გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3-300-17
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
21.05.2018წელი ქ.რუსთავი
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
რუსთავის საქალაქო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ნინო ონიანი
სხდომის მდივანი - გუნა მოსიაშვილი
მოსარჩელე: ბე-----------–---–ი
მოსარჩელის წარმომადგენელი: ვა---–-----------ე
მოპასუხე: ქალაქ რუსთავის მინიციპალიტეტის მერია
მოპასუხის წარმომადგენლი: სო----------------ე
მოპასუხე:ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულო
მოპასუხის წარმომადგენლები: ნა----–-----------ძე, ნი-----–----------ე
დავის საგანი: ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალირი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1 ბათილად იქნეს ცნობილი 2014 წლის 20 იანვარს მიღებული №--- დადგენილება თვითმმართველი ქალაქი რუსთავის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ პირველი მუხლი და მის საფუძველზე გამოცემული (დანართი) რუკები, ბე----------–---–-ს საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის სამშენებლო ზ---------------ში განთავსების ნაწილში.
1.2.ბათილად იქნეს ცნობილი 2014 წლის 25 ივნისს მიღებული №--- დადგენილება ქალაქი რუსთავის ტერიტორიული გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ პირველი მუხლი და მის საფუძველზე გამოცემული (დანართი) თვითმმართველი ქალაქ რუსთავის კონკრეტული უფლებრივი ზონირების რუკა, ბე---------–---–-ს საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის სამშენებლო ზ----------------ში განთავსების ნაწილში.
1.3.ბათილად იქნეს ცნობილი 2017 წლის 03 ნოემბრის ინდივიდუალურ - სამართლებრივი აქტი (0------- წერილი), ადმინისტრაციული აქტის- მშენებლობის სანებართვო მოწმობის გაცემაზე უარის თქმის შესახებ.
1.4.ბათილად იქნეს ცნობილი 2016 წლის 23 თებერვლის №--- ბრძანება, 2016 წლის 13 იანვრის ბრძანების მშენებლობის ნებართვის გაგრძელების შესახებ, ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ.
1.5. დაევალოს ქალაქი რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიას გამოსცეს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტები მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ, კერძოდ: 2014 წლის 13 ივნისის თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარის №---- ბრძანების საფუძველზე ბე---------–---–-ს საკუთრებაში არსებულ უძრავ ნივთზე, მდებარე, ქალაქი რ------------–----------------------–---–----------ს გადაკვეთის ჩრდილოეთით, საკადასტრო კოდი: №02.------3--- მშენებლობის ნებართვის მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელი სარჩელს არ ცნობს, მხარს უჭერს წარმოდგენილ შესაგებელს და განმარტავს, რომ მოსარჩელე ბე---------–---–მა ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიას 2016 წლის 16 თებერვალს №------- განცხადებით მიმართა და ითხოვა მშენებლობის ნებართვის გაუქმება იმ საფუძვლით, რომ იგი მიემგზავრებოდა საზღვარგარეთ და ვერ ახერხებდა მშენებლობის დასრულებას. შესაბამისად, ვინაიდან, მშენებლობის ნებართვა არის აღმჭურველი ინდივიდუალური ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტი, მისი ძალადაკარგულად გამოცხადების საფუძველია, თუ დაინტერესებული მხარე არ შეასრულებს ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტით დადგენილ ვალდებულებას (მშენებლობის განხორციელებას ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში). აღნიშნულიდან გამომდინარე, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის 2016 წლის 23 თებერვლის №--- ბრძანებით, დაინტერესებული პირის ბე----------–---–-ს მიერ ქ---------------–----------------------–---–----------ს გადაკვეთის ჩრდილოეთით ავტოტექმომსახურების ობიექტის მშენებლობის განხორციელების იურიდიული ინტერესის დაკარგვის გათვალისწინებით, ძალადაკარგულად გამოცხადდა მშენებლობის ნებართვის მოწმობის ვადის გაგრძელების შესახებ 2016 წლის 1------------- ბრძანება.
2.2. მოპასუხე ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარმომადგენელი სარჩელს არ ცნობს, მხარს უჭერს წარმოდგენილ შესაგებელს და განმარტავს, რომ არ არსებობს მოსარჩელის მოთხოვნათა დაკმაყოფილების საფუძვლები, ვინაიდან მისი მთხოვნები არის უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი.
3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1 2014 წლის 13 ივნისს თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის მ/შ №---- ბრძანების საფუძველზე მოქალაქე ბე----------–---–-ს სახელზე გაიცა მშენებლობის სანებართვო მოწმობა №---. აღნიშნული აქტით ბე---------–---–ს მიეცა მშენებლობის უფლება მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ნივთზე, მდებარე: ქალაქი რ-----------------–---------------------–---–----------ს გადაკვეთის ჩრდილოეთით, საკადასტრო კოდი: №02.------3--- შპს ,,არ--------ის ’’ სამშენებლო დოკუმენტის პროექტის მიხედვით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2014 წლის 13 ივნისს თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის №---- ბრძანება
3.1.2. 2014 წლის 17 ივნისს თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის მ/შ №---- ბრძანებაზე გაიცა მშენებლობის სანებართვო მოწმობა #---- მშენებლობის ნებართვის მოქმედების ვადა განისაზღვრა 2015 წლის 17 ივნისამდე. 2015 წლის 05 ივნისს განცხადებით მიმართა მოსარჩელემ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერს და ითხოვა მშენებლობის ნებართვის ვადის გაგძელება. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის 2015 წლის 24 ივნისის #--- ბრძანებით შევიდა ცვლილება ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის 2014 წლის 13 ივნისის №---- ბრძანების მე-2 პუნქტში, ასევე შევიდა ცვლილება #--- მშენებლობის სანებართვო მოწმობაში და მშენებლობის ნებართვის მოქმედების ვადა გაგრძელდა 2015 წლის 22 დეკემბრის ჩათვლით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2014 წლის 17 ივნისის სანებართვო მოწმობა #---;
- 2015 წლის 05 ივნისს განცხადება რეგ. #--------
- ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის 2015 წლის 24 ივნისის #--- ბრძანება.
3.1.3. 2015 წლის 16 დეკემბერს განცხადებით მიმართა მოსარჩელემ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერს და ითხოვა მშენებლობის ნებართვის ვადის გაგრძელება. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის 2016 წლის 13 იანვრის #-- ბრძანებით მშენებლობის ნებართვის მოქმედების ვადა გაგრძელდა 2016 წლის 13 ივლისამდე და გაიცა მშენებლობის სანებართვო მოწმობა #--
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-2015 წლის 16 დეკემბრის განცხადება რეგ. #---------
- ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის 2016 წლის 13 იანვრის #-- ბრძანება;
-13.01.2016 წლის მშენებლობის სანებართვო მოწმობა #--
3.1.4. 2016 წლის 16 თებერვალს განცხადებით მიმართა მოსარჩელემ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერს და ითხოვა მშენებლობის ნებართვის გაუქმება, ვინაიდან ვერ ახერხებდა მშენებლობის დასრულებას (ქვეყნიდან გამგზავრების გამო). ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის 2016 წლის 23 თებერვლის #--- ბრძანებით, დაინტერესებული მხარის ბე---------–---–-ს მიერ ობიექტის მშენებლობის განხორციელების იურიდიული ინტერესის დაკარგვის გათვალისწინებით, ძალადაკარგულად გამოცხადდა მოსარჩელის სახელზე მშენებლობის სანებართვო მოწმობის ვადის გაგრძელების შესახებ 2016 წლის 13 იანვრის #-- ბრძანება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-2015 წლის 16.02 განცხადება რეგ. #--------
- ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის 2016 წლის 23 თებერვლის #--- ბრძანება.
