გადაწყვეტილება

სამოქალაქო 05.09.2018
საქმის ნომერი
190210018002289412
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
05.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 2-413-18 გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა საქართველოს სახელით 05 სექტემბერი 2018 წელი ქ. რუსთავი შესავალი ნაწილი რუსთავის საქალაქო სასამართლო სამოქალაქო საქმეთა კოლეგია მოსამართლე: ეკატერინე ყანჩელი სხდომის მდივანი: მაგდა შენგელია მოსარჩელე - სს ,,ლი------------ი'' მოსარჩელის წარმომადგენელი - ნი----------–---–ი, ლე-–---------–---–ი მოპასუხეები - გი---–---------------ა, მა--------------ი, ალ---------ი დავის საგანი - თანხის დაკისრება aRwerilobiTi nawili 1. სასარჩელო მოთხოვნა 1.1. მოპასუხეებს მა--------------ს, გი---–---------------ას და ალ---------ს მოსარჩელე სს ,,ლი------------ის’’ სასარგებლოდ სოლიდარულად გადასახდელად დაეკისროთ 5697.74 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 3219.35 ლარი, პროცენტი- 1478.39 ლარი, პირგასამტეხლო- 1000 ლარი; 1.2. მოპასუხეებს მა--------------ს, გი---–---------------ას და ალ---------ს მოსარჩელე სს ,,ლი------------ის’’ სასარგებლოდ სოლიდარულად გადასახდელად დაეკისროთ 100 ლარის გადახდა, მოსარჩელის მიერ აღსრულების ეროვნულ ბიუროში გადახდილი აპლიკაციის საფასურის ანაზღაურების მიზნით; 1.3. მოპასუხეებს მა--------------ს, გი---–---------------ას და ალ---------ს მოსარჩელე სს ,,ლი------------ის’’ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 174 ლარის გადახდა, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურების მიზნით; 1.4. სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად; სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლები: სარჩელში მითითებულია, რომ სს "ლი------------ს" და გი---–---------------ას შორის 2015 წლის 08 ოქტომბერს გაფორმდა N0002/2015/34160 საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე გი---–---------------აზე გაიცა კრედიტი 5200 ლარის ოდენობით, წლიური 18%-ით, კრედიტის მოქმედების ვადა- 18 კალენდარული თვე, ხელშეკრულებით ასევე განისაზღვრა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ კალენდარულ დღეზე 1%-ის ოდენობით. საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით, 2015 წლის 08 ოქტომბერს სს ,,ლი------------ს'' და მა--------------ს შორის გაფორმდა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება, რომლითაც მა--------------მა ბანკის წინაშე იკისრა სოლიდარული პასუხისმგებლობა მსესხებლის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად 5356 ლარის ფარგლებში. საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით, 2015 წლის 08 ოქტომბერს სს ,,ლი------------ს'' და ალ---------ს შორის გაფორმდა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება, რომლითაც ალ---------მა ბანკის წინაშე იკისრა სოლიდარული პასუხისმგებლობა მსესხებლის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად 5356 ლარის ფარგლებში. მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხეების დავალიანება 2017 წლის 20 ოქტომბრის მდგომარობით N0002/2015/34160 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეადგენს 5697.74 ლარს, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 3219.35 ლარი, პროცენტი- 1478.39 ლარი, ხოლო პირგასამტეხლო- 1000 ლარი. არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, მოპასუხეები არ ასრულებენ მათზე ხელშეკრულებით დაკისრებულ მოვალეობებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელის წარმომადგენელი ითხოვს: 1. მოპასუხეებს მა--------------ს, გი---–---------------ას და ალ---------ს მოსარჩელე სს ,,ლი------------ის’’ სასარგებლოდ სოლიდარულად გადასახდელად დაეკისროთ 5697.74 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 3219.35 ლარი, პროცენტი- 1478.39 ლარი, პირგასამტეხლო- 1000 ლარი; 2. მოპასუხეებს მა--------------ს, გი---–---------------ას და ალ---------ს მოსარჩელე სს ,,ლი------------ის’’ სასარგებლოდ სოლიდარულად გადასახდელად დაეკისროთ 100 ლარის გადახდა, მოსარჩელის მიერ აღსრულების ეროვნულ ბიუროში გადახდილი აპლიკაციის საფასურის ანაზღაურების მიზნით; 3. მოპასუხეებს მა--------------ს, გი---–---------------ას და ალ---------ს მოსარჩელე სს ,,ლი------------ის’’ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 174 ლარის გადახდა, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურების მიზნით; 4. სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად; 2. მოპასუხის პოზიცია მოპასუხეებმა გი---–---------------ამ, მა--------------მა და ალ---------მა 2018 წლის 5 სექტემბერს გამართულ სხდომაზე სარჩელი ნაწილობრივ ცნეს, კერძოდ, სესხის ძირ ნაწილში და პროცენტში, რაც შეეხება პირგასამტეხლოს, მიიჩნიეს, რომ იგი შეუსაბამოდ მაღალია და უნდა შემცირდეს გონივრულ ოდენობამდე. 