განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2581316-1/319-18წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
05 სექტემბერი, 2018 წელი ქ. ახალციხე
ახალციხის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - შალვა მჭედლიშვილი
სხდომის მდივანი - ქეთევან ინასარიძე
ბრალდების მხარე: პროკურორი – გ------------–---–---–-
დაცვის მხარე: ბრალდებული – ვ-–------------------------------------ , დაბადებული 1--- წლის 0- ა-----–-, პ/ნ (1----------) საქართველოს მოქალაქე, რეგისტრირებული და მცხოვრები ბ----------, სოფელი ა----------
ადვოკატი- კ----------------
თარჯიმანი-ლ---------------
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 303-ე მუხლის პირველი ნაწილით
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა: 2017 წლის 1------------ ახალციხის რაიონული სასამართლოს დადგენილებით ვ-–------------------ს ადმინისტრაციული სახდელი დაედო საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 66-ე მუხლის მე-2 ნაწილით. 2018 წლის 14 მაისს, ბ----------ს სატყეო უბნის ბ----------ს სატყეო № 4- კვარტალში, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 66-ე მუხლის მე–2 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებულმა ვ-–------------------მა უკანონოდ გაჩეხა 1.46 მეტრი კუბი წიფელის ჯიშის ხე-ბუჩქნარი, რითაც სახელმწიფოს მიადგა 138,70 ლარის ოდენობის ზიანი.
მტკიცებულებები, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნა:
მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული არც ერთი მტკიცებულება სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.
პრეიუდიციად მიჩნეულ მტკიცებულებებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები:
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ვ-–-------------------მა ჩაიდინა ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 66-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
აღნიშნული დანაშაულის ჩადენა დასტურდება შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობით:
ზ----------------მ გამოკითხვისას განმარტა, რომ მუშაობს სატყეო სამსახურის სისტემაში სხვადასხვა პოზიციებზე, 2018 წლის პირველი მარტიდან მუშაობს ბ----------ს სატყეო უბნის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად. 2018 წლის 14 მაისს მორიგი შემოვლის დროს ბ----------ს სატყეო უბნის N 4--ე კვარტალში აღმოაჩინა უკანონო ხე-ტყის ჭრისა და ტრანსპორტირების ფაქტი. მითითებულ N4--ე კვარტალში აღმოაჩინა ორი ძირი უკანონოდ მოჭრილი მეორე ხარისხის ფოთლოვანი ჯიშის (წიფელი) ჭრის ფაქტი. როდესაც მივიდა პირველ მოჭრილ ძირკვთან აღმოაჩინა, რომ უკვე მოჭრილი ხე დაჭრილი იყო შეშის ზომებზე და გატანილი იყო ადგილიდან სატვირთო ა/მანქანით, რის შემდეგაც მიყვა ა/მანქანის კვალს და დაახლოებით 70 მეტრში აღმოაჩინა ა/მანქანა ზილ 131-ი სახელმწიფო ნომრით S------, რომელის ძარაზეც დატვირთული იყო ასევე მეორე ძირი ხე, რომელიც დაჭრილი იყო დაახლოებით 70 სმ–ზე. აღნიშნულის შემდეგ მე გააჩერა მითითებული სატვირთო ა/მანქანის მძღოლი და მოთხოვა ხე-ტყის დამზადების დოკუმენტები, რაც მან ვერ წარმოუიდგინა, ამის შემდგომ მან ასევე მოთხოვა მძღოლს მისი ვინაობის დამადასტურებელი დოკუმენტები რათა, განუმარტა, რომ უნდა მოეხდინა მისი ადმინისტრაციული წესით დაჯარიმება. მძღოლი აღმოჩნდა ბ----------ს რაიონის სოფელ ა---------ში მცხოვრები ვ-–------------------ი, რომელსაც მის მიერ შეედგინა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი 66-ე მუხლის პირველი ნაწილით და 1282-ე მუხლის მე–4 ნაწილით, რის შემდგომაც აღნიშნული ა/მანქანა გადაყვალილი იქნა სოფელ ა----------ს ტერიტორიაზე ვ-–------------------ის საცხოვრებელი სახლის ეზოში, სადაც მან ჩამოცალა ა/მანქანაზე დატვირთული საშეშე მერქანი და დაასაწყობა მისი საცხოვრებელი სახლის ეზოში. ხოლო ვინაიდან მას აღნიშნულ დროს თან არ ქონდა ე/წ ლუქი, რათა მის მიერ მომხდარიყო მითითებული ა/მანქანის დალუქვა, წავიდა სახლში დაბა წა------–- ლუქის ამოსატანად და როდესაც ამოიტანა ლუქი და მივიდა მანქანის დასაპლომბად, აღნიშნულ ა/მანქანას ჰქონდა სხვადასხვა სავალი ნაწილები მოხსნილი, რომელიც მის მიერ ვერ იქნა ნანახი აღნიშნულ ტერიტორიაზე, ამის შემდგომ მაინც დალუქა თავისი სამსახურებრივი ლუქით აღნიშნული ა/მანქანა, როგორ მდგომარეობაშიც იყო. ასევე ვ-–------------------ს მიღება ჩაბარების ოქმით მიაბარა აღნიშნული ა/მანქანა და მის ძარაზე დატვირთული შეშა, რომელიც ჩამოცლილია მისივე საცხოვრებელი სახლის ეზოში.
იხ. ს.ფ.28-30;
ვ-–------------------ის ჩვენება, რომლის მიხედვით: 2018 წლის 14 მაისს იმყოფებოდა სახლში და ა/მანქანაზე აკეთებდა სავალ ნაწილებს, რადგან სახლში უნდოდა შეშის მოტანა, როდესაც მორჩა მანქანის გაკეთებას დაახლოებით იქნებოდა დღის მეორე ნახევარი, ზუსტი დრო არ ახსოვს, წავიდა ტყეში შეშის მოსატანად, თუმცა როდესაც დააპირა ტყეში წასვლა ვერ იშოვა ხე-ტყის დამზადების დოკუმენტი და მაინც გადაწყვიტა საბუთის გარეშე წასვლა, რადგან ოჯახში ყავს მოხუცი (პენსიონერი) დედა, რომელსაც ვერ ამყოფებდა სიცივეში, სახლიდან წავიდა მარტო თავისი ა/მანქანით, რომლის მართვის უფლებაც ქონდა. სახლიდან ბ----------ს მიმართულებით დაახლოებით 6 კილომეტრის გავლის შემდგომ ტყის მასივში მოჭრა ერთი ძირი ფოთლოვანი ჯიშის (წიფლის) ხე, რომელიც დაჭერა დაახლოებით 60-70 სმ–ზე და დატვირთა თავის ა/მანქანის ძარაზე, რის შემდგომაც გაიარა ავტომობილით დაახლოებით 70 მეტრი და მოჭრა მეორე ძირი წიფლის ხე, რომელიც ასევე დაჭერა 60–70 სმ–ზე და ისიც დატვირთა თავის ა/მანქანის ძარაზე, რომლითაც გაიარა გარკვეული მანძილი, რა დროსაც გააჩერა ბ----------ს სატყეოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა ზ----------------მ, რომელმაც მოთხოვა აღნიშნული ხე–ტყის წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტი, რაც ვერ წარუდგინა, რადგან არ ქონდა. ამის შემდგომ მან მოთხოვა პირადობის დამადასტურებელო მოწმობა, რადგან უნდა დაეწერა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, მისცა თავის პირადობის მოწმობა, რის შემდგომაც ზ----------------მ შეადგინა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი 66-ე მუხლის პირველი ნაწილით და 1282-ე მუხლის მე-4 ნაწილით, ამის შემდგომ ა/მანქანა მიიყვანეს თავის საცხოვრებელი სახლის ეზოში, რადგან ტყის მასივში ვერ დატოვდა დალუქულს, როდესაც სახლში მიიყვანეს ჩამოცალა ეზოში ძარაზე დატვირთული შეშა, რომელიც მიღება-ჩაბარების ოქმით ჩააბარა ზ----------------მ.
იხ. ს.ფ.34-36;
ზ---------–---ის ჩვენება, რომლის თანახმადაც - 2013 წლიდან მუშაობს სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს სამცხე ჯავახეთის სატყეო სამსახურში სხვადასხვა თანამდებობაზე, 2018 წლის მ------- თვიდან მუშაობს მეტყევე–სპეციალისტის თანამდებობაზე. წარმოდგენილი არის სატყეო დეპარტამენტის მიერ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე წარმომადგენლად. 2018 წლის 14 მაისს ბ----------ს სატყეო უბნის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის ზ---------------ის მიერ შეჩერებული იქნა ბ----------ს რაიონ სოფელ ა---------ში მცხოვრები ვ-–------------------ი, რომელსაც მის მართვის ქვეშ მყოფი ა/მანქანა Z------ სახნომრით S------·ის ძარაზე დატვირთული ჰქონდა ფოთლოვანი ჯიშის (წიფლის) ხე-ტყე, რომელიც დაჭრილი იყო 60-70 სმ-ზე, ვ-–-------------------მა ვერ წარმადგინა აღნიშნული ხე–ტყის წარმოშობის დოკუმენტები, რის შემდგომაც ზ---------------ის მიერ შეედგინა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი 66-ე მუხლის პირველი ნაწილით და 1282-ე მუხლის მე–4 ნაწილით, რის შემდგომაც დალუქულ იქნა ვ-–------------------ის ა/მანქანა, ხე–ტყე კი მიღება-ჩაბარების ოქმით მიბარდა ვ-–------------------ს. ზ---------------ის მიერ აზომილ იქნა ვ-–------------------ის მოჭრილი ორი ძირი წიფლის ხის ფესვის ყელის გადანაჭრელი, რომელის დიამეტრებია 37–40 სმ. მის მიერ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვრის №54 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის გარემოსათვის მიყენებული ზიანის განსაზღვრის მეთოდიკის მიხედვით მოხდა ზიანის გაანგარიშება, რამაც შეადგინა 138,70 (ასოცდათვრამეტი ლარი და სამოცდაათი თეთრი) ლარი.
იხ. ს.ფ.64-65;
ვ-–------------------მა სასამართლო სხდომაზე აღიარა ჩადენილი დანაშაული და ითხოვა პატიება.
ვ-–------------------ის მიერ ბრალდებით გათვალისწინებული დანაშაული ასევე დადასტურებულია საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, კერძოდ: შეტყობინება დანაშაულის შესახებ, გარემოდან შემოსული მასალები, ფორმა N1, მოწმეთა გამოძახების ოქმები, ეროვნულ სატყეო სააგენტოს დაზარალებულად ცნობის დადგენილება, კ--------–----ის უფლებების გამარტების ოქმი, კ--------–----ის დაზარალებულის სახით გამოკითხვის ოქმი, ვ-–------------------ის მოწმის სახით გამოკითხვის ოქმი, ვ-–------------------ის ექსპერიმენტის ოქმი და ხელწერილი, დადგენილება ვ-–------------------თან ექსპერიმენტის ჩატარების შესახებ, მოწმეთა ა---------------–---–-ს, ვ-–-----–-–---–-ს, ზ---------–---ის და ზ---------------ის გამოკითხვის ოქმები, ზ---------------ის ზიანის გაანგარიშება, მიმართვა ეროვნულ სატყეო სააგენტოს ზიანის გამოანგარიშებაზე და წარმომადგენლის გამოყოფაზე და შესაბამისი პასუხები თანდართული მასალებით, დადგენილება შემთხვევის ადგილის დათვალიერების შესახებ, ვ-–------------------ის ნასამართლობის ცნობა და ვ-–------------------ის ადმინისტრაციული შემოწმების ცნობა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები.
3. სამართლებრივი შეფასება:
სასამართლო დადასტურებულად თვლის, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებენ, რომ ვ-–------------------მა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 303-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ვ-–------------------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ბრალის აღიარება და ქმედების გულწრფელი მონანიება.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
5.სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ასაკის, ჯანმრთელობის, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის, დაზარალებულის პოზიციის და იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდებულმა აღიარა დანაშაული და მტკიცებულებები უდავო გახადა, სასამართლო მიიჩნევს, რომ ვ-–------------------ს საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის უნდა დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 01(ერთი) წლის ვადით, საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის გამოყენებით დანიშნული სასჯელი 01 წელი უნდა ჩაეთვალოს პირობით, საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუწესდეს 0- წელი, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ვ-–------------------ის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე, 259-ე, 260-ე, 271-ე, 272-ე, 277-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1.ვ-–------------------ი (პ/ნ 1----------) ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 303-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01(ერთი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის გამოყენებით დანიშნული სასჯელი 01(ერთი) წელი ჩაეთვალოს პირობით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუწესდეს 02(ორი) წელი.
2. ვ-–------------------ის (პ/ნ 1----------) მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო, რომელიც არ არის უზრუნველყოფილი, გაუქმდეს.
3. პირობითი მსჯავრის ნაწილში განაჩენის აღსრულებაზე, ‘’არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-2 და მე-5 მუხლის თანახმად, მსჯავრდებულ ვ-–------------------ის მიმართ კონტროლი დაევალოს არასაპატიმრო სასჯელტა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის (იურიდიული მისამართის) მიხედვით.
4. ნივთიერი მტკიცებულებები:
-ავტომანქანა ,,ზილ -131’’ სახ.N S------, რომელიც განთავსებულია ვ-–------------------ის საცხოვრებელი სახლის ეზოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მის მესაკუთრეს.
-საშეშე მერქანი მოცულობით 1,46მ3, რომელიც განთავსებულია ვ-–------------------ის საცხოვრებელი სახლის ეზოში, განხორციელდეს მისი სახელმწიფო კონფისკაცია.
5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ გამოცხადებისთანავე;
6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ახალციხის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;
მოსამართლე: შალვა მჭედლიშვილი