განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #--------------------------
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
30 აგვისტო 2018 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და
არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე ნინო ნაჭყებია
სხდომის მდივანი თამარ შუბითიძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ი------------
დაცვის მხარე:
ბრალდებული - ა----------- მ---------ი (A-------------------) - დაბადებული 1992 წლის 16 სექტემბერს, ი----------–------- რესპუბლიკის მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: ი----------–------- რესპუბლიკა, თ---------------------------------ში და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. თბილისი, ვ----------–---------------------------ში
ადვოკატი - ფ---------------–---–ი
თარჯიმანი - ს---------------------
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა’’ და ამავე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტები
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
ა----------- მ---------იმ, შემდგომი გასაღების მიზნით, გამოძიებით დაუდგენელ ვითარებაში, უკანონოდ შეიძინა და შეინახა განსაკუთრებით დიდი ოდენობით 8.0365 გრამი ნარკოტიკული საშუალება „კანაფის ფისის“ შემცველი პლასტიკური ნივთიერება, საიდანაც:
· ნაწილი - დიდი ოდენობით 0.87 გრამი ნარკოტიკული საშუალება „კანაფის ფისის“ შემცველი პლასტიკური ნივთიერება 2018 წლის 14 მარტს, 200 აშშ დოლარის სანაცვლოდ უკანონოდ გაასაღა ნ--- ჰ-------–-------–უზე (რომელიც თანამშრომლობდა გამოძიებასთან), რაც იმავე დღეს საქართველოს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის გამომძიებლის მიერ, ნებაყოფლობით იქნა ამოღებული ნ--- ჰ-------–-------–-----ან;
· ნაწილი - 0.4668 გრამი ნარკოტიკული საშუალება „კანაფის ფისის“ შემცველი პლასტიკური ნივთიერება 2018 წლის 26 მარტს, 100 დოლარის სანაცვლოდ უკანონოდ გაასაღა ნ--- ჰ-------–-------–უზე (რომელიც თანამშრომლობდა გამოძიებასთან), რაც იმავე დღეს საქართველოს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის გამომძიებლის მიერ ნებაყოფლობით იქნა ამოღებული ნ--- ჰ-------–-------–-----ან;
· ნაწილი - 0.3897 გრამი ნარკოტიკული საშუალება „კანაფის ფისის“ შემცველი პლასტიკური ნივთიერება 2018 წლის 27 მარტს, 100 აშშ დოლარის სანაცვლოდ უკანონოდ გაასაღა ნ--- ჰ-------–-------–უზე (რომელიც თანამშრომლობდა გამოძიებასთან), რაც იმავე დღეს საქართველოს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის გამომძიებლის მიერ ნებაყოფლობით იქნა ამოღებული ნ--- ჰ-------–-------–-----ან.
2018 წლის 29 მარტს, საქართველოს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ქ.თბილისში, ვ-----------------–------------------ -ის მიმდებარე ტერიტორიაზე, პირადი ჩხრეკა ჩაუტარდა ა----------- მ---------ის, რა დროსაც ამოღებულ იქნა 4.92 გრამი ნარკოტიკული საშუალება „კანაფის ფისის“ შემცველი პლასტიკური ნივთიერება, ხოლო იმავე დღეს, ქ.თბილისში, ვ-----------------–----------------------------ში ჩატარებული ა----------- მ---------ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებულ იქნა 1.39 გრამი ნარკოტიკული საშუალება „კანაფის ფისის“ შემცველი პლასტიკური ნივთიერება.
2. მტკიცებულებათა ერთობლიობა და სამართლებრივი შეფასება:
სასამართლომ, მხარეთა უშუალო მონაწილეობით განიხილა საქმე და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა (მოწმეთა და ბრალდებულის ჩვენებები; ქიმიური ექსპერტიზის №5------------- დასკვნა; ქიმიური ექსპერტიზის №6------------- დასკვნა; ქიმიური ექსპერტიზის №6------------- დასკვნა; ქიმიური ექსპერტიზის №7------------- დასკვნა; ნარკოლოგიური ექსპერტიზის №7----- დასკვნა; ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები, ოპერატიულ-სამძებრო და ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების შედეგად მიღებული მასალები; ბრალდებულის პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ოქმები) ერთობლიობა ა----------- მ---------ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.
სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებები არ გამოკვლეულა, ვინაიდან ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადავოდ და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” პუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.
ამდენად, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ა----------- მ---------იმ ჩაიდინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ გასაღება, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით.
3. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ა----------- მ---------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
4. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს.
საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
სასამართლო ითვალისწინებს დანაშაულის ხასიათსა და საზოგადოებრივ საშიშროებას (გარდა უკანონო შეძენა-შენახვისა, დადგენილია ნარკოტიკული საშუალების არაერთჯერადი გასაღების ფაქტი), უკანონოდ შეძენილი და შენახული ნარკოტიკული საშუალების სახეობას, აგრეთვე იმ გარემოებას, რომ ა----------- მ---------ი აღიარებს და ინანიებს დანაშაულს. ზ/აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული, სასჯელის მიზნების მიღწევა უზრუნველყოფილი იქნება ა----------- მ---------ის მიმართ სასჯელის სახედ და ზომად 12 (თორმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრის პირობებში, რაც იქნება დანაშაულის ადეკვატური და პროპორციული, რათა ბრალდებულმა გააცნობიეროს ჩადენილი ქმედება და გამოიტანოს სათანადო დასკვნები. ამასთან, ა----------- მ---------ის, როგორც ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელს, ”ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, უნდა ჩამოერთვას ამ კანონის მე-3 მუხლში მითითებული უფლებები.
5. ნივთიერი მტკიცებულების ბედი:
სს საქმეზე დართული ნივთიერი მტკიცებულების ბედი უნდა გადაწყდეს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81–ე მუხლის შესაბამისად, კერძოდ:
- ნ--- ჰ-------–-------–-----ან საკონტროლო შესყიდვების დროს ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები, ა----------- მ---------ის პირადი და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის დროს ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები (ინახება შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში) უნდა განადგურდეს კანონით დადგენილი წესით;
- ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების შედეგად მოპოვებული 2 (ორი) ცალი დისკი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას გადაღებული ფოტოები 1 (ერთი) ცალ დისკზე (ინახება თბილისის საქალაქო სასამართლოში) შენახული უნდა იქნეს სს საქმის შენახვის ვადით;
- ა----------- მ---------ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებული 200 ლარი (ინახება შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში) უნდა დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს ან მისი სათანადო ნდობით აღჭურვილ პირს (სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულება, მათ შორის ბრალდებულის განმარტება, არ ადასტურებს, რომ ზ/აღნიშნული თანხა წარმოადგენს ბრალდებულის მიერ დანაშაულებრივი გზით მიღებულ ქონებას და ამდენად, არ არსებობს საქართველოს სსკ-ის 52-ე მუხლის თანახმად, სახლის ჩხრეკისას ამოღებული ფულადი თანხის - 200 ლარის ჩამორთმევის სამართლებრივი საფუძველი);
- ა----------- მ---------ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებული, საკონტოლო შესყიდვების მიზნით გამოყოფილი ფულადი თანხა - 200 აშშ დოლარი (ინახება შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში) უნდა დაუბრუნდეს საქართველოს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტს.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 225-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით, ”ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
ა----------- მ---------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 12 (თორმეტი) წლის ვადით.
მსჯავრდებულ ა----------- მ---------ის სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 29 მარტიდან.
ა----------- მ---------ის ”ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, ჩამოერთვას:
ა) სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება - 5 (ხუთი) წლის ვადით;
ბ) საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება - 20 (ოცი) წლის ვადით;
გ) საადვოკატო საქმიანობის უფლება - 15 (თხუთმეტი) წლის ვადით;
დ) პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება - 15 (თხუთმეტი) წლის ვადით;
ე) სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება- 15 (თხუთმეტი) წლის ვადით;
ვ) პასიური საარჩევნო უფლება - 15 (თხუთმეტი) წლის ვადით;
ზ) იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება - 15 (თხუთმეტი) წლის ვადით, რის შესახებაც დაუყოვნებლივ ეცნობოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას.
ა----------- მ---------ის ზ/აღნიშნული უფლებების ჩამორთმევის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენით დანიშნული სასჯელის მოხდისთანავე.
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ნივთმტკიცებათა ბედი გადაწყდეს შემდეგნაირად:
- ნ--- ჰ-------–-------–-----ან საკონტროლო შესყიდვების დროს ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები, ა----------- მ---------ის პირადი და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის დროს ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები (ინახება შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში) განადგურდეს კანონით დადგენილი წესით;
- ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების შედეგად მოპოვებული 2 (ორი) ცალი დისკი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას გადაღებული ფოტოები 1 (ერთი) ცალ დისკზე (ინახება თბილისის საქალაქო სასამართლოში) შენახულ იქნეს სს საქმის შენახვის ვადით;
- ა----------- მ---------ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებული 200 (ორასი) ლარი (ინახება შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში) დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს ან მისი სათანადო ნდობით აღჭურვილ პირს;
- ა----------- მ---------ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებული, საკონტოლო შესყიდვების მიზნით გამოყოფილი ფულადი თანხა - 200 (ორასი) აშშ დოლარი (ინახება შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში) დაუბრუნდეს საქართველოს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტს.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე: ნინო ნაჭყებია