განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე#1--------
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
3 სექტემბერი 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლო
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე - ლაშა ჩხიკვაძე
სხდომის მდივანი - ნატო ზერეკიძე
პროკურორი: ი--- ჯ-----–---–-,ადვოკატები: მ---- ფ------–---–-, ლ---- ბ---------, მ------ ნ-------
ს/ს საქმე №0-----------
ბრალდებული: ზ------ შ-------ე
მამის სახელი: რ------
დაბადებული: 0--------- წ.
პირადი ნომერი: 0----------
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
ნასამართლობა: ნასამართლობის მქონე
რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ-------–-------–---------------------------------------------
პასუხისგებაში მიცემის თარიღი: 2--------- წ.
პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სსკ-ის 3531-ე მუხლის პირველი ნაწილი
დაკავების დრო: 2018 წლის 28 მარტი, 04:05 საათი
აღკვეთის ღონისძიების სახე: პატიმრობა
ბრალდებულ: ლ-–- თ------–-–---–ი
მამის სახელი: ვ-------
დაბადებული: 0--------- წ.
პირადი ნომერი: 0----------
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
ნასამართლობა: ნასამართლობის არმქონე
რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ-------–-------–---------------------------------------------
პასუხისგებაში მიცემის თარიღი: 2--------- წ.
პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილი
დაკავების დრო: 2018 წლის 28 მარტი, 04:08 საათი
აღკვეთის ღონისძიების სახე: გირაო
ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე, ბრალდებულ ზ------ შ-------ის მიმართ, საქართველოს სსკ-ის 3531-ე მუხლის პირველი ნაწილით და ლ-–- თ------–-–---–ის მიმართ, საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
დადგენილებით პირის ბრალდების შესახებ: ბრალდებულ ზ------ შ-------ეს ბრალი ედება მასში, რომ მან ჩაიდინა პოლიციელზე თავდასხმა პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით, ხოლო ბრალდებულ ლ-–- თ------–-–---–ს ბრალი ედება მასში, რომ მან ჩაიდინა ცემა, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი;
დადგენილებით პირის ბრალდების შესახებ მათ მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 28 მარტს, დაახლოებით 0030 საათზე, შ-----–-----------–--------------------–-------------------–---- ინსპექტორ-გამომძიებელ დ----- ქ---–--ეს, რომელიც სამსახურიდან სახლში ბრუნდებოდა, თავის საცხოვრებელ კორპუსთან - ქ. თბილისი, გ-–-------------------------------, შეხვდა იმავე კორპუსში მცხოვრები ზ------ შ-------ე. ვინაიდან დ----- ქ---–--ე და ზ------ შ-------ე ერთ სადარბაზოში ცხოვრობდნენ და ზ------ შ-------ისათვის ცნობილი იყო, რომ დ----- ქ---–--ე იყო პოლიციის თანამშრომელი, მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით ზ------ შ-------ემ დ----- ქ---–--ეს მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ დაუწყო ხელებით ცემა თავისა და სახის არეში. მათ შორის კონფლიქტს შეესწრო მეზობელ კორპუსში მცხოვრები ზ------ შ-------ის მეგობარი - ლ-–- თ------–-–---–ი, რომელმაც ასევე სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა დ----- ქ---–--ეს, კერძოდ ხელი რამდენჯერმე დაარტყა თავისა და სახის არეში. ზ------ შ-------ის და ლ-–- თ------–-–---–ის ქმედებებით დ----- ქ---–--ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
სასამართლოს დადგენილად მიაჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2018 წლის 28 მარტს, დაახლოებით 0030 საათზე, შ-----–-----------–--------------------–-------------------–---- ინსპექტორ-გამომძიებელ დ----- ქ---–--ეს, რომელიც სამსახურიდან სახლში ბრუნდებოდა, თავის საცხოვრებელ კორპუსთან შეხვდა იმავე კორპუსში მცხოვრები ზ------ შ-------ე, რომელმაც დ----- ქ---–--ეს მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ დაუწყო ხელებით ცემა თავისა და სახის არეში. მათ შორის კონფლიქტს შეესწრო მეზობელ კორპუსში მცხოვრები ზ------ შ-------ის მეგობარი - ლ-–- თ------–-–---–ი, რომელმაც ასევე სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა დ----- ქ---–--ეს, კერძოდ ხელი რამდენჯერმე დაარტყა თავისა და სახის არეში. ზ------ შ-------ის და ლ-–- თ------–-–---–ის ქმედებებით დ----- ქ---–--ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
სასამართლოს მიერ დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები სრულად დასტურდება სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების ერთობლიობით:
სასამართლო სხდომაზე მოწმე დ----- ქ---–--ემ განმარტა, რომ არის თბილისის გ-–------------–--------------------–-------------------–---- უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი. 2018 წლის 28 მარტს დაახლოებით 0000-0030 საათების შუალედში სამსახურიდან სახლში დაბრუნებისას კორპუსის შესასვლელში დაინახა მისსავე სადარბაზოში მცხოვრები მეზობელი ზ------ შ-------ე, რომელმაც მისალმებისას აგრესიულად უთხრა - ,,ეე, ბიჭო მოდი აქ“. მიახლოებისას ზ------ შ-------ე გახდა უფრო აგრესიული და მიაყენა ჯერ სიტყვიერი შემდეგ კი ფიზიკური შეურაცხყოფა. ზ------ შ-------ის თანმხლები პირი ლ-–- თ------–-–---–ი ასევე აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცყოფას. მოწმემ განმარტა, რომ ზ------ შ-------ე სიტყვიერ შეურაცყოფას აყენებდა სამსახურიდან გამომდინარე. კერძოდ მის კითხვაზე რატომ აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, ზ------ შ-------ე პასუხობდა, რომ აგინებდა, რადგან იყო პოლიციელი და ,,ძაღლი’’. ხმაურზე მივიდნენ მეზობლები, მათ შორის ზ------ შ-------ის მშობლები და გაიყვანეს ბრალდებული. ვიღაცამ გამოიძახა საპატრულო პოლიციაც. მოწმისათვის ცნობილია ბრალდებულის წინა ნასამართლობების შესახებ, თუმცა კონკრეტული საქმის საგამოძიებო მოქმედებაში მას არ მიუღია მონაწილეობა. მოწმემ განმარტა, რომ იშვიათი გამონაკლისის გარდა სამსახურებრივი ფორმით მოძრაობს, თუმცა კონკრეტულ დღეს არ ეცვა სამსახურებრივი ფორმა. კორპუსთან ზ------ შ-------ეს ხშირად ხვდებოდა და ესალმებოდნენ ერთმანეთს, მათ შორის ამ უკანასკნელის მიერ სასჯელის მოხდის შემდეგაც. მომხდარ ფაქტამდე არანაირი კონფლიქტი არ ჰქონია ბრალდებულთან. მოწმემ დაადასტურა, რომ ზ------ შ-------ე სახეში ურტყამდა და იქვე მდგარ ავტომანქანის წინა ნაწილზე რამდენიმეჯერ დაარტყმევინა მარჯვენა ხელის შუა თითი. როდესაც ზ------ შ-------ე სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა, უკნიდან რამდენჯერმე ჩაარტყა თავში ხელი უცხო პიროვნებამ. მოწმე შემოტრიალდა და აღმნიშნული პიროვნება, როგორც შემდგომ გაირკვა, იყო ბრალდებული ლ-–- თ------–-–---–ი. დარტყმების შედეგად განიცადა ტკივილი, თავზე ჰქონდა კოპი და მარჯვენა ხელის შუა თითი ჰქონდა დაზიანებული, აწუხებდა თავის არეში ტკივილი. ჩხუბისას ზ------ შ-------ეს ალკოჰოლური თრობა ეტყობოდა. მოწმე თავს იცავდა ხელებით და წინააღმდეგობას ვერ უწევდა. კონკრეტულად რომელი დაზიანებები მიაყენა თითოეულმა ბრალდებულმა, არ იცის. ჩხუბი რამდენიმე წუთი გაგრძელდა, ლ-–- თ------–-–---–მა რამდენჯერმე ჩაარტყა თავში, თუმცა ეს უკანასკნელი სამსახურის გამო არ აგინებდა. მოგვიანებით ამოიცნო ლ-–- თ------–-–---–ი.
სასამართლო სხდომაზე მოწმე ლ---- მ---------–მა განმარტა, რომ მოცემულ საქმესთან დაკავშირებით მიიღო ოპერატიული ინფორმაცია და შეადგინა პატაკი. ინფორმაციის თანახმად, ზ------ შ-------ე და ლ-–- თ------–-–---–ი იყვნენ გ-–-------------------- მიმდებარედ, კერძოდ ზ------ შ-------ე მე-2 კორპუსთან, ხოლო ლ-–- თ------–-–---–ი მე-4 კორპუსთან.
სასამართლო სხდომაზე მოწმე ზ----- უ------მ განმარტა, რომ 2018 წლის 28 მარტს გ-–-----------–------------–-–--- განყოფილებაში დაიწყო გამოძიება პოლიციელზე თავდასხმის ფაქტზე. ხელმძღვანელის დავალებით გ---- პ--------ესთან ერთად მივიდა გ-–--------------------- კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე. 0400-0500 საათებში დააკავეს ლ-–- თ------–-–---–ი პოლიციელზე თავდასხმის ფაქტზე. ლ-–- თ------–-–---–ს არანაირი წინააღმდეგობა არ გაუწევია დაკავებისას.
სასამართლო სხდომაზე მოწმე ა---------– ს----------–---–მა განმარტა, რომ 2018 წლის 28 მარტს, მეწყვილე - გ---- კ------ესთან ერთად ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას, რა დროსაც შეატყობინეს, რომ ზ------ შ-------ე მოძრაობდა გ-–------------------------------------- მიმდებარედ და აპირებდა მიმალვას. აღნიშნულის გამო მივიდნენ მითითებულ ტერიტორიაზე და დაახლოებით 0400 საათზე დააკავეს. მას სახეზე შეეტყო, რომ პოლიციელების დანახვა არ გაუხარდა, აგდებულად პასუხობდა, თუმცა დაკავებისას წინააღმდეგობა არ გაუწევია. დაკავების ოქმს ზ------ შ-------ე გაეცნო, მაგრამ გაურკვეველი მიზეზის გამო არ მოაწერა ხელი. დაკავებულს ვიზუალურად დაზიანება არ ემჩნეოდა, თუმცა დათვალიერებისას ნახეს, რომ ორივე ხელის კიდურებზე, თითებზე ჰქონდა კანი აქერცლილი. დაკავების ადგილას მოშორებით ხალხი იყო, თუმცა ბრალდებულის მშობლები არ უნახავს.
სასამართლო სხდომაზე მოწმე გ---- კ------ემ განმარტა, რომ 2018 წლის 27 მარტს ხელმძღვანელისგან გაიგო, რომ პოლიციელ - დ----- ქ---–--ეზე იყო თავდასხმა მის საცხოვრებელ სახლთან - გ-–----–---------------------ში, რის საფუძველზეც მეწყვილე ა---------– ს----------–---–თან ერთად გავიდნენ მისამართზე. ხელმძღვანელმა ,,Viiber-ის“ საშუალებით გაუგზავნა ინფორმაცია და უბრძანა ზ------ შ-------ის დაკავება. ადგილზე მისვლისას წარუდგნენ ზ------ შ-------ეს, განუმარტეს უფლებები და დააკავეს. ადგილზევე შეადგინეს ოქმი, მაგრამ დაკავებულს ხელი არ მოუწერია. ბრალდებული იყო ნასვამ მდგომარეობაში და პოლიციელების დანახვაზე გახდა აგრესიული, თუმცა იყო კონტაქტური. მას რაიმე დაზიანება არ აღენიშნებოდა. ზ------ შ-------ე დაკავებისას იყო სადარბაზოსთან.