3.1.5. 2017 წლის 13 ოქტომბერს განცხადებით მიმართა მოსარჩელემ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერს და ითხოვა მშენებლობის დაწყების ახალი ნებართვა, რაზეც 2017 წლის 03 ნოემბერს #0------- წერილით ეცნობა, რომ მოსარჩელის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი (02.------334) " ქალაქ რუსთავის ტერიტორიული გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ" თვითმმართველი ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის 2014 წლის 25 ივნისის #226 დადგენილების შესაბამისად მდებარეობს სატრანსპორტო ზონაში.
ამავე წერილით მოსარჩელეს ასევე ეცნობა, რომ მისი 2016 წლის 16 თებერვლის #582/02 განცხადებით მის სახელზე გაცემული მშენებლობის ნებართვის ვადის გაგრძელების შესახებ 2016 წლის 13 იანვრის #-- ბრძანება გამოცხადდა ძალადაკარგულად ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის 2016 წლის 23 თებერვლის #--- ბრძანებით. შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდა შეთანხმებული ავტოტექმომსახურების ობიექტის არქიტექტურული პროექტიც.
"ქალაქ რუსთავის ტერიტორიული გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ" თვითმმართველი ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის 2014 წლის 25 ივნისის #226 დადგენილების შესაბამისად, სატრანსპორტო ზონაში მშენებლობის განხორციელება დაუშვებელია. სატრანსპორტო ზონა 1--------- წარმოადგენს სატრანსპორტო ზონას, რომელიც მდებარეობს განაშენიანებული ტერიტორიის საზღვრებში და მოიცავს ქუჩებს (მათ შორის ტროტუარებს), მოედნებს, ღია ავტოსადგომებს, სარკინიგზო ხაზებს და მატარებლის სადგომ ტერიტორიებს (დეპოებს), აღნიშნულიდან გამომდინარე მშენებლობის სანებართვო მოწმობის გაცემაზე მოსარჩელეს ეთქვა უარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-2017 წლის 13.10 განცხადება რეგ. #---------
-2017 წლის 03 ნოემბრის #0------- წერილი;
-თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს 2014 წლის 20 იანვრის #216 დადგენილება;
4.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები
4.2.1 2016 წლის 23 თებერვლის №--- ბრძანება, 2016 წლის 13 იანვრის ბრძანების მშენებლობის ნებართვის გაგრძელების შესახებ, ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ილ ი
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლო საქმეში არსებული მასალების ურთიერთშეჯერებისა და გაანალიზების შედეგად მიიჩნევს, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი; საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი.
7. სამართლებრივი შეფასება
7.1 საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის I ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება, აგრეთვე, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.
7.2 მოსარჩელის კომპეტენციაშია, თავად შეარჩიოს იმ ფორმის სარჩელი, რომელიც მას ესაჭიროება მიზნის განსახორციელებლად, ასევე უნდა განსაზღვროს დავის საგანი, სარჩელის შინაარსი და მოცულობა, სასამართლო შეზღუდულია მოცემული სარჩელით და საქმეს იხილავს ამ სარჩელის ფარგლებში.
7.3 საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქ/პუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო წარმოადგენს ყველა სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის და მმართველობის ორგანოს ან დაწესებულებას, საჯარო სამართლის იურიდიულ პირს (გარდა პოლიტიკური და რელიგიური გაერთიანებებისა), აგრეთვე ნებისმიერ სხვა პირს, რომელიც კანონმდებლობის საფუძველზე ასრულებს საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებებს. ამავე მუხლის “კ“ ქ/პუნქტის თანახმად კი ადმინისტრაციული წარმოება გულისხმობს ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობას ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის მომზადების, გამოცემის და აღსრულების, ადმინისტრაციული საჩივრის გადაწყვეტის, აგრეთვე, ადმინისტრაციული ხელშეკრულების მომზადების, დადების, ან გაუქმების მიზნით.
7.4 საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის მოქმედება ვრცელდება სახელმწიფო, ადგილობრივი თვითმართველობისა და მმართველობის ორგანოების და დაწესებულებების, აგრეთვე იმ პირების საქმიანობაზე, რომლებიც ამ კოდექსის შესაბამისად ითვლებიან ადმინისტრაციულ ორგანოებად.
7.5 საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.
7.6 როგორც საქმის მასალებით დგინდება, თვითმმართველ ქ. რუსთავის საკრებულოს განცხადებით მიმართა ბე---------–---–მა და ითხოვა მშენებლობის ნებართვა. თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის 2014 წლის 16 აპრილის №---- ბრძანების თანახმად, დამტკიცებულ იქნა სამშენებლო მიწის ნაკვეთის გამოყენების პირობების პროექტი, რა დროსაც საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, 1 სტადია-მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცება, განხორციელდა ,,ქალაქი რუსთავის ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ’’ თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს 2011 წლის 11 მარტის №70 დადგენილებით. აღნიშნული ნაკვეთი ექცეოდა საზოგადოებრივ საქმიანი ზონა 1 (-------ში, შესაბამისად აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე სამშენებლო ღონისძიების განხორციელება ნებადართული იყო. ვინაიდან, ამ დროს არ მოქმედებდა ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის 2014 წლის 25 ივნისის №--- დადგენილება. თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს 2014 წლის 29 მაისს №1---- განცხადებით მომართა ბ-----------–---–-- და ითხოვა პროექტის შეთანხმება და მშენებლობის ნებართვა. თვითმმართველი ქალაქ რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის 2014 წლის 13 ივნისის №---- ბრძანებით გაიცა მშენებლობის სანებართვო მოწმობა #--- (17.06.2014 წლიდან -17.06.2015 წლამდე) ქალაქ რ-------–----–----------------------–---–---------ის გადაკვეთის ჩრდილოეთით კომერციული ობიექტის (ავტოტექმომსახურების ობიექტი) მშენებლობაზე მოქალაქე ბე---------–---–-ს სახელზე. (მშენებლობის ნებართვა მე-2 - სტადია - რა დროსაც ხდება პროექტის შეთანხმება).
