გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №18002498115-2/054-18წ.
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
27 აგვისტო, 2018 წელი დ. ასპინძა
შესავალი ნაწილი
ახალციხის რაიონული სასამართლოს
მაგისტრატი მოსამართლე ასპინძის
მუნიციპალიტეტში - გიორგი ლონდარიძე
სხდომის მდივანი - ირმა იაკობაძე
მოსარჩელე - შ--------------------
წარმომადგენელი - ნ--------–----------
მოპასუხე - გ--------------
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი :
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. მოპასუხე გ--------------ს შპს „ე--------------ს’’ სასარგებლოდ დაეკისროს დავალიანების - 1500 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 500 ლარი, პროცენტი - 140 ლარი, პირგასამტეხლო - 840 ლარი, ერთჯერადი ჯარიმა - 20 ლარი.
მოსარჩელემ სარჩელი დააფუძნა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
2016 წლის 6 მაისს მოპასუხე გ--------------სა და შ-------------------" შორის გაფორმდა ელექტრონული (ონლაინ) სესხის ხელშეკრულება ნომერი 3----- რომლის საფუძველზე მსესხებლის სახელზე გაცემულ იქნა თანხა 500 ლარის ოდენობით, 2016 წლის 4 ივნისამდე.
მსესხებელი ვალდებული იყო სესხი 500 ლარი და მასზე რიცხული სარგებელი 140 ლარი დაებრუნებინა 28 დღის ვადაში, მაგრამ აღნიშნულ ვადაში არ მომხდარა არც სესხის და არც მასზე რიცხული სარგებლის გადახდა.
მსესხებელს ხელშეკრულების 7·4. პუნქტის საფუძველზე დაეკისრა ერთჯერადი ჯარიმა, 20 ლარის ოდენობით და ამავე ხელშეკრულებით .75. პუნქტის საფუძველზე პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 1.5 პროცენტის ოდენობით.
მოპასუხის მერ სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები დაირღვა 2016 წლის 4 ივნისს და მისი დავალიანება შ--------------------- წინაშე შეადგენს 1500 ლარს, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 500 ლარი, პროცენტი - 140 ლარი, პირგასამტეხლო - 840 ლარი, ერთჯერადი ჯარიმა - 20 ლარი.
2. მოპასუხის პოზიცია:
2.1. მოპასუხე გ--------------მ შესაგებლით სარჩელი ცნო ნაწილობრივ და მიუთითა, რომ თანახმაა გადაიხადოს სესხის მხოლოდ ძირითადი თანხა, ხოლო რაც შეეხება პირგასამტეხლოს, იგი უნდა იყოს 123.75 ლარი ნაცლად 840 ლარისა. ასევე უნდა შემცირდეს გაურკვეველი სარგებელი 140 ლარი და ერთჯერადი ჯარიმა 20 ლარი.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2016 წლის 6 მაისს მოპასუხე გ--------------სა და შ-------------------" შორის გაფორმდა ელექტრონული (ონლაინ) სესხის ხელშეკრულება N3----- რომლის საფუძველზეც, გ--------------ზე გაიცა სესხი – 500 ლარის ოდენობით. სესხის ვადა - 28 დღე, განისაზღვრა სარგებელი 140 ლარი, პირგასამტეხლო ვადაგადაცილებულ დღეზე 1.5%-ის ოდენობით და ერთჯერადი ჯარიმა 20 ლარი.
3.1.2. მსესხებელმა სესხის დაბრუნების ვალდებულება არ შეასრულა.
3.1.3. მოპასუხე მხარე გაფრთხილებული იქნა დავალიანების დაფარვის თაობაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 06.05.2016წ. სასესხო ხელშეკრულება N3-----;
- სარჩელი.
3.1.4. 2017 წლის 26 ოქტომბრის მდგომარეობით გ--------------- დავალიანება N3----- ხელშეკრულებაზე შეადგენს 1500 ლარს, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 500 ლარი, პროცენტი - 140 ლარი, პირგასამტეხლო - 840 ლარი, ერთჯერადი ჯარიმა - 20 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი.
3.2. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები.
3.1.2. საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი გარემოებები სადავო არ არის.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა.
საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით სასამართლო მიიჩნევს, რომ შ--------------------- სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-317-ე, 361-ე, მე-400, 301-ე, 416-418-ე, 420-ე მუხლებით; საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 131-ე, 208-ე მუხლებით;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ, ამავე მუხლის მე-2 ნაწილით, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208.3-ე მუხლის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
სამოქალაქო სამართალწარმოების დისპოზიციურობის პრინციპის შესაბამისად, საქმის წარმოების დაწყების საფუძველი არის მხარის ნება და მის მიერ აღძრული სასარჩელო მოთხოვნა, ამავე პრინციპიდან გამომდინარეობს მოპასუხის ნება ცნოს მის მიმართ აღძრული სასარჩელო მოთხოვნა მთლიანად ან ნაწილობრივ. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე გ--------------მ ცნო სარჩელი ნაწილობრივ, კერძოდ, სესხის ძირითადი თანხის და პირგასამტეხლოს 123.75 ნაწილში, რაც დასახელებული ნორმიდან გამომდინარე წარმოადგენს სარჩელის ამ ნაწილში დაკმაყოფილების საფუძველს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლით სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.
სასამართლო განმარტავს, უდავოა, რომ მოსარჩელესა და მოპასუხე გ--------------ს შორის 2016 წლის 6 მაისს დაიდო წერილობითი, სესხის ხელშეკრულება და მსესხებელს გადაეცა 500 ლარი 28 დღის ვადით, რომლის დაფარვაც მსესხებელს გამსესხებლის მიმართ უნდა მოეხდინა ხელშეკრულების შესაბამისად.
