გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N2-227-2018
130210018002328682
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო ს ს ა ხ ე ლ ი თ
31.08. 2018 წელი ქ. ხ-–----ი
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
ხ-–----ის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - ნაირა გიგიტაშვილი
სხდომის მდივანი - ანა ფარეიშვილი
მოსარჩელეები - ნ--------–-–--ლი, მ--------------–-ძე, ზ--------------–აძე
წარმომადგენელი - მ--------ძე;
მოპასუხე - შპს ''ჩ------------------------------------------ი''
წარმომადგენლები - ო-–----------–-ძე, მ-------------ძე.
დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე შპს ”ჩ------------------------------------------ს" ნ--------–-–--ლის, მ--------------–-ძის და ზ--------------–აძის სასარგებლოდ დაეკისროს მიყენებული ზიანის თანხა 25 302 ლარის ოდენობით.
1.2. მოპასუხე შპს ”ჩ------------------------------------------ს" მოსარჩელეების: ნ--------–-–--ლის, მ--------------–-ძის და ზ--------------–აძის სასარგებლოდ დაეკისროს ექსპერტიზის ხარჯი - 200 ლარი, საპროექტო-ხარჯთაღრიცხვის თანხა - 200 ლარი, დამატებითი ექსპერტიზის ხარჯი 600 ლარი.
1.3. მოპასუხე შპს "ჩ------------------------------------------ს” მოსარჩელეების: ნ--------–-–--ლის, მ--------------–-ძის და ზ--------------–აძის სასარგებლოდ დაეკისროს 760 ლარის გადახდა, მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის სანაცვლოდ.
1.4. გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
მოსარჩელეთა განმარტებით: - ხ-–----ის რაიონის სოფელ ქ--–----ში თანასაკუთრებაში გააჩნიათ უძრავი ქონება - საცხოვრებელი სახლი, გაბარიტული ზომებით 8,30X10,00 კვ.მ. და მიწის ნაკვეთი. სახლი აშენებულია გასული საუკუნის 70-იან წლებში, განთავსებულია მნიშვნელოვნად დახრილ რელიეფზე. აღნიშნული ნაკვეთის სიახლოვეს შპს "ჩ------------------------------------------ი" აწარმოებს სარკინიგზო გვირაბის მშენებლობას. მას შემდეგ, რაც სარკინიგზო გვირაბში წარმოებულ აფეთქებებს მიეცა ინტენსიური ხასიათი, ძლიერი, მიწისძვრის მსგავსი ბიძგების გავლენით სოფელში დაზიანდა არაერთი საცხოვრებელი სახლი, მათ შორის მოსარჩელეების სახლი, რომელიც გვირაბიდან დაახლოებით 50 მეტრში მდებარეობს.
2.მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე შპს "ჩ------------------------------------------ის" წარმომადგენლებმა სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, რომ სსიპ "ლ----------------–ის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს" 2017 წლის 30 აგვისტოს დასკვნა არ არის კატეგორიული, იგი სავარაუდოა და მისი კვლევითი ნაწილი ეფუძნება მხოლოდ ვიზუალური დათვალიერების შედეგებს და მობინადრეთა განმარტებას. არის დაუსაბუთებელი და აგებულია ვარაუდზე. არ გამომდინარეობს რაიმე კონკრეტული გამოკვლევებისა და ოფიციალური ჩანაწერებიდან. ამასთან, ექსპერტი არსად არ მიუთითებს რომ წარმოქმნილი დაზიანებები გამოწვეულია N9 გვირაბის მშენებლობით. სოფელ ქ--–----ზე სამუშაოების გავლენის შეფასება საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაციის ფარგლებში საქართველოს რკინიგზის დაკვეთით აწარმოა კომპანია "ექსორიქსი"-მა იმ მიზნით, რომ განხორციელებულიყო აფეთქებითი სამუშაოების მონიტორინგი და გაუმჯობესებულიყო აფეთქებითი სამუშაოების ტექნიკური მაჩვენებლები. ამასთან, ბიძგები რომ ყოფილიყო დასაშვებ ნორმებში, უშუალოდ მოსარჩელის სახლში იყო დამონტაჟებული ხსენებული აპარატურა და აღრიცხავდა ბიძგებისა და ბზარების წარმოქმნის მდგომარეობას. ამ აპარატურას არ დაუფიქსირებია მოსარჩელის სახლზე დასაშვებ ნორმაზე მეტი ზემოქმედება. აფეთქებითი სამუშაოები წარმოებდა დასაშვები ლიმიტის ფარგლებში, რასაც არ შეეძლო მოსარჩელეთა ბინაზე დაზიანების მიყენება. მოსარჩელეთა ინიციატივით ჩატარებულ სსიპ "ლ----------------–ის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო"-ს საინჟინრო ექსპერტიზის 2018 წლის 17 ივნისის N 0-------- დაკვნასთან დაკავშირებით მოპასუხე მხარე მიიჩნევს, რომ დასკვნა არის სავარაუდო, არ არის კატეგორიული, ამასთან, ექსპერტი პ---------------–--ლი არ იყო უფლებამოსილი და კომპეტენტური რომ გაეცა დასკვნა აფეთქების შედეგად გამოწვეული დინამიური დატვირთვების და მისი შენობა-ნაგებობებზე ზემოქმედების თაობაზე. ამდენად მოპასუხე მიიჩნევს, რომ მათ კომპანიას ბრალი არ მიუძღვის მოსარჩელეთა კუთვნილ საცხოვრებელი სახლზე არსებული დაზიანებების წარმოქმნაში.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. დადგენი-–--, რომ მოპასუხე შპს "ჩ------------------------------------------ი" ხ-–----ის მუნიციპალიტეტის სოფელ ქ--–----ში აწარმოებს სარკინიგზო გვირაბის მშენებლობას, მშენებლობის პროცესში გამოიყენება, მიწისქვეშა აფეთქებები.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი, შესაგებელი, მხარეთა ახსნა-განმარტებები;
3.1.2. დადგენი-–--, რომ მოსარჩელეების ნ--------–-–--ლის, მ--------------–-ძის, და ზ--------------–აძის თანასაკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლი მდებარეობს ხ-–----ის მუნიციპალიტეტის სოფელ ქ--–----ში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი, მხარეთა ახსნა-განმარტებები..
