განაჩენი

სისხლის სამართლის 04.09.2018
საქმის ნომერი
150100118002445772
დავის ტიპი
126 1
თარიღი
04.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №150100118002445772

1/43-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

04 სექტემბერი, 2018 წელი ქ. ახალქალაქი

 

ახალქალაქის რაიონული სასამართლო

 

მოსამართლე – ა-------- ე------

სხდომის მდივანი – აიდა ჩერნეცკაია

 

ბრალდების მხარე

პროკურორი - გურამ ჭყონიძე,დაცვის მხარე

ბრალდებული - ს------ ხ----ის ძე ი-------ნი (დაბადებული 197--–-–-----------------ი; საქართველოს მოქალაქე; პ/ნ 3----------; ნასამართლობის არმქონე; რეგისტრაციის და ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართი: ნინოწმინდის რაიონი სოფელი პ--------------–ი);

ადვოკატი: ტარიელ ბალაბანიშვილი;

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილი;

 

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

1. სასამართლომ დაადგინა:

1.1. 2018 წლის 16 აპრილს, დაახლოებით 14:00 საათზე, ნინოწმინდის რაიონი სოფელი პ--------------–ში, ა-------- ე------ს საკუთარ სასურსათო მაღაზიაში ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ს------ ი-------ნმა, კერძოდ პლასტმასის ყუთი თავზე დაარტყა, ასევე ხელი დაარტყა გულმკერდის არეში, რის შედეგადაც ა-------- ე------ი დაეჯახა დახლის კუთხეს და წაიქცა, წაქცეულზე ს------ ი-------ნმა კვლავ გააგრძელა მისი ცემა. ს------ ი-------ნის ქმედებების შედეგად ა-------- ე------მა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და მიიღო ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება მის მოუშლელად.

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

2.1. ფაქტების დადგენა:

2.1.1. 2018 წლის 16 აპრილს, დაახლოებით 14:00 საათზე, ნინოწმინდის რაიონი სოფელ პ--------------–ში, ა-------- ე------ის საკუთარ სასურსათო მაღაზიაში ვალთან დაკავშირებით მოხდა დავა ა-------- ე------სა და ს------ ი-------ნს შორის, რა დროსაც ა-------- ე------ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ს------ ი-------ნმა.

ამასთან დადგენილია, რომ ინციდენტის დროს ადგილზე იმყოფებოდნენ ს------ ი-------ნი, ა-------- ე------ი და ვ------- ღ--------ი.

დაზარალებულის ა-------- ე------ის ჩვენებების თანახმად, ს------ ი-------ნმა მას (ა-------- ე------ს) პლასტმასის ყუთი თავზე დაარტყა, ასევე ხელი დაარტყა გულმკერდის არეში, რის შედეგადაც ა-------- ე------ი დაეჯახა დახლის კუთხეს და წაიქცა, წაქცეულზე ს------ ი-------ნმა კვლავ გააგრძელა მისი ცემა.

ბრალდებულმა აღიარა, რომ მართალია ხელი დაარტყა ა-------- ე------ს გულმკერდის არეში, რის შედეგადაც ა-------- ე------ი დაეჯახა დახლის კუთხეს და წაიქცა, ამასთან არ აღიარა დანარჩენი ეპიზოდები - რომ პლასტმასის ყუთი თავზე დაარტყა და წაქცეულზე გააგრძელა მისი ცემა, დახლის მეორე მხარეს (უკან).

ვ------- ღ--------ის გამოკითხვის ოქმის ინფორმაციის მიხედვით - როდესაც ს------ ი-------ნმა დაარტყა ა-------- ე------ს და ის წაიქცა, ს------ ი-------ნი შემოაჯდა ზემოდან და უნდოდა ეცემა, და თუ დაარტყა ა-------- ე------ს, არ უნახავს, ვინაიდან ისინი ჩხუბობდნენ დახლების უკან. რა დროსაც ბრალდებულმა განმარტა, რომ დახლის მეორე მხარეს (უკან) არ გადასულა.

ამასთან, დაზარალებულმა აჩვენა, რომ ბრალდებული და ვ------- ღ--------ი ამ დროს იყვნენ მთვრალ მდგომარეობაში. ხოლო ბრალდებულმა ს------ ი-------ნმა აღნიშნული უარყო და განმარტა, რომ მან ინციდენტის შემდეგ დალია.

სასამართლო არ იზიარებს ს------ ი-------ნის ჩვენებებს და თვლის, რომ იგი ცდილობს პასუხისმგებლობისაგან თავის არიდებას, ვინაიდან მისი ჩვენება ეწინააღმდეგება მოწმის და დაზარალებულის ჩვენებებს.

