განაჩენი

სისხლის სამართლის 04.09.2018
საქმის ნომერი
330100118002542568
თარიღი
04.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1--------

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

04 სექტემბერი 2018 წელი ქ. თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლო

სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე

სხდომის მდივანი - ნატო ზერეკიძე

 

პროკურორი: ლ-–- ფ------–---

ადვოკატი: მ--–---- ხ--------

ს/ს საქმე №0-----------

 

ბრალდებული: ა-–---------- ჯ------–-–---–ი

მამის სახელი: ა-------

დაბადებული: 2---------წ.

პირადი ნომერი: 0----------

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

ნასამართლობა: ნასამართლობის არმქონე

რეგისტრირებული: ქ-------–----------------–---–--------

ფაქტობრივად მცხოვრები: ქ-------–-----–-------------–------------

პასუხისგებაში მიცემის დრო: 0---------წ. (საბოლოო ბრალი 1---------წ.)

პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქ/პუნქტი, საქართველოს სსკ-ის 111,19,109-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“ ქ/პუნქტი და მესამე ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქ/პუნქტები, საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ“ ქ/პუნქტი

დაკავების დრო: 31.05.2018წ. 15:20 საათი

აღკვეთის ღონისძიების სახე: პატიმრობა

 

ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ბრალდებულ ა-–---------- ჯ------–-–---–ის მიმართ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქ/პუნქტით, საქართველოს სსკ-ის 111,19,109-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“ ქ/პუნქტით და მესამე ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქ/პუნქტებით, საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ“ ქ/პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

ბრალდების არსი: ა-–---------- ჯ------–-–---–ს ბრალი ედება მასში, რომ მან ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ გენდერული დისკრიმინაციის მოტივით ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე, ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ.

მანვე, ჩაიდინა განზრახ მკვლელობა განსაკუთრებული სისასტიკით და ორი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობა განსაკუთრებული სისასტიკით და ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლეს და ჯანმრთელობას ჩადენილი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ.

 

სასამართლოს დადგენილად მიაჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 2017 წლის იანვრიდან ა-–---------- ჯ------–-–---–ი არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა ე-–--- ბ-–-------------სთან, რა დროსაც გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, სისტემატურად ძალადობდა, სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა და ამცირებდა ოჯახის წევრს - მეუღლეს ე-–--- ბ-–-------------ს. კერძოდ, 2017 წლის მაისიდან სისტემატურად კეტავდა სახლში და არ აძლევდა სახლის დატოვების საშუალებას, მოულოდნელად ბრუნდებოდა სახლში, იწყებდა ჩხრეკას და ეკითხებოდა, თუ რომელ ყოფილ ქმარს მალავდა. 2017 წლის აგვისტოში ა-–---------- ჯ------–-–---–მა ე-–--- ბ-–-------------ს ცეცხლსასროლი იარაღი დაადო თავზე და უყვიროდა, რომ მოკლავდა. 2017 წლის 01 სექტემბერს ა-–---------- ჯ------–-–---–ი ე-–--- ბ-–-------------ს არასრულწლოვანი შვილის ა-–---------- ლ--------ს თანდასწრებით სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა, ე-–--- ბ-–-------------ს ემუქრებოდა მოკვლით, აფურთხებდა, ათრია თმებით და რამდენჯერმე ხელი გაარტყა სახის არეში, რის შედეგადაც ე-–--- ბ-–-------------მ განიცადა ფიზიკური ტკივილი. 2018 წლის აპრილში ე-–--- ბ-–-------------ს მოთხოვნაზე დაშორებულიყვნენ, ა-–---------- ჯ------–-–---–მა განუცხადა, რომ ე-–--- ბ-–------------- იყო მისი საკუთრება და რაც უნდოდა, იმას უზამდა. ასევე, როგორც ქალს, მას არ ქონდა წინააღმდეგობის გაწევის უფლება. მუქარისა და ფსიქოლოგიური ტერორის გამო ე-–--- ბ-–------------- იძულებული იყო დაყოლოდა მის ნებას. 2018 წლის მაისში, ა-–---------- ჯ------–-–---–მა ე-–--- ბ-–-------------ს არასრულწლოვანი შვილის ა-–---------- ლ--------ს თანდასწრებით ხელი გაარტყა სახის არეში, ხოლო შემდეგ მუშტი ჩაარტყა თავში, რის შედეგადაც ე-–--- ბ-–-------------მ განიცადა ფიზიკური ტკივილი. ამასთან, ა-–---------- ჯ------–-–---–ის მიერ ე-–--- ბ-–-------------ს სისტემატურმა შეურაცხყოფამ, ფსიქიკურმა ძალადობამ და დამცირებამ გამოიწვია ე-–--- ბ-–-------------ს ტანჯვა.