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. ხ-–----ის მუნიციპალიტეტის სოფელ ქ--–----ში მდებარე ნ--------–-–--ლის, მ--------------–-ძის და ზ--------------–აძის საცხოვრებელი სახლი დაზიანდა მოპასუხე შპს "ჩ------------------------------------------ის" მიერ წარმოებული საამშენებლო სამუშაოების წარმოების პროცესში განხორციელებული სისტემატიური- გარკვეული სიხშირით წარმოებული მიწიქვეშა აფეთქებების შედეგად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი, სსიპ ”ლ----------------–ის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიურო”-ს 2013 წლის 13 თებერვლის № 0-------- დასკვნა (ს.ფ. 44-50).
- სსიპ ”ლ----------------–ის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიურო”-ს 2017 წლის 30 აგვისტოს № 0-------- დასკვნა (ს.ფ. 17-28).
- სსიპ ”ლ----------------–ის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიურო”-ს 2018 წლის 18 ივნისის № 0-------- დასკვნა (ს.ფ.).
- საჯარო სამართლის იურიდიული პირი ი-–--ს სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონტორინგის ცენტრის მიერ 2017 წლის 20 სექტემბერს გაცემული ცნობა. (ს.ფ 328-329)
- ექსპერტ პ---------------–--ლის ჩვენება. (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი)
3.2.2. დადგენი-–--, რომ ხ-–----ის მუნიციპალიტეტის სოფელ ქ--–----ში მდებარე ნ--------–-–--ლის, მ--------------–-ძის, და ზ--------------–აძის თანასაკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლი საჭიროებს აღდგენა-გაძლიერებით სამუშაოებს.
დადგენი-–--, რომ ხ-–----ის მუნიციპალიტეტის სოფელ ქ--–----ში მდებარე ნ--------–-–--ლის, მ--------------–-ძის, და ზ--------------–აძის საცხოვრებელი სახლის აღდგენა-გაძლიერების ხარჯები მთლიანობაში შეადგენს 25 302 ლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ხ-–----ის მუნიციპალიტეტის სოფელ ქ--–----ში მდებარე მოსარჩელეთა საცხოვრებელი სახლის რეაბილიტაციის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია (ს.ფ. 29-42).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელეების ნ--------–-–--ლის, მ--------------–-ძის და ზ--------------–აძის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 411-ე, 992-ე, მუხლებით.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.
განსახილველ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარეთა შორის სამართლებრივი ურთიერთობა განხილულ უნდა იქნეს ზიანის მიყენებიდან (დელიქტიდან) გამომდინარე სამართლებრივ ურთიერთობად, რამდენადაც მოპასუხე შპს "ჩ------------------------------------------ის" მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედებით ზიანი მიდგა მოსარჩელეებს, რაც გამოიხატა მოსარჩელეთა საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების დაზიანებაში.
სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის ერთ-ერთ სახეს დელიქტური ვალდებულება წარმოადგენს. ამგვარი ვალდებულებები არასახელშეკრულებო ვალდებულებათა კატეგორიას მიეკუთვნება, რომელიც ზიანის მიყენების შედეგად წარმოიშობა. სამოქალაქო კოდექსის ზემოთ მითითებული ნორმა განსაზღვრავს იმ აუცილებელ წინაპირობებს, რომლებიც უნდა არსებობდეს დელიქტური ურთიერთობის წარმოშობისათვის, კერძოდ, უნდა არსებობდეს ზიანი, მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები უნდა შეესაბამებოდეს აღნიშნულ ნორმაში მითითებულ კონსტრუქციას.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საქმეებზე დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღებისა და ზოგადად, მართლმსაჯულების განხორციელების უწინარეს საფუძველს წარმოადგენს იმის სწორად განსაზღვრა, თუ რა სამართლებრივი საფუძვლიდან გამომდინარეობს მხარეთა შორის წარმოშობილი დავა. ამ მიზნით, საქმის განმხილველმა სასამართლომ პირველყოვლისა, უნდა დაადგინოს მოთხოვნის მატერიალური საფუძველი [მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმა]. მხოლოდ ამის შემდეგ უნდა გამოარკვიოს მოძიებული ნორმის წინაპირობები, მისი აბსტრაქტული შემადგენლობა და შეამოწმოს განხორციელებულია თუ არა განსახილველ საქმეზე ყველა მათგანი. ამ ასპექტში, ფორმალურ სამართლებრივი თვალსაზრისით, სასამართლო შეზღუდულია სარჩელის ფაქტობრივი გარემოებებით: იგი ამოწმებს რომელ კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებებზე მიუთითებს მოსარჩელე, ქმნიან თუ არა ისინი დამფუძნებელი ნორმის უკლებლივ ყველა წანამძღვარს. ამის შემდეგ მოწმდება, მოპასუხის პოზიცია რამდენად აქარწყლებს წარმოშობილ წანამძღვრებს (პროცესუალური და მატერიალური თვალსაზრისით) (იხ. სუსგ, საქმე №ას-53-49-2017).