სასამართლო სხდომაზე მოწმე ნ--- მ--------–---–მა განმარტა, რომ 2018 წლის 28 მარტს განყოფილებაში შეიყვანეს ორი დაკავებული პიროვნება. გამომძიებლის თხოვნით დარეკა სსიპ ,,112-ში“ და გამოიძახა ეკიპაჟი თრობაზე შესამოწმებლად. ზ------ შ-------ეს აღენიშნებოდა თრობა - 1,176 პრომილე, ხოლო ლ-–- თ------–-–---–ს - 1,336 პრომილე თრობა. ბრალდებულები ადეკვატურად პასუხობდნენ და ძალიან მთვრალები არ იყვნენ, თუმცა ჰქონდათ ალკოჰოლის სუნი.
სასამართლო სხდომაზე მოწმე რ----- კ--–------ემ განმარტა, რომ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულები შეამოწმა ალკოტესტისთ - გ-–-------------------ში, საცხოვრებელ კორპუსთან. ბრალდებულები ნასვამი იყვნენ, მაგრამ ადეკვატურად საუბრობდნენ და ალკოტესტზე თანხმობაც განაცხადეს.
სასამართლო სხდომაზე მოწმე მ------ ჩ--------ემ განმარტა, რომ ზ------ შ-------ე მეზობელია. 2018 წლის 28 მარტს გაიგო ხმაური. მე-3 სართულიდან დაინახა მ---- შ-------ე. ეზოში ჩასვლისას ჩხუბი დამთავრებული იყო. სადარბაზოსთან იყო ძალიან ნასვამი ზ------ შ-------ე, რომელიც ხელის მოკიდებით აიყვანეს სახლში. მ---- შ-------ე დ----- ქ---–--ეს ეკითხებოდა, ვინ იყო და რა მოხდა. დ----- ქ---–--ეს ხელი ჰქონდა თავზე აფარებული და თმას ისწორებდა, სახეზე არაფერი ეტყობოდა და არც პოლიციელის ფორმა ეცვა. შემდეგ პოლიციელებმა ზ------ი წაიყვანეს სახლიდან ისე, რომ არც გამოფხიზლებულა. გაიგო, რომ ზ------ შ-------ეს შელაპარაკება მოუვიდა დ----- ქ---–--ესთან. ლ-–- თ------–-–---–ი არ დაუნახავს და არც იცნობს მას.
სასამართლო სხდომაზე მოწმე ა---------------მა განმარტა, რომ ზ------ შ-------ეს და დ----- ქ---–--ეს იცნობს ბავშვობიდან, ლ-–- თ------–-–---–ს არ იცნობს. 2018 წლის 28 მარტს სახლში ყოფნისას გაიგო ყვირილის ხმა, ფანჯრიდან დაინახა, რომ ზ------ შ-------ე და უცნობი პიროვნება ეჩხუბებოდნენ - ურტყამდნენ პიროვნებას, რომელიც ვერ იცნო, რადგან ეს უკანასკნელი თავდაცვის მიზნით თავზე იფარებდა ხელებს. როდესაც ჩავიდა ეზოში, მ------, ლ------ და ნ----- კ------ეები აშველებდნენ კონფლიქტში მყოფთ. მთვრალი ზ------ შ-------ე მშობლებს გაყავდა, თუმცა ეს უკანასკნელი წინააღმდეგობას უწევდა. დ----- ქ---–--ე ნაცემს გავდა და თავზე ედო ხელები. მოწმე მივიდა უცნობ, კონფლიქტში მონაწილე პირთან და უთხრა წასულიყო, მაგრამ ის დ-----ს მოუწოდებდა, მასთან მისულიყო სალაპარაკოდ. შემდეგ პოლიციაში ნახა სახეზე გაწითლებული დ----- ქ---–--ე. მოწმემ დაადასტურა, რომ არაერთხელ უნახავს პოლიციის ფორმაში ჩაცმული დ----- ქ---–--ე, თუმცა ინციდენტის დროს დ-----ს სამოქალაქო ფორმა ეცვა.
სასამართლო სხდომაზე მოწმე ლ------ მ----------–--ემ განმარტა, რომ ზ------ შ-------ის და დ----- ქ---–--ის მეზობელია, ლ-–- თ------–-–---–ს კი არ იცნობს. 2018 წლის 28 წელს 0030 საათზე ხმაურზე გაიხედა ფანჯრიდან და დაინახა ხალხი. მისი ეზოში ჩასვლისას ჩხუბი აღარ მიმდინარეობდა. დ----- ქ---–--ე ამბობდა, რომ ზ------ შ-------ემ სცემა. მალე საპატრულო პოლიცია მივიდა.
სასამართლო სხდომაზე მოწმე ნ----- კ------ემ განმარტა, რომ ზ------ შ-------ე და დ----- ქ---–--ე მისი მეზობლები არიან, ხოლო ლ-–- თ------–-–---–ს არ იცნობს. 2018 წლის 28 მარტს 0030 საათზე ხმაურზე გადაიხედა ფანჯრიდან და დაინახა ხალხი. კონკრეტულ ფაქტს - ჩხუბს არ შესწრებია. ეზოში ჩასვლისას დაზარალებულისგან მოშორებით იდგა. მალევე მივიდა საპატრულო პოლიცია და თავად სახლში წავიდა. ფანჯრიდან დაინახა - მ---- შ-------ე და მ------ ჩ------–---. დ----- ქ---–--ე თავად ამბობდა, რომ ზ------ შ-------ე ეჩხუბა. დ----- ქ---–--ე მუშაობდა პოლიციაში და დადიოდა ფორმით.
