხისა და გირავნობის ხელშეკრულება უნდა ჩაითვალოს შესრულებულად;

უნდა გაუქმდეს სატრანსპორტო საშუალებაზე სახელმწიფო ნომერი O------, მარკა-მოდელი - მერსედეს ბენც A--------, ფერი - თეთრი, გამოშვების წელი - 2009, საიდენტიფიკაციო ნომერი N----------------, სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობა B--------, გაცემული 20.06.2014 წელს, მესაკუთრე შპს „ს---“ რეგისტრირებული გირავნობა;

ცვლილება უნდა შევიდეს შპს “ს---სა“ და შპს „ ს------ს“ შორის 2015 წლის 20 იანვარს დადებულ №0821 სესხისა და გირავნობის ხელშეკრულებაში და ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე პირგასამტეხლოს ოდენობა 0,3%-დან უნდა შემცირდეს 0,03 %-მდე;

2015 წლის 20 იანვრის №0821 სესხისა და გირავნობის ხელშეკრულება უნდა ჩაითვალოს შესრულებულად;

უნდა გაუქმდეს სატრანსპორტო საშუალებაზე, რომლის სანომრე ნიშანი O-----, მარკა-მოდელი - მერსედეს ბენც A--------, ფერი - თეთრი, გამოშვების წელი - 2009, საიდენტიფიკაციო ნომერი N----------------, სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობა B--------, გაცემული 19/06/2014 წელს, მესაკუთრე შპს „ს---“, რეგისტრირებული გირავნობა და სატრანსპორტო საშუალება გამოთხოვილ იქნას მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე, 254-ე, 316-317-ე, 319-ე, 417-418-ე, 420-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება:

 

6.1. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი ნაწილით ,,ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს”.

სასამართლო განმარტავს, რომ უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ერთ-ერთ ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს და იგი გათვალისწინებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით. ამ ნორმის მიხედვით, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. აღნიშნული გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების, უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

სასამართლო განმარტავს, რომ დავის გადაწყვეტისათვის, პირველ რიგში, სათანადო შეფასება უნდა მიეცეს მხარეთა შორის წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობის შინაარსს. არ არსებობს ანაზღაურების მოთხოვნა, ვალდებულების გარეშე, რაც იმას ნიშნავს, რომ მოთხოვნის უფლების არსებობისათვის საჭიროა მოთხოვნის უფლების მქონე მხარე ვალდებულებით ურთიერთობაში იყოს მოპასუხესთან.

მოთხოვნის უფლების არსებობისათვის მხარეთა შორის უნდა არსებობდეს სახელშეკრულებო ურთიერთობა, ან მისი მოთხოვნა უნდა გამომდინარეობდეს დელიქტური ვალდებულებიდან ან უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. ხელშეკრულება ვალდებულების წარმოშობის ერთ-ერთი საფუძველია. იგი ორი ან მეტი პირის ნების გამოვლენაა მიმართული სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. ხელშეკრულების დადება დამოკიდებულია მხარეთა ნების გამოვლენაზე.

მხარეები სარგებლობენ ხელშეკრულების დადების თავისუფლების პრინციპით. მათ უფლება აქვთ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. ხელშეკრულების პირობა წინასწარ შემუშავებულ ხასიათს არ ატარებს. მხარეებს შეუძლიათ ნებისმიერ საკითხზე შეთანხმდნენ. ამისათვის მათ არ ჭირდებათ რაიმე ნებართვა ან სპეციალური შინაარსის დაცვა. მთავარია მათი შეთანხმება არ ეწინააღმდეგებოდეს კანონს, აკმაყოფილებდეს მორალის ფარგლებს და არ არღვევდეს საჯარო წესრიგს. აღნიშნული პრინციპი გამომდინარეობს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძვლიდან, რომლის მიხედვითაც კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას. თუ საზოგადოების ან პიროვნების არსებითი ინტერესების დაცვისათვის ხელშეკრულების ნამდვილობა დამოკიდებულია სახელმწიფოს ნებართვაზე, მაშინ ეს უნდა მოწესრიგდეს ცალკე კანონით. ხელშეკრულების თავისუფალი დადების პრინციპი ვრცელდება მოსარჩელესა და მოპასუხეზეც.