სასამართლომ დადგენილ გარემოებად მიიჩნია, რომ 2016 წლის 06 მაისს მოპასუხე გ--------------სა და შპს „ემას კრედიტს" შორის გაფორმდა ელექტრონული სესხის ხელშეკრულება ნომერი 3-----, რომლის საფუძველზეც მსესხებლის სახელზე გაცემულ იქნა თანხა 500 ლარის ოდენობით 28 დღის ვადით. კომპანიასა და მსესხებელს შორის ურთიერთობა რეგულირდება კომპანიის ვებ-გვერდზე განთავსებული ელექტრონული სესხის ხელშეკრულებით, რომლის დადებაზეც ნების გამოვლენაც მსესხებლის მიერ, მისი შინაარსის გაცნობის შემდგომ ხდება ელექტრონულად, რაც ავტომატურად უთანაბრდება მსესხებლის ხელმოწერას და მსესხებელი იბოჭება მის მიერ ამ ფორმით გამოვლენილი ნებით. მსესხებელი ვალდებული იყო სესხი 500 ლარი და მასზე დარიცხული სარგებელი დაებრუნებინა მხარეთა მიერ განსაზღვრული ხელშეკრულების მიხედვით, მაგრამ აღნიშნულ ვადაში არ მომხდარა არც სესხის და არც მასზე რიცხული სარგებლის გადახდა. შესაბამისად, მსესხებელს ხელშეკრულების მე-7 პუნქტის საფუძველზე, დაეკისრა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 1.5%, რამაც შეადგინა 840 ლარი. ამდენად, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის პოზიციას, რომ მხარეთა შორის არ არსებობდა წერილობითი შეთანხმება პირგასამტეხლოს თაობაზე,სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის საფუძველზე მოთხოვნილი პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
პირგასამტეხლო წარმოადგენს მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის მიხედვითაც, მოვალე ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ან ვალდებულების სხვა სახის დარღვევისათვის იხდის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას. პირგასამტეხლოს გამოყენებისათვის აუცილებელია შემდეგი წინაპირობების არსებობა, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, პირგასამტეხლო შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ფულადი თანხის სახით. ამასთან, იდენტიფიცირებადი უნდა იყოს ფულადი თანხის ოდენობა. პირგასამტეხლოს სახით გარკვეული ოდენობის ფულად თანხაზე უნდა არსებობდეს მხარეთა შეთანხმება. შეთანხმება მოითხოვს წერილობით ფორმას. პირგასამტეხლოს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიების, გამოყენების წინაპირობაა ვალდებულების შეუსრულებლობა ან ვალდებულების დარღვევა. პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება.
ამასთან, სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ხოლო ვალდებულების დარღვევის პირობებში ე.წ ''პრეზუმირებული მინიმალური ზიანის'' ანაზღაურების უზრუნველყოფა, რაც, რაღა თქმა უნდა, არ წარმოადგენს ფაქტობრივი ზიანის ეკვივალენტ ფულად თანხას და არც ფაქტობრივად დამდგარი ზიანის ანაზღაურებას ემსახურება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებაში (საქმე Nას-848-814-2016) პირგასამტეხლოს შესახებ განმარტებულია შემდეგი: "პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა".
ამდენად, პირგასამტეხლოს გონივრულობის შეფასებისას გასათვალისწინებელია მოთხოვნილი პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ.
განსახილველ საქმეში გადასახდელი სესხის ძირითადი თანხის და სარგებლის დავალიანებაა 640 ლარი, რომლის ნახევარზე მეტია მოთხოვნილი პირგასამტეხლო. მართალია მოპასუხემ არაჯეროვნად შეასრულა ვალდებულება, გრაფიკით გათვალისიწინებული გადახდა არ შეუსრულებია, მაგრამ ეს არაგონივრულად მაღალი პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლებას არ წარმოშობს.
მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო მაღალია, რადგან თითქმის სესხის თანხის ნახევრის ტოლი ოდენობისაა და მისი დაკისრება მოვალისათვის მეტისმეტად მკაცრი სანქცია იქნება და მხოლოდ მოვალის დასჯისკენ მიმართული ქმედება იქნება.
სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
ამდენად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობას იძლევა. პირგასამტეხლოს შემცირების უფლება სასამართლოს აქვს მინიჭებული. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა 840 ლარი უნდა შემცირდეს 125 ლარამდე.
7. საპროცესო ხარჯები
8.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად: „იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.’’ იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
ამავე კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
სარჩელის აღძვრისას შ---------------------“ მიერ გადახდილი იქნა სახელმწიფო ბაჟი 50 ლარი.
სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოპასუხე გ--------------მ სარჩელი ცნო სესხის ძირი თანხის ნაწილში, შესაბამისად აღნიშნულის გათვალისწინებით მოპასუხე გ--------------ს მოსარჩელე შ---------------------“ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს გაწეული საპროცესო ხარჯის 50 ლარის და იურიდიული მომსახურების თანხის 42 ლარის გადახდა.
სარეზოლუციო ნაწილი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. შ--------------------- სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. მოპასუხე გ--------------ს (---------------- მოსარჩელე შ--------------------- სასარგებლოდ დაეკისროს საკრედიტო დავალიანების - 745 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 500 ლარი, პროცენტი - 100 ლარი, ერთჯერადი ჯარიმა - 20 ლარი, პირგასამტეხლო - 125 ლარი.
3. მოპასუხე გ--------------ს (---------------- შ--------------------- სასარგებლოდ დაეკისროს გაწეული საპროცესო ხარჯის სახელმწიფო ბაჟის 50 ლარის და იურიდიული მომსახურების თანხის 42 ლარისგადახდა.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ახალციხის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30–ე დღისა, გამოცხადდეს ასპინძის მაგისტრატ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე გიორგი ლონდარიძე