აგრძელებდა რა გენდერული დისკრიმინაციის მოტივით ე-–--- ბ-–-------------ს მიმართ ძალადობას, სისტემატურ შეურაცხყოფას და დამცირებას, 2018 წლის 31 მაისს, დაახლოებით 15:00 საათზე, ე-–--- ბ-–-------------ს საცხოვრებელ ბინაში, მდებარე ქ-------–-----------–-------–---------------------------, შინაგან საქმეთა სამინისტროს, ქ. თბილისის პოლიციის დ-----------------------------------------------------–----------------------–----------- ინსპექტორ-გამომძიებელმა ა-–---------- ჯ------–-–---–მა ეჭვიანობის ნიადაგზე, განსაკუთრებული სისასტიკით მოკვლის მიზნით ,,HS”-9 მოდელის ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით საძინებელ ოთახში, ე-–--- ბ-–-------------ს შვილის თ----- გ-----ის თვალწინ ზურგის არეში, სიცოცხლისთვის სახიფათო გამჭოლი ჭრილობა მიაყენა ოჯახის წევრს - მეუღლეს ე-–--- ბ-–-------------ს, რის შედეგადაც ნასროლი ტყვია ლოგინზე მყოფ მცირეწლოვან თ----- გ-----იდან 15 სმ-ში დაეცა. ამასთან, ე-–--- ბ-–-------------მ სროლის შედეგად დაინახა, თუ როგორ შეეღება სისხლით სახე და ტანსაცმელი მის მცირეწლოვან შვილს, რამაც გამოიწვია მისი ფსიქოლოგიური ტანჯვა. ამის შემდეგ ა-–---------- ჯ------–-–---–მა, ამავე იარაღიდან სამზარეულოს შესასვლელთან განსაკუთრებული სისასტიკით, მოკვლის მიზნით სამჯერ ესროლა თ----- გ-----ის მამას მ------ გ-----ეს და სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა გულ-მკერდის და მუცლის არეში, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი გარდაიცვალა. აღნიშნულის შედეგად, თ----- გ-----ეს აღენიშნება პოსტტრავმული სტრესისთვის დამახასიათებელი გამოხატული ნიშნები, რაც მიუთითებს მცირეწლოვან თ----- გ-----ის მიერ გადატანილი მძიმე სტრესული სიტუაციის აღბეჭდვაზე მის ფსიქიკაში.

 

ბრალის დადგენილებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და ფაქტები არ გამხდარა მხარეთა მიერ სადავოდ და შესაბამისად, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, წარმოადგენს პრეიუდიციას, რაც სრულად დასტურდება მხარეებს შორის შეთანხმებული შემდეგი მტკიცებულებებით, კერძოდ: შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ამოღებული ,,HS”-9 მოდელის ცეცხლსასროლი იარაღით, მასრებით, ტყვიის გულებით და გულის ფრაგმენტებით, ა-–---------- ჯ------–-–---–ის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით, მოწმეთა გამოკითხვის ოქმებით, დაზარალებულ ე-–--- ბ-–-------------ს და ბრალდებულ ა-–---------- ჯ------–-–---–ის ჩვენებებით, ა-–---------- ჯ------–-–---–ისაგან სისხლის ნიმუშის აღების ოქმით და აღებული სისხლის ნიმუშით, ა-–---------- ჯ------–-–---–ის ანაწმენდის ნიმუშის აღების ოქმით და აღებული ანაწმენდებით, კ------- ხ------–--ისაგან დენთის კვალის აღების ოქმით და აღებული დენთის კვალით, ლ---- ვ------------ისგან სამსახურებრივი სამხრე აუდიო-ვიდეო კამერის ამოღების ოქმით და ამოღებული #0--- სამხრე კამერით, ე-–--- ბ-–-------------ს ტანსაცმლის ამოღების ოქმით და ამოღებული: ტანსაცმელით, პლედით, ბალიშისპირით, ამოღების ოქმით და ამოღებული თ----- გ-----ის ტანსაცმელით, ამოღების ოქმით და ამოღებული ა-–---------- ჯ------–-–---–ის ტანსაცმელით, სასამართლო-ბალისტიკური #1----- ექსპერტიზის დასკვნით, ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით, ფიზიკო-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნით, ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით, სასამართლო-ბალისტიკური #1----- ექსპერტიზის დასკვნით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის #0-------- დასკვნით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის #0-------- დასკვნით და საქმეში არსებულ სხვა უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით.