 

6.2. სასამართლო აღნიშნავს, რომ მოსარჩელის ერთერთი სასარჩელო მოთხოვნა, კერძოდ: ხელშეკრულებების შესრულებულად აღიარება, არგუმენტირებულია ორი ალტერნატიული მიმართულებით, პირგასამტეხლოს შემცირებით და ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ გადახდილი თანხების ძირ თანხაში ჩათვლით.

მოცემულ შემთხვევაში პირგასამტეხლოს შემცირებით შესაძლებელია ამ ნაწილში სასარჩელო მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება, ამიტომ სასამართლო იმსჯელებს პირგასამტეხლოს შემცირებს მოტივებზე და მის სამართლებრივ შედეგებზე.

სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 417-418-ე მუხლების შინაარსიდან გამომდინარე, პირგასამტეხლო წარმოადგენს სახელშეკრულებო მოთხოვნის შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება, ამ ვალდებულების შესრულებამდე. სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა.

პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება (იხ. სუსგ №ას-536-512-2016, 4 ოქტომბერი, 2016 წელი).

სასამართლოს სწორედ ზემოაღნიშნული კრიტერიუმების გათვალისწინებით, მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, უფლება აქვს დაიყვანოს პირგასამტეხლო თანაზომიერების ფარგლებამდე. სასამართლო განმარტავს, რომ კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგად, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება (იხ.სუსგ №ას-833-799-2016; 2016 წლის 2 ნოემბერი).

ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს ანუ, პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს რეპრესიული ხასიათის სანქცია ეკისრება.

პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად(იხ. სუსგ №ას-1158-1104-2014, 2015 წლის 6 მაისი).

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, კი მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას.

აღნიშნული მუხლის მიხედვით, მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა გულისხმობს, მის მიერ მოსარჩელის მოთხოვნის აღიარებას. მას შეუძლია ნაწილობრივ ან სრულად აღიაროს სასარჩელო მოთხოვნა. იმ შემთხვევაში როცა მოპასუხე ეთანხმება მოსარჩელის მოთხოვნას, სასამართლო არ აფასებს საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებს და მხარეთა ნების გათვალისწინებით გამოაქვს სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ გადაწყვეტილება.

მოცემულ შემთხვევაში, თვით მოპასუხის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებით (შპს „ი--------------------“ აუდიტორული დასკვნა) დასტურდება, რომ მოსარჩელეს 2015 წლის 18 თებერვლიდან, 2017 წლის 24 აპრილამდე მოპასუხისთვის №0820 ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებიდან გამომდინარე მთლიანობაში გადახდილი აქვს 19 634,4 აშშ დოლარი, საიდანაც ძირი თანხას დასაფარად მიმართულია 6802,07 აშშ დოლარი, პროცენტის სახით - 9 407.82 აშშ დოლარი და ჯარიმის, პირგასამტეხლოს სახით - 3 424,51 აშშ დოლარი.

ამავე მტკიცებულებით, მოსარჩელეს 2015 წლის 18 თებერვლიდან, 2017 წლის 24 აპრილამდე №0821 ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მთლიანობაში გადახდილი აქვს 18 991,8 აშშ დოლარი, საიდანაც ძირი თანხას დასაფარად მიმართულია 6 802,07 აშშ დოლარი, პროცენტის სახით - 9 407.82 აშშ დოლარი და ჯარიმის, პირგასამტეხლოს სახით -2 781,91 აშშ დოლარი.

