გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/6-2018
130310018002269923
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
13 აგვისტო, 2018 წელი ხაშური
შესავალი ნაწილი
ხაშურის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ლალი ბესტავაშვილი
სხდომის მდივანი ანა ფარეიშვილი
მოსარჩელე - ლ---–---------–---–ი
წარმომადგენელი - ზ------- ბ------ე
მოპასუხე - ა--------–---------------–--------ო
წარმომადგენელი - გ--------------შვილი
მესამე პირი - ს/ს "ფ----------------------–ო"
წარმომადგენლები - თეიმურაზ ხუროშვილი, ანა გოგოსაშვილი
მესამე პირი - ი-------–-–---–ი
წარმომადგენელი - ქ-----------------ძე
მესამე პირი - გ------- ბ-------–---–ი
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინსიტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნას ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ა--------–---------------–--------ოს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2017 წლის 24 ნოემბრის აუქციონის შედეგები.
1.2. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ა--------–---------------–--------ოს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2017 წლის 28 ნოემბრის N A16133715-016/001 განკარგულება.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხის სსიპ ა--------–---------------–--------ოს თბილისის სააღსრულებო ბიუროს წარმომადგენელმა მხარი დაუჭირა წერილობით წარმოდგენილ შესაგებელს და განმარტა, რომ არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.
3. მესამე პირთა პოზიცია
3.1. მესამე პირის - ი-------–-–---–ის წარმომადგენელმა მხარი დაუჭირა მოპასუხე მხარის მიერ წარმოდგენილ შესაგებელს და განმარტა, რომ სსიპ ა--------–---------------–--------ოს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2017 წლის 28 ნოემბერს გაიცა NA161333715-016/001 განკარგულება, რომლის საფუძველზეც ხაშურის რაიონის დაბა სურამში, 26 მაისის ქუჩის N 101-ში მდებარე უძრავი ქონება აღირიცხა ი-------–-–---–ის საკუთრებაში და რომ იგი წარმოადგენს აღნიშნული ქონების კეთილსინდისიერ შემძენს; შესაბამისად, არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.
3.2. მესამე პირის - ს/ს "ფ----------------------–ო"-ს წარმომადგენელმა მხარი დაუჭირა მოპასუხის წერილობით წარმოდგენილ შესაგებელს და განმარტა, რომ არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.
3.3. მესამე პირს გ------- ბ-------–---–ს სასარჩელო მოთხოვნის საწინააღმდეგო აზრი არ გამოუთქვამს.
4. ფაქტობრივი გარემოებები
4.1. 2016 წლის 23 მარტის საჯარო რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, ხაშურის რაიონის დაბა სურამში, 26 მაისის ქუჩის N101-ში მდებარე არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების 858 კვ.მ დაზუსტებული ფართის მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა - ნაგებობა №1 - საერთო ფართი 220,10 კვ.მ. და, №2 – 30.10 კვ.მ, (საკადასტრო კოდი: 69.04.60.210), დარეგისტრირებული იყო ლ---–---------–---–ის სახელზე;
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან ( ს.ფ. 21;22);
4.2. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ა--------–---------------–--------ოს 2016 წლის 04 ნოემბრის დავალიანების გადახდევინების შესახებ №1--------------- ბრძანებით, გ------- ბ-------–---–ს პ/ნ 5----------, ლ---–---------–---–ს პ/ნ 5----------, ეკა ლაბაძეს პ/ნ 5---------- და მარგარიტა ბ-------–---–ს პ/ნ 5---------- დაეკისრათ დავალიანების გადახდა 2582,99 აშშ დოლარისა და 150 ლარის ოდენობით აპლიკანტის სს „ფ----------------------–ოს“ - ს/ნ 205235262 მიმართ;
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ა--------–---------------–--------ოს 2016 წლის 02 დეკემბრის N1--------------- მიმართვით მითითებული ბრძანება მიექცა აღსასრულებლად;
აღნიშნული ბრძანება გაეგზავნა ლ---–---------–---–ს და ჩაბარდა პირადად მას, 2017 წლის 03 იანვარს;
მტკიცებულებები, რომელთაც ეყრდნობა სასამართლო:
- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ა--------–---------------–--------ოს 2016 წლის 04 ნოემბრის დავალიანების გადახდევინების შესახებ №1--------------- ბრძანება (ს.ფ 108);
-საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ა--------–---------------–--------ოს 2016 წლის 02 დეკემბრის N1--------------- მიმართვა (სფ 106-107)
- შპს ,,საქართველოს ფოსტის“ დასტური (ს.ფ 118);
4.3. 2016 წლის 26 დეკემბერს, სააქციო საზოგადოებამ „ფ----------------------–ო“ განცხადებით მიმართა სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს და მოითხოვა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ა--------–---------------–--------ოს 2016 წლის 04 ნოემბრის დავალიანების გადახდევინების შესახებ №1--------------- ბრძანების აღსრულება.
