განაჩენი

სისხლის სამართლის 06.09.2018
საქმის ნომერი
120100118002581362
დავის ტიპი
287
თარიღი
06.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2581362-1/323-18წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

05 სექტემბერი 2018 წელი ქ. ახალციხე

ახალციხის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - გიორგი ლონდარიძე

სხდომის მდივანი - მიხეილ პეტაშვილი

 

ბრალდების მხარე: პროკურორი – გიო---------–---–--ლი

 

დაცვის მხარე: ბრალდებული: რა-----------------------------ლი დაბადებული 1----–-–---------------ს, (პ/ნ 1---------5) საქართველოს მოქალაქე, მცხოვრები ბო--------ს რაიონი სოფელი რ---–--

 

ადვოკატი: მე------------–-ძე

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2871-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

სხდომის სახე - ღია

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დაადგინა:

 

2018 წლის 07 ივნისს, ბო--------ს რაიონის დაბა წა------ში შა-–-----------–ის ქუჩა მე-2 შესახვევის N--ში მდებარე საცხოვრებელი სახლის გვერდით, რამ--------------–მა რეგისტრაციის წესების დაუცველად, უკანონოდ დაამონტაჟა ე.წ ლენტური ხერხი, რომლითაც ახდენდა უკანონოდ გაჩეხილი ხე-ტყის მრგვალი მორის გადამუშავებას.

 

მტკიცებულებები, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნა:

მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული არც ერთი მტკიცებულება სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

 

პრეიუდიციად მიჩნეულ მტკიცებულებებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები:

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

რამ--------------–მა ჩაიდინა: სახერხ საამქროში მრგვალი ხე-ტყის (მორის) სახერხი მოწყობილობის მონტაჟი რეგისტრაციის გარეშე.

 

აღნიშნული დანაშაულის ჩადენა დასტურდება შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობით:

 

ნო--------------ის ჩვენება; რომლის თანახმადაც- 2018 წლის 10 ივნისს 19:00 საათზე მის საცხოვრებელ სახლში მივიდნენ პოლიციის თანამშრომლები და წარუდგინეს დადგენილება - გადაუდებელი აუცილებლობის გამო ჩხრეკის ჩატარების შესახებ, ჩხრეკის დროს სახლის უკანა მხარეს ხის ფარდულში ნახეს ხე-ტყის გადამამუშავებელი სახერხი მოწყობილობა ე.წ ლენტური ხერხი, რომელიც გამართულ მდგომარეობაში იდგა ლიანდაგზე, რომელიც მისივე თანხმობით, დადგა მისივე ნათესავმა რა--------------–მა, იმავე ხის ფარდულში აღმოაჩინეს ხერხის სალესი დანადგარი და ექვსი ცალი ფიცარი. აღნიშნული მოწყობილობები და ექვსი ცალი ფიცარი საერთო მოცულობით 0,130 კუბური მეტრი დაილუქა ბო--------ს პოლიციის თანამშრომლის მიერ.

 

იხ. ს.ფ.83-85

 

კა------–-–---–ის ჩვენება- რომლითაც განმარტავს- რომ 2018 წელს ვინაიდან დედა- ნო--------------ე მარტო იმყოფებოდა სახლში შესთავაზა მის საცხოვრებელ სახლში გადასვლა ქ.ბ---------–---------- ქუჩა N 1---ში, რაზედაც დაეთანხმა დედა და მას შემდეგ ცხოვრობს მასთან. რაც შეეხება არსებულ საქმეს, მისთვის უცნობი იყო ხე-ტყის გადამამუშავებელი დანადგარის არსბობის შესახებ მის ეზოში და აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით არანაირ ინფორმაციას არ ფლობს.

