განაჩენი

სისხლის სამართლის 22.08.2018
საქმის ნომერი
330100118002441408
თარიღი
22.08.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N1/-----18

(N0-----------)

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

22 აგვისტო, 2018 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე ლელა ნოზაძე,სხდომის მდივანი სოფიო ჩოხელი,ბრალდების მხარე:

პროკურორი - ლ-------------–---,დაცვის მხარე:

ბრალდებული - ა-–---------- ა-------ს ძე კ------ე, დაბადებული 1----–-–---------–--ს, პირადი #0----------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. თ---–--------–-----------ში;

ადვოკატი - ი-----–- ე----ა,კვალიფიკაცია წარდგენილი ბრალდების მიხედვით: საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ე“ ქვეპუნქტები (ორი ეპიზოდი); საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტები;

 

სხდომის სახე: ღია,აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი :

 

წარდგენილი ბრალდების არსი:

 

2----–-–------------------- თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენით ა-–---------- კ------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111, 3811-ე მუხლით (2 ეპიზოდი), 111, 151-ე მუხლით (2 ეპიზოდი) და სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი)წლით, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით მსჯავრად იმავე გამოსაცდელი ვადით. 2018 წლის 18 აპრილს, დილის საათებში ქ------–--–------–---------------2-ში მდებარე საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა და ოჯახური ძალადობისათვის ნასამართლევმა ა-–---------- კ------ემ, ინვალიდ და პენსიონერ დედას - მ------ კ------ეს, რომელიც მოუწოდებდა შეეწყვიტა ალკოჰოლური სასმლის დალევა მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. კერძოდ, ხელი გაარტყა ტუჩებზე, რის შედეგად მ------ კ------ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი;

 

იმავე მიზეზით, 2018 წლის 18 აპრილს, დაახლოებით 18:00 საათზე ქ------–--–------–---------------2-ში მდებარე საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა, ოჯახური ძალადობისათვის ნასამართლევმა ა-–---------- კ------ემ, ინვალიდ და პენსიონერ დედას ორივე ხელი რამოდენიმეჯერ დაარტყა სხეულის სხვადასხვა არეში, რის შედეგად მ------ კ------ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი;

 

2018 წლის 18 აპრილს, დაახლოებით 18:00 საათზე ქ-------–--–------–-----------------ში მდებარე საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა, ოჯახური ძალადობისათვის ნასამართლევმა ა-–---------- კ------ემ, იმ მიზეზით, რომ ეპილეფსიით დაავადებული და პირველი ჯგუფის ინვალიდი დედამისი მ------ კ------ე მოუწოდებდა შეეწყვიტა ალკოჰოლური სასმლის დალევა, ამ უკანასკნელს დაემუქრა, რომ ცემით ამოხდიდა სულს და გამოჭრიდა ყელს, რითიც საბოლოოდ მოუსწრაფებდა სიცოცხლეს, რაც მ------ კ------ემ აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

დაზარალებულმა მ------ კ------ემ სასამართლო სხდომაზე უარი განაცხადა მიეცა შვილის, ა-–---------- კ------ის საწინააღმდეგო ჩვენება.

 

სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, 19.04.2018წ. მოქ. მ------ კ------ეს პირადი შემოწმებისას /ტანსაცმლით დაუფარავ მიდამოებში/აღენიშნებოდა დაზიანება მარცხენა მტევნის უკანა ზედაპირზე, პირველი ნების ძვლის საპროექციოდ სისხლნაჟღენთის სახით. სისხლნაჟღენთი განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით დაზიანების განვითარება არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს.

 

სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას მოწმე გ---–--------------–---–მა დაადასტურა მის მიერ ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე და განმარტა, რომ მკვრივი-ბლაგვი საგანი შესაძლოა იყოს ადამიანის ხელიც, თუმცა მოცემულ შემთხვევაში დაზარალებულს თუ როგორ შეიძლება მიეღო მექანიკური დაზიანებები, ამაზე პასუხის გაცემა არ შეუძლია, ვინაიდან აღნიშნული არ არის მისი კვლევის საგანი.

 

ნ----------–---–-- განმარტა, რომ დიდი ხანია იცნობს მ------ და ბ---- (იგივე ა-–----------) კ------ეებს. მეზობლებთან აქვს კარგი ურთიერთობა და მათთან სახლში ხშირად სტუმრობს. მოწმის ჩვენებით ა-–---------- კ------ე უვლის და პატრონობს დედას. მანვე განმარტა, რომ პირადად არ შესწრებია ა-–---------- კ------ის მხრიდან მ------ კ------ის მიმართ განხორციელებულ ძალადობას, ხმაური შემოესმა და გამოიძახა პატრული.

 

ვ-----------–---–-- ჩვენებით, მან მიღებული ოპერატიული ინფორმაცია, რომ მ------ კ------ეს, შვილმა ა-–---------- კ------ემ მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, აცნობა ხელმძღვანელობას და შეადგინა პატაკი.