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიას 2015 წლის 5 ივნისს №------- განცხადებით მიმართა ბე---------–---–მა და ითხოვა მშენებლობის ვადების გაგრძელება. ვინაიდან მშენებლობის ნებართვა არის აღმჭურველი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც უკვე გაცემული იყო 2014 წელს (ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის 2014 წლის 25 ივნისის №--- დადგენილების ამოქმედებამდე), ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის 2015 წლის 24 ივნისის №--- ბრძანებით ცვლილება შევიდა ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის 2014 წლის 13 ივნისის №---- ბრძანების მეორე პუნქტში და ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით ,,სამშენებლო სამუშაოები დაწყებულ იქნას მშენებლობის სანებართვო მოწმობა №--- (22.06.2015 წლიდან -22.12.15 წლამდე) მიღების შემდეგ. მეორე პუნქტით მშენებლობის ვადა გაგრძელდა 2015 წლის 22 დეკემბრამდე. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიას 2015 წლის 16 დეკემბერს №----- განცხადებით კვლავ მომართა ბე---------–---–მა და ითხოვა მშენებლობის ვადის გაგრძელება. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის 2016 წლის 13 იანვრის №-- ბრძანებით კვლავ შევიდა ცვლილება და 1-ლი პუნქტის თანახმად, მშენებლობის ნებართვის მოქმედების ვადა გაგრძელდა 2016 წლის 13 ივლისამდე.
მოსარჩელემ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიას 2016 წლის 16 თებერვალს №------- განცხადებით მიმართა და ითხოვა მშენებლობის ნებართვის გაუქმება იმ საფუძვლით, რომ იგი მიემგზავრებოდა საზღვარგარეთ და ვერ ახერხებდა მშენებლობის დასრულებას. შესაბამისად, ვინაიდან მშენებლობის ნებართვა წარმოადგენს აღმჭურველ ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტს, მისი ძალადაკარგულად გამოცხადების საფუძველია თუ დაინტერესებული მხარე არ შეასრულებს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილ ვალდებულებას (მშენებლობის განხორციელებას ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში).
აღნიშნულიდან გამომდინარე, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის 2016 წლის 23 თებერვლის №--- ბრძანებით დაინტერესებული პირის ბე---------–---–-ს მიერ ქ---------------–----------------------–---–----------ს გადაკვეთის ჩრდილოეთით ავტოტექმომსახურების ობიექტის მშენებლობის განხორციელების იურიდული ინტერესის დაკარგვის გათვალისწინებით ძალადაკარგულად გამოცხადდა ,,მშენებლობის ნებართვის მოწმობის ვადის გაგრძელების შესახებ’’ 2016 წლის 1------------- ბრძანება.
მოსარჩელემ 2017 წლის 13 ოქტომბერს №-------- განცხადებით მიმართა ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიას და კვლავ ითხოვა ქ---------------–----------------------–---–----------ს გადაკვეთის ჩრდილოეთით ავტოტექმომსახურების ობიექტის ასაშენებლად მშენებლობის ნებართვის გაცემა. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიამ კი აღნიშნული განცხადება განიხილა დღეს მოქმედი თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს 2014 წლის 25 ივნისის რუსთავის ტერიტორიული გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ №--- დადგენილებით. რომლის მიზანია ტერიტორიების განაშენიანებისა და მიწის ნაკვეთების სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენა. აღნიშნული დებულების მე-15 მუხლის 1-ლი ნაწილის ა.ე )ქვეპუნქტის თანახმად დასახლებათა ტერიტორიები იყოფა: სატრანსპორტო ზონად - (ტზ), რაც თავის მხრივ იყოფა კონკრეტული ფუნქციურ ზონებად: ბ.თ) ქვეპუნქტით სატრანსპორტო ზონა 1 (ტზ-1). ამავე დებულების 21-ე მუხლის შესაბამისად, სატრანსპორტო ზონა 1--------- წარმოადგენს სატრანსპორტო ზონას, რომელიც მდებარეობს განაშენიანებული ტერიტორიების საზღვრებში და მოიცავს ქუჩებს (მათ შორის ტროტუარებს), მოედნებს, ღია ავტოსადგომებს, სარკინიგზო ხაზებსა და მატარებლების სადგომ ტერიტორიებს (დეპოებს). შესაბამისად, ამ ტერიტორიაზე ავტოტექმომსახურების ობიექტის მშენებლობა დაუშვებელია. სწორედ აღნიშნული დებულების თანახმად ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის №0------- წერილით მშენებლობის გაცემაზე უარი ეთქვა ბე---------–---–-.
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის 2016 წლის 23 თებერვლის №--- ბრძანებით ძალადაკარგულად გამოცხადდა 2016 წლის 1------------- ბრძანება, რასაც საფუძვლად თავად მოსარჩელის განცხადებით დაყენებული მოთხოვნა დაედო. შესაბამისად სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის მითითებას კანონიერი ნდობის საკითხთან დაკავშირებით.
საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 39-ე მუხლის თანახმად, 2014 წლის 13 ივნისს გაცემული მშენებლობის ნებართვის 1 სტადიის მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცების განხილვა განხორციელდა ,,ქალაქი რუსთავის ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ’’ თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს 2011 წლის 11 მარტის №70 დადგენილებით. ,, რუსთავის ტერიტორიული გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ’’ ქალაქი რუსთავის საკრებულოს 2014 წლის 25 ივნისის №--- დადგენილება ძალაში შევიდა 2015 წლის 01 იანვრიდან, მოსარჩელის განცხადება მშენებლობის ნებართვის მისაღებად წარმოდგენილ იქნა 2017 წლის 13 ოქტომბერს (-------- შესაბამისად აღნიშნული ახალი განცხადების განხილვა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელდა ქალაქი რუსთავის საკრებულოს 2014 წლის 25 ივნისის №--- დადგენილებით. აღნიშნული დადგენილებით კი მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მოქცეულია სატრანსპორტო ზ---------------ში, რომლის განმარტების თანახმად, ბე----------–---–-ს მიერ მოთხოვნილი, ავტოტექმომსახურების ობიექტის აშენება შეუძლებელია.
მოსარჩელემ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიას 2016 წლის 16 თებერვალს №------- განცხადებით მომართა და ითხოვა მშენებლობის ნებართვის გაუქმება იმ საფუძვლით, რომ იგი მიემგზავრებოდა საზღვარგარეთ და ვერ ახერხებდა მშენებლობის დასრულებას, შესაბამისად ვინაიდან მშენებლობის ნებართვა არის აღმჭურველი ინდივიდუალური ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტი, მისი ძალადაკარგულად გამოცხადების საფუძველია, თუ დაინტერესებული მხარე არ შეასრულებს ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტით დადგენილ ვალდებულებას (მშენებლობის განხორციელებას ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში). აღნიშნულიდან გამომდინარე, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის 2016 წლის 23 თებერვლის №--- ბრძანებით დაინტერესებული პირის ბე----------–---–-ს მიერ ქ---------------–----------------------–---–----------ს გადაკვეთის ჩრდილოეთით ავტოტექმომსახურების ობიექტის მშენებლობის განხორციელების იურიდიული ინტერესის დაკარგვის გათვალისწინებით ძალადაკარგულად გამოცხადდა მშენებლობის ნებართვის მოწმობის ვადის გაგრძელების შესახებ 2016 წლის 1------------- ბრძანება.