3. ფაქტობრივი გარემოებები 3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები 3.1.1. სს "ლი------------ს" და გი---–---------------ას შორის 2015 წლის 08 ოქტომბერს გაფორმდა N0002/2015/34160 საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე გი---–---------------აზე გაიცა კრედიტი 5200 ლარის ოდენობით, წლიური 18%-ით, კრედიტის მოქმედების ვადა- 18 კალენდარული თვე, ხელშეკრულებით ასევე განისაზღვრა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ კალენდარულ დღეზე 1%-ის ოდენობით. მტკიცებულებები: მხარეთა ახსნა-განმარტება, საბანკო კრედიტის ხელშეკრულება № 0002/2015/34160, სესხის დაფარვის გრაფიკით (ს.ფ. 17-22) 3.1.2. საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით, 2015 წლის 08 ოქტომბერს სს ,,ლი------------ს'' და მა--------------ს შორის გაფორმდა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება, რომლითაც მა--------------მა ბანკის წინაშე იკისრა სოლიდარული პასუხისმგებლობა მსესხებლის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად 5356 ლარის ფარგლებში. მტკიცებულებები: მხარეთა ახსნა-განმარტება, თავდებობის ხელშეკრულება (ს.ფ. 23-26) 3.1.3. საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით, 2015 წლის 08 ოქტომბერს სს ,,ლი------------ს'' და ალ---------ს შორის გაფორმდა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება, რომლითაც ალ---------მა ბანკის წინაშე იკისრა სოლიდარული პასუხისმგებლობა მსესხებლის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად 5356 ლარის ფარგლებში. მტკიცებულებები: მხარეთა ახსნა-განმარტება, თავდებობის ხელშეკრულება (ს.ფ. 27-30) 3.1.4. მოპასუხეების გი---–---------------ას, მა--------------ის და ალ---------ის დავალიანება 2017 წლის 20 ოქტომბრის მდგომარობით N0002/2015/34160 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეადგენს 5697.74 ლარს, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 3219.35 ლარი, პროცენტი- 1478.39 ლარი, ხოლო პირგასამტეხლო- 1000 ლარი მტკიცებულებები: მხარეთა ახსნა-განმარტება, ცნობა დავალიანების შესახებ (ს.ფ. 31) 3.1.5. მოპასუხეების მიერ დარღვეული იქნა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები, კერძოდ, მათ მიერ კრედიტი არ იქნა სრულად დაფარული. მტკიცებულებები: მხარეთა ახსნა-განმარტება, ამონაწერი მსესხებლის საბანკო ანგარიშიდან (ს.ფ. 32-33) 3.1.6. მოპასუხეებს გი---–---------------ას, მა--------------ასა და ალ---------ს 2016 წლის 19 ივნისს სს ,,ლი------------მა’’ გაუგზავნა გაფრთხილების წერილები, რომლის თანახმად, მოპასუხეებს ეცნობათ არსებული დავალიანების შესახებ და დაევალათ 5 დღის განმავლობაში მისი დაფარვა, თუმცა, მოპასუხეების მხრიდან აღნიშნულ გაფრთხილებას რეაგირება არ მოჰყოლია. მტკიცებულებები: მხარეთა ახსნა-განმარტება, გაფრთხილების წერილები (ს.ფ. 34-39) 3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები სადავო არ არის. samotivacio nawili 4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა საქმეში არსებული მასალების, მხარეთა ახსნა-განმარტებების, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, rom მოპასუხეებმა დაარღვიეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები, რის გამოც წარმოდგენილი სარჩელი შემცირებული პირგასამტეხლოს გათვალისწინებით უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. 5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 361-ე, მე-400, 405-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე, 867-ე, 868-ე, 873-ე, 891-ე, 895-ე, მუხლები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლი 6. სამართლებრივი შეფასება 6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. საქმის მასალებით დადაგენილია, რომ 2015 წლის 08 ოქტომბერს სს ,,ლი------------ს’’ და გი---–---------------ას შორის გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მოპასუხეზე გაიცა კრედიტი 5200 ლარის ოდენობით, წლიურ 18 პროცენტად, ხელშეკრულების მოქმედების ვადად განისაზღვრა 18 თვე. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის თანახმად, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა. ამავე კოდექსის მე-400 მუხლის მიხედვით კი, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ: ა) შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება; ბ) შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც იგი არ ასრულებს ვალდებულებას. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 405.1 მუხლის თანახმად, თუ ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას, მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე ვალდებულების შესრულებისათვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ. დადგენილია და მხარეებიც არ ხდიან სადავოდ იმ გარემოებას, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული კრედიტის თანხა მოპასუხე გი---–---------------ამ მიიღო სრულად. განსახილველ შემთხვევაში, კრედიტის დაბრუნება გათვალისწინებული იყო ნაწილ-ნაწილ (გრაფიკით), რომლის დაფარვის გრაფიკი მსესხებლის მიერ დარღვეულ იქნა, რის გამოც მოსარჩელე უფლებამოსილი იყო შეეწყვიტა საკრედიტო ურთიერთობა და მოეთხოვა სესხის ძირი თანხის დაფარვა მოვალეებისაგან. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. ამავე კოდექსის 895-ე მუხლის მიხედვით, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა. საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით, 2015 წლის 08 ოქტომბერს სს ,,ლი------------ს'', მა--------------ს და ალ---------ს შორის გაფორმდა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებები, რომლითაც თავდებებმა ბანკის წინაშე იკისრეს სოლიდარული პასუხისმგებლობა მსესხებლის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად თითოეულმა 5356 ლარის ფარგლებში. შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ სს „ლი------------ის” მოთხოვნა ალ---------ის და მა--------------ის მიმართ, როგორც სოლიდარული მოვალეებისათვის თანხის დაკისრების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს. 6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი. ხელშეკრულების მონაწილე მხარეთა შორის პროცენტის თაობაზე შეთანხმების არსებობისას მსესხებლის ვალდებულებას წარმოადგენს დააბრუნოს სესხის ძირითადი თანხა და ასევე, ხელშეკრულებით განსაზღვრული პროცენტი. დადგენილია, რომ მოპასუხე მხარეს წარმოდგენილი ხელშეკრულებით აკისრია სესხის პროცენტის გადახდის ვალდებულებაც, ხოლო საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით (საბანკო ანგარიშიდან ამონაწერი) არ დასტურდება, რომ მის მიერ სესხზე დარიცხული პროცენტი გადახდილია. შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა პროცენტის-1478.39 ლარის დაკისრების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს. 6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად პირგასამტეხლო მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხაა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლი მხარეებს ანიჭებს თავისუფლებას პირგასამტეხლოს განსაზღვრისას, მაგრამ აღნიშნული არ უნდა იქნეს განხილული, როგორც სრული თავისუფალი ნება. ამ დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს ის შესაძლო ზიანი, რომელიც შეიძლება მოჰყვეს ვალდებულების შეუსრულებლობას ან არაჯეროვან შესრულებას და არ უნდა დაირღვეს სამოქალაქო ბრუნვის სამართლიანობა. აღნიშნული ნორმის მიხედვით პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში დამრღვევმა მხარემ უპირობოდ უნდა მოახდინოს პირსგასამტეხლოს გადახდა. განსახილველ შემთხვევაში არსებობს მხარეების მიერ დადგენილი წერილობითი გარიგება, რომელიც ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ადგენს პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულებას. დადგენილია, რომ მოვალემ ვალდებულება არ შეასრულა და არ გადაიხადა ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა დადგენილი გრაფიკის შესაბამისად. განსახილველ შემთხვევაში საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით განისაზღვრა პირგასამტეხლო, ამდენად არსებობს ყველა პირობა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში დაკმაყოფილდეს. 6.4. სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად პირგასამტეხლო რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს. მნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. მართალია, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მსესხებლის/მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევით გამოწვეული სავარაუდო ზიანის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ ფიქსირებული პირგასამტეხლოს ნაწილში სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და მოპასუხეებს მოსარჩელე სს ,,ლი------------ის’’ სასარგებლოდ სოლიდარულად გადასახდელად უნდა დაეკისროს პირგასამტეხლოს სახით -500 ლარის ანაზღაურება. 6.5. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის 11-ლი პუნქტის თანახმად ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით. ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელე მხარის მოთხოვნა, სასამართლოს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