უდავოდ ცნობილი ფაქტობრივი გარემოებით დადგენილია, რომ თითოეულ ხელშეკრულებაში სესხის ძირი თანხა შეადგენს 7 650 აშშ დოლარს, მთლიანობაში 15 300 აშშ დოლარს, ხოლო პირგასამტეხლოს სახით ორივე ხელშეკრულებაში მოსარჩელის მიერ გადახდილია 6 206,42 აშშ დოლარი.

ასევე უდავოდ ცნობილი გარემოებით დადგენილია, რომ ორივე ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოსარჩელის მიერ მოპასუხისთვის ძირი თანხის, პროცენტისა და პირგასამტეხლოს სახით, მთლიანობაში გადახდილია 38 610 აშშ დოლარი.

სასამართლო დამატებით მიუთითებს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის მიხედვითაც, მოვალე ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ან ვალდებულების სხვა სახის დარღვევისათვის იხდის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას. პირგასამტეხლოს მიზანია მოვალის პასუხისმგებლობის ამაღლების მცდელობა. მოვალემ, პირგასამტეხლოს გადახდისაგან თავის არიდების მიზნით, კრედიტორის წინაშე ვალდებულება უნდა შეასრულოს ჯეროვნად და დროულად. ასევე მისი მიზანია ვალდებულების დაყოვნებით კრედიტორზე მიყენებული ზიანის კომპენსირება და დარღვეული უფლების აღდგენა. პირგასამტეხლოს მიზანი არაა კრედიტორის გამდიდრება მოვალის ხარჯზე. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ანალიზით და ზემოაღნიშნული მსჯელობით, სასამართლო სრულიად იზიარებს მოსარჩელის პოზიციას იმის თაობაზე, რომ განსახილველ შემთხვევაში მხარეთა შორის დადებულ ხელშეკრულებებში დაწესებული პირგასამტეხლო - 0,3%-ის ოდენობით ყოველ გადაცილებულ დღეზე, შეუსაბამოდ მაღალია, ასევე დასაბუთებულია მოსარჩელის დაზუსტებული მოთხოვნა - პირგასამტეხლოს ოდენობის 0,03%-მდე შემცირების თაობაზე.

აქედან გამომდინარე მოსარჩელის მოთხოვნა - 2015 წლის 20 იანვრის №0820 და №0821 ხელშეკრულებებით დაწესებული პირგასამტეხლოს 0,3%-დან 0,03%-მდე შემცირების შესახებ, საფუძვლიანია უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად ცვლილება უნდა შევიდეს შპს „ს---სა“ და შპს „ს------ს“ შორის 2015 წლის 20 იანვარს დადებულ №0820 სესხისა და გირავნობის ხელშეკრულებაში და ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე პირგასამტეხლოს ოდენობა 0,3%-დან უნდა შემცირდეს 0,03 %-მდე.

 

6.2. პირგასამტეხლოს 0,03%-მდე შემცირების შემდეგ, ორივე ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოსარჩელის ვალდებულების შესრულების ნაწილში იქმნება შემდეგი სურათი:

როგორც აღინიშნა, №0820 ხელშეკრულების ნაწილში მოსარჩელის მიერ პირგასამტეხლოს (0,3%) სახით გადახდილია 3 424,51 აშშ დოლარი, ხოლო ძირი თანხის დასაფარად - 6 802,07 აშშ დოლარი. პირგასამტეხლოს 0,03%-მდე შემცირების შემთხვევაში, მოსარჩელის ვალდებულება პირგასამტეხლოს ნაწილში შეადგენს 3 424,51 აშშ დოლარის 0,03%-ს, ანუ 342,45 აშშ დოლარს, ხოლო პირგასამტეხლოს სახით ზედმეტად გადახდილი თანხა შეადგენს 3 082 აშშ დოლარს (3 424,51 – 342,45).

ამდენად, მოსარჩელის მიერ მოპასუხისთვის პირგასამტეხლოს სახით ზედმეტად გადახდილი თანხა უნდა ჩაითვალოს სესხის ძირი თანხის დასაფარად და იმის გათვალისწინებით, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სესხის მოცულობა შეადგენს - 7650 აშშ დოლარს, ხოლო ძირი თანხის სახით მოსარჩელის მიერ უკვე გადახდილია 6 802,07 აშშ დოლარი, განსახილველი ხელშეკრულება შესრულებულად უნდა ჩაითვალოს და შესაბამისად ამ ნაწილში სასარჩელო მოთხოვნა დასაბუთებულია და უნდა დაკმაყოფილდეს.