7.7 ,,რუსთავის ტერიტორიული გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ’’ თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს 2014 წლის 25 ივნისის №--- დადგენილებით განისაზღვრა რუსთავის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესები, რომლის მიზანია ტერიტორიების განაშენიანებისა და მიწის ნაკვეთების სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენა. აღნიშნული დებულების მე-15 მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ა.ე’’ ქვეპუნქტის თანახმად დასახლებათა ტერიტორიები იყოფა: სატრანსპორტო ზონად - (ტზ), რაც თავის მხრივ იყოფა კონკრეტული ფუნქციურ ზონებად: ბ.თ) ქვეპუნქტით სატრანსპორტო ზონა 1-( ტზ-1). ამავე დებულების 21-ე მუხლის შესაბამისად, სატრანსპორტო ზონა 1--------- წარმოადგენს სატრანსპორტო ზონას, რომელიც მდებარეობს განაშენიანებული ტერიტორიების საზღვრებში და მოიცავს ქუჩებს ( მათ შორის ტროტუარებს), მოედნებს, ღია ავტოსადგომებს, სარკინიგზო ხაზებსა და მატარებლების სადგომ ტერიტორიებს (დეპოებს).
,,რუსთავის ტერიტორიული გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ’’ თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს 2014 წლის 25 ივნისის №--- დადგენილების 33-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, 2015 წლის 1 იანვრამდე, მშენებლობის ნებართვის მაძიებელი სუბიექტების მიმართ, რომლებმაც საკუთრების უფლება მოიპოვეს ამ წესის ამოქმედებამდე, ნებართვის გაცემისას გამოყენებულ იქნეს ,, თვითმმართველი ქალაქი რუსთავის ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ’’ თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს 2011 წლის 11 მარტის №70 დადგენილება. მე-2 ნაწილის თანახმად კი, 2015 წლის 1 იანვრამდე, მშენებლობის ნებართვის მაძიებელი სუბიექტების მიმართ, რომლებმაც საკუთრების უფლება მოიპოვეს ამ წესის ამოქმედების შემდეგ, მშენებლობის ნებართვის გაცემისას გამოყენებულ იქნას ეს წესი.
ვინაიდან, ბე---------–---–ს 2016 წლის 16 თებერვლის №------- განცხადებით უარი ეთქვა ძველ,2014 წლის 13 ივნისს გაცემულ მშენებლობის ნებართვაზე და დაკარგა აღნიშნული აქტის მიმართ იურიდიული ინტერესი, შესაბამისად აქტი გამოცხადდა ძალადაკარგულად და მის მიმართ შეწყდა თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს 2011 წლის 11 მარტის №70 დადგენილებით გათვალისწინებული სამართლებრივი რეგულირება.
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიას მშენებლობის ნებართვის გაცემაზე თავიდან მიმართა ბე----------–---–მა 2017 წლის 13 ოქტომბრის №-------- განცხადებით, შესაბამისად განცხადება განხილულ იქნა ,,რუსთავის ტერიტორიული გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ’’ თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს 2014 წლის 25 ივნისის №--- დადგენილებით, რომელიც ძალაშია ამ დადგენილების 34-ე მუხლის თანახმად, 2015 წლის 1 იანვრიდან ძალადაკარგულად გამოცხადდა ,,თვითმმართველი ქალაქი რუსთავის ტერიტორიული გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ’’ თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს 2011 წლის 11 მარტის №70 დადგენილება (რომლითაც გაცემული იყო ძველი მშენებლობის ნებართვა(2014 წლის 13 ივნისის №---- ბრძანება).
იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოსარჩელემ 2016 წლის 16 თებერვლის 5------ განცხადებით უარი თქვა მშენებლობის ნებართვაზე და დაკარგა კანონიერი ინტერესი, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიამ 2016 წლის 23 თებერვლის №--- ბრძანებით ძალადაკარგულად გამოაცხადა ბე---------–---–-ს სახელზე მშენებლობის სანებართვო მოწმობის ვადის გაგრძელების შესახებ’’ 2016 წლის 13 იანვრის №-- ბრძანება , რომლითაც შეწყდა 2014 წლის 13 ივნისს გაცემული მშენებლობის ნებართვის მოქმედების ვადა.
ვინაიდან არ არსებობს ზემოთ აღნიშნული მოთხოვნების დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები, ასევე ,,რუსთავის ტერიტორიული გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ’’ თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს 2014 წლის 25 ივნისის №--- დადგენილებით შეუძლებელია სატრანსპორტო ზონა 1-ისათვის კანონით დადგენილი გამოყენების (ქუჩები ( მათ შორის ტროტუარები), მოედნები, ღია ავტოსადგომები, სარკინიგზო ხაზები და მატარებლების სადგომი ტერიტორიები (დეპოები)) გარდა, სხვანაირად ათვისება. შესაბამისად მოსარჩელის მესამე მოთხოვნა მოკლებულია სამართლებრივ დასაბუთებას და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
7.8 ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 პრიმა მუხლით, რომლის პირველი მუხლის ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა და გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მათი გამოცემის სამართლებრივ საფუძველს და წინააღმდეგობაში არ არის საკითხის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან.
7.9 სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში ადგილი არა ჰქონია მითითებული ნორმის მოთხოვნათა დარღვევას:
-საქართველოს ორგანული კანონის ადგილობრივი თვითმართველობის კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად: მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება წარმოადგენს საკრებულოს ნორმატიულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს.
-,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის’’ მეორე მუხლის პირველი ნაწილის ,,ე’’ პუნქტის თანახმად: ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საკანონმდებლო აქტის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც შეიცავს მისი მუდმივი ან დროებითი და მრავალჯერადი გამოყენების ქცევის ზოგად წესს’’
-,, ნორმატიული აქტების შესახებ ’’- საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად: კოლეგიური ორგანოს ნორმატიული აქტის მომზადებისა და მიღების (გამოცემის) წესები განისაზღვრება ამ კანონით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VII თავით და სხვა საკანონმდებლო აქტებით.
-საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 103-ე მუხლის თანახმად: ,, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, კოლეგიურ ორგანოში ადმინისტრაციული წარმოება მიმდინარეობს ამ კოდექსის VI თავით დადგენილი წესის შესაბამისად და ამ თავში აღნიშნული დებულებების გათვალისწინებით.
-,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის’’ 106-ე ორი პრიმა მუხლის ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტი უნდა გამოქვეყნდეს ამ კოდექსის 55-ე და 56-ე მუხლებით გათვალისწინებული წესების შესაბამისად ან კოლეგიური ადმინისტრაციული ორგანოს ვებგვერდზე.’’
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 55-ე მუხლის გათვალისწინებით:
ინდივიდუალური ადმინისტრაციული- სამართლებრივი აქტი გამოქვეყნდება კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში. თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტი ეხება 50-ზე მეტ პირს, მისი ოფიციალური გაცნობა შეიძლება შეიცვალოს გამოქვეყნებით.