მტკიცებულებები, რომელთაც ეყრდნობა სასამართლო:
- განცხადება (სფ 104-105)
4.4. სსიპ ა--------–---------------–--------ოს თბილისის სააღსრულებო ბიურომ მოვალეების გ------- ბ-------–---–ის, ლ---–---------–---–ის, ეკა ლაბაძის და მარგარიტა ბ-------–---–ის მიმართ 2016 წლის 27 დეკემბერს გამოსცა №A16133715-006/001 წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ. მოვალეებს მიეთითათ, რომ გ------- ბ-------–---–ს, ლ---–---------–---–ს, ეკა ლაბაძეს და მარგარიტა ბ-------–---–ს დაეკისრა დავალიანების გადახდა 2582,99 აშშ დოლარისა და 150 ლარის ოდენობით აპლიკანტის სს „ფ----------------------–ო“-ს (ს/ნ 205235262) მიმართ;
მოვალეს განესაზღვრა 7 (შვიდი) დღის ვადა დაკისრებული თანხის ნებაყოფლობით გადასახდელად. მასვე განემარტა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შეუსრულებლობის შემთხვევაში მის მიმართ განხორციელდებოდა ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები;
დადგენილია, რომ №A16133715-006/001 წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ პირადად ჩაბარდა ლ---–---------–---–ს 2017 წლის 03 იანვარს.
მტკიცებულებები, რომელთაც ეყრდნობა სასამართლო:
- სსიპ ა--------–---------------–--------ოს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2016 წლის 27 დეკემბრის №A16133715-006/001 წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ. (სფ 112-117)
- ჩაბარების ხელწერილი (ს.ფ. 118)
4.5. 2017 წლის 17 მარტს, შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელმა გ--------------შვილმა ადგილზე აღწერა ხაშურის რაიონის დაბა სურამში, 26 მაისის ქუჩის N 101-ში მდებარე უძრავი ქონება. აღწერა-დაყადაღების აქტის თანახმად, უძრავი ქონება წარმოადგენს არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების 858 კვ.მ დაზუსტებული ფართის მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ შენობა - ნაგებობა №1 - საერთო ფართი 220,10 კვ.მ. და, №2 – 30.10 კვ.მ, სახლი ნაშენებია ბლოკით, გადახურულია შიფერით. სახლის პირველი სართული მთლიანად კაპიტალური რემონტს საჭიროებს. სახლის მეორე სართულის კანფანჯარა არის ხის. ასევე დაგებულია ხის მასალის იატაკი. სახლს მიეწოდება ბუნებრივი აირი, ელექტრო ენერგია და წყალი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- უძრავი ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ 2017 წლის 17 მარტის აქტი (ს.ფ. 126-127);
4.6. ა--------–---------------–--------ოს მიერ 2017 წლის 02 მაისის დასკვნის თანახმად უძრავი ქონების საბაზრო ღირებულების დადგენის შესახებ №34057 შეფასების ანგარიშით შეფასებული ხაშურის რაიონის დაბა სურამში, 26 მაისის ქუჩის N 101-ში მდებარე უძრავი ქონების, საკადასტრო კოდი: 69.04.60.210, საბაზრო ღირებულებამ შეადგინა 88 000 (ოთხმოცდარვაათასი) ლარი.
მტკიცებულებები, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- ა--------–---------------–--------ოს 2017 წლის 02 მაისის უძრავი ქონების საბაზრო ღირებულების დადგენის შესახებ №34057 შეფასების ანგარიში (ს.ფ. 128-134);
4.7. შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საარსრულებო ბიუროს აღმასრულებელმა ესტატე ჯავახიშვილმა 2017 წლის 02 მაისს №16133715-010/001 წერილით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა ეცნობებინა, ირიცხებოდა თუ არა ლ---–---------–---–ის (პ/ნ 5----------) საკუთრებაში უძრავი ქონება, იყო თუ არა აღნიშნული უძრავი ქონება დატვირთული იპოთეკით (მათ შორის საგადასახადო გირავნობა/იპოთეკით), როდის და ვის სასარგებლოდ, აგრეთვე სხვა სანივთო ან სახელშეკრულებო უფლებით (ვალდებულებებით), როდის და ვის სასარგებლოდ, არის თუ არა უძრავ ქონებაზე რეგისტრირებული ყადაღა, როდის და ვის მიერ;
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 08 მაისის N 160872 წერილის პასუხად აღმასრულებელ ესტატე ჯავახიშვილს ეცნობა, რომ ხაშურის რაიონის დაბა სურამში, 26 მაისის ქუჩის N 101-ში მდებარე უძრავი ქონება რეგისტსრირებულია ლ---–---------–---–ის სახელზე და ნივთზე რეგისტრირებულია იპოთეკის უფლება. უფლების რეგისტრაციის ნომერია 882013170432, თარიღი 17/04/2013, იპოთეკარი სს „ბ----------------ა: მესაკუთრე - ლეილა მაჭარაშვული. იპოთეკის ხელშეკრულება N 09-29850-000757, დამოწმების თარიღი 17/04/2013, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო. ლ---–---------–---–ის ქონების მიმართ საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა რეგისტრირებული არ არის.