ანალოგიურად უნდა ვიმსჯელოთ №0821 ხელშეკრულებასთან მიმართებით, კერძოდ: №0821 ხელშეკრულების ნაწილში მოსარჩელის მიერ პირგასამტეხლოს (0,3%) სახით გადახდილია 2 781,91 აშშ დოლარი, ხოლო ძირი თანხის დასაფარად - 6 802,07 აშშ დოლარი. პირგასამტეხლოს 0,03%-მდე შემცირების შემთხვევაში, მოსარჩელის ვალდებულება პირგასამტეხლოს ნაწილში შეადგენს 2 781,91 აშშ დოლარის 0,03%-ს, ანუ 278,19 აშშ დოლარს, ხოლო პირგასამტეხლოს სახით ზედმეტად გადახდილი თანხა შეადგენს 2 503,71 აშშ დოლარს (2 781,91 – 278,19).

ამდენად, მოსარჩელის მიერ მოპასუხისთვის პირგასამტეხლოს სახით ზედმეტად გადახდილი თანხა უნდა ჩაითვალოს სესხის ძირი თანხის დასაფარად და იმის გათვალისწინებით, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სესხის მოცულობა შეადგენს - 7650 აშშ დოლარს, ხოლო ძირი თანხის სახით მოსარჩელის მიერ უკვე გადახდილია 6 802,07 აშშ დოლარი, განსახილველი ხელშეკრულება შესრულებულად უნდა ჩაითვალოს და შესაბამისად ამ ნაწილშიც სასარჩელო მოთხოვნა დასაბუთებულია და უნდა დაკმაყოფილდეს.

ამრიგად, შპს „ს---სა“ და შპს „ს------ს“ შორის 2015 წლის 20 იანვარს დადებული №0820 და №0821 სესხისა და გირავნობის ხელშეკრულებები უნდა ჩაითვალოს მოსარჩელის მიერ შესრულებულად.

 

6.3. სამოქალაქო კოდექსის 254-ე მუხლის თანახმად, მოვალის ან მესამე პირის მოძრავი ნივთი ან/და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, რომლის სხვა პირთათვის გადაცემა დასაშვებია, შეიძლება გამოყენებულ იქნეს როგორც ფულადი, ისე არაფულადი მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებად ისე, რომ კრედიტორი (მოგირავნე) იძენს უფლებას, დაიკმაყოფილოს მოთხოვნა დაგირავებული ქონების (გირავნობის საგნის) რეალიზაციით ან მხარეთა შეთანხმებით – მისი საკუთრებაში მიღებით მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში.

გირავნობის უფლება კრედიტორს თავისი მოთხოვნის უზრუნველსაყოფად ანიჭებს რეალიზაციის სანივთო უფლებას. ეს არის აქცესორული უფლება, ამიტომაც იგი არ შეიძლება წარმოიშვას იმ მოთხოვნის გარეშე, რომელსაც უზრუნველყოფს. განსახილველ შემთხვევაში, გირავნობის საგანი არის მოსარჩელის საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალებები. ვინაიდან, ხელშეკრულება აღიარებულ იქნა შესრულებულად, არ არსებობს ძირითადი ვალდებულება, რომლის უზრუნველსაყოფად დაიტვირთა გირავნობით სატრანსპორტო საშუალებები, შესაბამისად, არ არსებობს მათზე გირავნობის უფლების რეგისტრაციის სამართლებრივი საფუძვლები.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელის მოთხოვნა ამ ნაწილში საფუძვლიანია, უნდა დაკმაყოფილდეს და უნდა გაუქმდეს სატრანსპორტო საშუალებაზე სანომრე ნიშანი O-----, მარკა-მოდელი - მერსედეს ბენც A--------, ფერი - თეთრი, გამოშვების წელი - 2009, საიდენტიფიკაციო ნომერი N----------------, სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობა B--------, გაცემული 20/06/2014 წელს, მესაკუთრე შპს „ს---“ რეგისტრირებული გირავნობა და სატრანსპორტო საშუალებაზე (სანომრე ნიშანი O-----, მარკა-მოდელი - მერსედეს ბენც A--------, ფერი - თეთრი, გამოშვების წელი - 2009, საიდენტიფიკაციო ნომერი N----------------, სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობა B--------, გაცემული 16.06.2014 წელს, მესაკუთრე შპს „ს---“) რეგისტრირებული გირავნობა.