 

უბნის ინსპექტორ გამომძიებელ თ------ კ--–----–-–--ის გამოკითხვის ოქმის თანახმად, მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე უბნის ინსპექტორ კ---------–------- ერთად გამოცხადდა მითითებულ მისამართზე: ქ------–--------–------------ N---ის მიმდებარე ტერიტორიაზე, საცხოვრებელი სახლის ეზოში სადაც მოხდა ა-–---------- კ------ის დაკავება.

 

ბრალდებულმა თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და საბოლოო სიტყვის დროს განმარტა, რომ წლების მანძილზე უვლის და პატრონობს დედას, რომელიც არის მძიმე ავადმყოფი და მასზე ძალადობა არ განუხორციელებია.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, არავინ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს. იგივე შინაარსს შეიცავს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწსაქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ.

 

სსსკ-ის 243-ე მუხლი ადგენს, დანაწესს თუ რა შემთხვევაშია შესაძლებელი სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მოწმის გამოძიებაში გამოკითხვის გზით მიცემული ჩვენების საჯაროდ წაკითხვა, ასევე, ჩვენების აუდიო_ ან ვიდეოჩანაწერის მოსმენა (დემონსტრირება). ეს შემთხვევებია, როდესაც მოწმე გარდაიცვალა; არ იმყოფება საქართველოში; მისი ადგილსამყოფელი უცნობია ან ამოწურულია მისი სასამართლოში წარმოდგენის ყველა გონივრული შესაძლებლობა.

 

ამდენად, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას გამოიყენოს დაზარალებულ მ------ კ------ის გამოძიების ეტაპზე მიცემული გამოკითხვის ოქმი.

 

საქართველოს სსსკ-ის 76-ე მუხლის 1-ელი ნაწილის თანახმად, ირიბია მოწმის ჩვენება, რომელიც ეფუძნება სხვა პირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილით, სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის დროს ირიბი ჩვენება დასაშვები მტკიცებულებაა, თუ იგი დასტურდება სხვა ისეთი მტკიცებულებით, რომელიც არ არის ირიბი ჩვენება.

 

სასამართლო ირიბ ჩვენებასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით: ა) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს ამავე კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული მტკიცებულების - ირიბი ჩვენების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას.

 

ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება - პროკურორს. აღსანიშნავია, რომ ბრალდების მტკიცების ტვირთის პროკურორის მოვალეობად გამოცხადება, ისევე, როგორც ეჭვის ბრალდებულის სასარგებლოდ გადაწყვეტა, არის არა მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციითა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი ნორმა, არამედ - ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციით აღიარებული პრინციპი, რომელსაც განუხრელად იცავს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო და განმტკიცებულია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლით. კერძოდ, საყოველთაოდ აღიარებულია, რომ არ შეიძლება სასამართლომ პირი ცნოს დამნაშავედ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი (in dubio pro reo - ეჭვის ბრალდებულის სასარგებლოდ გადაწყვეტის პრინციპი) (იხ. გადაწყვეტილებები საქმეებზე: Barberа, Messegue and Jabardo v. Spain; Lavents v. Latvia; Melich and Beck v. the Czech Republic).

 

სასამართლო განმარტავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი გულისხმობს მინიმუმ ორი პირდაპირი მტკიცებულების არსებობას, რომლებიც ობიექტურ, ნეიტრალურ და გონივრულად მოაზროვნე პირს დაარწმუნებს ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში. მტკიცებულებათა დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.

 

ამასთან, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.

 

იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდებულმა თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, დაზარალებულმა - მ------ კ------ემ ჩვენება არ მისცა შვილის წინააღმდეგ, სასამართლოს შესაფასებლად რჩება, მხოლოდ გამომძიებელ თ------ კ--–----–-–--ის გამოკითხვის ოქმი, სასამართლო - სამედიცინიო ექსპერტიზის დასკვნა და მოწმე ნ----------–---–----ვენება, რომელმაც განმარტა, რომ ა-–---------- და მ------ კ------ეების ოჯახში არ შესწრებია ძალადობის ფაქტს, მას მხოლოდ ხმაური შემოესმა და დაადასტურა, რომ ა-–---------- კ------ეს და მ------ კ------ეს აქვთ კარგი ურთიერთობა. უფრო მეტიც, ა-–---------- კ------ე უვლის დედას, რომელიც არის მძიმე ავადმყოფი.

 

საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ა-–---------- კ------ე უნდა გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ე“ ქვეპუქტებით (ორი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებებში, ვინაიდან საქმეში ვერ იქნა წარმოდგენილი აშკარა, დამაჯერებელი და ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ა-–---------- კ------ის მიმართ ბრალად შერაცხულ ქმედებებს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 270 -276-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ა-–---------- კ------ე გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ე“ ქვეპუნქტებით (პირველი ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში;

 

ა-–---------- კ------ე გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ე“ ქვეპუნქტებით (მეორე ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში;

 

ა-–---------- კ------ე გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში;

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე;

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან 1(ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე:

/ლელა ნოზაძე/