შესაბამისად, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ აღნიშნული ინციდენტის დროს ა-------- ე------ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ს------ ი-------ნმა, როგორც ბრალდებაშია აღნიშნული, კერძოდ პლასტმასის ყუთი თავზე დაარტყა, ასევე ხელი დაარტყა გულმკერდის არეში, რის შედეგადაც ა-------- ე------ი დაეჯახა დახლის კუთხეს და წაიქცა, წაქცეულზე ს------ ი-------ნმა კვლავ გააგრძელა მისი ცემა.

მტკიცებულებები: დაზარალებულის და მოწმის ჩვენება, ბრალდებულის ჩვენება, ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი;

2.1.2. ს------ ი-------ნის აღნიშნული ქმედების შედეგად ა-------- ე------მა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და მიიღო ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება მის მოუშლელად.

მტკიცებულებები: დაზარალებულის ჩვენება, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა.

2.2. სასამართლოს მიერ დამტკიცებულად მიჩნეული ქმედების კვალიფიკაცია:

ზემოაღნიშნული ფაქტებისა და მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზით სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ს------ ი-------ნმა ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით, კვალიფიკაცია მიცემულია სწორად, რის გამოც, იგი ამ კვალიფიკაციით ცნობილი უნდა იქნეს დამნაშავედ და მის მიმართ გამოტანილი უნდა იქნას გამამტყუნებელი განაჩენი.

3. სამართლებრივი შეფასება:

3.1. საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

სასამართლო მიუთითებს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები კერძოდ: დაზარალებულ ა-------- ე------ის ჩვენება, მოწმეების ხორენ ი-------ნის, ვ------- ღ--------ის ჩვენებები, ს------ ი-------ნის ჩვენება, ა-------- ე------თან ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა ა-------- ე------ის მიმართ, მთლიანობაში წარმოადგენენ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ ს------ ი-------ნის ბრალეულობას.

სასამართლო სხდომაზე დაზარალებული და ბრალდებული დაიკითხნენ, რის შემდეგაც დაცვის მხარემ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი დანარჩენი მტკიცებულებები სადავოდ არ გახადა. ბრალდებულმა ნაწილობრივ აღიარა ჩადენილი დანაშაული.

შესაბამისად დადგენილი გარემოებიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ს------ ი-------ნის ბრალეულობაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს.

3.2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილი ითვალისწინებს - ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

დადგენილია, რომ 2018 წლის 16 აპრილს, დაახლოებით 14:00 საათზე, ნინოწმინდის რაიონი სოფელი პ--------------–ში, ა-------- ე------ს საკუთარ სასურსათო მაღაზიაში ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ს------ ი-------ნმა, კერძოდ პლასტმასის ყუთი თავზე დაარტყა, ასევე ხელი დაარტყა გულმკერდის არეში, რის შედეგადაც ა-------- ე------ი დაეჯახა დახლის კუთხეს და წაიქცა, წაქცეულზე ს------ ი-------ნმა კვლავ გააგრძელა მისი ცემა. ს------ ი-------ნის ქმედებების შედეგად ა-------- ე------მა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და მიიღო ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება მის მოუშლელად.

შესაბამისად სახეზეა მიზეზობრივი კავშირი ჩადენილი ქმედებასა და შედეგს შორის, მაშინ ს------ ი-------ნის მიერ ჩადენილი ქმედება მართლსაწინააღმდეგოა და დანაშაულებრივია.

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

4.1. ბრალდებული არ არის ნასამართლევი, დანაშაული ჩადენილი აქვს პირველად, რაც პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა;

4.2. ბრალდებული ნაწილობრივ აღიარებს;

4.3. დანაშაული ჩადენილი აქვს ნასვამ მდგომარეობაში, რაც პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა.

4.4. ბრალდებული დაზარალებულთან შერიგებული არ არის, დაზარალებულს ბრალდებულის მიმართ მატერიალური პრეტენზია გააჩნია.

5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

5.1. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ბრალდებულის პიროვნებას.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

მოსამართლე სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს არამარტო ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, არამედ დამნაშავის პიროვნებას, წარსულში ჩადენილ დანაშაულებს, ოჯახურ და სოციალურ მდგომარეობას, გამოძიებასთან თანამშრომლობას, დანაშაულის ხასიათს და საქმეზე დადგენილ სხვა გარემოებებს.