 

ამდენად, სასამართლოს გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად მიაჩნია, რომ ა-–---------- ჯ------–-–---–მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ გენდერული დისკრიმინაციის მოტივით ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე, ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, ანუ დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქ/პუნქტით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით 200-დან 400 საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთიდან სამ წლამდე. მანვე, ჩაიდინა განზრახ მკვლელობა განსაკუთრებული სისასტიკით და ორი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობა განსაკუთრებული სისასტიკით და ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლეს და ჯანმრთელობას ჩადენილი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ, ანუ დანაშაულები გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,19,109-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“ ქ/პუნქტით და მესამე ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქ/პუნქტებით, საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ“ ქ/პუნქტით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით თექვსმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას.

 

სასჯელის დანიშვნისას სასამართლო მხედველობაში იღებს ჩადენილი დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ხასიათს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ბრალდებულის პიროვნებას, მის პასუხისმგებლობის დამამძიმებელ და შემამსუბუქებელ გარემოებებს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ სხვა გარემოებებს, რომელიც გავლენას ახდენს სასჯელზე.

სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა მის მიერ ჩადენილი დანაშაულის გულწრფელი აღიარება და მონანიება, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა ქმედების ჩადენა გენდერული დისკრიმინაციის მოტივით ოჯახის წევრის მიმართ.

 

სასამართლოLOგანმარტავს, რომ სიცოცხლის უფლება ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა და მისი ხელყოფისაკენ მიმართული დანაშაული განსაკუთრებულ პრევენციას და მკაცრ მიდგომებს საჭიროებს სახელმწიფოს მხრიდან, მათ შორის სასჯელთან მიმართებაშიც. სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულ ა-–---------- ჯ------–-–---–ის გამოსწორება შეუძლებელია საზოგადოებისაგან მისი იზოლაციის გარეშე და შესაბამისად, მისი პიროვნების და ჩადენილი ქმედების სიმძიმიდან გამომდინარე, მის მიმართ ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად საბოლოოდ, გამოყენებული უნდა იქნას თავისუფლების აღკვეთა 17(ჩვიდმეტი) წლის ვადით, რაც იქნება შემაკავებელი ხასიათის და სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, დამნაშავის რესოციალიზაციას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და სამართლიანობის აღდგენას.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 20-21-ე, 255-ე, 258-ე, 268-269-ე, 277-ე მუხლებით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ა-–---------- ჯ------–-–---–ი (პ№0----------) ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქ/პუნქტით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ“ ქ/პუნქტით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,19,109-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქ/პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქ/პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 02(ორი) წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ“ ქ/პუნქტით და საქართველოს სსკ-ის 111,19,109-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქ/პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 17(ჩვიდმეტი) წლის ვადით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის საფუძველზე, უფრო მკაცრმა ძირითადმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი ძირითადი სასჯელი და საბოლოოდ, ა-–---------- ჯ------–-–---–ს, დანაშაულთა ერთობლიობით, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად, განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 17(ჩვიდმეტი) წლის ვადით.

 

სასჯელის მოხდის ვადის ათვლა ა-–---------- ჯ------–-–---–ს დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების ზუსტი დროიდან, 2018 წლის 31 მაისის 15 საათი და 20 წუთიდან.

ა-–---------- ჯ------–-–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების სახე პატიმრობა გაუქმდეს.