 

6.4. სასამართლო განმარტავს, რომ საკუთრების უფლება ადამიანის უფლებათა სამართლის ერთ-ერთი ყველაზე ძველი და ფუნდამენტური უფლებაა, რომელიც გულისხმობს ადამიანის შესაძლებლობას საკუთარი ნების შესაბამისად და სხვათა ინტერესების შეულახავად ფლობდეს, სარგებლობდეს და განკარგავდეს თავის ქონებას. სასამართლო მიიჩნევს, რომ აუცილებელია საკუთრების, როგორც ინსტიტუტის, კონსტიტუციურ-სამართლებრივი გარანტირება, ასევე მესაკუთრისათვის, როგორც სუბიექტისათვის უფლების სამართლებრივი დაცვის საკმარისი საშუალებების მინიჭება, მისი ხელშეწყობისა და უზრუნველყოფის გარანტიების შექმნა. სწორედ ამ მიზანს ემსახურება კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტი, რომლის შესაბამისადაც საკუთრების უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება".

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.

უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის შესახებ სარჩელის წარდგენა ხდება, როცა შელახულია ნივთზე მესაკუთრის მფლობელობა, როცა მესაკუთრის ქონება უკანონო მფლობელის ხელთაა. ამასთან, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისათვის უნდა არსებობდეს აუცილებელი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე; ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი; გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება. მხოლოდ მას შემდეგ, რაც დადგინდება სამივე წინაპირობის არსებობა, შესაძლებელი გახდება მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა. ანუ, ვინდიკაციური სარჩელის საფუძვლიანობა მოწმდება იმ გარემოებათა შეფასებით, არსებობს თუ არა მოსარჩელის საკუთრების უფლება ნივთზე და იმყოფება თუ არა ეს ნივთი სხვა პირთა არამართლზომიერ მფლობელობაში, ხორციელდება თუ არა მფლობელობა საამისო უფლების გარეშე.

მოცემულ შემთხვევაში, სატრანსპორტო საშუალება სატრანსპორტო საშუალებაზე-სახელმწიფო ნომერი O-----, მარკა-მოდელი - მერსედეს ბენც A--------, ფერი - თეთრი, გამოშვების წელი - 2009, საიდენტიფიკაციო ნომერი N----------------, სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობა B--------, გაცემული 20.06.2014 წელს, მესაკუთრე შპს „ს---“, მოსარჩელე წარმოადგენს მითითებული მოძრავი ქონების მესაკუთრეს, ხოლო მოპასუხე არ არის მისი მფლობელი, ვინაიდან ნივთი იმყოფება მოსარჩელესთან. შესაბამისად სახეზე არა გვაქვს მოპასუხის მიერ ნივთის ფლობის ფაქტი, ამიტომ სარჩელი იმ ნაწილში, რომ ზემოთ აღნიშნული სატრანსპორტო საშუალება გამოთხოვილ იქნას უკანონო მფლობელობიდან არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