შიდა ქართლისა და მცხეთ-მთიანეთის სააღსრულებო ბიურომ 2017 წლის 15 ივნისს მიმართა იპოთეკარ ს/ს „ბ----------------ა“-ს უფლება მონაცვლეს ს/ს „თ----------ს“ და აცნობა, რომ მოვალე ლ---–---------–---–ის კუთვნილ ქონებაზე საჯარო რეესტრიში რეგისტრირებულია იპოთეკის ხელშეკრულება N882013170432, ბანკს, როგორც იპოთეკარს შეატყოვბინა, რომ აღნიშნულ საქმეზე უახლოეს ვადაში დაინიშნება იძულებითი აუქციონი მოვალის ლ---–---------–---–ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, კერძოდ ხაშურის რაიონის დაბა სურამში, 26 მაისის ქუჩის N 101-ში მდებარე უძრავ ქონებაზე ს/კ 69.04.60.210.
ს/ს „თ----------ის“ მიერ გადმოგზავნილი წერილის თანახმად ლ---–---------–---–ს 2017 წლის 20 ოქტომბრის მდგომარეობით ბანკის წინაშე დავალიანება არ უფიქსირდება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- აღმასრულებლის ესტატე ჯავახიშივლის 2017 წლის 02 მაისის წერილი;(სფ 135)
- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 08 მაისის მომართვა;(სფ 136)
- შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს 2017 წლის 15 ივნისის მიმართვა ს/ს „თ----------ს“ (ს.ფ. 137-139)
- ს/ს თ----------ი“-ს პასუხი აღსრულების ეროვნულ ბიუროს (ს.ფ 140)
4.8. დადგენილია, რომ სსიპ ა--------–---------------–--------ოს მიერ №A16133715 სააღსრულებო საქმეზე დაინიშნა იძულებითი (ონლაინ) აუქციონი.
მტკიცებულებები, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- ინფორმაცია ინტერნეტ აუქციონის ვებ-გვერდიდან (ს.ფ. 141-143);
4.9. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნულმა ბიურომ 2017 წლის 28 ნოემბერს გამოსცა №A16133715-016/001 განკარგულება, რომლის თანახმად, ლეილა მაჭარაშვლის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე: ხაშურის რაიონის დაბა სურამში, 26 მაისის ქუჩის N 101-ში საკადასტრო კოდი: 69.04.60.210; შემძენი 2017 წლის 24 ნოემბერს გამართულ, იძულებით საჯარო აუქციონზე გახდა ი-------–-–---–ი (პ/ნ 31001011248), რომელმაც უძრავი ქონება შეიძინა 4400 ლარად. ი-------–-–---–მა თანხა გადაიხადა სრულად. აღსრულება განხორციელდა არაუზრუნველყოფილი კრედიტორის ს/ს „ფ----------------------–ოს“ (205235262) სასარგებლოდ. ამავე განკარგულების შესაბამისად, რეალიზებული ნივთის ახალი მესაკუთრე იკავებდა ძველი მესაკუთრის ადგილს და ხდებოდა საკუთრების გადასვლის მომენტში არსებულ ნივთთან დაკავშირებული სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე. უძრავი ნივთის ახალ მესაკუთრეზე გადასვლის მომენტიდან ძველი მესაკუთრე კარგავდა ყოველგვარ უფლებას ამ ნივთზე.
მტკიცებულებები, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ა--------–---------------–--------ოს 2017 წლის 28 ნოემბრის №A16133715-016/001 განკარგულება (ს.ფ. 144-145);
4.10. ლ---–---------–---–მა სარჩელით მომართა ხაშურის რაიონულ სასამართლოს მოპსუხეების გ------- ბ-------–---–ის და ს/ს „ფ----------------------–ო მიმართ, თავდებობის წერილის ბათილად ცნობის თაობაზე. ხაშურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 09 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ლ---–---------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი 2013 წლის 30 ნოემბერს ს/ს „ფ----------------------–ოსა“ და მსესხებელ გ------- ბ-------–---–ს შორის საბანკო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ლ---–---------–---–ის მიერ ს/ს „ფ----------------------–ო“-სთან დადებული თავდებობის წერილი.
მტკიცებულებები, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- ხაშურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 09 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება (ს.ფ. 15-17);
სამოტივაციო ნაწილი
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი; ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონი, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 31 იანვრის №21 ბრძანებით დამტკიცებული იძულებითი აუქციონის ჩატარების ფორმები და წესი.
7. სამართლებრივი შეფასება
7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” პუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.
სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული სსიპ ა--------–---------------–--------ოს 2017 წლის 28 ნოემბრის №A16133715-016/001 განკარგულება ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ’’ საქართველოს კანონის 183 მუხლის მე-10 პუნქტის დანაწესიდან გამომდინარე, წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტს, შესაბამისად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის თანახმად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მისი შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან.