 

საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულება - შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას გადაღებული 325 ფოტო კადრების ასლი, ჩაწერილი 1 ცალ დისკზე, დალუქული 1 პაკეტად #0000639 და #0000640 ლუქებით, შემთხვევის ადგილის პანორამული ფოტოგადაღების ამსახველი კადრების ასლები, ჩაწერილი 1 ცალ დისკზე, დალუქული 1 პაკეტად #0000641 და #0000642 ლუქებით, ლ---- ვ------------ის სამხრე აუდიო-ვიდეო #0--- კამერის 2018 წლის 31 მაისის 14:30 საათიდან 15:40 საათამდე პერიოდის აუდიო-ვიდეო ჩანაწერი, ჩაწერილი 1 ცალ დისკზე, მ------ გ-----ის ტელეფონიდან გამოთხოვილი ინფორმაცია, ჩაწერილი 1 ცალ დისკზე, დალუქული 1 პაკეტად #0001943 და #0001944 ლუქებით, ე-–--- ბ-–-------------ს ტელეფონიდან გამოთხოვილი ინფორმაცია, ჩაწერილი ერთ ცალ დისკზე, დალუქული 1 პაკეტად #0001941 და #0001942 ლუქებით, ა-–---------- ჯ------–-–---–ის ტელეფონიდან გამოთხოვილი ინფორმაცია, ჩაწერილი 1 ცალ დისკზე, დალუქული 1 პაკეტად #0001941 და #0001942 ლუქებით, საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს გადაღებული 160 ფოტოსურათი, ჩაწერილი 1 ცალ დისკზე, დალუქული 1 პაკეტად #0000643 და #0000644 ლუქებით, ე-–--- ბ-–-------------ს CT კვლევა, ჩაწერილი 1 ცალ დისკზე, დალუქული 1 პაკეტად #0000645 და #0000646 ლუქებით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, შენახულ იქნას სისხლის სამართლის საქმესთან ერთად, საქმის შენახვის ვადით.

1 ცალი ტელეფონი, 1 ცალი მეხსიერების ბარათი და 1 ცალი სიმბარათი, დალუქული 1 პაკეტად #111123902 ლუქით, 1 ცალი ტელეფონი, დალუქული 1 პაკეტად #111123910 ლუქით, 1 ცალი ტელეფონი, დალუქული 1 პაკეტად #111123909 ლუქით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, დაუბრუნდეს მესაკუთრეს, ან მის მიერ საამისოდ უფლებამოსილ პირს.

HS-9 მოდელის ცეცხლსასროლი იარაღი ნომრით H-----, 1 ცალი მჭიდი და 2 ცალი ვაზნა, დალუქული 1 პაკეტად #FCD871925 ლუქით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, გადაეცეს საქართველოს შსს-ს შესაბამის სამსახურს.

3 ცალი 9მმ კალიბრის მასრა და 2 ცალი 9მმ კალიბრის ტყვიის გარსის დეფორმირებული ფრაგმენტი, დალუქული 1 პაკეტად #FCD737000 ლუქით, 1 ცალი 9მმ კალიბრის ტყვია, დალუქული 1 პაკეტად #FCD707318 ლუქით, 1 ცალი 9მმ კალიბრის მასრა, დალუქული 1 პაკეტად #FCD707319 ლუქით, ტყვიის გარსის დეფორმირებული ფრაგმენტი, დალუქული 1 პაკეტად #FCD707317 ლუქით, 1 ცალი დეფორმირებული 9მმ კალიბრის ტყვია, დალუქული 1 პაკეტად #FCD707320 ლუქით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, განადგურდეს.

ა-–---------- ჯ------–-–---–ის პირადი ნივთები: ,,კასიოს“ ფირმის მაჯის საათი, რომლის ყავისფერი ტყავის სამაჯური არის დაზიანებული, იარაღის ჩიხოლი ე.წ. კაბურა, შავი ფერის ტყავის საფულე, რომელშიც მოთავსებულია შსს-ს სამსახურებრივი მოწმობა, გაცემული ა-–---------- ჯ------–-–---–ის სახელზე, სერიული ნომრით #1------, 1 ცალი თიბისი ბანკის პლასტიკური ბარათი #4------------------, PSP-ს დაზღვევის ბარათი, ე.წ. მეტრომანი #1---------, ფულადი თანხა 45 ლარის ოდენობით ორი ცალი 20 ლარიანი, 1 ცალი 5 ლარიანი კუპიურა, ვიქტორინოქსის საკიდზე არსებული სამი ცალი გასაღები, ხის ჯვარი, ყელსაბამით, დალუქული 1 პაკეტად # FCD732918, მზის სათვალე, დალუქული 1 პაკეტად #FCD732919, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, დაუბრუნდეს მესაკუთრეს, ან მის მიერ საამისოდ უფლებამოსილ პირს.