სასამართლო სხდომაზე ბრალდებულმა ლ-–- თ------–-–---–მა განმარტა, რომ ზ------ შ-------ეს იცნობს და ახლო ურთიერთობა აქვს. 2018 წლის 28 მარტს მეგობრებთან ერთად დალია, რის შემდეგაც მივიდა გ-–----–------------------------------თან, მეგობართან, რომელიც სახლში არ დახვდა. სადარბაზოსთან შეხვდა დ----- ქ---–--ე, არ ახსოვს რის გამო, მაგრამ მოუვიდა შელაპარაკება, ერთმანეთს სწვდნენ საყელოში. მან რამდენჯერმე დაარტყა სახის არეში. დაზარალებული არ ურტყამდა, კამათი ვინ დაიწყო არ ახსოვს. შელაპარაკება დაახლოებით 10 წამი გრძელდებოდა. შემდეგ რამდენიმე ქალბატონი მივიდა გასაშველებლად და შელაპარაკება შეწყდა. ზ------ შ-------ე საერთოდ არ უნახავს შემთხვევის დროს. გაშველების შემდეგ წავიდა სახლში და პოლიციამ სახლში - კორპუსში, სადარბაზოში დააკავა. ამოცნობაშიც მიიღო მონაწილეობა, გაეცნო ოქმს და ხელიც მოაწერა. ბრალს გაცნობილია და თავს დამნაშავედ ცნობს, კერძოდ არ უნდა მოსვლოდა კონფლიქტი დ----- ქ---–--ესთან.
გარდა მოწმეთა ჩვენებებისა, სასამართლოს მიერ დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები დასტურდება სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული წერილობითი მტკიცებულებებით:
2018 წლის 28 მარტის შეტყობინების თანახმად 0027 საათზე თბილისში, გ-–-----------–---------------------–--------------------------------– კორპუსთან ინიციატორი ნ--- ჯ--------- ითხოვს ანონიმურობას და განმარტავს, რომ ნასვამი პირები ჩხუბობენ.
2018 წლის 28 მარტის 0155 საათის შეტყობინების თანახმად, თბილისში, გ-–------------------------ კორპუსთან შ--------–---------–-–------------------------–-----------–--------------------–-------------------–---- უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა დ----- ქ---–--ემ განაცხადა, რომ სამსახურიდან დაბრუნებისას კორპუსთან დახვდა ზ------ შ-------ე და ლ-–- თ------–-–---–ი და მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, იმ მიზეზით, რომ ის იყო პოლიციელი.
2018 წლის 28 მარტის გამომძიებელ ლ---- მ---------–ის პატაკის თანახმად, პოლიციის თანამშრომელ დ----- ქ---–--ის მიმართ თავდასხმის ჩამდენი ზ------ შ-------ე იმყოფებოდა - თბილისში, გ-–---------------------- კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, ხოლო ლ-–- თ------–-–---–ი იმყოფება - თბილისში გ-–------------------------------- მიმდებარე ტერიტორიაზე და აპირებენ მიმალვას.
2018 წლის 28 მარტის ბრალდებულის დაკავების ოქმის თანახმად, ბრალდებული ზ------ შ-------ე დაკავებული იქნა 2018 წლის 28 მარტის 0405 საათზე, თბილისში გ-–---------------------- კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე.
2018 წლის 28 მარტის ბრალდებულის დაკავების ოქმის თანახმად, ბრალდებული ლ-–- თ------–-–---–ი დაკავებული იქნა 2018 წლის 28 მარტის 0408 საათზე, თბილისში გ-–---------------------- კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე.
2018 წლის 28 მარტის ალკოტესტით შემოწმების შესახებ ოქმების თანახმად, 2018 წლის 28 მარტს ზ------ შ-------ეს დაუდგინდა სიმთვრალე - 1,176%0, ხოლო ლ-–- თ------–-–---–ს 1,336 %0.
2018 წლის 29 მარტის დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილების თანახმად, დაზარალებულად იქნა ცნობილი დ----- ქ---–--ე, რომელსაც მიადგა ფიზიკური სახის ზიანი.
2018 წლის 28 მარტის საქართველოს შ-----------------------------------------–-------------------------------–-------------------------------------–--------- (სამმართველოს) უფროსის მოადგილე შ----- გ-------–---–ის წერილის თანახმად, დაკავებული ზ------ შ-------ეს გარეგნული დათვალიერებით სხეულზე აღენიშნებოდა დაზიანება: ორივე ხელის მტევანზე მრავლობითი მცირე ზომის ნაკაწრები ფუფხით. მარჯვენა მუხლზე ნაჭდევი. მისი გადმოცემით დაზიანება მიიღო დაკავებამდე ქუჩაში ჩხუბის შედეგად.
2018 წლის 1 მაისის პირის ამოცნობის ოქმის თანახმად, დ----- ქ---–--ემ ამოიცნო ლ-–- თ------–-–---–ი და განმარტა, რომ მან 2018 წლის 28 მარტს, თბილისში გ-–------------------- კორპუსის წინ მან მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა.
სასამართლო სხდომაზე მხარეები ასევე შეთანხმდნენ ბრალდების მხარის მტკიცებულებების ნაწილზე, როგორც უდავო მტკიცებულებებზე და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის „დ“ პუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.
სასამართლო საკუთარ მსჯელობაში დეტალურად შეეხება როგორც დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების და ზოგადად ქმედების სამართლებრივ განმარტებას, ასევე, ყველა იმ სადავო შეფასებას, რაც ბრალდების და დაცვის მხარეების მიერ სასამართლო სხდომაზე იქნა გაჟღერებული.