-,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის’’ 57-ე მუხლის დანაწესით: ,,საჯაროდ გამოცხადება ნიშნავს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ადმინისტრაციულ ორგანოში ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე, ღიად განთავსებას. აუცილებლობის შემთხვევაში ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი საჯაროდ გამოცხადება აგრეთვე სხვა საჯარო ადგილას’’
-საქართველოს ორგანული კანონის ,, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის’’ 61-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი წინადადების შესაბამისად: ,,მუნიციპალიტეტის საკრებულოს ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტია საკრებულოს დადგენილება’’, ხოლო ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, მუნიციპალიტეტის საკრებულო ნორმატიულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს იღებს საკრებულოს სხდომაზე.
7.10 მოსარჩელის მიერ გასაჩივრებული თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს 2014 წლის 20 იანვრის №--- დადგენილება და თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს 2014 წლის 25 ივნისის №--- დადგენილება მიღებულია ,,სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლოის საფუძვლის შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად, ამასთან დაცულია მისი მიღების და კანონით გათვალისწინებულ წესები:
2013 წელს USAID-ის პროგრამის ,,დემოკრატიული მმართველობა საქართველოში’’ მიზანს წარმოადგენდა ხელისუფლების ყველა დონეზე გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულებისა და ინსტიტუციური ეფექტიანობის გაუმჯობესება. ასევე, მიზნად ისახავდა მოქალაქეთათვის გაუმჯობესებული სერვისის მიწოდებას, სამთავრობო უწყებების, დაინტერესებულ მხარეების, სამოქალაქო საზოგადოების და მოქალაქეთა შორის კომუნიკაციის გაუმჯობესებას.
მოქალაქეთა ჩართულობით განხორცილდა რუსთავის ურბანული განვითარების სტრატეგიულ გეგმაზე მუშაობა, რომლის მიზანს წარმოადგენდა: ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის შემუშავებისთვის კონცეფცუალური საფუძვლების შექმნა; ქალაქის ოპტიმალური ეფექტიანი საზოგადოების მოთხოვნილებებისა და მისწრაფებების შესაბამისი ურბანული განვითარების მოდელის წინაპირობის შემუშავება; ქალაქთმშენებლობის დაგეგმარების პროცესში საჯაროობის ხელმისაწვდომობის და ჩართულობის პრინციპების დანერგვა.
აღნიშნული კანონპროექტის შემუშავებაში ჩართული იყო არამარტო ქალაქ რუსთავის მერია, მერიის სამსახურები და საკრებულო, არამედ დაინტერესებული მხარეები-მოქალაქეები. გათვალისწინებული იქნა მათი ძირითადი ხედვები და ამოცანები. ამან ყელაფერმა ასახვა ჰპოვა რუსთავის ურბანული დაგეგმარების სტრატეგიულ გეგმასა და სოციალურ-ეკონომიკური განვითარების გეგმაში.
ამ მიზნით სამუშაოები დაყოფილ იქნა ოთხ ძირითად ეტაპად: თვითმმართველი ქალაქი რუსთავის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის გეგმარებითი დავალების შემუშავებისათვის წინასაპროექტო კვლევა; რუსთავის საკრებულოს მიერ დამტკიცებული მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის გეგმარებითი დავალება; თვითმმართველი ქალაქი რუსთავის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა; თვითმმართველი ქალაქი რუსთავის კონკრეტული უფლებრივი ზონირების რუკა;
ყოველივე ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს კანონის, სივრცითი მოწყობისა და ქალაქმშნებლობის საფუძვლების შესახებ, საქართველოს დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების’’,,, თვითმმართველი ქალაქი რუსთავის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესის’’ გათვალისწინებით საქართველოს მასშტაბით მოხდა დასახლებათა ტერიტორიებისათვის ქალაქმშენებლობითი რეგულირების სამართლებრივ ურთიერთობების მოწესრიგება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს გასაჩივრებული ნორმატიული აქტების ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 პრიმა მუხლით გათვალისწინებული ბათილად ცნობის საფუძვლები.
ამასთან მოსარჩელე ვერ უთითებს რომელ კანონს ეწინააღმდეგება გასაჩივრებული აქტები, ან მომზადების და გამოცემის პროცესში რა ფუნდამენტური წესები დაარღვია ადმინისტრაციულმა ორგანომ. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის განმარტებას, რომ მას არ მიუღია მონაწილეობა პროექტის განხილვაში, ვინაიდან გასაჩივრებული ნორმატიული აქტების პროექტებზე მიმდინარეობდა საჯარო განხილვები და ჩართული იყო, როგორც ადმინისტრაციული ორგანოები, ასევე ქალაქ რუსთავის მოსახლეობა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა პალატის 2017 წ. 25 მაისი, საქმე №ბს-815-807(კ-16) გადაწყვეტილებაში საკასაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ნორმების უმნიშვნელოვანეს თავისებურებას წამოადგენს ის, რომ მათი შემოღება ხშირად თავად აღმასრულებელი ხელისუფლების სუბიექტების მიერ, სახელმწიფო-მმართველობითი საქმიანობის პროცესში და მისი მიზნების მისაღწევად ხორციელდება. მოქმედი კანონმდებლობით შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოებისათვის სამართლებრივი ნორმების დამოუკიდებელი გამოცემის, ადმინისტრაციული ნორმაშემოქმედების უფლებამოსილების მინიჭება არის ნებისმიერი ადმინისტრაციული ორგანოს კომპეტენციის უმნიშვნელოვანესი ელემენტი. მოთხოვნილება ეფექტურ მმართველობაში ობიექტურად განაპირობებს მის აღჭურვას ნორმის დამდგენი უფლებამოსილებებით. ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღების (გამოცემის) უფლებამოსილება თავისი არსით არის კანონმდებლის მიერ აღმასრულებელი ხელისუფლებისათვის გადაცემული სამართალშემოქმედების უფლებამოსილება. ნებისმიერი სამართლებრივი ნორმა, მათ შორის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ნორმა, წარმოადგენს სამართალშემოქმედებით აქტს. ამასთანავე, რადგან აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების ძირითად ფუნქციას წარმოადგენს სამართალშეფარდებითი საქმიანობა, მათი ნორმაშემოქმედებითი ხასიათის საქმიანობა იმავე მიზანს ისახავს. ვინაიდან აღმასრულებელი ხელისუფლების ძირითადი ფუნქცია სამართალგამოყენებითი, ნორმაშემოქმედებითი საქმიანობა, ადმინისტრაციული ორგანოების ნორმაშემოქმედებითი ხასიათის საქმიანობა მხოლოდ ამ მიზანს ემსახურება და ამ ფუნქციით არის დეტერმინირებული.