 

2018 წლის 10 ივნისის ჩხრეკის ოქმის თანახმად, ბო--------ს რაიონის დაბა წა------ში, ნო--------------ის საცხოვრებელ სახლის უკანა მხარეს ნანახი იქნა სახლის უკანა მხარეს კედელზე მიდგმული ხის ფარდულში მრგვალი ხე-ტყის გადამამუშავებელი სახერხი მოწყობილობა.

იხ. ს.ფ.52;

 

რამ--------------–მა სასამართლო სხდომაზე აღიარა ჩადენილი დანაშაული და ითხოვა პატიება.

იხ. ს.ფ.122-123;

რა--------------–ის მიერ ბრალდებით გათვალისწინებული დანაშაული ასევე დადასტურებულია საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, კერძოდ: შეტყობინება დანაშაულის ჩადენის შესახებ, რა--------------–ის ბრალდებულად ცნობის შესახებ დადგენილებით, მოწმეთა - კა------–-–---–ის, მევ-–-------------ის, მი----–----------–-ს, დი---------–------ს გამოკითხვის ოქმები, დადგენილება გადაუდებელი აუცილებლობის გამო საცხოვრებელი სახლის ეზოში ჩხრეკის ჩატარების შესახებ, მიმართვა და პასუხი გარემოს დაცვის სამსახურიდან რეგისტრაციის შესახებ და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

სასამართლო დადასტურებულად თვლის, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებენ, რომ რა--------------–მა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2871-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

რა--------------–ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.

რა--------------–ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ბრალის აღიარება და ქმედების გულწრფელი მონანიება.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

5.სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ასაკის, ჯანმრთელობის, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის, დაზარალებულის პოზიციის და იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდებულმა აღიარა დანაშაული, სასამართლო მიიჩნევს, რომ რა--------------–ი საქართველოს სსკ-ის 2871-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის უნდა დაენიშნოს თავისუფლების რომელიც უნდა ჩაეთვალოს პირობითად, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს რამ--------------–ის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე, 259-ე, 260-ე, 271-ე, 272-ე, 277-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1.რამ--------------–ი (პ/ნ 1---------5) ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 2871-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 წლის ვადით, საქართველოს სსკ-ის 63 მუხლის გამოყენებით დანიშნული სასჯელი 01 წელი ჩაეთვალოს პირობით, საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 01 წელი.

 

2.პირობითი მსჯავრის მოქმედების პერიოდში მსჯავრდებულ რამ--------------–ის ყოფაქცევაზე კონტროლი განახორციელოს პრობაციის ბიურომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

3.საქმეზე არსებული ნივთმტკიცების 70 ცალი ფიცარი, რომელიც ინახება დაბა წა------ში და ჩაბარებული აქვს გუ--------–-–---–ს, ასევე 6 ცალი ფიცარი, რომელიც ინახება დაბა წა------ში და ჩაბარებული აქვს ნო--------------ეს, საკითხი გადაწყდეს აღნიშნული სისხლის სამართლის საქმიდან გამოყოფილ სისხლის სამართლის საქმეზე, დანაშაული გათვალისწინებული სსკ-ის 303-ე მუხლის პირველი ნაწილით, საბოლოო გადაწყვეტილების მიღების დროს.

 

-ე.წ. „ლენტური“ ხერხი, ხერხის ლიანდაგი და ხერხის სალესი მოწყობილობა, რომელიც ინახება ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ტერიტორიაზე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას უსასყიდლოდ გადაეცეს სახელმწიფოს.

 

4. რამ--------------–ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და ყადაღა მოეხსნას გირაოს უზრუნველსაყოფად არსებულ უძრავ ქონებას, რომელიც რეგისტრირებულია ნო--------------ის სახელზე (პ/ნ 1----------) ბო--------ს მუნიციპალიტეტი დაბა წა------ი, საკადასტრო კოდით 6------------ დაზუსტებული ფართობი 1501.00 კვ.მ

 

5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ გამოცხადებისთანავე;

 

6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ახალციხის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;ა

 

მოსამართლე: გიორგი ლონდარიძე