სასამართლო განმარტავს, რომ საქმის კანონიერი გადაწყვეტა, ემყარება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს, რომელთა გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე ხდება საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა. ფაქტობრივი გარემოებების სწორ დადგენაზეა დამოკიდებული სასამართლოს მიერ ქმედებისათვის სწორი იურიდიული კვალიფიკაციის მიცემა. აღნიშნულიდან გამომდინარე განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სასამართლოს მიერ საქმეზე ფაქტების კვალიფიციურ დადგენას, საქმეში დაცული მტკიცებულებების, მოწმეთა ჩვენებების სწორ შეფასებას.
საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, არავინ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. იმავე კოდექსის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. ამავე კოდექსის 269-ე მუხლის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის დასაშვებობისა და უტყუარობის თავალსაზრისით.
რელევანტური მტკიცებულება ადასტურებს ან უარყოფს ინფორმაციას მტკიცების საგანთან დაკავშირებით. ამასთან, მტკიცებულებების შეფასებისას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება, მათი უტყუარობის საკითხის გადაწყვეტას, ვინაიდან საბოლოო ჯამში, სასამართლო მტკიცებულებებს აფასებს სისხლის სამართლის კოდექსისა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა დაცვით, შინაგანი რწმენის საფუძველზე, რადგან სასამართლომ უნდა შეაფასოს, თუ სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილი ყველა მტკიცებულება ცალ-ცალკე და საბოლოოდ - ერთობლივად, რამდენად უტყუარი და საკმარისია პირის გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დამნაშავედ ცნობის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად.
გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი ზოგჯერ აღიწერება როგორც უტყუარობის ის დონე, რომელიც ადამიანმა თავის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მისაღებად უნდა გამოიყენოს.
გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი არ გულისხმობს ყველა შესაძლო ეჭვს მიღმა მტკიცებას, ან მტკიცების მათემატიკურ უტყუარობას. შესაძლო ეჭვი, ან ეჭვი, რომელიც ეფუძნება ვარაუდს, ან წინათგრძნობას, არ არის გონივრული ეჭვი. გონივრული ეჭვი არის საკმაო ეჭვი, რომელიც ეფუძნება მიზეზს, ლოგიკას, საღ აზრს, ან გამოცდილებას. ეს არის ეჭვი, რომელიც, ჩვეულებრივ საღად მოაზროვნე ადამიანს გაუჩნდება, მას შემდეგ, რაც ყურადღებით აწონის მტკიცებულებას და არ შეყოყმანდება გადაწყვეტილების მიღებაში.
რაც შეეხება მტკიცებულებათა საკმარისობას, ერთობლიობას, მტკიცებულებათა ერთობლიობა ერთმანეთთან უნდა იყოს შეთანხმებული, ანუ მტკიცებულებებს შორის უნდა არსებობდეს შინაარსობრივი კავშირი, ისინი უნდა იყვნენ ურთიერთთავსებადი, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი ერთსა და იმავე გარემოებებზე უნდა უთითებდნენ და ერთსა და იმავე ფაქტებს უნდა ადასტურებდნენ. მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს აშკარა, ანუ ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებები აშკარად უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან გარემოებას და მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. იგი უნდა ადგენდეს პირის მიერ ქმედების ჩადენას და ეჭვის გაჩენის საფუძველი არ უნდა აჭარბებდეს დასაშვებ, გონივრულობის ზღვარს. ამასთან, მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს დამაჯერებელი, ანუ ურთიერთშეთანხმებული, აშკარა და უტყუარი მტკიცებულებები უნდა იყოს დამაჯერებელი, ობიექტური, ნეიტრალური და გონივრულად მოაზროვნე პირისათვის, რათა იგი დარწმუნდეს ბრალდებული პირის მიერ დანაშაულის ჩადენაში და არ გაუჩნდეს ისეთი კითხვები, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Barbera v. Spain (1988 no: 10590/83 77) განმარტა, რომ მტკიცების ტვირთი მხოლოდ ბრალდების მხარის ვალდებულებაა და ნებისმიერი სახის ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. სტრასბურგის სასამართლომ საქმეში Higgins v. France (1998 წლის 19 თებერვალი) განმარტა დასაბუთების ნაკლებობის შესახებ და მიუთითა, რომ საქმეში არსებულ მტკიცებულებების მიმართ წარმოშობილი ეჭვების დასაბუთების ნაკლებობა ჩაითვლება ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევად. სტრასბურგის სასამართლო ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ გადაწყვეტილებებში დასაბუთებული უნდა იყოს კონკრეტული არგუმენტებით და საფუძვლებით, რა თქმა უნდა ისეთი საფუძვლებით, რომელიც არ იწვევს ეჭვებს და რომელიც არ წარმოადგენს ვარაუდებს (Ruiz Torija v. Spain 09.02.1994 no.18390/91 &28-29; Hiro Balani v. Spain 09.02.1994 18064/91 &26-28; Higgins And Other v. France 19.02.1998 no:134/1996/753/952 &40-42). სტრასბურგის სასამართლოს განმარტებით მნიშვნელოვანია, რომ სასამართლოს სწორად და სამართლიანად შეამოწმოს მტკიცებულებების სანდოობა, საიმედოობა და სიზუსტე (Khan v. the United Kingdom, no 35394/97, 34; Bykov v. Russia, no.4378/02, 95).