შესაბამისად, განსახილველი დავის სასარჩელო მოთხოვნიდან გამომდინარე სასამართლოს ამოცანაა საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე დაადგინოს რამდენად არსებობს დელიქტური ვალდებულების წარმოშობისთვის აუცილებელ კომპონენტთა ერთიანობა.
მოცემულ შემთხვევაში დადგენი-–--, რომ მოსარჩელეების საცხოვრებელი სახლი მდებარეობს ხ-–----ის მუნიციპალიტეტის სოფელ ქ--–----ში. ამავე სოფლის ტერიტორიაზე მოპასუხე აწარმოებს სარკინიგზო გვირაბის გაყვანის სამუშაოებს, რა დროსაც იყენებენ მიწისქვეშა აფეთქებებს. მშენებლობის პროცესში განხორციელებულმა მრავალჯერადმა სისტემატიურმა აფეთქებებმა გამოიწვია ნიადაგის ჯდენითი პროცესების პროვოცირება და მოსარჩელეების საცხოვრებელი სახლის დაზიანებები, რაც დადასტურებულია სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის საინჟინრო დასკვნით და ექსპერტ პ---------------–--ლის ჩვენებით.
ინდ. მეწარმე ზვიად გოგოლაძის მიერ მომზადებული აღდგენა-გაძლიერების სამუშაოების სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მიხედვით, სარკინიგზო სამშენებლო სამუშაოების შედეგად მოსარჩელეების საცხოვრებელი სახლის დაზიანებით მიღებულმა ზარალმა შეადგინა 25 302 ლარი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე მხარე თვითონ განსაზღვრავს, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მის მოთხოვნას და რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელეებმა სარჩელში მითითებული გარემოებების დასადასტურებლად გარდა თავიაანთი ახსნა-განმარტებებისა, წარმოადგინეს დამატებითი საინჟინრო ექსპერტიზის კატეგორიული საექსპერტო დასკვნა და საჯარო სამართლის იურიდიული პირი "ი-–--ს სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონტორინგის ცენტრი"-ს მიერ 2017 წლის 20 სექტემბერს გაცემული ცნობა, რომელთა ანალიზის საფუძველზე სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, სადაო საცხოვრებელი სახლის დაზიანების შესახებ სარჩელში მითითებულ გარემოებებს. კერძოდ,სსიპ "ლ----------------–ის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2013 წლის 13 თებერვლის № 0-------- დასკვნით დადგენი-–--, რომ მოქალაქე ნ--------–-–--ლის ერთსართულიანი საცხოვრებელი სახლი ნახევარსარდაფით და ფასადის მხრიდან შუშაბანდით, აშენებულია გასული საუკუნის 60-იან წლებში. გეგმაში სწორკუთხა ფორმისაა, გაბარიტული ზომებით 8X6 მ. სართულის სიმაღლით 2,7 მ. კედლები სისქით 40 სმ. ამოყვანი-–-- რიყის და ტუფის ქვისგან ქვიშა ცემენტის ხსნარზე (ფოტო 85). სართულშუა გადახურვა ხის, სახურავი შიფერი ხის ნივნივებზე. შენობას არ გააჩნია ანტისეისმური რკინა/ბეტონის სარტყელი. ტორსულ კედელში განვითარებულია ვერტიკალური ბზარი გახსნილობით 10 მმ-დე. ექსპერტიზის ჩატარების დროისათვის სახლის კედლებში განვითრებული მსუბუქი კონსტრუქციული დაზიანებები საფრთხის შემცველი არ არის და ვარგისია ექსპლუატაციისათვის.
სსიპ "ლ----------------–ის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 30 აგვისტოს №0-------- დასკვნის მიხედვით "ზოგადად, და ასევე საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის N 57 დადგენილებით (იხ.მე-7 თავი, მუხლი 35) ახალი მშენებლობის დაწყებამდე აუცილებელი იყო მიმდებარედ არსებული შენობა-ნაგებობების ტექნიკური მდგომარეობის გამოკვლევა არსებული დაზიანებების დაფიქსირება და მშენებლობის პროცესში ტექნიკური მდგომარეობის მონიტორინგი, რაც მოცემულ შემთხვევაში არ ჩატარებულა. ამდენად შენობის ტექნიკური მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია გვირაბის მშენებლობის დაწყებამდე არ არსებობს. მობინადრეების განცხადებით, სოფელ ქ--–----ში, მათი საცხოვრებელი სახლის დაზიანებები გაჩნდა და პროგრესირება დაიწყო 2012 წლიდან სოფელ ქ--–----ში სარკინიგზო გვირაბის მოწყობის სამშენებლო სამუშაოების დაწყების შემდეგ. კერძოდ, აფეთქებით გამოწვეული ვიბრაციული დატვირთვებით, რომელიც მიმდინარეობდა ხანგრძლივად და დიდი სიხშირით, რის გამოც, როგორც მათ საცხოვრებელ სახლში, ასევე მეზობლად მდებარე შენობებში აღინიშნებოდა საკმაოდ ძლიერი მიწისძვრის მსგავსი ბიძგები. ამდენად, მ--------------–-ძის (იგულისხმება მოსარჩელეთა სახლი) ) საკუთრებაში არსებული შენობის დაზიანებები ძირითადად შესაძლოა გამოწვეული იყოს მიწისძვრების ან სარკინიგზო გვირაბის სამშენებლო სამუშაოების წარმოების დროს ვიბრაციული დატვირთვების ზემოქმედებით.
ამავე ექსპერტიზის დასკვნის თანახმად ხ-–----ის რაიონის სოფელ ქ--–----ში მდებარე მ--------------–-ძის საკუთრებაში არსებული შენობის ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია, ვერ უზრუნველყოფს მობინადრეთა უსაფრთხოებას და არსებული მდგომარეობით მისი შემდგომი ექსპლუატაცია დაუშვებელია. აუცილებელია დაუყოვნებლივ ჩატარდეს შენობის ტექნიკური მდგომარეობის დეტალური გამოკვლევა და მიღებული ანალიზის შემდეგ, ეკონომიური თვალსაზრისის გათვალისწინებით შენობის დემონტაჟი ან აღდგენა გაძლიერებითი სამუშაოები, ამ მიზნით სპეციალურად დამუშავებული გამაგრების პროექტის მიხედვით. შენობაზე არსებული დაზიანებები ევროპის მაკროსეისმური სკალის (EMS-98) მიხედვით მიეკუთვნება მე-3 ხარისხს. მ--------------–-ძის საკუთრებაში არსებული შენობის დაზიანებების მიზეზების დასაზუსტებლად საწიროა ექსპერტიზაზე წარდგენილი იქნეს სარკინიგზო გვირაბის სამშენებლო სამუშაოების წარმოების დროს ჩატარებული აფეთქებითი სამუშაოების ტექნიკური დოკუმენტაცია და ტოპოგეოდეზიური სქემა, სადაც მოცემული იქნება სარკინიგზო გვირაბის და მ--------------–-ძის საკუთრებაში არსებული სახლის ადგილმდებარეობა.
სსიპ. "ლ----------------–ის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო"-ს საინჟინრო ექსპერტიზის 2018 წლის 17 ივნისის N 0-------- დაკვნის თანახმად ზუსტი მოდელი, რომელიც უტყუარად შეაფასებს აფეთქებებით გამოწვეულ ზიანს მიმდებარედ არსებულ გარემოზე არ არის შემუშავებული. ცნობი-–-- შემთხვევები, როდესაც აფეთქების ზონასთან უფრო ახლოს მდებარე შენობები უფრო ნაკლებად არის დაზიანებული, ვიდრე უფრო შორს მდებარე შენობები. ასევე ცნობი-–--, რომ ხანგრძლივი დროის განმავლობაში და მრავალჯერადი განმეორებული ვიბრაციული დატვირთვების შედეგად ხდება თიხნარი გრუნტების გაფხვიერება, ხოლო ქვიშნარი გრუნტების ჯდენა, რაც შესაბამისად აისახება შენობა-ნაგებობების ტექნიკურ მდგომარეობაზე. გარდა ამისა მხოლოდ თეორიული მოდელი არ არის საკმარისი საბოლოო დასკვნების გასაკეთებლად , რადგან აფეთქებებით გამოწვეული ზიანის და სიმძლავრის დასადგენად აუცილებელია გეოტექნიკური და საინჟინრო ანალიზის ჩატარება და სხვა ფაქტორების გათვალისწინება. ამდენად, თეორიული მიდგომა (მათემატიკური მოდელი) როგორც ეს წარდგენი-–-- კომპანია "ექსორიქსის" მიერ შესრულებულ დოკუმენტში, (რომელიც გამოყენებულია აფეთქებებით გამოწვეული მანძილის დასადგენად), არასრულყოფი-–-- და ვერ ასახავს რეალურ მდგომარეობას, სოფელ ქ--–----ში მდებარე შენობის აფეთქებითი სამუშაოების გავლენით შესაძლო დაზიანების შესახებ, რადგან ამ მიდგომით თეორიულად განსაზღვრული შენობების რაოდენობა შეადგენს 9-ს, ხოლო რეალურად დაზიანებულია რამდენიმე ასეული შენობა-ნაგებობა. გარდა ამისა 2012 წლის ივლისიდან (ქ--–----ის ტერიტორიაზე N9 სარკინიგზო გვირაბის სამშენებლო სამუშაოების დასაწყისი) 2016 წლის 06 ივნისამდე აფეთქებების შედეგად წარმოშობილი ვიბრაციების მონიტორინგი მიმდინარეობდა მხოლოდ 09.10.2012; 13.10.2012; 01.03.2013 და 29.07.2015-06.06.2016 პერიოდებში. (გამოტოვებულია 2,3,4 და 5 დღიანი შუალედებით. ასევე არ არის მიწოდებული ინფორმაცია ქ--–----ის ტერიტორიაზე N9 სარკინიგზო გვირაბის სამშენებლო სამუშაოების დასასრულის შესახებ. ანუ გამოტოვებულია პერიოდები თუ რა სიხშირის და რა სიმძლავრის აფეთქებითი სამუშაოები მიმდინარეობდა, მონეცემები არ არსებობს.
ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, თუ გავითვალისწინებთ რომ 2013-2017 წლებში საქართველოს ტერიტორიაზე არ მომხდარა ისეთი სიმძლავრის მიწისძვრები, რომელიც გამოიწვევდა ხ-–----ის რაიონის სოფელ ქ--–----ში არსებული შენობა-ნაგებეოების მნიშვნელოვან დაზიანებებს და სოფელ ქ--–----ში მდებარე მ--------------–-ძის, ზ--------------–აძის და ნ--------–-–--ლის საცხოვრებელ სახლზე არსებული დაზიანებების სპეციფიკურ ხასიათს შეიძლება დავასკვნათ, რომ ხ-–----ის მუმნიციპალიტეტის სოფელ ქ--–----ში მდებარე მ--------------–-ძის, ზ--------------–აძის და ნ--------–-–--ლის საცხოვრებელ სახლზე არსებული დაზიანებები გამოწვეულია N9 სარკინიგზო გვირაბის მშენებლობის პროცესში წარმოებული სამუშაოების შედეგად.
საჯარო სამართლის იურიდიული პირი "ი-–--ს სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონტორინგის ცენტრი"-ს მიერ 2017 წლის 20 სექტემბერს გაცემული ცნობით (ს.ფ 328-329), ირკვევა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე ბოლო პერიოდში 2009 წლის 7 სექტემბერს დაფიქსირდა ონის მიწისძრვა 5,9 მაგნიტუდა; 2011 წლის 19 იანვარს ვანის მიწისძვრა 5,4 მაგნიტუდით; 2011 წლის 18 აგვისტოს ამბროლაურის მიწისძვრა მაგნიტუდით 5,2; 2016 წლის 12 ივლისს დმანისის მიწისძვრა 5,0 მაგნიტუდით. ამავე ცნობით აღნიშნულ მიწისძვრებს ქ--–----ის ტერიტორიაზე შესაძლოა მოეხდინა გარკვეული ეფექტი მაგრამ მათი მოსაზრებით სერიოზული ზიანის და ნგრევის მიზეზი ვერ იქნებოდა.
აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ სოფელ ქ--–----ის მიმდებარე ტერიტორიაზე გვირაბის მშენებლობა დაიწყო 2012 წელს და მხოლოდ 2016 წლის 12 ივლისის დმანისის მიწისძვრა შეიძლება იყოს განხილული ამ მიმართებით. თუმცა სეისმური მონიტორინგის ცენტრის მითითებული ცნობის შესაბამისად აღნიშნულ მიწისძვრები სერიოზული ზიანის და ნგრევის მიზეზი ვერ იქნებოდა. სასამართლო აანალიზებს რა აღნიშნული ცნობას საქმის სხვა მასალათა ერთობლიობაში, სარწმუნოდ მიიჩნევს მას, რადგან საქმის მასალებით, კერძოდ სსიპ "ლ----------------–ის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2013 წლის 13 თებერვლის № 0-------- დასკვნით დადგენი-–--, რომ ექსპერტიზის ჩატარების დროისათვის სახლის კედლებში განვითრებული მსუბუქი კონსტრუქციული დაზიანებები საფრთხის შემცველი არ იყო და შენობა ვარგისი იყო ექსპლუატაციისათვის. ამდენად, უდავოა, რომ 2009 წლის 7 სექტემბრის ონის მიწისძრვას (5,9 მაგნიტუდა), 2011 წლის 19 იანვარს ვანის მიწისძვრას (5,4 მაგნიტუდა) და 2011 წლის 18 აგვისტოს ამბროლაურის მიწისძვრას (5,2 მაგნიტუდა) რაც სიძლიერით საგრძნობლად აღემატებოდა 2016 წლის 12 ივლისის დმანისის მიწისძვრას (5,0 მაგნიტუდა) სოფელ ქ--–----ში მდებარე მოსარჩელეთა სახლზე რაიმე დაზიანება არ გამოუწვევია. სასამართლო თვლის რომ სახლზე ბზარების გაჩენა დაიწყო სწორედ შპს "ჩ------------------------------------------ი"-ის მიერ სარკინიგზო გვირაბის მშენებლობის დროს წარმოებული აფეთქებების, მიწისძვრის მსგავსი ბიძგების განხორციელების შემდეგ.
აქვე მხედველობაშია მისაღები ის გარემოება რომ ზემოთაღნიშნული საინჟინრო ექსპერტიზის 2013 წლის 13 თებერვლის № 0-------- დასკვნის მიხედვით ექსპერტიზის ჩატარების დროისათვის მოსარჩელეთა სახლის კედლებში განვითრებული მსუბუქი კონსტრუქციული დაზიანებები საფრთხის შემცველი არ იყო და შენობა ვარგისი იყო ექსპლუატაციისათვის. 2017 წლის 30 აგვისტოს №0-------- დასკვნის მიხედვით კი აღნიშნული შენობის ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია, ვერ უზრუნველყოფს მობინადრეთა უსაფრთხოებას და არსებული მდგომარეობით მისი შემდგომი ექსპლუატაცია დაუშვებელია. რომ შენობაზე არსებული დაზიანებები ევროპის მაკროსეისმური სკალის (EMS-98) მიხედვით მიეკუთვნება მე-3 ხარისხს. აქედან გამომდინარე სასამართლო სარწმუნოდ მიიჩნევს სსიპ. "ლ----------------–ის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო"-ს საინჟინრო ექსპერტიზის 2018 წლის 17 ივნისის N 0-------- დაკვნას, რომლის შესაბამისად, თუ გავითვალისწინებთ რომ 2013-2017 წლებში საქართველოს ტერიტორიაზე არ მომხდარა ისეთი სიმძლავრის მიწისძვრები, რომელიც გამოიწვევდა ხ-–----ის რაიონის სოფელ ქ--–----ში არსებული შენობა-ნაგებეოების მნიშვნელოვან დაზიანებებს და სოფელ ქ--–----ში მდებარე მ--------------–-ძის, ზ--------------–აძის და ნ--------–-–--ლის საცხოვრებელ სახლზე არსებული დაზიანებების სპეციფიკურ ხასიათს, შეიძლება დავასკვნათ, რომ ხ-–----ის მუმნიციპალიტეტის სოფელ ქ--–----ში მდებარე მ--------------–-ძის, ზ--------------–აძის და ნ--------–-–--ლის საცხოვრებელ სახლზე არსებული დაზიანებები გამოწვეულია N9 სარკინიგზო გვირაბის მშენებლობის პროცესში წარმოებული სამუშაოების შედეგად.
ექსპერტმა პ---------------–--ლმა (სამშენებლო მექანიკის, სეისმომედეგობის და საინჟინრო ექსპერტიზის ცენტრის ექსპერტად მუშაობის 32 წლის სტაჟით) სასამართლო სხდომაზე დაადასტურა მის მიერ გაცემული საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნის სისწორე და კატეგორიულად განმარტა, რომ მოსარჩელეთა სახლზე არსებული დაზიანებების წარმოშობა გამოწვეულია შპს "ჩ------------------------------------------ი"-ის მიერ სარკინიგზო გვირაბის მშენებლობის დროს წარმოებული აფეთქებების, მიწისძვრის მსგავსი ბიძგების განხორციელების შედეგად.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო ვერ დაეთანხმება მოპასუხე მხარის მიერ წარმოდგენილ კომპანია "ექსორიქსის" 2017 წლის 20 ივლისის და 2018 წლის 13 მარტის დასკვნებს (იხ.ს.ფ.76-327), რომლის შესაბამისად მოსარჩელეთა სახლი მდებარეობს ზემოქმედების ზონის გარეთ და 2012-2016 წლებში, აფეთქებითი ვიბრაციის ჩამწერი უწყვეტი მონიტორინგის მონაცემების შედეგად, მის მიმართ არ დაფიქსირებულა რა დასაშვებ ლიმიტზე მაღალი ვიბრაციის მაჩვენებელი (სპეციფიკაცია DIN4150), შესაბამისად ადაპტირებული სპეციფიკაციისა და სტანდარტების გათვალისწინებით მარიამ გოგალაძის სახლის (იგულისხმება მოსარჩელეების სახლი) დაზიანებები არ არის გამოწვეული მე-9 გვირაბის აღმოსავლეთ ნაწილში წარმოებული აფეთქებითი სამუშაოების შედეგად.
სასამართლო მიუთითებს, რომ მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, აწესებს მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტს, რომლის მიხედვით მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ კი ის გარემოებები, რომლებსაც შესაგებელი ეფუძნება. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისთვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.
სამოქალაქო საქმეზე დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების ერთადერთი გზა მტკიცებაა, რომლითაც დგინდება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები. მტკიცების პროცესში იგულისხმება პროცესის მონაწილე სუბიექტების საქმიანობა, მიმართული საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტების არსებობის ან არარსებობის დასადგენად. პროცესის მონაწილე მხარეთა და სასამართლოს მტკიცებითი საქმიანობა, მოიცავს შემდეგ სტადიებს: მტკიცების საგნის განსაზღვრა; მტკიცებულებათა შეგროვება (მტკიცებულებათა გამოვლენა, მათი შეკრება და სასამართლოში წარდგენა); მტკიცებულებათა სასამართლოში გამოკვლევა; მტკიცებულებათა შეფასება. დამტკიცებას საჭიროებს ის გარემოებები, რომლებიც ასაბუთებს სასარჩელო მოთხოვნასა და სარჩელის ფაქტობრივ გარემოებებს, მოწინააღმდეგე მხარის მიერ სარჩელის ფაქტობრივი გარემოებებისა და სასარჩელო მოთხოვნის უარყოფას, ასევე, საქმის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები (იხ. სუსგ , საქმე Nას-1206-1166-2016).
ამასთან, მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების პრინციპიდან გამომდინარე, მოსარჩელე ვალდებულია, დაამტკიცოს ზიანის არსებობა და მისი მოცულობა, ასევე, მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, ანუ, მოპასუხის მოქმედება უნდა იყოს არამარტო ბრალეული, არამედ ზიანის გამომწვევიც, შესაბამისად, ზიანის მიმყენებელმა უნდა დაამტკიცოს მის ქმედებაში მართლწინააღმდეგობისა და ბრალის არარსებობა. (იხ. სუსგ 19.04.16 წ. საქმე Nას-191-183-2016).
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილზე მითითებით სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალურთიერთობების მომწესრიგებელი ნორმების ამოსავალი წერტი-–-- ბუნებითი სამართლიანობის აღდგენა, შესაბამისად სამოქალაქო სამართალბრუნვაში ქცევის სტანდარტის განმსაზღვრელია სამართლიანობა, კეთილსინდისიერება და ზნეობრიობა. ყველა სუბიექტი სამოქალაქო უფლება-მოვალეობების მატარებელია. სამოქალაქო უფლების მართლზომიერი რეალიზაცია კი საზოგადოებაში სტაბილური გარემოს შექმნის გარანტიაა. თითოეული მოქალაქე ვალდებულია თავისი უფლება განახორციელოს იმგვარად, რომ დაუშვებლად არ ხელყოს სხვისი უფლება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქმის მასალებით დასტურდება ზიანის ანაზღაურების თაობაზე წარმოდგენილი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებისთვის აუცილებელი კომპონენტების არსებობა. სასამართლო თვლის, რომ მოსარჩელე მხარემ შეძლო, სასამართლოსათვის წარმოედგინა ისეთი სახის უტყუარი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მისი პოზიციის მართებულობაში. კონკრეტულ შემთხვევაში, მხარეთა ახსნა-განმარტებებისა და საქმეში წარმოდგენილი ზემოთაღნიშნული მტკიცებულებების საფუძველზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებით დადასტურებულია მოპასუხის მიერ მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენისა და აღნიშნული ქმედების შედეგად მოსარჩელისთვის მატერიალური ზიანის მიყენების ფაქტი. შესაბამისად, სახეზეა მიზეზობრივი კავშირი მოპასუხის ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, რაც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ნორმათა თანახმად წარმოშობდა მოპასუხე მხარისათვის ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას.
დადგენი-–--, რომ ხ-–----ის მუნიციპალიტეტის სოფელ ქ--–----ში მდებარე საცხოვრებელი სახლი საჭიროებს აღდგენა-გაძლიერების სამუშაოებს.
დადგენი-–--, რომ ხ-–----ის მუნიციპალიტეტის სოფელ ქ--–----ში მდებარე მოსარჩელეთა საცხოვრებელი სახლის აღდგენა-გაძლიერების ხარჯები მთლიანობაში შეადგენს 25302 ლარს.
აქედან გამომდინარე კომპანია "ექსორიქსის დასკვნაში მითითებული გარემოება, რომ "აფეთქებები წარმოებდა დაშვებული ნორმების ფარგლებში, რასაც არ შეეძლო გამოეწვია სახლების დაზიანება - ვერ იქნება გაზიარებული. ვინაიდან ეს აფეთქებები იყო მრავალჯერადი სიხშირის და არა ერთჯერადი, რაც იწვევდა ნიადაგის ჯდენითი პროცესების პროვოცირების შესაბამისად დაზიანებების წარმოშობას.
სსიპ ”ლ----------------–ის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიურო”-ს 2017 წლის 30 აგვისტოს № 0-------- დასკვნით და მასზე თანდართული ფოტომასალით უდავოდ დგინდება, რომ მოსარჩელეთა სახლის გარე პერიმეტრზე ტორსულ და ფასადის კედლებზე აღინიშნება დახრილი და ვერტიკალური ბზარები (იხ.სურათი ,5,6,),პირველ სართულზე ფასადის მხარეს კედელი დაძრულია ვერტიკალური სიბრტყიდან და იატაკთან გაჩენი-–-- ღრეჩო(იხ.ს.&). შენობის ორივე სართულზე თითქმის ყველა კედელზე აღინიშნება გამჭოლი დახრილი, ვერტიკალური და ჰორიზონტალური ბზარები, რომლებზეც დადებულია ქაღალდის ნიშნები (ხ.ს.8,9,10,11,12,13,14). მობინადრის განცხადებით 2012 წელს გადმოინგრა გზის საყრდენი კედელი, რომელიც შემდგომ აღდგენილი იქნა სარკინიგზო გვირაბის სამშენებლო კომპანიის მიერ.
