მუხლი 2671. სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებული საკითხების განხილვის და გადაწყვეტის წესი
თავი XXVIII — სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერი ძალა. გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება # # #
1. სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებული საკითხები შეიძლება განხილულ იქნეს ზეპირი მოსმენის გარეშე. სხდომის ჩატარების შემთხვევაში მხარეებს ეცნობება სხდომის ჩატარების დრო და ადგილი, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა ვერ დააბრკოლებს სასამართლოს მიერ საკითხის გადაწყვეტას.
2. გადაწყვეტილება მიიღება განჩინების ფორმით. გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ სასამართლოს განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა.
საქართველოს 2000 წლის 5 დეკემბრის კანონი №638 – სსმ I, №48, 16.12.2000 წ., მუხ.138
საქართველოს 2007 წლის 28 დეკემბრის კანონი №5669 - სსმ I, №1, 03.01.2008 წ., მუხ
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (14.11.1997).
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(65)
საქმე №ას-1439-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 12.02.2026
…მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად იხელმძღვანელა სსსკ-ის 251-ე მუხლით და მართებულად დააკმაყოფილა მოთხოვნა კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების წესის დადგენის შესახებ. 26. საკასაციო პალატა მიუთითებს ასევე სსსკ-ის 2671 მუხლზე, რომელიც ადგენს სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებული საკითხების განხილვის წესს. აქედან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ…
საქმე №ა-6818-24 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 25.12.2025
…რომ მას უფლება აქვს ამავე მოთხოვნით მიმართოს ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას. ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი: საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 267-ე, 2671-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და დ ა ა დ გ ი ნ ა: 1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განცხადება, ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 16…
საქმე №ას-1099-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 06.10.2025
…არ მოუთხოვია, შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ) 248-ე მუხლის თანახმად, მოსარჩელისათვის სადავო პირგასამტეხლოს დაკისრება მოცემული დავის ფარგლებში შეუძლებელი იყო. 4. მოსარჩელემ იხელმძღვანელა სსსკ-ის 2671 მუხლით და განმარტა, რომ სასამართლოს უნდა მიეღო განჩინება სააღსრულებო ფურცლის გაცემის თაობაზე, რაზეც დასაშვებია კერძო საჩივრის შეტანა. 5. საკასაციო…
საქმე №ას-1580-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.02.2025
…მოწესრიგდეს, სსსკ-ის 251-ე მუხლის საფუძველზე, სასამართლოს მიერ შესაბამისი განჩინების მიღების გზით (შდრ: სუსგ-ები: №ას-582-582-2018, 28 დეკემბერი, 2018 წ; №ას-180-2021, 25 მაისი, 2021 წ.). სააპელაციო პალატამ მიუთითა ასევე სსსკ-ის 2671 მუხლზე და აღნიშნა, რომ სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა სასამართლოს შეუძლია როგორც ზეპირი მოსმენით, ასევე ზეპირი…
საქმე №ას-1391-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 31.01.2024
…განჩინებით დაკმაყოფილდა მოსარჩელის განცხადება სააღსრულებო ფურცლის დუბლიკატის გაცემის შესახებ. 13. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების 1-9 პუნქტებში ასახული ფაქტობრივი გარემოებები, იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2671-ე მუხლის პირველი ნაწილით, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე, 23-ე მუხლებით და დაასკვნა, რომ ვინაიდან…
საქმე №ას-830-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 19.09.2023