7.2. სასამართლო განმარტავს, რომ ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონი აწესრიგებს საერთო სასამართლოების, ადმინისტრაციული ორგანოების (თანამდებობის პირების), არბიტრაჟის, რესტიტუციისა და კომპენსაციის კომისიისა და მისი კომიტეტის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ მიღებული აქტების და ამ კანონით გათვალისწინებული აღსასრულებელი გადაწყვეტილებების აღსრულების წესსა და პირობებს.
მითითებული საკანონმდებლო აქტის მე-2 მუხლი განსაზღვრავს აღსრულების ქვემდებარე აქტებს, რომლის თანახმად, ამ კანონით დადგენილი წესით აღსრულებას ექვემდებარება სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება, განჩინება და დადგენილება, გარდა ბავშვის გადაცემასთან ან/და შვილთან მეორე მშობლის ან ოჯახის სხვა წევრის ურთიერთობის უფლების განხორციელებასთან დაკავშირებულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებისა; აღნიშნული კანონის მე-3 მუხლის თანახმად, აღსასრულებელი გადაწყვეტილებების იძულებით აღსრულებას ახორციელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ა--------–---------------–--------ო.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ა--------–---------------–--------ოს 2016 წლის 04 ნოემბრის დავალიანების გადახდევინების შესახებ №1--------------- ბრძანებით, გ------- ბ-------–---–ს პ/ნ 5----------, ლ---–---------–---–ს პ/ნ 5----------, ეკა ლაბაძეს პ/ნ 5---------- და მარგარიტა ბ-------–---–ს პ/ნ 5---------- დაეკისრათ დავალიანების გადახდა 2582,99 აშშ დოლარისა და 150 ლარის ოდენობით აპლიკანტის სს „ფ----------------------–ოს“ - ს/ნ 205235262 მიმართ; საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ა--------–---------------–--------ოს 2016 წლის 02 დეკემბრის N1--------------- მიმართვით მითითებული ბრძანება მიექცა აღსასრულებლად; აღნიშნული დავალიანების გადახდევინების ბრძანება არ იქნა გასაჩივრებული მოსარჩელის მიერ.
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ კრედიტორის მიერ წარდგენილი ზემოხსენებული აღსრულების ქვემდებარე აქტის საფუძველზე, სსიპ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ დაიწყო შესაბამისი სააღსრულებო საქმის წარმოება.
7.3. სასამართლო აღნიშნავს, რომ ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ’’ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ა--------–---------------–--------ო სააღსრულებო წარმოებას იწყებს იძულებითი აღსრულების შესახებ კრედიტორის წერილობითი განცხადებისა და სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე. ამავე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, ა--------–---------------–--------ოს მიერ აღსრულების დაწყების შესახებ სააღსრულებო წარმოების მხარეთა ინფორმირება ხდება ამ მუხლის შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით სასამართლო უწყების ჩაბარებისთვის დადგენილი წესით. იმავე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, ა--------–---------------–--------ოს მიერ მოვალის ინფორმირება ხდება სააღსრულებო წარმოების დაწყებიდან არა უგვიანეს 5 დღისა. მოვალეს ეცნობება: ა) ინფორმირებიდან 7 დღის ვადაში მოთხოვნის ნებაყოფლობით შესრულების შემთხვევაში მხოლოდ კრედიტორის მიერ წინასწარ გადახდილი აღსრულების საფასურის შესაბამისი ნაწილის, ხოლო ნებაყოფლობით შეუსრულებლობის შემთხვევაში − აღსრულების საფასურის სრული ოდენობით დაკისრების შესახებ; ბ) ამ კანონის მე-18 მუხლით დადგენილი უფლებები; გ) სააღსრულებო წარმოების დაწყების სამართლებრივი შედეგები; დ) იძულებითი აღსრულებისათვის ამ კანონით გათვალისწინებული შესაძლო გასატარებელი ღონისძიებები; ე) აღსრულების შესახებ კონკრეტული ინფორმაციის მიღების წესი და საშუალებები.
ამავე მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, მოვალეს იძულებითი აღსრულების ღონისძიების კონკრეტული დრო და ადგილი დამატებით არ ეცნობება, ხოლო მე-9 პუნქტის მიხედვით, თანხის გადახდევინების, უკანონო მფლობელობიდან ქონების გამოთხოვის, ქონების გადაცემის ან სხვა ისეთი კატეგორიის საქმეებზე, როდესაც აღსრულება უნდა განხორციელდეს მოვალის ქონებაზე ან ამ ქონების ხარჯზე, წინადადების ჩაბარებასთან ერთად (ან თუ წინადადების ჩაბარება დროულად ვერ ხდება) აღმასრულებელი დაუყოვნებლივ იწყებს მოვალის ქონების მოძიებას, აღწერას და მასზე ყადაღის დადებას ამ კანონით დადგენილი წესით.