ა-–---------- ჯ------–-–---–ის ანაწმენდების დარჩენილი ნაწილი, დალუქული 1 პაკეტად #FCI374369 ლუქით, კ------- ხ------–--ის ანაწმენდების დარჩენილი ნაწილი დალუქული 1 პაკეტად #FCI374368 ლუქით, 1 ცალი დეფორმირებული ტყვიის გარსის ფრაგმენტი, დალუქული 1 პაკეტად #FCD707207, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, განადგურდეს.

მ------ გ-----ის ტანსაცმელი, მოკლე მკლავიანი მაისური, მოკლე ტოტებიანი შარვალი ქამრით, ე.წ. შორტი, ტრუსი, წინდები, სპორტული ფეხსაცმელები და ნაჭრის ქუდი, დალუქული ერთ პაკეტად ლუქით #FCD799043, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, განადგურდეს.

ლ---- ვ------------ის სამხრე კამერა #0---, დალუქული #0001911 და #0001912 ლუქებით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, დაუბრუნდეს შსს-ს შესაბამის სამსახურს.

მ------ გ-----ის გვამიდან აღებული თმის, ფრჩხილის და ანაწმენდის ნიმუშები, დალუქული 1 პაკეტად #111111271, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, განადგურდეს.

ე-–--- ბ-–-------------ს 2 ცალი რენტგენოფირი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს, საქმის შენახვის ვადით.

იარაღის განმუხტვის დროს გამოყენებული 1 წყვილი ხელთათმანი ამობრუნებულ მდგომარეობაში, დალუქული 1 პაკეტად #FCD855113 ლუქით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, განადგურდეს.

თ----- გ-----ის ტანსაცმელი, შარვალი და მაისური დალუქული 1 პაკეტად #FCD871738 ლუქით, ა-–---------- ჯ------–-–---–ის ტანსაცმელი შავი ფერის ნაჭრის შარვალი, ლურჯი პერანგი და ყავისფერი ტყავის ქამარი, დალუქული 1 პაკეტად #FCD871737, ერთი ცალი საწოლის ლურჯი გადასაფარებელი დაზიანებულ მდგომარეობაში, მოწითალო ფერის ლაქებით, 1 ცალი ბუზჰალტერი, 1 ცალი რუხი ფერის მაისური და 1 ცალი ბავშვის მაისური, დალუქული 1 პაკეტად #FCD878474, 1 ცალი ლურჯი ფერის გადასაფარებელი, მოწითალო ფერის ლაქებით, 1 ცალი ბალიში, 1 ცალი სპორტული შარვალი, 1 ცალი წყვილი წინდა, ქალის ქვედა საცვალი, დალუქული 1 პაკეტად #FCD878475, მოწითალო ფერის ანაწმენდი გუბედან, დალუქული 1 პაკეტად #111123280 ლუქით, მოწითალო ფერის ლაქის ანაწმენდი სამზარეულო ოთახში მეტლახის ზედაპირიდან, დალუქული 1 პაკეტად #111123283 ლუქით, 2 ცალი შპრიცის გახსნილი პოლიეთილენის პარკი, 2 ცალი პლასტმასის ნივთი, ერთი ცალი გრძელი ნემსი მოწითალო ფერის ლაქებით, ასევე 1 ცალი გაუხსნელი ნემსი, 1 ცალი შპრიცის ნემსი პლასტმასის თავსაცმით, დალუქული 1 პაკეტად #222233316 ლუქით, ერთი ცალი პამპერსი, სისხლისმაგვარი ლაქებით, დალუქული 1 პაკეტად #222233313 ლუქით, ე-–--- ბ-–-------------ს სისხლის ნიმუში, დალუქული 1 პაკეტად #222233311 ლუქით, მ------ გ-----ის გვამიდან აღებული სისხლის ნიმუშები, დალუქული 1 პაკეტად #222233312 ლუქით, ა-–---------- ჯ------–-–---–ის სისხლის ნიმუში, დალუქული 1 პაკეტად #222233309 ლუქით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, განადგურდეს.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება, გასაჩივრდეს მხარეების მიერ, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე: ლაშა ჩხიკვაძე