ამდენად, კანონქვემდებარე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ორგანოები სამართალგამოყენების ანუ აღსრულების მიზანს ემსახურება, რის გამოც, მოქმედი კანონმდებლის მიხედვით, აღმასრულებელი ორგანოს ნორმატიული აქტები გამოიცემა კანონის აღსრულების მიზნით, ანუ ისინი კანონქვემდებარე აქტებია. მიუხედავად იმისა, რომ საკანონმდებლო აქტით სათანადოდ ვერ იქნა უზრუნველყოფილი ყველა სამართლებრივი ურთიერთობის მოწესრიგება, ადმინისტრაციული ნორმაშემოქმედება ვერ იქნება უსაზღვრო, აღმასრულებელი ხელისუფლება ვერ იქცევა საკანონმდებლო პროცესის შემადგენელ ნაწილად და ვერ შეცვლის მას, მით უფრო როდესაც რეგულირება სცდება შიდასისტემურ რეგულაციას, აღმასრულებელი ხელისუფლების შიდა ორგანიზაციას და ეხება მოქალაქის უფლებას. ,, ნორმატიული აქტების შესახებ’’ კანონის მე-18 მუხლის შესაბამისად, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის მიღება შეიძლება მხოლოდ საკანონმდებლო აქტის შესასრულებლად და იმ შემთვევაში, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული საკანონმდებლო აქტით. სასამართლოს წყაროთა იერარქიაში ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები იურიდიული ძალის მიხედვით ექვემდებარებიან კანონს, კანონს აქვს უპირატესი ძალა კანონქვემდებარე აქტების მიმართ. კანონის უზენაესობის პრინციპი ვრცელდება მართვის ორგანოების როგორც მიმდინარე საქმიანობაზე, ისე ნორმაშემოქმედებით საქმიანობაზე. კანონს აქვს უპირატესი იურიდიული ძალა, თუ ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობა არღვევს კანონს ან მის მიერ გამოცემული აქტის ეწინააღმდეგება კანონს, მოქმედებს კანონი. ნორმატიული აქტის იერარქიის განმსაზღვრელი ,,ნორმატიული აქტების შესახებ’’ კანონის მე-7 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, სახელმწიფოს კანონქვემდებარე აქტებს აქვთ უპირატესი იურიდიული ძალა სახელმწიფოს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მიმართ. ამავე მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის მიღება (გამოცემა) შეიძლება მიმღები (გამომცემი)ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ მისი კომპეტენციის ფარგლებში, მხოლოდ საკანონმდებლო აქტის შესასრულებლად და იმ შემთხვევაში, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული საკანონმდებლო აქტით. კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტში მითითებული უნდა იყოს, თუ რომელი საკანონმდებლო აქტის საფუძველზე და რომლის შესასრულებლად იქნა იგი მიღებული (გამოცემული). ამდენად, შეიძლება ითქვას, რომ ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი დელეგირებული სამართალშემოქმედების, კანონმდებლობის დეკონცენტრაციის, მისი დივერსიფიკაციის გამოვლინებაა. დელეგირებული კანონშემოქმედების სახელმწიფოებრივ-სამართლებრივი აზრი სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ კანონების მოთხოვნათა დაცვით რეგულირების ამოცანების შესრულებაში ჩართული იქნეს აღმასრულებელი ხელისუფლების სპეციალური შესაძლებლობანი და მისი სპეციალიზირებული პროფესიული ცოდნა. დელეგირება უზრუნველყოფს კონკრეტული სფეროს რეგულირების საგნობრივ ურთიერთკავშირს, რომელიც განაწილებულია კანონით განსაზღვრულ მასშტაბსა და ნორმატიულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს შორის. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კანონქვემდებარე აქტის მთავარი ფუნქციაა- საკანონმდებლო აქტის ეფექტური აღსრულების უზრუნველყოფაა.
დავის გადაწყვეტა გულისხმობს ნორმებს შორის კოლიზიის გადაჭრას, სადავო სამართალურთიერთობის მიმართ სათანადო ნორმატიული აქტის გამოყენების და სხვა საწინააღმდეგო ნორმატიული აქტის გამოყენებაზე უარის თქმის საკითხის გადაწყვეტას. სასამართლოს მიერ დავის გადაწყვეტისას სასამართლო უფლებამოსილია ნაკლები იურიდიული ძალის მქონე ნორმატიული აქტის იერარქიულად უფრო მაღალი დონის ნორმატიული აქტისადმი შესაბამისობის საკითხი გადაწყვიტოს მხოლოდ მოცემულ საქმესთან დაკავშირებით და ასეთი შეუსაბამობის დადგენის შემთხვევაში უარი თქვას ნორმატიული აქტის გამოყენებაზე, მისი ფორმალური გაუქმების გარეშე (ინციდენტური კონტროლი). ამასთანავე, ის ნორმატიული აქტი, რომელიც შეუსაბამობის გამო არ იქნა გამოყენებული სასამართლოს მიერ, ავტომატურად არ კარგავს ძალას და აგრძელებს მოქმედებას. სსკ-ის მე-6 მუხლის მე-3 ნაწილის დანაწესის თანახმად, თუ საქმის განმხილველი სასამართლოს აზრით კანონს არ შეესაბამება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი, სასამართლო გამოიტანს გადაწყვეტილებას კანონის მიხედვით.
,,ნორმატიული აქტების შესახებ ’’ საქართველოს კანონი განსაზღვრავს ნორმატიული აქტების სახეებს, მათ იერარქიას, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების ადგილს საქართველოს ნორმატიულ აქტთა სისტემაში, ნორმატიული აქტების მომზადების, მიღების (გამოცემის), გამოქვეყნების, მოქმედების, აღრიცხვისა და სისტემატიზაციის ზოგად წესებს. ამ კანონის მე-2 მუხლის მესამე პუნქტის თანახმად:,, ნორმატიული აქტი არის უფლებამოსილი სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოს მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიღებული სამართლებრივი აქტი, რომელიც შეიცავს მისი მუდმივი ან დროებითი და მრავალჯერადი გამოყენების ქცევის ზოგად წესს. ხოლო მესამე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად: საქართველოს ნორმატიული აქტი მოქმედებს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, თუ თვით ამ ნორმატიული აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი და სავალდებულოა შესასრულებლად.’’
,,ნორმატიული აქტები შესახებ’’ კანონის მე-18 მუხლის შესაბამისად: ,, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის მიღება შეიძლება მხოლოდ საკანონმდებლო აქტის შესასრულებლად და იმ შემთხვევაში, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული საკანონმდებლო აქტით. კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტში მითითებული უნდა იყოს , თუ რომელი საკანონმდებლო აქტის საფუძველზე და რომლის შესასრულებლად იქნა იგი მიღებული .’’ ნორმატიული აქტის იერარქიის განმსაზღვრელი ,,ნორმატიული აქტების შესახებ’’ კანონის მე-7 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად: ,,სახელმწიფოს საკანონმდელო აქტებს აქვთ უპირატესი იურიდიული ძალა სახელმწიფოს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მიმართ.’’ ამავე მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად: ,,თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის მიღება შეიძლება მიმღები ორგანოს მიერ მისი კომპეტენციის ფარგლებში, მხოლოდ საკანონმდებლო აქტის შესასრულებლად და იმ შემთხვევაში, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული საკანონმდებლო აქტით.’’
,,სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ’’; საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად:,, მუნიციპალიტეტის სივრცით- ტერიტორიული დაგეგმვის მიზნებს დაინტერესებულ უწყებებთან შეთანხმებით აყალიბებს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო.’’ ამავე მუხლის მეხუთე და მეექვსე პუნქტებით: ,,მუნიციპალიტეტის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის განხორციელებას უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო. მუნიციპალიტეტის სივრცით-ტერიტორიულ დაგეგმვას ახორციელებს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო თავად ან/და ფიზიკურ, კერძო და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებზე შესაბამისი დაკვეთის გაცემის საფუძველზე.’’ ამავე კანონის 21 -ე მუხლის შესაბამისად: ’’ მუნიციპალიტეტის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის საჯაროობას და დაინტერესებულ სახელმწიფო უწყებებთან კოორდინაციას უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო.’’ მუნიციპალიტეტის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტებს ამტკიცებს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანო იმავე მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს წარდგენით და დაგეგმვის უფლებამოსილების მქონე საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამის უწყებებთან შეთანხმების საფუძველზე.’’ მუნიციპალიტეტის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტების შესრულებაზე ზედამხედველობა ხორციელდება მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ განსაზღვრული წესით. მუნიციპალიტეტის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტებში ცვლილებები და დამატებები შეიტანება ამ დოკუმენტების შემუშავებისათვის დადგენილი პროცედურის დაცვით.’’ ,,სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად: ,, დასახლების მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმას ადგილობრივი თვითმართველობის აღმასრულებელი ორგანოს წარდგინებით ამტკიცებს საკრებულო. სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტების შესრულებაზე ზედამხედველობას ახორციელებს შესაბამისი ადგილობრივი მმართველობის ორგანოს უფლებამოსილი სამსახური. სივრცით- ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტებში ცვლილებები და დამატებები შეიტანება დაგეგმვის დოკუმენტების შემუშავებისათვის დადგენილი პროცედურის დაცვით.’’ ამავე კანონის 31-ე მუხლის შესაბამისად: სპეციალურ შეთანხმებას გასცემს შესაბამისი ადგილობრივი თვითმართველობის ორგანო. სპეციალური შეთანხმების გაცემის წესი დგინდება ,,განაშენიანების ძირითადი დებულებებითა’’ და ,, განაშენიანების რეგულირების წესებით.’’
თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს 2014 წლის 20 იანვრის ,,თვითმმართველი ქალაქი რუსთავის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ;; №--- დადგენილება მიღებულია - ,,ადგილობრივი თვითმართველობის შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ს’’ ქვეპუნქტის და ,,სივრცითი მოწყობისა და ქალაქმშენებლობის საფუძვლების შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად. დადგენილებაში განმარტებულია: ქ. რუსთავის მდგრადი ურბანული განვითარებისათვის აუცილებელია თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი ახალი თაობის ქალაქმშენებლობითი დოკუმენტების არსებობა, აქედან გამომდინარე უპირველეს მიზანს წარმოადგენს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად შემუშავებული და დამტკიცებული ქ. რუსთავის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა, რომელიც შეასრულებს ქალაქის ურბანული განვითარებისა და მმართველობისათვის ძირითადი დოკუმენტის დანიშნულებას.’’ სწორედ ამ დადგენილებაშია ასახული რა მიზანს ემსახურებოდა გასაჩივრებული დადგენილებების მიღება და აღნიშნულმა ის სამართლებრივი გზები და ადმინისტრაციული წარმოების ეტაპები რაც გაიარა აღნიშნულმა დადგენილებებმა მათ მიღებამდე, შესაბამისად არ არსებობს საფუძველი მათი ნაწილობრივ ბათილად ცნობისა, რადგან დაცულია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 პრიმა მუხლის მოთხოვნები.
თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს 2014 წლის 25 ივნისის ,,ქალაქ რუსთავის ტერიტორიული გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ’’ №--- დადგენილების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად: ,,ქალაქ რუსთავის დაგეგმარების დოკუმენტების მონიტორინგისა და განახლების ,ასევე ქალაქ რუსთავის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ეფექტიანი მართვის მიზნით საკრებულოს გადაწყვეტილებით იქმნება უფლებამოსილი სამსახური, რომელიც წარმოადგენს თვითმმართველი ქალაქი რუსთავის სტრუქტურულ ერთეულს’’. ხოლო მეორე პუნქტით განსაზღვრულია სამსახურის კომპეტენციათა სფერო, კერძოდ:,, მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის მონიტორინგი და საჭიროების შემთხვევაში მისი განახლებისათვის აუცილებელი საკითხების განსახილველად მომზადება; განაშენიანების რეგულირების გეგმების განხილვა და დასამტკიცებლად წარდგენა; ,,ქალაქ რუსთავის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების ’’აღსრულების მონიტორინგი და პრობლემური საკითხების განსახილველად მომზადება; მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების განხილვა და დამტკიცება; ამავე დებულების მე-4 მუხლის , რომელიც არეგულირებს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭოს უფლებებს და მოვალეობებს, პირველი პუნქტით დადგენილია: ,,ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების შემდგომი დახვეწისა და ეფექტური ფუნქციონირების მიზნით, ადგილობრივი თვითმართველობის აღმასრულებელ ორგანოსთან და მისი გადაწყვეტილებით იქმნება სათათბირო ორგანო- ,,ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭო’’. სწორედ საბჭოს კომპეტენციის სფეროს განეკუთვნება :ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხებზე, მათ შორის სპეციალური ზონალური შეთანხმებისათვის , შესაბამისი დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადება, კონსულტაციების გაწევა; ქალაქმშენებლობითი დოკუმენტების გეგმარებითი დავალებების გაცემისათვის შესაბამისი დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადება, კონსულტაციების გაწევა; მიწათსარგებლობის უფლებრივი ზონირების რუკების დამტკიცებისათვის შესაბამისი დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადება, კონსულტაციების გაწევა. ქალაქმშენებლობითი დოკუმენტების ან მათი ნაწილების დამტკიცებისათვის შესაბამისი დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადება, კონსულტაციების გაწევა.; სპეციალური ზონალური შეთანხმებისათვის მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოს გადაწყვეტილების პროექტის მომზადება’’. ხოლო მესამე და მეოთხე პუნქტში მითითებული: საბჭოს ფუნქცია და უფლება-მოვალეობები განსაზღვრება დებულებით, რომელსაც ამტკიცებს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერი.’’ ამავე დადგენილების მე-6 მუხლით , რომელიც განსაზღვრავს არსებული ზონირების ცვლილებების პირობებს, მითითებულია:,, არსებული ზონების ცვლილება წარმოადგენს ცვლილებას ქალაქ რუსთავის დაგეგმარების დოკუმენტებში და შესაბამისად საჭიროებს იგივე პროცედურების გავლას, რაც კანონმდებლობით მათი დამტკიცებისთვის არის დადგენილი.’’ ხოლო მე-7 მუხლის შესაბამისად: ,,სპეციალური (ზონალური) შეთანხმება ითვალისწინებს კონკრეტული მიწის ნაკვეთისათვის განსაზღვრული კოეფიციენტის მნიშვნელობის გაზრდას. სპეციალური შეთანხმების მისაღებად მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანო მოთხოვნას თანდართულ საბუთებთან ერთად აგზავნის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში, რომლიც სხვა ადმინისტრაციული ორგანოებისთვის განსაზღვრული წესით იღებს გადაწყვეტილებას სპეციალური (ზონალური) შეთანხმების შესახებ და უგზავნის მას მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით ორგანოს.’’ თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს 2014 წლის 25 ივნისის ,,ქალაქ რუსთავის ტერიტორიული გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ’’ №--- დადგენილების მე-8 მუხლის თანახმად: ,, მიწის ნაკვეთებს და შენობა - ნაგებობებს, რომლებიც არ შეესაბამებიან ამ წესების მოთხოვნებს, ენიჭებათ შეუსაბამო მიწის ნაკვეთების და შენობა-ნაგებობების სტატუსი, რომელსაც ანიჭებს ადგილობრივი თვითმართველობის აღმასრულებელი ორგანო.’’