სსიპ ა--------–---------------–--------ოს თბილისის სააღსრულებო ბიურომ მოვალეების გ------- ბ-------–---–ის, ლ---–---------–---–ის, ეკა ლაბაძის და მარგარიტა ბ-------–---–ის მიმართ 2016 წლის 27 დეკემბერს გამოსცა №A16133715-006/001 წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ. მოვალეებს მიეთითათ, რომ გ------- ბ-------–---–ს ლ---–---------–---–ს, ეკა ლაბაძეს და მარგალიტა ბ-------–---–ს დაეკისრათ დავალიანების გადახდა 2582,99 აშშ დოლარისა და 150 ლარის ოდენობით აპლიკანტის სს „ფ----------------------–ოს“ - ს/ნ 205235262 მიმართ;
მითითებულ წინადადებებში განმარტებული იყო ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 25-ე და მე-18 მუხლების შინაარსი. მოვალეებს მიეცათ წინადადება, ნებაყოფლობით 7 (შვიდი) დღის ვადაში შეესრულებინათ მოთხოვნა და შესრულების დადასტურება წარედგინათ აღმასრულებელთან. ასევე მოვალეები გაფრთხილებულ იქნენ გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შეუსრულებლობის შემთხვევაში მათ მიმართ ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების თაობაზე, რომ შეფასდებოდა აღწერილი და დაყადაღებული აღსრულების საგანი, სააუქციონო მომსახურების გაწევის მიზნით ა--------–---------------–--------ოსათვის საქმის გადაცემიდან ერთი თვის ვადაში ჩატარდებოდა პირველი იძულებითი ელექტრონული (ონლაინ) აუქციონი. იმ შემთხვევაში თუ პირველ აუქციონზე არ მოხდებოდა ნივთის რეალიზაცია, პირველი აუქციონის დასრულებისთანავე დაინიშნებოდა განმეორებითი აუქციონი. ამავე წინადადების თანახმად, მოვალეს ეცნობა, რომ იძულებითი აღსრულების ღონისძიების კონკრეტული დრო და ადგილი დამატებით არ ეცნობებოდა და მას შეეძლო დეტალური ინფორმაცია მიეღო ა--------–---------------–--------ოს ოფიციალური ვებ. გვერდიდან - www.eauction.ge .
7.4. სასამართლო ასევე განმარტავს, რომ ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-12 პუნქტის თანახმად, ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში ა--------–---------------–--------ოს მიერ გაგზავნილი შეტყობინებები, წინადადებები, გადაწყვეტილებები და სხვა დოკუმენტები სააღსრულებო წარმოებაში მონაწილე პირებს ჩაჰბარდებათ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით. აღნიშნული საკითხები კი დარეგულირებულია მითითებული საკანონმდებლო აქტის 70-78-ე მუხლებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო უწყება ადრესატს ბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფლის), ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის, სასამართლოსთვის ცნობილი სხვა მისამართის ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით. ამავე კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო უწყება იგზავნება ამ კოდექსის 70-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ტექნიკური საშუალებით, ფოსტით, სასამართლო კურიერის მეშვეობით ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით. სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას, უწყების გაგზავნის რომელი ფორმა გამოიყენოს, რომელ მისამართზე გააგზავნოს უწყება და არ არის ვალდებული, დაიცვას თანამიმდევრობა. ამავე კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს, ხოლო თუ უწყება ბარდება სამუშაო ადგილის მიხედვით – სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას, ამ კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილით დადგენილი წესით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი განსახილველ საქმეში მონაწილეობენ, როგორც მოწინააღმდეგე მხარეები. უწყების მიმღები ვალდებულია უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება და დაკავებული თანამდებობა. უწყების მიმღები ასევე ვალდებულია უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაბარება ჩაითვლება უწყების ადრესატისათვის ჩაბარებად, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია და მხარეებს არ გაუხდიათ სადავოდ, რომ 2016 წლის 27 დეკემბრის №A16133715-006/001 წინადადება პირადად ჩაბარდა ლ---–---------–---–ს 2017 წლის 03 იანვარს, ხოლო გ------- ბ-------–---–ს - 01.03.2017 წელს, ეკა ლაბაძეს - 01.03.2017 წელს და მარგარიტა ბ-------–---–ს - 10.03.2017 წელს. ამდენად, მოვალისათვის ცნობილი იყო მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (მდებარე: ხაშურის რაიონის დაბა სურამში, 26 მაისის ქუჩის N 101-ში, საკადასტრო კოდით: №69.04.60.210) რეალიზაციასთან დაკავშირებული წარმოება და მისი უფლება-მოვალეობები, მათ შორის ის, რომ იძულებითი აღსრულების ღონისძიების კონკრეტული დრო და ადგილი დამატებით არ ეცნობებოდა და მას შეეძლო დეტალური ინფორმაცია მიეღო ა--------–---------------–--------ოს ოფიციალური ვებ. გვერდიდან.