სასამართლო მიუთითებს - იმისათვის, რომ წარდგენილი ბრალდებით პირის მსჯავრდება მოხდეს, უნდა არსებობდეს შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადგინდება პირველ რიგში ფაქტის არსებობა, შემდეგ უნდა არსებობდეს უტყუარ და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადასტურდება ბრალდებულის დანაშაულებრივი კავშირი ფაქტთან და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება უკვე ქმედების სამართლებრივი შეფასება.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილია ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაარწმუნებდა, რომ ლ-–- თ------–-–---–მა ჩაიდინა ცემა, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. ასევე, ზ------ შ-------ემ ჩაიდინა ცემა, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ანუ ქმედება გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით. შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ზ------ შ-------ის მიმართ წარდგენილი ბრალდება - ქმედება გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 3531-ე მუხლის პირველი ნაწილიდან უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველ ნაწილზე, შემდეგ გარემოებათა გამო:
უპირველეს ყოვლისა, სასამართლო განმარტავს, რომ ქმედების გადაკვალიფიცირების საკითხს, ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება ერთის მხრივ, იმიტომ, რომ პირს იმაზე მეტ დანაშაულის ჩადენაში არ დაედოს მსჯავრი, რაც რეალურად ჩაიდინა, და, მეორე მხრივ, საერთოდ არ გამოირიცხოს მისი ბრალეულობა დანაშაულში. გადაკვალიფიცირება დასაშვებია მხოლოდ იმავე ხარისხის, ან მსუბუქ ბრალდებაზე.
სასამართლო განმარტავს, რომ დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 3531-ე მუხლის პირველი ნაწილით - პოლიციელზე თავდასხმა პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით, გულისხმობს პოლიციელზე თავდასხმას როგორც შესაძლო მიმდინარე, ისე წარსულში არსებულ კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით, ანუ დამნაშავესა და პოტენციურად დაზარალებული პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობას შორის უნდა არსებობდეს რაიმე სახის კავშირი (წარსულში, ან მიმდინარე საქმეზე სისხლის სამართლებრივი დევნის განხორციელება, ან სხვა საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობის მიღება და ა.შ.). ასევე, შესაძლებელია, პოლიციელზე თავდასხმა განპირობებული იყოს სამართალდამცავი სტრუქტურისა და მისი წარმომადგენლების მიმართ ზოგადად უარყოფითი დამოკიდებულებით, ზიზღით და სხვა, რაც დაკავშირებულია ზოგადად მათ სამასხურებრივ უფლება-მოვალეობებთან. მოცემულ შემთხვევაში კი მოწმეთა ჩვენებით და თავად დაზარალებულის განმარტებით დადგენილია, რომ შემთხვევის დღეს დ----- ქ---–--ე იყო სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული, კონკრეტულ ვითარებაში არ ახორციელებდა რაიმე ფორმით სამსახურებრივ უფლებამოსილებას, ასევე მას არანაირი სამსახურებრივი კავშირი, ან შეხება არ ქონდა ზ------ შ-------ის წარსულ ნასამართლობებსა და შესაბამისად, სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებით.
კვალიფიკაციის ამ ნაწილში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი იქნა მხოლოდ და მხოლოდ დაზარალებულ დ----- ქ---–--ის ჩვენება, რომ ზ------ შ-------ე სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა სწორედ დაზარალებულის სამსახურებრივი პოზიციიდან გამომდინარე. კერძოდ მის კითხვაზე, რატომ აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, ზ------ შ-------ე პასუხობდა, რომ აგინებდა, რადგან იყო პოლიციელი და ,,ძაღლი“.
მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება არ დაუდასტურებია კონფლიქტის გასანეიტრალებლად შემთხვევის ადგილზე მისულ მეზობლებს, თუმცა მათ დაადასტურეს კონკრეტული ჩხუბის და ხმაურის არსებობა, ასევე მოწმე ა---------------მა განმარტა, რომ ხმაურზე გაიხედა ფანჯარაში და დაინახა, რომ ზ------ შ-------ე და უცნობი პიროვნება ურტყამდნენ პიროვნებას, რომელიც ვერ იცნო, რადგან ეს უკანასკნელი თავდაცვის მიზნით თავზე იფარებდა ხელებს. ეზოში ჩასულმა ნახა, რომ დ----- ქ---–--ე იყო ნაცემი, მთვრალი ზ------ შ-------ე გაყავდა მშობლებს, ეს უკანასკნელი წინააღმდეგობას უწევდა, ხოლო კონფლიქტში მონაწილე მეორე უცნობი პირი დ----- ქ---–--ეს მოუწოდებდა, მასთან მისულიყო საუბრის გასაგრძელებლად.
თავად დაზარალებულმა დ----- ქ---–--ემ ასევე დაადასტურა, რომ ზ------ შ-------ემ და ლ-–- თ------–-–---–მა მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ ზ------ შ-------ე სახეში ურტყამდა და იქვე მდგარ ავტომანქანის წინა ნაწილზე რამდენიმეჯერ დაარტყმევინა მარჯვენა ხელის შუა თითი, უკნიდან თავში რამდენიმეჯერ ჩაარტყა ხელი ლ-–- თ------–-–---–მა. მან განიცადა ტკივილი, თავზე ჰქონდა კოპი და აწუხებდა თავის არეში ტკივილი, ხოლო მარჯვენა ხელის შუა თითი ჰქონდა დაზიანებული.
აღნიშნული დადასტურებულია ასევე დაცვის მხარის მიერ უდავოდ ცნობილი მტკიცებულებით - სსიპ ლ----------------–--------–-----------------–---------------ის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 26 მაისის დასკვნით, რომლის თანახმად, პირადი გასინჯვით 28.03.2018 წელს დ----- ქ---–--ეს აღენიშნებოდა ნაჭდევი მარჯვენა მტევნის უკანა ზედაპირზე, III თითის შუა და საფრჩხილე ფალანგების შუასახსრების საპროექციოდ. დაზიანება განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით, მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ 28.03.2018 თარიღს. პაციენტი უჩივის თავის ტკივილებს.
შესაბამისად, სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის მოსაზრებას ბრალდებულ ზ------ შ-------ის უდანაშაულობასთან და წარდგენილ ბრალდებაში გამართლებასთან დაკავშირებით, რადგან აღნიშნული მოსაზრება არ გამომდინარეობს საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებების შინაარსიდან და მოგონილია ბრალდებულისათვის მოსალოდნელი პასუხისმგებლობის თავიდან არიდების მიზნით.
სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს ასევე ბრალდებულ ლ-–- თ------–-–---–ის ჩვენებაზეც, რომელმაც ფორმალურად აღიარა დანაშაულის ჩადენა და დაადასტურა კონკრეტული ჩხუბი, თუმცა სასამართლოსთვის გაუგებარია მისი პოზიცია წარდგენილი ბრალდების აღიარებასთან დაკავშირებით, როდესაც მის მიერ ნაჩვენები ფატობრივი გარემოებები არსებითად განსხვავდება ბრალის დადგენილებაში მითითებული გარემოებებისგან. ბრალდებულის განმარტებები არ გამომდინარეობს სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებათა ერთობლიობიდან და ის ფაქტების ერთგვარი ინტერპრეტირებით ცდილობს სასამართლოს შეცდომაში შეყვანას. კერძოდ თ------–-–---–მა განმარტა, რომ კონკრეტული ჩხუბი მოხდა მასსა და დ----- ქ---–--ეს შორის, კამათი ვინ დაიწყო არ ახსოვს, რამდენჯერმე დაარტყა სახის არეში დაზარალებულს, ზ------ შ-------ე საერთოდ არ უნახავს შემთხვევის დროს და ეს უკანასკნელი საერთოდ არ მონაწილეობდა მათ კონფლიქტში. ბრალდებულის ჩვენება ადასტურებს მის მცდელობას, პასუხისმგებლობა აარიდოს ზ------ შ-------ეს და ფორმალურად მხოლოდ თავის თავზე დაიბრალოს ჩადენილი ქმედება, თუმცა როგორც აღინიშნა, სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა არაერთმა მოწმემ დაადასტურა ზ------ შ-------ის ქინფლიქტის ადგილზე ყოფნის და მონაწილეობის ფაქტი, მითუფრო ის გარემოებაც, რომ მშობლები ცდილობდნენ ადგილიდან მის გაყვანას, რა დროსაც ზ------ შ-------ე უწევდა წინააღმდეგობას. გარდა ამისა ბრალდებულის დაკავების ოქმის თანახმად ბრალდებული ზ------ შ-------ე 2018 წლის 28 მარტის 0405 საათზე დაკავებული იქნა სწორედ - თბილისში გ-–---------------------- კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, ანუ შემთხვევის ადგილის ტერიტორიაზე.
სასამართლო განმარტავს, რომ მოწმეთა ჩვენებების სანდოობისა და მათი შეფასების კუთხით, იმ პირისაგან განსხვავებით, რომლის მიმართაც მიმდინარეობს სისხლისსამართლებრივი დევნა და რომელიც არ აგებს პასუხს ცრუ ჩვენების მიცემისათვის, ნეიტრალური და საქმის შედეგით არადაინტერესებული მოწმის ჩვენება როგორც წესი, მაღალი ინფორმატიულობით გამოირჩევა და ამ ტიპის მოწმე ჩვენებას იძლევა არა უფლების, არამედ თავისი მორალური და იურიდიული ვალდებულებების გამო, რომლის დარღვევამ შესაძლოა გამოიწვიოს მის მიმართ სახელმწიფო იძულების ზომების გამოყენება, მათ შორის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობაც.
რაც შეეხება ქმედების სამართლებრივ შეფასებას, სასამართლო განმარტავს, რომ ზ------ შ-------ის თავდასხმა დ----- ქ---–--ის მიმართ, მისივე შეურაცხყოფა და აგრესია ცალსახად არ ადასტურებს მის განწყობას სამართალდამცავი სტრუქტურისა და მისი წარმომადგენლების, მათ შორის დ----- ქ---–--ის, როგორც პოლიციის წარმომადგენლის მიმართ. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი - გამოკვლეული და უდავოდ ცნობილი მტკიცებულებები ცალსახად ვერ ადასტურებს, რომ ბრალდებული უარყოფითად არის განწყობილი ზოგადად სამართალდამცავების მიმართ და მან აგრესია გამოხატა დ----- ქ---–--ის მიმართ მხოლოდ იმიტომ, რომ დ----- ქ---–--ე ხშირად დადიოდა შესაბამის სამსახურებრივ ფორმაში ჩაცმული და არაერთხელ ნასამართლევ ბრალდებულს უნდა სცოდნოდა მისი პოლიციაში მუშაობის შესახებ, რის დადასტურებასაც ცდილობს ბრალდების მხარე. სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის ეჭვს კონკრეტული კონფლიქტის მიზეზთან დაკავშირებთ, რადგან როგორც აღინიშნა, საქმეში არ იქნა წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, გარდა დაზარალებულის ჩვენებისა, რომელიც უტყუარად დაადასტურებდა სამსახურებრივი საქმიანობიდან გამომდინარე თავდასხმის მოტივს და მიზეზს.
ამ კუთხით მნიშვნელოვანია ასევე, ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოს რიგ პრეცედენტულ გადაწყვეტილებებში და საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებებში მოყვანილი შეფასებები პირის დამნაშავედ ცნობისათვის ,,ერთადერთი’’ და ,,გადამწყვეტი’’ მტკიცებულების საკმარისობის შეფასების კუთხით. ევროპული სასამართლო აღნიშნავს - რომ ,,ერთადერთი” მტკიცებულება გაგებულ უნდა იქნას, როგორც ბრალდებულის წინააღმდეგ არსებული მხოლოდ ერთი მტკიცებულება (იხილეთ ალ-ხავაია და ტაჰერი (Al-Khawaja and Tahery), ციტირება მაღლა, § 131). ,,გადამწყვეტი” მტკიცებულება ვიწროდ უნდა განიმარტოს, რადგანაც ამგვარი მასშტაბისა და მნიშვნელოვნების მტკიცებულება მაღალი ალბათობით საქმის შედეგის განმაპირობებელია. როდესაც მოწმის გადაუმოწმებელი მტკიცებულება გამყარებულია ბრალდების სხვა მტკიცებულებით, იმის შეფასება გადამწყვეტი იყო თუ არა ის, დამოკიდებული იქნება მხარდამჭერი მტკიცებულების ძალაზე.
საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის თანახმად კი არავინ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. იმავე კოდექსის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, სსსკ-ის 269-ე მუხლის თანახმად კი, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
შესაბამისად, სასამართლოს დადასტურებულად არ მიაჩნია, რომ ბრალდებულ შ-------ის თავდასხმა პოლიციის თანამშრომელზე გამომდინარეობდა ამ უკანასკნელის სამსახურებრივი საქმიანობიდან. აღნიშნულის გათვალისწინებით, სახეზე არ არის ბრალად წარდგენილი ქმედებისათვის სავალდებულო და აუცილებელი ნიშანი - თავდასხმა სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით. მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ კონკრეტულ ვითარებაში დაზარალებული არ იმყოფებოდა სამსახურებრივ უნიფორმაში, იმ დროს არ ახორციელებდა სამსახურებრივ უფლებამოსილებას და თავდასხმამდე ბრალდებულსა და დაზარალებულს შორის რაიმე სახის დაძაბული ურთიერთობა, ან კონფლიქტი არ არსებობდა.
ამდენად, სასამართლოს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადგენილად მიაჩნია, რომ ზ------ შ-------ემ და ლ-–- თ------–-–---–მა ჩაიდინეს ცემა, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ანუ დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველ ნაწილით.
სასჯელის დანიშვნისას სასამართლო მხედველობაში იღებს ჩადენილი დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ჩადენილი ქმედების ხასიათს, ბრალდებულის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ სხვა მოთხოვნებს, რომელიც გავლენას ახდენს სასჯელზე, ასევე, იმ გარემოებას, თუ რამდენად სამართლიანი, შესატყვისი და პროპორციული იქნება დანიშნული სასჯელი ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
ბრალდებულებს ლ-–- თ------–-–---–ს და ზ------ შ-------ეს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება არ გააჩნიათ, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა ქმედების ჩადენა არაფხიზელ მდგომარეობაში და ზ------ შ-------ის წარსული ნასამართლობა.
სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალად შერაცხული და სასამართლოს მიერ დადგენილად მიჩნეული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება და ამ ტიპის დანაშაულის შემდგომი პრევენცია საჭიროებს განსაკუთრებულ კონტროლს და ზოგადად სახელმწიფოს მხრიდან მკაცრ მიდგომებს, მათ შორის სასჯელთან მიმართებაშიც. სასამართლოLOთვლის, რომ ბრალდებულების გამოსწორება შეუძლებელია საზოგადოებისაგან მათი იზოლაციის გარეშე და შესაბამისად, მათი პიროვნებიდან და ჩადენილი ქმედების სიმძიმიდან გამომდინარე, მათ მიმართ გამოყენებული უნდა იქნას მკაცრი სასჯელის სახე, კერძოდ, თავისუფლების აღკვეთა და დანაშაულის სიმძიმისა და ბრალდებულის პიროვნების გათვალისწინებით, ზ------ შ-------ეს განაჩენთა ერთობლიობით საბოლოოდ, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01(ერთი) წლისა და 03(სამი) თვის ვადით, ხოლო ლ-–- თ------–-–---–ს თავისუფლების აღკვეთა 07(შვიდი) თვის ვადით, რაც სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, დამნაშავეების რესოციალიზაციას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და სამართლიანობის აღდგენას.
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 20-21-ე, 255-ე, 258-ე, 268-269-ე, 277-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ზ------ შ-------ის მიმართ წარდგენილი ბრალდება - ქმედება გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 3531-ე მუხლის პირველი ნაწილით, გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველ ნაწილზე.
ზ------ შ-------ე (პN0----------) ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01(ერთი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის შესაბამისად, გაუქმდეს ზ------ შ-------ის მიმართ ს----------–-----------–---------–-----------------–-----------------------------–---------------–-----------------–----------------------–-–----------------------------- გადაწყვეტილებით დანიშნული პირობითი მსჯავრი და ბოლო განაჩენით დანიშნულ ძირითად სასჯელს, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–------------- განაჩენით და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2----–-–------------------- განაჩენით ზ------ შ-------ის მიმართ თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული ძირითადი სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან, ნაწილობრივ დაემატოს - 03(სამი) თვე თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ზ------ შ-------ეს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01(ერთი) წლისა და 03(სამი) თვის ვადით.
ზ------ შ-------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების ზუსტი დროიდან - 2018 წლის 28 მარტის 04 საათი და 05 წუთიდან.
ზ------ შ-------ეს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების სახე - პატიმრობა გაუქმდეს.
ლ-–- თ------–-–---–ი (პN0----------) ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 07(შვიდი) თვის ვადით.
სასჯელის მოხდის ვადის ათვლა ლ-–- თ------–-–---–ის დაეწყოს 2018 წლის 03 სექტემბერის 17 საათი და 00 წუთიდან და ლ-–- თ------–-–---–ი დაუყოვნებლივ დაკავებული იქნას სასამართლო სხდომის დარბაზში.
ლ-–- თ------–-–---–ს მოხდილ სასჯელში ჩაეთვალოს დაკავებაში ყოფნის დრო - 2018 წლის 28 მარტიდან 2018 წლის 30 მარტის ჩათვლით.
ლ-–- თ------–-–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების სახე - გირაო გაუქმდეს.
ლ-–- თ------–-–---–ის სახელზე გირაოს შემტან პირს, განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება, გასაჩივრდეს მხარეების მიერ, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე