განაჩენი

სისხლის სამართლის 27.08.2018
საქმის ნომერი
020100118002503717
დავის ტიპი
19 - 372 2
თარიღი
27.08.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 020100118002503717

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი

 

ზუგდიდის რაიონული სასამართლო

 

საქმე N1/330-18 27 აგვისტო, 2018 წელი ქ. ზუგდიდი

 

მოსამართლე შოთა ბიჭია

 

სხდომის მდივანი თათია აქუბარდია

 

სხდომის სახე - ღია

 

1. ბრალდების მხარე

1.1. პროკურორი მ-----------

 

2. დაცვის მხარე

2.1. ბრალდებული ი-–---------------------------–----------------–-------–-–---------–----------------–----------–------------------------------–----–----------–---------------------–----–---------------------------------–----------------------–---------------

 

ქმედების კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 19, 372-ე მუხლის მე-2 ნაწილი

ქმედების შემადგენლობა: დაზარალებულის მოსყიდვის მცდელობა, რასაც თან ერთვის მისი ახლო ნათესავისათვის ქონებრივი სარგებლის შეთავაზების მცდელობა

 

2.2. ადვოკატი: ი-----------–--

 

აღწერი-–--ბით-სამოტივაციო ნაწილი

 

1. წარდგენილი ბრალდების არსი

 

2018 წლის 9------ ქ.---------–-----–--------------’’ უბნის ტერიტორიაზე ა-------------ს ბრალდების საქმეზე ა---------––-–----- დაზარალებულ ვ----–--------------ს შეხვდა საფეხბურთო კლუბ ,,ჩ-------–--- 2017’’-ის მწვრთნელი ი-–-------------–-ა, რომელმაც ა---------––-–----- დაზარალებულზე განახორციელა ზემოქმედება. კერძოდ, ა-------------ს პასუხისგებლობისგან გათავისუფლების და მისი დახმარების მიზნით შეხვდა ვ----–--------------ს და მიმართა, რომ დახმარებოდა ა-------------ს პასუხისგებლობისგან გათავისუფლებაში, თითქოს ა-------------ს მხრიდან მის მიმართ ადგილი არ ჰქონია კანონსაწინააღმდეგო ქმედებას და ვიდეოჩანაწერი იყო მის მიერ გაკეთებული ხუმრობა და სხვის მიერ გადაღებული, რის სანაცვლოდაც ვ----–--------------ს დედას – ნ----–----------ს შესთავაზა 100 ლარი, რაზეც ამ უკანასკნელმა და ვ----–--------------მ კატეგორიული უარი განაცხადეს, რის გამოც ი-–-------------–-ამ განზრახვა ვერ მოიყვანა სისრულეში.

 

2. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტები

 

2018 წლის 9------ ქ. ქ-------–- ა-------------ს ბრალდების საქმეზე მოწმის სახით გამოკითხულ ა---------––-–----- დაზარალებულ ვ----–--------------ს შეხვდა ი-–-------------–-ა და მიმართა მას, რომ შეეცვალა გამოკითხვის დროს გამოძიებისთვის მიწოდებული ინფორმაცია.

 

3. ქმედების სამართლებრივი აღწერა

 

3.1. დაზარალებულის მოსყიდვის მცდელობა, რასაც თან ერთვის მისი ახლო ნათესავისათვის ქონებრივი სარგებლის შეთავაზების მცდელობა

 

მოწმე ვ----–--------------ს ჩვენებით ირკვევა, რომ 2018 წლის 9------ ბრალდებულმა სოციალურ ქსელ ფეისბუქის მეშვეობით მიწერა, მოიკითხა, სთხოვა ნომერი და შეხვედრა, რაზეც დათანხმდა. შეხვედრისას მისცა ასევე დედის ნომერი, რომელთანაც უნდა გარკვეულიყო საუბრის შინაარსთან დაკავშირებული საკითხები. ბრალდებული მის შემდეგ მის დედასაც შეხვდა. დედისგან იცის, რომ 100 ლარი დაუდია ბრალდებულს მაგიდაზე, რაზეც დედამისს უთქვამს, რომ ფული აეღო, რადგან მისი შვილი არ იყიდებოდა. ამის შემდეგ მისწერა ბრალდებულს, თუ რატომ შესთავაზა დედამისს 100 ლარი, რაზეც მიიღო პასუხი, რომ საჩუქრის სახით უნდოდა, თორემ არ შეუთავაზებია. 12 მაისს ისევ შეხვდა ბრალდებული ქ-------–-. 13–14 მაისამდე ფეისბუქის მეშვეობითაც წერდა ბრალდებული მას. მან გამომძიებელს გადასცა ამონაწერი იმის თაობაზე, თუ რას წერდა ფეისბუქზე, რომელიც გამომძიებელმა მოსთხოვა. ბრალდებულთან საუბრის და მიმოწერის შესახებ დედასაც მოუყვა.

მოწმე ნ----–--------ის ჩვენებით დადგენილია, რომ 9------ ბრალდებული მივიდა მათთან, შეხვდა ვ----–--------------ს, ითხოვა მისი ტელეფონის ნომერი. ვ----–--------------მ სმს გამოუგზავნა, ი-–-- მოვაო. ბრალდებულიც მივიდა და დაიწყო საუბარი ა-------------ზე, უარი თქვითო ამ საქმეზე თორემ ის მოკვდებაო. დასალევიც შესთავაზა ბრალდებულმა, რაზეც უარი უთხრა. ამის შემდეგ ბრალდებულმა 100 ლარი დადო მაგიდაზე და თქვა, ჩემი ოჯახისგან საჩუქარიაო, რაზეც უთხრა, რომ მისი შვილი ფულზე არ იყიდებოდა, რის შემდეგაც ჩაიდო ჯიბეში და წაიღო. როცა ბრალდებული ფეისბუქზე წერდა ვ----–--------------ს, დაზარალებულმა 63 ტაბლეტი კარდიოკარდინი დალია, სისხლდენები დაეწყო, საავადმყოფოში დააწვინა, ძლივს გადაარჩინა. 12 მაისსაც მივიდა ბრალდებული, დაზარალებულს ესაუბრებოდა. ამ დროს ნახა ბრალდებული და დაზარალებული. ბრალდებულმა უთხრა დაზარალებულს, უთხარიო დედაშენს რაზე ვსაუბრობდით. ისევ ა-------------ზე საუბრობდნენ. დაზარალებულმა წააკითხა ფეისბუქის მიმოწერები, სადაც ბრალდებული ემუქრებოდა. მერე ფეისბუქზე წერდა ბრალდებული, ცოდვააო, შემდეგ წერდა, ეს პირველი შემთხვევა არ არისო ა-------------სთვის. ფულის დატოვება გავდა ქრთამს. საპროცესო შეთანხმებაზე არ ყოფილა საუბარი. ბრალდებულს უნდოდა, რომ მას გამოეტანა საჩივარი და ა------------- ჯარიმით გამოსულიყო, ჰკითხა კიდეც, ვიოლამ არ გითხრათო ა-------------ს საქმის დახურვაზე?

მოწმე შ------------ს ჩვენებით დასტურდება, რომ გამოითხოვა დაზარალებულის ფეისბუქიდან ინფორმაცია. კერძოდ, დაზარალებულის ტელეფონიდან შევიდა დაზარალებული საკუთარ ფეისბუქ გვერდზე და გახსნა მიმოწერები ბრალდებულთან, საიდანაც, დაზარალებულის კარნახით, გადმობეჭდა თავის კომპიუტერში მიმოწერების შინაარსი. ელექტრონული ფორმით არაფერი დაურთია საქმისთვის. ტელეფონი არ ამოღებულა.

მოწმე ლ----------–-------ას ჩვენების თანახმად, გამოთხოვილი ინფორმაციის თარგმნა უზრუნველყო თარჯიმნის მეშვეობით.

ბრალდებულის ჩვენების მიხედვით, დაზარალებულს დაურეკა, აინტერესებდა, როგორ იყო, ფეხბურთის თამაშის გაგრძელება უნდოდა თუ არა. შემდეგ შეხვდა, უთხრა, იმ საქმეზე არ ვარ თქვენ რომ გგონიათო. არა, მაგას არც გაკადრებდიო, უპასუხეს. ჩვეულებრივი დიალოგი წარიმართა. დაზარალებულს უნდოდა გუნდში დარჩენა. ჯანმრთელობის ცნობის მოტანა სთხოვა. დაზარალებული თავად შეეკითხა, იმ კაცზე რა ხდებაო, რაზეც უპასუხა, რომ არ იცოდა. არ გვინდოდაო ასე რომ მომხდარიყო, მაგრამ დამნაშავეა და უნდა დაისაჯოსო. არაფერს მეუბნებით და რაც გინდათ, ის ქენითო, უპასუხა. დაზარალებულმა ჰკითხა, 14 წლის რომ არ ვიყო შემიძლიაო ჩვენების გადათქმა? ინფორმაციის გამოთხოვის ოქმში ასახული ინფორმაცია მას არ მიუწერია დაზარალებულისთვის. ადვოკატზე მისწერა, რომ თუ არაკომფორტულად იყო, სხვა ადვოკატის შოვნაში დაეხმარებოდა. ეს იმიტომ მისწერა, რომ დაზარალებულმა უთხრა, ადვოკატთან ცუდი ურთიერთობა მაქვსო. დაზარალებულის დედასთან რომ ავიდა, ყავით გაუმასპინძლდნენ, ისაუბრეს მის ოჯახზე, შესთავაზა, რომ ავტომანქანაში ხილი და წვენები ჰქონდა და ამოიტანდა, რაზეც უარი უთხრა. სიგარეტის ამოტანაზეც უარით უპასუხა. ა-------------ს გამო არ გამოუჩენია მათ მიმართ აგრესია, პირიქით, აქით ეკითხებოდნენ მის შესახებ. უბრალოდ მოიკითხა ისინი, ა-------------ზე სასაუბროდ არ ყოფილა. 2–ჯერ ინახულა დაზარალებული, უთხრა კიდეც, რომ თუ ფიქრობდნენ, რომ ა-------------მ გამოგზავნა, ეთქვათ და წავიდოდა. მიმოწერები არასწორად არის საქმეში. არ იცის, მისი რა ინტერესი შეიძლება ჰქონდეს დაზარალებულს და მის დედას მის წინააღმდეგ რომ აძლევენ ჩვენებას. დაზარალებულის დედა იმიტომ ინახულა, რომდაზარალებულმა უთხრა, მე რომ მინახულე, დედაც ნახე, გაუხარდებაო. დაზარალებულმა მის ოჯახურ მდგომარეობაზე დაუწყო საუბარი, რის გამოც დახმარება შესთავაზა, თუმცა მან არ მიიღო, მისვლისთვის მადლობა გადაუხადა და უთხრა, რომ კიდევ მისი ნახვა გაეხარდებოდა. დაზარალებულთან მეორედ რომ მივიდა, ისევ იმავე თემაზე იყო საუბარი, გააგრძელებდა თუ არა თამაშს. დაზარალებულს შეეძლო მისი სახელით შეექმნა გვერდი და ეწარმოებინა მიმოწერები საკუთარ თავთან.

სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ იქნა ასევე ინფორმაციის გამოთხოვის ოქმი, სადაც აღწერილია სოციალურ ქსელ ფეისბუქის მეშვეობით მიმოწერების შინაარსი.

ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების დროს სასამართლო ყურადღებას ამახვილებს შემდეგ გარემოებაზე: საგამოძიებო ორგანომ მიიღო ნებართვა ვ----–--------------ს ,,facebook'''-დან ინფორმაციის გამოთხვის შესახებ, თუმცა, როგორც ჩატარებული საგამოძიემო მოქმედებიდან ირკვევა, გამომძიებელმა ინფომაციის გამოთხოვის ნაცვლად ჩაატარა განსხვავებული საგამოძიებო მოქმედება – ტელეფონის ეკრანის დათვალიერება. სასამართლო განმარტავს, რომ ციფრული ინფორმაცია განსხვავდება მატერიალური მტკიცებულებისგან ამ მტკიცებულების არსებობის ფორმით. კერძოდ, ინფორმაცია არსებობს ვირტუალური ფორმით – ციფრული ფორმატით, რის გამოც მისი მოპოვება სპეციფიკით ხასიათდება. ყველაზე მთავარი გარემოება მტკიცებულებათა მოპოვებისას არის ამ პროცესის დროს ან მის შემდეგ მასში ცვლილების შეტანის შესაძლებლობის ეჭვის გამორიცხვა, მისი ავთენტურობის, სარწმუნოობის, სანდოობისა და უტყუარობის გარანტირება, ასევე ბრალდებულთან მისი კავშირის უტყუარობის დადასტურება. ეს წესი მოქმედებს ნებისმიერი მტკიცებულების მოპოვების დროს, მათ შორის ციფრული ინფორმაციის მოპოვების შემთხვევაშიც. ვინაიდან ციფრული ინფორმაციის გადატანა ინფორმაციის ერთი მატარებლიდან მეორეზე შესაძლებელია და ამასთან, ვინაიდან მისი შეცვლაც მარტივია, ამ სახის მტკიცებულების პირველადი სახის შენარჩუნებას და ბრალდებულთან მისი კავშირის დადასტურებას უფრო მეტი ყურადღება სჭირდება, ვიდრე მატერიალურად არსებული ნივთის ამოღებას. ციფრული ინფორმაციის მოპოვებას ყოველგვარი აზრი ეკარგება, თუ ამ პროცესში გაჩნდა გაუქარწყლებელი ეჭვი ინფორმაციის შეცვლის ან სხვა პირის მიერ მისი შექმნის თაობაზე.

სასამართლო პრაქტიკაში სადავო არ არის, რომ ნივთის დათვალიერების ოქმის სისწორე მოწმდება თავად დათვალიერებული ნივთის სასამართლოში წარმოდგენით. დათვალიერების ოქმის სისწორეში დარწმუნების სხვა გზა არ არსებობს. ეს რომ ასე არ იყოს, მხოლოდ ნივთიერი მტკიცებულებების დათვალიერების ოქმების წარმოდგენა იქნებოდა საკმარისი სასამართლო სხდომაზე თავად ნივთმტკიცებების საქმეზე დართვის გარეშე, თუმცა, ასეთ შემთხვევაში, დათვალიერების ოქმის სისწორის შემოწმება შეუძლებელი იქნებოდა და სასამართლოს ისღა დარჩებოდა, ოქმის შემდგენისა და დათვალიერებაში მონაწილე პირთა ცარიელ სიტყვას მინდობოდა. რა თქმა უნდა, ეს არ არის საკმარისი მტკიცებულების უტყუარობის შესაფასებლად. მოცემულ შემთხვევაში, ერთი მხრივ, ტელეფონის ეკრანის დათვალიერების (რომელიც დასათაურებულია, როგორც ინფორმაციის გამოთხოვის ოქმი) შედეგად მიღებულ ინფორმაციას თან არ ახლავს არც ტელეფონი, არც ფეისბუქის სერვერიდან მიღებული მასალა და არც ფეისბუქის ვებგვერდზე არსებული ინფორმაცია იმ ფორმატით, რა ფორმატითაც ის არსებობდა ტელეფონში, რის გამოც ვერ დგინდება საქმეში არსებული მასალის უტყუარობა და მოპოვების პროცესში ინფორმაციის უცვლელობა ისევე, როგორც ვერ დგინდება ამ ინფორმაციის ბრალდებულის მიერ მიწერა. მეორე მხრივ, როგორც ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებიდან ირკვევა და როგორც მასში მონაწილე პირები განმარტავენ, გამომძიებელმა საგამოძიებო მოქმედების ოქმში გადმოიტანა ის ინფორმაცია, რა ინფორმაციაც იყო აღბეჭდილი ,,facebook'' გვერზე, ანუ გამომძიებელმა თავისი ბუნებით ჩაატარა არა ინფორმაციის გამოთხოვა არამედ დათვალიერება. თუმცა მოცემულ შემთხვევაში დათვალიერების ოქმიც არ არის უტყუარი და სარწმუნო, რადგან საქმის მასალებში არ მოიპოვება ის პირველწყარო, რაც დაათვალიერა გამომძიებელმა, რაც ბადებს ეჭვს აღნიშნული საგამოძიებო მოქმედების მიმართ, კერძოდ როგორც ბრალდებული აცხადებს, აღნიშნულ მიმოწერაში შეტანილია ცვლილება და არ არის სწორად აღბეჭდილი, ეჭვს აძლიერებს ის გარემოება, რომ დათვალიერების ოქმში რიცხვთან და თვესთან ერთად არ არის გადმოტანილი წელი, თუმცა დასმულია წელის ნიშანი. ამდენად, ჩანს, რომ ინფორმაცია იდენტურად არ არის გადმოტანილი.

ცალკე მსჯელობის საგანია ის, რომ ინფორმაციის გამოთხოვის დროს ან მას შემდეგ, ისევე, როგორც სხვა საგამოძიებო მოქმედებების დროს ან მათ შემდეგ, აუცილებელია ზრუნვა იმაზე, რომ დადგინდეს მიღებული ინფორმაციის წარმოშობის ადგილი, დრო, პირი, რომელმაც შექმნა ეს ინფორმაცია. განსახილველ შემთხვევაში გამოძიების ორგანოს არ უზრუნია აღნიშნულზე, რის გამოც ლეგიტიმურია ბრალდებულის მიერ გამოთქმული პოზიცია, რომ ფეისბუქის გვერდის შექმნა ნებისმიერ პირს შეუძლია ნებისმიერი სახელით და მხოლოდ მისი სახელის მიწერა არ ნიშნავს, რომ ნამდვილად ის ახორციელებს მიმოწერას. ეს საკითხი დამატებით დადასტურებას საჭიროებს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ დადასტურდა პირადი გვერდის კუთვნილება, ასევე უნდა დადასტურდეს, ამ პირის გვერდიდან სხვა პირი ხომ არ ახორციელებდა მიმოწერებს და ა.შ. მხოლოდ ამ გზით არის შესაძლებელი დაცვის მხარის მიერ გამოთქმული ეჭვების გამორიცხვა და ობიექტური პირის მიერ გამოხატული გონივრული ეჭვის გადალახვა. ამ საკითხების დადგენა შეუძლებელია შესაბამისი სერვერებიდან ვებგვერდის შექმნის თარიღის, შემქმნელის ვინაობის, ვებგვერდზე შესვლის თარიღებისა და აიპი მისამართების, მათი მფლობელების გარკვევის გარეშე რაც განსახილველ შემთხვევაში არ მომხდარა. სწორედ ამ სტანდარტების დაკმაყოფილებას ისახავს მიზნად უფრო დეტალური და სრულყოფილი ინფორმაციის მოძიება იმ პირთაგან, რომლებთანაც რეალურად ინახება ყველა საჭირო ინფორმაცია კონკრეტული მიმოწერების შესახებ და სწორედ ამიტომ იყო საჭირო ავთენტური და უტყუარი ინფორმაციის სწორი ადრესატისგან მიღება, ვინაიდან დაზარალებულს ეს ინფორმაციები არ გააჩნია და მისგან ინფორმაციის გამოთხოვის შემთხვევაში სრულყოფილი ინფორმაციის მიღება შეუძლებელია. ამდენად, გამოძიების ორგანომ სწორად უნდა განსაზღვროს, ვისგან და რა ინფორმაციის გამოთხოვა არის საკმარისი კანონით დადგენილი სტანდარტის დასაკმაყოფილებლად, რასაც განსახილველ შემთხვევაში სათანადო ყურადღება არ დათმობია.

საპროცესო კოდექსი ერთმანეთისგან განასხვავებს კომპიუტერულ სისტემას და კომპიუტერულ მონაცემს. ამასთან, კომპიუტერული სისტემისგან განსხვავებით, კომპიუტერული მონაცემი არის არა მატერიალური ფორმით არსებული საგანი, არამედ ვირტუალური, ელექტრონული ფორმით არსებული ინფორმაცია. ამდენად გამომძიებელს უნდა მოეხდინა ვირტუალური ფორმით ასახული მასალის ამავე ფორმით ინფორმაციის მატარებელ ნივთზე გადმოტანა და საქმისათვის დართვა. ამასთან, ვინაიდან ვირტუალური ინფორმაციის გადატანა ფაქიზი საქმეა, რა დროსაც შეიძლება ინფორმაციამ ცვლილება განიცადოს, აუცილებელია, სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენება იმისათვის, რომ ინფორმაცია სრულად უცვლელად გადმოვიდეს ინფორმაციის მატარებელზე. იმ შემთხვევაში, თუ გამომძიებელს ამისათვის სათანადო ცოდნა და შესაბამისი ხელსაწყოები გააჩნია, შეუძლია ეს საგამოძიებო მოქმედება თავადვე ჩაატაროს, თუმცა, როგორც წარმოდგენილ შემთხვევაში ირკვევა, გამომძიებელს ამისათვის საჭირო ცოდნა, ტექნიკური და პროგრამული უზრუნველყოფა არ ჰქონდა, რის გამოც ვერ მოხერხდა ინფორმაციის ციფრულ ფორმატშივე გადმოტანა ზუსტად იმ სახით, როგორც არსებობდა მანამდე. ინფორმაციის გამოთხოვის სპეციფიკა სწორედ ის არის, რომ მის მოპოვებაში უშუალოდ გამომძიებელი კი არ არის აქტიურად ჩართული, არამედ გამომძიებელი ამ ინფორმაციას სხვისგან (როგორც წესი, სპეციალურად უფლებამოსილი, სპეციალური ცოდნისა და ტაქნიკურ/პროგრამული აღჭურვი-–--ბის მქონე პირისგან) იღებს, რის შემდეგაც შეუძლია დაათვალიეროს ის და აღწეროს მისი შინაარსი, თუმცა ეს ინფორმაცია პირველადი ფორმით, სპეციალური პროგრამის მეშვეობით უცვლელად დაფიქსირებული უნდა არსებობდეს საქმეში ინფორმაციის ავთენტიკურობასა და უტყუარობაში დასარწმუნებლად. განსახილველ შემთხვევაში გამომძიებელმა განმარტა, რომ გადმობეჭდა მიმოწერის შინაარსი, რის შემდეგაც ამობეჭდა ის და ამ ფორმით დაურთო საქმეს, თუმცა არ არსებობს ციფრული ფორმით ეს ინფორმაცია. ამასთან, არის ეჭვი, რომ გამომძიებელმა გადმობეჭდვისას გამოტოვა რამე, შესაძლოა შეცვალა კიდეც. ეს არის ეჭვები, რომელიც უნდა გაექარწყლებინა სპეციალური პროგრამით უცვლელად გადმოტანილ ციფრულ ინფორმაციას, რაც საქმეს არ ერთვის.

სასამართლო აქვე განმარტავს, რომ როგორც წესი კომპიუტერული მონაცემის დათვალიერებას წინ უძღვის ინფორმაციის გამოთხოვა. რადგან ინფორმაციის გამოთხოვისას გამოძიებისთვის უკვე ცნობილია, რომ კომპიუტერულ საშუალებაში ინახება მისთვის საინტერესო ინფორმაცია, რის შემდეგაც ხდება ინფორმაციის გამოთხოვა, ხოლო შემდგომ გამოთხოვის შედეგად მოპოვებული ინფორმაციის დათვალიერება. ამდენად, აუცილებელი იყო ჯერ ინფორმაციის გამოთხოვა (რაც, განჩინების მოპოვების მიუხედავად, რეალურად არ განხორციელებულა), რათა სასამართლო დარწმუნებულიყო შესაბამის ოქმში მითითებული ინფორმაციის სისწორესა და უტყუარობაში სასამართლო სხდომაზე მისი გადამოწმების გზით (ისევე, როგორც მოწმდება ჩხრეკის ოქმის სისწორე და უტყუარობა ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნივთმტკიცებებისა და ჩხრეკის ოქმის ურთიერთშედარებით, დათვალიერების ოქმის სისწორე – ოქმის დათვალიერებულ ნივთთან შედარებით), რაც მოცემულ შემთხვევაში ვერ მოხერხდა, ვინაიდან სასამართლოში არ ყოფილა წარმოდგენილი გამოთხოვილი ინფორმაცია და მისი დათვალიერების ოქმთან შედარებით ვერ იქნა დადგენილი დათვალიერების ოქმის (რომელსაც გამომძიებელმა დაარქვა ინფორმაციის გამოთხოვის ოქმი) უტყუარობა.

ზემოთ აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე სასამართლო ვერ დაეყრდნობა საქმეში არსებულ ინფორმაციის გამოთხოვის ოქმს და თარგმნის ოქმს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისას. ამდენად, ერთადერთი პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც მიუთითებს თანხის შეთავაზებაზე, არის ნ----–--------ის ჩვენება. ვინაიდან ერთი პირდაპირი მტკიცებულება ვერ დაედება საფუძვლად გამამტყუნებელ განაჩენს, სასამართლო მიდის დასკვნამდე, რომ ბრალად წარდგენილი ქმედება ბრალდების მხარემ კანონის დაცვით მოპოვებული მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ დაადასტურა, რის გამოც მოწმის მოსყიდვის მცდელობის დადგენა შეუძლებელია.

მართალია, სასამართლო სხდომაზე დაიკითხა ვ----–--------------ც, რომელმაც პირდაპირი მოწმისაგან გაიგო ფულის შეთავაზების საკითხი, თუმცა ვ----–--------------ს ჩვენება თანხასთან დაკავშირებით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლის შესაბამისად, წარმოადგენს ირიბ ჩვენებას.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლის თანახმად, ირიბია მოწმის ის ჩვენება, რომელიც ეფუძნება სხვა პირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას. ირიბ ჩვენებასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილება საქმეზე ”საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, რომლითაც არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისი ნორმის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს მტკიცებულების - ირიბი ჩვენების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას. იმავე საკითხზე მნიშვნელოვანია ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტი, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით გარანტირებული სამართლიანი სასამართლოს უფლება არ დაირღვევა მხოლოდ მაშინ, თუ ირიბი ჩვენება გამოყენებულ იქნება მნიშვნელოვანი მიზეზის არსებობის გამო ინფორმაციის პირველწყაროს სასამართლოში გამოუცხადებლობისას და ამასთან, თუ ირიბი ჩვენება არ იქნება განაჩენის არსებითი ან ერთადერთი საფუძველი (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2011 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Al-Khawaja and Tahery v. The United Kingdom; ასევე გადაწყვეტილება საქმეზე Horncastle and others v. The United Kingdom). ამდენად, ირიბი ჩვენების თაობაზე საკონსტიტუციო სასამართლოსა და სამართლიანი სასამართლოს უფლების თაობაზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების საფუძველზე, ირიბი მოწმის ჩვენება არ წარმოადგენს საკმარის მტკიცებულებას, რასაც შეიძლება სასამართლო დაეყრდნოს გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისას.

ამდენად, ერთი პირდაპირი და ერთი ირიბი მტკიცებულება, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტის შესაბამისად, არ ქმნის გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს, რის გამოც ეს გარემოება არ ცვლის არსებითად სურათს.

მიუხედავად აღნიშნულისა, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული კანონის დაცვით მიღებული მტკიცებულებები საკმარისია დასკვნისათვის, რომ ბრალდებულის მიერ ჩადენილია მოწმე ვ----–--------------სთვის მიმართვა. აღნიშნული გამოიხატება 2018 წლის 9 იანვარს მასთან შეხვედრაში. მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნულ საკითხს არც დაცვის მხარე ხდის სადავოდ და ბრალდებულიც ადასტურებს. ამასთან ერთად, აღნიშნული დადგენილია ასევე ვ----–--------------ს და ნ----–--------ის ჩვენებებითაც.

 

3.2. მოწმის მიერ მიცემული ჩვენების შეცვლისათვის

 

მოწმე ვ----–--------------ს ჩვენებით ირკვევა, რომ 2018 წლის 9------ შეხვედრის დროს ბრალდებულმა დაიწყო საუბარი იმაზე, რომ ა------------- როგორმე გამოეყვანათ, შეეცვალა ჩვენება, საჩივარი გამოეტანა, რაზეც უარი უთხრა. ბრალდებულის დაჟინებული თხოვნის შემდეგ შეპირდა, რომ დედას დაელაპარაკებოდა ამ საკითხზე და ბრალდებულს დედის ტელეფონის ნომერიც მისცა, მასთან საუბრის მიზნით.

მოწმე ნ----–--------ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2018 წლის 9------ ბრალდებული მივიდა მასთან, შეხვდა ვ----–--------------ს, რომელმაც მისი ტელეფონის ნომერი მისცა. პარალელურად კი მასაც გაუგზაცნა შეტყობინება, რომ ი-–-- მოვიდოდა. ბრალდებული მივიდა და დაიწყო საუბარი ა-------------ზე, უარი თქვიო ამ საქმეზე, თორემ ის მოკვდებაო. თან ჰკითხა, ვიოლეტას არ უთქვამსო ა-------------ს საქმის დახურვაზე?

ბრალდებულის ჩვენების თანახმად, დაზარალებულს დაურეკა, აინტერესებდა როგორ იყვნენ, ფეხბურთის გაგრძელება უნდოდა თუ არა. დაზარალებული ნახა, უთხრა, იმ საქმეზე არ ვარ, თქვენ რომ გგონიათო. უპასუხეს, არა, მაგას არც გაკადრებდიო. ჩვეულებრივი დიალოგი იყო მათ შორის. დაზარალებულმა თვითონ ჰკითხა, იმ კაცზე რა ხდებაო, რაზეც უპასუხა, რომ არ იცოდა. დაზარალებულმა ჰკითხა, 14 წლის რომ ვიყო, შემიძლიაო ჩვენების გადათქმა? დაზარალებულის დედასთან, რომ ავიდა, ისაუბრეს მის ოჯახზე. აქეთ ეკითხებოდნენ ა-------------ზე. თვითონ უბრალოდ მოიკითხა ისინი. ა-------------ზე სასაუბროდ არ ყოფილა. არ იცის, რა ინტერესი აქვს დაზარალებულს და მის დედას და რატომ იძლევიან მის წინააღმდეგ ჩვენებას. ვ----–--------------მ უთხრა, მე რომ მომინახულე, დედაც ნახე, გაუხარდებაო.

სასამართლო განმარტავს, რომ ქმედების ობიექტური მხარე გულისხმობს ბრალდებულის მოწმისადმი მიმართვას მიცემული ჩვენების შეცვლისათვის. აღნიშნული შეიძლება გამოიხატოს წინადადების მიცემაში, თხოვნაში, რჩევაში, დაპირებაში, შთაგონებაში, რათა დაითანხმოს მოწმე მიცემული ჩვენების შეცვლაზე.

მოცემულ შემთხვევაში სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით, კერძოდ ვ----–--------------ს და ნ----–--------ის ჩვენებებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა ვ----–--------------ს მიმართა გამოძიებისათვის მიწოდებული ინფორმაციის შეცვლაში დასარწმუნებლად. თავად ბრალდებულიც განმარტავს, რომ იყო ა-------------ზე საუბარი, თუმცა, მისი თქმით, აღნიშნული საუბარი თავად დაზარალებულმა წამოიწყო. სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდებულის ჩვენებას იმ გარემოების მხედველობაში მიღებით, რომ თავად ბრალდებული ჩავიდა დაზარალებულთან, ჯერ ნახა დაზარალებული, ხოლო შემდეგ მისი დედა. ამასთან, როგორც ბრალდებული ამბობს, მისთვის არ არის ცნობილი, რომ მოწმეებს მის წინააღმდეგ რაიმე ინტერესი ამოძრავებდეთ. თავად მოწმეები ერთხმად აღნიშნავენ, რომ ბრალდებული მათთან საუბრობდა მხოლოდ ა-------------ს საქმეზე გამოძიებისთვის მიწოდებული ინფორმაციის შეცვლის შესახებ. ამასთან, ნ----–--------ესთან ბრალდებული ვ----–--------------მ გაგზავნა იმავე საკითხზე სასაუბროდ, რაზეც მასთან საუბრობდა ბრალდებული. ამასთან, დაურეკა კიდეც ნ----–--------ეს და უთხრა, რომ ი-–-- მივიდოდა მასთან. მნიშვნელოვანია, რომ ორივე მოწმე, რომლებსაც ბრალდებულის რაიმე ინტერესი არ გააჩნიათ, ადასტურებენ ბრალდებულის მხრიდან ა-------------ს საქმეზე საუბარს. ამდენად, მოწმეების: ვ----–--------------ს და ნ----–--------ის ჩვენებები უტყუარად ადასტურებენ, რომ ბრალდებულმა ვ----–--------------ს მიმართა გამოძიებისთვის მიწოდებული ინფორმაციის შეცვლისათვის.

 

4.სამართლებრივი შეფასება

 

საქართველოს სსკ-ის 372-ე მუხლის სისხლის სამართლებრივი დაცვის ობიექტია საგამოძიებო და სასამართლოს ორგანოების ნორმალური საქმიანობა. მართლმსაჯულების განხორციელების ინტერესი.

საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 ნაწილისა და სსსკ-ის მე-5 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილისა და 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

ამავე კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის თანახმად, გონივრულ ეჭვს მიღმა ეს არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, განაჩენი კანონიერია, თუ გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციისა და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით. იმავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, განაჩენი დასაბუთებულია, თუ ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.

ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მეორე ნაწილისა და 33-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს - პროკურორს.

გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ბრალდების დადასტურების ვალდებულება პროკურორს ეკისრება არა მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციითა და საპროცესო კანონმდებლობით, არამედ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციითაც, რაც ასევე განმტკიცებულია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლით. კერძოდ, საყოველთაოდ აღიარებულია, რომ არ შეიძლება სასამართლომ პირი ცნოს დამნაშავედ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი (in dubio pro reo - ეჭვის ბრალდებულის სასარგებლოდ გადაწყვეტის პრინციპი) (იხ. გადაწყვეტილებები საქმეებზე: Barberа, Messeguй and Jabardo v. Spain; Lavents v. Latvia; Melich and Beck v. the Czech Republic).

განსახილველ შემთხვევაში ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი არ ყოფილა უტყუარ დასაშვებ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც გადალახავდა საქმის ბედით დაუინტერესებელი პირის გონივრული ეჭვის სტანდარტს და გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ბრალდებულის მიერ სსკ-ის 19, 372-ე მუხლის მეორე ნაწილის შემადგენლობის განხორციელებას.

ქმედების გადაკვალიფიცირებასთან დაკავშირებით სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქართველოს სსსკ-ის 273-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის მიხედვითაც თუ ბრალდების ნაწილი უსაფუძვლოდაა მიჩნეული ან დანაშაულის კვალიფიკაცია არასწორია, განაჩენში აღნიშნული უნდა იყოს ბრალდებულის სასარგებლოდ ბრალდების შეცვლის საფუძველი და მოტივები.

სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტები, მართალია, უარყოფს წარდგენილი ბრალდების სისწორეს, თუმცა, იმავდროულად მიუთითებს სხვა დანაშაულის ნიშნებზე, რომელიც ი-–-------------–-ას არ აქვს ბრალად წარდგენილი, თუმცა რომელსაც მოიცავს მისი ქმედება და რომელიც არის ბრალად წარდგენილ ქმედებაზე მსუბუქი დანაშაული, რის გამოც ი-–-------------–-ას წარდგენილ ბრალდებაში კი არ უნდა გამართლდეს, არამედ მისი ქმედების სამართლებრივი შეფასება უნდა შეიცვალოს ბრალდებულის სასიკეთოდ და მისი ქმედება უნდა გადაკვალიფიცირდეს სსკ-ის 19, 372-ე მუხლის მეორე ნაწილიდან სსკ-ის 372-ე მუხლის პირველ ნაწილზე - მოწმისადმი მიმართვა მის მიერ მიცემული ინფორმაციის შეცვლისთვის. ქმედების ობიექტური შემადგენლობა, განსახილველ შემთხვევაში, გამოიხატება მოქმედებაში, მიმართვაში, თხოვნაში, რჩევაში, რათა მოწმე დაითანხმოს მის მიერ გამოძიებისთვის მიცემული ინფორმაციის შეცვლაში. აღნიშნული დანაშაული შედეგს არ მოითხოვს, ის დასრულებულია მუხლის დისპოზიციაში მითითებული ქმედების განხორციელებისთანავე. ამდენად, ის არის ფორმალური შემადგენლობა. სუბიექტური მხრივ დანაშაული ხასიათდება განზრახვით.

ამასთან, სასამართლო განმარტავს, რომ მართალია ბრალდებულს წარდგენილი ჰქონდა სსკ-ის 372-ე მუხლის მეორე ნაწილის ქმედების ჩადენის მცდელობა, თუმცა, საბოლოოდ ბრალდებულის ქმედება დაკვალიფიცირდა, როგორც სსკ–ის 372–ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დამთავრებული დანაშაული, ვინაიდან აღნიშნულ მუხლი ფორმალური შემადგენლობისაა და, შესაბამისად, ბრალდებულის ქმედება დამთავრებულია მუხლის დისპოზიციით განსაზღვრული რომელიმე ქმედების ჩადენისთანავე მიუხედავად იმისა, მიაღწია თუ არა ბრალდებულმა სასურველ შედეგს. იმ პირობებში, როცა ბრალდების მხარე არ ედავება ბრალდებულს დასრულებული ქმედების ჩადენას, თითქოს მისი ქმედების დამთავრებულ დანაშაულად დაკვალიფიცირება ამძიმებს ბრალდებულის მდგომარეობას, თუმცა, სინამდვილეში, ქმედების საბოლოო კვალიფიკაციის გათვალისწინებით, ბრალდებულის მდგომარეობა გაუმჯობესდა, რის გამოც, სსკ–ის 372–ე მუხლის პირველი ნაწილის შემადგენლობის სპეციფიკის გათვალისწინებით, ბრალდებულის ქმედების დამთავრებულ დანაშაულად დაკვალიფიცირების ხელისშემშლელი სამართლებრივი დებულება არ არსებობს.

საქმის მასალებით მართლწინააღმდეგობისა და ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ გამოკვეთილა. ამდენად, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებულია ბრალდებულის მიერ მართლსაწინააღმდეგოდ და ბრალეულად სსკ-ის 372-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების განხორციელება.

 

5. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები

 

ი-–-------------–-ას პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებებია მძიმე მატერიალური და ოჯახური მდგომარეობა, არის ა---------––-–-----ი შვილების მარჩენალი, რომელთაც აქვთ ჯანმრთელობის პრობლემები.

ი-–-------------–-ას პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებებია ქმედების განხორციელება დაზარალებულის სტატუსის მქონე ა---------––-–-----ი პირის მიმართ მის წინააღმდეგ განხორციელებული სქესობრივი დანაშაულის საქმეზე.

 

6. სასჯელის გამოყენების დასაბუთება

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მისი მისწრაფება, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

ბრალდებულისათვის სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს ბრალდებულის მიერ მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას (ბრალდებულმა დაარღვია მოვალეობა, არ ჩაერიოს მოწმის მიერ ჩვენების შინაარსის ფორმირებაში და ამით არ შეუშალოს ხელი გამოძიებასა და მართლმსაჯულებას), ქმედების განხორციელების ხერხს და სახეს (ა---------––-–-----ი დაზარალებულისადმი დაჟინებული თხოვნა, რათა შეცვალოს მის მიერ მიცემულ ჩვენება), ბრალდებულის წარსულ ცხოვრებას (არ არის ნასამართლევი), პირად და ეკონომიკურ პირობებს (აქვს მძიმე ოჯახური და ეკონომიკური პირობები), ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, ბრალდებულის პიროვნებას.

სასამართლო სასჯელის კონკრეტული სახის შერჩევისას ითვალისწინებს საქართველოს სსკ-ის 372-ე მუხლის პირველი ნაწილის სანქციას, კერძოდ, აღნიშნული მუხლი სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ას ოთხმოციდან ორას ორმოც საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთიდან სამ წლამდე.

სასჯელის დანიშვნისას სასამართლო მხედველობაში იღებს პასუხისმგებლობის დამამძიმებელ და შემამსუბუქებელ გარემოებებს, მათ შორის იმას, რომ იმ საქმეზე, რომელზეც ცდი-–--ბდა ბრალდებული სასურველი შედეგის დადგომას, არ არის დასრულებული სასამართლო განხილვა, ხოლო ანალოგიური დანაშაულის ზოგადი და კერძო პრევენცია აუცილებელია. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, განსაზღვრავს რა სასჯელის სახეს ბრალდებულის მიერ ჩადენილი ქმედებისა და ბრალდებულის პიროვნების შესაბამისად, სამართლიანობის აღდგენის, ბრალდებულისა (კერძო პრევენცია) და საზოგადოების სხვა წევრების მიერ (ზოგადი პრევენცია) მომავალში ანალოგიური დანაშაულის თავიდან აცილებისა და მსჯავრდებულის რესოციალიზაციის მიზნების მისაღწევად პროპორციულ საშუალებად სასამართლოს მიაჩნია 2 წლით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე-260-ე, 268-ე, 270-ე-272-ე, 275-ე-277-ე და 279-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ ადგილზე თათბირით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ი-–-------------–-ას ქმედება საქართველოს სსკ-ის 19, 372-ე მუხლის მე-2 ნაწილიდან გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 372-ე მუხლის პირველ ნაწილზე.

ი-–-------------–-ა ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 372-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 წლით.

ი-–-------------–-ას სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 2 ივნისიდან.

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

განაჩენი სააპელაციო წესით შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე შოთა ბიჭია