ამდენად, მოსარჩელის მითითება, რომ მისთვის ცნობილი არ იყო აუციონის შესახებ, უსაფუძვლოა და ვერ იქნება გაზიარებული სასამართლოს მიერ.
7.5. საქმეზე ასევე დადგენილია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 08 მაისის N 160872 წერილის პასუხად აღმასრულებელ ესტატე ჯავახიშვილს ეცნობა, რომ ხაშურის რაიონის დაბა სურამში, 26 მაისის ქუჩის N 101-ში მდებარე უძრავი ქონება რეგისტსრირებულია ლ---–---------–---–ის სახელზე და ნივთზე რეგისტრირებულია იპოთეკის უფლება. უფლების რეგისტრაციის ნომერია 882013170432, თარიღი 17/04/2013, იპოთეკარი სს „ბ----------------ა: მესაკუთრე - ლეილა მაჭარაშვული. იპოთეკის ხელშეკრულება N 09-29850-000757, დამოწმების თარიღი 17/04/2013, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო. ლ---–---------–---–ის ქონების მიმართ საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა რეგისტრირებული არ არის.
შიდა ქართლისა და მცხეთ-მთიანეთის სააღსრულებო ბიურომ 2017 წლის 15 ივნისს მიმართა იპოთეკარ ს/ს „ბ----------------ა“-ს უფლება მონაცვლეს ს/ს „თ----------ს“ და აცნობა, რომ მოვალე ლ---–---------–---–ის კუთვნილ ქონებაზე საჯარო რეესტრიში რეგისტრირებულია იპოთეკის ხელშეკრულება N 882013170432, ბანკს, როგორც იპოთეკარს შეატყოვბინა, რომ აღნიშნულ საქმეზე უახლოეს ვადაში დაინიშნება იძლებითი აუქციონი მოვალის ლ---–---------–---–ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, კერძოდ ხაშურის რაიონის დაბა სურამში, 26 მაისის ქუჩის N 101-ში მდებარე უძრავ ქონებაზე ს/კ 69.04.60.210.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 69-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადების შესაბამისად, იძულებით აუქციონს ამ კანონით დადგენილი წესით ატარებს ა--------–---------------–--------ო ან სხვა პირი მასთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე. ხოლო 71-ე მუხლის თანახმად, იძულებითი აუქციონის ჩატარების ფორმები, წესი და მასთან დაკავშირებული სხვა პროცედურები განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 31 იანვრის №21 ბრძანებით დამტკიცებული ,,იძულებითი აუქციონის ჩატარების ფორმები და წესის” სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული იძულებითი აუქციონი ტარდება ელექტრონული (ინტერნეტაუქციონის) გზით. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ა--------–---------------–--------ო (შემდგომში – ა--------–---------------–--------ო) უზრუნველყოფს აუქციონის ჩატარებას და განსაზღვრავს აუქციონზე გასატან ქონებას, საჭიროების შემთხვევაში ყოფს მას ლოტებად. ქონების ლოტებად დაყოფის შემთხვევაში აუქციონი ტარდება და გამარჯვებული გამოვლინდება თითოეული ლოტის მიხედვით ცალ-ცალკე. ხოლო მე-2 პუნქტის შესაბამისად, აუქციონის ჩატარების თაობაზე ა--------–---------------–--------ო აქვეყნებს ინტერნეტ-განცხადებას, რომელიც უნდა შეიცავდეს ამავე ნორმაში მითითებულ მონაცემებს, მათ შორის ქონების საწყის ფასს, რომელიც არის ამ ქონების შეფასების აქტში მითითებული საბაზრო ღირებულების 50%. მე-3 პუნქტის თანახმად, სპეციალური საჯარო განცხადება განათავსოს ვებგვერდზე: www.eauction.ge ან/და www.nbe.gov.ge . ამავე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად კი, აუქციონის ჩატარების შესახებ მხარეებს (შესაბამისი საგადასახადო ორგანოს გარდა) პერსონალურად არ ეცნობებათ. მათი ინფორმირება ხორციელდება ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით დადგენილი წესით.
ზემოთდასახელებული წესის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ინტერნეტაუქციონის დროს ფასის მატება ხდება ვაჭრობის ბიჯით, რაც ჩანს „ონლაინ’’ რეჟიმში. ფასის მატების ბიჯი შეადგენს ქონების საბაზრო ღირებულების 1%-ს. განმეორებით, მე-3 მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებულ აუქციონზე ან „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის 111 პუნქტით განსაზღვრულ მესამე აუქციონზე ფასის მატების ბიჯი შეადგენს ქონების საბაზრო ღირებულების 5%-ს. დასახელებული მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ინტერნეტაუქციონში გამარჯვებულად ითვლება მონაწილე, რომლის მიერ აუქციონის დასრულებამდე შემოთავაზებული იქნება ყველაზე მაღალი ფასი. ხოლო მე-6 პუნქტის შესაბამისად, აუქციონში გამარჯვებულმა (ქონების შემძენმა) შესყიდვის ფასი სრულად უნდა შეიტანოს აღსრულების ეროვნული ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე, აუქციონის დასრულებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში.