ხოლო რაც შეეხება სატრანსპორტო საშუალება სანომრე ნიშანი O-----, მარკა-მოდელი - მერსედეს ბენც A--------, ფერი - თეთრი, გამოშვების წელი - 2009, საიდენტიფიკაციო ნომერი N----------------, სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობა B--------, გაცემული 16.06.2014 წელს, მესაკუთრე შპს „ს---“, აღნიშნული ნივთი იმყოფება მოპასუხის მფლობელობაში, მან ვერ დაადასტურა, რომ გააჩნია სადავო ნივთის ფლობის უფლება. მოპასუხე სადავო ნივთზე ფაქტობრივ მფლობელობას ახორციელებს სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, რითაც ხელყოფს მოსარჩელის საკუთრების უფლებას.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელის მოთხოვნა, მოძრავი ნივთის მოპასუხის მფლობელობიდან გამოთხოვის შესახებ, საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს და გამოთხოვილ იქნას სატრანსპორტო საშუალება სანომრე ნიშანი O-----, მარკა-მოდელი - მერსედეს ბენც A--------, ფერი - თეთრი, გამოშვების წელი - 2009, საიდენტიფიკაციო ნომერი N----------------, სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობა B--------, გაცემული 16.06.2014 წელს, მესაკუთრე შპს „ს---“, მოპასუხე შპს „ს------ის“ უკანონო მფლობელობიდან.

 

7. საპროცესო ხარჯები:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოს გარეშე ხარჯები.

სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები. საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯების გაანგარიშების წესი და მათი ოდენობა განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით.

სასამართლოს გარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხე შპს „ს------ს“ უნდა დაეკისროს მოსარჩელე შპს „ს---ს“ სასარგებლოდ მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 320 ლარის გადახდა.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-ე, 244-ე, 248-249-ე, 257-ე მუხლებით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს შპს „ს---ს“ სარჩელი შპს „ს------ის“ მიმართ, ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანისა და პირგასამტეხლოს შემცირების, გირავნობის გაუქმებისა და უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის შესახებ.

2. ცვლილება შევიდეს შპს „ს---სა“ და შპს „ს------ს“ შორის 2015 წლის 20 იანვარს დადებულ №0820 სესხისა და გირავნობის ხელშეკრულებაში და ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე პირგასამტეხლოს ოდენობა 0,3%-დან შემცირდეს 0,03%-მდე.

3. 2015 წლის 20 იანვრის №0820 სესხისა და გირავნობის ხელშეკრულება ჩაითვალოს შესრულებულად.

4. გაუქმდეს სატრანსპორტო საშუალებაზე (სახელმწიფო ნომერი O-----, მარკა-მოდელი - მერსედეს ბენც A--------, ფერი - თეთრი, გამოშვების წელი - 2009, საიდენტიფიკაციო ნომერი N----------------, სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობა B--------, გაცემული 20.06.2014 წელს, მესაკუთრე შპს „ს---“) რეგისტრირებული გირავნობა.

5. ცვლილება შევიდეს შპს “სინასა“ და შპს „ ს------ს“ შორის 2015 წლის 20 იანვარს დადებულ №0821 სესხისა და გირავნობის ხელშეკრულებაში და ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე პირგასამტეხლოს ოდენობა 0,3%-დან შემცირდეს 0,03%-მდე.

6. 2015 წლის 20 იანვრის №0821 სესხისა და გირავნობის ხელშეკრულება ჩაითვალოს შესრულებულად.

7. გაუქმდეს სატრანსპორტო საშუალებაზე (სანომრე ნიშანი O-----, მარკა-მოდელი - მერსედეს ბენც A--------, ფერი - თეთრი, გამოშვების წელი - 2009, საიდენტიფიკაციო ნომერი N----------------, სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობა B--------, გაცემული 16.06.2014 წელს, მესაკუთრე შპს „ს---“) რეგისტრირებული გირავნობა და სატრანსპორტო საშუალება გამოთხოვილ იქნას მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან.

8. მოპასუხე შპს „ს------ს“ შპს „ ს---ს“ სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 320 ლარის გადახდა.

9. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ფოთის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

10. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ფოთის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე შოთა სირაძე