5.2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილის სანქცია ითვალისწინებს ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 41-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, გამასწორებელი სამუშაო, სამხედრო პირის სამსახურებრივი შეზღუდვა, ვადიანი თავისუფლების აღკვეთა და უვადო თავისუფლების აღკვეთა შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ ძირითად სასჯელად. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა, შინაპატიმრობა, ჯარიმა და თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევა შეიძლება დაინიშნოს როგორც ძირითად, ისე დამატებით სასჯელად. ქონების ჩამორთმევა და იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვა შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ დამატებით სასჯელად.

ამავე კოდექსის 44-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა ნიშნავს მსჯავრდებულის უსასყიდლო შრომას, რომლის სახეს განსაზღვრავს პრობაციის ბიურო.

ამავე კოდექსის 42-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ჯარიმა არის ფულადი გადასახდელი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ჯარიმის მინიმალური ოდენობაა 2000 ლარი; თუ ამ კოდექსის განსაკუთრებული ნაწილის შესაბამისი მუხლის სანქცია სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამ წლამდე ვადით, ჯარიმის მინიმალური ოდენობა არ უნდა იყოს 500 ლარზე ნაკლები. ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ჯარიმის ოდენობას სასამართლო ადგენს ჩადენილი დანაშაულის სიმძიმისა და მსჯავრდებულის მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, რომელიც განისაზღვრება მისი ქონებით, შემოსავლით და სხვა გარემოებით.

5.3. დაცვის მხარემ ითხოვა ბრალდებულს სასჯელის სახედ და ზომად შეეფარდოს მხოლოდ ჯარიმა, გადახდილი გირაოს თანხის ოდენობით (გადახდილი აქვს გირაო 1000 ლარის ოდენობით), ვინაიდან დაცვის მხარის განმარტებით, ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული, მუხლის სანქცია ითვალისწინებს ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას, იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ითანამშრომლა გამოძიებასთან და სასამართლოსთან, დანაშაული ჩაიდინა პირველად;

5.4. მოცემულ შემთხვევაში ნამდვილად ჩადენილია ნაკლებად მძიმე დანაშაული, რომლის მუხლის სანქცია სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ერთ წლამდე ვადით. ბრალდებული არ არის ნასამართლევი, ანუ დანაშაული ჩაიდინა პირველად (იხ. 4.1.). შესაბამისად თავისუფლების აღკვეთაზე უფრო მსუბუქი სასჯელი (საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა ან ჯარიმა) უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

5.4.1. დადგენილი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებებიდან გამომდინარე სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში შესაძლებელია ბრალდებულს ძირითად სასჯელად შეეფარდოს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 120 საათით, ხოლო დამატებით სასჯელად - ჯარიმა 1000 ლარი.

სასამართლო აღნიშნავს, რომ დაუშვებელია სასჯელის განსაზღვრული ოდენობა ბრალდებულს იმაზე მეტ ტვირთს აკისრებდეს, ვიდრე ეს აუცილებელია სასჯელის მიზნის უზრუნველსაყოფად. აქედან გამომდინარე, სასამართლო მხედველობაში იღებს რომ დანაშაული ჩადენილი აქვს ნასვამ მდგომარეობაში, ბრალდებული ნაწილობრივ აღიარებს, დაზარალებულთან შერიგებული არ არის (იხ. 4.2. 4.3. და 4.4.), ამასთან, არ იკვეთება, რომ ბრალდებული ინანიებს ჩადენილ ქმედებას.

შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია ჯარიმის სახით დამატებით სასჯელის გამოყენება.

სასჯელის მიზნის უზრუნველსაყოფად აღნიშნული კომბინირებული სასჯელი სავსებით აკმაყოფილებს არამარტო რეპრესიის და რესოციალიზაციის პრინციპებს, ასევე პრევენციის პრინციპს.

სარეზოლუციო ნაწილი:

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258 - 260-ე, 268-e, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 278-ე, 279-ე, 292-ე, 293-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ს------ ი-------ნი (პ/ნ 3----------) ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 120 (ას ოცი) საათით;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 41-ე მუხლის საფუძველზე ს------ ი-------ნს დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით;

2. ს------ ი-------ნის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება – გირაო გაუქმდეს; განაჩენის აღსრულებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში გირაოს შემტანს სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა;

3. განაჩენის აღსრულება დაევალოს პრობაციის ეროვნულ სააგენტოს შესაბამისი პრობაციის ბიუროს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;

4. განაჩენის ასლები გადაეცეთ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 278-ე მუხლით გათვალისწინებულ პირებს და ორგანოებს;

5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში ახალქალაქის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ა-------- ე------