აღნიშნულისა და საქმის სხვა ერთობლივი მასალების ანალიზის საფუძველზე სასამართლო ასკვნის, რომ ზიანის მიყენებაში ბრალი მიუძღვის მოპასუხეს, რომლის მიერ წარმოებულმა ხშირმა აფეთქებებით გამოწვეულმა ვიბრაციამ გამოიწვია სახლის დაზიანება.
ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მოსარჩელეებმა დაადასტურეს ზიანის ფაქტი და შპს "ჩ------------------------------------------ის" ბრალი მიყენებულ ზიანში, მოპასუხემ ვერ დაადასტურა დამდგარი ზიანის მიმართ მისი ბრალეულობის გამომრიცხავი გარემოებები.
ამდენად სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს სრულად და მოპასუხე შპს "ჩ------------------------------------------ს'' უნდა დაეკისროს მოსარჩელეების ნ--------–-–--ლის, მ--------------–-ძის და ზ--------------–აძის სასარგებლოდ მიყენებული ზიანის თანხა 25302 ლარის ოდენობით.
6.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2671 მუხლის პირველი ნაწილით, სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებული საკითხები შეიძლება განხილულ იქნეს ზეპირი მოსმენის გარეშე. იმავე კოდექსის 269-ე მუხლის შესაბამისად გადაწყვეტილების დაუყონებლივ აღსრულების საკითხი შეიძლება განხილულ იქნეს იმავე სხდომაზე, რომელზედაც გამოტანილი იქნება გადაწყვეტილება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილის "ზ" ქვეპუნქტის მიხედვით, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით მთლიანად ან ნაწილობლივ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცეს გადაწყვეტილებები ყველა სხვა საქმეზე, თუ განსაკუთრებულ გარემოებათა გამო გადაწყვეტილების აღსრულების დაყოვნებამ შეიძლება გადამხდევინებელს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს, ან თუ გადაწყვეტილების აღსრულება შეუძლებელი აღმოჩნდება.
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის მოთხოვნა ზიანის ანაზღაურების ნაწილში გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის შესახებ დასაბუთებულია და უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან არსებობს ამის კანონიერი საფუძველი, ხოლო სხვა ხარჯების ანაზღაურების ნაწილში - არ უნდა დაკმაყოფილდეს.
სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის დასკვნით მოსარჩელეთა სახლის მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია, საჭიროებს შენობის შემდგომი ნორმალური ექსპლუატაციისათვის აუცილებელია ჩატარდეს შენობის ტექნიკური მდგომარეობის დეტალური გამოკვლევა და მიღებული შედეგების ანალიზის შემდეგ, აღდგენა-გაძლიერებითი სამუშაოები ამ მიზნით სპეციალურად დამუშავებული გამაგრების პროექტის მიხედვით.
მოპასუხის განმარტება, რომ თანხების დაუყოვნებლივ გადახდამ სეიძლება გამოიწვიოს კომპანიის გაკოტრება დაუსაბუთებელია.
მოსარჩელეს განემარტოს, რომ გადაწყვეტილების გაუქმების შემთხვევაში მან უნდა დააბრუნოს ყოველივე რაც მიიღო გაუქმებული გადაწყვეტილებით.
7. საპროცესო ხარჯები
7.1 სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველის ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
განსახილველ შემთხვევაში სარჩელი სრულად დაკმაყოფილდა,შესაბამისად მოპასუხე შპს ”ჩ------------------------------------------ს" მოსარჩელეების სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ექსპერტიზის ხარჯი -200 და 600 ლარი, სულ 800 ლარი, საპროექტო-ხარჯთაღრიცხვის შედგენის ხარჯი - 200 ლარი.
მოპასუხე შპს "ჩ------------------------------------------ს” მოსარჩელეების: ნ--------–-–--ლის, მ--------------–-ძის და ზ--------------–აძის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 760 ლარის გადახდა, მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის სანაცვლოდ.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
8.1. მოცემულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-წ, 249-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ნ--------–-–--ლის, მ--------------–-ძის და ზ--------------–აძის სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2. მოპასუხე შპს ”ჩ------------------------------------------ს" მოსარჩელეების:ნინო გელაშვილის, მ--------------–-ძის და ზ--------------–აძის სასარგებლოდ დაეკისროს მიყენებული ზიანის თანხის 25302 (ოცდახუთიათას სამას ორი) ლარის, ექსპერტიზების ხარჯის 800 (რვაასი) ლარის, საპროექტო-ხარჯთაღრიცხვის შედგენის ხარჯის- 200 ლარის გადახდა.
3. მოპასუხე შპს "ჩ------------------------------------------ს” მოსარჩელეების ნინო გელაშვილის, მ--------------–-ძის და ზ--------------–აძის სასარგებლოდ დაეკისროს 760 ლარის გადახდა, მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის სანაცვლოდ.
4. გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში ხ-–----ის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობი-–-- გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ხ-–----ის რაიონული სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე
ნაირა გიგიტაშვილი