მოსარჩელე სადავო განკარგულების გაუქმების ერთ-ერთ საფუძვლად უთითებს იმ გარემოებას, რომ აღმასრულებელმა დაბალ ფასად გაყიდა მოსარჩელის ქონება - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნულმა ბიურომ 2017 წლის 28 ნოემბერს გამოსცა №A16133715-016/001 განკარგულება, რომლის თანახმად, ლეილა მაჭარაშვლის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე: ხაშურის რაიონის დაბა სურამში, 26 მაისის ქუჩის N 101-ში საკადასტრო კოდი: 69.04.60.210; შემძენი 2017 წლის 24 ნოემბერს გამართულ, იძულებით საჯარო აუქციონზე გახდა ი-------–-–---–ი (31001011248), რომელმაც უძრავი ქონება შეიძინა 4400 ლარად.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 31 იანვრის №21 ბრძანებით დამტკიცებული ,,იძულებითი აუქციონის ჩატარების ფორმები და წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პირველ აუქციონზე ქონების საწყისი ფასი შეადგენს ქონების შეფასების აქტში მითითებული საბაზრო ღირებულების 75%-ს. უძრავი ქონების წინმსწრებ აუქციონზე რეალიზაციის შემთხვევაში ქონების საწყისი ფასი შეადგენს მესაკუთრის მიერ განსაზღვრულ საწყის ფასს; ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, თუ პირველ აუქციონზე არ მოხდა ქონების რეალიზაცია, ა--------–---------------–--------ო პირველი აუქციონის დასრულებისთანავე (გარდა ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) აცხადებს პირველ განმეორებით აუქციონს. პირველი განმეორებითი აუქციონი ცხადდება იმავე ფორმით, რა ფორმითაც გამოცხადდა პირველი აუქციონი. პირველ განმეორებით აუქციონზე ქონების საწყისი ფასი შეადგენს ქონების შეფასების აქტში მითითებული საბაზრო ღირებულების 50%-ს, ხოლო მე-3 პუნქტის თანახმად თუ ქონების რეალიზაცია პირველ განმეორებით აუქციონზედაც არ მოხდება, ა--------–---------------–--------ო პირველი განმეორებითი აუქციონის დასრულებისთანავე (გარდა ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) აცხადებს მეორე განმეორებით აუქციონს. მეორე განმეორებითი აუქციონი ცხადდება იმავე ფორმით, რა ფორმითაც გამოცხადდა პირველი აუქციონი. მეორე განმეორებით აუქციონზე ქონების საწყისი ფასი შეადგენს ნულ ლარს.
დადგენილია, რომ ლ---–---------–---–ის საკუთრებაში არსებული ქონების რეალიზაცია მოხდა მეორე განმეორებით აუქციონზე, პირველი იძლებითი აუქციონი გამოცხადდა 2017 წლის 01 ნოემბერს, რომელიც უშედეგოდ დასრულდა, ხოლო ამავე წლის 8 ნოემბერს, იმავე ქონებაზე ქონება სავაჭროდ გადატანილი იქნა პირველად განმეორებით აუქციონზე, რომელიც ასევე უშედეგოდ დასრულდა 2017 წლის 16 ნოემბერს. უძრავი ქონების რეალიზაცია განხორციელდა მეორე განმეორებით აუქციონზე. რაც იმას ნიშნავს, რომ ქონების საწყისი ფასი შეადგენდა ნულს. შესაბამისად მოსარჩელის მიერ მითითებული აღნიშნული არგუმენტი უსაფუძვლოა და ვერ გახდება გასაჩივრებული განკარგულების გაუქმების საფუძველი.
,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ’’ საქართველოს კანონის 69-ე მუხლის 11 ნაწილის თანახმად, თუ მოვალე საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია ქონების მესაკუთრედ, ა--------–---------------–--------ო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს იძულებითი აუქციონის ჩატარებას. ამ შემთხვევაში იძულებითი აუქციონი ტარდება ქონებაზე ყადაღის დადებიდან 1 თვის ვადაში, ხოლო ამ კანონის 47-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში − სააღსრულებო წარმოების დაწყებიდან 2 კვირის ვადაში. ამავე კანონის 75-ე მუხლის თანახმად, აუქციონში გამარჯვებული პირის მიერ ქონების ფასის სრულად გადახდის შემდეგ ა--------–---------------–--------ო გამოსცემს განკარგულებას აუქციონზე შეძენილ ქონებაზე საკუთრების უფლების შესახებ. სააღსრულებო წარმოებისას გაყიდული ქონების ახალი მესაკუთრე იკავებს ძველი მესაკუთრის ადგილს და ხდება საკუთრების გადასვლის მომენტში ამ ქონების ფლობასთან ან/და ამ ქონებით სარგებლობასთან დაკავშირებული სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე. ქონების ახალ მესაკუთრეზე გადასვლის მომენტიდან ძველი მესაკუთრე კარგავს ყოველგვარ უფლებას ამ ქონებაზე.
დადგენილია, რომ A16133715 სააღსრულებო საქმეზე დაინიშნა იძულებითი ელექტრონული აუქციონი, რომელშიც გამარჯვებული გახდა ი-------–-–---–ი. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნულმა ბიურომ 2017 წლის 28 ნოემბერს გამოსცა №A16133715-016/001 განკარგულება, რომლის თანახმად, ლეილა მაჭარაშვლის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე: ხაშურის რაიონის დაბა სურამში, 26 მაისის ქუჩის N 101-ში საკადასტრო კოდი: 69.04.60.210; შემძენი 2017 წლის 24 ნოემბერს გამართულ, იძულებით საჯარო აუქციონზე გახდა ი-------–-–---–ი (31001011248), რომელმაც უძრავი ქონება შეიძინა 4400 ლარად. ი-------–-–---–მა თანხა გადაიხადა სრულად. აღსრულება განხორციელდა არაუზრუნველყოფილი კრედიტორების ს/ს „ფ----------------------–ოს“ (205235262) სასარგებლოდ. ამავე განკარგულების შესაბამისად, რეალიზებული ნივთის ახალი მესაკუთრე იკავებდა ძველი მესაკუთრის ადგილს და ხდებოდა საკუთრების გადასვლის მომენტში არსებულ ნივთთან დაკავშირებული სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე. უძრავი ნივთის ახალ მესაკუთრეზე გადასვლის მომენტიდან ძველი მესაკუთრე კარგავდა ყოველგვარ უფლებას ამ ნივთზე.
ზემოაღნიშნული სამართლის ნორმებისა და საქმის ფაქტობრივი გარემოებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით იქნა მიღებული მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული განკარგულება, შესაბამისად არ არსებობს სადავო აქტის ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.
7.6. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32–ე ან 34–ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.
ზემოხსენებული სამართლის ნორმებისა და საქმის ფაქტობრივი გარემოებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში სსიპ ა--------–---------------–--------ოს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2017 წლის 28 ნოემბრის A16133715-016/001 განკარგულების გამოცემისას ადგილი არ ჰქონია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას, მოპასუხის მიერ ასევე დაცულია ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ’’ საქართველოს კანონით დადგენილი დებულებანი, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებულ სამართლებრივ ნორმებთან, რის გამოც არ არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძველი. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ლ---–---------–---–ის სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
7.7. რაც შეეხება ხაშურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 9 ნოემბრის დაუსწრებელ გადაწყვეტილებას - განსახილველ შემთხვევაში აღსრულება განხორციელდა ა--------–---------------–--------ოს მიერ 2016 წლის 4 ნოემბერს გამოცემული №1--------------- ბრძანებისა, რომელიც არ გასაჩივრებულა. შესაბამისად, სასამართლო თვლის, რომ მითითებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება, თავისთავად, ვერ მოახდენდა გავლენას ვერც აუქციონზე და ვერც მის შედეგებზე.
8. საპროცესო ხარჯები:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ხოლო ამავე კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯებს მოიცავს სახელწიფო ბაჟი. ამდენად, მოცემულ საქმეზე მოსარჩელეების მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 100 (ასი) ლარი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით. მოსარჩელე ლ---–---------–---–ს მესამე პირის ი-------–-–---–ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 200 ლარის გადახდა, მესამე პირის მიერ იურიდიული მომსახურებისთვის გადახდილი თანხის სანაცვლოდ.
9. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
მოცემულ საქმზე ხაშურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 11 იანვრის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლის მიხედვითაც ყადაღა დაედო ი-------–-–---–ის (პ/ნ 31001011248) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას (საკადასტრო კოდი 69.04.60.210), მდებარეს ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამში, 26 მაისის ქუჩის №101-ში, უნდა გაუქმდეს.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, 22-ე, მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ლ---–---------–---–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
2. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად;
3. მოსარჩელე ლ---–---------–---–ს მესამე პირის ი-------–-–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს 200 (ორასი) ლარის გადახდა, მესამე პირის მიერ იურიდიული მომსახურებისთვის გაწეული ხარჯების ნაწილის სანაცვლოდ.
4. ხაშურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 11 იანვრის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლის მიხედვითაც ყადაღა დაედო ი-------–-–---–ის (პ/ნ 31001011248) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას (საკადასტრო კოდი 69.04.60.210), მდებარეს ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამში, 26 მაისის ქუჩის №101-ში, გაუქმდეს.
5. გადაწყვეტილება შეიძლება, გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზ. №7ა) ხაშურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მდებარე: ხაშური, კოსტავას ქუჩა №15) 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.
მოსამართლე
ლალი ბესტავაშვილი