მოსარჩელის მიწის ნაკვეთს მიენიჭა სატრანსპორტო ზონა, თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს 2014 წლის 25 ივნისის ,,ქალაქ რუსთავის ტერიტორიული გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ’’ №--- დადგენილებით. ამასთან სატრანსპორტო ზონის ცვლილებასთან დაკავშირებით, მოქალაქეს შეუძლია მიმართოს ,,ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭოს.’’ ეს უფლება მოსარჩელის მიერ არ ყოფილა გამოყენებული.
სწორედ თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს 2014 წლის 25 ივნისის ,,ქალაქ რუსთავის ტერიტორიული გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ’’ №--- დადგენილების შესაბამისად და აღსრულების მიზნით შეიქმნა 2015 წლის 24 ივლისის ,,ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საბჭო’’ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს №103 დადგენილებით, რომელიც თავის მუშაობას წარმართავს მოქმედი ნორმატიული აქტების, მათ შორის საქართველოს კანონის ,,სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის №59 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის ,,დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების’’ წინადადებების დებულების საფუძველზე. სწორედ ამ დადგენილების მე-14 მუხლის შესაბამისად: ,,არსებული ზონების ცვლილება წარმოადგენს ცვლილებას ქალაქთმშენებლობით დოკუმენტებში და შესაბამისად საჭიროებს იმავე პროცედურების გავლას, რაც ,,დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებებით’’ მათი დამტკიცებისთვის არის დადგენილი. ამავე დებულების მე-16 მუხლის დანაწესის თანახმად: დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების შემდგომი დახვეწისა და ეფექტური ფუნქციონირების მიზნით, ადგილობრივი თვითმართველობის აღმასრულებელ ორგანოსთან და მისი გადაწყვეტილებით შესაძლებელია, შეიქმნას სათათბირო ორგანო-,,დასახლებათა ტერიტორიების გამოყენების ა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭო (შემდგომში- საბჭო), მხოლოდ ამ საბჭოს კომპეტენციის სფეროს შეიძლება განეკუთვნებოდეს: ,,მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოებისთვის დასახლებათა ტერიტორიებისთვის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხებში რეგულირებული მოხსენებების მომზადება და კონსულტაციების გაწევა; ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტების შემუშავების, განხილვისა და დამტკიცების პროცესების საჯაროობის მიზნით, საზოგადოებრივი ინფორმირების სამუშაოებისა და განხილვების ორგანიზება მუნიციპალიტეტის გამგეობის (მერიის) შესაბამის სამსახურთან ერთად; დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხების თაობაზე წინადადებების, შენიშვნების და საჩივრების განხილვა; ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტების გეგმარებითი დავალებების გაცემის თაობაზე მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოების გადაწყვეტილებათა მომზადება; მიწათსარგებლობის უფლებრივი ზონირების რუკების დამტკიცებისათვის საკრებულოების გადაწყვეტილებათა პროექტების მომზადება მუნიციპალიტეტის გამგეობის (მერიის) შესაბამის სამსახურთან ერთად; ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტების ან მათი ნაწილების დამტკიცების თაობაზე მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოების გადაწყვეტილებების ან/და დასკვნების პროექტების მომზადება;’’ ხოლო მესამე და მეოთხე პუნქტის შესაბამისად; საბჭოს არსებობის შემთხვევაში, მისი ფუნქცია და უფლება-მოვალეობები განისაზღვრება დებულებით, რომელსაც ამტკიცებს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანო. საბჭოს შემადგენლობას ამტკიცებს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო.’’ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის ტექნიკური რეგლამენტის -დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების დამტკიცების თაობაზე №59 დადგენილების მე-17 მუხლის მესამე პუნქტის შესაბამისად:’’ ქვეყნის დანარჩენ ტერიტორიაზე სპეციალური შეთანხმების მისაღებად ადგილობრივი თვითმართველობის შესაბამისი ორგანო, დადგენილი წესით, სხვა საბუთებთან ერთად აგზავნის მოთხოვნას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში, რომელიც სხვა ადმინისტრაციული ორგანოებისათვის განსაზღვრული წესით იღებს გადაწყვეტილებას სპეციალური (ზონალური) შეთანხმების შესახებ და უგზავნის მას ადგილობრივი თვითმართველობის შესაბამის ორგანოს.
7.11 საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო(ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, ან უკანონოდ ზღუდავს მას.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება, ხოლო მოსარჩელის მიერ სასამართლოში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3 მუხლის შესაბამისად ვერ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ სადაო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის შემთხვევაში ადგილი ჰქონდა კანონით დადგენილი ისეთი პროცედურული ნორმების არსებით დარღვევას, რომლის არარსებობის შემთხვევაშიც ზემოაღნიშნულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
7.12 ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბე---------–---–-ს სარჩელი უსაფუძვლოა, რადგან ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას, გასაჩივრებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებულ სამართლებრივ ნორმებთან, რის გამოც სასარჩელო მოთხოვნა უსაფუძვლოა და იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს. შესაბამისად დაუსაბუთებელია მოთხოვნაც, მოპასუხე მხარეზე - ქალაქი რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიისათვის მშენებლობის ნებართვის გაცემის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების ნაწილშიც, რის გამოც სარჩელს სრულად უნდა ეთქვას უარი.
8. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
ამრიგად, ვინაიდან მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა და სახელმწიფო ბიუჯეტში უნდა დარჩეს მის მიერ გადახდილი თანხა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-10, 22-ე, 23-ე, 32-ე მუხლებით და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8 მუხლით, 243-244-ე, 248-249-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ბე---------–---–-ს სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
2. სახელმწიფო ბაჟი დარჩეს უცვლელი;
3.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის ქ. №7ა) სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, რუსთავის საქალაქო სასამართლოს (მდებარე ქ. რუსთავი, ბოსტან-ქალაქის ქ. №6) მეშვეობით.
მოსამართლე: ნინო ონიანი