სარეზოლუციო ნაწილი:

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 55-ე, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 260-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. სს ,,ლი------------ის’’ სარჩელი მოპასუხეების მა--------------ის, გი---–---------------ას და ალ---------ის მიმართ თანხის დაკისრების მოთხოვნით დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

2. მოპასუხეებს მა--------------ს, გი---–---------------ას და ალ---------ს მოსარჩელე სს ,,ლი------------ის’’ სასარგებლოდ სოლიდარულად გადასახდელად დაეკისროთ 5197.74 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 3219.35 ლარი, პროცენტი- 1478.39 ლარი, პირგასამტეხლო- 500 ლარი;

 

3. მოსარჩელე სს ,,ლი------------ს’’ უკან დაუბრუნდეს 2018 წლის 2 თებერვალს საგადახდო დავალება #5139398731 გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან- 174 ლარიდან ნაწილი- 107.20 ლარის ოდენობით, რომელიც გადახდილია შემდეგ რეკვიზიტებზე: ხაზინის ერთიანი ანგარიში. მიმღების ანგარიში სახაზინო კოდი 300063150; ბანკის კოდი TRESGE22;

4. მოსარჩელე სს ,,ლი------------ს’’ უკან დაუბრუნდეს 2018 წლის 2 თებერვალს საგადახდო დავალება #5139398731 გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან- 174 ლარიდან ნაწილი- 3.07 ლარის ოდენობით, რომელიც გადახდილია შემდეგ რეკვიზიტებზე: ხაზინის ერთიანი ანგარიში. მიმღების ანგარიში სახაზინო კოდი 300063150; ბანკის კოდი TRESGE22, როგორც ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟი;

5. მოპასუხეებს მა--------------ს, გი---–---------------ას და ალ---------ს მოსარჩელე სს ,,ლი------------ის’’ სასარგებლოდ სოლიდარულად გადასახდელად დაეკისროთ 100 ლარის გადახდა, მოსარჩელის მიერ აღსრულების ეროვნულ ბიუროში გადახდილი აპლიკაციის საფასურის ანაზღაურების მიზნით;

6. მოპასუხეებს მა--------------ს, გი---–---------------ას და ალ---------ს მოსარჩელე სს ,,ლი------------ის’’ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 45.80 ლარის გადახდა, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურების მიზნით;

7. სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად;

8. გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის შესახებ შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 12 (თორმეტი) დღის ვადაში კერძო საჩივრის შეტანის გზით რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

9. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. #7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით რუსთავის საქალაქო სასამართლოს (ქ. რუსთავი, ბოსტანქალაქის ქ. #6) მეშვეობით.

 

10. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: ეკატერინე ყანჩელი